Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/politics/sagareo_saqmeta_saministro_01.jpgსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მკაცრი პროტესტი“ გამოხატა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის სეპარატისტულ აფხაზეთში "ე.წ. ვიზიტთან" დაკავშირებით და იგი კავკასიის რეგიონში „სიტუაციის დესტაბილიზაციისა და დაძაბულობის ესკალაციის კიდევ ერთ მცდელობად“ შეაფასა. polity.ge
  2. დღეს `ეროვნული ფორუმის” ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს ფოთში გამართავენ . პირველი შეხვედრა მალთაყვის უბანში, ხოლო მეორე - ნაბადის… ლინკი მედიანიუსზე
  3. დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს… ლინკი მედიანიუსზე
  4. ინფორმაცია ვიდეოზე: დასახელება: Los Angeles Galaxy 2-3 Real Madrid [Pictures]l გამოშვების წელი: 2010 აღწერა: ამ სიახლეში თქვენ იხილავთ ლოს ანჯელეს ,,გალაქსის'' და ,,რეალ მადრიდს'' მატჩის სურათებს. რაოდენობა: 151 ზომა: 11,7 MB ფორმატი: JPEG სრულად იხილეთ
  5. საეკლესიო კალენდარი ოთხშაბათი მოწამისა ევსტათი მცხეთელისა (VI); მოწამისა კალინიკე ღანგრელისა (III-IV); მოწამისა სერაფიმა ქალწულისა (II); მოწამისა თეოდოტიასი… ლინკი მედიანიუსზე
  6. მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით, კლუბი ფრენკ რიბერის საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის სპეციალურ სხდომაზე გაშვებას არ აპირებს და ამის მიზეზად წინასასეზონი მზადება მოჰყავს. იხილეთ fanebi.com
  7. ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი დიდიე დროგბა თავისი და მთლიანად გუნდის ფორმით უკმაყოფილოა და თვლის, რომ "არისტოკრატებს" საკუთარი თამაშის პოვნა რაც შეიძლება მალე მართებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრემიერლიგის სტარტზე დაუგეგმავ ქულებს დაკარგავენ, რაც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. იხილეთ fanebi.com
  8. აწყურში ხანრის ჩაქრობა ამინდზეა დამოკიდებული დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. სინოპტიკოსები წვიმას 19 აგვისტომდე არ ელოდებიან აწყურში ხანრის ჩაქრობა ამინდზეა დამოკიდებული დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისში მონაწილეობას ქართული გამომცემლობა მიიღებს სრული ინფო(netgazeti.ge)
  10. რამდენიმე მილიონ დოლარად ღირებული სახელმწიფო ქონება ლევან ვარშალომიძემ თურქულ კომპანიას 1,45 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო კი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული. როგორც ”ბათუმელებმა” გაარკვია, თურქულ კომპანიასთან დავაში სახელმწიფომ სულ ცოტა 17 მილიონი ლარი იზარალა. წაგებული საქმე და წამგებიანი ხელშეკრულება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლომ თურქული კომპანია tustas industrial plants co. incorporation -ის (”თუსთაში”) სასარგებლოდ 4 782 671 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ”თუსთაშისთვის” მისაცემი 9 778 400 ლარი გასული წლის ბიუჯეტში ჩაიდო, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისა და დავალიანების დაფარვის ნაცვლად, აჭარის მთავრობამ კომპანიასთან მოლაპარაკება დაიწყო. შეთანხმება, რომელიც ”ბათუმელების” მიერ მოძიებული მასალების მიხედვით, ქართული მხარისთვის მომგებიანი ვერ აღმოჩნდა, ”თუსთაშთან” გასული წლის სექტემბერში გაფორმდა. ამ დროისთვის გადასახდელ თანხაზე დარიცხული პროცენტი 2 071 889 დოლარია. აქედან 600 ათას დოლარზე მეტი ძირითად თანხას სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ დაერიცხა. მთლიანობაში კომპანიისთვის მისაცემი თანხა კი 6 053 087 დოლარით განისაზღვრა. შეთანხმების აქტით დადგინდა დავალიანების დაფარვის ფორმა და გრაფიკი: აჭარის მთავრობამ აქტის ხელმოწერიდან ერთ თვეში 1,9 მილიონი, ხოლო 2010 წლის 30 ივნისამდე 2,7 მილიონი აშშ დოლარის გადახდა იკისრა. დარჩენილი 1 443 915 აშშ დოლარის სანაცვლოდ კი კომპანიისთვის სოფელ გონიოში მიწა უნდა გადაეცათ. გონიოს მიწები ვალის დასაფარად ”თუსთაშს” 1 კვ/მ მიწის ნაკვეთი 41 დოლარში ჩაუთვალეს, მაშინ, როცა გონიოში, ზღვისპირა ზოლში, 1 კვ/მ მიწის საბაზრო ღირებულება მინიმუმ 150-200, მაქსიმუმ 300 აშშ დოლარია. ანუ ყოველგვარი პირობის გარეშე გასხვისებული 35 ათასი კვ/მ ფართობი, რომელიც ზღვისპირა ზოლში მდებარეობს, სულ ცოტა 5 მილიონი აშშ დოლარი ღირს. მიწის ნაკვეთები, რომლებიც ”თუსთაშს” გადაეცა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად გასული წლის გაზაფხულზე, ანუ ფირმასთან მოლაპარაკების პროცესში დარეგისტრირდა. შემდეგ ეს ნაკვეთები გადარეგისტრირდა როგორც აჭარის ქონება, საჯარო რეესტრის იმავე წლის 4 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით კი, რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი უკვე `თუსთაშის~ საკუთრებაშია. ეს პროცედურა ისე ჩატარდა, რომ ოჯახებმა, რომლებიც ამ ნაკვეთების ნაწილს მართლზომიერად სარგებლობდნენ, არაფერი იცოდნენ. `20 წელია ამ მიწას ვსარგებლობთ. ხელვაჩაურის მიწის კომისიამ რეესტრში გადამამისამართა. რეესტრში კი მითხრეს, რომ ნაკვეთი, რომელსაც მე ვამუშავებდი, თურქული კომპანიის საკუთრებაა~, _ აცხადებს `ბათუმელებთან~ მალხაზ ბარამიძე. მას ამ ეტაპზე პრეტენზია 2 700 კვ/მ ფართობზე აქვს. მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ”თუსთაშისთვის” გადაცემული მიწის ნაკვეთები ისტორიული გონიოს ციხის მოპირდაპირედ, საავტომობილო ტრასიდან ზღვის ნაპირამდე მონაკვეთში მდებარეობს. ამ ნაკვეთებს ათობით ოჯახი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად და პირუტყვების საძოვრად 20 წელია იყენებს. კანონის მიზანი დაირღვა 35 000 კვ/მეტრი მიწა გონიოში ”თუსთაშს” აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის #156 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა. კანონის მიხედვით, `ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის დადგენილ პირობებს”. ამ შემთხვევაში პრივატიზებისთვის რაიმე პირობა არ დაუდგენიათ. ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ ”მყიდველი” ანუ ”თუსთაში” ვალდებულია `განახორციელოს ყველა სახის ქმედება ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით~. ხელშეკრულებით ფირმას ერთადერთი ”ვალდებულება” აქვს - მიიღოს მიწის ნაკვეთი ვალის სანაცვლოდ. გამყიდველი სდუმს რატომ გახდა აუცილებელი მოლაპარაკების დაწყება მაშინ, როცა ”თუსთაშის” ვალის დასაფარად ბიუჯეტში თანხა იყო გათვალისწინებული? რატომ არ გადაუხადეს ფირმას ვალი და რას მოხმარდა ეს თანხა? რამდენად გამართლებულია მიწის გასხვისება ყოველგვარი პირობის გარეშე, მიზერული თანხის სანაცვლოდ? როგორ აღმოჩნდა ეს მიწები აჭარის საკუთრებაში და ხომ არ არღვევს ვარშალომიძე ამ კონკრეტული ბრძანებით პრივატიზების შესახებ კანონს? - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში თავს ვალდებულად არ თვლიან, ამ კითხვებს უპასუხონ. მოპასუხე მხოლოდ აჭარაა ”ბათუმელების” ინფორმაციით, ”თუსთაშისთვის” მისაცემი 9 778 400 ლარი, საქართველოს მთავრობას აჭარისთვის გრანტის სახით უნდა გადმოერიცხა, რაც ასე არ მოხდა. საარბიტრაჟო სასამართლოშიც პირველი მოპასუხე თავიდანვე აჭარის მინისტრთა საბჭო, ხოლო მეორე მოპასუხე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო იყო. სასამართლომ კი ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ აჭარას დააკისრა. `რადგანაც საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ გააჩნია იურისდიქცია მეორე მოპასუხის მიმართ და არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მეორე მოპასუხის დასახელებებზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება და განაჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე მიმართულია მხოლოდ პირველი მოპასუხისკენ~, _ აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. როცა უმაღლესმა საბჭომ 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა, განმარტებით ბარათში ეწერა, რომ ”თუსთაშისთვის” 31 830 კვ/მ მიწა უნდა გადაეცათა, ანუ 3170 კვ/მ-ით ნაკლები. ამ ფართობის მიწა გონიოში ნახევარ მილიონ დოლარამდე ღირს. აჭარის 2010 წლის ბიუჯეტში `თუსთაშისთვის~ მისაცემად 4 725 000 ლარი ჩაიდო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით კი ”თუსთაშისთვის” 4 760 852 ლარი მიუციათ. ბოლო გადარიცხვა 8 ივლისს განხორციელდა. ესე იგი, სასამართლოს მიერ დაკისრებული 5,5 მილიონი აშშ დოლარის (პროცენტის ჩათვლით) სანაცვლოდ `თუსთაშს~ 8 მილიონამდე ლარი და 9 მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები გადაეცა. გარდა ამისა, `თუსთაშთან~ წაგებული საქმის საერთაშორისო სასამართლოში განხილვის პროცესში ბიუჯეტიდან 801 472 აშშ დოლარი დაიხარჯა. ”თუსთაში” აჭარიდან სასამართლოში `თუსთაში~ აჭარაში 1997 წელს შემოვიდა. კომპანიას ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალი და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი უნდა აეშენებინა. `თუსთაში~ მშენებლობის ვადების დარღვევის გამო გააძევეს. კომპანიამ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. 2006 წელს ქართული მხარე ამტკიცებდა, რომ კომპანიის ტექნიკა თანდათანობით ტოვებდა საქართველოს და ის ”თუსთაშის” კონტრაქტორ კომპანიებს გაჰყავდათ. `თუსთაში~ კი ამტკიცებდა, რომ კონტრაქტორი კომპანიები მას სასამართლოში უჩივიან და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ, რაც საერთო ჯამში 27 მილიონ დოლარს უტოლდება. სასამართლოში ”თუსთაში” საქართველოს 34 855 865 აშშ დოლარს სთხოვდა. ”უმნიშვნელო” დავა საქართველოს მთავრობა ამ საქმეს სერიოზულობით იმთავითვე არ მიუდგა. საქართველოს ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე აცხადებდა, რომ `თუსთაშმა~ ტექნიკა ყველა წესის დარღვევით შემოიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე და საამშენებლო სამუშაოებსაც წესების დაღვევით აწარმოებდა: ”ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ, ამიტომ ამ პროცესს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ”(რადიო `თავისუფლება~, 12.01.2006წ.). თუმცა, საქართველოს მთავრობამ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის მოსაგებად იმ დროს 230 ათასი აშშ დოლარი გამოყო და საკუთარი ინტერესების დასაცავად იურიდიული კომპანიაც დაიქირავა. დავა საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება `ბათუმელებმა~ საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია (სტატისტიკა და ფინანსები) საქართველოს იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებიდან მიმდინარე წლის 29 ივნისს გამოითხოვა. ერთი თვის შემდეგ იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული პასუხი: `საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში დღეისათვის მიმდინარეობს ექვსი საარბიტრაჟო დავა. 2004 წლიდან დღემდე მხარეთა შორის მორიგებით დასრულდა ხუთი საარბიტრაჟო დავა, ხოლო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა ორ დავაზე~. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, ამ უწყებიდან მხოლოდ ის გვაცნობეს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს მივმართოთ. უცხოელი ინვესტორებისთვის საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვის საშუალება აღარ არსებობს. ზუსტად ერთი წლის წინ „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით ინვესტორს სახელმწიფო ორგანოსთან უთანხმოების შემთხვევაში დავა მხოლოდ ქართულ სასამართლოში შეუძლია. /get_img?NrArticle=2204&NrImage=2 გასხვისებული მიწები გონიოში სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. არგენტინული გამოცემა Ole-ს ინფორმაციით,ინგლისური ლივერპული არგენტინელი ნახევარმცველი მარიო ბოლატითაა დაინტერესებული. იხილეთ fanebi.com
  12. საფრანგეთის ნაკრების ახლადდანიშნულმა თავკაცმა, ლორან ბლანმა ნორვეგიასთან გასამართი მოახლოებული ამხანაგური მატჩის წინ გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი სული აქვს, საოფისე საქმიანობიდან უშუალოდ მოედანზე როდის გადაინაცვლებს. იხილეთ fanebi.com
  13. უახლოეს მომავალში "ვოლფსბურგისა" და ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ერთმანეთს შეხვდება და იტალიური გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველის, დიეგოს "მგლების" რიგებში გადაბარგების პერსპექტივებზე იმსჯელებს. მიუხედავად იმისა, რომ "ბებერმა ქალბატონმა" დიეგოს გაყიდვის შესაძლებლობა რამდენჯერმე გამორიცხა, ეს ტრანსფერი როგორც ჩანს საკმაოდ რეალურია, ვინაიდან "იუვეს" ახალი შენაძენებისთვის ფული სჭირდება, სტივ მაკლარენის გუნდი კი დიეგოს სამსახურითაა დაინტერესებული. იხილეთ fanebi.com
  14. "ინტერის" არგენტინელი მცველის, ნიკოლა ბურდისოს აგენტის, ფერნანდო იდალგოს განცხადებით, მისი კლიენტის ტურინის "იუვენტუსში" გადასვლის ალბათობა ნულის ტოლია. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გაჩნდა ცნობები, რომ ბურდისო "რომას" ან "იუვეს" მაისურს მოირგებდა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აგენტმა სწორედ ტურინული და არა რომაული ვარიანტი უარყო. იხილეთ fanebi.com
  15. იტალიურმა გამოცემა Gazzetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია,რომ გამოცდილი იტალიელი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი დუბლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იხილეთ fanebi.com
  16. ზედ პრემიერლიგის სტარტზე უმწვრთნელოდ დარჩენილი ბირმინგემის "ასტონ ვილას" დამრიგებლობის მთავარ პრეტენდენტად ამერიკელი სპეციალისტი ბობ ბრედი ითვლება, რომლის ხელმძღვანელობითაც აშშ-ს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა. იხილეთ fanebi.com
  17. “მარსელის” ფრანგი ნახევარმცველი ჰამიტ ბენ არფა ახლოსაა ინგლისურ “ნიუკასლში” გადასვლასთან. იხილეთ fanebi.com
  18. მარსელის "ოლიმპიკი" "სევილიას" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ლუიშ ფაბიანოს გადაბირებას აპირებს და ამ საკითხზე მოლაპარაკების დაწყება უახლოეს მომავალში აქვს გადაწყვეტილი. იხილეთ fanebi.com
  19. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_temps.jpg ჟან–არნო დერენი რუსეთ–საქართველოს ომიდან ორი წლის შემდეგ აფხაზები დიპლომატიურ იზოლაციაში რჩებიან აფხაზეთში „ყველა საზეიმო სუფრა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოთი იწყება“, – გვიხსნის ეშმაკური ღიმილით ვიაჩესლავ ჩილიკბა, კავკასიის ამ პატარა სახელმწიფოს პრეზიდენტის მრჩეველი. „რუსეთის წინააღმდეგ გიჟურ ომში ჩაბმით, საქართველო დაგვეხმარა დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მიგვეღწია“. 2008 წლის აგვისტოს ომის საბრძოლო მოქმედებების თეატრი სამხრეთ ოსეთი იყო. ომი მეორე რეგიონს, აფხაზეთს არ შეხებია. მაგრამ ბრძოლების დასრულების შემდეგ, მოსკოვმა ორივე „სახელმწიფოს“ დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე კვირაში რუსეთის ნაბიჯს ვენესუელამ და ნიკარაგუამ მიბაძა, შემდეგ ნაურუმ, წყნარი ოკეანის პატარა კუნძულმა, რომელმაც როგორც ცნობილია, ამ საერთაშორისო აღიარებაში ფინანსური დახმარება მიიღო. დედაქალაქ სოხუმში, რომელსაც საქართველოსთან 1992–93 წლების სასტიკი ომის კვალი დღესაც ეტყობა, ცხოვრება შესანიშნავ სანაპირო ზოლზეა კონცენტრირებული, სადაც რუსი ტურისტები, ჯერ კიდევ რეკონსტრუქციის პროცესში მყოფ სასტუმროებში ჩერდებიან. პატარა რესპუბლიკის პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ნეოკლასიკურ შენობაშია განთავსებული. ამ პატარა ქვეყნის ბედს 2005 წლიდან სერგეი ბაღაფში წარმართავს, რომელიც არჩევნებში კრემლის კანდიდატურას უპირისპირდებოდა. 2008 წლიდან აფხაზეთი ორ რუსულ სამხედრო ბაზას მასპინძლობს, სადაც 10 000–მდე ჯარისკაცია. ბაზები მთლიანად რუსეთიდან მარაგდება. სერგეი ბაღაფშისთვის აფხაზეთს „არჩევანი არ აქვს“, მთავარია მისი ინტერესების საუკეთესოდ დაცვა მძლავრ მფარველთან ურთიერთობაში. პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ რუსული ჯარის იქ ყოფნა უსაფრთხოების გარანტიაა. „პირველად ომის დასრულების შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ, ისე რომ არ შეეშინდეთ ქართველების შემოტევის“. პრეზიდენტი არ გაურბის კითხვებს, მაგრამ „უკვირს“, რომ ჩამოსული ჟურნალისტები კვლავ რუსეთთან დამოკიდებულებით ინტერესდებიან: „თუ აფხაზეთი რუსეთის პროტექტორატია, განა საქართველო ამერიკის პროტექტორატი არ არის? რატომ შეიძლება მან აღიაროს კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და აფხაზეთი არა?“ „სიცოცხლისუნარიანობა და რეალურობა“ სოხუმის მისადგომებთან ცხოვრება ნელ–ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება: შენობები ავარიულია, მაგრამ ხალხი იქ მაინც ცხოვრობს. კაფეების რაოდენობა და მცირე ბიზნესი დღითიდღე იზრდება, მიუხედავად 1992–93 წლების ომის კვალისა, როდესაც აფხაზებისა და ქართველების ბრძოლამ 8 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, სადაც 10 000–მდე სტუდენტი სწავლობს ზღვის ყურეს გადაჰყურებს. გიდიზა ცკალია საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს. ის უცხოეთში საკუთარი ქვეყნის დიპლომატობაზე ოცნებობს. „ერთ მშვენიერ დღეს აფხაზეთი სხვა ქვეყნების მსგავსი სახელმწიფო გახდება, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს“, – დარწმუნებულია ახალგაზრდა, რომელიც მაშინ დაიბადა, როდესაც აფხაზეთი საქართველოს გამოეყო და უკან დაბრუნების შანსს არ განიხილავს. იმავდროულად, სტუდენტებისთვის მთავარ პრობლემად მათი ქვეყნის იზოლაცია რჩება. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზების უმრავლესობას რუსული პასპორტები აქვს, მათთვის უცხოეთში გამგზავრება ფაქტიურად შეუძლებელია. მაგალითად ევროპის ქვეყნები აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის ვიზების გაცემაზე თითქმის ყოველთვის უარს ამბობენ. პრეზიდენტი ბაღაფში აღიარებს, რომ ის „ოდნავ იმედგაცრუებულია“ იმით, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც ბელორუსია და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებია აფხაზეთი ჯერ არ აღიარეს. „სწორედ ევროკავშირის ზეწოლის შედეგია ის, რომ ამ ეტაპზე მათ ეს ნაბიჯი არ გადადგეს“, – ამტკიცებს იგი. „თუმცა, ჩვენთვის ამჟამად არსებითი ის არის, რომ ჩვენი სახელმწიფო ფუნქციონირებდეს, რეალურობა და სიცოცხლისუნარიანობა დაადასტუროს, ამასობაში კი საერთაშორისო აღიარების დროც მოვა“. აფხაზები დიდი სიხარულით შეხვდნენ ივლისის ბოლოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია „კანონიერად“ ცნო და დარწმუნებულები არიან, რომ დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს. ორიგინალი ორიგინალი
  20. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/08/ouestfrancefr1-150x49.png ლორან მარშანი ინტერვიუ ისტორიკოს ელენ კარერ დანოკსთან. ის რუსეთის სპეციალისტი და ფრანგული აკადემიის მუდმივი მდივანია. 2008 წლის 7–8 აგვისტოს ღამით, საქართველომ სეპარატისტულ რეგიონზე სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენა სცადა, რითაც რუსეთის შეიარაღებული ძალების სწრაფი პასუხი გამოიწვია. ორი წლის შემდეგ. პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ორი წელი გავიდა და რუსული არმია ომამდელ პოზიციებს არ დაუბრუნდა. უნდა მოვთხოვოთ თუ არა მათ ამის გაკეთება? ვფიქრობ, ვერაფერს გავხდებით. რუსები ფეხს არ მოიცვლიან. ჯერ ერთი, მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სახიფათოა და არანაირი თავშეკავების უნარი არ აქვს. გარდა ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ ბრძოლები შეწყვეტილია და თავის დროზე ასიამოვნეს საფრანგეთის პრეზიდენტს, როდესაც აფიქრებინეს, რომ მთელი საქართველოს დაპყრობას აპირებდნენ. მათთვის ეს არის ის, რასაც თავად პრივილეგირებული ინტერესების ზონას უწოდებენ. ისინი გავლენის სფეროებზე არ საუბრობენ. მათთვის მთავარია, საქართველომ ვერ შეძლოს ნატოსკენ სვლა, რაც დღეს უკვე ილუზიაა, რადგან ეს თავად ნატოსაც აღარ სურს. ეს იყო ამ ომის მიზანი, ამერიკელების გავლენის შემცირება? დიახ. უკრაინაშიც არ იყო უკეთესი სიტუაცია. რუსეთს ყოველთვის შეეძლო ყირიმის საკითხის გამოყენება საკუთარი მიზნების დამკვიდრებისთვის. მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა, დიდი ისტორიით, თუმცა პატარა ქვეყანა. იქ გართულებაც ნაკლები იქნებოდა. სააკაშვილმა რუსებს უნიკალური შესაძლებლობა მისცა. ცხადია, პუტინი როგორც ჩანს ეძებდა დარტყმისთვის შესაფერისს მომენტს, რომ ამერიკელების გავლენა შეეჩერებინა. თქვენ იცით თუ არა, როდესაც პრეზიდენტი სარკოზი ადგილზე ჩავიდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებზე, ვინ ნახა მან იქ მაგიდასთან სააკაშვილის გვერდით? ერთი ამერიკელი მრჩეველი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ყველაფერს კარნახობდა. აი, სად არის ძაღლის თავი დამარხული. უქმნის თუ არა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება? ვფიქრობ, აღსანიშნავია ის, რომ ეს ორი შემთხვევა იდენტური არ არის. აფხაზეთს მეტი შესაძლებლობა აქვს იყოს დამოუკიდებელი, ის სიცოცხლისუნარიანია, თუმცა, რა თქმა უნდა რუსებისთვის ის უფრო სასარგებლოა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს ის სიცოცხლისუნარიანი არ არის და ვფიქრობ, თუკი არ ვიჩქარებთ, საბოლოო ჯამში ჩვენ შევძლებთ მათთან საუბარს, რადგან რუსებს თავად არ სურთ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება. ამიტომ აქ მოლაპარაკება შესაძლებელია. 2014 წელს სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს. ამით ხომ არ აიხსნება რუსების აქტიურობა რეგიონში? რა თქმა უნდა. ეს დროის საკითხია. სწორედ ამიტომ არის რუსეთის პოზიცია დღეს ასეთი შეურიგებელი. ცხადია, მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანი შავი ზღვაა. ორიგინალი ორიგინალი
  21. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/washington_times2.gif ელი ლეიკი რუსული ჯარი სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში – 2 წლის შემდეგ. 2008 წლის რუსულ-ქართული ომიდან 2 წელი გავიდა და თბილისის მთავრობამ დროებით მისი პროვინციების ოკუპაცია მიიღო. საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი, თემურ იაკობაშვილი ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებდა, რომ მისსა და სეპარატისტული რესპუბლიკების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების ოფისებს შორის არსებობდა კონტაქტები და ის ახლა და საქართველოსა და იმ პროვინციების ეკონომიკისა და მოსახლეობების ინტეგრაციაზეა ფოკუსირებული, რომლებიც დღემდე 10 000 რუს სამხედროს მასპინძლობენ. „მე არა მაქვს ჯადოსნური სფერო, რომ ვადებზე გელაპარაკოთ“ – უთხრა იაკობაშვილმა The Washington Times-ს. „აუცილებელია სხვადასხვა კომპონენტი და პოლიტიკა იმისთვის, რომ ოკუპაციის პირობებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საქმე იქონიო. მაგრამ ჩვენ ეს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავაკეთოთ. ამას შეიძლება 5 წელი დასჭირდეს, 15 ან იქნებ სამი, მე არ ვიცი. ეს პოლიტიკაა. იმედი მაქვს ამას იმდენივე დრო არ დასჭირდება, რამდენიც მეორე სმოფლიო ომის შემდეგ გერმანიის გაერთიანებას, მაგრამ ერთ ღამეში ეს მაინც ვერ მოხდება“. მისი თვალსაზრისი გარკვეული აზრით განსხვავდება პოზიციისგან, რომელიც საქართველოს მთავრობას 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებული ომის შემდეგ ჰოქნდა. მაშინ ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთში შევიდა, პროვინციაში,რომელიც საქართველოსგან გამოყოფას საბჭოთა ეპოქიდან ცდილობდა. რუსული ჯარი საქართველოში 8 აგვისტოს შეიჭრა და ის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დღემდე დგას. სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი თავდაცვის მინისტრი რუსული არმიის ყოფილი პოლკოვნიკია. 2008 და 2009 წლებში, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოება თავის გარშემო შემოეკრიბა, რათა მათ რუსეთზე ზეწოლა განეხორციელებინათ, იძულებულეყოთ ის, შეესრულებინა საფრანგეთის შუამავლობით დადებული საზავო შეთანხმების პირობები – ანუ გაეყვანა ყველა სამხედრო ომამდელ პოზიციებზე. მაგრამ რუსეთი ინარჩუნებს თავის ჯარებს საქართველოში და იქ მუდმივი ბაზების მშენებლობაც დაიწყო. დიპლომატიურ ფრონტზე მოსკოვმა ომის შემდეგ ცოტა ხანში აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მოკავშირეებს იგივე ნაბიჯის გადადმისკენ მოუწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, ინტერვიუში ამბობს,რომ ქართველები დღეს ომს გამარჯვებად მიიჩნევენ, იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა სააკაშვილი მთავრობის ჩამოგდება და მათი ქვეყანა მოსკოვისგან პოლიტიკურად დღესაც დამოუკიდებელია. „ეს ბრძოლა არასდროს წარმართულა პროვინციების გამო. ეს მთელ ქვეყანას ეხებოდა“ – განაცხადა მან. „ეს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთისთვის რეგიონზე კონტროლის დაბრუნების ინსტრუმენტია“. დღეისთვის საქართველოსთვის უმაღლესი პრიორიტეტი ის დიპლომატიური კამპანიაა, რომელმაც სხვა ქვეყნები უნდა დაარწმუნოს,რომ არ აღიარონ იმ პროვინციების დამოუკიდებლობა, სადაც რუსი სამხედროები არიან დისლოცირებულნი. გასულ თვეს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა. კოსოვო სერბეთის პროვინცია იყო, ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებული, ხოლო ყოფილი სერბი ლიდერი სლობოდან მილოშევიჩი ცდილობდა ალბანელებისგან გაეწმინდა ტერიტორია. რუსეთი ისტორიულად მხარს უჭერდა სერბეთს და მილოშევიჩს, რომელიც ჰააგაში სამხედრო დანაშაულებათა გამო სასამართლოს მოლოდინში გარდაიცვალა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გასულ თვეს სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა, რუსეთის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ის ქმნის პრეცედენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის. შეერთებული შტატები და ბრიტანეთი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კოსოვოში სერბების ისტორიის გამო განსაკუთრებული იყო და სხვა კონფლიქტებთან მიმართებაში არ გამოდგება. იაკობაშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის ინტერპრეტაცია მცდარია. „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდები ქართველებს შეეხო და არა რუსებს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაეროს ჯარი არ იდგა. კოსოვოში მათ რეპატრიაციის საშუალება ჰქონდათ. მე ვფიქრობ ამ საქმის მოყვანა მხოლოდ იმის ილუსტრირებას ახდენს, რომ პარალელის გავლება არაფერთან შეიძლება. თუ არსებობს პარალელი, ეს კოსოვო და ჩეჩნეთია“. ჩეჩნეთი, ძირითადად სუნიტი მუსლიმებით დასახლებული რეგიონი ჩრდილო კავკასიაში 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან იბრძვის რუსეთისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. კვირის ბოლოს სააკაშვილი კოლუმბიის პრეზიდენტის, ხუან მანუელ სანტოსის ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრო. ორმა ლათინო-ამერიკულმა ქვეყანამ ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ბოკერია ამბობს, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანი „ლათინური ამერიკის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავება“ იყო. მან ისიც თქვა, რომ კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტი ალვარო ურიბე დაფასებას იმსახურებს თუნდაც იმის გამო, რომ წარმატებით ებრძოლა კოლუმბიის შეიარაღებულ რევოლუციურ ძალებს. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი კი პირიქით, კვირას აფხაზეთს ეწვია და პირობა დადო, რომ ორ პროვინციას ისეთი ინფრასქტრუქტურისთვის, როგორიცაა ელექტროსადგურები და გზები $330 მილიონს გადასცემს. „გადაწყვეტილება რთული იყო, მაგრამ მე არაფერს ვნანობ“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რომ არ შემდგარიყო, აქ ახლა ყავას ვერ მივირთმევდით. ყველაფერი ხანგრძლივ, სისხლიან კონფლიქტში გადაიზრდებოდა“. იმ დროს, როდესაც რუსეთის პოზიცია უფრო ხისტი ხდება, ობამას ადმინისტრაცია, რუსეთთან ურთიერთობათა გადატვირთვის ერთწლიანი მცდელობის შემდეგ, საქართველოს მხარდაჭერას განამტკიცებს. მიმდინარე ზაფხულს, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს ეწვია და განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების ყოფნა ორ პროვინციაში „ოკუპაცია“ იყო. ამ კვირის ბოლოს ჯონ მაკკეინმა, არიზონელმა რესპუბლიკელმა თავის სტატიაში განაცხადა, რომ დადგა დრო საქართველოსთვის იმ ტიპის თავდაცვითი იარაღისმიყიდვისა, როგორიცაა ანტი-სატანკო და ანტი-საზენიტო დანადგარები და ადრეული შეტყობინების რადარები. 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსთვის ამერიკული შეირაღების მიყიდვა თითქმის მთლიანად შეჩერდა. სენატორმა პრეზიდენტ ობამას ასეთი რეკომენდაციაც მისცა- შეაჩეროს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მხარდაჭერა, რათა მედვედევს 2008 წლის საზავო ხელშეკრულების შესრულება აიძულოს. ორიგინალი ორიგინალი
  22. ინგლისელთა მზადება უნგრელებთან ამხანაგური მატჩისთვის... სრულად იხილეთ
×
×
  • შექმენი...