Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/262974603-150x150.jpgმოსკოვის ოლქში ხანძრის კერები 9-დან 28-მდე გაიზარდა. რუსული მედია ამ ინფომაციას NASA-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სულ რუსეთის ტერიტორიაზე კვირას ხანძრის 442 კერა დაფიქსირდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა ურალში, ქალაქ სნეჟინსკთან, სადაც ბირთვული ცენტრი განთავსებული, სტიქიის შეჩერება მოახერხა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ ხანძრის კერები 5-6 დღეში იქნება ლოკალიზებული. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/moskovi.jpg itvს ლინკი
  2. საფეხბურთო სეზონი ახლოსაა განახლებასთან, გუნდები მთელი დატვირთვით იწყებენ ვარჯიშს, თუმცა ეროვნული ნაკრებების მიერ დანიშნული ამხანაგური შეხვედრების გამო, უამრავი ფეხბურთელი ვერ ახერხებს წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის გავლას. იხილეთ fanebi.com
  3. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/muxatgverdi1-150x150.jpgქრისტიან-დემოკრატებმა მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/muxatgverdi2.jpg itvს ლინკი
  4. http://www.polity.ge/images/catalog/world/europe/moskovi_01.jpgბულგარეთის საელჩომ რუსეთში, კვამლის გავრცელების გამო მოსკოვიდან თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო. polity.ge
  5. დღეიდან გამოცდების ეროვნულ ცენტრში სააპელაციო განცხადებების მიღება დაიწყო. განცხადებების მიღება 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გამოცდების შედეგების გასაჩივრება… ლინკი მედიანიუსზე
  6. გუშინ სოციალური აქცია ”ვხატავთ რომპეტროლს” განახლებული ფორმატით გორში გაიმართა. მხატვრებმა, ანიმატორებმა და მხიარული მულტფილმების პერსონაჟებმა გაართეს პატარები… ლინკი მედიანიუსზე
  7. რონალდინიოს მოუწევს დაუმტკიცოს “მილანის” ახალ მწვრთნელს, რომ ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ამისათვის კი ბრაზილიელს ვარჯიშებზე ოფლის ღვრა მოუწევს, რომ კარგ ფორმაში ჩადგეს. იხილეთ fanebi.com
  8. კვამლით დაფარული სოფლები აწყურში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ბათუმში განიხილავენ სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა უეს ბრაუნმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. იხილეთ fanebi.com
  10. მანჩესტერ იუნაიტედი, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბონუსო სისტემა აქვს, ანაზღაურების ამ ტიპის გადახედვას და ხარჯების შემცირების მიზნით, მისი ოდენობის შეკვეცას აპირებს, ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე ამცნო ფეხბურთელებს და მათგან წინასწარი თანხმობაც მიიღო. იხილეთ fanebi.com
  11. წუხელ ლისის ტბაში 19 წლის ირაკლი ამირგულაშვილი დაიხრჩო. როგორც „მედიანიუსს“ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს,… ლინკი მედიანიუსზე
  12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ საერთაშორისო კონკურსის - ”ალიანტე 2010” 15 გამარჯვებულს… ლინკი მედიანიუსზე
  13. მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდმა მაიქლ ოუენმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა მიმოიხილა და ამ სეზონში საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. ლეგენდარული ინგლისელის თქმით, თუ ტრავმებმა ხელი არ შეუშალა, წელს მანჩესტერული საგოლე მონაგარის მნიშვნელოვნად გაზრდას აპირებს. იხილეთ fanebi.com
  14. საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის აგრესიის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, ლიტვაში და პრაღაში საქართველოს მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ვილნიუსში, კაუნასში… ლინკი მედიანიუსზე
  15. წარმომადგენლობითი სახალხო კრება სექტემბრიდან აქტიურ კამპანიას იწყებს. “მედიანიუსის” ინფორმაციით, აღნიშნულმა საზოგადოებრივმა გაერთიანებამ შესაძლოა პერმანენტული საპროტესტო აქციებსაც… ლინკი მედიანიუსზე
  16. საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ ხიზანეიშვილი მაჰაჩყალის "ანჟის" ქართულ სათვისტომოს შეუერთდა. ამიერიდან, მინიმუმ 2011 წლამდე რუსული პრემიერლიგის ამ კლუბში ოთარიც ითამაშებს. მაჰაჩყალაში ის უკვე ოფიციალურად წარადგინეს და 77 ნომრიანი მაისურიც გადასცეს. იხილეთ fanebi.com
  17. თბილისის ქუჩებში 15- ის ნაცვლად ცხრა საზოგადოებრივი ტუალეტი დგას, რომლებიც მერიის მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული შპს ”ბიოკომის” საკუთრებაა. ამბობენ ტუალეტების ზედამხედველები. ”საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” წევრ რუსუდან სიდამონიძეს მიაჩნია, რომ მერიის მიერ გამოყოფილი 15 საზოგადოებრივი ტუალეტი მილიონიანი ქალაქისთვის მცირეა. თბილისის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულია 2007 წლის 25 იანვრის 366/1 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს ”ბიოკომმა” თბილისის მერიისგან იჯარით ოთხ-ოთხი კვადრატული მეტრის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მიიღო. მათი საერთო ფართობი 60 კვადრატულ მეტრს შეადგენს. იჯარის ქირის ოდენობა წელიწადში 9 ათასი ლარია. ხელშეკრულებას, რომელიც პირობების დაურღვევლობის შემთხვევაში 2017 წლამდეა ძალაში, მერიის მხრიდან თბილისის მაშინდელმა ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა და შპს „ბიოკომის“ დირექტორმა გია კარიაულმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების ტექსტიდან ირკვევა, რომ ”ბიოკომს“ აღნიშნული ფართი ”კონკურსის” საფუძველზე გადაეცა. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აღნიშნულ ობიექტებს ისეთი სპეციფიკური მახასიათებლები აქვს, რომ მოიჯარემ უნდა ”დაიცვას სანიტარულ–ჰიგიენური სტანდარტები და მოახდინოს მათი (ობიექტების) განვითარება მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში.“ მოიჯარემ ხელი არ უნდა შეუშალოს მერიის ზედამხედველობითი სამსახურების საქმიანობას იჯარით გადაცემულ ტერიტორიაზე: „შეინახოს საიჯარო ქონება სათანადო სამსახურების მიერ დადგენილ მოთხოვნათა შესაბამის მდგომარეობაში და არ შეუშალოს ხელი მეიჯარის (მერიის) წარმომადგენლის მიერ ინსპექციის ჩატარებას“ საზოგადოებრივი ტუალეტების რამდენიმე მეთვალყურე, რომელთა მოვალეობა ტუალეტების მეთვალყურეობა და სანიტარულ ჰიგიენურ პირობებზე ზრუნვაა, ამბობენ, რომ მერიის წარმომადგენლების სტუმრობას სისტემატური ხასიათი არ აქვს. ახლად დადგმული საპირფარეშოების სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა მათ ერთხელ შეამოწმეს და კმაყოფილები დარჩნენ, აცხადებენ ტუალეტების მეთვალყურენი. დისლოკაციისთვიის შერჩეული ადგილები ტროტუარია ან სავალი გზის ის მონაკვეთი, რომელიც სატრანსპოტრო გზას ემიჯნება. ნეტგაზეთმა თბილისის სხვადასხვა უბანში (ზემოთნახსენებ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართებზე) ცხრა საზოგადოებრივი ტუალეტი ნახა, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი კონსტრუქცია და დიზაინი აქვთ. ისინი ოთხი ან ორი კაბინისგან შედგებიან და მუქ მწვანედ ან ვერცხლისფრად არიან შეღებილნი. აღნიშნული ტუალეტები, ძირითადად, ვაგზლისა და „დეზერტირების“ ბაზრების ტერიტორიასა და მეტროსადგურების –ახმეტელის, ვარკეთილის, ისნის, გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიებზეა დამონტაჟებული. ხელშეკრულებაში მითითებული 15 ტერიტორიული ერთეულიდან 6 ადგილას– რუსთაველის და მარჯანიშვილის მეტროსადგურების მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე მეცხრე საავადმყოფოს მიმდებარედ, ქეთევან წამებულის გამზირისა და მეველეს ქუჩების გადაკვეთაზე (სამგორის მეტროს მიმდებარედ), დოლიძის ქუჩის დასაწყისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი ტუალეტები ნეტგაზეთმა ვერ ნახა. საიჯარო ხელშეკრულება ”ბიოკომს” საიჯარო ფართის მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოყენებას (აღნიშნულ ფართებზე რეტერატების განთავსებას) ავალდებულებს: „მოიჯარე ვალდებულია, მიიღოს ხელშეკრულებაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მხოლოდ მიზნობრივად, საკონკურსო პირობების შესაბამისად გამოიყენოს იგი.“ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მერიას აქვს უფლება, მოითხოვოს საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება. ხელშეკრულების გაუქმება მოიჯარისთვის (ბიოკომი) წლიური საიჯარო ქირის 25%-ის ოდენობის პირსაგამტეხლოს გადახდის დაკისრებას იწვევს. თბილისის მერია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს. მერიიდან საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვნილ წერილში აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ ტუალეტებთან მათ არავითარი კავშირი არ აქვთ. მას შემდეგ, რაც ნეტგაზეთმა ”ბიოკომსა” და მერიას შორის დადებულ ხელშეკრულებაზე მიუთითა და მერიას განმარტება სთხოვა, მერიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების პროცესი მიმდინარებს, რადგან შპს ”ბიოკომი” დაიშალა. ”ბიოკომი” დაიშალა და ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების გაუქმების პროცესი.” ნეტგაზეთი შპს ”ბიოკომთან” დაკავშირებას შეეცადა. ორგანიზაცია ქალაქ თბილისში. ”ელიავას ბაზრობაზე”, რაფიელ აგლაძის ქუჩის შვიდ ნომერშია რეგისტრირებული. ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შპს ”ბიოკომი” მათთან არ არის რეგისტრირებული. ქსელიდან გამორთულია ნომერიც, რომელიც მონაცემთა ბაზაში ”ბიოკომის” საკონტაქტო ნომრადაა შეყვანილი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, დადებული ხელშეკრულების გაუქმებისთვის ამ ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციის ხელმოწერაა საჭირო. ”იურიდიული პირი (ამ შემთხვევაში ”ბიოკომი”) ვერ ”დაიშლება.” როცა იგი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, მისი რეორგანიზება (სხვა იურიდულ პირად გარდაქმნა) ან ლიკვიდაცია ხდება.” ლიკვიდაციის შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლას ვერ მოახერხებდნენ, რადგან იურიდიული პირი აღარ იქნება, რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულების გაბათილებას. თუ რეორგანიზაცია მოხდა, რა ფორმით მოხდა იგი და გადავიდა თუ არა ეს უფლებამოვალეობები უფლებამონაცვლე პირზე, ესეც უცნობია, აცხადებს კორძაია. რუსუდან სიმონიძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრი, ამბობს, რომ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც რეგულირებული იქნება საზოგადოებრივი ტუალეტების განთავსება: ”წინა წლებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა ბევრი არაფერი შეცვლილა ამ საკითხთან დაკავშირებიტ. ლოგიკურად, ტუალეტების რაოდენობა ქუჩებთან უნდა იყოს დაკავშირებული. უბრალოდ, ეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში ღვთის ანაბარად არის დატოვებული.” ილიას უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა არაბული ამბობს, რომ ტუალეტების ნაკლებობა ან არქონა ტურიზმის განვითარებისთვის ხელისშემშლელია. მას მიაჩნია, რომ ინტენსიური დასვენების ზონა, ტურისტების დასვენების ადგილი, დამსვენებელს ყველა პრობლემას უნდა უხსნიდეს: ”ეს არის უკულტურობის ნიმუში. როცა არ არის ტუალეტი, რაზე უნდა ველაპარაკო ტურისტს, ვარძიაზე? თბილისში კიდევ რაღაცას იზამ, კაფეში შეხვალ, ვიღაცას მოატყუებ... აბა დანარჩენ საქართველოში, რიგები დგას ტრასებზე ყოველი ხის და ბუჩქის უკან.” სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. ინგლისური ლივერპული ბარსელონას ბელორუსი ნახევარმცველით, ალექსანდრ გლებით დაინტერესდა. მერსისაიდელები მზად არიან ფეხბურთელში 8 მლნ ფუნტი გადაიხადონ. Caught Offside -ის ცნობით ლივერპულელებს გლების გადაბირების საკმაოდ კარგი შანსი აქვთ, კლუბებს შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაიწყება. იხილეთ fanebi.com
  19. “მილანის” ახალმა მწვრთნელმა “პანათინაიკოსთან” მატჩის შემდგომ ისაუბრა იმაზე, რომ მას მოეწონა გუნდის თამაში, ასევე ილაპარაკა ალექსანდრ მერკელზე. იხილეთ fanebi.com
  20. ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში `სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრების სასამართლო პროცესი განახლდება. როგორც `მედიანიუსს” მოძრაობის წევრების ერთ-ერთმა… ლინკი მედიანიუსზე
  21. ქნესეთის ყოფილი წევრისა და ბიზნესმენის შმუელ ფლატო-შარონის განცხადებით, საქართველოში, მის კუთვნილ ტერიტორიაზე ნავთობის მსხვილი საბადოა აღმოჩენილი.… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...