Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. 17 აგვისტოს უეფას ევროპის ლიგაზე ორი შეხვედრა გაიმართა.გთავაზობთ ამ მატჩების ვიდეო მიმოხილვას. თესალონიკის "არისმა" ევროპის ლიგის პლეი-ოფში პირველი მატჩი გამარჯვებით დაასრულა.საბერძნეთში "არისმა" 90-ე წუთზა გატანილი გოლის წყალობით 1-0 დაამარცხა ვენის "აუსტრია".ეს შედეგი კი ამ ეტაპზე უფრო უკეთეს მდგომარეობაში ბრძნებს აყენებს განმეორებითი შეხვედრის წინ. SOCCERDAY გთავაზობთ მატჩის ვიდეო მიმოხილვას. თურქულმა "ბეშიქთაშმა" საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ფინურ "ჰიკს" და დამაჯერებელი ანგარიშით.2-0 სძლია მეტოქეს.გოლები ჰილბერტმა და კვუარეშმამ გაიტანეს ფინელთა კარში. SOCCERDAY გთავაზობთ შეხვედრის ვიდეო მიმოხილვას. სრულად იხილეთ
  2. ფრანგულმა "მარსელმა" კონტრაქტი გაუხანგრძლივა განელ ნახევარმცველს,ანდრე აიოს,ინფორმაციას ავრცელებს transfermarkt.de. ახალი შეთანხმების საფუძველზე ფეხბურთელი "ოლიმპიკის" რირსებას 2014 წლამდე დაიცავს.უკანასკნელი სეზონი ფეხბურთელმა "არლ-ავილიონში" ჩაატარა არენდის წესით,თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე შთამბეჭდავად გამოსვლის შემდეგ მარსელის "ოლიმპიკის" ხელმძღვანელებმა მისი უკან გამოსყიდვა გააწყვიტეს,რაზეც თავად ფეხბურთელმაც თანხმობა განაცხადა. სრულად იხილეთ
  3. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club_Home/2010/7/1/1277992541887/Roy-Hodgson-Liverpool-man-006.jpg გთავაზობთ ლივერპულის მწვრთნელის როი ჰოჯსონის ძალიან ვრცელ ბიოგრაფიასა და საინტერესო დეტალებს. როი არის მწვრთნელი, რომელმაც მის კარიერაში არაერთი სასწაული მოახდინა. …რამდენიმე წლის წინათ, ალბათ, არავინ იფიქრებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს როი ჰოჯსონი ბრიტანეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის,”ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი გახდებოდა.საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობდა და აკი თავად ჰოდგსონიც არ მალავს,რომ წლების წინ ასეთ რამეზე ვერც იოცნებებდა.არადა,მერსისაიდელთა თავკაცი პატარა არ გეგონოთ – 9 აგვისტოს 63 წლის გახდა. როი 1947 წელს ლონდონის გარეუბანში დაიბადა და როგორც ყველა ინგლისელი ბავშვი,ისიც ბურთს დასდევდა.სამაგიეროდ,სხვა ბავშვებისგან განსხვავებით,მას საფეხბურთო ნიჭი აშკარად არ ჰქონდა და კარიერის განმავლობაში მხოლოდ ოთხ კლუბში ითამაშა.მან კარიერა “კრისტალ პალასში” დაიწყო,მერე კი დაბლა და დაბლა დაეშვა.სხვადასხვა დროს “ტონბრიჯის”,”ებსფილტისა” და “მეიდსტონის” ღირსებას იცავდა.კარიერა ძალიან მალე , 29 წლის ასაკში დაასრულა და გადაწყვიტა მწვრთნელი გამხდარიყო. ჩემი ბოლო კლუბი “მეიდსტონი” იყო და ხელმძღვანელობას ვთხოვე,მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დამტოვეთ-მეთქი. უარი არ უთქვამთ,მაგრამ დღესაც არ ვიცი,მერამდენე თანაშემწე ვიყავი. მე არავინ არაფერს მეკითხებოდა და უბრალოდ,ვარჯიშებს ვესწრებოდი. ასე გავიდა ორი თვე და მივხვდი,რომ ფეხბურთისთვის თავი ან საერთოდ უნდა დამენებებინა ან სხვა ქვეყანაში უნდა წავსულიყავი.მე შვედეთი ვარჩიე”, – იხსენებს ჰოჯსონი. “მეიდსტონის” სამწვრთნელო შტაბის მწვრთნელს ხელგაშლილები არც შვედეთში შეხვდნენ,თუმცა როიმ მოახერხა და “ჰალმსტადის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ირგუნა. ეს გუნდი მაშინ გადარჩენისთვის იბრძოდა და ხელმძღვანელობა ჰოჯსონს მხოლოდ იმიტომ ენდო,რომ ის ინგლისელი იყო. იმ წელს როიმ მოახერხა და “ჰალმსტადი” უმაღლესში დატოვა,ერთი წლის შემდეგ კი გუნდი ჩემპიონი გახადა და ჩემპიონთა ლიგაზე ათამაშა.ეს პატარა,მაგრამ მაინც სასწაული იყო.მომდევნო სამი წლის განმავლობაში იგი გუნდს ცუდად არ უძღვებოდა,მაგრამ თანამდებობა მაინც დაატოვებინეს. “მეგონა,რომელიმე კლუბი მაშინვე დამიძახებდა,მაგრამ ეს “მაშინვე” ორი წელი გაგრძელდა.ორი წლის შემდეგ “ბრისტოლ სიტის” გავახსენდი.იქ დიდი გეგმებით მივედი ოთხ თვეში უმუშევარი დავრჩი.ბედი ისევ უცხოეთში უნდა მეძებნა და ისევ შვედეთს მივაშურე”,-ყვება ჰოდგსონი. ამჯერად მას “იორებრო” ანდეს,თუმცა ორი წლის განმავლობაში წარმატებას ვერ მიაღწია.არადა,გუნდი აშკარად გამართულ ფეხბურთს თამაშობდა და მას შვედეთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა კლუბმა “მალმიომ” დაუძახაოთხი წლის განმავლობაში როიმ ორჯერ ქვეყნის თასი და ორჯერ ჩემპიონატი მოიგო. მის სახელს დღემდე ატარებს სტადიონის ერთ-ერთი ტრიბუნა და იგი კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მწვრთნელად ითვლება.არ გეგონოთ, შვედეთიდან დაბრუნებულ მწვრთნელს ინგლისი გულღია შეხვდა.პირიქით,იქ ისევ არავის სჭირდებოდა და როიმ კარიერის გაგრძელება შვეიცარულ “ქსამაქსში” გადაწყვიტა,სადაც ორი წელი იმუშავა და შვეიცარიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.ჰოდა,ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად,ჰოდგსონმა შვეიცარია ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე ათამაშა,ხოლო მერე ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა,მაგრამ ნაკრებს აღარ გაჰყოლია,რადგან ძალიან მაცდური წინადადება მიიღო.როგორ გგონიათ ვინ შეამჩნია იგი? არა, ინგლისში მას კვლავ არ აღიარებდნენ, სამაგიეროდ,მილანის “ინტერმა” შეამჩნია.იმ “ინტერმა”,რომლის რიგებსაც რონალდო იცავდა და ძალიან დიდი ამბიციები ჰქონდა.ჰოდგსონი მილანურ კლუბში 1995 წელს მივიდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.მაგრამ,უკვე ერთი სეზონის შემდეგ ხელშეკრულება კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა,თუმცა… ”ბლექბერნ როვერსი” აღმოჩნდა მთავარი მწვრთნელის გარეშე.ეს გუნდი პრემიერლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა და ძლივს მოახერხა ეს .ჰოდა,სრულიად შემთხვევით,ზაფხულის შესვენებისას.ამ კლუბის მფლობელი შემხვდა და მითხრა,შენნაირი მწვრთნელი,რომ მყავდეს,ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფსო.მაშინ ვიფიქრე,რომ ეს შანსი იყო,შანსი იმისა,სამშობლოში დამემტკიცებინა საკუთარი შესაძლებლობები.ყველასათვის მოლოდნელად,”ინტერთან” კონტრაქტი გავწყვიტე და “ბლექბერნში” წავედი.ეს იყო,ალბათ,ყველაზე დიდი სიგიჟე,რომელიც შეიძლებოდა ჩამედინა”,- იხსენებს ჰოდგსონი. ამ გადაადგილებამ ყველა გააოცა.ჰოდგსონი სამშობლოში დაბრუნდა და ერთი წლის შემდეგ უმუშევარი დარჩა – “ბლექბერნს” მან ვერაფერი შემატა.და როგორ გგონიათ სად წავიდა უმუშევარი როი? დიახ,იგი კვლავ “ინტერში” დაბრუნდა.თუმცა,ერთ წელზე მეტი არც იქ გააჩერეს და კვლავ იმ გუნდს დაუბრუნდა,საიდანაც წამოვიდა – შვეიცარულ “გრაასჰოპერს”.როგორც ჩანს ფორტუნამ ჰოდგსონს ზურგი აქცია,რადგან წელიწადზე მეტი ვერც შვეიცარიაში დაჰყო და იტალიურ “უდინეზეში” მივიდა,საიდანაც ექვს თვეში დაითხოვეს.შემდეგ არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.იქ მან ორი წელი იმუშავა და ნორვეგიულ “ვიკინგში” წავიდა.კარიერა არც ვიკინგების სამშობლოში აეწყოდა ფინეთში გადაბარგდა.ფინეთში მას ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩააბარეს,მაგრამ ერთი წლის შემდეგ კონტრაქტი გაუწყვიტეს – ფინელებმა საშინელი თამაში აჩვენეს. ინგლისში დაბრუნებული ჰოდგსონი რამდენიმე თვე უმუშევარი იყო,მერე კი ლონდონის “ფულემის” მფლობელმა,მოჰამედ ალ ფაიედმა გაიხსენა და გუნდი ჩააბარა.2007 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე ჰოდგსონი სწორედ ლონდონურ კლუბს წვრთნიდა და გუნდი ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა.თუმცა,გადამწყვეტი მატჩი ვერ მოიგო.არადა,მანამდე ლონდონელებმა გზიდან “იუვენტუსი” და “ჰამბურგი” ჩამოიცილეს,ხოლო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ჰოდგსონი წლის მწვრთნელად დაასახელა. “დარწმუნებული ვიყავი,რამდენიმე საინტერესო წინადადებას მივიღებდი,მაგრამ იმას ვერ წარმოვიდგენდი,რომ “ლივერპული” დამიძახებდა.ბრიტანეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გაწვრთნა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და მე რჩეული 62 წლის ასაკში გავხდი”‘ განაცხადა პრესკონფერეციაზე ჰოდგსონმა. მართლაც,”ლივერპულის” მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა თითქოს მოულოდნელი იყო,მაგრამ მერსისაიდული კლუბის გულშემატკივრებს სჯერათ,რომ სწორედ ჰოდგსონია ის მწვრთნელი,რომელიც გუნდს ძველ დიდებას დაუბრუნებს. ყოველ შემთხვევაში, როიმ ამის პირობა დადო და ისიც დაამატა,დრო ცოტა მაქვს,რადგან 62 წელი პატარა ასაკი არა არის და რაც შეიძლება, სწრაფად უნდა ვიმოქმედოო.ცნობისათვის ,”ლივერპულში” ჰოდგსონის წიანმორბედ რაფაელ ბენიტესის წლიური ანაზღაურება 8 მილიონი ევრო იყო,როი კი სამ-ნახევარ მილიონს მიირებს.ალბათ ესეც ბედია. View the full article
  4. დღეს,სამქტ-პეტერბურგში ადგილობრივმა "ზენისტმა" ფრანგულ "ოსერს"უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით სძლია.ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველი დაპირისპირება რუსებმა სასურველი შედეგით დაასრულეს და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს.SOCCER DAY გთავაზობთ დღევანდელი შეხვედრის ვიდეო მიმოხილვას. 17 августа. Санкт-Петербург, стадион Петровский. "ზენიტი" - "ოსერი" - 1:0 (1:0) გოლი: კერჟაკოვი 3'. "ზენიტი": მალაფეევი, გუბოჩანი, ალვეში, ლომბერტსი, ანნიუკოვი, დენისოვი, სემაკი (ზირიანოვი 89'), დანი, შიროკოვი, ლაზოვიჩი (ჰუსტი 60'), კერჟაკოვი (ბუხაროვი 78'). "ოსერი": სორენი, ანგბარი, გრიჰტინგი, კულიბალი, მინიუ, პედრეტი, ნდინგა, ლე ტალეკი, ბირსა (კონტუ 70'), ოლიეჩი (კერსინია 89'), ელენი. გაფრთხილება: დანი 33' - მინიუ 37', კონტუ 87'. მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია). სრულად იხილეთ
  5. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/guardian1.jpg კონსტანც სტელცენმიულერი ევროკავშირი მოიგებს ყოფილ საბჭოთა კავშირთან და მის მეზობლებთან აქტიური და ხელშესახები თანამშრომლობით რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომიდან ორი წელი გავიდა და შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ დროა გააცნობიერონ, რომ დასავლეთისთვის ეს გარდამტეხი მომენტი იყო. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ომი კატასტროფად იქცა, მაგრამ მისმა ძლიერმა ტალღამ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს გადაუარა. მან ასევე რუსეთის სისუსტეებიც ამხილა, ის მეგობრებს დააშორა და რუსეთის დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკა შელახა. ყველაზე ნაკლებად იმ ფაქტის აღიარება ხდება, რომ ომი დასავლეთისთვის გადამწყვეტი მომენტი იყო. მომხდარში დიდწილად ბრალი შეერთებულ შტატებს და დასავლეთს მიუძღვის. არასწორ ამერიკულ პოლიტიკას არაფრით ჩამორჩებოდა ევროპაც, რომელსაც პოლიტიკა როგორც ასეთი, საერთოდ არ ჰქონდა, რაც უპასუხისმგებლობის ტოლფასია. იმ ფაქტმა, რომ ვერცერთი მხარე დიდხანს ვერ ახერხებდა შეთანხმებას ორივესთვის მისაღებ მიდგომაზე და ამ მოვლენის მნიშვნელობაზეც კი, ძალიან ცუდად წარმოაჩინა ალიანსის რიგებში არსებული უთანხმობა. დღემდე ვერც შეერთებულმა შტატებმა და ვერც ევროპამ ვერ შეძლო ერთიანი შეთანხმებული მიდგომის შემუშავება აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის მიმართ, რაც უკიდურესად აუცილებელია. დასავლეთმა მის ახალ აღმოსავლეთ–ევროპულ პოლიტიკაში სამი ახალი რეალობა უნდა გაითვალისწინოს: აშშ–ს ახალი ადმინისტრაცია, რუსეთის ახალი საგარეო და უსაფრთხოების და პოლიტიკა და ლისაბონის შეთანხმების ამოქმედება. თავდაპირველად ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვაზე“ იყო ფოკუსირებული. აღმოსავლეთ ევროპა მისთვის მეორადი პრიორიტეტი იყო. არაოფიციალურად დიპლომატიური მრჩევლები ამბობდნენ: დროა ევროპამ საკუთარ სახლში წესრიგის დამყარებაზე თავად იზრუნოსო. ახლახანს, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აღმოსავლეთ ევროპის კრიტიკის საპასუხოდ კურსი შეცვალა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს რეგიონის დემოკრატიულ მისწრაფებებს და სახელმწიფოთა უფლებას თავად აირჩიონ ალიანსები. „ჩვენ ერთდროულად შეგვიძლია როგორც სიარული, ასევე საღეჭი რეზინის ღეჭვაც“, – განაცხადა მან. თუმცა, თანამშრომლობის საკითხებში აშშ–ს პოლიტიკა კვლავ ძალიან ფრთხილი და შერჩევითია. ბუშის ადმინისტრაციის ჰიპერ–აქტიურ პოზიციასთან შედარებით ის ჯერ კიდევ უკან დახევის პოზიციაშია. რაც შეეხება რუსეთს, ეკონომიკურმა კრიზისმა და ენერგორესურსებზე ფასების ვარდნამ მას ცალსახად აიძულა საკუთარი პოლიტიკის მიმართულებების გადახედვა. მოსკოვი აშშ–სთან ირანის და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებში თანამშრომლობს; ის ეფლირტავება უკრაინას და პოლონეთს. ხელი მოაწერა ასევე „მოდერნიზაციის შეთანხმებას“ ევროკავშირთან. სამწუხაროდ, ბევრი რამ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი ეკონომიკური მოდერნიზაციისკენ ისე მიისწრაფვის, რომ პოლიტიკური ლიბერალიზაციის განხორციელება არ სურს. საეჭვოა ასეთი გეგმა წარმატებით დასრულდეს, მისი მარცხი კი რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებისთვის კატასტროფა იქნება. რუსეთის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში კვლავ ისეთია, როგორიც ყოველთვის იყო: მოსკოვს აკვიატებული აქვს 19–ე საუკუნის მსოფლხედველობა, თავი დიდი ზესახელმწიფო გონია და ახლო საზღვარგარეთში, რომელსაც ის კვლავ საკუთარი პრივილეგირებული ინტერესების ზონად მიიჩნევს, ბატონობისკენ მიისწრაფვის. ევროპა კი ლისაბონის შეთანხმების მონელების პროცესშია. გარე დამკვირვებლისთვის ევროპა ალბათ ქვეწარმავალს გავს, რომელმაც თხა გადაყლაპა: ლუკმა საყლაპავში მოძრაობს, თავად გველი კი ერთ ადგილზეა მიჯაჭვული და წინ ვერ მიიწევს. დიახ, დღეს უკვე გაჩნდა რუსეთთან „მოდერნიზაციის პარტინიორობა“. მაგრამ სინამდვილეში ეს უფრო დაბალ რეესტრში გადასვლაა: ყოფილი ზესახელმწიფოსთვის განვითარებაში დახმარება. ევროპელები ზრდილობიან უარს ამბობენ რუსეთის იდეაზე უსაფრთხოების ევრაზიული შეთანხმების გაფორმების შესახებ. არანაირი პროგრესი არ ჩანს არც ენერგეტიკულ და არც სავაჭრო ფრონტზე. იმავდროულად, „აღმოსავლური პარტნიორობა“, რომელიც ექვს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსთან (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსია) ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, ზანტად მოქმედებს, და მისთვის რესურსები არასაკმარისად გამოიყოფა. რეგიონალური უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირი ფაქტობრივად შეუჩნეველია. მართალია, ევროპულმა ქვეყნებმა დაახლოვეს საკუთარი პოზიციები აღმოსავლეთ ევროპასთან მიმართებაში, და რუსეთით სულ უფრო იმედგაცრუებულები არიან. გერმანიამ და საფრანგეთმაც კი, რომლებიც ევროპაში უფრო პრო–რუსულები არიან, როგორც ჩანს, მტკიცედ გადაწყვიტეს არ მისცენ მოსკოვს საშუალება ევროკავშირში „გაყავი და იბატონეს“ პრინციპით ითამაშოს. და სულ ეს არის, რაც აშკარად არასაკმარისია. ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პრობლემებით დამძიმებულ და რთულ სიტუაციაში მყოფ ზესახელმწიფოს შეუძლია შერჩევითი თანამშრომლობა განახორციელოს. მაგრამ ევროპას ეს არ ეხება. ევროკავშირისთვის მისი სივრცე აღმოსავლეთ საზღვრებიდან წყნარ ოკეანემდე, პირველ სტრატეგიულ პრიორიტეტად უნდა იქცეს. შესაბამისად, კავკასიური ომის შემდგომ პერიოდში აღმოსავლური პოლიტიკის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ხუთი პრინციპის დაცვა. ესენია: ბალანსი, კოორდინაცია, სიმტკიცე, სიმამაცე – და მოთმინება. ბალანსი მოითხოვს ნულოვანი საწყისით თამაშებისთვის თავის არიდებას და ყალბ გაორებას. უნდა შეწყდეს არჩევანის კეთება სიარულს და რეზინის ღეჭვას შორის. ევროპამ (და შეერთებულმა შტატებმა) უნდა შეწყვიტონ არჩევანის გაკეთება რუსეთს და აღმოსავლეთ ევროპას შორის. ამის ნაცვლად, მათ ისინი ერთიან სტრატეგიულ სივრცედ უნდა განიხილონ. აშშ–ს და ევროპას შორის კოორდინაციას აღმოსავლეთ პოლიტიკაში, ამ პოლიტიკის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მათ ერთმანეთი სჭირდებათ; და ისინი დაზარალდებიან, თუკი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთმანეთს შეეჯიბრებიან. მაგრამ კოორდინაციის გაუმჯობესება თავად ევროპისთვისაც აუცილებელია; ბერლინი და პარიზი დამარცხდებიან, თუკი ევროკავშირის მართვას ისე შეეცდებიან, რომ საკუთარ სისწორეში სხვა ევროპელებს არ დაარწმუნებენ. სიმტკიცე ნიშნავს ყოვლისმომცველ და საფუძვლიან მიდგომას როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ასევე რუსეთის მიმართ. ევროკავშირი ცვლილებების განხორციელებისთვის სტიმულების და სხვადასხვა პირობების გამოყენების დროს ზედმეტ მგრძნობიარობას არ უნდა ამჟღავნებდეს. მან უნდა შეწყვიტოს კონფლიქტების დარეგულირებისა და უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტისგან თვითგამიჯვნა – საკუთარი რეპუტაციისა და რეგიონში ავტორიტეტისთვის მაინც. სიმამაცე ნიშნავს იმას, რომ საკუთარი შეხედულებები უნდა დავიცვათ. გარდაქმნა, ლიბერალიზაცია, დემოკრატია ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებისთვის დამოუკიდებელი არჩევანი უნდა იყოს; ბევრი ამისთვის შესაძლოა მზად არ არის. მაგრამ ჩვენი გამოცდილება დემოკრატიული გარდაქმნების განხორციელებაში, ყველაფრის მიუხედავად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ რეგიონის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენი ისტორია, ჩვენი ინტერესები და ჩვენი ღირებულებები გვიბიძგებს სოლიდარობის გამოხატვისა და „ნეიტრალიტეტზე“ უარის თქმისკენ. მოთმინება იმის გაცნობიერებაა, რომ ჩვენ მთელი თაობის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვეჯახებით, და რომ ჩვენ ახალი იდეები გვჭირდება. როგორიცაა მაგალითად, ნიჭიერი სტუდენტების მოწვევა ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებში სახელმწიფო პოლიტიკის, სამართლის და ბიზნესის ფაკულტეტებზე, მათთვის ისეთი ინსტრუმენტების გადაცემა, რომელიც დაეხმარება მათ საკუთარი ქვეყნების ლიბერალურ და ღია დემოკრატიებად გარდაქმნაში. ეს გაზსადენების მშენებლობაზე იაფი და სასარგებლო იქნება. ძალიან ბევრია? ძალიან რთულია? დაფიქრდით ალტერნატივაზე: ევროპა საკუთარ საზღვრებს სცილდება, ღობეს იშენებს და დახურულ საზოგადოებად გარდაიქმნება. მაგრამ ევროპული უტოპიის ძალა იმაშია, რომ ეს საექსპორტო მოდელია. შეაჩერეთ კეთილდღეობის, კარგი სახელმწიფო მართვის და დემოკრატიის ექსპორტი და ევროპაც გაჩერდება. კონსტანც სტელცენმიულერი – ბერლინში მარშალის ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ორიგინალი ორიგინალი
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainformacio-17-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/terorizm.jpg itvს ლინკი
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/26216_327372237067_327371732067_3468191_4086245_n-150x150.jpgქართულ მედია სივრცეში ერთ ერთი ყველაზე რეიტინგული, ყველაზე სმენადი და მრავალფეროვანი გადაცემებით გამორჩეული რადიო 2 წლის გახდა. ,,პალიტრამ” მაუწყებლობა 2008 წლის 17 აგვისტოს,დილის 08:00 საათზე დაიყო. ანნა ლაპიაშვილი გაგაცნობთ იმ ადამიანებს რომლებსაც მხოლოდ ხმებით იცნობთ და მოგიყვებათ რადოს წარსულზე და მომავალზე. Itv ულოცავს კოლეგებს იუბილეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/palitra.jpg itvს ლინკი
  8. http://image.geotorrents.com/images/ldi0bqr1le0roniagp1s.jpg ლივერპულის მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი დარწმუნებულკია, რომ ჯო კოულის გადმოსვლა ”წითლების” თილისმას – სტივენ ჯერარდს დაეხმარება თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს მოედანზე.ინგლისელი ფეხბურთელი ლივეპულში ზაფხულის ტრანსფერების შედეგად აღმოჩნდა, მას შემდეგ რაც ჩელსიმ იგი თავისუფალ აგენტად აქცია. მიუხედავად ამისა, ”მერსისაიდელების” თავკაცმა კოული პირველივე შეხვედრაში, არსენალის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. http://image.geotorrents.com/images/vuxys9uh0q8hux09f0t5.jpg ”მეთოფეების” წინააღმდეგ სტივენ ჯერარდი წინ წაწეული ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და ჰოჯსონის აზრით ეს სწორედ ჯო კოულის მინდორზე ყოფნამ გამოიწვია. მწვრთნელის განცხადებით, კოული ”წითლების” კაპიტანს უკეთეს პოზიციაზე თამაშის შესაძლებლობას მისცემს. ჰოჯსონი: ”ვფიქრობ ჯერარდი ძალიან ბედნიერია იმით, რომ სხვადასხვა პოზიციაზე თამაშის შანსი ეძლევა. წინ წაწეული სტივი გაცილებით მეტს აკეთებს გუნდისთვის, ვიდრე თავდამსხმელის უკანა პოზიციაზე ყოფნა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯო კოულის გადმოსვლამ მის შესაძლებლობებს დიდი გასაქანი მისცა. ეს მასაც დაეხმარება თამაშის გაუმჯობესებაში, ხოლო მთლიანად გუნდს კი – წინსვლაში.” View the full article
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/kaxeti-150x150.jpgკახეთში რთველი იწყება თუმცა ვენახში ყურძენი არ არის. ძლიერი წვიმების, გვალვებისა და სეტყვის შედეგად რეგიონში მოსავლის მხოლოდ ნახევარს აიღებენ. ბუნებისგან დაჩაგრულებს ახლა მთავრობის იმედი აქვთ. როგორია სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია მოსავლის გარეშე დარჩენილებთან დაკავშირებით ამას დღეს ნუცა კოპალიანი არკვევდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/kaxeti1.jpg itvს ლინკი
  10. იმ ადგილზე, სადაც ადრე დიდი ლიახვის ხეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი – თამარაშენი იყო, ორი დღის წინ, რუსული სამხედრო ქალაქი გაიხსნა. გაზიარება [ლევან სეფისკვერაძე. 18:58 16-08-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TGqja1hYwxI/AAAAAAAAD-4/062dFpNOLwA/s200/kokoiti.gifამ ქალაქის მშენებლობა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა, რუსი ოფიცრების 36 ოჯახს ბინების გასაღებები საზეიმო ვითარებაში უკვე გადაეცა. აღსანიშნავია, რომ სამხედრ ბაზამდე და საერთოდ, ცხინვალამდე მისასვლელი სავტომობილო გზის შეკეთება კოკოითის არაღიარებულმა ხელისუფლებამ აიღო საკუთარ თავზე. კოკოითი ცხინვალში დარჩენილ მოსახლეობას სასმელი წყლით მომარაგების პრობლემის მოგვარებსაც შეპირდა, მაგრამ არც გზისა და არც წყლის პრობლემა არ მოგვარებულა და როგორც ადგილობრივი ოსები ამბობენ, სამუშაოები ჯერ არც კი დაწყებულა. რაც შეეხება ცხინვალთან ახლოს გახსნილ რუსულ სამხედრო ქალაქს, ქალაქი დაახლოებით 1500 რუსი ოფიცრის ოჯახზეა გათვლილი და სამუშაობის უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ დასასრულელებლია, თუმცა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჯერ არაშენებული ქალაქი დროზე ბევრად ადრე გაიხსნა და ეს ბუნებრივია რეიტინგდავარდნილი პუტინისა და მედვედევის პიარსაც ემსახურება. მევლუდ ქრისტესიაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “რუსები ძალიან ჰგვანან ჩვენს ხელისუფლებას დაუმთავრებელი შენობების ნაადრევად გახსნაში. რუსების სამხედრო ქალაქი ჯერ არ აშენებულა, მაგრამ 20 თუ 30 რუსულ ოჯახს ბინები მაინც დაურიგეს და ეს ყველაფერი ისე გამოჩნდა, თითქოს მართლა დიდი რაღაც გააკეთეს. განადგურებული თამარაშენის ადგილზე 30 სახლის აშენება ამათ დიდი ამბავი ჰგონიათ”. ბოლო დროს ლიახვის ხეობაში შედარებითი სიწყნარეა. სროლებიც შეწყდა. სამაჩაბლოელები ამბობენ, რომ ეს სიმშვიდე მხოლოდ რუსეთში მომხდარი ხანძრებით არის განპირობებული. რუსეთში მომხდარმა ეკოლოგიურმა კატასტროფებმა რუსეთს პროვოკაციების ხალისი მოუსპო და სულ სხვა რეალობის წინაშე დააყენა. გიორგი ჯავახიშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “რუსეთში რაც ხანძრები დაიწყო, იმის შემდეგ, ცხინვალიდან სროლები შეწყდა. რუსები და კოკოითის ხალხი ისეა დაწყნარებული, კაცი იფიქრებს, ამათზე მშვიდი და წყნარი ხალხი მეორე არ არისო. საკმარისია რუსეთში რაიმე თუნდაც პატარა პრობლემა შეიქმნას, რომ აქ ოსები ეგრევე ჩერდებიან და გასუსულები ელოდებიან, როგორ განვითარდება რუსეთში მოვლენები. ეს ბუნებრივიც არის, რადგან თავიდან ბოლომდე რუსებზე არიან დამოკიდებულები და მაგათ “მატუშკა რასიას” რამე რომ მოუვიდეს, პირველ რიგში სწორედ სეპარატისტებს შეექმნებათ პრობლემები. ადგილობრივებს ყველაზე მეტად რაც გვაწუხებს, ეს არის სარწყავი წყლის არქონა. ადრეც გითხარით, რომ კოკოითმა საბოლოოდ გადაგვიკეტა ზონკარის წყალსაცავიდან გამოსული სარწყავი წყალი და მთელი ქართული სოფლები თითქმის ბოლომდე გადაიხრუკა და გადაიწვა. ჩვენი ხელისუფლება კი შეგვპირდა ახალი წყალსაცავის აშენებას, მაგრამ ეგ წელს ალბათ ვერ მოესწრება და ზამთარში ხალხს თავის გასატანი საკვებიც კი შეიძლება არ ჰქონდეს”. რუსეთი რამდენიმე ფრონტზე სიტუაციის გაკონტროლებას რომ ვერ ახერხებს ეს აშკარა ფაქტია და ამას არც რუსი პოლიტოლოგები მალავენ. და არა მხოლოდ რუსი პოლიტოლოგები... ოკუპანტი სამხედროებიც კი პუტინის ბოლოდროინდელი აგრესიული პოლიტიკის მიმართ, უარყოფითად არიან განწყობილნი. დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი, სიმონ ბეზალაშვილი იხსენებს ერთ-ერთ რუს ჯარისკაცთან საუბარს, როდესაც ოკუპანტი საკუთარი ხელისუფლების მიმართ უარყოფითად იყო განწყობული და რუსეთში არსებული სიტუაციით საკმაოდ შეშინებულიც გახლდათ. სიმონ ბეზალაშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: “რუს ჯარისკაცებს პროდუქტის მხრივ მომარაგების ამბავში საქმე კარგად რომ არა აქვთ ეს იმითაც ჩანს, რომ პირიოდულად რუსები ქართულ სოფლებში გადმოდიან და საკვებს ჩვენგან ყიდულობენ. ომის მერე, ცხინვალის ბაზარი დაიკეტა და ცხინვალის მოსახლეობა მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რუსეთი რა დახმარებას გადმოუგდებს. ოსებს თითქმის არ ჩაუტარებიათ საგაზაფხულო და საზაფხულო სამუშაოები და თუ დახმარება არ ექნებათ, შიმშილით დაიხოცებიან. კარგ დღეში არც რუსები არიან და ამას ამბობენ კიდეც. ადრე ერთ-ერთ რუს ჯარისკაცს ველაპარაკე. თვითონ დაიწყო ლაპარაკი და მეც რატომ არ მოვუსმენდი? ყველას აგინებდა, ვინც ეს ომი დაიწყო და იმის შიში ჰქონდა, რომ მალე მის ბატალიონს ჩეჩნეთში წაიყვანდნენ”presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  11. პატიმარ მელორ ვაჩნაძის შიმშილობის აქციას ასევე პატიმრობაში მყოფი ვახტანგ მაისაიაც შეუერთდა. როგორც „მედიანიუსს“ მოძრაობა „არა!“-ს ლიდერმა ლევან… ლინკი მედიანიუსზე
  12. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8466 ლარის ნიშნულზე გამყარდა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ხვალიდან ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
  13. აშშ-ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალის, “MewsWeek“-ის რეიტინგით, საქართველოს მსოფლიოს 100 საუკეთესო ქვეყანას შორის ადგილი არ ერგო. ჟურნალმა საუკეთესო ქვეყნად… ლინკი მედიანიუსზე
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/boeing-787-s7-airlines-150x150.jpg23 აგვისტოდან თბილისი მოსკოვის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისები განახლდება. ფრენებს რუსეთის მხრიდან „ეს სევენ აირლაინსი”, ხოლო საქართველოდან „ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/moskovi1.jpg itvს ლინკი
  15. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/14sergey_lavrov-150x150.jpgმოსკოვი თეთრს სახლს აკრიტიკებს. სახელწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ანგარიშის გამო სერგეი ლავროვის უწყება შეშფოთებას გამოთქვამს. მიზეზი საქართველოს, როგროც ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სამაგალითო ქვეყნის მოხსენიებაა. კრემლში მიიჩნევენ, რომ ასეთი, შეფასებები, რომელიც არავიტარ ფაქტებს არ ეფუძნება, ირიბად მაგრამ მაინც, რუსეთის „ტერორიზმის ექსპორტში” დადანაშაულების მცდელობაა. რა როლს თამაშობს საქართველო ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლაში და რით ხსნიან ექსპერტები ლავროვის უწყების გაღიზიანებას. დეტალები ნახეთ ნინო კვირიკაშვილის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/terorizm.jpg itvს ლინკი
  16. http://liverpoolfc.ge/wp-content/uploads/2010/08/ngog-david-416x250.jpg “მერსისაიდელთა” ახალმა მწვრთნელმა როი ჰოდგსონმა განაცხადა,რომ დევიდ ნგოგი მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო სეზონამდე ლივერპულში დარჩებაროი ჰოდგსონი აღფრთოვანებული დარჩა ნგოგის წინა სასეზონო მატჩებში საუკეთესო თამაშით და მისი გუნდიდან გაშვება გადაიფიქრა. სწორედ ფრანგის დუბლით დაამარცხა ლივერპულმა 2-0 მაკედონიის რაბოტნიცკი ევროპის ლიგის პირველ საკვალიპიკაციო ეტაპზე. 21 წლის თავდამსხმელს პრაქტიკულად არ უწევდა თამაში წინა სეზონებში,მაგრამ ჰოდგსონი მას დაპირდა,რომ მეტ სათამაშო დროს მისცემდა.მისი თქმით ნგოგმა თავდაუზოგავად იმუშავა იმისთვის,რომ გუნდიდან არ გაეშვათ.ნათქვამია “ვინც ეძებს ის პოულობსო” და აი დევიდმაც მოიპოვა ახალი მწვრთნელის ნდობა და მინიმუმ ზამთრის სატრანსფერო სეზონამდე მოუწევს წითელი მაისურით თამაში. View the full article
×
×
  • შექმენი...