planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://newsimg.bbc.co.uk/media/images/44626000/jpg/_44626174_babel_sun_getty416.jpg როგორც tribalfootball.com იუწყება, ვოლფსბურგი ახლოსაა იყიდოს რაიან ბაბელი £9 მილიონად. ვოლცბურგის მთავარ მენეჯერს სტივ მაკლარენს სურს გააძლიეროს თავდამსხმის ხაზი რათა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს ევროპის ლიგაზე და ბაბელი მათვის იდეალური მოთამაშეა.http://liverpoolfc.ge/wp-includes/js/tinymce/plugins/wordpress/img/trans.gif რაიან ბაბელ 2007 წელს გადმოვიდა აიაქსიდან რაფა ბენიტესი ლივერპულის ყოპილი მწვრთნელი ბაბელს სათამაშო დროს თითქმის არ აძლევდა, რის გამოც ბაბელმა გუნდიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა ბენიტესის წასვლის შემდეგ ახალი მწვრთნელის მოსვით იმ იმედით, რომ როის მას ღირსეულად დააფასებდა დარჩენა გადაწყვიტა. “ბირმინგემიც” დაინტერესებულია რაიან ბაბელით უკვე დიდი ხანია, თუმცა ბაბელისთვის ფავორიტი გერმანული კლუბია. View the full article
-
ლივერპული ახლოსაა რაიან ბაბელის ბუნდესლიგის ბინადარ ვოლფსბურგში გაშვებასთან.ტრანსფერი 8 მილიონ ფუნტ სტერილნგამდე დაჯდება. იხილეთ fanebi.com
-
http://b.pix.ge/h/dx4dm.jpg ლივერპულის სლოვაკი დამცველი მარტინ შკრტელი იმედოვნებს, რომ ეს სეზონი მისი გუნდისთვის წარმატებული იქნება ლივერპულს სეზონის ტრიუმფით დასრულება რომ შეუძლია, ამის იმედი გუნდის თითოეულ ფეხბურთელს და მაყურებელს აქვს. გასული სეზონი ჩვენ საშინლად ჩავატარეთ და მეშვიდე პოზიციაზეც აღმოვჩნდით, რაც ლივერპულის დონის გუნდისთვის კარგი შედეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ ამან გუნდში ბევრი რამ შეცვალა და შანსი მოგვცა ბოლო 21 წლის განმავლობაში მიღებული წარუმატებლობა გამოვასწოროთ. რაც შეეხება კვირას გასამართ მატჩს, ჩვენ 45-ე წუთზე 10 კაცით დავრჩით, მიუხედავად ამისა ლივერპულმა მაინც მოახერხა გოლის გატანა და მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ვიგებდით, მართალია ამ შეხვედრაში იღბალმა გვიმტყუნა, მაგრამ ლივერპულმა დაამტკიცა, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდია და სასწაულების ჩადენა ისევ შეუძლია. ინფორმაციის წყარო: Goal.com View the full article
-
საეკლესიო კალენდარი ხუთშაბათი ფერისცვალება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი მახარობელი ლუკა ასე აგვიწერს უფალი იესო… ლინკი მედიანიუსზე
-
ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა,რომ მესუთ ოზილი ამიერიდან მადრიდის რეალის ღირსებას დაიცავს. იხილეთ fanebi.com
-
21 აგვისტოდან ნადირობის მოყვარულებს საშუალება ექნებათ მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ჩიბუხაზე, ქედანსა და გვიძინიზე ინადირონ. ნადირობის დღიური ლიმიტები გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე დაადგინა. წესების დარღვევის შემთხვევაში მონადირეები ჯარიმას გადაიხდიან, თუმცა გარემოს დაცვის ინსპექციაში აცხადებენ, რომ ყველა მონადირის გაკონტროლებას ინსპექცია ვერ შეძლებს. გადამფრენ ფრინველზე ნადირობის დღიული ლიმიტები გარემოს დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. მონადირეებს ერთი დღის განმავლობაში 20 მწყერის, 10-10 ჩვეულებრივი გვრიტის, გარეული მტრედის, ქედანისა და გვიძინის და 5 ჩიბუხას მოკვლა შეუძლიათ. როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსმა, სოსო ქარსივაძემ ,,ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, ფრინველზე ნადირობის ლიმიტები, მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად, ზოოლოგიის ინსტიტუტთან კონსულტაციის შემდეგ დადგინდა. ნადირობისას ნადირობის მსურველმა აუცილებელია თან იქონიოს ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის 10–ლარიანი ქვითარი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაკრებლის გადახდა ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი. ნადირობისას დაუშვებელია და კანონით ისჯება ბადეების, მარყუჟების, ხაფანგების, საწამლავების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება. აკრძალული იარაღების გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსით, (86-ე მუხლი, მე-7, მე-8, მე-9 პუნქტები) მონადირე დაჯარიმდება ხუთასიდან-შვიდასი ლარის ოდენობით. თუ მონადირე დაშვებულ ლიმიტზე მეტი რაოდენობის ფრინველს მოინადირებს, მას ასევე დაეკისრება ჯარიმა ასიდან ხუთას ლარამდე. ასევე, მინისტრის დებულებით განსაზღვრულია, თუ რა ზიანი მიაყენა დაშვებულ ლიმიტზე მეტი ფრინველის მოკვლამ გარემოს, ამიტომ, ადმინისტრაციულ ჯარიმასთან ერთად, მონადირეს ამ შემთხვევაში ზიანის თანხის გადახდაც მოუწევს. ეს თანხა ყველა ფრინველზე განსხვავებულია. ნადირობის წესების დაცვის კონტროლი გარემოს დაცვის ინსპექციას ევალება, თუმცა, როგორც ინსპექციის თანამშრომელი, მაია ჩხობაძე ამბობს, ყველა მონადირის გაკონტროლებას ინსპექცია ვერ შეძლებს. ,,საქართველოში შეიძლება რამდენიმე ათასი ნადირობდეს. ინსპექციას კი, ჯერჯერობით, სულ 300 თანამშრომელი ყავს. შეუძლებელია, ყველა მონადირეს ინსპექციის თანამშრომელი გაყვეს და აკონტროლოს, რა და როგორ მოიპოვა. ეს შესაძლებელია მხოლოდ რეიდების მეშვეობით და, ამავდროულად, ყველა მონადირეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ნადირობის წესები”. ჩხობაზე ამბობს, რომ ინსპექციის რეიდები, ზოგადად, დარღვევების გამოვლენის მიზნით ტარდება და არა კონკრეტულად გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის კონტროლისთვის. გარემოს დაცვის ინსპექციას შვიდი ტერიტორიული ორგანო ანუ ბიურო აქვს, თითოეულ ბიუროს კი თავისი მობილური ჯგუფი ჰყავს. მისი განმარტებით, შიდა განაწესს ყოველი ბიურო თავად ადგენს. გადამფრენ ფრინველზე ნადირობა ყველგან არ არის ნებადართული. დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრის რადიუსში, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებსა და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია. ასევე ნადირობა აკრძალულია სამონადირეო მეურნეობების ტერიტორიებზე. სამონადირეო მეურნეობებისათვის ტერიტორიებს გარემოს დაცვის სამინისტროს იჯარით გასცემს კერძო პირეზე ან ორგანიზაციებზე. კერძო მესაკუთრეები კი ამ ტერიტორიებზე აშენებენ და უვლიან ცხოველებსა და ფრინველებს. მოყვარულ მონადირეებს შეუძლით გარკვეული თანხის სანაცვლოდ (მონადირე თითოეულ ცხოველზე ან ფრინველზე იხდის თანხას) სამონადირეო მეურნეობებში ინადირონ. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საფარი” საქართველოში რეგისტრირებულ 16 სამონადირეო ორგანიზაციას ლობირებს. ორგანიზაციის დირექტორი, თეიმურაზ ტყემალაზე ამბობს, რომ არცერთი ორგანიზაცია გადამფრენ ფრინველებზე სეზონს 21-ში არ გახსნის. დედოფლისწყაროს რაიონში, მდინარე იურის ხეობაში, მდებარე სამონადირო მეურნეობა ,,დალის მთაში” გადამფრენ ფრინველებზე სეზონი ნოემბრამდე არ გაიხსნება. მეურნეობის დირექტორი, ბეჟან გონაშვილის თქმით, სიცხის გამო ტერიტორიაზე ქვეწარმავალია მომრავლებული (გიურზას ჯიშის გველი), ამიტომ ჯერჯერობით იქ ნადირობა საშიშია. ,,ნოემბრიდან სიცივეები დაიწყება, მოყინავს და ქვეწარმავლებს აქტიურობის უნარი აღარ ექნებათ, იმ პერიოდიდან გავხსნით სეზონს და ის თებერვლამდე გაგრძელდება”, - განმარტავს გონაშვილი. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 15 თებერვლამდე გაგრძელდება. 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე მონადირეები ტყის ქათამზე შეძლებენ ნადირობას, ხოლო 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე მათ საშუალება ექნებათ წყალმცურავი ბატისა და იხვის რამდენიმე სახეობაც მოინადირონ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
fanebi.com- შკრტელმა "ლივერპულთან" გაახანგრძლივა
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
"ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა მარტინ შკრტელმა კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა. ამრიგად, სლოვაკი ფეხბურთელი "ენფილდზე" მინიმუმ 2014 წლამდე დარჩება. იხილეთ fanebi.com -
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ ევროპის ლიგის მატჩში "ტიმიშოარას" წინააღმდეგ "სიტის" კარს ჯო ჰარტი დაიცავს. ამრიგად, მწვრთნელმა დაადასტურა ჰარტის სტატუსი, როგორც "ქალაქელთა" ძირითადი კიპერის. იხილეთ fanebi.com
-
"არსენალის" ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც უახლოეს ერთ თვეს გამოტოვებს. იხილეთ fanebi.com
-
საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" საკუთარი ჰიმნი აქვს.სიმღერა სპეციალურად გუნდისთვის დაიწერა ჯგუფ "ფრანის" მიერ და პირველად პუბლიკის წინაშე 14 აგვისტოს "ტორპედო" - "ოლიმპის" შეხვედრაზე აჟღერდა. სიმღერის ტექსტი ასეთია: არ ვნებდებით ფრეს,არ ვნებდით ნოლს, ქუთათურ მზეს ვფიცავთ, გავიტანთ გოლს! გავიტანთ გოლს არ დავწყვეთ გულს ერთ მუშტად შეკრულ ქუთათურ გუნდს ქუთათურს ხალხს,ქუთათურ მზეს მხარში დავუდგეთ დღეს ერთმანეთს არ დავწყვეთ გულს დღეს ქართველ ერს მოგებას გპირდებით ქუთათურებს! ამოდის ახალი მზე იწყება ახალი დილა და დღეს რომ გავიმარჯვებთ მადლობას ვეტყვით ღმერთს დღეს რომ გავიმარჯვებთ მადლობას ვეტყვით..... ქუთათურ ხალხს ქუთათურ მზეს მხარში დავუდგეთ დღეს ერთმანეთს არ დავწყვეთ გულს დღეს ქართველ ერს მოგებას გპირდებით ქუთათურებს! არ ვნებდებით ფრეს,არ ვნებდით ნოლს, ქუთათურ მზეს ვფიცავთ, გავიტანთ გოლს! სიმღერის გადმოსაწერად დააჭირეთ >>>აქ <<< სრულად იხილეთ
-
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრები.სადაც სენსაციური მარცხი იწვნია ინგლისურმა "ტოტენჰემმა" შვეიცარიაში."იანგ ბოიზმა" საკმაოდ შემტევი და აგრესიული ფდეხბურთის წყალობით მოახერხა და ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოუგვარა ერთი შეხვედვით საქმე ინგლისელებს და 3-1 დაამარცხა.მეორე ტაიმში კი ინგლისელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს და კვლავ წყვილის ფავორიტებად დარჩნენ,თუმცა ძნელი წარმოსადგენია მსგავსი ფეხბურთით,რომელიც მათ დღეს აჩვენეს,გააგდონ მეტოქე. ჩეხური "სპარტა" საკუთარ კედლებში დამარცხდა "ჯილინას" წინააღმდეგ ანგარიშით 0-2 და შეიძლება წინასწარ იმის თქმაც,რომ პრაღელი ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობებიან ერთ კვირაში,თუ კი მათ სასწაული არ მოახდინეს. სკანდინავიურ დერბიში ნორვეგიულმა "რუსენბორგმა" სძლია დანიურ "კოპენჰაგენს" 2-1 და პირველი შეხვედრის შემდეგ ნორვეგიელი ფეხბურთელები უფრო უკეთეს მდგომარეობაში არიან,მათ უფრო მეტი აქვთ შანსი მომდევნო ეტაპზე გასვლისა ვიდრე დანიელებს. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გაიმართა კიევშიც,სადაც ადგილობრივმა "დინამომ" სტუმრად ჩასული "აიაქსის" წინაარმდეგ ფრედ ითამაშა.ანდრეი შევჩენკოს თანაგუნდელებმა 1-1 ითამაშეს ამსტერდამელებთან და განმეორებითი შეხვედრის წინ მცირედ უპირატესობას ამსტერდამელები დაეუფლნენ. სრულად იხილეთ