planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://images.mirror.co.uk/upl/m4/jan2009/9/8/EA2697D1-FAD8-8733-1000D406D00036D3.jpg ლივერპული დაუბრუნდა პაულ კაჩენსკის ტრანსფერს, მერსისაიდელთა დელეგაცია მზად არის ფულჰემს ფეხბურთელის სანაცვლოდ £3მლნ. შესთავაზოს რამოდენიმე კვირის წინ როი ჰოჯსონმა თავისი ყოფელი შეგირდის პაულ კაჩენსკის გადმობირება ისურვა, შემდეგ ინსუას და აურელიოს ტრანსფერი ჩაიშალა, რამაც კაჩენსკის გადმოსვლის შანსი უფრო შეამცირა, მაგრამ დღეს მერსისაიდელებმა ფულჰემის დელეგაციას თხოვნა გაუგზავნეს ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ. ლივერპულელები მზად არიან ტრანსფერში £3მლნ. გადაიხადონ და 29 წლის მარცხენა მცველს წითელი ფორმა ჩააცვან. თავად ფეხბურთელს ძალიან სურს ლივერპულში თამაში, დიდი ალბათობით პირველი ტურის მატჩი სწორედ ამ მიზეზით გამოტოვა, იგი თანახმაა ასპარეზობა თავის ყოფილ მწვრთნელთან ერთად განაგრძოს. View the full article
-
Caught Offside_ის ცნობით არსენალის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია მარსელის ნახევარმცველით ჰატემ ბენ არფათი. იხილეთ fanebi.com
-
20 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება მეორე უარყოფითი ჯგუფის სისხლი, გოგონა ლეიკემიით არის დაავადებული. SOCCER DAY მოგმართავთ თხოვნით,რომ დახმარება გაუწიოთ გოგონმას. დარეკეთ ნომერზე: 899 67 55 63 (დედამისის ნომერია,სამწუხაროდ სახელის დადგენა გავიჭირდა) გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია რამდენადაც შეგეძლებათ. სრულად იხილეთ
-
იტალიური "რომას" ახალწვეული,ბრაზილიელი ფორვარდი,ადრიანოს თამაში იტალიის სუპერ თასის შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში საეჭვოა,ფეხბურთელს ნაკლები შანსი აქვს,რომ მოედანზე ყოფილ გუნდს დაუპირისპირდეს.ეს ინფორმაცია გაავრცელა ცნობილმა გამოცემამ La Gazzetta dello Sport. ფორვარდი "მგლებს" მიმდინარე ზაფხულს შეურთდა,მას შემდეგ,რაც მან ბრაზილიური "ფლამენგო" დატოვა.რომაელთა სამწვრთნელო შტაბში მომუშავე პერსონალმა,მოახერხა და ადრიანო სასურველ კონდიციებს დაუბრუნა,თუმცა მაინც საეჭვოა მისი თამაში.როგორც მოგეხსენებათ,მას ჭარბწონიანობის დაძლევა მოუხდა იტალიაში გადაბარგებისას. "რომას" მთავარმა მწვრთნელმა,კლაუდიო რანიერიმ განაცხადა,რომ შესაძლოა ახალწვეულს კონდიციებთან ერთად მოედანზე სათამაშოდ ნაკლებმა კონცენტრაციამ შეუშალოს ხელი და ამიტომაც არ ღირს გარისკვა და მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენება.იგი სასტარტო შემადგენლობის შემტევ ხაზში ფრანჩესკო ტოტის,მირკო ვუჩინიჩს და ჟერემი მენეზას მოიაზრებს სრულად იხილეთ
-
http://epn.ge/wp-content/uploads/DSC00818-150x150.jpgმეგობრებთან ერთად მტკვარზე საბანაოდ წასული 15 წლის ტატო კელენჯერიძე წყალში გადახტომისას სახიფათოდ დაშავდა. თვითმხილველების გადმოცემით, მოზარდი წყალში თავით გადახტა და კისრის არეში მრავლობითი მოტეხილობები მიიღო. დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პაციენტს კლინიკაში შეყვანისას ოთხივე კიდური გათიშული ჰქონდა, რეანიმობილით ტატო კელენჯერიძე გუშინვე თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების მტკიცებით, ტრავმა სიცოცხლისთვის სახიფათოა, თუმცა პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. იხილეთ epn.ge
-
გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი,ფრანკ ფარენჰორსტი ამიერიდან "შალკეში" ითამაშებს, იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა "აუფ შალკე არენას" ბინადრებს.ინფორმაციას ავრცელებს de.eurosport.yahoo.com. 32 წლის მცველის აქტივში 2 ჩატარებული შეხვედრაა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში.აქამდე ფარენჰორსტი მეორე ბუნდესლიგის გუნდის,დუისბურგის ღირსებას იცავდა. სრულად იხილეთ
-
epn.ge - სავალდებულო სამხედრო გაწვევა დაწყებულია
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://epn.ge/wp-content/uploads/post-49-1176412682-150x150.jpgსავალდებულო სამხედრო გაწვევა დღეს დაიწყო. გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის 3500 ახალგაზრდა დაექვემდებარება. საშემოდგომო გაწვევასთან დაკავშირებით 16 აგვისტოს რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თავდაცვის, განათლების, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ. გაწვევის პროცესს კურირებას რეგიონული მართვისა და განვითარების სამინისტრო გაუწევს. როგორც მინისტრმა რამაზ ნიკოლეიშვილმა განაცხადა, ჩამოთვლილი უწყებების მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სავალდებულო სამხედრო გაწვევის პროცესის დახვეწაზე იმუშავებს. იხილეთ epn.ge -
http://www.soccerjones.com/wp-content/uploads/2010/02/Martin-Skrtel-Liverpool-FC.jpg მარტინ შკრტელმა “ლივერპულთან” კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა და განაცხადა, რომ მათ საკმაო ძალა აქვთ იმისთვის, რომ “პრემიერლიგა” მოიგონ. … წითლების სლოვაკ მცველს ლივერპულთან 2 წელი ისედაც აკავშირებდა, თუმცა მან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ის კლუბში 2014 წლამდე დარჩება. “მე ძალიან კმაყოფილი ვარ” – განუცხადა ოფიციალურ საიტს. “მე ლივერპულში გავატარე დაახლოებით 3 წელი და ძალიან მომწონს აქ. მომწონს ეს ქალაქი, კლუბი და ფანები. მოხარული ვარ, რომ ახალი კონტრაქტი გავაფორმე.” “ლივერპულის მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო კლუბია, შესაბამისად მე მოხარული ვარ, რომ კიდევ 4 წელი დავრჩები ამ კლუბში.” შკრტელი 2008 წლის იანვარში 6 მილიონად გადმოვიდა ზენიტიდან და ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა. “სანამ აქ გადმოვიდოდი, ბევრი ფიქრობდა, რომ მე არ ვიყავი საკმარისად კარგი ფეხბურთელი ლივერპულისთვის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველას დავანახე რომ ვარ ღირსი ვითამაშო აქ.” – დაამატა ფეხბურთელმა. “მე ვარ ბედნიერი, რომ ვცდილობ და ვაკეთებ ყველაფერს ჩემი კლუბის საკეთილდღეოდ. კონტაქტის გახანგრძლივება, ნიშნავს იმას რომ, კლუბი მენდობა და მე ვივარჯიშებ ბოლომდე ყოველ დღე, რათა ბევრ მატჩში მივიღო მონაწილეობა.” “წელს ბევრი რამე შეიცვალა ლივერპულში: ახალი ფეხბურთელები, ახალი მწვრთნელი, ახალი სამედიცინო პერსონალი. სულისკვეთება საკმაოდ მაღალია და ეს არსენალთან შეხვედრაშიც დავამტკიცეთ.” “წელს უფრო ძლიერები ვართ და ვფიქრობ შარშანდელზე უკეთესები ვიქნებით. ლივერპულისნაირი კლუბი იმსახურებს თასების მოგებას და მე ამაში დავეხმარები, იმედი მაქვს ამ სეზონზე.” “ფეხბურთს თამაშობენ რათა მოიგონ თასები. ლივერპულში თამაში დიდი მოტივაციაა თითოეულისათვის და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რათა მოვიგოთ პრემიერ ლიგა. ჩვენ უმაღლესი მიზნები გვაქვს, ჩვენ გვინდა ყველაფრის მოგება!” წყარო: Liverpoolfc.tv View the full article
-
http://www.polity.ge/images/catalog/style/charbi_cona.jpgმსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელა. დედამიწაზე ერთი მილიარდი ადამიანი ზედმეტ წონას უჩივის ,ხოლო ოთხასი მილიონი სიმსუქნისგან იტანჯება. polity.ge
-
სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. ჩავარდნილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, იგი ეკონომიკურ გუნდს ადანაშაულებს. მისი აზრით, ამ გუნდის არაეფექტურმა მუშაობამ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა. როგორც ცნობილია, დეფაქტო მთავრობის ეკონომიკური გუნდი პრემიერმინისტრის ვადიმ ბროვცევის მიერაა დაკომპლექტებული და მასში რუსეთიდან ჩამოყვანილი მოხელეები შედიან. ეკონომიკის მინისტრი ალექსანდრ ჟმაილო და ფინანსთა მინისტრი ირინა სიტნიკი ცხინვალში ბროვცევთან ერთად ჩავიდნენ და რუსეთიდან წამოსული ფინანსური დახმარების გაკონტროლება დაიწყეს, რაც კოკოითისთან დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გახდა. ამ ბრძოლაში გამარჯვებული ყოველთვის ბროვცევის გუნდი გამოდიოდა. კრემლში ჩასულ კოკოითის მიანიშნეს, რომ ბროვცევი ჯერჯერობით შეუცვლელია. ამის შემდეგ დეფაქტო პრეზიდენტმა ტაქტიკა შეცვალა, იგი ბროვცევს აღარ ახსენებს, მაგრამ ცდილობს, მისი გარემოცვა ხელისუფლებიდან გაუშვას. კოკოითი უკვე საჯარო განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, რომ საკადრო ცვლილებებს მალე დაიწყებს. იგი ცხინვალში მყოფი რუსი მოხელეების გარდა, კრემლის საშუალო დონის მოხელეებსაც აკრიტიკებს, რომლებიც დეფაქტო რესპუბლიკის რეაბილიტაციაზე უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელნი. სპეციალურ ბრიფინგზე კოკოითის არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყებს საკადრო ცვლილებებს. როგორც ცნობილია, ბროვცევს კრემლში რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რომან პანოვი მფარველობს, ამიტომ კოკოითი პანოვსაც ხშირად აკრიტიკებს, მაგრამ პრემიერმინისტრი ვადიმ ბროვცევი მაინც ხელშეუხებელია. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საკადრო ცვლილებებით ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან დეფაქტო რესპუბლიკაში ყველაფერი კრემლის სცენარით მიმდინარეობს და კოკოითის ხელისუფლებაც მხოლოდ ბუტფორიაა. ამიტომ დაგეგმილი საკადრო ცვლილებაც ადგილობრივი გაღიზიანებული მოსახლეობის გულის მოსაოხებლად კეთდება. მეორე წელია ცხინვალის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს, ზოგიერთი ცხინვალელი ისევ კარავში ცხოვრობს. ომით გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციისთვის რუსეთი მილიარდობით რუბლს ხარჯავს, მაგრამ ხშირად ფულის ნაწილი იკარგება და ადრესატამდე ვერ მიდის, ამიტომ კრემლის მიერ ფინანსების კონტროლი პერიოდულად მკაცრდებოდა და ცხინვალში რევიზია რევიზიაზე ჩადიოდა. ამასობაში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩერდებოდა. კოკოითის დაპირისპირება რუს მოხელეებთან კი სწორედ ფინანსური რესურსის კონტროლის გამო დაიწყო. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://liverpoolfc.ge/wp-content/uploads/2010/08/cavalieri-444x250.jpg ლივერპული ბრაზილიელმა მეკარემ, დიეგო კავალიერმა დატოვა კავალიერი ერთ წლიანი არენდით ჩეზენას ღირსებას დაიცავს, რის სანაცვლოდაც იტალიელები €1.2მლნ. გადაიხდიან 1 წლის შემდეგ, კი უკვე ბრაზილიელ მეკარესთან კონტრაქტს გააფორმებენ. კავალიერის აქვს იტალიური პასპორტი, ამიტომ მისი ტრანსფერი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩეზანა “სერია ა” წელს შეუერთდა, პირველ მატჩს კი რპომას წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც დიეგო კავალიერისთვის სადებიუტო მატჩი იქნება. შეგახსენებთ რომ მერსისაიდელებმა დიეგო კავალიერი 2008 წელს €3.5მლნ. პალმეირასისგან შეიძინეს, თუმცა მისი დებიუტი პრემიერლიგაში სამწუხაროდ ვერ შედგა, თუმცა მან მონაწილეობა მიიღო ევროპის ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში. View the full article
-
აფხაზეთში, ბზიფის ხეობაში უკვე მესამე დღეა ტყე იწვის. სავარაუდოდ, ხანძარი დაუდევრობის გამო გაჩნდა. ამ დროისთვის დამწვარია, 25… ლინკი მედიანიუსზე