Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://image.tin247.com/bongdaso/090820161030-984-42.jpg ინგლისური “ლივერპულის” 31 წლის ცენტრალურმა მცველმა სოტირის კირიაკოსმა განაცხადა – საბერძნეთის ნაკრებში აღარ ვითამაშებო.ტანმაღალი კირიაკოსისთვის 11 აგვისტოს სერბეთთან 1:0 მოგებული ამხანაგური მატჩი ბოლო გამოდგა სანაკრებო დონეზე. “საბერძნეთის ნაკრები ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო, ახლა კი ეს წარსულს ჩაბარდა” – განუცხადა ბერძნულ goalday-ს კირიაკოსმა, რომელსაც ნაკრებში 61 მატჩი აქვს ჩატარებული, ელინელთათვის დაუვიწყარი 2004 წლის ჩემპიონატი კი მან ტრავმის გამო გამოტოვა. ამრიგად, კირიაკოსი არ იქნება საქართველოს ნაკრებთან მატჩებში: საბერძნეთი ხომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეა, 2012 წლის ევროშესარჩევი ციკლის ჯგუფში. View the full article
  2. დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმი დმანისის მუზეუმში უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების პრეზენტაციას გამართავს. დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდების და ცხოველთა განამარხებული… ლინკი მედიანიუსზე
  3. დღეს და ხვალ დაბა გუდაურს, მიმდებარე სოფლებს და ფასანაურის ნაწილს (სულ 1 441 აბონენტს) 5 საათით დენის… ლინკი მედიანიუსზე
  4. საეკლესიო კალენდარი ოთხშაბათი წინადღესასწაული ფერისცვალებისა. მოწამე ევსელინისა (362); მოწამე პონტი რომაელისა (257); წმიდა… ლინკი მედიანიუსზე
  5. /get_img?NrArticle=2248&NrImage=1 დათო ბედინაძე 2005-2008 წლების საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დათო ბედინაძე, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის შემდეგ საჭიდაო ხალიჩაზე აღარ გამოჩენილა. მას სპორტიდან წასვლის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ორწლიანი გაუჩინარების მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე ჩემპიონი „ბათუმელებს“ ესაუბრა. დათო ბედინაძემ 2005 წელს საქართველოს ევროპული ბრინჯაო, 2006 წელს კი მსოფლიოსა და ევროპის ვერცხლის მედლები მოუტანა. 2007 წელს დათო მსოფლიო ჩემპიონატზე უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მისგან ოლიმპიურ მედალსაც ბევრი ელოდა. თუმცა, პეკინში, ოლიმპიური ჩემპიონობისთვის წასული დათო საქართველოში უმედლოდ და, მისი თქმით, ფსიქოლოგიურად განადგურებული დაბრუნდა. - დათო, ნაკრებშიც ვეღარ გხედავთ, რატომ? - პეკინის შემდეგ აქტიური სპორტიდან წავედი. ჭიდაობა ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილია, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, მწვრთნელის ამპლუა მოვირგო. სექტემბრიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეორე მწვრთნელობას ვცდი. ვფიქრობ, აქტიურ სპორტში ჩემი დაბრუნება გამორიცხულია. მართალია, სპორტსმენები, ვინც ჩემსავით დაანება ვარჯიშს თავი, სულ მეუბნებიან, რომ ორი წლით მათაც შეუწყვეტიათ ვარჯიში, მაგრამ მერე ჭიდაობის გარეშე ვერ გაძლეს... მწვრთნელები დღემდე მირეკავენ ვარჯიშებზე რომ მივიდე. ჯერ ახალგაზრდა ვარ, სპორტული ასაკი მაქვს და სამწვრთნელოდ ბევრს ვენანები. - რა უნდა მოხდეს, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოთ? - პირველ რიგში ჯანმრთელობამ უნდა შემიწყოს ხელი და ფსიქოლოგიური ბარიერი უნდა გადავლახო. მაშინ აქტიურ სპორტს აუცილებლად დავუბრუნდები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ორი ფაქტორია. ვარჯიში და შრომა არასოდეს მეზარება! ჭიდაობით მოწამლული ვარ - დარბაზში მივდივარ ხოლმე, გადავკოტრიალდები, ბავშვებს შევხედავ, რაღაცას ვასწავლი და ამითაც სიამოვნებას ვიღებ. თუმცა, როდესაც თავად ჭიდაობ, ამ შეგრძნებას არაფერი შეედრება. უბრალოდ, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს და ფსიქოლოგიურად ვარ განადგურებული. სპორტში ფსიქოლოგია უმნიშვნელოვანესია. ხალიჩაზე ისევ თუ გავედი, აუცილებლად შედეგისთვის ვიბრძოლებ. არ მინდა, მოყვარული დამერქვას... -ახლა 2008 წელი რომ იყოს, რას შეცვლიდი? - პეკინში საქართველოსთან მიმართებაში მომხდარ ამბებს უფრო სხვანაირად შევხედავდი, სხვანაირად ვიჭიდავებდი და ფსიქოლოგიურად უფრო მომზადებული ვიქნებოდი. 15 დღეს წონას ვიკლებდით, ვშიმშილობდით, წყალსაც არ ვსვამდით. მერე გვითხრეს, რომ საქართველოში ვბრუნდებოდით, ოლიმპიადაზე აღარ ვიჭიდავებდით. წავედით და ვჭამეთ. შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, თქვენი ბრძოლით მაქედან უფრო დაეხმარებით სამშობლოსო და დელეგაციამ პეკინში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გაუგებრობაში ჩემს თავსაც დამნაშავედ მივიჩნევ. ის ერთი დღეც უნდა მომეთმინა. წონის კლების დროს სულ საჭმელზე ვფიქრობდი, ჭამას თუ ვეღირსებოდი, არ მეგონა. მაგრამ ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა და ყველაფერს ვუძლებდი, პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ქვეყნის წინაშე. სხვანაირად მოქცევის უფლება არ გვქონდა, მაგრამ შეცდომაში შევედით. საქართველოში ომს მაშინ არავინ ელოდა... მერე მე და ზაზა კედელაშვილი მთელი ღამის განმავლობაში წონას ვიკლებდით. შეჯიბრი დაბალწონიანებით იწყებოდა და დილით აწონვები გვქონდა. სხვებთან შედარებით ძალების აღდგენა ვეღარ მოვასწარით. მიუხედავად დიდი შემართებისა, ისეთ სპორტულ ფორმაში ვეღარ ვიყავით, შედეგზე რომ გვეფიქრა. მაშინ შეიძლებოდა გამარჯვება, უმაღლეს მწვერვალზე ასვლა, ყველაფერი წყალში ჩამეყარა. ამის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალიან წავიშალე... როგორც ვიცი, ამ ყველაფერთან ერთად მსაჯებმაც „იყოჩაღეს...“ - ორგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს, ბულგარეთის სახელით მოასპარეზე არმენ ნაზარიანს ვხვდებოდი. ოლიმპიადაზე მეოთხედ მონაწილეობდა, საკმაოდ ასაკოვანი იყო. ოლიმპიური ბრინჯაოც ჰქონდა მოპოვებული და პეკინში რომ გაემარჯვა, მისი სახელი ისტორიაში სხვანაირად ჩაიწერებოდა... ამიტომ მსაჯებმა მაქსიმალურად არაობიექტურად იმსაჯეს... ოლიმპიადის შემდეგ ტელევიზიით განაცხადეთ, რომ ივიწყებდით მოპოვებულ ტიტულებს და თავიდან იწყებდით სპორტულ კარიერას... - მართლა მინდოდა ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ სხეულმა არ მომცა ამის საშუალება. ბევრი ტრავმა მქონდა და ვარჯიშებზე დიდ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებდი. ჭიდაობა საკმაოდ ძვირადღირებული სპორტია, ფინანსური ხელშეწყობა თუ გქონდათ? -სპორტსმენს ხელშეწყობა მანამ სჭირდება, სანამ დიდ შედეგს მიაღწევს, თორემ ჩემპიონის დახმარებას მერე ყველა ცდილობს. იყო პერიოდი, როცა თბილისელ ფალავნებს თბილისის მერია აფინანსებდა და ჩვენ გვეუბნებოდნენ ბათუმმა დაგაფინანსოთო. აქ გვერდში არასოდეს არავინ დამდგომია. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს, სახლში რაც გვქონდა, ევროპის კადეტთა ჩემპიონატზე რომ წავსულიყავი. იმ დროს ხელფასიც არ იყო. ვიტამინების შესაძენ ფულსაც არ მაძლევდნენ, რის გარეშეც ჭიდაობა შეუძლებელია. იმ დროს აჭარაში სამი თუ ოთხი წარმატებული სპორტსმენი ვიყავით და შეეძლოთ ხელი შეეწყოთ. ამ შედეგებს უფრო ადრე მივაღწევდი, რასაც შემდეგ წლები დასჭირდა. საბედნიეროდ, დღეს ფალავნებს აფინანსებენ და კარგი ხელფასებიც აქვთ. - როგორი იყო მსოფლიო ჩემპიონის პირველი ნაბიჯები და შეჯიბრი, რომელმაც შენზე გავლენა მოახდინა? -1997 წელს ბათუმის სპორტსკოლის დირექტორმა, ნოდარ ჭანუკვაძემ, სკოლებში ჩამოიარა და გვითხრა თუ ჭიდაობაზე ივლით 3-4 კაცის ერთად გალახვას შესძლებთო. მაშინ მე-5 კლასში ვიყავი და სადღაც 35 კილოს ვიწონიდი. ამ სიტყვებმა ძალიან დამაინტერესა. ბუნებით აზარტული ვარ და გამარჯვების სურვილით შევრჩი ჭიდაობას. იყო შემთხვევები, როცა ბატონი ნოდარი სკოლაში მაკითხავდა და დარბაზში მივყავდი, ჩემი სპორტული ფორმა მანქანაში ჰქონდა. ძალიან მწყდება გული, ბატონი ნოდარი რომ ვერ მოესწრო ჩემს წარმატებას... ძალიან ბევრი ენერგია აქვს ჩემზე დახარჯული. ბატონი ნოდარის გარდაცვალების შემდეგ თბილისში ვაჟა კრავეიშვილთან ვვარჯიშობდი. ჩემი წარმატება სწორედ მაგ პერიოდიდან დაიწყო. ჩემში ასევე დიდი შრომა აქვს ჩადებული გელა ჯანელიძეს. უძლიერესი მწვრთნელია! სულ გელასთან ვიყავი, თავისუფალ დროს არ მაძლევდა. ძალიან მადლობელი ვარ ამ კაცის. 2005 წლიდან კი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია მეხმარებოდა. ამ ადამიანების წყალობით გავხდი 2007 წელს მსოფლიო ჩემპიონი... ბავშვობაში მწვრთნელთან მქონდა პრეტენზია, აჭარის ჩემპიონატზე რამდენჯერ უნდა ვიჭიდავო, სულ დავანებებ ჭიდაობას თავს-მეთქი. ერთხელაც თბილისში, საერთაშორისო ტურნირზე წამიყვანა. მაშინ 35კგ.-ში ვჭიდაობდი. სპორტის სასახლე, უზარმაზარი დარბაზი, უამრავი ხალხი, განათებები რომ დავინახე, ისე დავიბენი, როდის გავედი ხალიჩაზე და როდის ვიჭიდავე, არ მახსოვდა. მაშინ იმ ერთი შეხვედრით დავამთავრე ტურნირი, მაგრამ ვთქვი, რომ მომავალ წელს აუცილებლად მოვიგებდი! აზარტული ვარ და ჭიდაობის დროს ეს ძალიან მეხმარებოდა... ცოტა ემოციურიც ვარ, სულ ჭიდაობაზე ვფიქრობ, ღამეც მესიზმრება. ტელევიზორში რომ ვუყურებ ჭიდაობას, გული მწყდება, მეც მინდა ბიჭებთან ერთად ვიყო. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. http://s006.radikal.ru/i213/1008/a7/1d379ca97e75.jpg გუშინ საღამოს ინგლისის პრემიერ ლიგაში, პირველი ტურის ბოლო შეხვედრა დასრულდა… 14 აგვისტო ლონდონი, “უაიტ ჰართ ლეინი” 35928 ტოტენჰემი-სიტი 0:0 ტოტენჰემი (4-4-2): გომესი, ჩორლუკა, დაუსონი, კინგი, ეკოტო, ლენონი (დოს სანტოსი 77), ჰადლსტოუნი, მოდრიჩი, ბეილი, კრაუჩი (კინი 68), დეფო (პავლიუჩენკო 68) მწვრთნელი: ჰარი რედნაპი სიტი (4-5-1): ჰარტი, რიჩარდსი, კ. ტურე, კომპანი, კოლაროვი (საპატერი 46), ვრაით-ფილიპსი (ჯონსონი 68), ი. ტურე, დე იონგი, ბერი, სილვა, ტევესი (ადებაიორი 83) მწვრთნელი: რობერტო მანჩინი გაფრთხილება: კომპანი 25, საბალეტა 60 მსაჯი: ანდრე მერინერი დარტყმა 17 (13)-7 (2); ჯარიმა 13-15; კუთხური 10-3; თამაშგარე 1-1; ბურთის ფლობა 48%-52%; სეივი 2-12 ვულვერჰემპტონი, “მოლინიუ” 27850 ვულვზი-სტოკი 2:1 (2:0) ვულვზი (4-4-2): ჰანემანი, ვან დამე (ელოკობი 71), კრადოკი, ბერა, უარდი, ფოლეი, ანრი, დ. ჯონსი, ჟარვისი, ბლეიკი, ფლეტჩერი (კოეგი 49/ჰალფორდი 89) მწვრთნელი: მიკ მაკართი სტოკი (4-4-2): სორენსენი, ჰუთი, შოუკროსი, ფაიე, ჰიგინბოთამი, უაითჰედი, დელაპი, ველანი (ტონგე 67), ეთერინგთონი, კ. ჯონსი (სიდიბე 14/თუნჩაი 51), ფულერი მწვრთნელი: ტონი პულიზი გოლები: 1:0 დ ჯონსი (37), 2:0 დ. ჯონსი (38), 2:1 ფაიე (55) გაფრთხილება: ჰუთი 76, უაითჰედი 78 მსაჯი: ლი პრობერტი დარტყმა 15 (4)-10 (4); ჯარიმა 19-16; კუთხური 5-5; თამაშგარე 0-3; ბურთის ფლობა 64%-36%; სეივი 3-2 ბირმინგემი, “ვილა პარკი” 36604 ასტონ ვილა-ვესტ ჰემი 3:0 (2:0) ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი, ლ. იანგი, კლარკი, დანი, უორნოკი, დაუნინგი, ალბრიგთონი (ბანანი 89), პეტროვი, მილნერი (რეო-კოკერი 85), ე. იანგი (ვაიმანი 86), კარეუ მწვრთნელი: კევინ მაკდონალდი ვესტ ჰემი (4-5-1): გრინი, რიდი, ტომკინსი (დიამანტი 74), აპსონი, ილუნგა, ფობერი, პარკერი, კოვაჩი, ნობლე, ბოა მორტე (პიკიონე 45/კოვაჩი 46), კოული მწვრთნელი: ავრაამ გრანტი გოლები: 1:0 დაუნინგი (15), 2:0 პეტროვი (40), 3:0 მილნერი (66) გაფრთხილება: ალბრიგთონი 51 – ტომკინსი 61, ფობერი 62 მსაჯი: მაიკლ დინი დარტყმა 28 (5)-14 (1); ჯარიმა 16-16; კუთხური 16-7; თამაშგარე 1-1; ბურთის ფლობა 57%-43%; სეივი 1-2 ბლექბერნი, “ივუდ პარკი” 25869 ბლექბერნი-ევერტონი 1:0 (1:0) ბლექბერნი (4-3-3): რობინსონი, სალგადო, სამბია, ნელსენი, ჟივე, დანი (ნზონზი 11), ჯონსი, პედერსენი, დიუფი, კალინიჩი (დიუფი 60), ოლსონი მწვრთნელი: სემ ელერდაისი ევერტონი (4-1-3-2): ჰოვარდი, ნევილი, იაგიელკა, დისტინი, ბაინესი, ფელაინი (როდუელი 77), ოსმანი (ბეკფორდი 59), არტერა, პიენაარი, კეჰილი, საა (ბილიალედინოვი 73) მწვრთნელი: დევიდ მოიესი გოლი: 1:0 კალინიჩი (15) გაფრთხილება: პედერსენი 42, სალგადო 71 – კეჰილი 65 მსაჯი: ფილიპ დაუიდი დარტყმა 6 (1)-21 (4); ჯარიმა 20-16; კუთხური 1-3; თამაშგარე 3-2; ბურთის ფლობა 30%-70%; სეივი 4-0 ბოლტონი, “რიბოკ სთედიუმი” 20352 ბოლტონი-ფულემი 0:0 ბოლტონი (4-4-2): იასკელაინენი, სტაინსონი, კეჰილი, ნაითი, რობინსონი, ლი, მუამბა (დევისი 86), ჰოლდენი, პეტროვი (ტეილორი 86), დევისი, ელმანდერი (კლასნიჩი 90) მწვრთნელი: ოუენ კოილი ფულემი (4-5-1): სტოკდეილი, პანცილი, ჰიუზი, ჰანგელანდი, კელი, დაფი, მერფი, გერა (დემპსი 75), ეთუუ, დევისი, ზამორა მწვრთნელი: მარკ ჰიუზი გაფრთხილება: მუამბა 40 – გერა 66, ზამორა 71, პანცილი 78 მსაჯი: სტუარტ ეტუელი დარტყმა 11 (5)-15 (4); ჯარიმა 11-14; კუთხური 4-8; თამაშგარე 5-3; ბურთის ფლობა 47%-53%; სეივი 4-5 სანდერლენდი, “ლაით სთედიუმი” 38390 სანდერლენდი-ბირმინგემი 2:2 (1:1) სანდერლენდი (4-4-2): მინოლეტი, ონუოა, ბრამბლი, მენსა, რიჩარდსონი, ჰენდერსონი, კატერმოლი, მალბრანკი (რივეროსი 63), ალ მუჰამადი (უაგორნი 90), კემპბელი, ბენტი (უელბეკი 83) მწვრთნელი: სტივ ბრიუსი ბირმნიგემი (4-4-2): ფოსტერი, კარი (გარდნერი 66), ჯონსონი, დანი, რიდუელი, ლარსონი, ბოიერი, ფერგიუსონი, ფაეი (მაკფადენი 46), ჟერომი, ო’კონორი (ჟიგიჩი 58) მწვრთნელი: ალექს მაკლიში გოლები: 1:0 ბენტი (24), 2:0 კარი (56), 2:1 დანი (77), 2:2 რიდუელი (99) გაფრთხილება: კატერმოლი 28, რიჩარდსონი 30, ბენტი 66 – კარი 24, ჯონსონი 71, გარდნერი 90 მსაჯი: ენთონი ტეილორი გაძევება: კატერმოლი 44 დარტყმა 9 (2)-13 (6); ჯარიმა 15-10; კუთხური 3-6; თამაშგარე 2-1; ბურთის ფლობა 44%-56%; სეივი 4-1 უიგანი, “DW სთედიუმი” 38390 უიგანი-ბლექპული 0:4 (0:3) უიგანი (4-5-1): კირკლენდი, გოჰური, ბოისი (სტამი 47), ალკარასი, ფიგუეროა, დიამე (ტომასი 47), მაკკართი, როდალეგა, უატსონი, მოსესი (მაკკართური 73), ბოსელი მწვრთნელი: რობერტო მარტინესი ბლექპული (4-3-3): გილკსი, კათკარტი, ბაპტისტე, ევატი, კრეინეი, ვაუგანი, ადამი, გრანდინი, ტეილორ-ფლეტჩერი (ოიელი 78), ჰერვუდი (ბაშამი 62), ორმეროდი (სილვესტრე 60) მწვრთნელი: იან ჰოლოუეი გოლები: 0:1 ტეილორ-ფლეტჩერი (16), 0:2 ჰერვუდი (37), 0:3 ჰერვუდი (42), 0:4 ბაპტისტე (76) გაფრთხილება: გოჰური 13 – ევატი 23 მსაჯი: მარკ ჰესლი დარტყმა 9 (2)-13 (6); ჯარიმა 15-10; კუთხური 3-6; თამაშგარე 2-1; ბურთის ფლობა 44%-56%; სეივი 4-1 ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი” 41589 ჩელსი-ვესტ ბრომვიჩი 6:0 (2:0) ჩელსი (4-3-2-1): ჩეხი, პ. ფერეირა (ივანოვიჩი 60), ალექსი, ტერი, კოული, მიკელი, ესიენი, ლემპარდი (ბენაიუნი 65), მალუდა, ანელკა, დროგბა (კალუ 70) მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): კარსონი, ჯარა, პაბლო, ტამასი, ჩეხი, მორისონი, დორანსი (მილერი 67), თომასი (ბარნესი 84), მულუმბუ, ბრანტი, ბენდარი (კოქსი 67) მწვრთნელი: რობერტო დი მატეო გოლები: 1:0 მალუდა (6), 2:0 დროგბა (45), 3:0 დროგბა (55), 4:0 ლემპარდი (63), 5:0 დროგბა (68), 6:0 მალუდა (90) გაფრთხილება: პ. ფერეირა 59 მსაჯი: მარკ კლატენბურგი დარტყმა 19 (12)-11 (1); ჯარიმა 12-10; კუთხური 3-2; თამაშგარე 3-1; ბურთის ფლობა 60%-40%; სეივი 106 15 აგვისტო ლივერპული, “ენფილდი” 44722 ლივერპული-არსენალი 1:1 (0:0) ლივერპული (4-2-3-1): რეინა, ჯონსონი, შკრტელი, კარაგერი, აგერი, ჯერარდი, მასკერანო (ლუკასი 78), კუიტი, იოვანოვიჩი (მაქსი 65), კოული, ნ’გოგი (ტორესი 74) მწვრთნელი: როი ჰოჯსონი არსენალი (4-1-4-1): ალმუნია, სანია, კოსელნი, ვერმაელენი, კლიში, დიაბი (ვან პერსი 76), ებუე (უოლკოტი 59), ნასრი, უილშირი (როსიცკი 60), არშავინი, შამახი მწვრთნელი: არსენ ვენგერი გოლები: 1:0 ნ’გოგი (47), 1:1 რეინა (90, ს.კ.) გაფრთხილება: ჯერარდი 72 – უილშერი 41, როსიცკი 85, კოსელნი 90+2 გაძევება: კოული 45+1 – კოსელნი 90+4 მსაჯი: მარტინ ატკინსონი დარტყმა 9 (4)-17 (3); ჯარიმა 15-17; კუთხური 9-11; თამაშგარე 5-1; ბურთის ფლობა 36%-64%; სეივი 3-3 16 აგვისტო მანჩესტერი, “ოლდ–ტრაფორდი” 75 221 მანჩესტერი-ნიუკასლი 3:0 (2:0) მანჩესტერ იუნ: ვან დერ სარი, ო’ში, ვიდიჩი, ევანსი, ევრა (87. რაფაელი), ვალენსია, ფლეტჩერი, სქოულზი, ნანი (71. გიგზი), ბერბატოვი, რუნი (63. ერნანდესი). ნიუკასლი: ჰარპერი, პერჩი, უილიამსონი, კოლოჩინი, სანჩესი, რუტლეჯი, სმიტი, ბარტონი, გუტიერესი (81. ხისკო), ნოლანი (71. ამეობი), ქეროლი. გოლები: 1:0 ბერბატოვი (33), 2:0 ფლეტჩერი (41), 3:0 გიგზი (85) გაფრთხილება: 2-2; კარში დარტყმა: 18-8 (4-4); ჯარიმა: 9-7; კუთხური: 5-3; თამაშგარე: 4-0; ბურთის ფლობა: 66%-34%. P.S. ჩემი მეასე პოსტია http://b.pix.ge/q/1f4nv.png View the full article
  7. მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს,ჟოზე მოურინისო,სურვილი აქცს გუნდის შემადგენლობაში შეინარჩუნოს ნახევარმცველი,ფერნანდო გაგო.ინფორმაციას ავრცელებს FootballPress. თავად 24 წლის არგენტინელი აცხადებს,რომ მას არ აინტერესებს ის ხმები და ჭორები,რომლებიც მის გარშემო ტრიალებს და კარიერის გაგრძელებას ზუსტადაც,რომ "რეალში" აპირებს."სამეფო კლუბის" რიგებში გაგო 2007 წლიდან გამოდი,ამ დროის განმავლობაში მან 89 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა. სრულად იხილეთ
  8. SOCCER DAY გთავაზობთ თამაშს ჩემი პროგნოზი. სადაც შეგეძლებათ ეროვნული ჩემპიონატის,თასისა და ქართული გუნდების ევროპულ არენაზე ჩასატარებელი მატჩებზე პროგნოზის გაკეთება. კომენტარებში ჩაწერეთ ის შედეგი,რომელიც გგონიათ რომ დაფიქსირდება. მაგ: დინამო თბილისი 1–0 რუსთავის ოლიმპი ქულები დაჯამდება შემდეგი პრინციპით: ანგარიშის გამოცნობა: 5 ქულა შედეგის გამოცნობა: 3 ქულა არასწორი პროგნოზი: –1 ქულა გამარჯვებული გამოვლინდება ყოველი სეზონის ბოლოს. მერვე ტური: ბაია-ტორპედო სამტრედია-სიონი ზესტაფონი-სპარტაკი კოლხეთი ფ.-ვიტ ჯორჯია ოლიმპი-დინამო თბილისი მეშვიდე ტურის შემდეგ ლიდერთა დაფა ასე გამოიყურება: სრულად იხილეთ
  9. გერმანული "სანქკტ–პაული" დაინტერესებულია ბრემენის "ვერდერის" ნახევარმჩველით,ტორსტენ ფრინგსით.ამ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Itasportpress.it. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონ ევროს შესადგენს და "სანქტ–პაულის" მესვეურები მზად არიან სწორედ ამ თანხის გადასახდელად. შეგახსენებთ აქვე,რომ ფრინგისის გადაბირებას რამდენიმე ხნის წინ რომის "ლაციოც" ცდილობდა. სრულად იხილეთ
  10. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერლიგის 2010/2011 წლების სეზონის პირველი ტურის უკანასკნელი შეხვედრა."მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგაში აღზევებულ "ნიუკასლ იუნაიტედი" მიიღო "ოლდ ტრაფორდზე" და მეტოქე ანგარიშით 3–0 დაამრცხა. "მანჩესტერ იუნაიტედი" – ვან დერ საარი,ევრა (რაფაელი 21'),ვიდიჩი,ევანსი,ოში,ნანი (გიგზი 71'),ფლეტჩერი,სქოულზი,ვალენსია,ბერბატოვი,რუნი (ჩიჩარიტო 63') "ნიუკასლ იუნაიტედი" – ჰარპერი,ენრიკე,კოლოჩინი,უილიამსონი,პერჩი,გუტიერესი, (ხისკო 81'),ბარტონი,ნოლანი (ამეობი 71'),რუტლეჯი,სმიტი,კეროლი. გოლები: 1–0 ბერბატოვი 33' 2–0 ფლეტჩერი 42' 3–0 გიგზი 85' სრულად იხილეთ
  11. მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა,ლუი ვან გაალმა კომენტარი გააკეთა გერმანიის თასზე გამართული შეხვედრის შემდეგ,რომელიც მისმა გუნდმა გამარჯვებით, დაასრულა (4–0) "ვინდეკის" წინააღმდეგ. "დღეს "ვუნდეკმა" მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა,უმაღლესი დისციპლინის ხარჯზე მათ არაერთ საფეხბურთო კომპონენტში აჩვენეს თავიანთი კლასი.მე თამამად ვიტყვი,რომ ეს შეხვედრა,რომელიც ჩავატარეთ გერმანიის თასზე,ყველაზე უარესი თამაში იყო მიმდინარე ზაფხულს.ჩვენ უბრალოდ ყველაფერი გავაკეთეთ,რაც მოგვეთხოვებოდა." – განაცხადა ვან გაალმა. სრულად იხილეთ
  12. იტალიური "ფიორენტინა" არ წყვეტს ბრძოლას. "ვოლფსბურგელი" ზვეზდან მისიმოვიჩის გადაბირებას კვლავ თავგამოდებულნი ცდილობენ ფლორენციელები. "იები" მზად არიან ფეხბურთესლის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადონ,თუმცა ბოსნიელიფეხბურთელის დათმობა არ სურთ გერმანელებს.აქვე აღვნიშნავთ,რომ მისიმოვიჩის გადაბირებით დაინერესებულნი არიან გერმანული "შალკე" და რუსული "რუბინი" სრულად იხილეთ
  13. დღეს 13:00 საათზე საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ოფისში, გაიმართა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალური ეტაპის კენჭისყრა.გუნდები საკმაოდ საინტერესოდ და რაც მთავარია თანაბრად გადანაწილდნენ.უნდა აღინიშნოს,რომ თითოეულ გუნდს აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი.ყველა შეხვედრა გაიმართება 16:00–ზე და ფორმატის მიხედვით გამარჯვებულისა და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა ერთ შეხვედრაში გაირკვევა.წარმატებას უსურვებს SOCCER DAY თითოეულ გუნდს.წყვილების სანახავად წაიკითხეთ სტატია სრულად. სრულად იხილეთ
  14. როგორც გაირკვა,მადრიდის "რეალს" უახლოესი ოთხი თვის მანძილზე ვერ დაეხმარება ტრავმის გამო ბრაზილიელი ლეგიონერი,რიკარდო კაკა.თუმცა გუნდის მთავარ მწვრთნელს,ჟოზე მოურინიოს მიაჩნია,რომ არ არის ამის გამო ტრაგედიის შექმნა საჭირო. "ის,რომ ჩვენ კაკას გარეშე მოგვიწევს თამაში ფაქტია,ტრავმის გამო ფეხბურთელის გამოკლება ეს ჩვეულებრივი და სამწუხარო მოვლენაა,თუმცა ჩვენ დაწესებულ დრომდე ვერაფრით ვერ ვუშველით მის ტრავმას.იმედი მაქვს,რომ ჩვენი ფეხბურთელები კაკას გარეშეც მოახერხებენ ფონს გასვლას.მე არ ვაპირებ ტირილს და ცრემლების ღვრას იმის გამო,რომ კაკა ვერ დაგვეხმარება,ყველამ კარგად იცით,რომ მას ოპერაცია აქვს გაკეთებული და აქედან გამომდინარე ამ თემაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს,შესაძლოა ამან ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე უარყოფითადაც კი იმოქმედოს.მოუთმენლად ველი მე თვითონაც მის გამოკეთებას,როგორც კი ის შეძლებს ვარჯიშს და თამაშს ვიტყვი,რომ ჩვენს გუნდს კიდევ ერთი შესანიშნავი შემსრულებელი მოემატა მოედანზე." – განაცხადა მოურინიომ FootballPress–სთან ინტერვიუში. სრულად იხილეთ
  15. 21 წლის "ლივერპულელი" თავდამსხმელი,დავიდ ნგოგი,რომლის გადაბირებაც ინგლისურ "ვესტ ბრომვიჩს" სურს არ არპირებს ამ ეტაპზე,რომელიმე სხვა კლუბში გადასვლას. "მე ბედნიერი ვარ "ლივერპულში",ამის გამო მუდამ ვცდილობ,რომ საკუთარი საქმე მაქსიმალურად გავაკეთო.მე გუნდის თავდამსხმელი ვარ და ჩემგან მხოლოდ და მხოლოდ გოლებს ელიან,ამისათვის კი ვარჯიშებზე თავს არ ვზოგავ.რაც შეეხება ჰოჯსონს,მე ვიტყვი,რომ იგი დიდებული მწვრთნელია" – განუცხადა დავიდ ნგოგმა FootballPress. სრულად იხილეთ
×
×
  • შექმენი...