Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. მილანის "ინტერის" მცველმა,ვალტერ სამუელმა,კომენტარი გააკეთა იტალიის სუპერ თასის მატჩის წინ,რომელიც შაბათს გაიმართება,რომელშიც მისი გუნდი დედაქალაქურ "რომას" დაუპირისპირდება. "ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ვარჯიშებზე.ჩვენი მიზანია სათამაშო ფორმის აკრეფა,რომელიც ჩვენ გვჭირდება წარმატების მისაღწევათ,როგორც იტალიაში,ასევე ევროპაში.რათქმაუნდა გვსურს გასული სეზონისმიღწევის განმეორება და ჩემპიონთა ლიგისა და სკუდეტოს კვლავ მოგება.წარმატებისკენ სვლა კი შაბათს უნდა დავიწყოთ" - განუცხადა სამუელმა Football Italia-ს. "უნდა აღინიშნოს,რომ "რომა" სერიოზულად გაძლიერდა ზაფხულის სატრანფერო პერიოდში.ჩვენ კარგად ვიცნოთ მათ ახალწვეულ ადრიანოს,იგი შესანიშნავი ფეხბურთელია.შაბათის შეხვედრა უბრალოდ დაპირისპირება ნამდვილად არ იქნება" - ირწმუნება სამუელი. სრულად იხილეთ
  2. დღეს გაიმართა მორიგი პლეი–ოფის მატჩები უეფას ჩემპიონთა ლიგაზე.შეხვედრები საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა.გერმანიაში "ვერდერმა" იტალიური "სამპდორია" 3–1 დაამარცხა და შესანიშნავი შანსი აქვს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისა. შვეიცარიაში "ბაზელმა" მოლდოვური "შერიფი" დაამარცხა ანგარიშით 1–0 და განმეორებითი შეხვედრის წინ უკეთეს მდგომარეობაში სწორედაც,რომ "ბაზელის მოთამაშეები იქნებიან. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოდგა "პარტიზანისა" და "ანდერლეხტის" დაპირისპირება,სტუმრებმა მოახერხეს და ფრედ დაასრულეს შეხვედრა 2–2 და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმაოდ კარგი განაცხადი გააკეთეს,მათ სტუმრად 2 ბურთიან ფრეს გამჰკრეს ხელი და განმეორებით შეხვედრაში უპირატესობა მათ მხარეს იქნება. "ზალცბურგი" კი საკუთარ მოედანზე დამარცხდა "ჰაპოელთან" ანგარიშით 2–3. SOCCER DAY გთავაზობთ დღევანდელი მატჩების მიმოხილვას და გატანილი გოლების ამსახველ ვიდეო მასალას. სრულად იხილეთ
  3. http://s50.radikal.ru/i129/1008/d0/5397e2899a28.jpg სტივის იმედი აქვს რომ “ლივერპული” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამოდენიმე ახალ ფეხბურთელს შეიძენს. შეგახსენებთ რომ წელს “ლივერპულში” ჩაირიცხენ რამოდენიმე ახალი ფეხბურთელი. ესენია: ჯო კოული, დჟონდჟო შელვი, დენი უილსონი, კრისტიან პუოლსენი და ფაბიო აურელიომ რომელმაც 2 თვის პაუზის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა “ლივერპულს”. “ამ ზაფხულში ჩვენ გავაკეთეთ რამოდენიმე კარგი შენაძენი, რითაც მე ძან მოხარული ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, თვის ბოლომდე რამოდენიმე კარგი ტრანსფერი კიდევ იქვნება” – ინტერვიუში:TalkSport. ბოლო დღეებში პრესა “ლივერპულს” აქტიურად უკავშირებს რამოდენიმე ფეხბურთელს: პოლ კონჩესკის, კარტონ კოულს, სტოკ პარკერს და ალექსანდრ გლებს. TalkSport View the full article
  4. http://s06.radikal.ru/i179/1008/b3/3e4cf75e5c12.jpg აკვილანის აგენტმა ფრანკომ უარყო ის იმფორმაცია რომელიც იტალიურ პრესაში გავრცელდა, თითქოსდა მისი აგენტი სერია A-ში გადადიოდა კერძოთ “ნაპოლში” “აკვილანი “ნაპოლში” ? – ეს ჭორია. ალბათ ვიღაცას უნდა რომ ეს მოხდეს მაგრამ ამ მომენტისთვის ეს შეუძლებელია. ალბერტო ბედნიერია “ლივერპულში” და არსად წასვლას არ აპირებს, როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ მას ჩემი კლიენტი სჭირდება გუნდში და სხვაგან გადასვლა გამორიცხულია”. განაცხადა ფრანკომ ინტერვიუში:CalcioNapoli24.it soccer.ru View the full article
  5. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01658/lampard-gerrard_1658446c.jpg ფაბიო კაპელოს განცხადების მიუხედავად , დევიდ ბექჰემი სანაკრებო კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს. ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ დევიდი ნაკრებიდან წასვლას ჯერ არ გეგმავს ის არ აპირებს სანაკრებო კარიერის დასრულებას. მთავარია, ტრავმებმა მუდმივად არ შეაწუხონ, დევიდს შეუძლია ნაკრებისთვის კიდევ ბევრის გაკეთება. ის იბრძოლებს რათა კვლავ გამოიძახონ.” კაპელოს განცხადებას ინგლისის ნაკრების კაპიტანი სტივენ ჯერარდი და ფრენკ ლამპარდი გამოეხმაურნენ. ჯერარდი: “დარწმუნებული ვარ, რომ ამ ამბის შემდეგ ის უფრო მეტს იშრომებს რათა ნაკრებში დაბრუნდეს. მე ძალიან კარგად მესმის მისი, დევიდს ხომ ნაკრებში თამაში ყველაზე ძალიან უყვარს. ის დიდი კაპიტანი იყო და თუ ნაკრებიდან წასვლას გადაწყვიტავს, ჩვენ როგორც ინგლისის ნაკრების ლეგენდა ისე უნდა მოვიხსენიოთ. მე ბევრი რამ ვისწავლე მისგან როგორც ფეხბურთელმა და როგორც მეგობარმა. ის ყველას დაგვაკლდება. კაპიტანსა და ექს-კაპიტანს მხარი აუბა ასევე ლამპარდმაც, რომელიც აცხადებს, რომ ბექჰემის გაშვება ამ მომენტისთვის ნაკრებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება ნამდვილად არ იქნება. View the full article
  6. საყურებელი ლინკი #1 ვერდერი - სამპდორია http://soccerday.ge/live.htmlhttp://soccerday.ge/live.html საყურებელი ლინკი #2 ვერდერი - სამპდორია http://livematches.ucoz.com/index/werder_b...doria_live/0-49http://livematches.ucoz.com/index/werder_bremen_sampdoria_live/0-49 კომენტატორი იქნება თქვენი მონა-მორჩილი SPIRIT CRUSHER შემადგენლობები უკვე ცნობილია და სულ მალე დაიწყება შეხვედრა. სრულად იხილეთ
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainformacio-18-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/agl.jpg itvს ლინკი
  8. http://b.pix.ge/s/v4f0c.jpg სრულიადში ნახეთ ლივერპულისა და ტრაბზონსპორის ბოლო ხუთ-ხუთი შეხვედრა. http://www.student.chula.ac.th/~51373205/photogallery/Liverpool.png ლივერპული 1 – 1 არსენალი ლივერპული 2 – 0 რაბოტნიკი მიუნხენ გლადბახი 1 – 0 ლივერპული რაბოტნიკი 0 – 2 ლივერპული კაისერსლაუტენი 1 – 0 ლივერპული მოგება: 2 ფრე: 1 წაგება: 2 http://img0.bloggum.com/upload/lib/img/40554/o/r_32mtq7u2xi3abewcparl.jpg ანკარამგუცუ ნკე 0 – 2 ტრაბზსფონსორი ბურსასბორი 0 – 3 ტრაბზსფონსორი ფენერბახჩე 1 – 1 ტრაბზსფონსორი ტრაბზსფონსორი 2 – 1 დენილისპორი ტრაბზსფონსორი 3 – 1 ფენერბახჩე მოგება: 4 ფრე: 1 წაგება: 0 View the full article
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/foto-150x150.gifცეცხლით და მახვილით არა მაგრამ ქვებით დახვედრას ბევრი იმუქრება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელ ფეისბუქზე აქტიურად წერენ იმის შესახებ რომ 26 აგვისტოს ბათუმში სექსუალურ უმცირესობათა აღლუმი გაიმართება. თამამი იდეა საზოგადოების განწყობის გასარკვევად თუ სკანდალური გადაწყვეტილება რომელსაც უკვე მოჰყვა უარყოფითი დამოკიდებულება. ემზადებიან თუ არა საქართველოში გეიაღლუმისთვის ანნა ლაპიაშვილია მოგიყვებათ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/aglum.jpg itvს ლინკი
  10. http://b.pix.ge/m/tynq0.jpg ნგოგი იმედოვნებს რომ გოლი რომელიც მან გაიტანა არსენალის წინააღმდეგ არის პირველი იმ გოლებისა იგი გაიტანს ამ სეზონში. ნგოგს უნდა რომ დარჩეს ლივერპულში და იბრძოლოს ძირითადი ადგილისთვის. ნგოგის შანსი მიეცეს ბევრი სათამაშო პრაკტიკა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ რაც მან ბწყინვალე გოლი გაუტანა ალმუნიას ენფილდზე. მე ბედნიერი ვარ ლივერპულში და ვეცდები თავი არ დავზოგო, მე ვარ თავდამსხმელი და მინდა რომ გავიტანო ბევრი გოლი, მე ბევრი ვიმუშავე და კარგია როცა ეს შრომა გიფასდება. არსენალის წინააღმდეგ წითლები მიისწრფოდნენ გამარჯვებისკენ მაგრამ პეპეს შეცდომამ შეხვედრაში ორი ქულა დაგვაკარგინა, ნგოგმა ისიც აღნიშნა რომ პირველი ტაიმის შემდეგ ისინი 10 კაცის ამარად დარჩნენ. ნგოგმა ასევე ისაუბრა როიზე და თქვა რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანი და რაც მთავარია მას შეუძლია ლივერპული დააბრუნოს მწვერვალზე. View the full article
  11. http://www.soccerjones.com/wp-content/uploads/2010/02/Martin-Skrtel-Liverpool-FC.jpg“ლივერპულმა” მარტინ შკრტელს ორი წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი. მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკი მცველი ძველი ხელშეკრულების თანახმად 2012 წლამდე ეკუთვნოდა ინგლისურ კლუბს, “ლივერპულის” ხელმძღვანელობამ, ალბათ ახალ მენეჯერ როი ჰოჯსონის ინიციატივით კიდევ ორი წელი დაამატა მის კონტრაქტს. 25 წლის შკრტელი “ენფილდზე” ორი წლის წინ მივიდა და მერსისაიდელებს “ზენიტისგან” მისი ყიდვა 6 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. მას ძირითადში თამაშის პრობლემა არ აწუხებს, თუმც თავად აღიარებს, რომ თავიდან ძლიერ სკეპტიციზმს აწყდებოდა – “რომ მოვედი, ბევრის აზრით მე არასაკმარისად კარგი ვიყავი “ლივერპულის” ძირითადისთვის, მაგრამ ვგონებ უკანასკნელ ორ წელიწადში საპირისპირო დავამტკიცე. ბედნიერი ვარ, რომ ამ დიად კლუბში შესაძლებლობათა მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მეძლევა, ახალი კონტრაქტი კი დიდ მოტივაციას შემძენს.” თქმაც არ უნდა, რომ ინგლისურ გრანდში დამკვიდრებული შკრტელი საკუთარი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. სლოვაკეთში მას 2004 წლიდან 45 მატჩი ჩაუტარებია და ცენტრალური მცველის კვალობაზე სოლიდური შედეგიც აქვს – 5 გოლი. ამ რამდენიმე კვირის წინ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოსინჯა ძალები და იტალიის 3:2 ძლევაში მნიშვნელოვანი წვლილი დაიდო. View the full article
  12. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი უკვე ყოფილი პოლიტიკოსიც ხდება... გოგა ხაინდრავა საქართველოდან სამუდამოდ წასვლას აპირებს, თუმცა ჯერჯერობით არ იცის, რომელ ქვეყანაში გააგრძელებს ცხოვრებას. გაზიარება [ლალი პაპასკირი. 20:36 18-08-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TGwL6n8HITI/AAAAAAAAD_I/Nk0Bnchs3D8/s200/550.jpegამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ ესპანეთში მხატვრულ ფილმს იღებს, ერთი იძულებით ემიგრანტი ქართველის ოჯახის ისტორიაზე... გოგა ხაინდრავას რიგით მესამე მხატვრულ ფილმს ესპანეთის ქალაქ დენიაში გადაიღებენ, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოში მას ასეთი შინაარსის ფილმის გადაღების უფლებას ხელისუფლება არ მისცემს. - ვიცი, რომ ესპანეთში იყავით და ახალ ფილმზე მუშაობთ, რაზეა ეს ფილმი?- დიახ, სხვათა შორის, საინტერესო ადგილას ვიყავი; ალიკანტესა და ვალენსიას შორის არის ძველი იბერების დედაქალაქი, დენია; თავის დროზე ამ იბერებმა ნახევარკუნძულზე სახელმწიფო დაარსეს. ისინი ჩვენი წინაპრები არიან, თავის დროზე იქ დასახლდნენ, ხოლო მათი ნაწილი საქართველოში წამოვიდა და აქ დაფუძნდნენ... როგორც ცნობილია, იბერები შუამდინარეთიდან წამოვიდნენ, რომელთა ნაწილი კავკასიაში დარჩა, ხოლო მეორე ნაწილი იბერიის ნახევარკუნძულზე დასახლდა. სხვათა შორის, იბერია ჰქვია ესპანეთს და ესპანეთის ავიახაზებსაც "იბერია" ჰქვია... ასე რომ, ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, საკუთარ დედაქალაქში ვიყავი. იმავეს ვეუბნებოდი ესპანელებს - ამ ქალაქის ერთ-ერთი დამაარსებელი მეც ვარ-მეთქი, რაზეც მეგობრულად იცინოდნენ. ფილმის სცენარზე ჩემს მეგობართან, ავგუსტ სუკუტთან ერთად ვმუშაობდი. ის წარმოშობით ლატვიელი გახლავთ, მაგრამ ბოლო ორი წელია, ესპანეთში ცხოვრობს. მისმა წიგნმა ლატვიაში წლის საუკეთესო წიგნის ჯილდო მიიღო. ესპანეთში საპროდიუსერო კომპანიას ფლობს. თებერვალში თბილისში იყო ჩამოსული და მაშინ დავიწყეთ ფილმის სცენარზე მუშაობა, ესპანეთში დავასრულეთ და საპროდიუსერო ცენტრს ჩავაბარეთ. ეს ფილმი ოთხი თაობის ქართველ პოლიტემიგრანტებს ეხება. პირველი გმირი 1921 წელს იძულებული ხდება, საქართველო დატოვოს, რადგან აქ მეთერთმეტე არმიის სახით წითელი ურდოები შემოდიან. ამ ოჯახის შთამომავალი, დავითიც იძულებულია, საქართველო დატოვოს - ეს უკვე სააკაშვილის რეჟიმია, 7 ნოემბრისა და აგვისტოს მოვლენებით... - ფილმის სახელი ჯერ არ მოგიფიქრებიათ?- ჯერ არა, სათაური ძალიან მნიშვნელოვანია... ეს იდეა საფრანგეთში ყოფნისას გამიჩნდა და დოკუმენტური ფილმის გადაღება მინდოდა. კარგად ვიცნობ სალომე ზურაბიშვილის ოჯახს, ასევე კარგად არის ჩემთვის ცნობილი ვიქტორ ხომერიკის ოჯახის ისტორია... მსახიობებზე ჯერ არც არის ლაპარაკი, ახლა ფინანსების მოძიება დაიწყება, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, ამ ფილმს საქართველოში არ გადავიღებ. აქ ამის საშუალებას არ მომცემენ. ალბათ ისევ ესპანეთს ავირჩევ. - ბატონო გოგა, თქვეს, ამ ფილმს მოსკოვი უფინანსებსო...- რას ამბობთ, რუსეთში პერსონა ნონგრატად ვიყავი გამოცხადებული... კარგით რა, ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს საზიზღარი პროპაგანდა. ნაგვის ურნიდან დაწყებული ყველგან აგენტები ელანდებათ. ასეთი დამოკიდებულება თქვენ, ჟურნალისტებს უფრო გაგდებთ უხერხულობაში, ვიდრე მე... 2007 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ამაზე ლაპარაკობენ და თუ სამშობლოს ვღალატობ რუსული ფულის სანაცვლოდ, რაღაცაში ხომ უნდა გამოვლინდეს?! შეიძლება, ქალს მუდმივად ეუბნებოდე, ორსულად ხარო?!.. სინამდვილეში ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთს ემსახურებიან სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბენდუქიძე, ძმები ბეჟუაშვილები, ადეიშვილები და ეს კონკრეტულ საქმეებში ჩანს, გადაცემულ კოდორისა და ახალგორის რაიონებში და რომელი ერთი ჩამოვთვალო... რატომ დააფინანსებს ფილმს რუსეთი, სადაც იგი ბოროტ ძალად არის წარმოჩენილი?!.. ეს ხალხი საკუთარი ქვეყნიდან რუსეთის ძალადობას გაურბოდა და ასეა დღესაც. - ფილმის გადაღებაზე გადართვა ნიშნავს, რომ აქტიური პოლიტიკიდან მიდიხართ?- პოლიტიკიდან კი არა, ქვეყნიდან წასვლას ვაპირებ. მე აქ ცხოვრება აღარ მინდა. არ ვიცი, სად, რომელ ქვეყანაში გადავიხვეწები, მაგრამ სირცხვილში ცხოვრება აღარ მინდა.... ყველა ფასეულობა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, დაიკარგა. სამშობლო, წარსული, აწმყო, მომავალი, ღირსება აბსტრაქტული კი არა, კონკრეტული ცნებებია და როცა მე დაუფარავ და ანგარებიან ღალატს ვხედავ ჩემი ახლობლების, მეგობრებისა და საზოგადოებისგან, როცა ვხედავ ლაჩრობასა და სულმდაბლობას, წმინდა საბჭოურ მოვლენებს, აქ ცხოვრების სურვილი მეკარგება. - გულგატეხილი ჩანხართ...- ძალიან გულგატეხილი ვარ... არ ვიცი, სად წავალ, მაგრამ აქ გაჩერება არ შემიძლია, ეს არის ფსიქიატრიული კლინიკა, რომელიც ფეკალიებით არის გავსებული. მე კი სიძულვილით აყროლებულ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა. თუ ამ ქვეყნის საზოგადოებას შეუძლია ცხოვრება და შეგუება, მე არ მინდა და მივდივარ... თუ ქართველი ხალხი ამ რეალობის შეცვლას მოინდომებს, ოღონდ საარჩევნო გარემოს შეცვლითა და სისულელეებით კი არა, სხვა გზით, ჩემს ხალხთან დავდგები... მეგონა, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ სააკაშვილის შესაცვლელად ვიბრძოდით და თურმე აღმოჩნდა, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა გვნდომებია. ანუ პრობლემა სააკაშვილში კი არა, საზოგადოების თვითშეგნებაშია, ნორმალურ და ღირსეულ საზოგადოებაში მიშასნაირი მანქურთები და კერპები არ ჰყავთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება დაავადებულია... ეს შიზოფრენიკი ამბობს, მილიონი ტურისტი იქნება მესტიაში, 2 მილიონი ბათუმში და 3 მილიონი ანაკლიაშიო და ტიტველი დარბის, ხალხი კი მას ტაშს უკრავს... მაინცდამინც შარვალჩახდილმა უნდა გაიროს რუსთაველზე, რომ ეს საზოგადოება მიხვდეს, გიჟია?!... ახლახან კოლუმბიაში, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გავარდა, მაგრამ კოკაინით გაიჟღინთა და იქამდე ვეღარ მიაღწია. პრეზენტაციაზე არც კი გამოჩენილა... დენთის კასრის გარშემო დარბის ასანთით და კაცმა არ იცის, როდის წაუკიდებს. ერთხელ უკვე წაუკიდა. მაშინ მთელი მსოფლიო ჩაერთო და გადავრჩით, მაგრამ როდის გაიმეორებს, კაცმა არ იცის... ისე კი, ჩემთვის საქართველო 12 აგვისტოს მოკვდა, როცა ცხინვალში დახოცილ ბიჭებს ხელისუფლება პარლამენტის წინ ზეიმობდა და მათთან ერთად იყო ხალხიც... როცა სააკაშვილი ცხინვალში დაღუპული ორი ბიჭის ოჯახს ესტუმრა და მათმა მშობლებმა მას ხელები უკოცნეს, ამ სურათის დანახვამ შემძრა... არადა, დაღუპული ბიჭების ცხედრები სააკაშვილისა და ლომაიას ბრძანებით არ გამოჰქონდათ ცხინვალიდან, რათა მსოფლიოს ენახა, თუ რა სიავეს აკეთებდა რუსეთი, რომ ისინი ქართველი მეომრების გვამების გატანის ნებას არ აძლევდნენ... იქნება ვინმემ ამიხსნას, იმ ბიჭების დედ-მამა რისთვის უხდიდა მადლობას სააკაშვილს? მეტი უბედურება რა უნდა დამართოს ამ კაცმა მათ ოჯახს?!.. ზოგჯერ მგონია, რომ ამ საზოგადოებას ფიქრისა და აზროვნების უნარი აქვს დაკარგული. - საზოგადოებაში მოისმენთ საყვედურს ოპოზიციის მისამართითაც. ხალხს ახსოვს ოპოზიციონერი ლიდერების უსაფუძვლო დანაპირებიც...- დიახ, მაგრამ ჩვენ არავინ მოგვიკლავს და არც ტერიტორიები დაგვიკარგავს... ის იმიტომ არის კარგი, რომ მე ცუდი ვარ?! ან იმას იმიტომ ეგუებიან, რომ ვერ მოვერიეთ?.. ვერ მოვერიეთ კი არა, მიწას დავანარცხეთ, მაგრამ მოვიდა ბუში და თავში კომბალი გვგლიჯა. ქართული ოპოზიცია ამერიკის ადმინისტრაციას ვერ მოვიერიეთ, თორემ სააკაშვილი მიწაზე გავაბრტყელეთ და ლევან გაჩეჩილაძემ მასზე ფეხები გაიწმინდა, მაგრამ მერე საქმეში ამერიკა ჩაერთო, რომელიც ზუსტად ისეთივე ბოროტების ბუდეა, როგორიც რუსეთი. ოღონდ შენიღბულები არიან ფულებით, ყალბი ღიმილით და ვითომ ნატოთი. რუსების წინააღმდეგ ბრძოლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ამერიკის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ მის ნამდვილ სახეს უკვე კარგად ვიცნობთ, ამერიკის ნამდვილი სახე კი ქართულ საზოგადოებას ჯერჯერობით არ უნახავს, მაგრამ როცა ნახავს, გვიანი იქნება... - ოპოზიცია შემოდგომიდან გააქტიურებას გეგმავს, თქვენ რას აპირებთ?- დავდგები იქ, სადაც ჩემი ხალხი იქნება, მაგრამ იმის მტკიცება, რომ სააკაშვილის შეცვლა კონსტიტუციური გზით არის შესაძლებელი, სასაცილოა და ამას ვერ შევუერთდები. - მაშ, რა გზას ირჩევთ?- აჯანყებას... თუ ხალხი ამაზე არ წამოვა, კი ბატონო, ნუ წამოვა. შეიარაღებულ და სამხედრო გადატრიალებას კი არა, დაუმორჩილებლობას ვურჩევ საზოგადოებას... ამას ისევ საზოგადოებისთვის ვამბობ და თქვენი ჟურნალიდან მინდა, ჩემს ხალხს მივმართო, შეხედეთ რას ჰგავხართ, რამ დაგიჩლუნგათ პროტესტის გრძნობა... 7 ივლისს 55 წლის გავხდი, ეს ასაკი მაინცდამაინც დიდი არ არის, მაგრამ ბევრმა არც კი მომილოცა, არადა, ყველაფერი ჩემი შრომითა და ნიჭით მოვიპოვე, თანაც პატიოსნად. მერაბიშვილმა ჩემი ბიოგრაფია საბავშვო ბაღიდან მოყოლებული შეისწავლა და ერთი გადაცდენა რომ მქონოდა, დღეს ასეთი თავისუფალი არ ვიქნებოდი. სიმდიდრე თავზე არასდროს გადამდიოდა, მაგრამ ჩემი ნიჭის წყალობით გაჭირვებული არასდროს ვყოფილვარ... მთელ ამიერკავკასიაში საუკეთესო გალერეა დავაფუძნე, რომელიც რუსთაველის თეატრის პირდაპირ მდებარეობდა, ბეჟუაშვილმა სააკაშვილისა და უგულავას მხარდაჭერით წამართვა და იმ ადგილას სარეცხი მანქანების მაღაზია გახსნა... სანამ ესპანეთში ვიყავი წასული, ძველ კინოსტუდიაში ჩემი სტუდია მქონდა და დამიწვეს. 18 სახანძრო მანქანა იდგა და უყურებდა როგორ იწვოდა იქაურობა... ამ ქვეყანაში სულიერი, ინტელექტუალური და მატერიალური საარსებო წყარო მომისპეს და მითხარით, რა მინდა აქ?!.. ჩემი გვარის ხალხს ყრიან სამსახურიდან. - საქართველოდან წასვლის შემდეგ რას აპირებთ, პოლიტიკურ ცხოვრებას მთლიანად გამოეთიშებით?- არა, სააკაშვილს ამ სიამოვნებას ნამდვილად არ მივანიჭებ... თუ სააკაშვილის გადადგომის რეალური მოთხოვნით აქციები დაიწყო და ქართულმა საზოგადოებამ მე პირველივე რიგებში არ მნახა, შეუძლია, ქვა მესროლოს... საქართველოში ახლა ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ეს განსაკუთრებით კარგად მაშინ შევიგრძენი, როცა ვითარებას გვერდიდან შევხედე და შევეცადე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისთვის ჩემი უცხოელი მეგობრების თვალით შემეხედა. ზოგი ესპანელია და ზოგი ბალტიისპირელი, კინოსტუდიაში მუშაობენ. საგანგაშოა უცხოური მედიისა და პრესის ანალიზი საქართველოს შესახებ. ჩვენ ვეღარ ვატყობთ, როგორ დავეცით და ვერც იმას ვატყობთ, რომ იმ ტოტალურ სიცრუეს, რაშიც ცხოვრება გვიწევს, გამართლება არ აქვს. ნორმალური, ცივილიზებული ადამიანებისთვის, ვისაც მაღალი პოლიტიკური დონე არ აქვთ და არც სჭირდებათ, სრულიად გაუგებარია, რისთვის და რატომ უნდა ითმენდეს ამას ქართული საზოგადოება. სხვათა შორის, მეც ძალიან მიკვირს..."რეიტინგი" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  13. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/globalresearch.jpg ანდრეი არეშევი ოსური საზოგადოებების საერთაშორისო ასოციაციამ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ქართული აგრესიის წლისთავის წინ რამდენიმე ევროპულ ქალაქში გამოსვლები მოაწყო. ბრიუსელში, სტრასბურგში, ბერლინში და ანკარაში დემონსტრანტები სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღაიარებას, საქართველოს პოლიტიკის ოფიციალურად დაგმობას და ოსი ტყვეების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ოსური საზოგადოებების წარმომადგენლებმა ევროპაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ და რამდენიმე ევროპულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ სერიოზული ძალისხმევა გასწიეს იმისთვის, რომ ევროპა ერთ რამეში დაარწმუნონ – არ განიხილოს სიტუაცია ექსკლუზიურად საქართვლოს არგუმენტების პრიზმიდან. კერძოდ, კი ოსმა აქვისტებმა ინგლისურად და ფრანგულად თარგმნეს ისტორიული დოკუმენტების მთელი წყება, რათა ეჩვენებინათ, თუ როგორ გაანადგურეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა 1920 წელს ქართველმა მენშევიკებმა და გამოსცეს ბევრი თვალნათელი მონათხრობი იმის შესახებ, თუ როგორი დრამა გადაიტანა სამხრეთ ოსეთმა 2008 წლის ქართული შეტევის დროს. საერთაშორისო კონფერენცია სათაურით: „ორი წლის შემდეგ: გაკვეთილები, ფაქტები და მომავალი. ევროპული თვალთახედვა სამხრეთ ოსეთში მომხდარ ხუთღიანი ომზე“ იმ ტრაგიკული მოვლენების წლისთავის მიჯნაზე გაიმართა, რომლებსაც ადგილი 08.08.08-ს ჰქონდა. ფორუმზე დისკუსიები ძირითადად გლობალურ მედიაში ხუთდღიანი ომის ასახვისა და კავკასიის რეგიონის მომავლის პროგნოზირების გარშემო ტრიალებდა. ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დამაინტრიგებელი გამოსვლები ჰქონდათ და საქართველოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაც გამოხატეს, მაგრამ ადვილად დასანახი სიმართლე ისაა, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესი „საჯარო დემოკრატიის“ფასადს მიღმა ერთი მუჭა პიროვნებების ხელშია კონცენტრირებული. ორი წლის წინ რუსეთი სახმხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ ქართულ აგრესიაზე თავისი საპასუხო ქმედებების გამო მედიისა და დიპლომატიის მასობრივი ზეწოლის პირისპირ აღმოჩნდა. ზეწოლა დღესაც გრძელდება და ალბათ კვლავაც გაგრძელდება, რაც იმასნიშნავს, რომ ჩვენ მომავალშიც ახალი დებატებისა და უთანხმოებების მოწმენი ვიქნებით. საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შესახებ ევროპული თვალთახედვა ძირითადად არ შეცვლილა. ევროკავშირი დღემდე უჭერს მხარს საქართველოს და რუსეთის რეაქციას სულ ცოტა გაუმართლებლად მიიჩნევს. სხვადასხვა გარემოებათა გამო ქართული თემა რუსულ-ამერიკულ და რუსულ-ევროპულ საჯარო დისკურსში მინელდა, მაგრამ მისი რეანიმირება ნებისმიერ მომენტშია მოსალოდნელი, მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ აშშ ან ისრაელი ირანზე მიიტანენ დარტყმას და ეს შეტევა კავკასიაში დიდ სამხედრო პროვოკაციებს დაუდებს სათავეს. ევროპა კვლავ არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მას საქართველოს პროვინციად განიხილავს. ეს უკანასკნელი კავკასიაში შეერთებული შტატების მოკავშირეა და იტალიელი ჟურნალისტი ჯულიეტო ჩიზა იმასაც კი ფიქრობს, რომ ღაზას სექტორში ბოლოდროინდელი კრიზისის გამო, თურქეთში დისლოცირებული ავიაცია შეიძლება საქართველოში გადმოიტანონ. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა საერთაშორისო სამართლის უკვე ისედაც არადამაკმაყოფილებელი ინსტრუმენტების კოლაფსის საკვანძო ეტაპი აღნიშნა და, ალბათ, სამხედრო ძალას საერთაშორისო ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა. რეალურად, ეთნიკურ ჯგუფებს ან ქვეყნებს შორის კონფლიქტების აღკვეთის საყოველთაოდ მიღებულ კანონიერ მექანიზმებზე საუბარი, მას შემდეგ, რაც გაეროს საერთაშორისო სასამართლომ კოსოვოსთან დაკავშირებით ცნობილი ვერდიქტი გამოიტანა, ლაპარაკი არც ღირს. ეთნიკური კონფლიქტების გადაწყვეტა საბოლოოდ გამოვიდა კანონის სფეროდან და მიმდინარე პოლიტიკის სივრცეში გადაინაცვლა, ეს ვითარება კი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურას ფუნდამენტურ რისკებს უქმნის. თავიდანვე არ არსებობდა იმის იმედი, რომ რუსეთის დიპლომატია მოახერხებდა (თუნდაც გაეროს დონეზე) საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას და ის დაგმობდა სააკაშვილის აგრესიას ან ემბარგოს დააწესებდა მისი რეჟიმის იარაღით მომარაგებაზე. რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ევროპას ნატოში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაცია ძალიან სურს. რუსეთის დილომატიამ მარცხი განიცადა და მსოფლიოს ვერ დაუმტკიცა, რომ ომის გაჩაღებაზე სააკაშვილია პასუხისმგებელი და ეს გაოცებას ვერ გამოიწვევდა, რადგან ეჭვს გარეშეა – თვალსაწიერ მომავალში გლობალურ პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტები იბატონებს. ამის გამოა, რომ რუსეთის ადმინისტრაციამ კავკასიის რეგიონში დე იურე ახალი სტატუს კვოს განმტკიცება არჩია, მიუხედავად იმისა, რამდენად განარისხებდა ეს დასავლურ (ბრიტანულ და სხვა) thinktank ორგანიზაციებს. ამ აღშფოთებამ თავი სტრასბურგში იჩინა… აშკარაა, რომ თბილისი ცდილობს კავკასიაში მიმდინარე პროცესებში აშშ და ევროკავშირი მაქსიმალურად ჩართოს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი თავისი ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა აღმოსავლეთის პარტნიორობა და თანამშრომლობის ხელშეკრულბები, აშშ-სა და რუსეთთან შედარებით კავკასიის რეგიონში მეორე რანგის მოთამაშედ რჩება. კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე მხარეები – საქართველო ერთის მხრივ და სამხრეთ ოსეთი პლუს აფხაზეთი, მეორეს მხრივ, ერთნაირად არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ სამართლიანი გადაწყვეტა კონფლიქტისა მხოლოდ გარეშე ძალის მონაწილეობითაა შესაძლებელი. საქართველო აშშ-სა და ევროკავშირს იწვევს, ხოლო სამხრეთ ოსეთი – რუსეთს. ჟენევის კონსულტაციებმა გარდამტეხი ცვლილება ვერ მოიტანა და ვერც მოიტანს, სანამ ის ძალის გამოუყენებლობის კანონით სავალდებულო შეთანხმების ფორმულირებაზეა ფოკუსირებული. საქართველო მტკიცედ უარყოფს შეთანხმებას და აცხადებს, რომ ამ ხელშეკრულებას მხოლოდ პირდაპირ რუსეთთან მოაწერს ხელს. გეოპოლიტიკური გათვლები და იმის ბუნდოვანი მოლოდინი, რომ სტრატეგიული ბალანსი რეგიონში შეიცვლება, უსაფრთხოების საერთოევროპული არქიტექტურის შექმნის სურვილზე პრევალირებს. დღევანდელი (დროებითი) ჩაღრმავება ინტენსიურ ანტი-რუსულ რიტორიკაში შესაძლოა მოსკოვზე ზეწოლის ახალი რაუნდის პროლოგი იყოს. მოვლენები შეიძლება უარესობისკენ წავიდეს, თუ აშშ-ს ადმინისტრაცია უფრო აგრესიულ პოზიციას დაიკავებს (მაგალითად აშშ-ში ახალი ადმინისტრაციის მოსვლისა, ან კონგრესის მომავალ არჩევნებში რესპუბლიკელების ტრიუმფის გამო). მაშინ ჩვენ ნამდვილად გავაწყდებით ყველა დღეს მოქმედი კრიტიკული სტრეოტიპის სრულმასშტაბიან აღორძინებას. რეალურად იმავე ტიპის მოვლენების „რბილი“ ვერსია ალბათ გადატვირთვის სახით მატერიალიზდება და ამან ირანთან და სხვა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მოსკოვი უკვე დაახლოვა ვაშინგტონთან. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოზიციიდან, რუსეთმა, როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონზე გავლენის შენარჩუნებაში დაინტერესებულმა ქვეყანამ, უნდა განავრცოს მათი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მათ დიდ ფასად მოიპოვეს და რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწოფოებრიობის სამრთლებრივ ფორმაში შექუცევადი სახე მისცეს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იმედოვნებენ, რომ რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებით მართული, მათთან ალიანსს შექმნის და არასდროს დაუბრუნდება 1990-იანი წლების კაპიტულანტურ პოლიტიკას. გათვლა იმაზე კეთდება,რომ რუსეთის სტრატეგიული პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით თანმიმდევრული იქნება და საქართველოსთან გარიგების წუთიერ გეგმებებს ხუთდღიანი ომის მონაპოვარი არ შეეწირება. კავკასიის რეგიონის გამო ბრძოლა რუსეთსა და დასავლეთს შორის, გადატვირთვის მიუხედავად, გაგრძელდება. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი თბილისში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტები ბაქოში, ერევანსა და თბილისში და კიდევ მოვლენათა მთელი რიგი იმის მაჩვენებელია, რომ დაპირისპირება კავკასიის რეგიონის გამო ვაშინგტონს, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის, ჩახცრობას არ აპირებს. აშშ-ს არა აქვს სამხრეთ კავკასიის რუსეთისთვის დათმობის განზრახვა, ხოლო ევროკავშირი უახლოეს მომავალში რეგიონში ჩემპიონად შემდეგი მიზეზების გამო ვერ მოგვევლინება: 1) ევროკავშირის შუამავალობას აკლია ერთიანი პოლიტიკური ბაზისი 2) ევროკავშირი თავადაა ზედმეტად გადატვირთული საკუთარი პრობლემებით 3) ევროკავშირი, შედარებით უმნიშვნელო პრობლემების გამო, ვერ გაბედავს ბალანისის დარღვევას კავკასიაში მოსკოვთან დაპირისპირების ხარჯზე. 4) ევროკავშირი აშშ-ს ახალ სტრატეგიაში, რომლის მიზანიც კავკასიის რესპუბლიკების რუსეთის ორბიტიდან მაქსიმალურად გამოყვანაა, დამხმარე როლის შესრულებას იკმარებს. 5) არ არსებობს სიცხადე კავკასიის 3 რესპუბლიკის ევროკავშირში მომავალ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამავე დროს, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საბოლოოდ ევროკავშირთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებას და ევროინტეგრაციისკენ სცლას იმედოვნებენ, თუმცა ეს უკანასკნელი მათი პრიორიტეტების ნუსხაში უფრო უმნიშვნელო პოზიციას იკავებს, ვიდრე რუსეთთან, როგორც მათი უსაფრთხოების გარანტორთან, ურთიერთობების კულტივირება. ბრიუსელის პოზიცია საუბარს რეგიონის ევროპულ მომავალზე, როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალებაზე, უაზროდ ხდის, რადგან ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს საბჭოთა ეპოქის დროს არსებული მისი საზღვრები.საშუალო ვადიან პერსპექტივაში, სიტუაცია სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ნულოვან თამაშით შემოიფარგლება, სადაც ერთი მხარის მოგება, მეორე მხარის დანაკარგების იქნება. იმ მოვლენების ინტერპრეტაცია, რომელიც ორი წლის წინ აფხაზეთში მოხდა და ხედვა იმისა, თუ როგორი იქნება საქართველოს ურთიერთობები მის ყოფილ ავტონომიურ ნაწილებთან, სხვადასხვა დონეზე იდეოლოგიური ბრძოლის სფეროში დარჩება. ბევრია დამოკიდებული მოსკოვის, სამხრეთ ოსეთისა და იმ ოსური საზოგადოებების პოზიციის თანმმიმდევრულობასა და სიცხადეზე, რომლებიც ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სულ უფრო შესამჩნევნი ხდებიან. ამ კონტექსტში გამოსვლები, რომლებიც აგვისტოს დასაწყისში ჩატარდა, გარკვეული ოპტიმიზმის საბაბას იძლევა. ორიგინალი <p style="text-align: justify; "> ორიგინალი
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sakrebulo1-150x150.jpgშეძლებს თუ არა მაია სიდამონიძე პრეზიდენტის დავალების შესრულებას და როგორ გადააქცევს იგი საქართველოს მსოფლიოს ერთ-ერთ ტურისტულ ცენტრად. ტურიზმის დეპარტამენტის ახალი უფროსი რომელიც კონკურის წესით იქნა შერჩეული ეკონომიკის მინისტრმა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. კონკურსში მეორე ადგილზე, ყველაზე მაღალი ქულებით გასული ნატალია ფარცხალაძე კი დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. პრეზიდენტის მიერ გაკრიტიკებული სიდამონიძის წინამორბედი და ტურიზმის ახალი ხელმძღვანელის გეგმები ნახეთ ბექა გომელაურის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/turizmis.jpg itvს ლინკი
  15. პოეტ ირაკლი კაკაბაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამრთლოში გასაჩივრდა. როგორც არასამათავრობო… ლინკი მედიანიუსზე
  16. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმმა გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორ სამეცნიერო დაწესებულებას… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...