planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
საყვარელი ვარსკვლავების სახლების ინტერიერის ნახვა - სულაც არ არის წარმოუდგენელი რამ! იხილეთ ფოტოგალერეა http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/51Dnb5CTkx0 View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/meeting-300x246.jpg„კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ვანო მერაბიშვილის მიმართ ბევრჯერ გამოხატა პატივისცემა. მისი ქება პოლიტიკაში მოსვლის დღიდან დაიწყო. ივანიშვილის არც ვანო მერაბიშვილს გაუკრიტიკებია. არც შს მინისტრობის დროს და არც გაპრემიერების შემდეგ. ეს მარტო იმის ბრალი არაა, რომ ივანიშვილმა საპატრულო პოლიციას მანქანები უყიდა და შს სამინისტროს სხვა რამეებიც შეუძინა. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ თავის დროზე შს სამინისტროს მოსასმენი მოწყობილობა სწორედ ივანიშვილმა უყიდა“ – აღნიშნავს „ახალი თაობა“. გამოცემის ვარაუდით, ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან თანამშრომლობაზე უარს არ იტყვის და შესაძლოა თანამშრომლობენ კიდეც. „ახალ თაობას“ საეჭვოდ ეჩვენება ვანო მერაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასება, სადაც ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს იცნობს როგორც ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ქველმოქმედებას ეწეოდა. აქვე მერაბიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ხშირად ხვდებოდა და ეხმარებოდა კიდეც მას ამ ქველმოქმედების განხორციელებაში. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ის არ იცნობს ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს. „თუმცა, სამწუხაროდ, კარგად ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მის ირგვლივ არიან“ – დასძინა მერაბიშვილმა. გამოცემა ვარაუდობს, რომ მერაბიშვილს ივანიშვილი მოსწონს, თუმცა ვერ იტანს მის გარემოცვას. აქვე დასძენს, რომ იგივე შეიძლება ითქვას ივანიშვილზეც. „ერთ-ერთი ვერსიით, მერაბიშვილი სწორედ ივანიშვილის ფაქტორის გამო ჩამოაცილეს შს მინისტრის სავარძელს. ვიღაც თვლის, რომ ეს დაქვეითებაა, ამბობენ, რომ სააკაშვილი აღარ ენდობოდა შს მინისტრს. მას მეოცნებეთა ლიდერი თავის ყველა გამოსვლაში აქებდა. სხვები ფიქრობენ, რომ მერაბიშვილის სწორედ მისი მაღალი რეიტინგის გამო გადაიყვანეს პრემიერად. ვისაც რა უნდა თქვას, მაგრამ ვანოს ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. ნაციონალებს კი ასეთი ხალხი ბევრი არ ჰყავთ“ – წერს „ახალით თაობა“. „ცოტა ხანში, შესაძლოა გაბათილდეს სააკაშვილი და მთელი აქცენტები გადავიდეს მერაბიშვილ-ივანიშვილის პირად ორთაბრძოლაზე“, – მიიჩნევს პიარტექნოლოგიების სპეციალისტი არჩილ გამზარდია. ექპერტის შეფასებით, ხელისუფლების ქმედებას ორი ფუნქციური დანიშნულება აქვს. ერთი ის, რომ სახელისუფლო ელექტორატში მყოფი ადამიანები განამტკიცოს არჩევანში და მოიძიოს სხვა მხარდამჭერები; მეორე მხრივ, გამართლებული გახადოს არჩევნების გაყალბებით ხელისუფლებაში მოსვლა და აჩვენოს, რომ ამას თავისი წინაპირობა ჰქონდა და ეს არის ლოგიკური. ხელისუფლებამ უკვე აღიარა, რომ ივანიშვილი მთავარი ოპონენტია. გოკა გაბაშვილმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მთავარი ოპონენტი ქართული ოცნება იქნება. გამოცემის თანახმად, გაბაშვილი ღიად ამბობს, რომ ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილს დაიკავებს. ადრე ნაციონალები ამტკიცებდნენ, რომ ქართული ოცნება საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავდა. ამ აზრზეა ახლაც ედეპეს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა. „ლეიბორისტები კი ამტკიცებენ, რომ მეოცნებეები და ნაციონალები თამაშობენ და ხელისუფლების გადაბარება მიდის… უკვე საუბრობენ კოალიციურ მთავრობაზე. რომელშიც, ამ ვერსიის ავტორების თქმით, აუცილებლად იქნება მერაბიშვილი. მათ შესაძლო თანამშრომლობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ამაზე მომავალშიც ბევრს ილაპარაკებენ. ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი ხდება და არც მათი თანამშრომლობაა გამორიცხული. თუმცა, ვინ იცის“, – წერს „ახალი თაობა“ და საკუთარი ვარაუდის დადასტურებისთვის დროს მოითხოვს. მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „ახალი თაობის“ მიხედვით opinion.ge View the full article
-
ორმა ნიჭიერმა ბელგიელმა არქიტექტორმა -არნო ვან ვერენგერგმა და პეტერიან გიისმა შეიმუშავეს ამ გასაოცარი გამჭვირვალე ეკლესიის პროექტი. ეკლესია შედგება 1000 საფეხურისგან და 2000 ფოლადის ბოძისგან123456ესეც ვიდეო , თუ როგორ ამონტაჟებდნენ View ucnauri.com
-
ეს არის BBC_ ის რეპორტაჟი სადაც ჯიმი მარტი შეეცდება, გააკეთოს კოკა-კოლა… View ucnauri.com
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/MaestroTVlogo-300x198.jpg„პროკურატურა მხოლოდ ეჭვების საფუძველზე თუ მოქმედებს, მაშინ მეც მაქვს ეჭვი, რომ „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ ძირითადი შემოსავლები მიბმულია მმართველი პარტიის კეთილ ნებაზე და პოლიტიკურად არის დაკავშირებული მასთან. რა ვთქვათ, გავუუქმოთ ამ მოუწყებლებს ლიცენზია და არ მივცეთ მაუწყებლობის საშუალება? – ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე და თვლის, რომ, თუ პროკურატურამ „მაესტროს“ პოლიტიკურ ოპოზიციასთან კავშირზე კონკრეტული ფაქტები არ წაუყენა, ქვეყანაში დაძაბულობის ესკალაცია გარდაუვალი იქნება“. მთავარმა პროკურატურამ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში დიდი ოდენობით შემოტანილი ანტენების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართა. გუშინვე საქალაქო სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სასამართლომ ზეპირი მოსმენის საფუძველზე მიიღო. როგორც გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა განმარტავს, „მაესტრო“ მოსახლეობისთვის ანტენების უსასყიდლოდ დარიგებას აპირებს. „გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად, იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ღონისძიებები მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას. „მაესტროს“ გენერალური დირექტორისათვის გაუგებარია, თუ რაში დასჭირდა მთავარ პროკურატურას დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ანტენების დაყადაღება ისეთი არგუმენტებით, როგორიც შესაძლებელია პოლიტიკურ პარტიას წაეყენოს. „მე არ ვარ პოლიტიკური ორგანიზაცია, არჩევნებში არ ვიღებ მონაწილეობას და საერთოდ არ მაინტერესებს ამომრჩევლის ხმა. ამიტომაც ჩემთვის პროკურატურის მხრიდან ამგვარი ქმედება გაუგებარია. სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რაში სჭირდებათ ამის გაკეთება“ – აცხადებს ილია კიკაბიძე. „მაესტროში“ დიდი ინვესტიცია ჩაიდო, რათა სექტემბრიდან ახალ ეთერში გავიდეთ. ამისთვის შევიძინეთ შენობა, გავარემონტეთ იგი, გავაკეთეთ სტუდიები, შევიძინეთ აპარატურა და ა.შ. ის ინვესტიცია, რაც „მაესტროში“ თეფშების სახით შემოდის, ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ არხზე უკვე გაკეთდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გვქონდა სურვილი, „მაესტროს“ ახალი ეთერი უფრო მეტ მაყურებელს ენახა“ – აცხადებს მამუკა ღლონტი და პროკურატურისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს. ღლონტი ასკვნის რომ, თავისუფალ მედიაზე შეტევა გრძელდება და ხელისუფლებას არ სურს არჩევნები თანაბარ პირებებში ჩაატაროს. „მაესტრო“ თავის სიგნალს ავრცელებს, ხოლო ვისაც თავისი სიგნალის გავრცელება არ სურს, კოდირებულად უნდა გააკეთოს იგი და ეს სიგნალი არ გავრცელდება. ჩვენ კი გვაქვს სურვილი, რომ ჩვენი სიგნალი გავავრცელოთ და რა შუაშია „ელიტა ბურჯი“?… „ტაბულა“ რომ უფასოდ რიგდება, ეს არის თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვა?“ – ინტერესდება მამუკა ღლონტი. „ქუჩაში რომ გამოხვიდე, ისაუბრო და არ მოეწონოს ვიღაცას და თქვას – შენ პოლიტიკური ნიშნით ხარ დაკავშირებული ოპოზიციის ლიდერთან, ბიძინ ივანიშვილთან, გამოდის, რომ ეს საქმიანობა ზოგადად უნდა შეწყვიტო. არანაირი სამართლებრივი საფუძველი აქ ჯერ არ იკვეთება. პროკურატურის გონივრული ეჭვი ჩვენ არაფერში გამოგვადგება. მათ კონკრეტული ფაქტები უნდა დადონ იმის შესახებ, რომ ნამდვილად არის კავშირი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და ტელეკომპანია „მაესტროს“ შორის“ – აცხადებს ზვიად ქორიძე. მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით opinion.ge View the full article
-
ბევრმა ჩვენგანი შესაძლოა ფიქრობს, რომ ცოცხალი ქანდაკებების სამუშაო ძალიან ადვილია: აბა რა შეიძლება იყოს უფრო ადვილი, ვიდრე დგომა და საჭირო პოზის მიღება. მაგრამ ესე ჩანს ... View ucnauri.com
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/euto-1-300x250.jpgსაგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, საარჩევნოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებს უმასპინძლოს, რასთან დაკავშირებითაც განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ განცხადებას opinion.ge უცვლელად გთავაზობთ: “2012 წლის 9 ივლისს მონაკოში გამართულმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომამ მიიღო რეზოლუცია “საქართველოში არსებული ვითარების შესახებ”. ეს საპარლამენტო ასამბლეის პირველი რეზოლუციაა, რომელშიც აფხაზეთი, საქართველო და ცხინვალის რეგიონი ე.წ სამხრეთ ოსეთი, ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. რეზოლუცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ის ასევე ყველა მხარეს მოუწოდებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის საშუალება მისცენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ ფაქტს მიესალმება, რომ რეზოლუცია ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს. რეზოლუცია აგრეთვე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას. ამ მტიცე პოზიციით საპარლამენტო ასამბლეა 2010 წელს ქალაქ ოსლოში მიღებული თავისივე რეზოლუციის “გადაადგილებულ პირთა და დევნილთა წარმოშობის ადგილას დაბრუნების უფლების შესახებ” არსსა და პათოსს ეხმიანება. საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, უმასპინძლოს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებს და ადასტურებს თავის მზადყოფნას ეუთო-ში აღებულ ვალდებულებებს უერთგულოს და მისი რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედოს, არჩევნებში თანასწორი მონაწილეობის, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად მადლიერია იმ მორალური სიმტკიცისა და პოლიტიკური გულწრფელობისათვის, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები – ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის პარლამენტარები იჩენენ საქართველოსა და მის მოქალაქეთა წინაშე მდგარი პოლიტიკური, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისას”. opinion.ge View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/davit-zurabishvili-300x225.jpg„პოლიტიკოსების ნაწილი, რომელიც განათლების სფეროში მოღვაწეობდა, თვლის რომ ამ ხელისუფლებამ თავისი დრო უკვე ამოწურა და, შესაბამისად, განათლების სისტემაში კადრების გადაადგილებით არანაირ პოზიტივს არ ელიან“, – წერს „რეზონანსი“. გამოცემის ცნობით, მათგან ერთ-ერთი რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილია, რომელიც ამბობს, რომ „ამ ხელისუფლებამ სრულად ამოწურა თავისი შესაძლებლობები და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისინი ჩამოსცილდებიან სახელისუფლო სადავეებს. არავითარი პოზიტიური პოტენციალი ამ ხელისუფლებას არც ერთ სფეროსა და მიმართულებაში არ დარჩა“. მისი თქმით, მედიაში ამ საკითხის დასმაც კი არ უნდა ხდებოდეს. „როცა რაღაცას ცალკე ვუკირკიტებთ, თავისთავად გამოდის, რომ ვუშვებთ იმ მომენტს, რომ ეს ყველაფერი ნორმალური სახელმწიფოს მსგავს ქვეყანაში ხდება და ვინმე საერთოდ სერიოზულად ფიქრობს განათლების სფეროში პრობლემების გადაწყვეტაზე. რეალურად ამის მსგავსი, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად არაფერი ხდება. ამიტომაც ამ მოხსნა-დანიშვნებს მე სერიოზულად არ ვუყურებ. ვფიქრობ, რომ მთავარი ამოცანა არის ახლა ეს ხელისუფლება არჩევნების გზით რაც შეიძლება მალე შეიცვალოს. სწორედ ეს იქნება საწყისი სერიოზული პოლიტიკისა. მერე კი შეიძლება ვილაპარაკოთ განათლების სფეროზე“ – აცხადებს ზურაბიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ საკადრო ცვლილებებზე საუბარი არ სურს, ზურაბიშვილი გამოცემასთან საუბარში იმას მაინც აღნიშნავს, რომ შაშკინის შემდეგ დეკანოიძის გამინისტრება აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო: „შაშკინის შემდეგ სააკაშვილს სხვა ვინ უნდა დაენიშნა მინისტრად? ნორმალური კადრის დანიშვნას ელოდა ვინმე?! მაშინ, როცა ერთადერთი კომპეტენტური ადამიანი მაია მიმინოშვილი არაფრის გამო უცერემონიოდ გააგდეს სამსახურიდან იმის გამო, რომ მისი შვილი მიტინგზე წავიდა, ამის მერე პირადად მე სხვა მოლოდინი არ მქონია“. როგორც „რეზონანსი“ წერს, პოლიტიკოსს არც იმის გაგონება სურს, რომ მიმინოშვილს თუნდაც მასწავლებლების სახით ბევრი ოპონენტი ჰყავდა. „არ მაინტერესებს ხელისუფლების მომხრეთა არგუმენტები, რადგან დღეს არც ერთი მინისტრის დანიშვნას სერიოზულად საერთოდ არ განვიხილავ. ხელისუფლება არის სრულიად გაკოტრებული. არანაირი პოზიტიური პოტენციალი არ გააჩნია არა მარტო საგანმანათლებლო სისტემაში, არანაირ სფეროში!“ გამოცემის ცნობით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემდეგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა: მინისტრის პირველ მოადგილედ შოთა ნიჟარაძე დაინიშნა, მოადგილეებად – გიორგი ჩახნაშვილი, ირინე ქურდაძე და ნოდარ სურგულაძე. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ლევან ქებურია გახდა, შიდა აუდიტის უფროსი გიორგი ქოჩიშვილი, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი – გიორგი ნაცვლიშვილი; სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – ელგუჯა მაკალათია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი – ნატო ჯავახიშვილი. მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით opinion.ge View the full article
-
11 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლებლის საერთო საცხოვრებელთან, რომელიც ლეფორტოვოს №18ა-ში მდებარეობს, ადგილი ჰქონდა ჩხუბს კურსანტებსა და ჩრდილოეთ კავკასიელ ახალგაზრდებს შორის.ჩხუბის დაწყების საბაბი გახდა შელაპარაკება პოლიციელსა და ჩრდილოკავკასიელ შორის, რომლებსაც შემდეგ მანქანებით მოსული ჩრდილოკავკასიელები და თავისი კოლეგის მხარდასაჭერად გამოსული კურსანტები შეუერთდნენ. ჩხუბის დროს გამოყენებული იყო არმატურის ნაჭრები და პნევმატური იარაღი, რის შედეგადაც დაიჭრა ორი პოლიციელი და ერთი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ამ ფოტოზე ორ გოგონასთან "მოგულავე" "ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერი, კობა ხაბაზი, ადრეცაა შემჩნეული პატარა გოგოებთან ინტიმურ ურთიერთობებში http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/ivMIFxo_mi8 View the full article
-
გალის სამხედრო კომისრის მოადგილეს ბესიკ კირთაძეს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმა გუშინ, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, სკოლასთან ახლოს მდებარე სავაჭრო ჯიხურთან მოხდა.კირთაძეს მიყენებული აქვს მრავლობითი სახის ჭრილობები, დაჭრილი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყბანეს. თავდასხმის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.აღსანიშნავია, რომ კირთაძე ცნობილია აფხაზეთში გამომძალველობით. ის ფაქტიურად ნადირობდა ქართველ ახალგაზრდებს და აფხაზურ „ჯარში“ გაწვევის მუქარით მუდმივად სძალავდა მათ სხვა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
რამდენიმე დღის წინ «ნეზავისიმაია გაზეტამ» დაბეჭდა ჟურნალისტ ვლადიმერ მუხინის პუბლიკაცია «დაღესტანი სულ უფრო ემსგავსება ღაზის სექტორს». მასში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ამ რესპუბლიკაში 2012 წლის პირველ ნახევარში ბევრად გაიზარდა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების, პოლიციელების და სპეცსამსახურების თანამშრომლების რიცხვი 2011 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვნად გაიზარდა მსხვერპლი შეიარაღებულ იატაკქვეშეთელებშიც.ჟურნალისტი პარალელს ავლებს ღაზის სექტორსა და ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/Wminda_sinodi1-300x200.jpgწმინდა სინოდის მიერ მიღებული განჩინების მიხედვით, კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი. ეს საკითხი ახლა რატომ გახდა აქტუალური და რატომ მიიჩნევს ეკლესია ღვთისმსახურთა პოლიტიკურ აქციებში მონაწილებას მიუღებლად? – ამის გასარკვევად Opinion.ge წმინდა სინოდის წევრებს დაუკავშირდა, თუმცა, მათმა უმეტესობამ ჟურნალისტთან საუბარს თავი აარიდა. პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი საუბარს თავს არიდებს და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი მხოლოდ სინოდის წევრებს ეხებათ. მეუფე ეფრემი ამბობს, რომ სინოდის პოზიცია მისთვის აბსოლუტურად მისაღებია. „ვერ გეტყვით, ეს საკითხი რატომ დადგა დღის წესრიგში, მაგრამ მე აბსოლუტურად ვიზიარებ სინოდის პოზიციას – სასულიერო პირები აქციებში არ უნდა მონაწილეობდნენ. მეტს ვერაფერს გეტყვით“. მეუფე ანანიამ განაცხადა, რომ სინოდის დადგენილებას ჯერ არ იცნობს და ამიტომ ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს. მეუფე პეტრეს ტელეფონს ერთ-ერთმა დედაომ უპასუხა და განგვიცხადა, რომ მეუფე ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობს. მამა თეოდორე გიგნაძე მიიჩნევს, რომ სინოდის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია – „როგორც რიგითი მოქალაქე, მე შემიძლია წავიდე აქციაზე, მაგრამ თუ მე ვიჩენ აქტიურობას და ვჩნდები პოლიტიკურ ლიდერებთან ერთობაში – ეს უკვე მიუღებელია. მე, როგორც მღვდელს, არა მაქვს უფლება ღიად მხარი დავუჭირო რომელიმე პოლიტიკურ მიმართულებას – ხელისუფლებას თუ ოპოზიციას. იმიტომ, რომ მე მრევლში მყავს სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები და იმათ რა ვუთხრა? ესა თუ ის პოლიტიკური მიმართულება კარგია და სხვები არა-თქო? ჩემი მისია ეგ არაა, ჩემი მიზანია თითოეულ ადამიანს ქრისტე დავანახო და არა სწორი პოლიტიკური შეხედულება“- ამბობს ის. მისი თქმით, არის გარკვეული სიტუაციები, როდესაც ეკლესიას ხელისუფლებასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა უწევს – „ვთქვათ, რაღაც კომისიაა ან შეხვედრა, სადაც ეკლესიის თანამონაწილეობაა აუცილებელი. ასეთ შემთხვევაში ჩვენი წარმომადგენლები აუცილებლად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. მაგრამ პირადი მისვლა, პირადი ქება-დიდება ყოვლად დაუშვებელია. ზოგიერთი ეპისკოპოსი პრეზიდენტს აქებს, ზოგი ოპოზიციას. ეს არ შეიძლება, თუნდაც იმიტომ რომ მათ გვერდით უამრავი განსხვავებული აზრის ადამიანია და იმათ ხელი ვკრათ? წინა პრეზიდენტის პერიოდში იყო ასეთი შემთხვევა, ერთ-ერთმა წინამძღვარმა ლამის ანათემას გადასცა, ვისაც პრეზიდენტი არ უყვარდა. ეს როგორ შეიძლება? მე ქრისტე უნდა მიყვარდეს და არა რომელიმე პრეზიდენტი. ამიტომ, სინოდის ეს გადაწყვეტილება ძალიან სწორია – არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება ჩვენი დასაცავი არაა. თუ რაიმე უზნეობას ჩადიან ჩვენ უნდა მივუთითოთ, თუ სასიკეთო საქმეს – ღმერთმა დალოცოს“ – ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე. თეოლოგი არჩილ მეტრეველი მიიჩნევს, რომ ეკლესია პოლიტიკაზე მაღლა დგას და ეკლესიის მხრიდან რომელიმე პოლიტიკური იდეოლოგიის მხარდაჭერა თეოლოგიურად არასწორია. არჩილ მეტრეველი, თეოლოგი: “საკითხის ასე დასმა, რომ ეკლესიამ მხარი დაუჭიროს რომელიმე პოლიტიკურ მოძრაობას, როგორც სხვაზე უფრო უკეთესს, თეოლოგიურად არასწორია, რადგან ეკლესია საკუთარი არსის გამოხატვაში არ არის დამოკიდებული რაიმე გარემოპირობებზე. ეკლესია ლოცულობს ყველასთვის, მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად და შესწევს უნარი ნებისმიერი პოლიტიკური სისტემის პირობებში შეეწიოს მინდობილ ადამიანს ცხონებაში. მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც არა თუ საღვთისმეტყველო პრინციპებიდან, არამედ ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე თავის შეკავება შეუძლებელია. იყო ნაცისტური, კომუნისტური რეჟიმები, როდესაც ეკლესია ვალდებული იყო დაეფიქსირებინა თავისი პოზიციები ასეთი უსამართლობის წინააღმდეგ. თუ სასულიერო პირი აღიარებს ერთ რომელიმე პოლიტიკურ იდეოლოგიას, როგორც ეკლესიისათვის ყველაზე მისაღებს და საუკეთესოს, ეს თეოლოგიურად, ცხადია, სიმახინჯეა, რადგან ეკლესია პოლიტიკურ და სოციალურ იდეებსა და სისტემებზე მაღლა დგას. როდესაც რომელიმე სასულიერო პირი ურთიერთობს ხელისუფალთან, ეს უნდა გამომდინარეობდეს არა მისი პოლიტიკური გემოვნებიდან, არამედ არსებული რეალობიდან. მაგალითად, მეუფე კალისტარტეზე იყო ლაპარაკი, რომ პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს, მე არ ვიცი რა პიროვნული განწყობები აქვს მას პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ ის, რომ ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის ან ადგილობრვი ტაძრების მონახულების დროს ეპარქიის მღვდელმთავარი პრეზიდენტს შეხვდეს, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ოღონდ ეს უნდა იყოს არა პრეზიდენტის პიროვნების ან მისი პოლიტიკური პარტიის მიმართ სიმპატიის გამოვლინება, არამედ მისი როგორც სახელმწიფო ხელისუფალის მიღება. სასულიერო პირების მხრიდან ერთნაირად მიუღებელია, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დასწრება, ასევე რომელიმე ოპოზიციური პარტიის ღონისძიებაზე მისვლა. მაგრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამავდროულად არიან ხელისუფალნიც და ეკლესია, სწორედ ამიტომ ურთიერთობს მათთან და არა იმიტომ, რომ ის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების მხარდამჭერია. რაც შეეხება ლექსების მიძღვნას, მე პირადად ეპისკოპოსი რომ ვიყო, არც ერთ ხელისუფალს არ მივუძღვნიდი ლექსს. თუმცა, ეს გემოვნების საკითხია. რეალურად კი ერთი სასულიერო პირის ასეთი დამოკიდებულება პრეზიდენტთან ან ნებისმიერ სხვა ადამიანთან არ უნდა განვაზოგადოთ, როგორც ეკლესიისთვის საერთო. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საზოგადოება ძნელად თუ ავლებს ზღვარს ინდივიდუალურ და ეკლესიის საერთო დამოკიდებულებებს შორის და ამ ყველაფრის აღქმა ხდება არა როგორც ერთი კონკრეტული პიროვნების დამოკიდებულება მეორისადმი, არამედ – როგორც მთელი ეკლესიის დამოკიდებულება. ამიტომ, სასულიერო პირებს, ისევე როგორც ყველა ქრისტიანს, ამ მხრივ დიდი სიფრთხილე გვმართებს”. ანა წიკლაური opinion.ge View the full article
-
ერორი- ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61326.jpg ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. დემოკრატიული რეფორმები და კანონის უზენაესობა, გლობალური უსაფრთხოების პრობლემები, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობები და ხალხთა შორის კონტაქტები, - ფორუმის მონაწილეებმა ამ ოთხ თემატურ სესიაზე იმუშავეს. მათ, ევროპელ პოლიტიკოსებეთან ერთად, სიტყვით საქართველოს ეკონომიკის მინისტრმაც მიმართა. მან თავის გამოსვლაში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ინვესტორებისთვის შესაბამისი ბიზნესგარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ილაპარაკა. მისი თქმით, ამ კუთხით ქვეყანამ უნდა იმუშაოს ინტენსიურად თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისათვის. "ეს კონფერენცია არის მიმართული საქართველოს მომავალი ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ეკონომიკური დაახლოებისკენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტი უფრო მეტად გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე. დღესდღეობით 25% ჩვენი პროდუქციის გადის უკვე ამ ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიური სამუშაოებსა და პროექტებს, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირთან, პირდაპირი შეხება ჰქონდეს ყოველ ადამიანთან, ყოველ ოჯახთან საქართველოში," - განაცხადა ვერა ქობალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. კონფერენციის მონაწილეები პარალელურ ორმხრივ შეხვედრებს მართავენ. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარმა შტეფან ფულემ მოლაპარაკებები გამართა უმცირესობის ლიდერთან გიორგი თარგამაძესთან, რის შემდეგაც შეხვედრა გაიმართა დავით ბაქრაძესთან. პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი სამ ძირითად საკითხს შეეხებოდა - ევროკავშირთან ინტეგრაციასა და ამ პროცესისთვის გადადგმულ ნაბიჯებს; რეგიონული უსაფრთხოებას - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და ჟენევის მოლაპარაკებებს და მოახლეობულ საპარლამენტო არჩევნებს. View the full article