planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-maestro-samarT2.jpgთბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი.თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით სატელიტური ანტენების დაყადაღების თაობაზე, რაც, პროკურატურის თქმით, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას უკავშირდება. <span style="font-size: 10pt;" />„სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის“ ხელმძღვანელ პირთა დავალებით კომპანია „მაესტრომ“ საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ანტენები“, – აცხადებს პროკურატურა. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-qoneba-samart1.jpgთბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი.აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული № 4/ა-131-12 და № 4/ა-129-12 სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ აუქციონზე, რომელზეც გამოტანილი იყო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% სს „ქართუ ჯგუფსა“ და აქციების 21,7% სს „პროგრესბანკში“, აქციების რეალიზაცია არ მოხდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში. საქინფორმი
-
<span style="font-size: 10pt;" />http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-dakarguli-aqtualuri3.jpgთბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი.უკვე თითქმის ორი კვირაა, აფხაზეთში უშედეგოდ ეძებენ 14 წლის ხრიპს მარშანიას, რომელიც ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოტაპიდან 26 მაისს მთაში წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. საქინფორმი
-
ჟურნალისტების ევროპული ფედერაცია (EFJ), რომელიც ევროპაში ჟურნალისტთა უფლებამდაცველი უდიდესი ორგანიზაციაა, მიესალმება ერვოპარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის შემოთავაზებას, რომელიც კონტრაქტების მესამე პირზე გაყიდვის აკრძალვას ითვალისწინებს. 12 ივლისი, 2012 - 13:21 12 ივლისი, 2012 - 13:21 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/europarliamnet.jpeg სრული ტექსტი View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-ganaTl-aqtualuri1.jpgთბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი.ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ საკადრო ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც განხორციელდა.<span style="font-size: 10pt;" />სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ შოთა ნიჟარაძე – შსს-ის აკადემიის პრეზიდენტი დაინიშნა. რაც შეეხება ხატია დეკანოიძის სხვა მოადგილეებს, ისინი არიან: გიორგი ჩახნაშვილი, ირინე ქურდაძე და ნოდარ სურგულაძე. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-cotne-sazogadoeba1.jpgთბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი.ადამიანის უფლებების კუთხით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია „IGFM“-მა პატიმარ ცოტნე გამსახურდიას საქმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.<span style="font-size: 10pt;" />როგორც ზვიად გამსახურდიას ვაჟის ადვოკატმა ქეთი ბექაურმა ჟურნალისტებს აცნობა, ზემოხსენებული ორგანიზაცია, რომლის სათავო ოფისი გერმანიაში მდებარეობს, გამსახურდიას საქმეს აღნიშნული პროცესის დაწყების დღიდან სწავლობს. საქინფორმი
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-partiebi-sazogad3.jpgთბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში შეთანხმებულ კანდიდატებს წარადგენენ. <span style="font-size: 10pt;" /> როგორც „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა არის 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის დამარცხება. პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ყველა მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს უნდა დაუპირისპირონ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი. საქინფორმი
-
“არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია” შეშფოთებას გამოთქვამს 11 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” ანტენების დაყადაღების ფაქტზე და რაზეც განცხადებას ავრცელებს. 12 ივლისი, 2012 - 13:09 12 ივლისი, 2012 - 13:09 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/maestrotv-logo_0.jpeg სრული ტექსტი View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61331.jpg 21 წლის ახალგაზრდა დაჭრეს კარალეთში ჩხუბის დროს, სამი კი მსუბუქად დაშავდა. უცნობია, რატომ იჩხუბეს ახალგაზრდებმა. მიზეზებზე არც თავად დაჭრილი და არც მისი მეგობრები არ ლაპარაკობენ. 23 წლის შოთა გოგინაშვილი, რომელმაც დაჭრა თანასოფლელი, ადგილიდან მიიმალა, თუცა იგი მალევე დააკავეს. მომხდარზე სისხლის სამრთლის საქმეა აღძრული. დაშავებულს გორის საავადმყოფოში მკურნალობენ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-kovalev-politika2.jpgთბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი.რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დელეგაციამ მონაკოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის კენჭისყრისას პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა.<span style="font-size: 10pt;" />როგორც ცნობილია, დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთმა დოკუმენტის დამტკიცების წინააღმდეგ ხმა მაინც არ მისცა. საქინფორმი
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/bidzo2-300x202.jpgროგორც კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, “მაჟორიტარების კანდიდატების შერჩევა კოალიციაში ყველა სუბიექტის მონაწილეობით და მათთან შეთანხმებით მოხდა”. მისივე აღნიშვნით, მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების შერჩევის პროცესი საკმაოდ რთული იყო და ოპტიმალური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. “მთავარი პრინციპი, რის მიხედვითაც მაჟორიტარობის კანდიდატებზე გადაწყვეტილება მივიღეთ, თითოეული მათგანის სწორი წარსულია, რომელიც სიცრუეზე აგებული არ ყოფილა, ამის შემდეგ წინ მათი პროფესიონალიზმი, პრინციპულობა, პოლიტიკური გამოცდილება და ხალხის მხრიდან მათდამი დამოკიდებულებაა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა. აგრეთვე, კოალიციის ლიდერის თქმით მომავალი კვირის დასაწყისში თითქმის ყველა მაჟორიტარი დასახელდება გარდა, 4-5 მაჟორიტარული ოლქისა. opinion.ge View the full article
-
http://saqinform.ge/images/stories/analitics/1-merabiSviliiii.jpgთბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი.ახალმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არ იცნობს პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილს, თუმცა იცნობს ქველმოქმედ ივანიშვილს, ვისთანაც მას ხშირი კონტაქტები ჰქონდა და მას თავის საქველმოქმედო საქმიანობაში ეხმარებოდა.<span style="font-size: 10pt;" />„მე ბატონ ბიძინაზე ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მე მას, როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ როგორც ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას. უფრო მეტს გეტყვით, მე ძალიან ხშირად ვხვდებოდი მას და მას ვეხმარებოდი იმ საქმიანობაში, რომელსაც ის ახორციელებდა; მე მას ვეხმარებოდი, რომ მას თავისი ქველმოქმედება უფრო ეფექტურად განეხორციელებინა“, – განაცხადა მერაბიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში. საქინფორმი
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61333.jpg "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რეგიონებში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მათგან უმრავლესობა "ქართული ოცნების" წევრია. კერძოდ, კოალიციის სახელით, სიღნაღში – გელა გელაშვილი, დედოფლისწყაროში – ალექსანდრე თამაზაშვილი, ლაგოდეხში – ლუკა კურტანიძე, ყვარელში – დავით ქევხიშვილი, ახმეტაში – ზურაბ ზვიადური, ბორჯომში – გედევან ფოფხაძე, ახალციხეში – გურამ კუტალაძე, ადიგენში – ბიძინა გუჯაბიძე, ასპინძაში – თემურ მაისურაძე, ონში – თამაზ ჯაფარიძე, მესტიაში – ვიქტორ ჯაფარიძე, თერჯოლაში – ომარ ნიშნიანიძე, საჩხერეში – მანანა კობახიძე, ვანში – გოდერძი ტყეშელაშვილი, წყალტუბოში – პაატა ზაქარეიშვილი, ხობში – გია ბუკია, ჩხოროწყუში - ლევან იზორია და ბათუმში მურმან დუმბაძე იყრიან კენჭს. რაც შეეხება თბილისის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს, მათი ვინაობა ერთ კვირაში გახდება ცნობილი, თუმცა ბიძინა ივანიშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ, დავით ბერძენიშვილის მიერ დასახელებულ სიასთან მას საერთო არაფერი აქვს. "ქართული ოცნების" ლიდერის განმარტებით, რესპუბლიკელების ლიდერმა იჩქარა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61334.jpg თურქულმა პოლიციამ ტრეფიკინგში ჩართული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევერები დააკავა. ისინი უცხოეთიდან მოტყუებით ჩამოყვანილ ქალებს პროსტიტუციას აიძულებდნენ. არალეგალური საქმიანობის ბრალდებით, სულ 66 ქალი დააკავეს, მათ შორის ქართველებიც. მათი ვინაობა და რაოდენობა უცნობია. ისინი თურქეთში დასაქმების პირობით, მოტყუებით ჩაიყვანეს. ტრეფიკინგის ქსელში 41 ადამიანი იყო ჩართული. სპეცოპერაცია იზმირში, აიდინსა და ანტალიაში ჩატარდა, რისთვისაც სამართალდამცველებს 6-თვიანი მუშაობა დასჭირდათ. View the full article
-
გაერო-ს უშიშროების საბჭომ რეზოლუციის პროექტი მიიღო, რომლის მიხედვით, სირიის ხელისუფლებას საბრძოლო ქმედებების შესაჩერებლად 10 დღე აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლი არ შეწყდება, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს დამატებითი ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციები შეეხებათ.სირიის საკითხზე პრიშტინაში ანდერს ფოგ რასმუსენმაც ისაუბრა და რუსეთს კონფლიქტის მოგვარების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.როგორც რასმუსენმა აღნიშნა, საკითხის დიპლომატიურ მოგვარებაზე პასუხისმგებლობა მოსკოვსაც ეკი... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/qartu_jgufi1-300x195.jpgვლადიმერ უგულავა „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციების მმართველად დაინიშნა. სს ,,ქართუ ჯგუფი”-ს აქციათა 100%-ის და სს ,,პროგრეს ბანკი”-ს აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 12 ივლისს დააკმაყოფილა. აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად, პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით დაინიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა. opinion.ge View the full article
-
ზაფხული ცნობილია მისი ცვალებადი ამინდებით http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/E0rRN6y85bk View the full article
-
ე.წ. საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ ტერმინ "ოკუპირებული ტერიტორიების" გამოყენება აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, მიუღებელია და არასწორია http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/emkxeSqvSog View the full article
-
ახალ სუპერმარკეტში იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების კვების პოდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენის საშუალებები და ქიმია იქნება წარმოდგენილი http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/qqTM4yyPsd8 View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/Bidzina_Ivanishvili-12-300x198.jpgრეგიონებში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. ივანიშვილის თქმით, სიღნაღში – გელა გელაშვილი, დედოფლისწყაროში – ალექსანდრე თამაზაშვილი, ლაგოდეხში – ლუკა კურტანიძე, ყვარელში – დავით ქევხიშვილი, ახმეტაში –ზურაბ ზვიადური, ბორჯომში – გედევან ფოფხაძე, ახალციხეში – გურამ კუტალაძე, ადიგენში – ბიძინა გუჯაბიძე, ასპინძაში – თემურ მაისურაძე, ონში – თამაზ ჯაფარიძე, მესტიაში – ვიქტორ ჯაფარიძე, თერჯოლაში – ომარ ნიშნიანიძე, საჩხერეში – მანანა კობახიძე, ვანში – გოდერძი ტყეშელაშვილი, წყალტუბოში – პაატა ზაქარეიშვილი, ხობში – გია ბუკია, ჩხოროწყუში – ლევან იზორია და ბათუმი მურმან დუმბაძე იყრიან კენჭს. opinion.ge View the full article
-
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/6jliKMqN5Kg View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/04/taia1-292x300.jpg2010 წელი, ნიკოლოზობა… საპატრიარქოს ტელევიზიის ახალ ამბებში ვმუშაობ. პროდიუსერი გადაღებაზე მყოფს მირეკავს და კრწანისში, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მონასტერში მამისამართებს. მეუბნება, რომ იქ სოსო თოფურიძე უნდა ჩავწერო, რომელმაც წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს, აგრეთვე წმინდა ნიკოლოზის ხატი შესწირა. პროდიუსერი გაფრთხილებულია, რომ მნიშვნელოვანი გადაღებაა, მეც მივდივარ და ძალიან მაინტერესებს როდის მერე გახდა „კუდ“-ის უფროსის კუდი და სატელევიზიო დაკავებების დიდოსტატი, ეკლესიების მაშენებელი. მონასტერში ავედით და იქით გავეშურეთ, სადაც ბევრი „შავი ჯიპი“ დავინახეთ. გზად მამები შემოგხვდნენ. მონასტერს საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ეკავა. კელიებიდან ნიკოლოზის ტაძრამდე საკმაო მანძილია. ტაძართან ღიმილიანი და ხაზგასმით ზრდილობიანი თოფურიძე შემომეგება. მოვიკითხ-მივიკითხეთ ერთმანეთი, როგორც ძველმა ნაცნობებმა. ეს ტელეჟურნალისტისა და ჩინოსნის ურთიერთობის ერთგვარი სტილია. სინამდვილეში არავითარი ძველი ნაცნობობა. ჩინოსნები ცდილობენ თავაზიანად მოექცნენ მათ, ვისგანაც მწვავე შეკითხვებს და წინააღმდეგობას არ ელიან ან ზოგჯერ ელიან კიდეც. ჩემი „მშვიდობისმოყვარე ჟურნალისტის“ იმიჯიც ალბათ მისაღები იყო მისთვის. ბოლოს და ბოლოს ეშმაკსაც წაუღია თავის „კუდი“, ეკლესია-მონასტრის მშენებლობა ხომ დიადი საქმეა. ასეთ დროს მაინც ვინ დაუსვამს უსიამოვნო შეკითხვას, თუ ღმერთი სწამს იმ წყეულს… ჰოდა, ჩემი მაშინდელი საქმიანობიდან გამომდინარე, არც მე გამჩენია რაიმე მწვალებლური აზრი. ძირითადად ხატისა და ტაძრის ირგვლივ საუბრობდით. ვინ შესწირა მეთქი, რომ ვკითხე, აგერ იმ კეთილმა კაცმაო, გიორგი უდესიანზე მიმითითა. უდესიანმა გემრიელად გადაიხარხარა, სხვებიც ხორხოცებდნენ, მზისსათვალიანები და შავი ტყავის ქურთუკიანები. მივხვდი, რომ ჩვენი ქტიტორი სინამდვილეში ჩემს წინაშე იდგა და თავის სიკეთეს „მოკრძალებითა“ და „თავმდაბლობით“ აწერდა სხვას. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, გამომძიებელი ჟურნალისტების ყბაში დიდი ხნის წინ ჩავარდნილ თოფურიძეს სულაც არ სურდა დაფიქსირებულიყო მისი შემოსავლების სიჭარბე. აბა საიდან ამ პატიოსანი და არაკორუმპირებული ხელისუფლების ხელში კუდის უფროსის მოადგილეს ეკლესიის ასაშენებელი ფული?! ოლიგარქი კი არაა! თემა შეიცვალა, ქტიტორებზე საუბარი არავის სურდა, თუმცა წმინდა ნიკოლოზის ხატი რომ ათონელ ბერებს დაახატინეს და შეამკობინეს, ამაზე გულახდილად ისაუბრა. მერე ხატის შესახებ ინფორმაციის მოწოდება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით შემომთავაზა. ტექნიკურ საკითხებს მოვრჩით, ინტერვიუც ჩავწერეთ, წამოსვლის წინ კი მითხრა, ჩაიწერეთო, ახლა გეტყვითო. ვიფიქრე, მესიჯს მოსვლა დააგვიანდა და გადაწყვიტა ჩამაწერინოს-მეთქი. მოვიმარჯვე ფურცელი და კალამი, სოსომ კი დაიწყო… „დღეს, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მონასტერს, ნიკოლოზობასთან დაკავშირებით წმინდა ნიკოლოზის ათონში დახატული ხატი შესწირეს…“ – და სოსო თოფურიძე „ნიუსის“ ტექსტს მკარნახობდა ჩვეული თავდაჯერებული იერითა და ომახიანი ხმით. რომ მივხდი რაშიც იყო საქმე, შევაჩერე, ეს უკვე ჩემი კომპეტენციაა-მეთქი. ცოტათი განაწყენებული სახით შემომხედა, მაგრამ მაინც არ შეიმჩნია. მე ხომ იმ ინსტიტუციის ჟურნალისტი ვიყავი, რომელთანაც თბილი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ასე ზრუნავდა. მალე წამოვედით. გზაზე შევაჩერეთ, ოპერატორი და მძღოლი სიგარეტის მოსაწევად გადავიდნენ. რამდენიმე წუთში მტვრისკუდიანმა შავმა ჯიპებმა ჩაგვიქროლეს და მონასტერი დატოვეს. წმინდა ნიკოლოზის ხატი ახლაც იქ არის დაბრძანებული და ღვთის ნებით ალბათ დიდხანს დარჩება მონასტერში. თუმცა, როცა არ უნდა ვნახო, ყოველთვის გამახსენებს ამ ეპოქას. ეპოქას, როცა ჩინოსნები სასულიერო პირებს საკუთარი საეჭვო მიზნებისთვის უახლოვდებოდნენ; როცა ბიუროკრატები ჟურნალისტებს ტექსტების კარნახს უბედავდნენ. პერიოდს, როცა სინოდის სხდომებს სწორედ ასეთი სოსო თოფურიძეები ესწრებოდნენ და დროს, როდესაც უგულავები სულიერი მამების წინაშე ხმას იმაღლებდნენ. მას შემდეგ ორი წელი გავიდა. სოსო თოფურიძე არ შემხვედრია, თუმცა მის შესახებ ხშირად გვესმოდა, თუ როგორ დადიოდა საპატრიარქოში ხან შერონ სტოუნის ასაცილებლად, ხანაც სინოდის სხდომებზე დასასწრებად. ეს ამბავიც, გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსად მისმა დანიშვნამ გამახსენა. როგორც ბევრ სხვა უწყებაში, პოლიციელებმა საპატიო პოსტები თავდაცვის სამინისტროშიც დაიკავეს. პრობლემა ის კი არ არის, რომელ უწყებაში იქნება ან იყო თოფურიძე, პრობლემა ისაა, რომ ადამიანს, რომელსაც საკმაოდ შელახული რეპუტაცია აქვს, საპატრიარქოში მყოფი გარკვეული თუ გაურკვეველი პირები ზედმეტად ახლოს უშვებდნენ იქ, სადაც მისი ადგილი, არც სამართლებრივი და არც მორალური კანონის მიხედვით, არ არის. opinion.ge View the full article