planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://zvigena.files.wordpress.com/2012/07/tatanashvili.jpg?w=700 აქტობე–ტორპედო 1:0 განმეორებით შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე აქტობე ტორპედოზე გაცილებით კარგი გუნდია – ყაზახები მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ, უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს და ერთ გოლზე მეტი რომ ვერ გაიტანეს, ეს ცალსახად მეკარე მიგინეიშვილის დამსახურებაა, ვინც ათობით ძნელი ბურთი მოიგერია. ცუდი სანახავი იყო ასე უსუსურად მოთამაშე ქართული გუნდი. ყაზახების შემტევი ბიკმაევი სისხლს უშრობდა ჩვენს დაცვას და ლამაზი გატანილი გოლის გარდა, მრავალი სხვა ხიფათიც შექმნა ჩვენს კარებთან. იმედია ეს შეხვედრა კარგ გაკვეთილად გამოადგებათ ქუთაისლებს და ცოტა გუნდის გაძლიერებაზეც იზრუნებენ – გამოჩნდა, რომ ამ რესურსით ევროპულ საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთანაც კი ძალიან გვიჭირს თამაში. მეტალურგი–ტეუტა 6:1 </p> საპირისპირო სიტუაცია იყო მეტალურგის შემთხვევაში. ტეუტა რომ ვერაფერი გუნდია, ეს გუშინდელ მატჩში კარგად გამოჩნდა, თუმცა ამის ფონზეც რუსთაველთა ლაღი თამაში და დიდი ანგარიშით გამარჯვება მაინც ძალიან სასიამოვნოა. გუნდი ბოლო წლებია ძველებური სიხშირით აღარ იცვლის კონტინგენტს, ბირთვი როგორც იქნა ჩამოყალიბდა და მწვრთნელიც რიგიანი ყავთ. ეს ყველაფერი კი, რათქმაუნდა, წარმატების წინაპირობა ხდება. აღსანიშნავია თექთურმანიძე, რომელმაც ორი ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა, რასაც ტატანაშვილის დუბლი, გეწაძე–მიქაბერიძის თითო–თითო გატანილი ბურთი მოყვა და ანაგარიშიც გამანადგურებელი დაფიქსირდა. მთლიანად რუსთაველები აზრიან, ლაღ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდნენ, რაც საცქერად ძაან სასიამოვნო იყო. ამ ყველაფერს მესხზე არსებული კარგი მოედანიც უწყობდა ხელს (საქართველოში კი ვართ მსგავს რამეს მონატრებული, ბოლო წელი თუა, ამ მხრივ სიტუაცია რომ გაუმჯობესდა). საინტერესოა დინამოს ხელმძღვანელობა რას ფიქრობს, როცა მათ მიერ წინა სეზონში დაწუნებული თექთურმანიძე–ტატანაშვილი–კვარაცხელიას ტრიოს შესცქერის. ეს სამეული ნებისმიერ ქართული მაშტაბით ძლიერ გუნდს დაამშვენებდა. ტატანამ ორი გოლი ხომ გაიტანა, არც გონივრულ პასებს აკლებდა და დაბრძენებული ფორვარდივით, როცა მომენტი იყო, მიუხედავად იმის რომ გუნდი ასე იგებდა, არ ცდილობდა ბურთი ეთრია და სადაც საჭირო იყო, პარტნიორს პასს არ უგვიანებდა. საინტერესოა ბევრად ძლიერ პლზენთან ეს კონტინგენტი თავს როგორ წარმოაჩენს. წარმატებები! http://feeds.wordpress.com/1.0/comments/zvigena.wordpress.com/524/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=zvigena.wordpress.com&blog=6944496&post=524&subd=zvigena&ref=&feed=1 სრულად ზვიგენას ბლოგი
-
ყველა ადამიანს უყვარს ამა თუ იმ მოვლენის კულისებში შეღწევა. რაღაცნაირად გრძნობ თავს, მაგარროჟულად. დაახლოებით ის პონტია, დიჯეი რომ უკრავს და უკან რომ ორი-სამი VIP უდგას და სულელივით იღიმება – ისინი დიჯეის იცნობენ. გუშინ მეც მომიწია ასეთ VIP-ად ყოფნა, თბილისის ლუდის ფესტივალზე. საიდან მოვხვდი მანდ – არ აქვს მნიშვნელობა. არცერთი კორექტული ადამიანი არ სვამს კითხვას, საიდან [...]http://stats.wordpress.com/b.gif?host=bigcrow.ge&blog=187485&post=2330&subd=bigcrow&ref=&feed=1 View the full article
-
ქემფერი — სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში (ცოცხნარის თემი), მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრზე, ხაშურიდან 11,5 კმ სურამიდან — 6,5 კმ. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 145 კომლი, სულ 466 ადამიანი. სოფელი ქემფერი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1715 წელს შედგენილ რუის-ურბნისის სამწყსოს დავთარში, რომლის მიხედვით ამ პერიოდისათვის სოფელში ცხოვრობს 11 კომლი. მათი გვარებია: ანჩაფიშვილი, მიხლანჯი, საბაიკიძე, ჭაბუკაძე, იმედაშვილი, ირემაძე, ხარატი, ტაბატაძე. სოფელი ცნობილი ქართველი მეცნიერის ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ რუკაზე დატანილია ქემერტის სახელწოდებით, რომელიც მდებარეობს მდინარე ქემერტისწყლის (თანამედროვე მდინარე ტილიანა) ნაპირზე. XVIII საუკუნის ბოლოსათვის სოფელი უკვე ნასოფლარადაა ქცეული ლეკიანობის გამო. („კვალად აღსდგნენ ლეკნი და იწყეს ტყუენვა ქართლისა, დაესხნენ ორგზის ქარელსა და მოსწყვიდნეს მრავალნი მუნებურნი, კვალად მიუხდნენ და წარტყუენეს ყელქცეული აგრეთვე ქენფერი“ თეიმურაზ ბაგრატიონი „ახალი ისტორია“). XIX საუკუნის დასაწყისიდან კი იწყება სოფლის აქტიური დასახლება იმერული წარმოშობის მოსახლეობის მიერ (კერძოდ: ლაბაძეები ჩამოასახლეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშიდან, ლომიძეები - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევიდან ). 1832—1833 წლების კამერალური აღწერების მიხედვით ქემფერში ცხოვრობს 14 კომლი სულ 68 კაცი და 52 ქალი. იგივე აღწერების მიხედვით 1865 წელს ქემფრის მოსახლეობა შეადგენს 13 კომლს (8 სახელმწიფო და 5 ვალდებული), ხოლო 1886 წელს სოფელში უკვე 55 კომლი ცხოვრობს (166 კაცი და 127 ქალი, სულ 293ადამიანი), აქედან 19 კომლი იმერეთიდან გადმოსულები არიან. მათი გვარებია:ლაბაძე, ლომიძე, კიკნაძე, ბლიაძე, გოგილაძე, ჭანკოტაძე, ბარბაქაძე, თათარაშვილი, გიგაშვილი, გიკაშვილი და მურმანიძე. ამჟამად სოფელში ცხოვრობენ:ლაბაძეები, ლომიძეები, ლომსაძეები, ქურდაძეები, გელაშვილები, თათარაშვილები და სხვ. პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/aaaaaaaaaaaaaaa.jpg კატეგორიები: მეცნიერება რეგიონები ტურიზმი View the full article
-
ჩემ, სველ, აივანს ისევ ასდის თამბაქოს კვამლი.. როგორც სიყვარულს არ შეუძლია დათმოს გრძნობები ისე აივანს ვერ სცილდება სამარადჟამოდ გაჟღენთილი სუნი სიგარის... წვიმის დროს უფრო მიყვარდება.. ვსევდიანდები! შუაღამისას დაიწყო წვიმა!.. ანაზდად! ფოთლებისგან განძარცვულ ხის ტოტებს, ცეცხლის ალი რომ არხევსხოლმე აქეთ-იქით ანაზდად! ერთ დღეს (ზღაპარში) გამეღვიძა.. საეჭვოდ სასიამოვნო სიმშვიდე იყო!.. ისე მსუბუქად დადიოდა ყველა.. მეც ვუღიმოდი.. მხოლოდ იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ თევზებიც იღიმიან და როგორც ჩვენ, მათაც აქვთ გარშემო ბიოველი.. ოღონდ ეკოლოგიურად სუფთა! ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე! ძალიან მომინდა ერთი წუთით მაინც გავმხდარიყავი ოკეანეში მოცურავე ერთ-ერთი თევზი.. უარი ვთქვი! ცურვა არ ვიცი! შემეშინდა..... კარგი! გაგიმხელთ!.. ერთხელ თევზებს შევეჯიბრე გაღიმებაშ.. ისინი ისეთი ჰარმონიულები არიან.. დაძაბულობის გარეშე.. ლაღები! მაჯობეს.. არ მიყვარს ჯიბრი და მითუმეტეს გაჯიბრება! მომბეზრდა გაზით გამომშრალი ჰაერის სითბო! სიცივე უფრო მათბობს! ღრმად ვსუნთქავ და ვგრძნობ როგორ გადის ჰაერი სასულეში, ბრონქებსა და ბრონქიოლებში.. ვგრძნობ, როგორ მატულობს გულმკერდის მოცულობა ჩასუნთქვისას და პირიქით.. თოვლილით სისპეტაკე მომინდა კვლავაც! გაივლის წლები და ისევ იცოცხლებს დღიურები ანე ფრანკისა! და თუ ოდესმე ჩემ ყუთს ნახავ სახსოვრებისას... აღმოაჩენ თუ რამდენი რამ მომიძღვნია შენთვის.. სიძულვილი და სიყვარულიც, გრძნობებიც, სითბოც, ბევრი ურითმო სტრიქონები ლექსები ვითომ! ეს მონატრებაც მიჩუქნია და ამდენიხნის სიყვარულსაც გჩუქნი სამარადჟამოდ!.. გაივლის წლები და..... თუ ისრები საათისა დაეწევა ერთმანეთს მე მოვალ შენთან და გეტყვი, რომ მე ოთხიათას სამასოთხმოცი დღე ვფიქრობდი შენზე.. სათაურს ბოლოს დავწერ: აბსურდული ფიქრები, უკვე მერამდენე!.. ------------------------------------------------ შემოდგომაზე იყვავილა! ეს ფრაზა ამეკვიატა დღეს!.. დღეს ძალიან ბევრი ვიარე.. ფოთლებზეც ვიარე! სილამაზე გავთელე და ვეთამაშე! მინდოდა მხოლოდ მეფიქრა თუმცა ვიწყებდი თუ არა ფიქრს, ფიქრი არ ვითარდებოდა.. ჩემი ფიქრი წარსულია, წარსული მბეზრდება! ზოგადად ძალიან მალე მბეზრდება.. თუმცა საზღვარზე მეტად ერთგული ვარ! ერთგულება არ მბეზრდება! დღეს საკუთარ თავსაც ვპაპარაცობდი.. იცი რა საინტერესოა? ძალიან! რა ხანია ფურცლებთანაც არ მიმეგობრია! არადა პირობა დავდე ავტორომანს გავაგრძელებთქო! პირობას ყოველთვის ვასრულებ! ჩემ ავტორომანს ასე ქვია: ბედნიერი ვარ სევდიტ, ანუ აბაზანაში დუშის ქვეშ წვიმს!.. შენთვის დამითმია.. -------------------------------------- ბოლოს რა მითხრა ვერ გავიგონე... თავი დავხარე და ვიგრძენი, სწორედ ისე გამეღიმა, როგორ ღიმილსაც ვეძებდი ამდენ ხანს.. ჭეშმარიტად ვიღიმოდი.. იმის გამო, რომ თავი დახრილი მქონდა მხოლოდ ასფალტმა გაიზიარა ჩემი გაღიმება გულწრფელად!..იმ წამს, იმ წუთმა ყველაფერი შეცვალა.. უფალს გავუღიმე და სარკმელიდან ძალიან ლამაზ ნაძვის ხესაც! მერე მხოლოდ მე ვიყავი და სამყარო.. სხვა არავინ!.. სულ ვიღიმოდი.. ვუღიმოდი შენობებს, ზეცას.. ხეებს.. ფოთლებს ეცინებოდათ ჩემზე.. მანქანებსაც ვუღიმოდი.. კენჭებსაც და მიწისქვეშა გადასასვლელსაც გავუღიმე უნებურად.. ისინი მისმენდნენ!!ბუნკერსაც გავუღიმე და სრულიად თავისუფლებას(მოედანს) მივუძღვენი ჭეშმარიტი ღიმილი, ლოყების ტკივილამდე გაღიმება! საათს ავხედე.. ვერ აღვიქვი დრო! მაშინ ჩემთვის დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა.. ჩემთვის გაღიმების დრო იყო.. გაჩერებაზეც გაღიმებული ვიდექი და მძღოლსაც გაღიმებულმა დავუქნიე ხელი.. შემრცხვა.. მძღოლის! ღიმილში სასირცხვილო განა რამ იყო?!ჩქარი ნაბიჯით ამოვირბინე სახლში! მინდოდა მომესწრო და მეც დამენახა დიდ სარკეში გაღიმება! როგორც იქნა დავინახე, როგორი იყო ჭეშმარიტი ღიმილი.. ახლაც ღიმილით ვწერ.. სწორედ ისეთი ღიმილით, როგორითაც გამეღიმა "მაშინ" გულში! მაშინ გულმაც გაღიმების ფორმა მიიღო..უნებურად მეღიმება ახლაც!მე მომწონს ღიმილი -)))რა კარგიააა.........................გაიღიმეთ თქვენც, ჭეშმარიტად! ---------------------------------------------- მომენატრე.. რაღაც სხვანაირად, ჩემებურად მომენატრე! მომენატრე ყაზბეგივით და შუა აგვისტოში აგიზგიზებული ღუმელივით მომენატრე კოკისპირულ თავსხმა წვიმაში.. სიყვარულით მომენატრე და მონატრებით მიყვარხარ! მერე რა რომ ფუღურო ხესავით ჩემ სულსაც ყავს ჭია-მატლი, მაგრამ ხე ხომ ფესვებიდან იზომება!.. არ მინდა სიკვდილი, ალბათ გულის აჩქარებაც მომეჩვევა.. თოვლი ხომ წმინდა, სპეტაკია, ჩემსავით !.. ტალახში ამოსვრილი გუნდა სახეზე მომხვდა.. რეალობა ჩემი ცხოვრების სხვა ყოფილა, სულ სხვა! არარეალურ სამყაროში ვცხოვრობთ მე და ჩემი გარდაცვლილი შიოლა!.. ------------------------------------------- შუა ვერაზე, ერთ სინათლეჩამქრალ ოთახში, მანქანების ხმაური არ კმარა და clubshow_ს გჰგჰ ხუმრობები 15სანტიმეტრით გაღებული კარიდან ისმის.. ბედის ირონიის მეორე ნაწილს გავს, ჩემი რეჟისორობით! ჩემი სული ჰარმონიით ჩაესვენა საწოლზე მდებარე მძორში და მეც ალბათ ადამიანს დამიძახებენ ხვალ ცოდვილები! მკერდამდე ემოცია და ემოციის დასახარჯად რუსთაველის თეატრის წინ სირბილი რაღაც უცნაურს გავს.. თუმცა არა! ის შეუდარებელია, როგორც ორი მეგობარი დუმბაძის სახელობის თეატრის წინ, კიბეებზე ჩამომსხდარი, პლეხანოვზე! ო, რა მშვენიერია სამყარო ფერადი სათვალით, რომელიც მზის სხივს კი არ აკავებს, პირიქით, თვალის წვრილ კაპილარებში აყივლებს სისხლს! იმიტომ არ მძინავს, რომ მღვიძავს! ბალიშში ჩატენილი ბუმბულები ღრიჭინით ძილისწინ სამღერს მიგალობენ.. იავნანაო, ანუ ია ნანაშიო, რუსულად ასე ჟღერს! არაერთხელ მითქვამს: ** *** *********................ ღამემშვიდობის ჩემო! 2009წ. ----------------------------------------------- სულაც არ მინდა დაგემშვიდობო, თუმცა სახეზე არ მიტოვებ ღიმილისათვის სულ მცირე ადგილს! თან სწორედ ახლა როცა მთვარეზე თოვლი მოსულა და საგუნდაოდ მეძახიან ჩემიანები (ვარსკვლავები).. არა! არ ამოისუნთქო, პირიქით ღრმად ჩაისუნთქე და ერთ ამოსუნთქვას მიუძღვენი ეს სტრიქონები: მიყვარხარ, როგორც შეიძლება შეიყვაროს ახალშობილი წუთის წინ გამხდარმა დედა, როგორც შეიძლება შეიყვაროს ცოდვილი ღმერთმა, როგორც მხატვარს უყვარს ფუნჯი და როგორც დიდ გალაკტიონს უყვარდა მერი! ნუ გამიღიმებ თუ ღიმილს არ გგვრი, ტყუილი ხომ ყველაზე მეტად არ გიხდება, ჩემო! იცი, ახლა ვისურვე რომ პეპელა ვყოფილიყავი... სულ შენს გვერდით ვიფრენდი და გავაფრენდი, მე ხომ ახლაც ვაფრენ... თუმცა განსხვავებულად.. ფრაზებს ვაფრენ! ნუ დამივიწყებ, მაშინაც კი როცა სულ ყველას დავავიწყდები და მხოლოდ ჩემი სიტყვებიღა იფრენენ, ხან ღრუბლიანი, ხანკი ცისარტყელიანი ცისკენ! მე სურვილი არა მაქვს რა, მხოლოდ ერთისა: ..................... გვიყვარდეს! ................ 2009 კატეგორიები: ხელოვნება / ლიტერატურა View the full article
-
მოლდოვას პარლამენტი ქვეყნის ტერიტორიაზე კომუნისტური სიმბოლიკის, განსაკუთრებით კი ნამგლის და უროს გამოსახულების გამოყენების აკრძალვას აპირებს. ლიბერალური პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტი ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის შემსწავლელი კომისიის მიერ მომზადებულ 2010 წლის დოკუმენტს დაეფუძნა. დოკუმენტი მოლდოვაში საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ კომუნისტურ რეჟიმს კაცობრიობის წინააღმდეგ კრიმინალის ჩადენაში ადანაშაულებს. კანონპროექტის მიხედვით, ტოტალიტარული იდეოლოგიის პროპაგანდირება და კომუნისტური სიმბოლიკის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება იკრძალება. მის მიხედვით, მოლდოვას ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალა ემბლემის გარეშე რჩება: კომუნისტური პარტიის მთავარი სიმბოლო სწორედ ნამგალი და ურო, ასევე გადაშლილი წიგნია. პარლამენტში კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, კომუნისტური სიმბოლიკის აკრძალვას ქვეყნის პრეზიდენტიც უნდა დაეთანხმოს. მეორე მხრივ, თუ რესპუბლიკის პირველი პირი დოკუმენტს პარლამენტში დააბრუნებს, დეპუტატებს შეუძლიათ ის ხელმეორედ მიიღონ. ამის შემდეგ, პრეზიდენტი ვალდებული იქნება დოკუმენტს ხელი მოაწეროს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/trialeti-300x248.jpgტელეკომპანია “თრიალეთის” ინფორმაციით, კარალეთში მომხდარი ინციდენტისას მათ ჟურნალისტებზე ზოწოლა განხორციელდა. “კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში კოალიაცია `ქართული ოცნების~ ლიდერების დევნილებთან შეხვდრის გადასაღებად მისულ `თრიალეთის~ გადამღებ ჯგუფს ადგილზე მობილიზებულმა ბადრი ბასიშვილის ზონდერ-ბრიგადებმა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულმა პირებმა პროფესიული საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს. ერთ-ერთმა ქალბატონმა `თრიალეთის~ ჟურნალისტს მიკროფონი დაუმტვრია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტების დარბევაში მონაწილეობდნენ პარლამენტარ ბადრი ბასიშვილის ზონდერ ბრიგადების წევრები და ადგილობრივი მამასახლისები. ესენი არიან: გიგი გოჩაშვილი, ვანო მიდოდაშვილი, ლევან მაისურაძე, ბესო კახნიაშვილი. აქვე დაფიქსირდა პარლამენტარ ბადრი ბასიშვილის ავტომანქანაც. ეს არ არის `თრიალეთის~ ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის პირველი შემთხვევა. ჟურნალისტებზე თავდასხმის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ხაშურის რაიონში დაფიქსირდა, რის გამოც ჩვენ მივმართეთ შიდა ქართლის საოლქო პროკურატურას, თუმცა საქმე დღემდე გამოძიებული არ არის”, – აღნიშნულია “თრიალეთის” განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, რუსთავის "მეტალურგი" "ტეუტას" დიდი ანგარიშით ამარცხებს. პირველ ტაიმში, მასპინძლებმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. მე-14 და მე-19 წუთებზე, 2 ეფექტური გოლის გატანით, დუბლი თექთურმანიძემ გაიფორმა. 37-ე წუთზე, ტატანაშვილმაც გაიტანა და ის ანგარიში დააფიქსირა, რომლითაც "მეტალურმა" პირველ მატჩში იმარჯვა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=2d4d7ec1-4ae7-47cb-bffa-0ee0798113fb.jpg&size=500 View the full article
-
რამდენიმე საათში საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში ჩაებმება. სლოვენია კონტინენტის პირველობას მასპინძლობს, სადაც საქართველო С ჯგუფში თურქეთის, ესპანეთისა და ლატვიის ნაკრებებთან მოხვდა. ქართველების პირველი მეტოქე ლატვია იქნება, რომელთან საბრძოლველადაც ქართველები სრულად მობილიზებულები არიან.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=6e00d4f3-1e37-434a-8248-b0d27d92b603.jpg&size=500 View the full article
-
ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, "აქტობესა" და "ტორპედოს" შორის მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, რაც ქუთაისელ ფეხბურთელებს ხელს არ აძლევთ. აგნარიშის გარდა, ქართველ გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს არც პირველ 45 წუთში ნაჩვენები თამაში აძლევს. შესვენებადმე, "აქტობემ" "ტორპედო" აშკარად დაჯაბნა და რამდენიმე ეპიზოდში, მასპინძლებს გატანაც მართებდათ, მაგრამ ქუთაისელთათვს სასიხარულოდ, ანგარიში არ გახსნილა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=628296b9-6d30-42ef-b043-acea8c69acf6.jpg&size=500 View the full article
-
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, რუსთავის "მეტალურმა", ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, ალბანური "ტეუტა" 6:1 გაანადგურა. პირველ მატჩში 3:0 მოგების შემდეგ, რუსთაველებს შემდეგი ეტაპის საგური თითქმის განაღდებული ჰქონდათ, მაგრამ მათ მეტოქე არც განმეორებით შეხვედრაში დაინდეს. პირველ ტაიმში, მასპინძლებმა "ტეუტას" 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. აქტივში დუბლი ჩაიწერა თექთურმანიძემ, ხოლო ერთხელ მეტოქის კარი ტატანაშვილმა აიღო. მე-2 ნახევარში გატანილი გოლით, დუბლი ტატანაშვილმაც გაიფორმა. სტუმრებს თითოჯერ გეწაძემ და მიქაბერიძემ გაუტანეს.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=59a4d04b-2ec1-4081-8636-3a3bdf7fb378.jpg&size=500 View the full article
-
სლოვენიაში დაიწყო ევროპის 20 წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ასპარეზობს თურქეთის, ლატვიისა და ესპანეთის ნაკრებებთან ერთად. პირველი შეხვედრა ქართველ კალათბურთელებს ლატვიის ნაკრებთან ჰქონდათ. შეხვედრა ლატვიელთა აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 88-50.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=10345a68-ca81-4a49-835d-73344b1d8082.jpg&size=500 View the full article
-
ევროპის ლიგის 2012-13 წლების სეზონის გათამაშება წარუმატებელი გამოდგა "ტორპედოსთვის". ქუთაისური გუნდი გათამაშებას პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. ერთი კვირის წინათ, ქუთაისში 1:1 თამაშის შემდეგ, "ტორპედოს" ყაზახეთში აუცილებლად გატანა მართებდა, მაგრამ გოლს ვინ ჩივის, რომ არა მეკარე მიგინეიშვილი, გეგუჩაძის გუნდი განადგურებას ვერ გადაურჩებოდა. მთელი თამაშის განმავლობაში, "აქტობე" დიდ უპირატესობას ფლობდა. ყაზახებმა შეხვედრის ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე, ბიკმაევის შორეული დარტყმით გაიტანეს.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=aad263ca-a948-4202-9767-4b2e07dddc68.jpg&size=500 View the full article
-
შვიდწლიანი შესვენების შემდეგ ევროტურნირებზე დაბრუნებულმა ქუთაისის "ტორპედომ" ევროპის ლიგაზე მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოასწრო. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელები "აქტობესთან", 2 მატჩის ჯამში, მხოლოდ 1:2 დამარცხდნენ, მაინც შეიძლება ითქვას, რომ გია გეგუჩაძის გუნდი ევროპის ლიგას სამარცხვინოდ გამოეთიშა. http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=cc36bc85-3faf-45ec-9f2c-fcc997f5921d.jpg&size=500 View the full article
-
დღეს ქუთაისში,ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში 8, 10 და 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს შორის ევროპის თასის გათამაშების უკანასკნელი, მეშვიდე ტურის პარტიები გაიმართა და ასპარეზობის საუკეთესო ნორჩი მოჭადრაკეებიც გამოვლინდნენ.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=f2ec52d0-421c-4dad-9af8-95d3346954c2.jpg&size=500 View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/10/lortqifanize.jpgკარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კახეთის საინფორმაციო ცენტრი პარლამენტის წევრს, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარეს დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა. „რა კომენტარი უნდა გავაკეთო აბა, სუფრასთან ვზივარ, მეხუთე ჭიქას ვსვამ, ხვალისთვის გადავდოთ. პეტრე–პავლობას გილოცავთ,“ – განუცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – კახი კალაძე, გია ყარყარაშვილი, სოზარ სუბარი, გია ვოლსკი კარალეთის მაცხოვრებლები 15 ივლისს, გორში დაგეგმილ აქციაზე უნდა მიეწვიათ. გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. იხილეთ epn.ge
-
საქართველოს ბაზარზე რუსული ავიაკომპანია UTair-Ukraine Airline შემოვიდა და 25 ივლისიდან ყოველ ოთხშაბათს რეგულარულ რეისებს დონეცკის მიმართულებით შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია 2009 წლიდან ოპერირებს და ძირითადად უკრაინისა და რუსეთის ბაზრებზეა წარმოდგენილი. მის ფლოტში არსებული თვითმფრინავები ექსპლუატაციის დაბალი ხარჯით გამოირჩევიან. საქართველოს ბაზარზე ბილეთი დონეცკისკენ ერთი მიმართულებით 365 ლარი ეღირება. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/tugushi2.jpgსაქართველოს სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაატარონ სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები, კარალეთის ინციდენტში მონაწილე სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, ომბუდსმენის აპარატი კარალეთში, მოსახლეობასთან “ქართული ოცნების” შეხვედრისას მომხდარ ფაქტზე ახსნა-განმარტებებისა და ინფორმაციის მოპოვებას განაგრძობს. “საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გორის მოქალაქეთა ჯგუფმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე და ჟურნალისტი დაშავდა. ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გორის საავადმყოფო “გორმედში” აქციის დაახლოებით 13 მონაწილე სხვადასხვა დაზიანებით იმყოფება. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე დაუკავშირდა დაშავებულ ჟურნალისტებს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან სააგენტო “ინფო-9″-ის წარმომადგენლები თამთა ილურიძე, ეკა ილურიძე, შორენა ხაბალაშვილი, რეზო ნადირაძე და ლექსო ალექსიძე, “მე-9 არხის” ჟურნალისტები ნუკრი ბეგლარაშვილი და ნოდარ სხირტლაძე, ტელეკომპანია “თრიალეთის” წარმომადგენლები ნინო ბოლაშვილი და მამუკა ქევხიშვილი და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი. ჟურნალისტთა ზეპირი განმარტებით, მათ ნაწილს დაზიანებული აქვს ტექნიკა და ამჟამად, შსს გორის სამმართველოში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გაატარონ სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებები სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირების მიზნით”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. იხილეთ epn.ge
-
სამხრეთ კაროლინის მცხოვრებლებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყავახანების უსხვილესი ქსელის Starbucks-ის ყავის დაგემოვნება არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ დამკრძალავ ბიუროში შეეძლებათ. ბიურო – Robinson Funeral-ს სამხრეთ კაროლინაში უკვე მეოთხე თაობა მართავს. ამ თაობის წარმომადგენელი კრის რობინსონია, რომელიც ადგილობრივ გამოცემასთან, WSPA-სთან ინტერვიუში ყვება, რომ ყავის გაყიდვა ოჯახური ბიზნესისთვის ახალი ხილი არაა: მისმა ბაბუამ კუბოების გაყიდვა სულ თავიდან ჩვეულებრივ მაღაზიაში დაიწყო, სადაც ადამიანები ყველაზე ხშირად სწორედ ყავის დასალევად შედიოდნენ. როცა ნახა, რომ კუბოებით ვაჭრობა ყავით ვაჭრობაზე არანაკლებ მოგებიანი იყო, ძველ მაღაზიას ახალი ნაგებობა მიადგა, სადაც დამკრძალავი ბიურო გახსნა. Starbucks-ის ორიგინალური ოფისი დამკრძალავ ბიუროში უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას და მისი სამუშაო საათები ბიუროს სამუშაო საათებს დაემთხვევა. View the full article
-
სამოქალაქო კამპანიაში – „ეს შენ გეხება“ – შემავალმა საზოგადოებრივმა და მედიაორგანიზაციებმა ტელეკომპანია მაესტროს კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი დამოუკიდებელი მედიასაშუალების საქმიანობის შეფერხების მცდელობად შეაფასეს. მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მას საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია იმის დასამტკიცებლად, რომ ტელეკომპანია მაესტრო ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებს ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით გაურიგდა. ჯგუფმა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ადეკვატური რეაგირებისკენ, ხოლო ხელისუფლებას მტკიცებულებების საჯაროდ წარმოდგენისკენ მოუწოდა. მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე არგუმენტი უკვე წარმოადგინა. ამ არგუმენტების საფუძველზე პროკურატურა აცხადებს, რომ ტელეკომპანია მაესტრომ ათასობით სატელიტური ანტენა შემოიტანა. ამასთან, მთელ პროცესს გეგმავდა და აკონტროლებდა არა მაესტრო, არამედ შპს ელიტა-ბურჯი. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სატელიტური ანტენების რეალური მესაკუთრის ანუ გლობალ კონტაქტ კონსალტინგისა და ელიტა ბურჯის დაფარვის მიზნით, ეს უკანასკნელი მზად იყო ანტენების ეტიკეტების ხელახლა დასამზადებლად და შესაფუთად რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარი გადაეხადა. თუმცა, აღნიშნული სქემის განხორციელება სრულად ვერ მოხერხდა და ტვირთის ნაწილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტების მიხედვით მაესტროს საკუთრებაა, ეტიკეტების მიხედვით, ისევ გლობალ კონტაქტ კონსალტინგს ეკუთვნის. View the full article