Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ხარებისა და ადამიანების ერთობლივი რბოლა სისხლის ფასად. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/sVjAUVDF5-I palitratv.ge
  2. Warner Bros-მა მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა პრემიერამდე 2 კვირით ადრე გვეხილა 13 წუთიანი კლიპი მუქი რაინდის აღზევებიდან. ტელე-რეპორტაჟის საშუალებით ჩვენ ვიხედებით კრისტოფერ ნოლანის საოცარ სამყაროში და ვიგებთ თუ როგორ იღებს ეს ფენომენალური რეჟისორი ამა თუ იმ სცენებს, ასევე კლიპი დატვირთულია მთავარი როლების შემსრულებლებთან და პროდიუსერებთან ინტევიუებით და თუ ცოტა მაინც გესმის ინგლისური ბევრ საინტერესო ფაქტს გაიგებთ The post The Dark Knight Rises – უნიკალური 13 წუთიანი ტელე-რეპორტაჟი appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
  3. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61314.jpg აშშ-ის ლოგისტიკის დეპარტამენტი პროდუქციას საქართველოსგანაც შეიძენს. მას ამის უფლებას კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება აძლევს. ამ თემაზე, დღეს, საქართველოს მთავრობისა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე იმსჯელეს. დღეს, შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა. სიმპოზიუმი ორ დღეს გასტანს – ამ პერიოდში პენტაგონის მაღალჩინოსნები 120 ქართულ კომპანიას განუმარტავენ, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამერიკის თავდაცვის უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, რომლისთვისაც ვაშინგტონმა წელს 47 მილიარდი გამოყო. აღსანიშნავია, რომ პენტაგონის ტენდერებში მონაწილეობის საშუალება საქართველოს წელს პირველად ეძლევა. View the full article
  4. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61313.jpg აშშ-ის "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI), დღეს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. `ენ-დი-აის` კვლევა 4-დან 22 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში ასახულია მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების, საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხების მიმართ. ტრადიციულად, ამერიკულმა ორგანიზაციამ პოლიტიკური რეიტინგები არ გაასაჯაროა და მხოლოდ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილა ყურადღება. `ენ-დი-აის` კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის გამოკითხულთა 58 პროცენტი სამუშაო ადგილებს ასახელებს, 33 % -ტერიტორიულ მთლიანობას, ამდენივე - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, 27 % - სიღარიბეს და 21% - პენსიებს. კვლევის პერიოდში გამოკითხულთა 69 % თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. კითხვაზე, - როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, - პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 53 % მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 23% კი საპირისპიროს ადასტურებს. კითხვაზე, - ”საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?” - გამოკითხულთა 38-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, 43-მა - უარყოფითი გამოკითხულთა 32 % მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას; 22% თვლის, რომ საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება; 19% აცხადებს, რომ საქართველო მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის დემოკრატიული; 15% კი მიიჩნევს, რომ საქართველო მომავალში შესაძლოა გახდეს დემოკრატიული, თუმცა ამჟამად ამ მიმართულებით არ ვითარდება. ენდიაის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 58 % სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ან საერთოდ გამოკითხულთა 33% არ ეთანხმება. ამომრჩეველთა სიის დაზუსტებისთვის შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის საქმიანობა ძირითადად ეყრდნობა ამომრჩეველთა სიის კარდაკარ გადამოწმების მეთოდს. იცოდით თუ არა ამ კომისიის შესახებ? ამ კითხვაზე გამოკითხულთა 78-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა. ამდენივე გამოკითხული მიიჩნევს, რომ ამ კომისიის საქმიანობა გააუმჯობესებს ამომრჩევლის სიებს. უარყოფითი პასუხი ამ კითხვაზე 9 პროცენტმა გასცა. აშშ-ის "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 55 % მიიჩნევს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან ან მეტნაკლებად კარგად ჩატარდება. 21 პროცენტი კი თვლის, რომ არჩევნები ნაწილობრივ ან სრულად გაყალბდება. გამოკითხვის მიხედვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მთავარი დაბრკოლება ამომრჩეველთა მოსყიდვაა, ასე ფიქრობს გამოკითხულთა 22 %. ენდიაის კვლევებში საგარეო ურთიერთობებზეც არის საუბარი, გამოკითხულთა 44 მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, - საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, - გამოკითხულთა 70 პროცენტისათვის მისაღებია, ნატოს წევრობას 62 % უჭერს მხარს, პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება რუსეთთან დიალოგის გამართვის შესახებ იმ პირობით, თუ რუსეთი გაიწვევს საელჩოებს აფხაზეთიდან და ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთიდან, მისაღებია 55 პროცენტისთვის, ამდენივე მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, დადებითი პასუხი 75-მა პროცენტმა გასცა. არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გამოკითხულთა 25 % არ გეგმავს. View the full article
  5. ##image#9925#1#ის­რა­ე­ლის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ეჰუდ ოლ­მერ­ტი იე­რუ­სა­ლი­მის სა­სა­მარ­თლომ კო­რუფ­ცი­ის საქ­მე­ებ­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. ის ორ საქ­მე­ში გა­ა­მარ­თლეს. სა­სა­მარ­თლომ ოლ­მერ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მი­სი დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბის­თვის არა­საკ­მა­რი­სად მი­იჩ­ნია. სა­სა­მარ­თლომ ოლ­მერ­ტი მე­სა­მე, ნაკ­ლე­ბად სე­რი­ო­ზულ საქ­მე­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ, რო­მე­ლიც კო­რუფ­ცი­ას არ ეხე­ბო­და. ამ შემ­თხვე­ვა­ში ოლ­მერტს ბრა­ლად ედე­ბო­და ვაჭ­რო­ბი­სა და ინ­დუს­ტრი­ის მი­ნის­ტრო­ბის დროს მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­სარ­გებ­ლო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში. სა­სა­მარ­თლო ოლ­მერტს გა­ნა­ჩენს სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­უ­ტანს. ოლ­მერ­ტი ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რი 2006 წელს გახ­და. 2008 წელს კო­რუფ­ცი­ულ­მა სკან­დალ­მა ის აი­ძუ­ლა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ის­რა­ე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ნაც­ვიფ­რა ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის მო­რის ტა­ლან­სკის გან­ცხა­დე­ბამ, რომ მან წლე­ბის მან­ძილ­ზე ოლ­მერტს ჯამ­ში 150,000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და. ტა­ლან­სკის გან­ცხა­დე­ბით, ის ოლ­მერტს ფულს კონ­ვერ­ტით აწ­ვდი­და. თან­ხე­ბი გან­კუთ­ვნი­ლი იყო, რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ე­ბის­თვის, ისე პრე­მი­ე­რის პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის. კი­დევ ერთ კო­რუფ­ცი­ულ საქ­მე­ში ოლ­მერტს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, რომ იე­რუ­სა­ლი­მის მე­რო­ბი­სა და მი­ნის­ტრო­ბის დროს, ის­რა­ე­ლურ სა­ჯა­რო და საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ა­გენ­ტო­ებს სა­გა­რეო ვი­ზი­ტე­ბის­თვის ზედ­მეტს ახ­დე­ვი­ნებ­და. ოლ­მერ­ტის პრე­მი­ე­რო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო პა­ლეს­ტი­ნურ მხა­რეს­თან გაქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით. თუმ­ცა პრო­ცე­სი 2008 წლის ბო­ლოს ის­რა­ე­ლის მი­ერ ღა­ზის სექ­ტორ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ამ შე­ა­ჩე­რა. ოპე­რა­ცი­ის მი­ზა­ნი სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვე­ბი­სა და ღა­ზა­ში ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბის შეწ­ყვე­ტა იყო. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ოლ­მერ­ტი ყუ­რად­ღე­ბის ცენ­ტრში იშ­ვი­ა­თად ხვდე­ბო­და. თუმ­ცა სა­სა­მარ­თლოს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ მან გა­ნაც­ხა­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას უფ­რო ხში­რად შე­ახ­სე­ნებს თავს. მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი მის პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ გა­მო­რიც­ხა­ვენ. View the full article
  6. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/bachuki-qardava1-300x253.jpg“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ სტუდენტებთან შეხვედრისას ახალგაზრდებს პარტიის პოზიცია გააცნო. როგორც ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვალს ჰგავს. მისივე თქმით ივან იშვილი და ყველა ის პოლიტიკოსი ვინც რუსეთის საამებლად აცხადებს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო „მიხეილ ვორონცოვის იდეების გამგრძელებელია“. “ბატონი ივანიშვილი და რიგი მისი თანამოაზრეებისა, ზუსტად მაგონებს კავკასიაში მეფისნაცვალ ვორონცოვს, რომელიც საქართველოს კოლონიზაციას და რუსეთის იმპერიასთან სრულად შერწყმის საქმეს მოქნილად და მეთოდურად ახორციელებდა, პირველ რიგში კულტურული ღონისძიებებით. მის დროს აღსდგა თეატრი, დაიწყო ოპერის მშენებლობა, გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა, ახალგაზრდებს აგზავნიდა რუსეთში სასწავლებლად, მაშინდელ ინტელიგენციას ხელფასებითა და ჩინ-მედლებითაც ანებივრებდა, მაგრამ ის ბოლომდე რუსეთს მეფის უერთგულესი მსახური იყო”,-აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ. opinion.ge View the full article
  7. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/akaki-minashvili-300x295.jpgუმრავლესობის წევრის აკაკი მინაშვილს განცხადებით, ყველაზე მთავარია ის, რომ ხელისუფლებისთვის ეს კვლევები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებაა და ეს საკითხებია სამუშაო ადგილები, პენსიები, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ტერიტორიული მთლიანობა. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და გაგრძელდება კიდეც. კონკრეტულად დემოკრატიასთან მიმართებაში ადამიანების დამოკიდებულების გაუარესების შესახებ, მინაშვილი ამბობს, რომ ბევრი რეფორმა ჩაატარა ხელისუფლებამ, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. ამ რეფორმებს შორის მინაშვილმა “მასთ ქერი” დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ პრინციპის გატარების მიზანი, ადამიანების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაა. “საქართევლოში დემოკრატიის პრობლემა არ არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატია კონსოლიდირებულია, ჩვენ ბევრი რეფორმა ჯერ კიდევ გასატარებელი გვაქვს, ეს რეფორმები საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გაგრძელდება”, – დასძინა მინაშვილმა. დეპუტატს ასევე მიაჩნია, რომ პოლიტიკური დემოკრატიის დამაზიანებელი პოლიტიკური კორუფციაც არის და ამ მხრივ მინაშვილი „ბრალს “ ბიძინა ივანიშვილს სდებს. “ეს არ არის მარტო ჩვენი სიტყვები, ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი საერთაშორისო ექსპერტის და საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ადამიანების მოსყიდვა, ეს არის დემოკრატიისთვის სერიოზული ზიანი”, – განაცხადა მინაშვილმა. opinion.ge View the full article
  8. "პალიტრა მედიასა" და ბიბლიოთეკას შორის ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/b3XDt4tvb-A palitratv.ge
  9. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/tavisufali-saqartvelo2-300x212.jpgმაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში შეთანხმებულ კანდიდატებს პარტია “თავისუფალი საქართველო”, “ტრადიციონალისტთა კავშირი” და “თეთრები” წარადგენენ. “თავისუფალი საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა არის 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის დამარცხება. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიეცეს საშუალება, გააკეთოს რეალური არჩევანი არა მხოლოდ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მქონე, არამედ ეროვნულ და ტრადიციულ ფასეულობებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის. opinion.ge View the full article
  10. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61312.jpg ეუთოს გენერალური მდივანი, ლამბერტო ზანიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო. შეხვედრაზე წინაასარჩევნო გარემო და მომავალი არჩევნები განიხილებოდა. საუბარი შეეხებოდა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესსაც. ეუთო ერთგული რჩება პრინციპების, რადგან მიაჩნია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ერთადერთი გზაა შედეგის მისაღწევად. ლამბერტო ზანერმა, გრიგოლ ვაშაძესთან საუბრის შედეგ, მედიასთან შეხვედრაზე, ეუთოს მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციაც შეაფასა. ზანიერი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას საარჩევნოდ საქართველოში დამკვირვებელთა გამომგზავნის შესახებ. მისი განმარტებით, ქვეყანაში 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი უშუალოდ არჩევნების პროცესს დააკვირდება. "ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეუთოდან, ODHIR-იდან მივიღეთ უკვე დამკვირვებლები, რომლებიც წინასააეჩევნო პროცესებს აკვირდებიან. ვისაუბრეთ იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც არის ჩვენს რეგიონში და იმაზე, როგორ უნდა დაუპირისპირდნენ ამ საფრთხეებსა და გამოწვევებს," - განაცხადა ვაშაძემ. "კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა მინისტრთან. საქართველო ეუთოს აქტიური წევრია და განვიხილეთ უამრავი თემა. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ჟენევის დისკუსია, ასევე ვისაუბრეთ ეუთოს შემდგომი ჩართულობის თაობაზე საქართველოსთან და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების საკითხებზე. ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე იღებს, წევრ ქვეყნებთან ერთად. მონაკოში გამართული საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მიღებული დოკუმენტი ასახავს პარლამენტართა ხედვას ამ კონკრეტულ საკითხებზე," - განაცხადა ზანიერმა. View the full article
  11. ვინ შეიძლება იყოს "ჯოზეფ ქეი 2", რომლის დანიშვნას ხელისუფლება "ქართუ ბანკის" ხელმძღვანელად აპირებს და რა დარღვევები აღმოაჩინა "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიებში სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/IaFJtumlSFk palitratv.ge
  12. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/wulukiani_tea-270x180.jpgკოალიციის ლიდერების მხარდამჭერებთან შეხვედრების ჩაშლის მცდელობის ფაქტები კოალიცია “ქართული ოცნების“ წარმომადგენლმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს გააცნო. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნო იუწყება, წულუკიანმა ომბუდსმენს ის ფაქტობრივი ვიდეომასალა გადასცა, რომელიც ბოლო დღეებში კოალიციის მიერ შიდა ქართლში გამართულ შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებს ასახავს. საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, ის უკვე ფლობდა ინფორმაციას ამ ფაქტების შესახებ. opinion.ge View the full article
  13. მუმიებს ძველ ეგვიპტეში ამზადებდნენ. ის წარმოადგენს მიცვალებული ადამიანის (ზოგ შემთხვევაში ცხოველის) სპეციალურ საფენებში გახვეულ სხეულს გარკვეული პროცედურების ჩატარების შემდეგ.ეგვიპტური ლეგენდის თანახმად პირველი მუმია ეგვიპტელმა ქალღმერთმა- ისისმა დაამზადა.სანამ ამ ლეგენდას მოგითხრობთ, მინდა გარკვეული წარმოდგენა შეგიქმნათ მასში “მონაწილე” პერსონაჟებზე. (ყველა ეს პერსონაჟი ეგვიპტელთა ღმერთები არიან)ოსირისი- ზედა და ქვედა ეგვიპტის მბრძანებელი. მან ... View ucnauri.com
  14. საქართველოს მოსახლეობა ინფორმაციის მთავარ წყაროდ ტელევიზიას, კერძოდ კი “რუსთავი 2”-ს და “იმედს” იყენებს და ამ მხრივ ვითარება გასული წლის სექტემბერსა და 2012 წლის თებერვალში NDI-ის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვით მიღებული სურათის ანალოგიურია. ამას ადასტურებს მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც ამერიკის ეროვნულ- ინსტიტუტმა (NDI) 10 ივლისს გამოაქვეყნა. 10 ივლისი, 2012 - 18:52 10 ივლისი, 2012 - 18:52 By: თამარ ფარადაშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/ndi_0.jpg სრული ტექსტი View the full article
  15. Nike სპორტული აქსესუარების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა და ძალიან ცნობილი ბრენდია. შესაბამისად მისი რეკლამებიც სპორტულ თემატიკას უკავშირდება. გთავაზობთ ნაიკის საინტერესო რეკლამებს ფეხბურთის თემაზე.. View ucnauri.com
  16. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/axali-memarjveneebis-axali-logo4-300x198.jpgროგორც “ახალი მემარჯვენეების” ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან კალანდაძემ ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, “ოზურგეთში სადაზღვევო პოლისით უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება”. კალანდაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მერიელებს არც გზა აქვთ, არც წყალი, მათთვის მაინც ყველაზე მტკივნეული ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობაა. “სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უმწეოს სადაზღვევო პოლისით უკმაყოფილებას გამოხატავენ. დაზღვეულები აცხადებენ, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღება რთულდება, ხშირად უარს იღებენ, ექიმები იმ მედიკამენტებს უწერენ, რომელსაც სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს. კარგია, რომ ქვეყანაში დაზღვეულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ ამავე დროს დაზღვეულთა სამედიცინო მომსახურების ოპერატიულობა და ხარისხი რომ ეცემა, ეს სერიოზული პრობლემაა და როგორც სადაზღვევო კომპანიების, ისე მედიაციის სამსახურის რეაგირების საგანი უნდა გახდეს”, – განაცხადა კალანდაძემ. opinion.ge View the full article
  17. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) დღეს, 10 ივლისს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც ეხება საქართველოში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს, მათ შორის –არჩევნებს, მედიას, ივანიშვილის მოქალაქეობას, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გაპრემიერებას, საგარეო პოლიტიკიას და ა.შ. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. რადიო "პალიტრის" (FM 103,9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა "ქართუ ჯგუფის" აქციების აუქციონზე გატანის არაკანონიერებაზე ისაუბრა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/b49w64qT4vs palitratv.ge
  19. შესაძლოა, განმეორებითი აუქციონი დაინიშნოს ან გამოიცეს განკარგულება, რომლითაც ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/LCLRU4f4RpU View the full article
  20. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/mixail-saakashvili91-300x300.jpgროგორც ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას განცახადა, “საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს რამდენიმე ათეული დამკვირვებელი დააკვირდება, არჩევნების მიმდინარეობას კი კიდევ დამატებით რამდენიმე ათეული დაემატება”. მხარებმა ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითრებაზე იმსჯელეს. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა ევროპული ინსტიტუტებიდან ქვეყანაში ბევრი დამკვირვებლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი და თავად არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად წარიმართოს. ლამბერტო ზანიერიმ კი ქვეყნის პირველ პირს ამ საკითხში მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ საქართველოში რამდენიმე ათეული დამკვირვებელი წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდება და დამატებით რამდენიმე ათეული – არჩევნების მიმდინარეობას. opinion.ge View the full article
  21. რუს ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი შვი­ლი მი­სი თა­ვი­დან მო­შო­რე­ბის მიზ­ნით, გა­სულ წელს მოს­კო­ვის ერთ-ერ­თი სა­მან­ქა­ნო გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე და­ტო­ვა, 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 24 წლის ელე­ნა ოსი­ნამ და მის­მა უმ­ცროს­მა ძმამ ალექ­სან­დრმა, რო­მელ­საც პა­ტიმ­რო­ბა 10 წლით შე­ე­ფარ­და, ბავ­შვის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა აღი­ა­რეს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 2011 წლის ივ­ნის­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მოს­კო­ვის ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი გზის სა­მან­ქა­ნო ნა­წილ­ზე იმ მიზ­ნით და­ტო­ვეს, რომ მას ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­და­უვ­ლი­და. მას შემ­დეგ, რაც ერთ-ერ­თმა თვით­მხილ­ველ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბავ­შვის დე­და და მი­სი ძმა და­ა­კა­ვეს. ბავ­შვი მოგ­ვი­ნე­ბით აღ­საზ­რდე­ლად სხვა ოჯახს გა­დას­ცეს. View the full article
  22. მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ წარსულის ძალები საქართველოს წარსულში დაბრუნებას ცდილობენ. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/gkSl21GWDJ8 palitratv.ge
  23. <img src = "img/multimedia/a10225.jpg" > ვინც ამ სათაურში აზრობრივ შეცდომას დაინახავს და იკითხავს, თუ რა გამოცნობა უნდა ქმარს, როდესაც ის უკვე რა ხანია გამოცნობილია, ვამცნობთ, რომ აქ საუბარია არა საკუთარ ქმარზე, არამედ სხვათა ქმრებზე... droni.ge
  24. 20:25 10.07.2012 შსს-ს თანამშრომლებმა ტაქსის მძღოლებად დაიწყეს მუშაობა. ეს მათ გაჭირვების გამო არ გაუკეთებიათ. ნაციონალებმა ახალი სქემა შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც, შსს-ს თანამშრომლების ნაწილს დავალება მისცეს, რომ ტაქსის მძღოლებად „გარდაიქმნენ“ და მოსახლეობას მოემსახურონ. http://1.bp.blogspot.com/-FNOYVyw4QFI/T_xAu8Zz92I/AAAAAAAAHrI/1wl4m7Zvplc/s200/taqsi%2Btbilisi.jpgშსს-ს თანამშრომლებმა საკუთარ მანქანებს ტაქსის აღმნიშვნელი ნიშანი დაადგეს და „სატაქსაოდ“ გავიდნენ. მოქალაქე, რომელიც ტაქსს აჩერებს, აზრადაც არ მოსდის, რომ მას შსს-ს თანამშრომელი ემსახურება და არა ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლი. ასეთი ფაქტის მოწმე ამ დღეებში რამდენიმე თბილისელი გახდა. მათ ტაქსი გააჩერეს და როდესაც დანიშნულების ადგილას მივიდნენ, ეზოში მდგარმა ბიჭებმა საკუთარი რაიონის პოლიციის თანამშრომელი ამოიცნეს. რისთვის დაჭირდათ შსს-ს თანამშრომლებს ამგვარი ტრანსფორმაცია ძნელი გამოსაცნობი არ არის, თუ იმ საუბრის შინაარსს გავითვალისწინებთ, რომელიც ვითომ ტაქსის მძღოლსა და მის მგზავრს შორის გაიმართა. შსს-ს თანამშრომლები მგზავრთან საუბარს ნაციონალების კრიტიკით იწყებენ და ამით მოსახლეობის განწყობის გაგებას ცდილობენ. მას შემდეგ რაც მგზავრის რეაქციას მიხვდებიან, პირდაპირ საქმეზე გადადიან. მათი ტექსტის შინაარსი დაახლოებით ასეთია: ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მიერ გამოგზავნილი კაცია, მას ხალხი ბრმად არ უნდა ენდოს, რადგან ქვეყანას დაღუპავს. მგზავრთან „გულახდილი“ საუბრისას, მძღოლს მეტი დამაჯერებლობისთვის გარკვეული მაგალითებიც მოჰყვს, რომელიც ივანიშვილის რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან კავშირზე მიუთითებს. ტაქსის მძღოლის საქმიანობას ამოფარებულ შსს-ს თანამშრომლებს მოსახლეობაში ჭორებისა და ინფორმაციის „დიდი დოზით“ გავრცელება ევალებათ. ასე, რომ ნაციონალებმა ხალხზე „ზრუნვა“ იმდენად მოინდომეს, რომ საკუთარი „ტაქსით“, არც მეტი არც ნაკლები, შსს–ს მაღალი თუ დაბალი რანგის ჩინოვნიკები მოგემსახურებიან. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
×
×
  • შექმენი...