planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/saakashvili1-300x225.jpgროგორც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბათუმში ევროპის სახალხო პარტიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის სამუშაო სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, ევროპარლამენტში გამართულმა დებატებმა დაადასტურა, რომ “ევროპა არც ფულზე იყიდება და არც დიდ, განსაკუთრებით რუსულ ფულზე”. “თქვენ იცით, რომ ევროპარლამენტში დებატებზე საქართველოს შიდა საკითხები იქნა განხილული. პრაქტიკულად, ყველა ფრაქციის წარმომადგენელი გამოვიდა და მე ვფიქრობ, ძალიან ნათელი გზავნილი გაუგზავნეს ყველას, რომ ევროპა არ იყიდება არც ფულზე და არც დიდ ფულზე, განსაკუთრებით – რუსულ ფულზე. ეს არის ჩემთვის ნათელი გამოხატულება, რატომ გვინდა, ჩვენ ევროპაში. განსხვავებით სხვა სივრცისგან, სადაც ჩვენ უკან მიგვათრევენ, ევროპული სივრცე, სადაც ჩვენ მივდივართ, ჩვენი ისტორიული კულტურული გარემოა, სადაც ასეთი მაქინაციებით, მოსყიდვებით საქმეს ვერ გააჩალიჩებ და ვერ გაჩარხავ, როგორც ეს კრემლის დერეფნებში ხდებოდა”, – განაცხადა სააკაშვილმა. opinion.ge View the full article
-
საინფორმაციო კოლაჟი. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/SvXXSsryBD0 palitratv.ge
-
<img src = "img/multimedia/a10223.jpg" > სტატია მომზადებულია delfi.lt-ზე დაყრდნობით... droni.ge
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/mishiko1-300x214.jpgროგორც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბათუმში ევროპის სახალხო პარტიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის სამუშაო სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მქონე ქვეყანა იქნება. “ის, რაც ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ ბათუმში, ამას თითოეული ქართველისთვის უახლოესი წლების განმავლობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. პირველი არის ის, რომ დეკლარაციამ მხარი დაუჭირა, ევროკავშირმა ნათლად გამოხატოს მზადყოფნა საქართველოს და ამ ქვეყნების, რომლებიც მზად იქნებიან, ევროკავშირის წევრობისთვის. ეს ძალიან სერიოზული განაცხადია. ჩვენ მომავალ წელს გვაქვს სრულიად რეალისტური შანსი, გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროდუქცია ბაჟის გარეშე შევიდეს ევროპის კავშირის ქვეყნებში, რაც ათობით ათას ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს. მეორე, ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ჩვენ ამმხრივ ძალიან სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ. შანსი გვაქვს, მომავალი წლისთვის ეს მოლაპარაკებები დავამთავროთ. თუ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენ ვილნიუსის სამიტმა მოგვცა განაცხადი, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები უნდა გავხდეთ, ეს იქნება ისტორიული გარღვევა საქართველოსთვის. ეს ვადა ჩემთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს ემთხვევა ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს და თუ შევძლებთ, ამ დროისთვის საქართველო ვაქციოთ მყარად ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მქონე ქვეყანად, უვიზო მიმოსვლით, თავისუფალი ვაჭრობის მქონე ქვეყანად, ეს არის ოცნების იქით. ჩემი პრეზიდენტობა დავიწყე იმით, რომ ევროკავშირის დროშა ავწიეთ და მაშინ ბევრს ეს სასაცილოდ არ ეყო და ჩემი პრეზიდენტობის ვადას დავასრულებ იმით, რომ ევროკავშირის დროშას ევროპასთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა საქართველოსთვის დაემატება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. opinion.ge View the full article
-
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა აცხადებს კონკურს რადიო ჯიპას მენეჯერის ვაკანსიაზე. მოკლე ინფორმაცია სკოლის შესახებ – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიური სკოლა უკვე 10 წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებებით, რითაც ემსახურება თავისუფალი მედია გარემოს განვითარებას კავკასიის რეგიონში. ძირითადი მოთხოვნები (კვალიფიკაცია): 10 ივლისი, 2012 - 18:05 15 ივლისი, 2012 - 18:05 სრული ტექსტი View the full article
-
##image#9923#1#საქართველოში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ, NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე ისაუბრა. “როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოს მოსახლეობას იმაზე უფრო ნიუანსური და დეტალური დამოკიდებულება აქვს პოლიტიკის მიმართ, ვიდრე პოლიტიკოსებს გააჩნიათ და მედიის საშუალებით შუქდება. მედია და პოლიტიკური პარტიები ყველაფერს უფრო შავ-თეთრ ფერებში უყურებენ, ხოლო საქართველოს მოსახლეობას ამ ყველაფრის მიმართ მრავალფეროვანი დამოკიდებულება აქვს”-განაცხადა ლუის ნავარომ ჟურნალისტებთან საუბრისას. NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით, 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/siebis-dazusteba1.jpgNDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის შესახებ მოსახლეობის უმრავლესობა ინფორმირებულია და მის საქმიანობისაც დადებითად აფასებს. კითხვაზე “იცოდით თუ არა ამ კომისიის შესახებ?”, გამოკითხულთა 78% დადებით პასუხს სცემს. კომისიის არსებობის თაობაზე ინფორმირებული 78%-დან კი, ასევე 78% პასუხობს, რომ კომისიის საქმიანობა ამომრჩეველთა სიებს გააუმჯობესებს. აგრეთვე ინფორმირებულ გამოკითხულთა 78%-დან 69%-თან კომისიის წარმომადგენლები სახლში იყვნენ, 25%-თან კი – არა. გამოკითხულთა 86%-მა კი, ვისთანაც ამომრჩევლეთა სიების დაზუსტების კომისიის წარმომადგენლები სახლში იყვნენ, მათი საქმიანობა დადებითად შეაფასა, 3%-მა კი უარყოფითად. opinion.ge View the full article
-
ქუთაისში, წერეთელისა და ფოთის ქუჩებზე ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა. დატბორილია 30-მდე ოჯახი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/tavisufali_saqartvelo_logo-300x286.jpgყველა პოლიტიკურ სუბიექტს საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევისკენ პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველო” მოუწოდებს. “ჩვენ ყველა ოპოზიციურ სუბიექტს მივმართავთ, ჩავატაროთ კონსულტაციები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სოციოლოგიური კვლევები ან პრაიმერი, საერთო ოპოზიციური კანდიდატების შეთანხმების მიზნით. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს უფრო მჭიდრო პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბების მიზნით”, – აცხადებენ პარტიაში. როგორც პარტისში განმარტავენ, “საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის დამარცხება და მისი დემონტაჟია”. opinion.ge View the full article
-
ნაზრანის ერთერთ კერძო სახლში აღმოჩენილი და გაუვნებელყოფილია მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობა, – იტყობინება რუსეთის მასმედია.როგორც ცნობილი გახდა, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი იქნა სამშაბათს დღის საათებში, როდესაც მიმდინარეობდა ჩხრეკა ქალაქ ნაზრანის ალკიევოს მუნიციპალური ოლქის ერთერთ კერძო სახლში. მოწყობილობა შედგებოდა მეტალის ვედროსაგან, რომელიც სავსე იყო ასაფეთქებელი ნივთიერებითა და დამაზიანებელი საგნებით. სპეციალისტების შეფასებით, მისი სიმძლავრე შეადგენდა 10 კგ. ტ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საქართველოში უმთავრესი დაბრკოლება ამომრჩეველთა მოსყიდვაა. აღნიშნული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვალში ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის ფარგლებში დასახელებულმა უმთავრესმა დაბრკოლებამ - ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ამჯერად მეორე ადგილზე გადაინაცვლა. კვლევის ფარგლებში, კითხვას – “ხვალ რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას” – გამოკითხულთა 75 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა. ამ საკითხთან დაკავშირებით NDI-ის მიერ თებერვალში ჩატარებული კვლევის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რესპონდენტთა მხოლოდ 64% მიიჩნევდა პოზიტიურად. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობას, გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ არჩევნები მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდება, 13% ფიქრობს, რომ ძალიან კარგად ჩატარდება, 17%-ის აზრით, არჩევნები ნაწილობრივ გაყალბდება, 4% კი მიიჩნევს, რომ სრულად გაყალბდება. ამასთან, გამოკითხულთა 41% არჩევნების სამართლიანად ჩატარების კრიტერიუმად საკუთარ მოსაზრებას მიიჩნევს, 29 პროცენტი გარშემომყოფთა აზრს, ხოლო 27% უცხოელი დამკვირვებლების შეფასებას. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg ბათუმში "ევროპის სახალხო პარტიის" აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის სამუშაო სხდომა მიმდინარეობს. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. სპეციალურად ამ შეხვედრისათვის საქართველოში იმყოფება ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი - ვილფრედ მარტენსიც. კონფერენცია ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პროცესის პერსპექტივებს, დემოკრატიულ რეფორმებს, კანონის უზენაესობას და უსაფრთხოების პრობლემებს ეძღვნებოდა. მედიისათვის საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა სპეციალური პრესკონფერენციაც გამართეს. სამიტის დღევანდელი სხდომა ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. View the full article
-
აიპონიის, ჩეხეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ირლანდიის შემდეგ საქართველოს "ნეიტრალური პასპორტები" ცნო ბულგარეთმაც. ამის შესახებ განაცხადა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს თავკაცმა დღეს თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.ნიკოლაი მლადენოვმა აღნიშნა, რომ ნეიტრალური დოკუმენტის სტატუსის აღიარება არის მკაფიო გზავნილი სხვა პარტნიორი-ქვეყნების მიმართ."ეს ხელს შეუწყობს საქართველოს უკეთ რეინტეგრაციას. აღნიშნული პოლიტიკა საჭიროებს წახალისებას, რაც ასევე ხელს შეუწყობს პრობლემების მშვ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
-
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] მიერ გამოკითხული მოსახლეობის 48% მიიჩნევს, რომ რელიგიური მრწამსი მათთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღებისას მნიშვნელოვანია, 36%-სთვის კი –ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, რელიგიურ მსახურებას გამოკითხულთა 50% იშვიათად ესწრება, 13% კი მსგავს მსახურებებზე საერთოდ არ დადის. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61311.jpg შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს. გიორგი ტატიშვილი სულხან სიბაშვილმა ჩაანაცვლა. ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს პირველად მივიდა. სიბაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა. სულხან სიბაშვილი რეგიონში სახელმწიფო პროგრამების და პროექტების სრულყოფილად განხორციელებას გეგმავს. დღეს ახალი გუბერნატორი თანამშრომლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა წარუდგინა. View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61310.jpg ვილფრედ მარტენსმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა "რუსთავი 2-ს". "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტი აცხადებს, რომ გზა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული ევროკავშირში ინტეგრაციისათვის სწორი გზაა და ამ მიმართულებით ქვეყანაში რეფორმები უნდა გაგრძელდეს. დღესვე მარტენსმა განმარტებები გასულ კვირას გამოცემა "ლემონდში" დაბეჭდილ ღია წერილთან დაკავშირებითაც გააკეთა. "ჩემი სტატია "ლემონდში" იყო რეაქცია სხვა სტატიაზე, რომელიც ამავე გაზეთში ევროპელი ლიბერალების ლიდერმა ბატონმა ვატსონმა გამოაქვეყნა და რომელიც იყო იმ ოლიგარქის მიერ ინსპირირებული, რომელიც ვახსენე. ჩემი მოვალეობა იყო - მქონოდა რეაქცია ყოველივე ამაზე, რათა საქმის კურსში ჩამეყენებინა ევროპარლამენტის წევრები და სხვა ლიდერები დებატების წინ, რომლებიც ევროპარლამენტში იგეგმებოდა. ძალიან გაოცებული დავრჩი, როდესაც ვნახე, რომ ისინი არ იყვნენ რეფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება თქვენს ქვეყანაში მრავალწლიანი რეფორმების შემდეგ. ეს ჩემი მოვალეობა იყო, როგორც ევროპის უდიდესი პოლიტიკური ოჯახის პრეზიდენტისა, რომ დამეზუსტებინა ეს ინფორმაცია და მე ეს გავაკეთე, რადგანაც ამას შედეგიც მოჰყვა ევროპარლამენტში დებატების დროს. ამ ახალგაზრდა დემოკრატიაში - საქართველოში ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ რეფორმებისა და იდეების გატარება ვალდებულებების აღებასა და სიმამაცეს მოითხოვს. მეთოდები, როგორიცაა ამომრჩევლების ხმების მოსყიდვა და პოლიტიკისა და ფულის ერთმანეთში არევა, არის ყოფილი კომუნისტური რეჟიმის მეთოდები და ეს დემოკრატიისთვის მიუღებელია. ახალგაზრდა დემოკრატიისთვის ძნელია შეინარჩუნო ის პოზიცია, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მეგობრები ინარჩუნებენ და ჩვენ მათ ამ მცდელობებში მხარი უნდა დავუჭიროთ. ჩვენ თავს ვესხმით ფულისა და პოლიტიკის ერთმანეთში არევას. ეს ევროპული პოლიტიკური ცხოვრების სტილის ნაწილია," - განაცხადა მარტენსმა. სკანდალური წერილი "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა ფრანგულ გაზეთ `ლემონდში` 5 ივლისს გამოაქვეყნა. წერილში სათაურით - `განვამტკიცოთ დემოკრატია საქართველოში`- ვილფრედ მარტენსი სტრასბურგში დაგეგმილ დებატებს გამოეხმაურა. View the full article
-
ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ წინა თვეებთან შედარებით საქართველოს მოსახლეობისთვის ქვეყანაში არსებულმა დემოკრატიის მაჩვენებელმა დაიწია. გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, რაც ნიშნავს, რომ თებერვალში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შემდეგ ამ საკითხზე დადებითად განწყობილი რესპონდენტების რაოდენობა თითქმის 10%-ითაა შემცირებული. რესპოდენტთა 38%-ის აზრით, საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა, 18%-ს კი აღნიშნულ საკითხზე არ აქვს პასუხი. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59%-სთვის დემოკრატია არის სიტყვის, მედიის თავისუფლება და განსხვავებული აზრის მოსმენა, 38% ფიქრობს, რომ ესაა თანასწორობა კანონის წინაშე და სამართლიანობის დაცვა. 30%-ის აზრით, კი ქვეყანა დემოკრატიულია მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვა ხდება. აგრეთვე, გამოკითხულთა 32%-ის შეფასებით, საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას. NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპოდენტების უმრავლესობა მოელის, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ჯანდაცვის და საპენსიო რეფორმები განხორციელდება. ხოლო საქართველოსთვის მნიშვნელოვანად გამოკითხულები ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის რეფორმებს მიიჩნევენ. აღნიშნული კვლევა ცხადყოფს, რომ რესპოდენტთა 53%-ის აზრით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 23%-ს საპირისპირო მოსაზრება აქვს. View the full article