planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
უდავოა რომ CW-ს სერიალები მსოფლიოში ყველაზე ყურებად შოუებად ითვლებიან და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ტელეარხზე მაყურებლების დიდი რიცხვით არ გამოირჩევიან საერთაშორისო გაყიდვებით, iTunes-ის შეკვეთებით და Amazon Instant Video-ზე გაყიდვებით სერიალები მოწინავე პოზიციებს იკავაბენ. დღეს Comic-con-ის ფესტივალზე ჩატარდა გამოკითხვა თუ რომელი ახალი შოუ იყო ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე 2012-2013 წლის სატელევიზიო სეზონზე და პირველი ადგილი კვლავ The post CW-მ 2012 წლის პროგრამა გამოაქვეყნა appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
გთავაზობთ ცნობილი ჯ.ჯ. აბრამსის (J.J. Abrams) სატელევიზიო შოუს ზღვარის (Fringe) მეხუთე სეზონის ოფიციალურ ტრეილერს, რომელიც იქნა წარმოდგენილი Comic-Con-ზე. შოუს პირველი სერია გამოვა 2012 წლის 28 სექტემბერს. ერთი სული მაქვს როდის გამოვა, ძალიან მომწონს ეს შოუ. ოფიციალური ტრეილერი The post Fringe / ზღვარი – მეხუთე სეზონის ტრეილერი appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
Комментируя авральное ужесточение законов РФ, связанных с гражданскими свободами, большинство ведущих зарубежных изданий вспоминают сталинскую тиранию. Сейчас власти тоже объявили войну собственному народу, заключают обозреватели, обвиняя Путина в отсталости мировоззрения и даже в глупости. View the full article
-
13:42 16.07.2012 მედიაგაერთიანება "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. http://3.bp.blogspot.com/-i6Amn_QH2rU/UAPn6DF5bCI/AAAAAAAAHtQ/KPgdn3LzCR4/s200/mediagaertianeba.jpg"ტელეკომპანიამ "მაესტრო", როგორც მედია სფეროში მომუშავე ბიზნეს სუბიექტმა, საკუთარი ინიციატივითა და რისკების გათვალისწინებით, გადაწყვიტა ჩაეტარებინა პიარკამპანია "მაესტრო ყველა ოჯახში", რომლის მიზანიც აუდიტორიის რიცხოვნული და გეოგრაფიული ზრდა იყო. მიუხედავად იმისა რომ ტელეკომპანია "მაესტრო"-ს აღნიშნული კამპანია მიმართული იყო იმისკენ, რომ ბიზნესსუბიექტს მოეპოვებინა და კიდევ უფრო განემტკიცებინა მედიაბაზარზე საკუთარი პოზიციები, რაც ნებისმიერი საწარმოსთვის ბუნებრივი და ლოგიკურია, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სრულიად უსაფუძვლოდ და ტენდეციურად აღნიშნული ქმედება ინტერპრირებულ იქნა როგორც "სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი". რასაც შედეგად პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, "მაესტრო"-ს ტექნიკური საშუალებების დაყადაღების შესახებ სასამართლოს ოპერატიული გადაწყვეტილება მოჰყვა. პროკურატურამ კიდევ ერთხელ სრულიად ცინიკურად თავისი უკანონო ქმედების საფუძვლად "წინაასარჩევნო პროცესების დაცვა შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა" დაასახელა. "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედებით პროკურატურამ და სასამართლომ ერთის მხრივ ტელეკომპანია "მაესტრო"-ს, როგორც მედია-სუბიექტის თავისუფლება შეზღუდეს, ხოლო მეორეს მხრივ ამავე ქმედებით შეიზღუდა ეროვნული და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებული "ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება". საარჩევნო პერიოდში კი არასრულად და ცალმხრივად ინფორმირებული ამომრჩეველი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისათვის მანიპულირების შესანიშნავი საშუალებაა. "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" აპროტესტებს ტელეკომპანია "მაესტრო"-ს მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებს და დღეს, 15 საათზე საქართველოს მთავარი პროკურატურის წინ აქციას მართავს. მოვუწოდებთ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ერთობლივი, კონსოლიდირებული ძალებით წინ აღუდგეთ თავისუფალი მედიის შევიწროების ფაქტებსა და ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებას", - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს 15 მედიასაშუალება აწერს. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
-
13:40 16.07.2012 კოალიცია "ქართული ოცნება" NDI-ს კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს. როგორც კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , მათი მთავარი ინდიკატორი არა რომელიმე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, არამედ მხარდამჭერთა ის უპრეცედენტო რაოდენობაა, რომელიც მათ მიერ ჩატარებულ 5 აქციაზე დაფიქსირდა. http://4.bp.blogspot.com/-sevU5YnKIxg/UAPj2m3ctCI/AAAAAAAAHtA/twE2dd1BrpI/s200/qartuli%2Bocneba.jpg"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, NDI-ს კვლევებს არ ვენდობით და სხვათა შორის, არც სხვა ორგანიზაციის გამოკითხვებს - გააჩნია მათ წარმომავლობას, დაფინანსების წყაროებს და მეთოდიკას. ჩვენ არ ვიცნობთ მეთოდოლოგიას, არ ვიცით როგორაა ჩატარებული საველე სამუშაოები. აქედან გამომდინარე ჩვენი მთავარი ინდიკატორი არ არის რომელიმე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ - "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ 5 აქციაზე ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა უპრეცედენტო იყო. არც გორში, არც მცხეთაში, არც ოზურგეთში, არც ქუთაისში და არც თბილისი ასეთი მასშტაბური აქციები არ ჩატარებულა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, დიდ პატივისცემას აფიქსირებს ამერიკული ორგანიზაციების მიმართ. NDI-მ დღეს კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გაავრცელა, რომელიც პარტიების რეიტინგებს ეხება. აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ნაციონალური მოძრაობა" დგას. ასეთად ”ქართული ოცნება” რესპონდენტთა 20%-მა დაასახელა, ქდმ – 4%-მა, სხვა ოპოზიცია – 2%-მა, კითხვაზე პასუხი არ იცის – 15%-მა, პასუხზე უარი განაცხადა – 16%-მა. NDI-ს კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს. NDI აქვეყნებს მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მეორე ნაწილს, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ეხება. კვლევა 4-დან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და 6 299 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლუს მინუს 2%-ია. NDI-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე – ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა იმ რაოდენობიდან, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა (77%) , 22% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ასახელებს. 20% აცხადებს, რომ ყველაზე მეტად საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ისურვებდა, 6% იმის მიუხედავად, რომ მიხეილ სააკაშვილს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება აღარ აქვს, მაინც მას ასახელებს, 4% – გიორგი თარგამაძეს, 3% პასუხობს, რომ არც ერთ კანდიდატს, 3% კი სხვა კანდიდატს ასახელებს. როგორც NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ აღნიშნა, საკმაოდ მაღალია პასუხზე უარის და "არ ვიცი"-ს პროცენტული მაჩვენებლები. გამოკითხულთა 17% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს, ხოლო 25% ამბობს, რომ არ იცის, ვის ისურვებდა საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
-
13:32 16.07.2012 გიორგი ფოჩხუა მოკლეს და ზღვაში შემდეგ გადააგდეს. ძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეჭვმიტანილის ვინაობას ვერ დაგისახელებთ და მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამართალდამცავები კომენტარს თავად გააკეთებენ, - ამის შესახებ გიორგი ფოჩხუას დამ, ელენე ფოჩხუამ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდიდან სატელეფონო საუბრისას განუცხადა. http://1.bp.blogspot.com/-BAaxkoryS4c/UAPhbMUPIfI/AAAAAAAAHs0/1t47DNS2YJc/s200/giorgi%2Bfochxua.jpgმისივე თქმით, მას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ გიორგი მეგობრებთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდა. ზუგდიდისკენ მობრუნებულებს გზად გიორგის მამაკაცი გამოელაპარაკა და ძველი ნაცნობობა შეახსენა. "თავი შეახსენა. რომელიღაც რესტორნის მეპატრონე ყოფილა. მეგობრები მოშორებით იდგნენ და გიორგის დაურეკეს, რომ ეჩქარა სახლში წასასვლელად. გიორგიმ უპასუხა, რომ 5 წუთში დაგეწევითო; მას შემდეგ ტელეფონს აღარ პასუხობდა", - განაცხადა ელენე ფოჩხუამ. გარდაცვლილის დის ინფორმაციით, მიცვალებულს სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მისივე მოსაზრებით, გიორგი ფოჩხუა ჯერ ცემეს, მოკლეს, მერე ტანზე გახადეს და ზღვაში გადააგდეს. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
-
Нынешние фигуранты уголовных дел о нарушении неприкосновенности частной жизни, тайны переписки и телефонных переговоров собирали информацию о неких высокопоставленных лицах. По данным спецслужб, им помогал ЧОП, состоящий из отставных чекистов и милиционеров, охраняющий даже объекты Управделами президента. View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/economist.jpg მართლაც საფრთხეშია თუ არა ქართული დემოკრატია? მთავრობა ამტკიცებს, რომ „პრორუსულმა ოპოზიციამ“ შეიძლება ჩაშალოს ამ წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. ამის საპირიპიროდ, ბიძინა ივანიშვილი, ოპოზიციური პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ჩივის, რომ სისტემატიურ დისკრიმინაციას განიცდის სულ უფრო და უფრო ავტორიტარული რეჟიმისგან. გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ქართველების მხოლოდ 38%-ს მიაჩნია, რომ დღეს საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მაშინ როდესაც თებერვალში ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 49%. შესაძლოა, ქართველების შეხედულება საკუთარ ქვეყანაზე ზედმეტად პესიმისტურია. როგორც „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ბოლოდროინდელ წინასაარჩევნო შეფასებაშია აღნიშნული, საქართველომ ბოლო წლებში რამდენიმე საკვანძო დემოკრატიული რეფორმა განახორციელა. ახალი ინსტიტუტები საარჩევნო სიის სიზუსტის გარანტიებს ქმნის და არეგულირებს პარტიულ დაფინანსებას. 2011 წლის ბოლოს და 2012 წლის დასაწყისში საარჩევნო კოდექსში შეტანილმა შესწორებებმა მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები დანერგა, თუმცა უარის თქმა საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე (სადაც 6000-დან 158 000 ამომრჩევლამდე მერყეობს) იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ხმა, სხვა ხმებზე ნაკლებად ფასობს. „მასთ ქერის“ პრინციპის გაზიარება გააუმჯობესებს ოპოზიციური პარტიების წვდომას მედიასთან, რადგან ის ავალდებულებს საკაბელო ოპერატორებს გაავრცელონ ყველა ტელეკომპანიის საინფორმაციო მაუწყებლობა ექვსკვირიანი კამპანიის პერიოდში. მთლიანობაში, „2012 წლის საარჩევნო პროცესი უფრო ფორმალიზებული და დარეგულირებულია წარსულ არჩევნებთან შედარებით“, ასკვნის NDI. მიუხედავად ამისა, ქართული პოლიტიკის ბნელი მხარე, რომელიც თომას დე ვაალმა „მოსისხლე მტრობას“ შეადარა, ძალიან ცხადად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ივანიშილი პოლიტიკაში შემოვიდა გასული წლის ოქტომბერში. საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი დღემდე საქართველოს მოქალაქეობის გარეშე რჩება – აბსურდული სიტუაცია, რასაც გმობს მისი თანამოქალაქეების უმრავლესობა; რაც უფრო მალე გადაწყდება ეს საკითხი, მით უკეთესია. კონტროლის პალატა დადანაშაულებულია იმაში, რომ არაპროპორციულ ჯარიმებს აკისრებს მოძრაობა „ქართულ ოცნებას“, რის გადახდაზეც ივანიშვილმა უარი განაცხადა. (რასაც პასუხად მისი ზოგიერთი აქტივის დაპატიმრება მოჰყვა). და მანამ, სანამ პარლამენტმა გაიზიარა „მასთ ქერის“ პრინციპი, მე-9 არხი, ახალი სატელევიზიო არხი, რომლის თანამფლობელიც ბ-ნი ივანიშვილის მეუღლეა, და „გლობალ TV”, ერთადერთი მაუწყებელი, რომელიც მის სიგნალს გადასცემდა, თითქმის უწყვეტი დევნისგან დაზარალდა. მხარეები მწვავედ აკრიტიკებენ ერთმანეთს, ჩივიან დევნაზე, კამპანიის არასწორ დაფინანსებაზე, სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვის მცდელობასა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე. 4 ივლისს ევროპარლამენტში გამართული დებატებიც მსგავსი უკიდურესობებით ხასიათდებოდა. როგორც ეს „ქართული ოცნების“ კამპანიურმა შეხვედრება ცხადყო ცენტრალური საქართველოს სოფლებში მერეთსა (26 ივნისი) და კარალეთში (12 ივლისი), სიტუაცია, როგორც ჩანს შეიძლება კიდევ უფრო ამაზრზენი გახდეს. მიუხედავად ამისა, ივანიშვილის პოლიტიკურმა გამოღვიძებამ ქართველი ამომრჩევლებიც გამოაღვიძა. უზარმაზარი, მშვიდობიანი აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რაც შორსაა იმ ყველაფრისგან, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში მომხდარა. კვლევები ცხადყოფს, რომ დღეს გაცილებით მეტი ქართველი (75%) გეგმავს ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას, ვიდრე ამას შარშან სექტმბერში (51%) აპირებდა. და პოლიტიკური დებატები დიდწილად ფოკუსირებულია ისეთ პრობლემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია რიგითი ქართველებისთვის და არამხოლოდ პერსონალიებისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ მისი ზოგიერთი გეგმა მაისში წარმოადგინა: კომუნალურ მომსახურებაზე გადასახადების შემცირება, ინვესტიციების განხორციელება სოფლის მეურნეობაში, ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა და გაზრდილი პენსიები. ვანო მერაბიშვილმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, რომელიც ივნისის ბოლოს პრემიერ-მინისტრი გახდა, ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე, მთავრობის პოსტსაარჩევნო ოთხწლიანი პროგრამის შესახებ ილაპარაკა. მასაც სურს პენსიების გაზრდა, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის შემოღება, და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციის განხორციელება. ბ-ნმა მერაბიშვილმა უმუშევრობასთან ბრძოლისთვის (ქართველების დაახლოებით 34% აცხადებს, რომ უმუშევარია, მაშინ როცა ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობის მაჩვენებელი 16%) ახალი დასაქმების სამინისტროც შექმნა, და ყველა ოჯახის 600 დოლარის ღირებულების ვაუჩერით უზრუნველყოფის პირობას დებს. მიანიშნებს თუ არა მერაბიშვილის დანიშვნა იმაზე, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გახდება პრემიერმინისტრი მას შემდეგ, რაც 2013 წლის დასაწყისში მისი ვადა ამოიწურება? მერაბიშვილის, როგორც ქართული პოლიტიკის რამდენიმე დიდ მონსტრთაგან ერთ-ერთის გვერდზე გაწევა, რა თქმა უნდა იოლი არ არის. ყოველ შემთხვევაში, პუტინის სტილში სკამების გაცვლის სცენარს, ქართველებში მომხრეზე მეტი მოწინააღმდეგე ეყოლება. იმედისმომცემია ის, რომ ქართველების 55%-ის აზრით არჩევნები კარგად ჩატარდება და გაყალბების მხოლოდ 21%-ს ეშინია. თუმცა თვითდამშვიდების საფუძველი მცირეა. ბ-ნმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუკი მის ხელთ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი რაიმე ფაქტი მაინც აღმოჩნდება, ის მოსახლეობას ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს. უცხოელი დამკვირვებლების უმრავლესობისა და ბევრი ქართველისთვის, ეს უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 27% პროცენტი აცხადებს, რომ ასეც მოიქცევა. ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ეს განწყობა შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს. სანამ ქართველების უმრავლესობა იმაზეა ფოკუსირებული თუ ვინ გაიმარჯვებს, საქართველოს მოკავშირეები აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესისადმი ნდობა, გადამწყვეტია. როგორც NDI აცხადებს, „დემოკრატიული ინსტიტუტების და პრაქტიკის შემდგომი განვითარება იძლევა საუკეთესო შანსს დასავლური ინტეგრაციის, ხანგრძლივი კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის“. იმ ფონზე, როდესაც როგორც ჩანს მომდევნო თვეებში პოლიტიკური ტემპერატურა მოიმატებს, კარგი იქნება თუ ქართველი პოლიტიკოსები ამას გაითვალისწინებენ. მაგრამ გაითვალისწინებენ კი? ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg საქართველოს პრეზიდენტმა გასული თვის ბოლოს მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა და ახალ პრემიერმინისტრად შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი დანიშნა. მერაბიშვილმა, თავის მხრივ, შს მინისტრად მისი სადაო პროტეჟე თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დაასახელა, ხოლო თბილისში დაბადებულმა ეთნიკურად რუსმა, დიმიტრი შაშკინმა თავდაცვის მინისტრის პორტფელი მიიღო. თბილისელი დამკვირვებლები, საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე სააკაშვილის მიერ განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პირისპირ რჩება ისეთ სერიოზულ ძალასთან, როგორიცაა ახალი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“, რომლის სათავეში მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი დგას. მაგრამ მოტივაციის მიუხედავად, მერაბიშვილისა და ახალაის დაწინაურება მაინც შემაშფოთებელია გავრცელებული ხმების გამო: მათ სახელებს უკავშირდება გამოუძიებელი მკვლელობები და ახალაიას მიერ პენიტენციალურ სისტემაში გატარებული ულმობელი რეპრესიები. 44 წლის მერაბიშვილი პარლამენტში პირველად არჩეულ იქნა მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის პარტიიდან, საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან, 1999 წელს. თვრამეტი თვის შემდეგ მან ხმაური გამოიწვია, როდესაც „ვაშინგტონ პოსტს“ განუცხადა, რომ შევარდნაძე „გადაიღალა“ და უძლური გახდა წინ აღდგომოდა კორუფციის ეპიდემიას, რაც საქართველოში საარაკო ამბად იქცა. 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შედეგად, შევარდნაძის გაძევებისა და მის მემკვიდრედ ყოფილი პარლამენტარისა და იუსტიციის მინისტრის -მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ, მერაბიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს პირველ მდივნად დაინიშნა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ – სახელმწიფო უშიშროების მინისტრად. ეს სამინისტრო სულ მალე შეუერთდა შსს–ს და იგი ამ „სუპერ სამინისტროს“ ხელმძღვანელად დაინიშნა 2009 წლის დეკემბერში. ამ თანამდებობაზე მერაბიშვილი მეთაურობდა დიდად გახმაურებულ რეფორმასა და წმენდას პოლიციის რიგებში, მაგრამ იმავდროულად, 2008 წელს, მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამტკიცებდა, რომ მერაბიშვილი შეურიგდა სამინისტროშივე „სადამსჯელო ჯგუფის ჩამოყალიბების ფაქტს, რომელიც კანონზე მაღლა იდგა და რომელსაც შეეძლო ნებისმიერი ადამიანის ლიკვიდაცია, თუ ამას მიზანშეწონილად ჩათვლიდნენ”. მიმდინარე კვირაში, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მერაბიშვილმა აღიარა, რომ იყო მრავალი შემთხვევა, მათ შორის ბანკირ სანდრო გირგვლიანისა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოკლეს 2006 წლის იანვარში, რაც დადებითად არ აისახა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორიტეტზე. მერაბიშვილი უკვე დიდი ხანია ითვლება მეორე ყველაზე გავლენიან, ქართველ თანამდებობის პირად სააკაშვილის შემდეგ; იგი ზედიზედ გადაყენებული პრემიერმინისტრების ზურგსუკან დგომით ინიღბებოდა, რომელთა ამოცანა, უპირველესად, თუ მთლიანად არა, ეკონომიკაზე იყო კონცენტრირებული. თავის იშვიათ ინტერვიუებში ის გვევლინება, როგორც ქედმაღალი, თავხედი, უაღრესად ინდიფერენტული წვრილმანებისა და ნიუანსების მიმართ. ახალი მთავრობის პროგრამასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხისას, 4 ივლისს გამართულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „სტატისტიკა არაფერს ნიშნავს“ და რომ მთავარი მისთვის, ხალხის განწყობის გაუმჯობესებაა. პარლამენტის დეპუტატთა ოპოზიციურმა ნაწილმა ხმა არ მისცა პროგრამას, რომელსაც ჰქვია „მეტი სარგებელი ხალხს“. სააკაშვილის მიერ, გასული რვა წლის განმავლობაში, ზარზეიმით გამოცხადებული მრავალი ადრინდელი პროგრამის მსგავსად, ისიც მიმართულია უმუშევრობის დონის შემცირებისაკენ და განსაკუთრებით სოფლებში, აგრარული სექტორის აღორძინებისაკენ; სახელდობრ, პროგრამაში 80 000 სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით ინვესტიციების მოზიდვაა გათვალისწინებული და ასევე, გადასახადების შემცირება და სწრაფი ეკონომიკური აღმასვლა, მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად. „მთავრობის ამოცანა წარმატებული, მდიდარი, ერთიანი სახელმწიფოს აშენებისთვის შესაფერისი პირობების შექმნაა, ასევე მუდმივად ყურადღების გამოჩენა, რათა თითოეულმა მოქალაქემ იცხოვროს ღირსეულად და კომფორტულად“ – განაცხადა მან. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯის სახით, მერაბიშვილმა გამოაცხადა ყოველი ოჯახისათვის ვაუჩერის გეგმაზომიერი განაწილება 1000 ლარის (604 $) ოდენობით, რომელსაც გამოიყენებენ კომუნალური ხარჯების დაფარვის ან მედიკამენტების და საწვავის შესაძენად. პაატა ზაქარეიშვილმა, რომელიც ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, ამ ინიციატივას „აშკარა პოპულიზმი“ უწოდა. ზოგიერთი ქართველი ანალიტიკოსი მერაბიშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნასა და „ძალოვანი“ სამინისტროების მეთაურებად ახალაია–შაშკინის შერჩევას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. იმის გათვალისწინებით, რომ მერაბიშვილის ახალი სამთავრობო პროგრამა ვერ შეძლებს სულ რაღაც სამ თვეში ეკონომიკური მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას, შეიძლება დავასკვნათ, რომ ის ცდილობს ქვეყანაზე კონტროლის გაძლიერებას ივანიშვილისა და მისი კოალიციის „ქართული ოცნების“ მხრიდან მომავალი საფრთხის გამო. აღნიშნული საფრთხის შეკავების სურვილით, ბოლო კვირების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ ივანიშვილი 126,2 მილიონი ლარით ($77, 5 მლნ) დააჯარიმა ათასობით სატელიტური თეფშის უფასოდ გავრცელების გამო, ასევე 90 მილიონი ლარით – პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის სავარაუდო დარღვევის, კერძოდ ქართულ ოცნებაში შემავალი პარტიებისთვის 239 მსუბუქი ავტომობილის ,,შეღავათიანი პირობებით“ მიყიდვის გამო. როდესაც მან ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა, ჩამოართვეს „ქართუ ჯგუფისა“ და მასთან დაკავშირებული ორი ბანკის აქციები და გაიტანეს აუქციონზე, თუმცა უშედეგოდ. ევროპარლამენტში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ქეთრინ ეშტონის სახელით საუბრისას, კვიპროსელმა ჩინოვნიკმა ანდრეას მავროიანისმა ,,შეშფოთებით აღნიშნა ის, რომ მთავრობა ცდილობს ხელი შეუშალოს ოპოზიციის ლიდერის ივანიშვილის მონაწილეობას, რომ რესურსები მის წინააღმდეგაა მიმართული და პარტიების დაფინანსებისა და ხმების მოსყიდვასთან დაკავშირებული კანონების გამოყენება ცალმხრივ რეჟიმში ხდება”. მერაბიშვილის მსგავსად, 31 წლის ახალაისაც როგორც კანონს ისე განიხილავენ. პენიტენციალური სისტემის მეთაურის რანგში, მას არაერთხელ დასდეს ბრალი პატიმრებისადმი სასტიკ მოპყრობაში და სწორედ ამან გამოიწვია პატიმართა ბუნტი 2005 და 2006 წლებში, რომელიც ძალის გამოყენებით ჩაახშვეს. ოპოზიციის რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა თავდაცვის მინისტრად ახალაიას დანიშვნა სამი წლის წინ დაახასიათა, როგორც სააკაშვილის ყველაზე სახიფათო საკადრო გადაწყვეტილება, რაც მას ოდესმე მიუღია. 36 წლის შაშკინი კი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრის ვაჟია; რამდენიმე წლის განმავლობაში ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხაზით თბილისში მუშაობდა, დაიმსახურა რა კომპეტენტური შუამავლისა და მენეჯერის რეპუტაცია; ხანმოკლე პერიოდში, 2009 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე, იგი სასჯელაღსრულების სისტემის მინისტრად მსახურობდა, ვიდრე განათლების მინისტრად დაინიშნებოდა. 10 ივლისის ინტერვიუში, რომელიც ყოველდღიურ გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნდა, შაშკინმა გნაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები (აშშ–სთან თანამშრომლობა და NATO-ში ინტეგრაცია) არ შეიცვლება, თუმცა აღნიშნა, რომ იგი შეიმუშავებს და განავითარებს ახალ სტრატეგიას, რომლის მიზანი სამხედრო მოსამსახურეთათვის და მათი ოჯახებისათვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა იქნება. ჩვეული გაზვიადებით შეაქო სააკაშვილმა შაშკინი, როგორც „ერთ–ერთი უდიდესი ქართველი პატრიოტი“. თუმცა, ზოგიერთებს, შესაძლოა დაებადოთ შეკითხვები, თუ რა გზავნილს შეიცავს ეთნიკური რუსის საქართველოს თავდაცვის მინისტრად დანიშვნა, განსაკუთრებით ჩეჩნებსა და სხვა ერებს, როგორც ობიექტებს „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრატეგიისა”, რომელიც გასულ თვეში მიიღო პარლამენტმა. ამ სტრატეგიის მიზანი რეგიონის მოსახლეობის მოსკოვისგან გაუცხოების პროცესის დაჩქარება და საქართველოს ისეთ ქვეყნად წარმოჩენაა, რომელიც ყველაზე უკეთ დაიცავს მათ ინტერესებს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2012/07/le-soir-150x28.jpg გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნებულ წერილში ბელგიის ყოფილი პრემიერმინისტრი უილფრიდ მარტენსი, ევროპის ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის, გრემ უატსონის მიერ გაკრიტიკებულ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იცავდა. სწორედ მას პასუხობს თედო ჯაფარიძე ყურადსაღებია, რომ შუა ევროპული კრიზისის დროს, ბელგიელი პოლიტიკოსის ყურადღებას იპყრობს საქართველოს განვითარების პროცესი, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს იმ ადამიანის მხარდაჭერისთვის ხდება, რომელიც დიდწილად პასუხისმგებელია იმაზე, რომ საქართველო დღეს საბჭოთა ტიპის ავტორიტრიზმის გზას ადგას. Le Monde-ის სტატიაში, ბელგიის ყოფილი პრემიერმინისტრი უილფრიდ მარტენსი ევროპის ლიბერალური პარტიის პრეზიდენტს სერ გრემ უატსონს მისი განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც ვატსონი სააკაშვილს ადანაშაულებს „ტყუილების არსენალის“ ამოქმედებაში, რომლის მიზანიც შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიტაცებაა. გასულ კვირაში, ყოფილი პრემიერმინისტრი საქართველოში იმყოფებოდა, ევროპის სახალხო პარტიის კონფერენციას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ოპოზიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ქონებას უტევდა და ირწმუნებოდა, რომ „კარგი არჩევანის“ გაკეთებისთვის საქართველოს მოსახლეობა შეიძლება მოისყიდონო. გზავნილი მკაფიოა: ფული და პოლიტიკა შეუთავსებელია. როდესაც ეს ორი რამ ერთმანეთს ერწყმის ვერ ენდობი ვერც ევროპელ პოლიტიკოსს და ვერც ელექტორატს. „პოსტრევოლუციური“ საქართველო დემოკრატიულ მართვას მოითხოვს; და ამ დემოკრატიის სავარუდო გუშაგი თითქოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც სწორედ რომ პირიქით, გააუქმა 2003 წლის ვარდების რევოლუციის მიღწევები. ამან დასავლელი ლიდერების შეშფოთება გამოიწვია. მათ შორის არის, ბ-ნი მარტენსის მემკვიდრე ჰერმან ვან რომპეი, რომელმაც 4 ივლისს „ტოლერანტული პოლიტიკური კულტურის“, ასევე „სამართლიანი კონკურენციისა და არჩევნებში ნამდვილი მონაწილეობისკენ“ მოუწოდა. კითხვა, რომელსაც ბ-ნი მარტენსიც სვამს, მართლაც გაისმის: „რა სიგნალს ვუგზავნით ჩვენ“ ევროპის სამეზობლოს? ცხადია, ევროპას უნდა აღელვებდეს გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. შეუძლია კი ევროპას აიტანოს მედიის მონოპოლიზება მთავრობის მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ლიდერი აცხადებს, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის? ის, რომ ნებისმიერი მოხელე მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო შეიძლება დაითხოვონ სამსახურიდან და დაემუქრონ მის ოჯახს, ვიდრე ამ ყველაფრის ავტორი ევროატლანტიკურ თანამეგობრობას ერთგულებას უმტიკიცებს? ამ ფონზე, როგორ შეიძლება ევროპამ შეინარჩუნოს მისი მორალური ავტორიტეტი, როგორც დემოკრატიული ღირებულებების თანამეგობრობამ და სოლიდარობა რეგიონში, თუკი ეს პრინციპები დაუცველია? სააკაშვილს უფლება აქვს მძევლად ჰყავდეს ქართველი ხალხი მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთ სახელმწიფო მოღვაწეს მოსწონს მისი საგარეო პოლიტიკა? და ბინძური მეთოდებით თავგზას უბნევდეს ამომრჩეველს ივანიშვილის სავარუდო კავშირებით რუსეთთან, ზუსტად ისევე, როგორც პუტინი აქეზებდა საკუთარ ამომრჩეველს საქართველოსთან კონფლიქტისას? რას ნიშნავს ეს ევროატლანტიკური თანამეგობრობისთვის? ან სააკაშვილის ფლირტი ირანთან როგორ შეესაბამება მის განცხადებებს ერთგულებაზე? ბელგიის ყოფილი პრემიერმინისტრი 2008 წლის შემდეგ თბილისს მხოლოდ იმიტომ სტუმრობდა, რომ ხაზი გაესვა „შთამბეჭდავი პროგრესისთვის“, საინტერესოა, რა ადგილები მოინახულა მან? შეხვდა კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს? Amnesty International-მა თავის ბოლო ანგარიშში საქართველო გააკრიტიკა. შეხვდა თუ რა ის ფერმერებს, პედაგოგებს, პროფკავშირების და ოპოზიციის წარმომადგენლებს? მოინახულა თუ არა მან სასამართლო, რომლის განაჩენების 99%-ც გამამტყუნებელია, ან ნახა თუ არა მან ევროპაში ყველაზე გადატვირთული ციხეები? თუ ამ შეხვედრებმა აზრი დაკარგა მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პარტია ევროპის სახალხო პარტიაში გაწევრიანდა? მხოლოდ მთავრობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობა სიტუაციის შესწავლისთვის საკმარისი არ არის. ეგრედწოდებული შესაშური პროგრესი, რომელიც ბ-ნი მარტენსისთვის თვალსაჩინოა, უკეთეს შემთხვევაში „პოტიომკინის სოფლის“ ხედებია (რედ. – ყალბი სოფლები, რომელსაც აშენებდნენ იმისთვის, რომ შთაბეჭდილება მოეხდინათ ეკატერინე II-ზე). პარლამენტის ახალი შენობა ფარაონის ღირსი ნაგებობაა. ქვეყანაში, სადაც სტრუქტურული უმუშევრობა კვლავ 30%, სადაც ნიჭიერი ადამიანები საკუთარ ბედს საზღვარგარეთ ეძებენ, თბილისს აქვს პარლამენტი, რომელსაც მსოფლიოს დაჰიპნოზება შეუძლია, მათ შორის ბელგიის ყოფილი პრემიერმინისტრის. მარტენსის თანახმად, ქართული დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე პლუტოკრატისგან მომავალი ფულის ნაკადებია, რომელიც ცდილობს იმ ყველაფრის განადგურებას, რაც აქამდე გაკეთდა. თუკი ბ-ნ მარტენს ასე აღელვებს „პლუტოკრატის“ ფული, მაშინ, რატომ არ წუხდა იგი მაშინ, როდესაც ეს „პლუტოკრატი“ თავისი ფულით ქვეყნის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ქართველი ჯარისკაცების აღჭურვას და საქართველოს ბიუჯეტს ეხმარებოდა? რატომ გაუჩნდა ბ-ნ ივანიშვილს სამართლებრივი პრობლემები მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ოპოზიციას შეუერთდა? ყოფილ პრემიერმინისტრს შეუძლია იამაყოს თავისი პოლიტიკური კავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილთან. ერთი მხრივ ბ-ნი მარტენსი მართალია: მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებლის დასწრება იქნება საჭირო, ყოველშემთხვევაში, თუკი ისინი ბ-ნი მარტენსისგან განსხვავებით რეალურად აფასებენ საქართველოში არსებულ ვითარებას. ოპოზიციის ბუნებაზე კი ერთი რამ უნდა ითქვას. ივანიშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადია: ის მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და საქართველოს გადაქცევას რეგიონის მნიშვნელოვან მოთამაშედ. მას სურს ეკონომიკასა და გადასახადების სფეროში რეალური რეფორმების განხორციელება და ეფექტური ბრძოლა კორუფციასთან. ხელისუფლებამ, ოპოზიციის ლიდერს, არჩევნებში მონაწილეობაში ხელი შეუშალა. მან მოახერხა, ფრთხილი შენიღბვით,ამ ლიდერის აღკვეთა,პასპორტის ჩამორთმევით. ბატონ მარტენსს შეკითხვა არ გასჩენია,შეიძლება თუ არა, ხელისუფლების ამ მოქმედებამ, მიგვიყვანოს არჩევნების თაღლითურ შედეგამდე. მას არ აღელვებს სააკაშვილის ზედმეტი ძალაუფლება. იქნებ, ქართველმა ხალხმა შეძლოს თვითონ გამოსტყუოს მას ეს ძალაუფლება,და იქნებ, თვითონ საერთაშორისო დამკვირვებლების ფხიზელმა თვალებმა შეძლონ ვარდების რევოლუციის ნგრევის პროცესის ხელის შეშლა. და ბოლოს, თუკი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, ქართველები საკუთარ ნებას ფარულ ბიულეტინებში დააფიქსირებენ. თავის დაზღვევის მიზნით, მთავრობამ ოპოზიციის ლიდერს პასპორტი ჩამოართვა, რაც მას ხელს უშლის კენჭი იყაროს არჩევნებში. ბატონ მარტენსს შეკითხვა არ გასჩენია, ხომ არ მიგვიყვანს ეს არჩევნების შედეგების გაყალბებამდე. ის სააკაშვილის ძალაუფლების განმტკიცებაზე არ წუხს – ვიდრე ქართველი ხალხი საერთაშორისო დამკვირვებლების ფხიზელი მზერის დახმარებით ცდილობს ვარდების რევოლუციის განადგურება თავიდან აიცილოს. თედო ჯაფარიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში; დღეს საქართველოს დემოკრატიული კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მდივანი ორიგინალი ორიგინალი
-
მოთხრობა -ჰაკი აძბას- მთავარი გმირების პროტოტიპები ნიკოლოზ ემუხვარი(უჯუშ ემხა) და სმელ ბადია (ჰაკი აძბა)აფხაზეთის მკვიდრები იყვნენ,გემს კი რომელიც მოთხრობაში -კრეისერი შმიდტის- სახელითაა ცნობილი სინამდვილეში-დაკია- ერქვა.გემი 1918 წლის თებერვალში სურსათისა და მტკნარი წყლის მოსამარაგებლად შემოვიდა სოხუმის პორტში. ქალაქის ქუჩებში სასეირნოდ გასული მეზღვაურები ,უეცრად აფხაზთა ასეულის პორუჩიკს,ნიკოლოზ ემუხვარს გადაეყარნენ და ოფიცერს სამხრეების მოხსნა უბრძანეს.ემუხვარმა ბრძანება არ შეასრულა,გაგულისებულმა მატროსებმა თავად დააპირეს ოფიცრისთვის სამხრეების ჩამოგლეჯა,ამის პასუხად კი ემუხვარმა ერთი მატროსი მოკლა,მეორე დაჭრა და მიიმალა.(ნიკოლოზ ემუხვარს ფიზიკური ნაკლი ჰქონდა ,მარცხენა ხელს ვერ ხმარობდა.)მომხდარმა ქალაქში არეულობა გამოიწვია ,სოხუმელმა ბოლშევიკებმა ამით ისარგებლეს და სასწრაფოდ მიტინგი მოაწყვეს.მალე სამხედრო გემის ულტიმატუმიც გახდა ცნობილი,გემი 15000 მანეთს,ნიკოლოზ ემუხვარის მოძებნას და სოხუმში ხელისუფლების რევოლუციური კომიტეტისთვის გადაცემას ითხოვდა.-დაკიამ- ულტიმატუმი დატოვა და იმავე დღეს სოხუმიდან გაემგზავრა.მალე სოხუმში ახალი ნაღმოსანი გემი-დერზკი- გამოჩნდა და -დაკიას- ულტიმატუმიც შესრულდა.ნიკოლოზ ემუხვარი ძიძიშვილთან,სმელ ბადიასთან ერთად შეიპყრეს დრანდის მახლობლად და გემზე აიყვანეს.ასვლისას ემუხვარმა რევოლვერი იძრო და უნტეროფიცერი კონოვალჩუკი მოკლა,ემუხვარი იქვე გამოასალმეს სიცოცხლეს,უდანაშაულო სმელ ბადია კი დახვრიტეს. ამ ამბის მწერლისეული გადმოცემა კი ადამიანის მთავარ მოვალეობად ერთგულებას სახავს. კატეგორიები: განათლება ხელოვნება / ლიტერატურა View the full article
-
http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/563367_294919423938793_1297683744_n.jpg გიგა ნასარიძე – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი, რუსთავის 2-ის კულუარების ცნობილი სახე და თბილისის ფორუმის ცნობილი მემბერი – კარდუ. გიგა ნასარიძე ინტერნეტ სივრცეში ცნობილია, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლობისტი. ბუნებრივია პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისა და კოალიცია “ქართული ოცნების” შექმნის შემდეგ, ნაციონალებმა ზონდერ ჯგუფები ინტერნეტშიც შექმნეს, რომლებიც ისევე როგორც მათი დიდი ძმები ტელევიზიებში, (რუსთავი 2, იმედი, რეალ ტვ, საზოგადოებრივი მაუწყებელი) ცდილობენ, რომ ისეთივე არასწორი და მიკერძოებული ინფორმაციული ნაკადები გაავრცელონ ვებ-სივრცეში. ამაში მათ ხელს უწყობენ ე.წ ზონდერ მედია ჯგუფი (პრესა.გე დრონი.გე) ყველაფერ ამას სწორედ ჩვენი კარდუ ხელმძღვანელობს. წარმატებული “ენჯეოშნიკი” არც მიღწეულით აპირებს დაკმაყოფილებს და ახალ ორგანიზაციას ქმნის სახელად – “საქართველო არ იყიდება”. როგორც ნასარიძე აცხადებს ორგანიზაციის მიზანია საზოგადოების ინფორმირება, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსულ რუბლებზე არ გაიყიდოს. ძნელი წარმოსადგენი არ არის, ვინ დგას ამ ორგანიზაციის უკან, ვინ აფინანსებს და რეალურად ვის ინტერესებს ემსახურება. მაგრამ მოდით მივყვეთ და ყველასთვის ნათელი გავხადოთ. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/Untitled.jpg საინტერესოა, ადამიანს რომელსაც ფულზე გართულება აქვს 1 დღეში დაჩქარებული წესი დაურეგისტრირებია ორგანიზაცია, რაშიც 200 ლარი გადაიხადა. საიდან? მათ უკვე შეუკვეთეს პოლიტიკური რეკლამები ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტელევიზიებშიც, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შავ პიარს ისახავს მიზნად. არა, კარდუმ ისიც თქვა დამფინანსებლებიც ყავს ჩემს ორგანიზაციას. მოდით ვნახოთ ვინ აფინანსებს ამ ენჯეოს, ვინ დარდობს ნეტა იმაზე რომ საქართველო არ გაიყიდოს? გია გეწაძე - http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/i.jpg წყარო ვახტანგ მჭედლიძე - http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/hg.jpg წყარო კარგად ჩანს, რომ ამ ორგანიზაციის უკან ხელისუფლება დგას, შესაბამისად მისი არსებობაც იმ ბინძური კამპანიის ნაწილია, რომლის საშუალებითაც ისინი ცდილობენ ქართული ოცნების აქტიურ კამპანიას დაუპირისპირდნენ, ხალხის მოტყუებითა და ინფორმაციის დამალვის გზით. ასე რომ კარდუ – საქართველო უკვე გაყიდულია, სწორედ ამ ადამიანების მიერ, ახლა მისი მისი დაბრუნების დროა! View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/herald_tribune.jpg ჰეილი სვითლენდ ედვარდსი რუსთავი, საქართველო - გასულ ხუთშაბათს, რუსთავში, მტვრიან სამრეწველო ქალაქში, რომელიც დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს, იუსტიციის სახლის ახალ შენობაში შევიარე – მაინტერესებდა მართლა იყო თუ არა საჯარო მომსახურების ეს ე.წ. სუპერმარკეტი, კომფორტისა და ეფექტურობის ისეთი გამაოგნებელი სივრცე, როგორადაც ის იყო ჩაფიქრებული. აღმოჩნდა, რომ მართლაც იყო. ახალი, თეთრი ქვით ნაგები ეზოს ზღურბლს გადავაბიჯე თუ არა, მომღიმარი, პოლიგლოტი, მოყვითალო-მომწვანო უნიფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი შემომეგება, კონდიცირებულ მოსაცდელ სივრცეზე მიმითითა, სადაც მისი უნიფორმის შესაფერისი, მოყვითალო-მომწვანო ფერის ავეჯი, ბრტყელმონიტორიანი კომპიუტერები, საბავშვო სათამაშოები და უფასო, უკაბელო ინტერნეტი დამხვდა. მან მაცნობა, რომ მოლოდინის დრო საშუალოდ 40 წამია. დაპირებისამებრ, სულ რამდენიმე წამში, (რაც სულ არ გავდა რიგითი სატრანსპორტო დეპარტამენტის, დაბინდულ, ჭრიალა ფანჯრებს ამერიკაში), მე, ათიოდე, კარგად განათებული სამუშაო მაგიდიდან, ერთერთთან გამომიძახეს, სადაც საჯარო მოხელემ მკითხა, თუ რით შეუძლია დამეხმაროს. აქ სულ ორი წუთის წინ შემოვაბიჯე, მაგრამ ჩემი ეშმაკობა უკვე გამოაშკარავდა. რუსთავის იუსტიციის სახლში (ასეთი ცენტრი, ამ პატარა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც სულ 4.6 მილიონს შეადგენს, ექვსია) იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ან პასპორტი განმეახლებინა, ან ქონება დამერეგისტრირებინა, ან ახალი კომპანიის დაარსება გამეფორმებინა. მე არ მჭირდებოდა არც ერთი იმ 250 სახეობის მომსახურებიდან, რომელიც ამ ერთ ჭერქვეშაა შესაძლებელი. მე იმისთვის მოვედი, რომ საკუთარი თვალით დამენახა, როგორ მუშაობენ ეს ახალი, ცნობილი, მრავალფუნქციური ადმინისტრაციული სამსახურები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას საქართველოს დრამატული და ასიმეტრიული განვითარების იდეალურ სიმბოლოს ქმნიან. მას შემდეგ, რაც 2003 წლის არაძალადობრივი „ვარდების რევოლუციით“ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ქვეყნის მომავლის მისეული ხედვა გრანდიოზული, მართვის სტილი სულსწრაფი, თუმცა ხშირად ეფექტური იყო. თითქმის ყველა მის მიერ წამოწყებული კამპანია, სწრაფ ქმედებას, ხისტ მეთოდებსა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას ეფუძნებოდა. მაგალითად, სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს შემოიღეს ბიომეტრიული პასპორტები, ხოლო პოლიციელები სპეციალური iPad-ებით აღიჭურვნენ, ისეთით, რომელიც მათ ეჭვმიტანილ კრიმინალებზე ინფორმაციის მოძიების საშუალებას ადგილზევე აძლევდა; მისი მმართველობის დროს მოხერხდა ის, რომ გადასახადების სისტემა (რაც შეადგენდა 1990-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას – იმ დროს თითქმის არავინ იხდიდა კომუნალურ გადასახადებს) განახლდა არგადამხდელებისადმი სასტიკი პოლიციური ზომების გამოყენებისა და ახალი საგადასახადო აპარატების შემოღების მეშვეობით. ახლა ეს საგადასახადო აპარატები თითქმის ყოველი ქუჩის კუთხეში დგას და მათი მეშვეობით მოქალაქეები თითქმის ყველა ამ ტიპის პრობლემას აგვარებენ: იხდიან მობილური ტელეფონების გადასახადებს, პარკინგის ბილეთების საფასურს და აზარტული თამაშების დავალიანებებს. იუსტიციის სახლები განვითარების ამ ტენდენციის შემადგენელი ნაწილია. ეს არის მყვირალა, თუმცა იმედისმომცემი რეაქცია საბაზისო პრობლემებზე – მათ გამო უვლით კმაყოფილების ჟრჟოლვა უცხოელ დამკვირვებლებს. გასულ თვეში, სახლმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი გაუჩერებლად ლაპარაკობდა ასეთ შენობებზე და ერთ-ერთ მათგანს ზღვისპირა ბათუმში, „შთამბეჭდავი“ და „აღსანიშნავი“ უწოდა, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს „საჯარო მომსახურების გაუმჯობესებისთვის“ ჯილდო გადასცა. ყირგიზეთის, ყაზახეთის, უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები ამ ცენტრში, რუსთავში იმისთვის დადიან, რომ ყურად იღონ. საკითხავი ის კი არ არის, რამდენად კარგია იუსტიციის სახლები; ისინი მართლაც კარგია. კითხვა იმაში მდგომარეობს, მხოლოდ ეს კმარა თუ არა. გასული 9 წლის განმავლობაში სააკაშვილმა თავისი ქვეყნის რეფორმირებისათვის თამამი ნაბიჯები გადადგა და ამისთვის საერთაშორისო საზოგადოების ხმამაღალი ქება დაიმსახურა. მაგრამ რატომაა, რომ მთავრობა, რომელმაც სხვადასხვა სახის რეფორმებში, საბჭოთა ქვეყნების უმეტესობისათვის, გაუგონარ წარმატებებს მიაღწია ასე უსუსურად დამარცხდა სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში? როგორ ხდება, რომ საქართველოს, რომელმაც მოახერხა ათწლეულობით დაცული საარქივო მასალის ცენტრალური ბაზის შექმნა, მთლიანად შეცვალა საჯარო მომსახურება და იუსტიციის სახლების ისეთი ფლოტი ააშენა, სადაც თანამშრომლების უნიფორმა და ავეჯი ერთ ფერშია გადაწყვეტილი, ამავე დროს ისეთი სასამართლო სისტემა აქვს, რომელსაც ბრალდებულთა 98 პროცენტისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს? საქართველოს იუსტიციის სახლები მარგალიტია მის გვირგვინში, მაგრამ მარტოოდენ კაშკაშა მინის შენობებით, კრიალა მომწვანო-მოყვითალო მოსაცდელებით და სენსორული კომპიუტერებით დემოკრატიას ვერ დაამყარებ. ორიგინალი ორიგინალი
-
წყარო ტელეკომპანია "მეცხრე არხი" 21:32 14.07.2012 რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა რომ გარდაიცვალა ზუგდიდის შალვა დადიანის სახლეობის თეატრის მსახიობი და მთავარი რეჟისორი გიორგი ფოჩხუა. http://2.bp.blogspot.com/-mPvExdJYxso/UAGt2sE4xYI/AAAAAAAAHsk/uwa84AIKZZA/s200/get_img.jpgსაინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ის ანაკლიაში ზღვაში დაიხრჩო, სადაც მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. ოფიციალური ინფორმაცია გიორგი ფოჩხუას დაღუპვის შესახებ არ გავრცელებულა. ცნობილია მხოლოდ ის რომ 26 წლის მსახიობს ოჯახი გუშინდელი დღის შემდეგ ეძებდა. ცხედარი ზუგდიდის პროზექტურიდან ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. როგორც ოჯახის ახლობლებს პროზექტურაში უთხრეს, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება ძალადობის კვალი. არსებობს ვერსია, რომ მომხდარი არა უბედური შემთხვევა, არამედ მკვლელობაა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
-
გიორგი კიკონიშვილის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/reuters-150x44.jpg მარგარიტა ანთიძე თბილისი – ქართულმა სასამართლომ, ოპოზიციის ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის ჩამორთმეულ აქტივებზე ზედამხედველი მენეჯერი ხუთშაბათს დანიშნა, რაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ მთავრობისა და ოპოზიციის კონფრონტაციაში უკანასკნელ გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. 56 წლის ივანიშვილმა, ვისი ქონებაც ჟურნალ Forbes-ის ვერსიით 6,4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, კავკასიის სახელმწიფოში, 4,5 მილიონიანი მოსახლეობით, „ქართული ოცნების“ კოალიციაში გააერთიანა სხვადასხავა ოპოზიციური პარტიები, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მთავრობისა, რომელიც ჯერ კიდევ ლიდერობს საზოგადოებრივ კვლევებში. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გასულ თვეში განაცხადა, რომ ივანიშვილის წილები ქართუ ბანკში, ქართუ ჯგუფსა და 21,7 პროცენტიანი წილი პროგრესს ბანკში, ამოღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მაგნატმა უარი განაცხადა გადაეხადა მრავალმილიონიანი ჯარიმა დოლარებში. აქტივების მეთვალყურედ დაინიშნა ვლადიმერ უგულავა, რომელიც ადრე უკრაინული „პრივატ ბანკის“ საქართველოს ფილიალის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა. გარდა ამისა, ის არის თბილისში დაარსებული ეკონომიკური კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი; უგულავა ხელმძღვანელ თანამდებობებზე 2001 წლიდან მუშაობდა; საქმიანობდა ანტიკორუფციულ საბჭოში და ასევე იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი. „მაშინ, როცა მოვალე ქონების მეპატრონე გახდება, ახალი ხელმძღვანელი ისარგებლებს მფლობელის ყველა უფლებით იძულებითი მმართველობის რეჟიმის დასრულებამდე“, – ნათქვამია ეროვნული სააღსრულებლო ბიუროს განცხადებაში. ივანიშვილის აქტივების საწყის გასაყიდ ფასად 151,9 მილიონი ლარი (92,6 მლნ დოლარი) დასახელდა ქართუ ჯგუფის ნაწილში, ხოლო 3,6 მილიონი ლარი – „პროგრეს ბანკის“ წილისთვის. ონლაინ–აუქციონი 10 ივლისს ყოველგვარი წინადადების გარეშე დასრულდა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ კონფისკაცია იყო უკანონო, რადგან მან ყველა აქცია თავისი შვილის კომპანიას გადასცა. სახელმწიფო ორგანოებმა მაინც ბიძინა ივანიშვილი სცნეს ოფიციალურ მფლობელად, რადგან აქტივების გადაცემის პროცედურა არ იყო დარეგისტრირებული საქართველოს ეროვნულ ბანკში. გასულ თვეში პოლიციამ კონფისკაცია გაუკეთა იმ ფირმის სატელიტურ ანტენებს, რომელიც ეკუთვნოდა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრეს. იგი დაადანაშაულეს ანტენების იმ მიზნით გაცემაში, რათა მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან არჩევნებში დასაპირისპირებლად, ივანიშვილის კოალიციის სასარგებლოდ საარჩევნო ხმები მოეპოვებინა. ჯარიმები თანამგზავრული ანტენების თავისუფალი გავრცელების გამო, სახელმწიფო აუდიტის სააგენტომ ივანიშვილი პარტიის დაფინანსების წესის დარღვევაში დაადანაშაულა და იგი 63,1 მილიონი ლარით დააჯარიმა. სხვა შემთხვევაში ივანიშვილი 11,2 მილიონი ლარით დაჯარიმდა, რამაც მთლიანობაში 74,3 მილიონი ლარი შეადგინა. დაძაბულობის განმუხტვის აშკარა გამოხატულება იყო ის, რომ საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მიიღო შესწორებები, რომელიც ყველა საკაბელო ოპერატორს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ყველა არხის მაუწყებლობის გავრცელებას ავალდებულებს. სააკაშვილი დასავლეთის ფავორიტი გახდა, როდესაც უსისხლოდ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში და გადააყენა ედუარდ შევარდნაძე 2003 წელს. თუმცაღა, ოპონენტები ბრალს სდებენ მას პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვაში და აკრიტიკებენ 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ხანმოკლე, დამანგრეველი ომის მართვის გამო. ორიგინალი ორიგინალი
-
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ 8 წლის წინ მოღვაწეობა ისე დაიწყო, როგორც დემოკრატიის შუქურამ, დღეს უკვე ცალსახაა, რომ მან არათუ უღალატა დემოკრატიულ პრინციპებსა და ფასეულობებს, არამედ ხელისუფლების შენარჩუნების მთავარ მამოძრავებელ ძალად ძალისმიერი და რეპრესიული ტაქტიკა აირჩია. მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში ქართული ოცნება მოვიდა და გარდაიქმნა პოლიტიკურ ძალად, რომელსაც რეალურად შესწევს რესურსი შეცვალოს არსებული რეჟიმი, ნაციონალური მოძრაობა ბინძური ხერხებით ცდილობს ქართული ოცნების სვლა შეაჩეროს. ჩემი აზრით ამ მცდელობის ნაწილია მინისტრთა კაბინეტის ცლილება, ამის შესახებ მე ჩემი მოსაზრება წინა პოსტში დავწერე. მაშინ ვთქვი ასეთი რამ: “კარგად ვიცით, რომ სააკაშვილისა და ნაც.მოძრაობის პოლიტიკა პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, ისეთ ბრძოლის მეთოდებს მოიცავს, რომლის განსახორციელებლადაც აუცილებელია პოლიცია. უფრო სწორად პოლიტიკური პოლიცია. ზონდერ ორგანო, რომელიც ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. ვანო ასეთი ორგანოს შეფი იყო. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ორგანო კარგად ვერ მუშაობდა. მიშას უფრო მეტი სჭირდებოდა. მას სურს რომ ერთ დღეს ბიძინა ივანიშვილი და ყველა მეოცნებე, რომლებიც ჯამში 60% მინიმუმ არიან გაქრნენ! რა ქნას? არ იცის… ვანო რადიკალურ ნაბიჯებს არ აპირებდა, რადგან კარგად იცოდა, რომ ეს მის პერსონალურ რეიტინგზე დადებითად არ იმოქმედებდა. მან ხომ ერთხელ უკვე განაცხადა, რომ პოლიტიკაში დარჩენას დიდხანს აპირებს? ამიტომ საჭიროა ვანოს ადგილას სხვა ადამიანის დანიშვნა. რომელიც ვანოსგან განსხვავებით ნაკლებად ამბიციური იქნება, ვინც უსიტყვოდ, თვალდახუჭული შეასრულებს მაღალის ბრძანებებს. ის იქნება ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური თვალსაზრისით. დავალება კი იქნება მხოლოდ ერთი: მუსრი გავავლოთ ოცნებას! ნებისმიერ ფასად!” დიახ, ახალაიას დანიშვნის ერთადერთ ახსნად ალბათ ეს არგუმენტი გამოდგება. მაინც რას აპირებს სააკაშვილი?! ძნელია ამ კითხვაზე პასუხი და ვფიქრობ საშიშიც, თუ გადავხედავთ უახლოესი დღეების ქრონიკებს შიდა ქართლში. გავიხსენოთ მერეთისა და კარალეთის ინციდენტები. პირადათ ჩემთვის, აქ მომხდარი სულაც არ იყო გასაკვირი, მარტივი მიზეზის გამო, 15 აგვისტოს კოალიცია გორში მასშტაბურ ღონისძიებას გეგმავს. მათ უკვე ჩაატარეს აქციები თბილისში (150 000 ადამიანი), ქუთაისში (55 000 ადამიანი) ოზურგეთში, (50 000 ადამიანი) და მცხეთაში (15 000). ერთი შეხედვით ფანტასტიური რიცხვებია, თუმცა მათ უკან დგას დიდი ტერორი და შიში, რომელიც ამ აქციებს უძღოდა წინ. მაგრამ თითოეულმა აქციამ კონკრეტლ რეგიონში შიში დაძლია. რაც უფრო ცოტა რეგიონი რჩება “ოცნებას” აქციის ჩასატარებლად, რეპრესიულ ტაქტიკას მით უფრო აძლიერებს ხელისუფლება, ასეა ზუსტად ახლა ქართლი, დარწმუნებული ვარ გორის აქციის შემდეგ სიტუაცია დამშვიდდება აქ, მაგრამ უარესი დაძაბულობა იქნება შემდეგ რეგიონში სადაც აქცია დაანონსდება. მარტივი ლოგიკაა – ხელისუფლება ვერ ეგუება ძალაუფლების პოტენციურ დაკარგვას. http://newstime.ge/wp-content/uploads/2012/07/403817_248910378545670_691096687_n1-300x199.jpg View the full article
-
ქველმოქმედება და მოყვასისადმი დახმარების სურვილი, ადამიანის ცხოველებისგან განმასხვავებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. თავის მხრივ არც ცხოველთა სამყარო განიცდის ამ ფენომენის ნაკლებობას, ისინიც უზიარებენ ერთმანეთს მოპოვებულ საჭმელს. ინსტინქტების დონეზე, გონის დაუხმარებლად. თუ ადამიანის განმასხვავებელი ნიშანი ცხოველებისგან მისი გონიერებაა. შესაბამისად მას შეუძლია, რაციონალურად განსაზღვროს, მისი ირაციონალური სურვილი იყოს ქველმოქმედი. სიკეთის ქმნაც, ხომ უმრავლეს შემთხვევაში აქტია, როდესაც ვცდილობთ დავანახოთ სხვას, რომ მათზე უკეთესნი ვართ. თუ მიზანი პირველი ფაქტორია, მაშინ რატომ ვიყენებთ მას უმეტეს შემთხვევაში მეორე მიზნის მისაღწევად? დღევანდელ ბლოგ პოსტში მსურს ვისაუბრო ქველმოქმედების იმ ფორმებზე რომლებიც დღევანდელ საქართველოში გვხვდება. მსურს ვიმსჯელო თემაზე: ვართ თუ არა რაციონალურად ქველმოქმედები . გვაინტერესებს თუ არა ჩვენს მიერ გაღებული თუნდაც მიზერული ოდენობის თანხა, რეალური პრობლემის მოგვარებას ხმარდება თუ არა. თუ უბრალოდ ინსტინქტების დონეზე სხვათა დასანახად ჩავდივართ სიკეთეს. განცდა იმისა, რომ სიკეთეს ვაკეთებ, თავის მხრივ არის კი უკვე იმ სახის სიკეთე, რასაც სხვადასხვა რელიგიები წმინდა წიგნების მეშვობით გვასწავლიან? ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია გააჩნდეს მას სურვილი, გაიღოს მისი შრომით მოპოვებული თანხა,სრულიად უცნობი ადამიანებისთვის, თუ არა ისევ საჯარო სივრცეში სხვათა დასანახად. მხოლოდ ერთადერთი მიზნით , საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. მით უფრო თანამედროვე საქართველოში ადამიანთათვის გაღებული თანხაც, არც თუ ისე ხშირი ფენომენია. ჩვენ ძალიან იშვიათად ვეხიდებით ერთმანეთს. და თუ ვეხიდებით თუნდაც ყველაზე რთულ მდგომარეობაში , ანალოგური დახმარების მოლოდინი გვაქვს მათგანაც. ალბათ არც ერთი ქართული ოჯახისთვის არ არის უცხო ფენომენი, რვეული სადაც აღნუსხულია ის თანხა რაც გაიღეს ჩვენმა ნათესავებმა, ახლობლება ,მეზობლებმა, ქელეხის სუფრაზე. რაც მოვალეობას გვიჩენს, ანალოგიურ სიტუაციაში მათდამი არსებული "ვალის გასტუმრების". ქველმოქმედებისას თუ მიზანი ღმერთისაგან მიღებული წყალობაა, შესაბამისად მათ ვინც მორწმუნეს უწოდებენ თავს, მოყვასის ნაცვლად ღმერთს წირავენ თანხას. მსხვერპლშეწირვა კი უსისხლოდ მატერიალური ფორმით ხდება. წარმართული რიტუალი მოდერნიზებულ ფორმებს იღებს. ღმერთი კი, amazon.com არ არის, შეკვეთა მისცე და სურვილები გამოიწერო. ქველმოქმედებას ჩვენში პირველ რიგში პროპაგანდის ფუნქცია აქვს. იცით რა ღირს პრაიმ-ტაიმში გაშვებული რეკლამა ტელევიზიით თვეების განმავლობაში? ეკლესია თუ არ აშენდებოდა ამ თანხად, გარკვეული საძირკველი მაინც ჩაიყრებოდა, შესაბამისად მუდმივად აღარ მოუწევდათ შეხსენება ტელევიზიების , გაზეთების, ჟურნალების, ბილბორდების, მაღაზიებში არსებული ყულაბების მეშვეობით , რათა დავერწმუნებინეთ, გაგვეღო 1 ლარი და გადაგვეგზავნა ესემესი მითითებულ ნომერზე, მომავალი თაობებისთვის. რაც პირადად მე ინდულგენციებით ვაჭრობის პოსტმოდერნულ ფორმას მაგონებს. მომავალი თაობისთვის სოფელ ჭრებალოშიც თავისუფლად შეგვიძლია ავაშენოთ სკოლა. რითიც შევძლებდით ბავშვები გამოგვეყვანა იმ მძიმე სოციალური ყოფიდან, რასაც თითქმის მეფის რუსეთის დროს აგებული სკოლებში სწავლისას განიცდიან. ასეთები კი მრავლადაა ჩვენს ქვეყანაში. სკოლები, სადაც თუნდაც მხოლოდ 10 მოსწავლე სწავლობს. და თუ თქვენ თვლით რომ სკოლის შენება სახელმწიფოს მოვალეობაა , ანალოგიურად შეგვიძლია ვიფიქროთ რომ ეკლესიის მშენებლობაც საპატრიარქოს მოვალეობაა. მაშინ რატომ არ ვაგროვებთ თანხას სკოლების ასაშენებლად და ვაშენებთ ეკლესიებს? ან სულაც როდესაც ქუჩაში მათხოვარ ბავშვს ვეხმარებით. ჩავდივართ კი სიკეთეს? ერთჯერადი აქტით, რომელსაც ჩვენი პატივმოყვარეობის გამო უფრო ვაკეთებთ ვიდრე ამ ბავშვისადმი დახმარების სურვილით. ჩვენ რეალურად რომ გვსურდეს მათი დახმარება , არ გავრყვნიდით მას. 6-7 წლის ასაკში ფულის იოლად შოვნას არ დავაჩვევდით. დავინტერესდებოდით მისი გარემოთი და ვეცდებოდით თუნდაც მცირედით შეგვეცვალა მისი ცხოვრება. შეუძლებელია მან მომავალში შრომა ისწავლოს, შეუძლებელია მან ოდესმე მშობლის ძალადობას დააღწიოს თავი. თუკი დააკვირდებით მათხოვრებს, თავისუფლად მიხვდებით რომ ხშირ შემთხვევაში, ორგანიზებული ფორმის სოციალური როლია და გარკვეული ჯგუფები მათ ამუშავებენ, მათ შორის ამ ბავშვებს. და არის კი ქველმოქმედება კრიმინალისთვის ხელის შეწყობა? რატომ არავინ ფიქრობს ბავშვის უფლებებზე, როდესაც მეტროში მუხლებზე დაჩოქილს ხედავს მათ? ნუთუ ფარატინა ქაღალდია მხოლოდ ბავშვთა უფლებათა დეკლარაცია. თუ გგონიათ რომ ამ ბავშვს ოდესმე დაავიწყდება, რომ მეტროში მუხლებზე მდგარი ეხვეწებოდა ხურდას ადამიანებს. და ჩვენ ქვაში ვიხდიდით იმ ფულს, რომელსაც ამ ბავშვების მომავალი შეგვეძლო შეგვეცვალა. ცალკე თემაა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა. რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ერთჯერადი პიარის ეფექტზეა დაფუძლებული. როდესაც ქველმოქმედებაში რაციონალურობისა და ქველმოქმედების სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ბიზნესისთვის დადებითი იმიჯის ფორმირება ხდება, ამავე ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე და ისეთივე მერკანტილური მოტივებით. პირდაპირ აისახება მის იმიჯსა და შემოსავლებზე. მაშინ როდესაც ვიცი, რომ ნატახტარის ლიმონათის შეძენის შემთხვევაში, ჩემს მიერ გადახდილი თანხიდან 1 თეთრი საქველმოქმედო ფონდში ირიცხება, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ეხმარება. რომლებსაც 18 წლის შესრულების შემდეგ, ბავშვთა სახლების დატოვება უწევთ, და ცდილობებ გაუმარტივონ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი. მათი საჭიროებების შესწავლის და მათი ინტერესების გათვალისწინების შემდეგ . მაღაზიაში არჩევანის შემთხვევაში , დიდია ალბათობა რომ მისი შეძენა გადავწყვიტო. მაშინ როდესაც შესაძლოა სრულებითაც არ გამახსენდეს ახალ წელს რუსთავი 2 ის ეთერში გასული სიუჟეტი როგორ ჩაუტანეს საშუბაოდ ან სააღდგომოდ ამავე ბავშვებს X კომპანიიდან ტკბილეული. ბიზნესი პირველ რიგშია ანგარიშვალდებული დაეხმაროს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებს , რადგან ბიზნესისთვის შემოსავლის წყარო სწორედ საზოგადოებაა. და თუ უმარტივებ მათ პროცესს გახდნენ თანამონაწილენი ქველმოქმედებაში, ურთიერთსარგებლის მომენტი იზრდება. შეუძლებელია სახელმწიფოს, ბიზნესისა და მოქალაქეების ქველმოქმედებამ შედეგი გამოიღოს თუკი სწორი მიზნები არ არის დასახული . და ეს სამი რგოლი ერთმანეთის იმედად არის. ანუ თუ მე ვთვლი რომ სახელმწიფო სოციალურ დახმარებებს გასცემს და ქველმოქმედება მე აღარ მეხება , თუ მე ვთვლი რომ ბიზზნესი ჩემს მაგივრად უნდა ეხმარებოდეს სხვებს და მე მხოლოდ პასიური დამკვირვებელი უნდა ვიყო შეუძლებელია რაიმე ფორმით პრობლემების მოგვარებაზე ვიფიქროთ. ადამიანთა ერთობას თუნდაც მცირე თანხის გაღებით შეუძლიათ ბევრი კეთილი საქმე აკეთონ . პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/angel.jpg კატეგორიები: საზოგადოება View the full article
-
“შენი კომენტარი ვნახე გოგიტა გოჩაშვილზე …ეს ის გლეხია ყანიდან რომ გამოვიდა?ასე გიწერია.არა ოთარ ძმაო ეგ ის გლეხი არაა,ეგ ის გლეხია შენ რო უზრუნველად იზრდებოდი მამის და დედის ხელში მაგას კი მამის საფლავიც არენახა.შენ შენ დასთან და ძმასთან თამაშობდი ის კი ვერა.მიუხედავად ამისა ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში რაც კონფლიკტია სამხრეთ ოსეთს (რუსეთს) და საქართველოს შორის იქ ცხოვრობდა 100 მეტრში და ბარეორ შენნაირ ბიჭებს დედას უტყნავდა გინდა ცემით გინდა სროლით გინდა სიტყვით.ეგეც და ყველა ის ბიჭი ვინც მანდ იყო.თუ ჩემი არ გჯერავს ვინც არ გაგაცნოს ეგ გოგიტა იმის დედას ###### და თუ კაი ბიჭი ხარ უთხარი რო ეს გლეხია ყანის მეტი რო არაფერი უნახია.როგორ ფიქრობ უნდა მამაშენს ამხელა შვილი გოგიტამ ერთი დარტყმით საიქიოს გაუშვას?თუ არ გჯერავს მაგასაც გამოგაცდევინებ რა ძალააქვთ გოჩაშვილებს. ” – ეს წერილი Forum.ge-ს ერთ-ერთ მომხმარებელს,რამდენიმე წუთის წინ მიწერა ვინმე გურამ გორგიშელმა,რომელსაც “ფეისბუკზე” სამუშაო ადგილად შ.ს.ს სამინისტრო ქონდა მითითებული.ხოლო მას შემდეგ,რაც ფაქტი გახმაურდა,მან სასწრაფოდ შეცვალა სამუშაო ადგილი და სოციალურ ქსელში,სახელი და გვარიც გადაიკეთა. http://forum.ge/?f=29&showtopic=34413602&st=0 View the full article
-
ნინია კაკაბაძის ბლოგი სრული ტექსტი liberali.ge
-
ალბათ იცით,რომ გუშინ,12 ივლისს,კარალეთში ჩასულ “ქართული ოცნების” წევრებსა და ერთ-ერთ ლიდერს,კახი კალაძეს,ქვები დაუშინეს და არც ჟურნალისტების მიმართ მოერიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას.”ქართული ოცნება” ისევე როგორც ყველგან,ამ სოფელშიც მშვიდობიანი მიზნით,ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩავიდა.როგორც თავად ქართული ოცნების წევრები აცხადებენ,ყველაფერი კარგად იქნებოდა,რომ არა რამდენიმე ზონდერი,რომლებიც ცხადია,უშუალოდ გამგებლის დავალებით მოქმედებდნენ.ჯერ ერთი “ბაბუა” გამოვარდა გინებით და ჯოხის ქნევით,შემდეგ კი ერთ-ერთმა ზონდერმა კალაძეს ისეთი რამ უთხრა,რასაც ჩემი ღრმა რწმენით ვერცერთი კაცი,რომელსაც სისხლი უჩქეფს და რომელსაც ღირსება აქვს,ვერც და არც მოითმენდა. ალბათ ყველას კარგად გახსოვთ,კახი კალაძის ძმის ტრაგიკული ისტორია.ის ჯერ მოიტაცეს,შემდეგ კი რამდენიმე თვიანი ძებნის და ძიების შემდეგ,პოლიციამ მისი თავმოკვეთილი გვამი დამარხული აღმოაჩინა. ლევან კალაძის ისტორია სრულიად საქართველოსთვის შემზარავი იყო,ლევანი არაფრისთვის,ფულისთვის მოკლეს.მიუხედავად იმისა,რომ კალაძემ ყველაფერი გააკეთა ძმის გამოსახსნელად,გამტაცებლები არ დაკმაყოფილდნენ და იმის შიშით,რომ ლევანი მათ გათქვამდა,სასტიკი მკვლელობა ჩაიდინეს. გუშინ , კარალეთში მყოფ კალაძეს,ერთ-ერთმა ზონდერმა,გიგი გოჩაშვილმა უთხრა,რომ კალამ საკუთარი ძმა ფულში გაცვალა.ძნელი წარმოსადგენია,როგორ უნდა შეძლო ამ დროს ადამიანმა და თავი მოთოკო.ეს ცილდება ყველაფერს ,აბსოლუტურად ყველა ღირებულებას,რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს – კალაძეს საკუთარი აწ უკვე გარდაცვლილი ძმის ფულში გაცვლა დააბრალეს…სწორედ ამან გამოიწვია ის დაძაბულობა და კონფლიქტი,რაც შემდეგ მოხდა.კალაძეს და იქ მყოფ “ქართული ოცნების” წევრებს ზონდერებმა ქვები დაუშინეს. სასაცილოა ისიც,რომ ხელისუფლების ინტერნეტ-ზონდერებმა,ცადეს აეგორებინათ ჭორი,რომ კალაძის დაცვა იარაღს უმიზნებდა იქ მყოფ ადამიანებს.მინდა ამის შესახებაც გითხრათ ჩემს მკითხველებს,ჩემი აზრი. 1.კალაძეს და დანარჩენ ქართული ოცნების წარმომადგენლებს,ესროდნენ დიდ ქვებს,აგურებს,რასაც აბსოლუტურად შესაძლებელი იყო,გამოეწვია რომელიმე მათგანის მძიმე დაზიანება და სიკვდილიც კი.2 2.დაცვა არის იმის დაცვა,რომ დაიცვას დასაცავი სუბიექტი როგორც ფიზიკური დაზიანებისგან,ისე რა თქმა უნდა,სიკვდილისგან.საჭიროების შემთხვევაში დაცვას შეუძლია,მეტიც,ვალდებულია რომ გამოიყენოს იარაღი საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დასაცავად. ცხადია,ძალიან კარგია,რომ არავის ფიზიკური ლიკვიდაცია არ გახდა საჭირო კალას დასაცავად.ფაქტია,დაცვამ არათუ ვინმეს ესროლა,არამედ ჰაერშიც კი არ მოახდინა გასროლა,მაშინ,როცა ორივეს კანონიერი უფლება ქონდა.არც ვინმეს უმიზნებდა დაცვა იარაღს,მან ამოიღო იარაღი და მიწისკენ ქონდა დაშვებული.ეს შეიძლება აიხსნას ორი მიზეზით,ანუ დაცვამ იარაღი ამოიღო : 1.გამგელებული ზონდერების იარაღის დემონსტრირებით დასაშოშმინებლად. 2.საჭიროების შემთხვევაში გასროლის დროულად მოსახდენად. სამწუხაროდ,გარკვეული ტექნიკური ხარვეზის გამო,გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ბლოგი გათიშული იყო და ამიტომაც ვერ მოვახერხე ამ შემთხვევის შესახებ პოსტის დაწერა. ქვემოთ შემოგთავაზებთ ინფო9ს მიერ გადაღებულ ვიდეოს,სადაც ნათლად ჩანს,თუ როგორ ახდენდა ერთ-ერთი ზონდერი კალას პროვოცირებას.ასევე აღნიშნულია თითოეული პროვოკატორის სახელი და გვარი.აქვე მინდა ვკითხო ამ ადამიანს : დოქსოპულო,შენ ძმა გყავს?! INFO9-ის ვიდეო : http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1151 View the full article
-
ხშირად მიფიქრია იმაზე, რატომ არ ვეკითხები ჩემს თანამშრომლებს ჭკუას, სანამ რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებ. პირველივე პასუხი, რაც თავში მომდის ის არის, რომ თითქოს ამდენი დრო არ მაქვს, რათა გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოკითხვები და დამატებითი კონსულტაციები ვატარო. თუმცა, მერე, როცა ვხვდები, რომ მაშინაც კი, როდესაც ეს კონსულტაციები გადაწყვეტილების ხარისხს მნიშვნელოვნად არ ზრდის (არადა ყოველთვის ზრდის), მინიმუმ მათი განხორციელების დრო ხომ მაინც მცირდება მნიშვნელოვნად და შესრულების ხარისხიც მატულობს. ვხვდები, რომ ასეთ ქცევას რაციონალური საფუძველი არ აქვს და პრობლემა უფრო ემოციურ, მენტალურ ბარიერებშია, ვიდრე ლოგიკურში და რაციონალურში. როგორც ჩანს, საქმე იმაშია, რომ ხელმძღვანელებს გვეშინია ჭკუის კითხვით ავტორიტეტი არ დავკარგოთ თანამშრომლების თვალში, არ ვაფიქრებინოთ მათ, რომ არაფერი არ შეგვიძლია მათ გარეშე, არ გვინდა, რომ ჩვენი წარმატების განცდა დავიკნინოთ და მისი თანაზიარი გავხადოთ ვინმე. ხომ შეიძლება მართლა ძალიან ღირებული გვირჩიოს ვინმემ რამე და სწორედ ის გახდეს წარმატების საფუძველი. პრინციპიში არის ალბათ ამაში რაღაცა ლოგიკურიც, თუ ჩვენ ერთხელ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით და რომელიმე ერთ თანამშრომელს ვთხოვთ გვირჩიოს რამე, ის გვირჩევს, ჩვენ გავაკეთებთ ასე და გამოვალთ ამ მდგომარეობიდან დიდი ალბათობით. ამის შემდეგ ის ადამიანი წავა და მთელ ქვეყანას მოსდებს, რომ ჩაფლულები ვიყავით ბოლომდე და ვერ გამოვიდოდით მისი დახმარების გარეშე ამ მდგომარეობიდან. სამწუხაროდ, ალბათ მეც და ადამიანების უდიდესი ნაწილი ასეთ დროს სწორედ ასე ვიქცევით. ალბათ ქვეცნობიერად ამის შიშიც გვაფერხებს, სანამ თანამშრომელს რაღაცას ვკითხვათ. მაგრამ რეალურად, თუ ამას არა მხოლოდ მაშინ ვაკეთებთ, როცა ყველაზე მეტად გვიჭირს, და არა მხოლოდ ერთ თანამშრომელს ვეკითხებით რჩევას, არამედ ყოველთვის, ყოველ დღე ვცდილობთ დავეკითხოთ მათ, სანამ რაღაცა მნიშვნელოვან ან მეტ ნაკლებად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაშინ ადამიანები ხვდებიან, რომ ეს მართვის სტილია ასეთი. ხვდებიან, რომ ჩვენთვის ის, რომ საქმე გამოვიდეს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ჩვენ გავაკეთოთ და ჩვენს სახელს მიეწეროს ყველა ღირებული იდეა. ასეთ დროს ადამიანები ბევრად უფრო მონდომებულები და ჩართულები ხდებიან, რჩევებსაც გვაძლევენ და მათი განხორციელების საქმეშიც ბევრად დიდი მონდომებით ერთვებიან. მომზადებულია საკონსულტაციო კომპანიის სინერჯი ჯგუფის სპეციალისტების მიერ; წყარო : insight.ge პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/A%20Synergy%20Insight%20Logo%20-%20GEO_56_1.jpg ტეგები: რატომ არ ეკითხებიან ხელმძღვანელები ჭკუას თავის თანამშრომლებს კატეგორიები: ბიზნესი View the full article