planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ომბუდსმენი, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ მიიჩნევს ნორმას, რომელიც კრძალავს კანონით განსაზღვრული დაწესებულებების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 2 სექტემბერს შევიდა. კონსტიტუციური სარჩელი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ რიგი მუხლების კონსტიტუციურობას შეეხება. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა მიჩნეული „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობას უკრძალავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სპეციალური უფლებამოსილების მქონე მოსამსახურეებს. სადავოდაა მიჩნეული ის ნორმებიც, რომლებიც: • გამორიცხავს ერთი პირის, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებას; • კრძალავს კანონით განსაზღვრული დაწესებულებების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას; • ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილზე შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას და გზის გადაკეტვის შესაძლებლობას უკავშირებს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობას; • აწესებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში 5 დღით ადრე შეტყობინების შეტანის ვალდებულებას და ამ გზით გამორიცხავს სპონტანური ხასიათის შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შესაძლებლობას. კონსტიტუციური სარჩელით ასევე სადავოდაა მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები, რომლებიც წარწერებისა და ნახატების გაკეთებას კრძალავს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ხოლო შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ანდა მისგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე. სახალხო დამცველის აზრით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით აღიარებულ შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას და კონსტიტუციის 24-ე მუხლით აღიარებულ გამოხატვის თავისუფლებას, ისევე როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით განმტკიცებულ ანალოგიური შინაარსის მქონე უფლებებსა და თავისუფლებებს. ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვისას, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ შეზღუდვა ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით ჩამოყალიბებულ უფლების შეზღუდვის ისეთ წინაპირობებს, როგორებიცაა: • კანონით განსაზღვრული; • აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში; • მიზნის მიღწევის ერთადერთი და პროპორციული ზომა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
დასახელება: რესტლერი ჟანრი: დრამა ქვეყნა: ენა: რუსული წელი: 2008 ხარისხი: პროდიუსერი: დარენ არონოფსკი როლებში: მიკი რურკი, მარისა ტომეი, ივენ რეიჩელ ვუდი, ჯუდა ფრიდლენდერი, მარკ მარგულისი, უას სტივენსი მოკლე შინაარსი: ფილმის მთავარი გმირი – რენდი "ტარანი" რობინსონი – 80–ნი წლების ვარსკვლავი ოყო, თუმცა საკუთარი თავის მკრთალი ასლი გახდა. მას გულის შეტევა ექნება ერთერთი მატჩის დროს, მებრძლის გაიგებს ექიმებისგან უსიამოვნო ამბავს: თუ ის გააგრძელებს გამოსვლებს, სიკვდილი ემუქრება. ის ეცდება ახალი ფურცლიდან დაიწყოს ცხოვრება და მაღაზიაში მოეწყობა სამუშაოდ, არც თ ისე ახალგაზრდა სტრიპტიზის მოცეკვავესთან დაიწყებს ცხოვრებას და შვილთან ურთიერთობას აგვარებდა. თუმცა რევანშის აღების პერსპექტივა ძველ მოწინააღმდეგეზე აიატოლაზე ძალზედ მაცდუნებელი გახდება... View the full article
-
News of the World-ის ინფორმაციით, ინგლისური "ლივერპული" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ბაიერნიდან" მარიო გომესის გადმობირებას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ იყო საუბრები გომესის "ენფილდზე" არენდის წესით შესაძლო გადაბარგების შესახებ, რასაც ერთ წელიწადში 20 მლნ ევროდ ღირებული სრულფასოვანი კონტრაქტი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ გარიგება ბოლო წუთს ჩაიშალა. იხილეთ fanebi.com
-
TranslateIt! - კონტექსტში ინგლისურ, რუსულ, რუსული, ინგლისური, გერმანული, რუსული და ესპანური რუსეთის ლექსიკონი. თქვენ ეძებთ ელექტრონულ ლექსიკონს რომელიც დაგეხმარებათ თარგმნოს საწყისი ინგლისური, გერმანული და ესპანურენოვანი რუსული! მეტი რომ, თქვენთვის unobtrusive ასისტენტი, რომელთანაც არ აქვს უფლება წაიკითხოს სიახლეები და ფოსტა, ვიჯდები at უცხო ენაზე მუშაობის nerusifitsirovannymi გამოკითხვებში და პროგრამებს. View the full article
-
Hard Drive ინსპექტორი - პროფესიონალური პროგრამა შექმნილია მონიტორინგის სტატუსი, ხისტი მაგნიტური დისკები. როგორც ვიცით ღირებულების მონაცემები მყარ დისკს ხშირად აჭარბებს.ინფორმაციას არ უნდა იყოს დაკარგული როგორც მთლიანად ან ნაწილობრივ. პროგრამა Hard Drive ინსპექტორი მუდმივად აკონტროლებს tekschim სახელმწიფო პარამეტრები დისკები და გავაფრთხილო მომხმარებლის როდესაც ტანსაცმელი გახსნა დისკის მიაღწია კრიტიკულ წერტილს. ეს, ხშირ შემთხვევაში თავიდან ავიცილოთ მნიშვნელოვან ინფორმაციის დაკარგვა. View the full article
-
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შესაძლო მიერთება, გარემოს დამცველების თქმით, კიდევ უფრო შეასუსტებს გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას პროექტების დამტკიცებისას. ”ეკონომიკის სამინისტროს სახელი რომ შეეცვალა, უკვე გამოიკვეთა სახიფათო ტენდენცია”, - აცხადებს ნანა ჯანაშია, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის (CENN) თბილისის შტაბის დირექტორი. ”საშიშ ტენდენციაში” ნანა ჯანაშია გულისხმობს გარემოსდაცვითი საკითხების შესაძლო მიბმას ეკონომიკის სამინისტროსთან: ”სამინისტროს კი ჰქვია ”მდგრადი განვითარების,” მაგრამ მეეჭვება, შინაარსი რამდენად არის გააზრებული. ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელი 2010 წელს შეეცვალა. ძველ სახელწოდებას დაემატა სიტყვა ”მდგრადი.” მდგრადი განვითარება, ანუ ინგლისურად Sustainable Development, ნიშნავს მოცემულ მომენტში ბუნებრივი რესურსების ისე გამოყენებას, რომ მისი პოტენციალი შენარჩუნებულ იქნას მომავალი თაობისთვისაც. ნანა ჯანაშიას თქმით, თუ გარემოს დაცვის სამინისტროს ნაწილის მიერთება მოხდება ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, მოხდება ბუნებრივი რესურსების არა მდგრადი და რაციონალური გამოყენება, არამედ ეკონომიკური კუთხით სარგებლობა. ”კონსერვაციონიზმიდან გადავალთ ექსპლუატაციონიზმზე”, - აცხადებს ჯანაშია. გარემოს დაცვის სამინისტროს მუშაობას ”პასიურს” უწოდებს ნინო გუჯარაიძე, ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივას” აღმასრულებელი დირექტორი. თუ მოხდება მისი მიერთება ეკონომიკის სამინისტროსთან დეპარტამენტის სახით, გუჯარაიძის თქმით, კიდევ უფრო ნაკლებად გაითვალისწინებენ გარემოსდაცვით საკითხებს და მას ეკონომიკური სარგებელი გადასწონის. ” დღეს იმისთვის არსებობს გარემოს დაცვის სამინისტრო, რომ ქვეყანამ ერთგვარი ბალანსი დაიცვას გარემოსდაცვით და ეკონომიკურ ინტერესებს შორის. ” - აცხადებს გუჯარაიძე. - ”გამოდის, რომ ეკონომიკის მინისტრმა უნდა მიიღოს ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს გარემოს დაცვის მინისტრი იღებს და უპირატესობას ეკონომიკურ ინტერესებს მიანიჭებს - ეს ორი ინტერესი არ იქნება სათანადო დონეზე.” 2000 წელს, რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლის დროს, პრეზიდენტმა გააუქმა რუსული გარემოსდაცვითი სააგენტო. რუსეთის მაშინდელმა პრეზიდეტმა ახალი ეკონომიკური პროგრამა დაწერა, სადაც აღნიშნავდა, რომ ქვეყნის პრიორიტეტი იყო ეკონომიკური განვითარება და რუსეთს არ გააჩნდა ბუნების დაცვისთვის საჭირო რესურსები. რუსმა გარემოსდამცველებმა ამ გადაწყვეტილებას ”მგლისთვის ცხვრების ჩაბარება” უწოდეს. ”გამოდის, რომ რუსეთის შემცდომებზე უნდა ვიაროთ”, - აცხადებს ჯანაშია. სხვადასხვა ქვეყნებში გარემოს დაცვაზე სხვადასხვა უწყებები მუშაობენ. რიგ ქვეყნებში - გარემოს დაცვის სამინისტროები, რიგ ქვეყნებში - სააგენტოები და საბჭოები. სომხეთსა და აზერბაიჯანში გარემოს დაცვაზე სამინისტროები ზრუნავენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში გარემოს დაცვაზე ორი უწყება ზრუნავს: აშშ გარემოს დაცვის სააგენტო (United States Environmental Protection Agency, EPA) და შიდა დეპარტამენტი (USA Department of Interior). გერმანიაში არსებობს გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო; ჰოლანდიაში გარემოს დაცვა მიერთებულია სივრცით დაგეგმარებასთან. ქართველი გარემოსდამცველები გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლო მიერთებას ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ბიზნესგარემოს ლიბერალიზაციას და გარემოსდაცვითი საკითხების, როგორც ბარიერის მოხსნის, ტენდენციას უკავშირებენ. ”არსებობს ისეთი ხალხი, რომელიც ამბობს, რომ გარემოს დაცვა ხელს უშლის ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ასეთი ხალხი არსებობს ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში, მაგრამ არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში და არც აფრიკასა და აზიაში”, - აცხადებს ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე. – ”თუ 70-იან წლებში ითვლებოდა, რომ გარემოს დაცვა არის ფუფუნების საგანი და ხელს არ უწყობს ეკონომიკის განვითარებას, დღეს ითვლება, რომ გარემოს დაცვა არის ეკონომიკური დარგი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ყველანაირ კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებაზე მაღლა დგას. ” სხვა პრობლემას ხედავს ნინო გუჯარაიძეც. მისი თქმით, განვითარების ნებისმიერი პროექტის - გზის რეაბილიტაციის, აეროპორტების, სათხილამურო - დამტკიცების დროს ეკონომიკური ინტერესები გარემოსდაცვით საკითებზე მაღლა დგას: ”სახელმწიფო გარემოს დაცვას სიკეთედ კი არ აღიქვამს, არამედ ბარიერად, რომელიც ხელს უშლის ეკონომიკური ინტერესების გატარებას. სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს პროექტები, გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი საკითხები და მიიღოს გადაწყვეტილება, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან და დროსთან. ჩვენს სახელმწიფოს არ უნდა, რომ ეს რესურსები დახარჯოს გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებისთვის - დღეს უნდა ყველაფერი. ” ერთ-ერთი ბოლო პროექტი, სადაც ეკონომიკური ინტერესები დადგა გარემოს დაცვის ინტერესებზე მაღლა, ნანა ჯანაშიას თქმით, არის ყულევის ნავთობტერმინალის აშენება კოლხეთის ეროვნულ პარკში. ინვესტორი ”სოკარია”, აზერბაიჯანული კომპანია. ”ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ გარემოს დაცვა ეკონომიკის ნაწილია. ეკონომიკის ნაწილი კი არაა გარემოს დაცვა - ეკონომიკაა გარემოს დაცვის შემადგენელი ნაწილი”, - აცხადებს ნინო ჩხობაძე. – ”რომელ ქვეყანაშია მიერთებული გარემოს დაცვა მომხმარებელზე? ამჟამად, ეკონომიკა არის გარემოს მომხმარებელი. გარემოს დაცვის სამინისტრო არის უწყება, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს გარემოს დაცვის პოლიტიკის გამტარებელი და ეკონომიკაზე მაღლა უნდა იდგეს.” ”მნიშვნელოვანია, რა იქნება სამინსტროს გაუქმების მიზეზი. რა უნდა იყოს მიზეზი, რომ სამინისტრო გაუქმდეს, მაშინ, როცა ახლახან შექმნეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო? ამის ფონზე გარემოს დაცვა რომ დადგეს სათუოდ, ეს სასაცილოა”, - აცხადებს ნინო გუჯარაიძე, ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივას” აღმასრულებელი დირექტორი. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმებების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ტურინის "იუვენტუსის" ვეტერანმა მცველმა, ნიკოლა ლეგროტალიემ გუნდისადმი პატივისცემა კიდევ ერთხელ საჯაროდ დაადასტურა და განაცხადა, რომ "სტადიო ოლიმპიკოზე" კარიერის ბოლომდე სიამოვნებით დარჩებოდა. იხილეთ fanebi.com
-
ჯინ კაზამა — ახალგაზრდა და ტალანტური მებრძოლი იდუმალი შავბნელი ძალებით, რომელიც მის შიგნით ბუდობს. ეშმაკური გენები, რომელიც მას მისი მამისგან გადმოეცა, კაზუია მიშიმასგან, ნელნელა ხლიჩავს მას შუაზე და მის გენობას სიძულვილში და ბოროტებაში ათრებს. ახლა მან ზუსტათ იცის, იმისთვის, რომ გადარჩეს, ის არა მარტო თავის მამას უნდა შეებრძოლოს, არამედ თავის ბაბუასაც, ხეიხაჩი მიშიმასაც. და კაზუიასაც, და ხეიხაჩისაც აქვს თავისი გეგმები თუ როგორ გამოიყენოს ჯინის ძალები. ეს ყველაფერი დაიწყება ტურნირზე სახელად «რკინის მუშტის მეფე» — საბრძოლო ტურნირზე, რომლის სპონსორიც ხეიხაჩია, და გამარჯვებული მიიღებს 1 მილიარდ დოლარს, ხეიხაჩის კომპანიის საკუთრებას, და გახდება უდიდესი მებრძოლი მთელ პლანეტაზე. IMDB Rating: 5.9/10 (1,786 votes) View the full article
-
http://a.pix.ge/h/fn2c6.jpg კარგად ჩატარებული მატჩის შემდეგ ლიხტენშტეინის წინააღმდგე ტორესმა გააკეთა განცხადება რომ ახლოსაა თავის ფორმის დაბრუნებასთან ევროპის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა შესარჩევ ციკლის პირველ შეხვედრაში შეძლო დუბლის გაფორმება და ნაკრებს დამაჯერებელი სამი ქულა მოუტანა, თავისი გოლებით შეხვედრის მე-18 და 54-ე წუთზე. “ამჯერად თავს კარგად ვგრძნობ და ყოველ დღე მემატება ძალა, მალე ალბათ სრულად აღვიდგენ ფორმას. ორმა გოლმა რომელიც მე გავიტანე შემმატა თავდაჯერებულობა განუცხადა ტორესმა ოფიციალურ საიტს. ყოველთვის კარგია იყო იმ სიაში რომლებაც შეძლეს გოლის გატანა ნაკრებში, უფრო მნიშვნელოვანია სამი ქულა რომელიც მოვიპოვეთ”. View the full article
-
გვესაჭიროება მოდერატორები და აპლოუდერები თამაშების კატეგორიას რომ მიხედოს ატვირტოს უახლეს თამაშებს და არა მარტო!!! და თავის დროს მაღალ სტატუსაც მივცემთ!!! აბა მსურველები ან აქ დაწერეთ ან პმ ))) View the full article
-
საოლქო პროკურორი მონიკ ლემონტი აპირებს შტატის გუბერნატორის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. წინასაარჩევნო ლოზუნგად მან ამოირჩია: ”ნებისმიერი მკვლელობას გავხსნით ნებისმიერ დროს”. მან იპოვა ტენესიში 20 წლის წინ მომხდარი ძველი საქმე და ახლა თუ მისი გუნდი შეძლებს მის გახსნას, საარჩევნოდ საკმარის ხმებს მიიღებს. IMDB Rating: 4.6/10 (91 votes) View the full article
-
DreamMail - ერთი საუკეთესო უფასო ელფოსტის კლიენტს, რომელსაც შეიწოვება ფუნქციების ზარი ძმები. უფასო e-mail კლიენტი და RSS-მკითხველს. View the full article
-
ეს არის Ying_Yang_Twins___Lil__Jon___The_Eastside_Boyz ძალიან მაგარი სიმგერა View the full article
-
საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კვირას 12 საათზე სასტუმრო “ბომონდ გარდენზე” მიიწვია ჟურნალისტები, სადაც პრესკონფერენცია გამართა ნაკრების ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელებთან – კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილთან ერთად. საბერძნეთში ნათამაშევი ფრის (1:1) შემდეგ, ქეცბაია აშკარად კმაყოფილია. 7 სექტემბერს კი ევროშესარჩევი ჯგუფის მეორე მატჩია თბილისში ისრაელთან და შეხსენებისთვის, შეხვედრა “ეროვნულ” სტადიონზე 21 საათზე დაიწყება. View the full article