Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დასახელება:Fernando Torres - 'love the way you lie' ჟანრი: სპორტული/ფეხბურთი დრო:00:03:09 ზომა:121 მბ წელი:2010 ხარისხი:HD ფორმატი:WMW აღწერა: ვიდეო ლივერპულის და ესპანეთის ნაკრების ლიდერზე ფერნანდო ტორესზე უმაღლესი ხარისხით... View the full article
  2. სკოლის დამთავრებიდან 30 წლის შემდეგ, 5 კარგი მეგობარი ისევ იკრიბება უქმეებზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. IMDB Rating: 5.3/10 (3,129 votes) View the full article
  3. დღეს საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ასაკობრივი ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩი გამართეს. ოთარ გაბელიას გუნდი თურქეთში თურქეთის 21 წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და 50–ე წუთზე სერდარ ქესიმალის მიერ საკუთარ კარში გატანილი გოლის წყალობით 0–1 დაამარცხა. View the full article
  4. მოითხოვეთ თქვენთვის სასურველი ფაილი!!! View the full article
  5. /get_img?NrArticle=2317&NrImage=2 თემურ ქეცბაია 3 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ფრედ, 1:1 ითამაშა ათენში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში, საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან. ალექსანდრე იაშვილმა მე–3 წუთზე გახსნა ანგარიში, 73–ეზე ნიკოს სპიროპულომ გაათანაბრა. თამაში იღბლიანად დაიწყო ქართველებისთვის – პირველივე შეტევაში, დავით კვირკველიას აქტიურობის შემდეგ, ბერძნებს აეჭრათ ბურთი და ის საჯარიმოში მიუგორდა იაშვილს, რომელმაც მცველთან ბრძოლაში ზუსტად დაარტყა – 0:1. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, თავის პირველ ოფიციალურ მატჩში, თვალშისაცემად დაცვითი ტაქტიკა აირჩია – ოთხი მცველით, ხუთი ნახევარმცველითა და ერთადერთი ფორვარდით. კლუბში სათამაშო პრაქტიკის უქონელ ნაკრების კაპიტანს, კახა კალაძეს ქეცბაიამ დაცვის ცენტრის ნაცვლად მარცხენა ფლანგზე მიუჩინა ადგილი, მცველ ზურაბ ხიზანიშვილს – ნახევარდაცვაში, ხოლო ფორვარდ იაშვილს – მარჯვენა ნახევარმცველად. ფეხბურთელები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ზუსტად ასრულებდნენ მწვრთნელის დავალებას – დაცვაში იდგნენ მჭიდროდ და კომპაქტურად, თამაშობდნენ მარტივად, შეტევაში გადადიოდნენ სწრაფად, მეტწილად გრძელი პასებით. დაცვის ოთხეულს (ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე) პირველ ტაიმში პრობლემა თითქმის არ ჰქონია – საკუთარი საჯარიმოდან მშვიდად იგერიებდა მეტოქის მაღალ ჩაწოდებებს. ქართველების კარს საფრთხე მხოლოდ ერთხელ შეექმნა, როცა მეკარე რევიშვილმა საკმაოდ მძიმე შორეული დარტყმა მოიგერია. თუმცა, მთელი მატჩის განმავლობაში პრობლემები იყო შეტევის ორგანიზებაში. ერთადერთ ფორვარდს, დვალიშვილს მოედნის მთელ სიგანეზე უწევდა საკუთარი ნახევრიდან მოგერიებული ბურთებისთვის ბრძოლა, მასზე ოდნავ უკან მოთამაშე გოგუა კი რეალურად მეხუთე ნახევარმცველი იყო. ნახევარდაცვა (იაშვილი, ხიზანიშვილი, კობიაშვილი, კვირკველია, გოგუა) ძალიან ქმედითად ეხმარებოდა დაცვას, ბურთის დაჭერას და შეტევის გამართვას კი ვერ ახერხებდა. შედეგად, პირველი ტაიმის სათამაშო დროის 62 პროცენტის განმავლობაში ბურთი ბერძნებს ჰქონდათ, მეტწილად – მეტოქის ნახევარზე. შესვენების შემდეგ ქართველების დაცვამ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც გეკასმა და კაცურანისმა ახლო მანძილიდან დაარტყეს კარში. ქეცბაიამ ცვლილებებს მიმართა და შეტევის გაძლიერებას შეეცადა, თუმცა, ვერც შემცვლელმა ფორვარდმა გელაშვილმა და ვერც მეორე შემტევად დამატებულმა ანანიძემ თამაში დიდად ვერ გაამწვავეს, ნახევარდაცვამ კი კვლავაც ვერ გამართა კონტრშეტევა და მოედნის ცენტრის მხოლოდ გრძელი, მეტწილად მაღლი გადაცემებით გავლა განაგრძო. შედეგად, ბურთიც და ტერიტორიაც ბერძნებს დარჩათ. 73–ე წუთზე ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში უხერხულად მოიგერია მალხაზ ასათიანმა, რის შემდეგაც ბერძნებს ორჯერ მიცათ კარში დარტყმის საშუალება – მიტროგლუს დარტყმა კარიდან ასათიანმა გამოიტანა, მაგრამ სპიროპულომ 12 მეტრიდან წინააღმდეგობის გარეშე გაათანაბრა – 1:1. ბერძნებმა შეტევა გააგრძელეს, მაგრამ მეტოქის კართან ხიფათი აღარ შეუქმნიათ, ხოლო ქართველებმა მატჩის ბოლომდე რამდენჯერმე გაამწვავეს თამაში: სახიფათო ჯარიმა გამოიმუშავა ჯანო ანანიძემ, მეკარე სიფაკისმა მოიგერია კვირკველიას საჯარიმო და ხიზანიშვილის შორეული დარტყმა, ხოლო ბოლო წუთზე მერებაშვილმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ანანიძე, რომელმაც რთულ სიტუაციაში გოლის გატანა ვერ მოახერხა. 1:1. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა გატეხა ნავსი და საბერძნეთთან მეექვსე მატჩში პირველად მოიპოვა ქულა, ხოლო თემურ ქეცბაიამ გააგრძელა წაუგებელი სერია საქართველოს ნაკრებში, რომელიც უკვე 4 თამაშისგან შედგება. ამავე ჯგუფში ორი სხვა თამაში ასე დასრულდა: ისრაელი – მალტა 3:1, ლატვია – ხორვატია 0:3. 7 სექტემბერს თამაშობენ: მალტა – ლატვია, ხორვატია – საბერძნეთი, საქართველო – ისრაელი. შეხვედრა ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე 21:00 დაიწყება. 3 სექტემბერი, ათენი ევრო 2010, კვალიფიკაცია. F ჯგუფი საბერძნეთი – საქართველო 1:1 0:1 იაშვილი (3), 1:1 სპიროპულო (73) საქართველო: რევიშვილი – ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე – იაშვილი (ანანიძე 54), ხიზანიშვილი, კობიაშვილი, კვირკველია, გოგუა (მერებაშვილი 87) – დვალიშვილი (გელაშვილი 60). მწვრთნელი: თემურ ქეცბაია ევრო–2012, ფორმატი: ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი იმართება 2012 წლის ივნის–ივლისში, პოლონეთსა და უკრაინაში. ორი მასპინძელი ქვეყანა თავისუფალია შერჩევისგან. დანარჩენი 14 საგზურისთვის იბრძოლებს 9 ჯგუფად დაყოფილი 51 ქვეყნის ნაკრები. ფინალურ ტურნირზე პირდაპირ გადის ჯგუფების 9 გამარჯვებული და საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი. მეორე ადგილზე გასული დანარჩენი 8 გუნდი დაწყვილდება და 2011 წლის ნოემბერში ბოლო 4 საგზურს გაითამაშებს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. გამოვიდა ერთერთი პოპულარული პროგრამის ახალი ვერსია, რომელიც დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენს კომპიუტერში შემომავალი და გამავალი თითოეული ბაიტი. გარდა ამისა შეძლებთ აკონტროლოთ ტრაფიკის რაოდენობა, დაათვალიეროთ რომელი პროგრამა რომელ აიპის მიმართავს და რა სიჩქარით იღებს მონაცემებს, ასევე საჭიროებისამებრ შეუზღუდოთ სიჩქარე ნებისმიერ ინტერნეტში ჩართულ პროგრამას, გარდა ამისა თუ მოახერხებთ და თქვენს ქსელში ჩართულ ყველა ადამიანს დაუყენებთ ამ პროგრამას, მათაც შეუზღუდავთ ინტერნეტს… View the full article
  7. ”საკონსტიტუციო ჩასწორება, რაც მიმდინარეობს, პირიქით, კიდევ უფრო ამახინჯებს კონსტიტუციას. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, სამი ჩატარდა უკვე და ქვეყანაში კრიზისი არ განიმუხტა. გაზიარება [ანნა მანია. 20:21 04-09-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TIJyXAML9DI/AAAAAAAAEBA/IIoHK8HdbBU/s200/kaxa+kukavai.gifმთავარი ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ არის, მთვარია ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. ამ ხელისუფლების პირობებში სამართლიანი, ან ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. ჩვენ არც ნორმალური კონსტიტუცია გვექნება. რეალურად, უნდა ვემზადოთ ამ ხელისუფლების დამხობისთვის. მხოლოდ დამხობის შემდეგ იქნება საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. დღესდღეობით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, მოსალოდნელია გამეორდეს იგივე პროცესები, რაც მოხდა 2003 წლის ნოემბერში”-აცხადებს “კონსერვატიული პარტიის” გენერალური მდივანი, კახა კუკავა. იგი გვესაუბრება თუ რატომ რჩება რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრეთა რიგებში და როგორ აპირებს აპირებს ვითარების გამოსწორებას. კახა, “ეროვნული საბჭო” ისევ აცხადებს მზაობას აქციების დაწყებაზე და საშემოდგომად იღებს სტარტს?- თარიღები წინ და წინ არავინ იცის. საერთოდ, თარიღომანიის წინაააღმდეგი ვარ. თუმცა ფაქტია, მხოლოდ პროტესტის გამოხატვა საქმეს არ შველის. როცა თბილისში გამოდის 200-300 ათასი ადამიანი, ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ მთელი თბილისი ამბოხდა. იმ ხალხის უკან ხომ ოჯახები დგას, დავუმატოთ მოხუცები, ბავშვები აღნიშნულ რაოდენობას და მივიღებთ, რომ მთელი თბილის აპროტესტებს სააკაშვილის ხელისუფლებას. ამიტომ აქ მხოლოდ პროტესტის გამოხატვა არ არის მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, შემდეგი აქციები მიმართული უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლისაკენ. ხაზგასმით ვამბობ, არა მხოლოდ პროტესტის გამოხატვა, არამედ ხელისუფლების შეცვლაა აუცილებელი.განვლილი საპროტესტო აქციების პირობებში, უბრალოდ, სხვა ეტაპზე ვიყავით, მაშინ ამოცანა პროტესტის გამოხატვა იყო. საერთოდ, დემოკრატიულ ქვეყნაში ის უნდა გაკეთდეს, რაც გასული აქცია-გამოსვლების პირობებში გაკეთდა, მაშინ პროტესტი გამოვთქვით და საკმარისი გვეგონა ეს ფორმა. ზოგადად, ნებისმიერ ქვეყანაში დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარიც, რომ გამოვიდეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იქ ოპოზიციამ თუნდაც არ მოითხოვოს, ხელისუფლებას დიდი დღე მაინც არ უწერია. გასული აქციების დროს, პროცესებს ვუდგებოდით, როგორც დემოკრატიულ სისტემას. ახლა, ყველაფერს სხვანაირად ვეკიდებით. გასაგებია, რომ ახლა, ჩვენ არც დემოკრატია გვაქვს, არც დამოუკიდებლობა გვაქვს და ვართ დაპყრობილი ქვეყანა. აქ არის აშშ-ს კოლონიური ადმინისტრაცია. ამიტომ იმ მეთოდებით ბრძოლა, რასაც დემოკრატიულ ქვეყნებში მიმართავენ, ჩვენს პირობებში არაადექვატურია. კახა, ბოლო დროს ხელისუფლებიდან წამოსულ კიდევ ერთ ავანტიურას,კონფედერაციის თემას, როგორ შეაფასებ?- ეს თემა რა სიმძაფრით განიხილება, არ ვიცი, მიშა სააკაშვილმა გამოსვლებში ახსენა კონფედერაცია, თუმცა რასაც ამბობს იმის ერთი პროცენტი მაინც, რომ სიმართლე იყოს ამაზე საუბარს აზრი ექნებოდა. ისიც თქვა ბათუმში 3 მილიარდი ინვესტიცია ჩაიდოო. ბათუმში 3 მლნ ინვესტიცია ჩაიდო და რიცხობრივი განსხვავება ხომ თვალსაჩინოა? კონფედერაციაში კონფედერაციას გულისხმობდა, თუ რამე სხვას რთული სათქმელია. საერთოდ, ამგვარი გაერთიანება ჩვენს ინტერესებში არ არის, იმიტომ რომ ეს იქნება დაუბალანსებელი კონფედერცია. საბჭოთა პირობებში, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი იყვნენ დაახლოებით თანაბარი რესურსების მატარებელნი, აზერბაიჯანი საქართველოზე დემოგრაფიულად ცოტა წინ იყო, 7 მლნ იყვნენ, ჩვენ 5 მლნ. სამაგიეროდ, საქართველო უსწრებოდა ეკონომიკური განვითარების და ბევრი სხვა მონაცემების მიხედვით. საერთო ჯამში სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკები ერთმანეთის მიმართ დაბალანსებული იყვნენ. დღეს, როცა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური განვითარების მხრივ სხვაობა აზერბაიჯანის სასარგებლოდ საკმაოდ გაიზარდა, კონფედერცია ჩვენთვის არის დამღუპველი. ამას გარდა, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში დემოგრაფიული შეფარდება 75-ზე კი არ არის, უკვე 103. რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, ჩვენთან წელიწადში ეკონომიური კუთხით, კლება თუ 7%,-ია, იქ არის მატება 30%, აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მზარდი ეკონომიკურ-პოლიტიკური ერთეული რეგიონში, ხოლო საქართველო კრიზისში მყოფი. ამას გარდა, უნდა გავითვალისწინოთ ქვემოქართლში რა საფრთხეები არსებობს. ჩვენი ამოცანა არ არის ახლა აზერბაიჯანის გავლენის სფეროში მოქცევა, არადა, ეს კონფედერაცია იქნება აზერბაიჯანის კონფედერცია. ხოლო რაც შეეხება სამ სუბიექტიან გაერთიანებას, იდეა უბრალოდ უტოპიურია. სულ ახლახან სროლები იყო ყარახაბში და 300 ათასი კაცია ორივე ხრიდან მოკლული, ამიტომ შეუძლებელია სამ სუბიექტიანი გაერთიანებაც, ამაზე არც სომხეთი არც აზერბაიჯანი წავა. მაშინ, რატომ მუსირებს ეს თემა ხელისუფლებიდან?- ეს, უბრალოდ, სააკაშვილის გამონათქვამი იყო. აი, მაგალითად, სულ ახალხანს განაცხადა, რომ ყველა სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე მიდის. ყველა სტატისტიკის მიხედვით, რეალურად საქართველოდან მოსახლეობა გარბის თავქუდმოგლეჯილი. ჯერ მარტო ჩვენ ირგვლივ რამდენი ვიცით საბერძნეთში, თურქეთში, რუსეთში, გერმანიაში გასული, უკან დაბრუნებული რამდენი გინახავთ? ”კონსერვატიულ პარტიას” გადაწყვეტილი გვაქვს სააკაშვილის მხრიდან წამოსულ აბსურდულ გამონათქვამებზე კლიპი გავაკეთოთ. აი, მაგალითად, ტურისტების რაოდენობასაც ყოველ დღე თვითნებურად ცვლის, ხან ამბობს 500 ათასია, ხან 700 ათასი და აცხადებს, რომ ორ წელიწადში 10 მლნ-ი უნდა გახდეს. ვერ გავიგე, ხო არ გაასმაგდება ეს ტურისტები? რეალურად, ტურისტების რაოდენობა ბევრად უფრო ნაკლებია, არც 500 ათასია, არც 700 ათასი - შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტების რაოდენობა იქნება მაქსიმუმ 100 ათასი, ხოლო დანარჩენ საქართველოში, ძირითადად, მთიან რეგიონებში 5-7 ათასი ტურისტი თუ იქნება. ტენდენცია, როცა სომხები ჩამოდიან, ქართველები გადიან ქვეყნიდან, პერსპექტივაში რას მოიტანს?- სომხები მოდიან ტურისტებად, ჩვენ მუდმივ საცხოვრებელს ვეძებთ საზღვარგარეთ, ეს სხვა და სხვა ფაქტორებია. ზღვისპირა რეგიონებში იყიდება ობიექტები სომხებსა და თურქებზე, ეს არაფერს ნიშნავს?- ჩვენ მოღალატე ხელისუფლება გვყავს და ეს ბევრ პროცესს უცვლის შინაარსს. თორემ, თავისთავად, ის რომ ქვეყანაში ვიღაცა ჩამოდის ტურისტად პოზიტივია, მაგრამ იმ პირობებში, როცა ჩვენ გვყავს მოღალატე ხელისუფლება ნეგატივი. ჩინელების შემოსვლა ხომ ნებისმიერი ქვეყნისთვის არის პოზიტივი, იმიტომ რომ ინვესტიციები შეაქვთ, ჩვენს შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა, სამეგრელოსა და სვანეთის ტყეებიდან გაყარეს და ეს დოვლათი ჩინელებს გადასცეს. ყველაფერი უკუღმა გაკეთდა. ინვესტორების შემოსვლას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ თუ იქ, როგორც ჩინელების შემთხვევაში მოხდა, სომხური დასახლებები გაკეთდება, ამის წინააღმდეგი ვარ. ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. რაც შეეხება, გადინებას, ევროპული ქვეყნებიდან ბოშების დეპორტაცია მოხდა. ბოლო სკანდალი საფრანგეთში იყო. ქართველებიც იქცნენ ”ციგნებად” ევროპაში, იმიტომ რომ, გადატენილია ყველა ქვეყნის სასაზღვრო ბანაკები, საკარანტინო ბანაკები იმდენი ადამიანი გარბის საქართველოდან. სააკაშვილი, მართლაც არის უნამუსო. შუბლზე ძარღვგაწყვეტილი უნდა იყო, რომ თქვა, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე გარბისო. საქართველოში შეიძლება ბრუნდება ერთი პროცენტი, ისიც დროებით, რომ შვილებს ჩამოაკითხოს, ფული ჩამოიტანოს, თორემ მუდმივად საცხოვრებლად არავინ ბრუნდება. შარშანწინ, სალონიკში ვიყავი, იქ მითხრეს, მოვტყუვდით, დავბრუნდით საქართველოში და ასეთი შეცდომა ცხოვრებაში არ დაგვიშვია. უკან ნასესხები ფულით მოგვიწია დაბრუნებაო. ამ ადამიანებმა საბერძნეთში შრომით რაღაც თანხა იშოვეს, საქართველოში ჩამოვიდნენ პატარა ბიზნესის დაწყება უნდოდათ, აქ დაარეკეტეს, დაატერორეს და უკან გაქცევა ნასესხები ფულით მოუხდათ. ეს ყველაფერი ხომ ჩვენს თვალწინ ხდება. რაც შეეხება, ფიარს და ხელისუფლებას, ოპოზიციას ნუთუ არ მობეზრდა ”სანახაობანი” და რატომ არ რეაგირებთ?- არ მომწონს ფიარის ამგვარი ფორმა, იმიტომ რომ არ არის ნორმალური ფიარი, ვენესუელის პრეზიდენტი მიმართავს ამ ხერხს, გადაცემაც მიჰყავს ჰელლო პრეზიდენტ ჰქვია,ზის 2 საათის განმავლობაში და მაყურებლების ზარებს პასუხობს. აი, ასეა აქაც. კამერების წინ პოზირება და ასეთი ცირკი, ეს ფიარის ფორმა, უბრალოდ სამარცხვინო. ამგვარ იაფფასიან ფიარს, სერიოზული ლიდერები, როგორიცაა ობამა, სარკოზი არასოდეს მიმართავენ. რა თქმა უნდა, საზოგადოების გარკვეულ ფენაზე, რაღაც პროცენტზე მოქმედებს. სულ ახლახან მარცვლეულის ფასებზე რა ამბებიც დაატრიალა ტელევიზიით პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს ხომ სამარცხვინო იყო. კატეგორიას, ვისაც ერთი წიგნიც არ წაუკითხავს სჯერა, რომ პრეზიდენტი იღწვის - აი, ინტერესდება მარცვლეულის ფასებით, რაღაცას აკეთებს, სინამდვილეში ოდნავ ”გამოსულმა”, ან იმან, ვისაც ერთი წიგნი მაინც აუღია ხელში, უკვე გაიგო რომ ტაკიმასხარა პრეზიდენტი გვყავს. ჰააგაში უკვე პროცესი დაიწყო სააკაშვილის წინააღმდეგ რა პერსპექტივა აქვს ამ საქმეს?- ჯერჯერობით, პროცესს არ ჰქვია სააკაშვილის წინააღმდეგ, თუმცა წამოწყებას მივესალმები. ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს, თუ ჰააგაში პროცესი დაიწყო, გასაგებია, პუტინს არ დაიჭერენ, ხოლო ვისაც პირველ რიგში დაიჭერენ, ეს სააკაშვილი იქნება. რა თქმა უნდა, ასეც უნდა მოხდეს. ოსები და აფხაზები, ისევე როგორც ქართველები ჩვენი თანამოქლაქეები არიან, თუმცა იქ ქართველებიც დაიხოცნენ. ამიტომ, ეს ადამიანი, რომელმაც დაბომბა საქართველოს ქალაქი ცხინვალი, რომელმაც გაანადგურა ცხინვალის შემოგარენში ქართველი და ოსი ეროვნების ჩვენი მოქალაქეები, ბუნებრივია, მილოშევიჩივით უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, თუ იცოცხლებს, სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდეს ციხეში, თუ გული არ გაუძლებს, როგორც მილოშევიჩს, არც მაგაზე ვინაღვლებთ. როცა აქ, თბილისში, ზეიმი მიმდინარეობდა, კლიპები გადიოდა და ”საღარაძეები” გამოდიოდნენ ტელევიზიით, ნახევარი გორი გააუპატიურეს მაშინ. ამაზე ერთი სიტყვა არ თქმულა ჩვენი ტელევიზიებიდან და ხელისუფლებიდან რეაგირება არ ყოფილა. როგორ? ჩვენ ოსების მიმართ ვიყოთ ფაშისტები და მერე რაღაცას დაგვიშავებენ, იმაზე ვიძახოთ, რომ ოსები ცუდები არიან? ფაშისტები თუ ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენც ასევე მოგვექცევიან, თუ დემოკრატები ვართ, დემოკრატები უნდა ვიყოთ ქართველების მიმართ და ოსების მიმართაც. როცა დაიბომბა ცხინვალი ღამით, დაიხოცნენ აკვანში მწოლიარე ბავშვები...ახლა, მე, მაინტერებს, თუ ჩვენთვის რამე მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ის ბავშვები ოსები იყვნენ. თუ ვინმე ასე ფიქრობს, ის არის ფაშისტი. ჩვენი და ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან ამ ტრაგედიას შეფასება არ მოჰყოლია. ფაქტია, ისიც რომ, საპასუხო მოქმედებები, რომელიც განახორციელა რუსეთის რეგულარულმა ჯარმა, ეს იყო, ნამდვილად, ბევრად უფრო ჰუმანური, ნამდვილად ბევრად უფრო ადექვატური, ვიდრე რაც განახორციელა სააკაშვილის ბანდფორმირებებმა. ანუ, რუსეთის მხრიდან პრევენციული ზომები იყო?- არა, ისიც არა კანონიერი იყო, მაგრამ ქალაქების ღამე დაბომბვა და საცხოვრებელ კვარტლაში რაკეტების ჩამოყრა მასობრივად მათ არ გაუკეთებიათ, ძირითადად ხდებოდა სამხედრო ობიექტების დაბომბვა. თუმცა ხან მიზანს ააცილეს და ხან გვერდზე მდებარე კორპუსებსაც მოხვდა. მაგრამ ის რომ, მასობრივად საცხოვრებელი კვარტალისთვისაც ცეცხლი გაეხსნათ, ასეთი რამ არ ყოფილა. არ არის მართებული მიდგომა, თითქოსდა ცხინვალის დაბომვა შეიძლებოდეს და გორის არა. ამ მიდგომებით, გამოდის, რომ ჩვენ თვითონ ვცნობთ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. როცა ხელისუფლება შეიცვლება, ჰააგის სასამართლოს გარდა, ჩვენი ქვეყნის სასამართლო ინსტანციებითაც უნდა აგოს პასუხი მიხეილ სააკაშვილმა ოსი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. ისე, როგორც საქართველოს დანარჩენი ქართველი ეთნიკური წარმოშობის მქონე პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის და საერთოდ, ეთნიკურ წარმოშობას არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ჰააგის პროკურორი სპეციალური მისიით იყო ჩამოსული და მიხეილ სააკაშვილი 3 საათის განმავლობაში დაჰკითხა, ეს არაფერს ნიშნავს?- ეს ინფორმაციები, სამწუხაროდ, არ არის საჯარო. არანირ ინფორმაციას, იმაზე მეტს, რასაც თქვენ, პრესა ფლობთ, ჩვენ არ ვფლობთ. ჰააგის პროცესი არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს სააკაშვილზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა. სხვათაშორის, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ბრალდებულია, ის არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში, აბა, რატომ იძლევა ენგურჰესებს, რკინიგზას და გაზის აქციებს რუსეთზე. იმიტომ რომ, რუსეთს სიტყვა ეთქმის ჰააგაში. მის ხელშია სააკაშვილის პროცესი. თუ რუსეთი მიაწვება, გაგრძელდება, თუ არა და არა. დიახ. რუსეთის ხელშია სააკაშვილი გამოცხადდება თუ არა საერთაშორისო ძებნილად. რა პერსპექტივა აქვს ამ პროცესის განვითარებას?- ეს დამოკიდებულია ჩვენზე. თუ მოვახერხეთ სააკაშვილის დამხობა, რა თქმა უნდა, მაშინ არავინ გადაეფარება ჰააგაში და ამ შემთხვევაში, რომელიმე საერთაშორისო დაწესებულებაში სამუდამო პატიმრობა მოუწევს. სანამ ხელისუფლებაში იქნება, პოლიტიკური მანიპულირების საგანი გახდება, ანუ უნდა ვიცოდეთ, რომ ჰააგაში სააკაშვილის წინააღმდეგ განხორცილებული სამართლებრივი მოქმედებების შეჩერების სანაცვლოდ, სააკაშვილს მოუწევს რომელიმე სტრატეგიული ობიექტის რუსეთისთვის გადაცემა. ოპოზიცია ჰააგის ტრიბუნალის თემის წამოწევით რატომ არ არის დაინტერესებული?-პრაქტიკულად, ჩვენი, როგორც ოპოზიციის ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა და არა რომელიმე თემის წამოწევა. 7 ნოემბრის შემდეგ, ამ ხელისუფლებასთან რომელ დისკუსიებზეა საუბარი. 7 ნოემბერი იყო, პასუხისმგებლობა არავის აუღია და აქედან გამომდინარე ჩვენ საქმე გვაქვს ფაშისტურ რეჟიმთან. მოკლედ, თეორიული დისპუტები ამ ხელისუფლებასთან არ კმარა, ძალაა გამოსაყენებელი და ეს ხელისუფლება არის გასაგდები. თუ ვინმეს ამერიკის კოლონიაში ცხოვრება ხიბლავს, მათ რიგებში, მე არ ვიგულისხმები. ხოლო რა შეეხება, მუდმივ სპეკულირებს, რომ პრორუსული ძალა ვართ, დღესდღეობით, რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა უფრო პერსეპქტიულია, ვინაიდან ამერიკისგან განსხვავებით მოსკოვი დასუსტებულია. დიახ, ”ეროვნული საბჭო” რუსეთთან დიალოგის აღდგენის მომხრედ რჩება. კონფლიქტის გასაღები, რა თქმა უნდა, მოსკოვში უნდა ვეძებოთ. კახა, მეორე მხრივ, რუსული ოფიციოზი ხომ პანკისის თემით დაიმუქრა?- თავის მხრივ, რუსეთის მუქარა, თუ პანკისში ”ბოევიკების” შენახვა დაგიმტკიცდათ, საკუთარ ქმედებებზე პასუხს არ ვაგებთ, - საკმაოდ ცუდი სიგნალია. დიახ. ერთ დღეს, რუსეთმა პანკისს, რომ დაარტყას, კაცის შვილი არ შეიბერტყს ყურს. თუ არადა, აგვისტოს მოვლენებმა ხომ აჩვენა, როგორ აცალა რუსეთს და როგორ აუღელვებლად უცქირა აშშ-მ რუსეთ-საქართველოს ომს, საქართველოს სისხლიგან დაცლას და მხოლოდ რაღაც ზედაპირული ფრაზებით შემოიფარგლა. ახლაც იგივე განმეორდება.presa.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  8. მიჩ ტორესს არ შეუძლია მოთმინება, თუ როდის დაბრუნდებას როკ ბანაკში, რათა მან და მისმა მეგობრებმა შეძლონ აისრულონ ოცნება და აკეთონ საყვარელი საქმე შექმნან მუსიკა და მიიღონ ამით დიდი სიამოვნება... View the full article
  9. სამშენებლო სექტორში იწყება ის, რაც დიდი ხნის წინათ უნდა დაწყებულიყო. ფაქტობრივად გაკოტრებული კომპანიები ტოვებენ ასპარეზს და მათ ადგილს ახალი ინვესტორები იჭერენ. გაზიარება [ნიკა ასლანიძე. 20:12 04-09-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TIJwT47JQaI/AAAAAAAAEA4/YTAVNiqoJuU/s200/6295_1031958899094_1829046399_69150_4562545_n.jpgძირითადად აქცენტი უცხოურ ფირმებზე კეთდება, თუმცა შედარებით ძლიერი ქართული დეველოპერებიც აპირებენ კოლეგა კომპანიების მართვაში შესვლას. უკვე გავრცელდა ცნობა, რომ უმსხვილესი დეველოპერული კომპანია “არსი” ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მართვაში შედის. თუმცა, “არსის” აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ ეს კომპანია ”ცენტრ-პოინტი” არ არის. აბულაძის თქმით, კრიზისში მყოფი კომპანიისთვის მართვაში სხვა კომპანიის შეყვანა საუკეთესო გამოსავალია, რადგან ახალ მმართველს ახალი მენეჯმენტი და ხედვა მოაქვს. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ცენტრ პოინტის” მფლობელები საკუთარი ბიზნესის მართვას სხვა კომპანიას ჩააბარებენ. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი რადიო “კომერსანტთან” აცხადებს, რომ “ცენტრ პოინტის” აუდიტორული შემოწმება უკვე დასრულდა. რამდენიმე დღეში კი ის კომპანია შეირჩევა, რომელსაც კომპანია მართვაში გადაეცემა. “ცენტრ-პოინტის” ახალი მმართველის შესარჩევად აუცილებელი პირობა საინვესტიციო ვალდებულებების გასტუმრებაა. რჩეულიშვილის თქმით, კომპანიის მართვაში აღების სურვილი ერთ-ერთ ებრაულ ბანკს ჰქონდა, თუმცა მოლაპარაკება არ შედგა. ბანკი თანახმა იყო კომპანიაში ინვესტიციები ჩაედო და პროექტები დაესრულებინა, თუმცა ”ცენტრ პოინტის” ინვესტორთა 500-კაციანი ჯგუფისთვის ვალდებულებების გასტუმრებაზე უარი განაცხადა. მართვაში სხვა კომპანიის შეყვანა კომპანიისათვის კრიზისის დაძლევის საუკეთესო გზაა. მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის გიორგი კაპანაძის თქმით, ასეთ დროს მმართველი კომპანია ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობას იღებს და ამისათვის დამატებით ინვესტიციებს ახორციელებს. კაპანაძის განმარტებით, მართვაში სხვა კომპანიის შეყვანა მიღებული პრაქტიკაა და იგი არა მარტო სამშენებლო სფეროში გამოიყენება. სხვათა შორის, ამაზე ექსპერტები უკვე კარგა ხანია საუბრობენ და როგორც იქნა მშენებლებმაც ყურად იღეს. რადგნაც მთელი თბილისი დამთავრებელი მშენებლობების ქალაქად არის ქცეული, სხვა გზა აღარ დარჩა - ბაზრიდან უნდა გავიდნენ, ფაქტობრივად, უკვე გაკოტრებული კომპანიები და თავიანთი კაპიტალი და ვალდებულებები ახალ მოთამაშეებს გადაულოცონ. რაც შეეხება გაკოტრებულთა სიას, აქ კვლავ ამოტივტივდა ყველაზე დიდი დეველოპერის - “ცენტრ პოინტის” სახელი. ეს კომპანია რომ რეალურად ბანკროტია, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ამჯერად საუბარია იმაზე, რომ “ცენტრ პოინტი” ოფიციალურად გაკოტრდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ამ რამდენიმე დღის წინათ ინტერნეტ-ფორუმებზე გაჩნდა. მოგვიანებით, პრესაშიც დაიბეჭდა ცნობები რჩეულიშვილების საოჯახო ბიზნესის გაბანკროტების შესახებ. თავად კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ “ჭორებს”. როგორც “ცენტრ პოინტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თიკა რუხაძე აცხადებს, კომპანია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ამგვარი ინფორმაციის გავრცელების საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ვახტანგ რჩეულიშვილის ზემოთმოყვანილი კომენტარები, ფაქტობრივად, ადასტურებს ეჭვს, რომ “ცენტრ პოინტის” დღეები დათვლილია. როგორც ჩანს, ამ სახელწოდების მქონე კომპანია მალე დატოვებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს.presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  10. http://s001.radikal.ru/i193/1009/e5/82fd35167bf9.jpg როგორც იცით ლივერპულის ყოფილი და ახლანდელი ვარსკვლავები, კარაგერმა გააერთიანა საქველმოქმედო მიზნებისთვის და ევერტონს დაუპირისპირა. ამ პოსტში შემოგთავაზებთ, მატჩის დროს გადაღებულ სურათებს. (დაემატა ახალი სურათები !!!) http://s53.radikal.ru/i139/1009/1b/aac8a0b1ffa1.jpg http://s004.radikal.ru/i207/1009/25/492831d2de72.jpg http://s001.radikal.ru/i193/1009/e5/82fd35167bf9.jpg http://s61.radikal.ru/i174/1009/af/abff888cd870.jpg http://s60.radikal.ru/i170/1009/12/59195868af0a.jpg http://s002.radikal.ru/i199/1009/7f/f32a28940445.jpg http://s45.radikal.ru/i108/1009/e5/084dc2f6aa0b.jpg http://s45.radikal.ru/i107/1009/07/99365fe8c38c.jpg http://i073.radikal.ru/1009/d8/fe19220b763e.jpg http://s61.radikal.ru/i172/1009/c3/be1336bc2088.jpg http://b.pix.ge/n/tedf6.jpg http://a.pix.ge/e/rlep0.jpg http://a.pix.ge/y/tl484.jpg http://a.pix.ge/b/r2trg.jpg http://b.pix.ge/r/dto4o.jpg http://b.pix.ge/g/h284x.jpg http://a.pix.ge/m/mzwae.jpg http://b.pix.ge/f/tcj18.jpg http://a.pix.ge/i/bi84k.jpg View the full article
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/2972-150x120.jpgძლიერი პარლამენტი ერთი წლით სუსტის როლში - კონსტიტუციის მიხედვით ძლიერ პარლამენტს საქართველო 2012 წელს აირჩევს, მაგრამ საკანონმდებლო ორგანო ერთი წელი რეალური ძალაუფლებისგან “დაისვენებს”. იმის გამო რომ კონსტიტუცია ძალაში 2013 წელს შედის პოლიტიკურ წრეებში ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ. როდის იქნება პარლამენტი ძლიერი, როდის ექნება ახალ პრეზიდენტს ახალი უფლებამოსილებება და რატომ სურს მიხეილ სააკაშვილს ძლიერ პრემიერთან ერთად ძლიერი პრეზიდენტი? – კონსტიტუციის პროექტის სადავო დეტალები ნახეთ ნუცა კოპალიანის სიუჯეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/konstitucia_04_09_2010.jpg itvს ლინკი
  12. კარგად გამოქექილი გულთამყპრობელი ალექსი დასთან ერთად საინტერესო ბიზნესს აწყობს: იგი კლიენტებისთვის არასასურველ რომანტიულ კავშირებს შლის. საქმე კარგად მიდის, სანამ ალექსს ნამდვილად რთული შეკვეთა არ მიუვა - მან ერთმანეთს უნდა დააშოროს მართლაც რომ იდეალური წყვილი. IMDB Rating: 7.2/10 (704 votes) View the full article
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/saakashvili.jpgავტომობილის მაქსიმალური ღირებულება – 15 ათასი ევრო; თვითმფრინავის ბილეთი – ეკონომ კლასის; მივლინებები – შეზღუდული რაოდენობით… ეს ყველაფერი კი მთავრობისთვის ერთი შემოჭერილი ქამრის ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფუფუნებით ცხოვრებაში ადანაშაულებს… როგორი იყო აქამდე წარმართული ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და რამდენად რეალურია, რომ გაისად მთავრობამ ხარჯები შეკვეცოს – „ფართოდ მოჭერილი ქამრები“ – ნახეთ დავით გოჩიაშვილისა და აკაკი პერტაიას სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/misha_04_09_2010avi.jpg itvს ლინკი
  14. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif დენის ქორბოი, უილიამ ქორთნი, კენეტ იალოვიცი შავი ზღვა ცივილიზაციის, ვაჭრობისა და კულტურის აკვანია, მაგრამ დღეს ის ამავე დროს გადაუჭრელი კონფლიქტების, მყიფე საზღვრებისა და შუღლის რეგიონად იქცა ტერორიზმი და ამბოხი, ახლო და სამხრეთ-აზიიდან წაქეზებული ჩრდილო-კავკასიას მოედო. ყველაფერი დაწყებული ავღანური ნარკოტიკებით და ირანის ბირთვული პროგრამისთვის საჭირო მარაგებით დამთავრებული, რეგიონის გავლით კონტრაბანდით ვრცელდება. ქართველები რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ ისევ დაძაბულები არიან, სეპარატისტები მთიან-ყარაბახსა და დნესტრისპირეთში სამხედრო მოქმედებებით იმუქრებიან. დაუცველობა შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ეფექტური ინსტიტუტების არ არსებობის შედეგიცაა. ევროპის კავშირის შავი ზღვის ერთობლივი ინიციატივა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და შავ ზღვაში ჰარმონიულად ოპერირების ორგანიზაცია, რომელსაც თურქეთის სანაოსნო კოალიცია უდგას სათავეში – ყველა ეს სტრუქტურა მოიკოჭლებს. ნატო-ს სამი წევრი ქვეყანა – ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი – შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობენ, მაგრამ ალიანსი რეგიონს მწირ ყურადღებას უთმობს. რუსეთი და თურქეთი ზღვაზე დომინირებას და სხვა ფლოტების თავიდან მოცილებას ცდილობენ, მაგრამ ისინიც კი რომ არ მოქცეულიყვნენ ასე, 1963 წლის მონტროს კონვენცია სხვა ქვეყნების საომარ გემებს აქ სამ კვირაზე მეტ ხანს გაჩერებას უკრძალავს. მაგრამ შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივებისთვის შეიძლება პირობები მომწიფდეს. რუსეთი შფოთავს სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების მომენტისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო, რადგან ქალაქი ჩრდილო-კავკასიის მიჯნაზე მდებარეობს. უკრაინა ცდილობს ჩაამშვიდოს ძირითადად რუსებით დასახლებული ყირიმის შფოთი, ხოლო რუსეთს იქ სტაბილური სანაოსნო ბაზა სჭირდება. თურქეთი, სადაც დიდი ჩრდილო-კავკასიური დიასპორაა, აზერბაიჯანი და საქართველო იმედოვნებენ, რომ ბრძოლა ჩრდილო-კავკასიაში ჩაცხრება. თურქეთიც ღელავს ნავთობით დატვირთულ ტანკერებზე, რომლებიც ბოსფორის ყურეს კვეთენ და რეგიონის ყველა ქვეყანას სურს აღკვეთოს თრეფიქინგისა და ტერორიზმის ნაკადები. ერთის შეხედვით, რუსეთი ერთდროულად პრობლემაცაა და პრობლემის გადაწყვეტაც. ის ამაგრებს თავის საჰაერო და სახმელეთო ბაზებს აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში ქართულ ტერიტორიებზე, რომელთა ანექსირებაც მან 2008 წელს, საქართველოსთან შეტაკების შემდეგ მოახდინა. რუსეთი ბაზებს ამაგრებს აგრეთვე გიუმრიში, სომხეთში. ეს ძალები შეშფოთების მიზეზი ხდება რადგან მათ შეუძლიათ ადვილად შეაფერხონ კასპიის ზღვის ნავთობისა და აირის ტრანსპორტირება. რუსეთი იმასაც ამბობს, რომ შავ ზღვაში კიდევ უფრო მეტ სამხედრო ხომალდს განათავსებს და აფხაზეთში სამხედრო სანაოსნო ბაზას აღჭურვავს და მიუხედავად გარკვეულ მინიშნებებზე ცვლილებაზე, მოსკოვი დღემდე ამბობს უარს საქართველოს მთავრობასთან საქმის დაჭერაზე. მაგრამ ზედმეტად ფრთაგაშლილ რუსეთს შეიძლება ახლა პოტენციური კონფრონტაციის განმუხტვა სურდეს. ვლადიმერ პუტინის ავტორიტარულ მმართველობას ახალი პრობლემა გაუჩნდა, რადგან ამ ზაფხულს მთავრობამ ვერ შესძლო ხანძრების ჩაქრობა. რუსი ლიდერები ახლა ეკონომიკურ მოდერნიზაციას და საგარეო ინვესტიციებს უწევენ რეკლამირებას. რუსეთი აუმჯობესებს ურთიერთობებს თურქეთთან და უკრაინასათან და საქართველოსთან ომის ორი წლისთავზე რუსეთმა თავი შეიკავა შარშანდელი პატრიოტული გზნებისგან. რუსეთმა, თურქეთმა და უკრაინამ, ყველაზე დიდმა ქვეყნებმა შავი ზღვაზე, უნდა ითაონ თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში, რათა შეამცირონ არსებული საფრთხეები. შავი ზღვის ყველა სახელმწიფო ნატო-ს ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან. ორივე ეს ორგანიზაცია შეიძლება რეგიონული ინიციატივების განვითარების ფორუმად გამოდგეს. კოოპერაციამ, რომლის მიზანიც ტრანს-ნაციონალური საფრთხეების შემცირება იქნება, უნდა გააუმჯობესოს სასაზღვრო კონტროლი, კავშირები სამართალდამცავ და სამხედრო სტრუქტურებს შორის და ხელი უნდა შეუწყონ ერთობლივ ოპერაციებს უკანონო თრეფიქინგის წინააღმდეგ. თანამშრომლობამ უნდა განამტკიცოს ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების გადაწყვეტის სიმძლავრეები, მათ შორის აქტიური თანამშრომლობით გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და გავრცელების უსაფრთხოების ინიციატივებთან. რუსეთი შეერთებულ შტატებთან ერთად ამ ორგანიზაციების თანათავმჯდომარეა. ახალი რეგიონული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებში ხელს შეუწყობდა ერთობლივი ზომების მიღებას ტვირთების ტრანსპორტირებისას, დაეხმარებოდა საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას და ერთობლივი პოლიციური ოპერაციების ჩატარებას. ნატო-ს შეუძლია გააუმჯობესოს საზღვაო დაზვერვის უნიკალური სიმძლავრეები, ხოლო ევროკავშირს შეუძლია დახმარება გაუწიოს სამართალდამცავ ძალებს, საზღვრის დაცვასა და ინფორმაციის გაზიარებაში. გასულ გაზაფხულს შავი ზღვის დამოუკიდებელი კომისია სამართლიანად მოსთქვამდა, რომ „შავ ზღვას ჯერ კიდევ არ ექცევა სათანადო ყურადღება“. შეხვედრებმა უმაღლეს დონეზე, რომელიც ამ წლის ბოლოს ჩატარდება, შეიძლება ცვლილების შესაძლებლობა გააჩინოს. ამ შეხვედრებზე, რომლებიც ნატო-ს, ევროკავშირსა და ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციას (ეუთო) შორის ჩატარდება, შავი ზღვა მთავარ საკითხად უნდა იქცეს. სოჭის მოახლოებული თამაშების გამო რუსეთი შეიძლება ძალიან საინტერესო პარტნიორი გახდეს. ორიგინალი ორიგინალი
  15. მეცნიერთა ჯგუფი ატარებს ექსპერიმენტს მოხალისეებთან, რომელთაგან ნაწილს გისოსებს მიღმა ათავსებენ, ნაწილს კი - ზედამხედველებად უშვებენ. IMDB Rating: 6.4/10 (569 votes) View the full article
  16. http://www.1000goals.com/wallpapers2/steven-gerrard1.jpg ქთავაზობთ უახლეს და ულამაზესს ვიდეოს ლივერპულის და ინგლისის კაპიტანზე სტივენ ჯერარდზე http://icons.iconseeker.com/png/128/refresh-cl/folder-red-parent.png View the full article
  17. http://img.youtube.com/vi/gXQIufpyVaY/2.jpg Filed under: ვიძიუ http://feeds.wordpress.com/1.0/comments/dodka.wordpress.com/1838/ http://feeds.wordpress.com/1.0/delicious/dodka.wordpress.com/1838/ http://feeds.wordpress.com/1.0/facebook/dodka.wordpress.com/1838/ http://feeds.wordpress.com/1.0/twitter/dodka.wordpress.com/1838/ http://feeds.wordpress.com/1.0/stumble/dodka.wordpress.com/1838/ http://feeds.wordpress.com/1.0/digg/dodka.wordpress.com/1838/ http://feeds.wordpress.com/1.0/reddit/dodka.wordpress.com/1838/ http://stats.wordpress.com/b.gif?host=dodka.ge&blog=551227&post=1838&subd=dodka&ref=&feed=1 ნახეთ დოდკა ჯიზე
  18. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/ucxo-150x150.jpgუცხოეთში განვითარებული ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/ucxo_04_09_2010wmv_000010440.jpg itvს ლინკი
  19. გთავაზობთ TVGOLO-ს მიერ შერჩეულ ამ კვირის საუკეთესო გოლებს. იხილეთ fanebi.com
  20. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/magjeo1-150x150.jpgკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დასკვნით საქართველოში მობილური ოპერატორები დადგენილ რეგლამენტს არღვევენ. ატყუებენ თუ არა მომხმარებლებს კომპანიები, რატომ უნდა შეცვალოს სარეკლამო რგოლი „მაგთიმ“, და წამობრივი დამრგვალების რა სისტემა აქვს „ჯეოსელს“ – კომისიის სანქციები ნახეთ ნინო გიგაურის სიუჟეტში http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/magti_jeo_04_09_2010.jpg itvს ლინკი
  21. დღეს, ქალაქ საქარიაში, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე საქართველოსა და თურქეთის ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. იხილეთ fanebi.com
  22. ბრიტანულმა საინფორმაციო საშუალება Sky Sports News-მა გაავრცელა ინფორმაცია,რომ ფრანგი სპეციალისტი ჟერარ ულიე შეიძლება სამწვრთნელო კარიერას დაუბრუნდეს. იხილეთ fanebi.com
  23. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/euobserver.jpg ენდრიუ რატმანი ბრიუსელი - ორმა წამყვანმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გამოიყენებს მის უფლებამოსილებას, რათა კეტრინ ეშტონის მიერ დიპლომატიური კორპუსის წამყვანი ფიგურებით დაკომპლექტებისას „სწორი ბალანსი“ უზრუნველყოს ეშტონი წამყვან დიპლომატიურ თანამდებობებზე კანდიდატების წარსადგენად ემზადება. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელმა შემდეგი პოზიციები უნდა დააკომპლექტოს: უცხოეთში ევროკავშირის საელჩოებში მისიის 31 ხელმძღვანელი და მათი მოადგილეები, ასევე საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისთვის (EEAS) 80-ზე მეტი მაღალი თანამდებობის დიპლომატი და 20-მდე ტოპ-ადმინისტრატორი. სავარაუდოდ, ჩინეთში 5 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, ეშტონი ჯერ იმ 31 ადამიანის ვინაობას დაასახელებს, რომლებმაც ისეთ მნიშვნელოვან მისიებს უნდა უხელმძღვანელონ, როგორებიცაა წარმომადგენლობები ბრაზილიაში, ჩინეთში, საქართველოში, იაპონიასა და სამხრეთ-აფრიკაში. რაც შეეხება დანაჩენ 80 კანდიდატურას, მათ შორის ბელორუსის მისიის ხელმძღვანელის, ასევე ეთიოპიის, ინდონეზიის და პალესტინის ტერიტორიებზე მისიის ხელმძღვანელთა მოადგილეებს, მათი წარდგენა ნოემბრამდე არ მოხდება. ასევე გაურკვეველია როდის მოხდება იმ კანდიდატურების წარდგენა, რომლებიც 20-მდე მაღალ ადმინისტრაციულ პოსტებს დაიკავებენ, თუმცა ქალბატონმა ეშტონმა ბოლო ვადად საკუთარ თავს 1 დეკემბერი დაუდგინა, სიმბოლური თარიღი – ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების ერთი წლის თავი. ევროპარლამენტმა ეშტონზე ზეწოლისთვის ლისაბონის ხელშეკრულებით მიღებული ძალაუფლება უკვე გამოიყენა, როდესაც მისგან უამრავი პრივილეგიის მიღება მოითხოვა, ისეთების მაგალითად როგორებიცაა შესაძლო ელჩებთან გასაუბრების და EEAS-ს წლიური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში საბოლოო სიტყვის თქმის უფლება. ლისაბონის შეთანხმებით, დეპუტატებმა იურიდიულად უნდა მოიწონონ ევროკავშირის ინსტიტუტებში საკადრო ცვლილებები და საბიუჯეტო ნორმები მანამ, ვიდრე ეშტონი ახალ გუნდს დააკომპლექტებს. EEAS-ის საკითხებზე პარლამენტის მომხსენებელმა, პოლონელმა მემარჯვენე-ცენტრისტმა დეპუტატმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ სამშაბათს (31 აგვისტო) Euobserver-ს განუცხადა, რომ ასამბლეის საბოლოო თანხმობა არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას. მისი თქმით, წინ თამაშის მეორე, მოლაპარაკებების ნაწილია. სარიუშ-ვოლსკის თქმით, დეპუტატები საკადრო და საბიუჯეტო წინადადებების საკუთარი პროექტის წარდგენას ოქტომბრის ბოლოს გეგმავენ, ნოემბერში ქალბატონ ეშტონთან, წევრ სახელმწიფოებთან და ევროკომისიასთან დაგეგმილი მოლაპარაკებების მოახლოებასთან ერთად. ის ვარაუდობს, რომ ქალბატონი ეშტონი აჭიანურებს წარდგენის პროცესს, რადგან თავდაპირველად დეპუტატების გარანტირებული თანხმობის მიღება სურს. „მჯერა, რომ ის სწორედ ამას უცდის“ – განაცხადა მან, მაგრამ მისი თქმით, იმისთვის რომ პარლამენტმა წამყვან პოსტებთან დაკავშირებით საკუთარი სიტყვა სთქვას, სიჩქარე საჭირო არ არის „მას სურს პირველი დეკემბრისთვის ყველაფერი მზად ჰქონდეს მაგრამ ჩვენ მოცდა შეგვიძლია“. წარსულში სარიუშ-ვოლსკი ამტკიცებდა, რომ EEAS-ში წამყვანი თანამდებობების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის პოსტ-კომუნისტური ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა დაიკავონ. პარლამენტის შუამავალმა EEAS-ის ნორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, გერმანელმა მემარჯვენე-ცენტრისტმა ელმარ ბროკმა Euobserver-ს განუცხადა, რომ თანამდებობების მეორე სერიოზული ნაწილი ევროკომისიის კანდიდატებით უნდა დაკომპლექტდეს, რომ EEAS არა სახელმწიფოთაშორის ინსტიტუტად, არამედ ევროკავშირის ნამდვილ ორგანოდ იქცეს. „არსებობს ინსტიტუციური ბალანსის საჭიროება. თუკი ყველა თანამდებობა წევრი ქვეყნების და საბჭოს კანდიდატებით დაკომპლექტდება, ეს პრობლემას შექმნის“ – სთქვა მან. მან დასძინა, რომ პარლამენტი მოსმენებზე წამყვანი დიპლომატიური პოსტებისთვის დაახლოებით 10 კანდიდატურას დააყენებს – „თუკი ვინმე ამას ევროპარლამენტამდე გადაწყვეტს და ეს კატასტროფა იქნება, მაშინ ქალბატონ ეშტონს მათი გაყვანა გაუჭირდება“. ვინ სად მიდის? წყაროები რომლებიც ქალბატონი ეშტონის სამსახურს კარგად იცნობენ, ამბობენ რომ საქართველოში სამუშაოდ სერიოზულად განიხილავენ ხუთ კანდიდატურას. ესენი არიან: ბულგარეთის ყოფილი პრემიერი ფილიპ დიმიტროვი; ევროკომისიის მოქმედი ჩინოვნიკი, წარმოშობით დანიელი ჯონ კაერი, რომელიც ბლოკში პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მიმართულებით მუშაობს; საფრანგეთის დღევანდელი ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე; ლატვიის ელჩი ევროკავშირში ნორმუნდს პოპენსი და პოლონეთის ელჩი რუმინეთში ვოიცეხ ზაიაცკოვსკი. ორი წყარო იუწყება, რომ ბატონი ფურნიე კანდიდატებს შორის ფავორიტია, რადგან მან შთამბეჭდავი როლი ითამაშა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო გეგმის პროცესში დახმარების თვალსაზრისით, მაგრამ თბილისში საფრანგეთი პოპულარული არ არის, რადგან სამშვიდობო გეგმამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე მისი არმიის გაურკვეველი დროით დატოვების მანდატი მისცა. ლატვიელი და პოლონელი კანდიდატები პრობლემატურია, რადგან რიგამ და ვარშავამ ომში მკვეთრად პრო-ქართული პოზიცია დაიკავეს და ასეთმა დანიშვნამ შეიძლება ავნოს ევროკავშირის დიპლომატიას რუსეთთან მიმართებაში. იმავდროულად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღემდე წარმოდგენა არა აქვთ ეშტონის გეგმებზე. თბილისი ევროკავშირის ისეთ ელჩს მიანიჭებდა უპირატესობას, რომელსაც გავლენა აქვს თავად ევროკავშირის ინსტიტუტებში და რომელიც ხელს შეუწყობდა პროგრესს ისეთ ტექნიკურ საკითხებში, როგორიცაა საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის შეთანხმება და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული გეგმები. თბილისში არც ის იციან, როგორ გაანაწილებს მისიის ხელმძღვანელი გავლენის სფეროებს, ევროკავშირის დღეს მოქმედ ორ სპეციალურ წარმომადგენელს შორის საქართველოში – შვედ დიპლომატ პიტერ სემნების (რომელიც საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციას ხელმძღვანელობს) და ფრანგ დიპლომატს პიერ მორელს შორის, რომელიც საქართველო–რუსეთის მერყევ სამშვიდობო მოლაპარაკებებზეა პასუხისმგებელი. ორიგინალი ორიგინალი
  24. ინგლისურმა ნიუკასლ იუნაიტედმა დაადასტურა ინფორმაცია,რომ ესპანელი თავდამსხმელი ხისკო სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.მან წითელი ბარათი რეზერვებთან თამაშისას მიიღო. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...