planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg პიერ ავრილი სომხეთის მოკავშირე რუსეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანთან და მის ნავთობთან დაახლოებას ცდილობს რუსეთი, რომელიც სომხეთს მისი სამხედრო ბაზისთვის 24 წლით ვადის გახანგრძლივებაზე მოელაპარაკა, სადაც მისი 3,5 ჯარისკაცი მსახურობს, აზერბაიჯანს (სომხეთის მოწინააღმდეგე მეზობელი) საზენიტო–სარაკეტო სისტემა S-300-ს აწვდის. აი რა ხდება სამხრეთ კავკასიაში, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, მოსკოვი ჟანდარმის როლს საკუთარ თავზე იღებს. „ჩვენი, როგორც რეგიონის უდიდესი და უძლიერესი ქვეყნის ამოცანა აქ მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველყოფაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა ბაქოში ორდღიანი ვიზიტის დროს. ორშაბათს, თითქოს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის გაბატონებული არასტაბილურობის ხაზგასასმელად, სეპარატისტულ მთიან ყარაბახში, რომლის კონტროლსაც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ეცილება, ხუთი სამხედრო მოსამსახური დაიღუპა. რეგულარული შეტაკებები მთიანი ყარაბახი, რომლის მოსახლეობის 7%–ს სომხები შეადგენენ და ერევნის მხარდაჭერით სარგებლობს, რეგულარულად შეიარაღებული შეტაკებების ადგილია, რამაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში უუნარობას ავლენს. ბაქოში მოსკოვის და ერევნის გადამეტებულ სამხედრო თანამშრომლობაზე მტკივნეულად რეაგირებენ, რაც აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით იმაზე მიუთითებს, რომ კრემლი რეგიონში დაუბალანსებელ პოლიტიკას აწარმოებს, ებრძვის რა ჩეჩენ და დაღესტნელ მებრძოლებს ჩრდილოეთ კავკასიაში და იმავდროულად ამიერკავკასიაში სოხურ სეპარატიზმს ახალისებს. „ეს ყველაფერი სტაბილურობას ხელს არ უწყობს. რუსეთმა რეგიონში ერთიანი, თანმიმდევრული პოლიტიკა უნდა აწარმოოს“, – მიაჩნია ბაქოელ პოლიტოლოგ მუბარიზ აჰმედოღლუს. დიმიტრი მედვედევი შეეცდება დღეს ბაქოს უკმაყოფილების შესუსტებას, მასთან სასაზღვრო შეთანხმების გაფორმებით, რომელიც ქვეყნისთვის წყლის რესურსებს (რუსეთის დაღესტნის საზიანოდ) უფრო მეტად ხელმისაწვდომს ხდის. მოლაპარაკებები ამ საკითხზე 14 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსკოვისთვის ეს ორმხრივი თანამშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანს ირანის საფრთხის შეკავება შეუძლია, რუსეთს სჭირდება ასევე აზერბაიჯანის ნავთობის მნიშვნელოვანი რესურსები, რომლის დამუშავებაშიც წამყვანი ამერიკული კორპორაციებიც მონაწილეობენ. რუსეთს აზერბაიჯანთან თანამშრომლობა სჭირდება ასევე ირანის მიმართულებით ჩრდილოეთ–სამხრეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის საქმეში. კასპიის ზღვის გასწვრივ ის შეძლებდა დაახლოებით 10 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას. „რუსეთისთვის აზერბაიჯანი გლობალურ გეოსტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს. მთავარია ქვეყანამ კურსი დასავლეთისკენ არ აიღოს, რასაც საქართველო უკვე აკეთებს ამიერკავკასიაში. სწორედ ამიტომ, რუსეთი სისტემატიურად ცდილობს აქ მისი სომხეთთან ძალიან ახლო კავშირების დაბალანსებას“. კრემლი აზერბაიჯანელ პარტნიორებთან „სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის“ გაღრმავებაზე საუბრობს. ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში (მოსკოვის მიერ ოკუპირბულ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში), რუსეთმა როგორც ჩანს აზერბაიჯანში საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი განათავსა. ბაქოში „ტერორისტულ საფრთხეს“ ახსენებენ, თუმცა ამ საფრთხეს არ აკონკრეტებენ. იმავდროულად, მოსკოვს ეს გარიგება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 230 მილიონი ევროა, დღემდე არ დაუდასტურებია. ყოველ შემთხვევაში, ეს მეგობრობის შენარჩუნების შესანიშნავი მეთოდია. ორიგინალი ორიგინალი
-
2008 წელს მსოფლიო შეირყა, ვინაიდან გაიგო ტონი სტარკის შესახებ - მულტიმილიონერი, პლეიბოი და გენიალური ინჟინერი, რომელმაც რკინის კაცის აღჭურვილობით შეიმოსა, 2010 წელს თქვენ კვლავ შეხვდებით ტონი სტარკს - ამჯერად ის ეჯახება რუს ბიზნესმენს და მომაჯადოებელ აგენტს IMDB Rating: 7.4/10 (53,968 votes) View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif მერი დეჟევსკი რუსეთის მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლამდე არ ჩატარდება, თუმცა დღეს უკვე აქტიურად განიხილავენ იმას, შეეცდება თუ არა დიმიტრი მედვედევი პრეზიდენტად დარჩენას მეორე ვადით, ან მოისურვებს თუ არა თანამდებობის დაბრუნებას მისი წინამორბედი ვლადიმერ პუტინი. თუმცა ერთი რამ, რაზეც ყველა თანხმდება არის ის, რომ ისინი ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. მაგრამ არსებობს მესამე გზაც, და ამ მესამე გზას შეუძლია რუსეთს მისი საკუთარი მარგარეტ ტეტჩერი ან ანგელა მერკელი მისცეს. თუმცა ამ შესაძლებლობაზე ხმამაღალ საუბარს ის რისკი ახლავს, რომ ვალენტინა მატვიენკოს წარმატების შანსები შეიძლება კანდიდატების წარდგენამდე ბევრად უფრო ადრე გაქრეს. მაგრამ თუკი ვინმეს შეუძლია იყოს კანდიდატი, ეს სანკტ–პეტერბურგის 61 წლის გუბერანტორია. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, რა დროსაც ის რეალურად ქალაქს მართავს, სანკტ–პეტერბურგი შეიცვალა, თანაც აშკარად – უკეთესობისკენ. ქალაქის 300 წლისთავის აღსანიშნავად (2003 წელი), სახელმწიფომ პეტერბურგში უზარმაზარი ინვესტიციები ჩადო და მისი იერი გაუმჯობესდა. მაგრამ კიდევ უფრო მასშტაბური ცვლილებები მოგვიანებით განხორციელდა – ახალი კომერციული და საცხოვრებელი შენობების გრანდიოზული პროექტები, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საზოგადოების განწყობის ტრანსფორმაცია. ოცდაათ წელზე მეტია, რაც პეტერბურგში ვმოგზაურობ და ამ ხნის განმავლობაში პირველად, ხალხი ქუჩაში უფრო კმაყოფილი და საკუთარ თავში დარწმუნებული ჩანს. შაბათ–კვირას მორიგი კითხვა–პასუხის სეანსის დროს გუბერნატორი უფრო თვითდაჯერებული, ნაკლებად „საბჭოური“ და მთლიანობაში – უფრო თანამედროვე ჩანდა, ვიდრე ხუთი წლის წინ ანალოგიურ სიტუაციაში: ახალი ვარცხნილობა გაიკეთა, გახდა, ისწავლა სპონტანური და რაც მთავარია უფრო მბრძანებული საუბარი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ მთელი მისი კარიერა – ადგილობრივი კომკავშირის მდივანი, შემდეგ დელეგატთა პირველი ყრილობის წევრი მიხეილ გორბაჩოვის დროს, დიპლომატი, მინისტრის მოადგილე და საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებული იმ ქალაქის გუბერნატორი, რომელიც დღემდე თავს რუსეთის მეორე დედაქალაქად მიიჩნევს – თითქმის ზუსტად ირეკლავს იმ გზას, რომელიც მისმა ქვეყანამ განვლო. ხოლო მესამე საოცარი ასპექტი არის ის, თუ რამდენად წააგავს მატვიენკო („აუტსაიდერი“ (დაიბადა და გაიზარდა უკრაინაში), ზუსტი მეცნიერებების (ქიმია) სპეციალისტი, დაბრუნების ფენომენალური ძალით) ეპოქალური მნიშვნელობის ორ სხვა ევროპელ ქალს – ტეტჩერს და მერკელს. რუსეთში ქალი–პოლიტიკოსების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არასდროს არსებობდა; საბჭოთა დროშიც კი, როდესაც ქალები ტრაქტორებს მართავდნენ, ხოლო კომუნისტური პარტია საყოველთაო თანასწორობით თავს იწონებდა, მათი როლი წამყვან საზოგადოებრივ ინსტიტუტებში უფრო სიმბოლური იყო, ვიდრე არსებითი. მატვიენკო ამ პრობლემას აღიარებს და მხიარულად ყვება იმას, თუ როგორ ფენდნენ მისი მოწინააღმდეგეები ქუჩებში დაახლოებით ასეთი შინაარსის პლაკატებს: „გუბერნატორობა – ქალის საქმე არ არის“, თუმცა არჩევნებში მან დამაჯერებლად გაიმარჯვა. მაგრამ ამბობს, რომ არც სკანდინავიური სტილი ხიბლავს, სადაც ქალების რაოდენობა კვოტით განისაზღვრება; მისი თქმით ქალებმა კონკურენცია უნდა ისწავლონ. კითხვებზე დეტალურად პასუხების გაცემა, მან ნორმან ფოსტერის პროექტის მიხედვით მის ქალაქში კოშკის (tower) მშენებლობაზე საკუთარი პოზიციის გამოთქმით დაიწყო. ამ პროექტის განხორციელება რუსეთის გაზის გიგანტ „გაზპრომს“ სურს. მთლიანობაში, ის თითქოს პროექტის განხორციელების მომხრეა, მაგრამ დოგმატურად განწყობილიც არ არის, რის გამოც კომპრომისი იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ ფაქტს ქალაქის ხედის დამახინჯების შიშით აპროტესტებენ, შესაძლებელია. მან დემოგრაფიაზეც ისაუბრა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქში შობადობის დონე მკვეთრად გაიზარდა, იმ დროს როდესაც 1990 წლის შემდეგ ყოველწლიურად მცირდებოდა, იმავდროულად ქალაქში მასობრივად გადმოდიან საცხოვრებლად ოჯახები რუსეთის სხვა ქალაქებიდან, მათ შორის მოსკოვიდან – კულტურის და ცხოვრების დონის გამო. მას შემდეგ რაც ის გუბერნატორი გახდა, სანკტ–პეტერბურგში ჩამოსული ტურისტების რაოდენობაც გაორმაგდა და წელიწადში ხუთ მილიონს მიაღწია. ასევე, მატვიენკო როგორც ჩანს ერთ–ერთია იმ მციცერიცხოვან რუს პოლიტიკოსთა, რომელიც კორუფციას აქტიურად ებრძვის. საბჭოს ყველა თათბირი ინტერნეტ–ტელევიზიის საშუალებით პირდაპირი ეთერით გაიდაიცემა, ისევე როგორც აუქციონები იმ მიწებზე, რომელზეც მშენებლობა იგეგმება. მიწის ფასი, როგორც ეს მატვიენკომ სიხარულით აღნიშნა, ათჯერ გაიზარდა მას შემდეგ რაც აუქციონები საჯარო გახდა, რაც იმაზე მიუთითებს, თუ რა რაოდენობის ფული მიდიოდა კორუმპირებული შუამავლების ჯიბეებში. ისეთი მოქალაქეებისთვის, ვისაც ასეთ ადამიანებზე ინფორმაციის ანონიმურად მიწოდება სურთ, გახსნილია ტელეფონის „ცხელი ხაზი“; გაჩნდა რეკლამა, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ ქრთამის მიცემა და აღება – კანონის დარღვევაა. ადმინისტრაციული მართვის საკითხებში კომპეტენტურობის (რასაც გუბერნატორი საკუთარ გამოსვლებში ამჟღავნებს) და მისი ნაშვილები ქალაქის მიმართ უსაზღვრო ენთუზიაზმის გარდა, მატვიენკოს აქტივში კიდევ ერთი რამ აქვს. ის მოძებნა და აღაზევა არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა, დღეს კი პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა. სწორედ მან გაუკეთა მატვიენკოს დიდი საჩუქარი, როდესაც პეტერბურგში გადაიყვანა. ასე, რომ თუკი იგი თავად არ არის დარწმუნებული იმაში, ღირს თუ არა მისთვის კრემლში დაბრუნება, ხოლო მედვედევის მეორე ვადით წარდგენა არ სურს, გამორციხული არ არის მატვიენკო რუსეთის ახალი სახე გახდეს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/images1.jpgმსოფლიოს ყოფილი ლიდერების არაფორმალური ვიზიტის პარალელურად საქართველოში მოქმედი ამერიკელი კონგრესმენებიც ჩამოვიდნენ. შეხვედრა ქართულ ოპოზიციასთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელებთან. საკონსტიტუციო ცვლილებები და მიმდინარე პოლიტიკური-ეკონომიკური პროცესები რომელთა გაცნობასაც რამდენიმე საათი დაეთმო. ერთდღიანი ვიზიტის დეტალები ნახეთ ანა ჭეიშვილის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/kongresmenebi_06_09_2010.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainformacio_06_09_2010f-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainformacio_06_09_2010f.jpg itvს ლინკი
-
7 სექტემბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში” საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრა-ამბასადორიალი გაიხსნება. 7 სექტემბერს, 10:00 საათზე, გორში პროექტის “სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში ქ. გორში” ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება. 7 სექტემბერს, 10.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის #133-ე საჯარო სკოლაში ახლად გაკეთებულ ღია სპორტულ მოედანს დაათვალიერებს. მის: გლდანი-ნაძალადევის რ-ნი, ვარდისუბნის ქ. №28 (მეტრო “ღრმაღელეს” პირდაპირ) 7 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში”, დევნილთა საკითხებზე კონფერენცია “დაბრუნება საქართველოში: დღევანდელი მიღწევები და მომავლის ხედვა” გაიხსნება. 7 სექტემბერს, 12:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართება. თემა: “საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის მეცხრამეტე ყოველწლიური კონფერენცია”. 7 სექტემბერს, 12.00 საათზე, სამოქალაქო რესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საკანონმდებლო სიახლესთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. თემა: “სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორებისთვის საფასურს აღარ გადაიხდიან”. მის: წერეთლის გამზ. #67ა 7 სექტემბერს, 12.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმატიკასა და ფიზიკაში საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს ფულად ჯილდოებს, საპატიო სიგელებსა და წიგნებს გადასცემს. მის: უზნაძის ქ. №52(განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) 7 სექტემბერს, 12:30 საათზე, პარტია “ჩვენ თვითონ”-ის ლიდერი პაატა დავითაია დევნილებს შეხვდება. მის: აეროპორტის დასახლება #48ა 7 სექტემბერს, 12.30 საათზე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ლაღიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “თბილისის საკრებულო მზად არის პარტიის ინიციატივები გაიზიაროს”. მის: ხორავას ქ. #9 7 სექტემბერს, 13:00 საათზე, საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელი თბილისის საკრებულოში 2002 წლის მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. 7 სექტემბერს, 13:00 საათზე, მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ოფისში, მოძრაობის განათლების კომისიის ხელმძღვანელი მანანა ნიკოლაიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული სიახლეები უმაღლეს, პროფესიულ და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში”. მის: ლვოვის ქ. #56 7 სექტემბერს, 13:00 საათზე, ჯონდი ბაღათურია პარლამენტში “ქართული დასის” სათათბირო ოთახში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ქართული დასის” საკანონმდებლო მუშაობის ძირითადი მიმართულებები საშემოდგომო სესიაზე”. 7 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრები ინგა გრიგოლია, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია პროექტის – “ვუსმენთ თბილისს” პრეზენტაციას გამართავენ. 7 სექტემბერს, 14.00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას პროცესი განახლდება. 7 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 7 სექტემბერს, 16:00 საათზე, საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში” არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები “ეროვნული ფორუმის” ლიდერებს შეხვდებიან. თემა: “ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისისა და სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის შეცვლა”. მის: იოანე ვაკელის ქ. #18 7 სექტემბერს, 17:00 საათზე, “თეთრების” ოფისში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საორგანიზაციო ჯგუფის სხდომა გაიმართება. მის: ღამბაშიძის ქ. #4 იხილეთ epn.ge
-
http://images.icnetwork.co.uk/upl/liverpoolecho/apr2009/2/2/xabi-alonso-460-737949033.jpg ”მადრიდის რეალის” ნახევარმცველმა ვერ შეძლო კარაგერის საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მიღება და მან ჯეიმის წერილი გაუგზავნა, სადაც მიულოცა მისი 600-ე მატჩი. მან მის ”Twitter”-ს გვერდზე ლეგენდალური მცველი თბილი სიტყვებით შეამკო. ‘‘კარა! შენ ”ლივერპულის” ლეგენდა ხარ!! გილოცავ! მე მწყინს, რომ ამ მატჩში მონაწილეობა ვერ მივიღე.” წერდა ხაბი ალონსო მის გვერდზე. ამ მატჩს დაესწრო 35 682 ათასი გულშემატკივარი და თანხამ შეადგინა 1 მილიონზე მეტი. მთლიანად ეს შემოსავალი საქველმოქმედო ხასიათს მოხმარდება. View the full article
-
http://blogs.spokenword.ac.uk/danielelliott/files/2009/10/liverpool03.jpg არავისთვისაა სიახლე ის ფაქტი, რომ ლივერპულის ექს მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა ძალების მოსინჯვა იტალიაში სცადა – ერთ–ერთ ევროპულ პრესტიჟულ კლუბს, მილანის ინტერს მიაკითხა. როგორც ირკვევა, ევროპული გრანდი რაფას თაოსნობით მოხიბლულია ლივერპულის ახალგაზრდა ფეხბურთელით. აბა გამოიცანით რომელ ფეხბურთელზეა საუბარი! კი, კიი, სწორად მიხვდით… საუბარია ლივერპულის 21–ე ნომერზე – ლუკას ლეივაზე! ბოლო დროს ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია: ზოგი სიმართლეა, ზოგიც კი მხოლოდ ჭორი. სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ლივერპულის ფეხბურთელებზე და ევროპულ გრანდებზე. ამასი გასაკვირი არაფერია… რაც არ უნდა იყოს, ისინი “ლივერპულელები” არიან… ბენიტესს დაინტერესებული იყო ლივერპულის ექს ფეხბურთელით– ხავიერ მასკერანოთი, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მიაღწია. როგორც ამბობენ, ბენიტესს ყოველთვის უზომოდ უყვარდა ლუკასი. მასზე ხშირად უთქვამს: “ეს ბიჭი წარმატებას მიაღწევს”–ო. მიუხედავად იმის, რომ ლივერპულის მწვრთნელი აღარაა, თურმე მაინც ხშირად აქებს ლუკასს. წყარო: tribalfootball.com View the full article
-
ჟურნალი Penthouse 2010-07-08 აშშ View the full article
-
ქალის საცურაო კოსტუმები View the full article
-
მისტერ გაი–წამყვანი ტელეჟურნალისტი.მაგრამ მისთვის საკმარისი არა ტვ ვარსკვლავობა.ის ეხვევა ინტრიგებში.რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებასთანაა დაკავშირებული.შეხვედრა სემის ფარულ აგენტთან მისი შანსია გახდეს ქვეყნის გმირი View the full article
-
ერთ სკოლაში ახალი მოსწავლე გადმოვა – თნეიჯერი სახელად დენიელი. ის ჩამოვიდა აღმოსავლეთის სანაპიროდან თავის დედასთან ერთად. რთლია მეგობრების გაჩენა ახალ ადგილას, სადაც არავის იცნობ... IMDB Rating: 5.7/10 (6,765 votes) View the full article
-
ჟურნალი Ego 09 2010 View the full article
-
http://s004.radikal.ru/i208/1009/80/dbd27395657e.jpg თუ ჰოლანდიურ მედიას დავუჯერებთ დირკ კიუტმა ტრავმა მიიღო სან მარინოსთან მატჩისას და სავარაუდოდ რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს.ნიდერლანდური გამოცემის De Telegraaf -ის თქმით კიუტი გაიგზავნა საავადმყოფოში მატჩის შემდეგ სკანირებაზე…- აღმოჩნდა რომ დირკს კუნთები აქვს გაჭიმული. ჰოლანდიელთა დამრიგებელმა, რაფაელ ვან დერ მეირკმა დირკს კოჭლობა შეატყო და იგი რუუდ ვან ნისტერლოითი გამოცვალა. უკვე ცნობილია, “ლივერპულის” ფეხბურთელი ფინეთთან მატჩს გამოტოვებს. ინფორმაციის წყარო:Liverpoolfc.Tv View the full article