Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჟორდანიას სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობა აუქციონზე გასაყიდად გააქვს. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი არ არის ვალდებული, ინსტიტუტს პროფილი შეუნარჩუნოს. ჟორდანიას კლინიკის განყოფილების გამგე, ლიკა ნადარეიშვილი, ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ კომენტარის გაკეთებას 15 სექტემბრამდე არ აპირებს. აუქციონი, სახელმწიფო ქონების გაყიდვის მიზნით, სწორედ 15 სექტემბერს არის დანიშნული. თუმცა მას შემდეგ, რაც სამინისტროსგან მოსმენილი კომენტარი ნეტგაზეთმა ნადარეიშვილს გააცნო, ინსტიტუტის პროფილის საკითხთან დაკავშირებით, მან გვითხრა, რომ პირობების შეცვლის იმედი აქვს. პრივატიზების ორგანიზების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ზურაბ მექვაბიშვილი, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ იყიდება სახელმწიფო ქონება და მას არ შეიძლება ჰქონდეს პროფილი. ”ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი დარჩება სახელმწიფო ინსტიტუტად, უბრალოდ, შეიცვლის ადგილმდებარეობას”,-ამბობს მექვაბიშვილი. აუქციონის პირობებში მყიდველის ორი ვალდებულებაა აღნიშნული. პირველი, თანხა, რომელიც საჯარო აუქციონის შედეგადად იქნება განსაზღვრული, მყიდველმა 30 კალენდარულ დღეში უნდა გადაიხადოს, ხოლო მეორე - ” საპრივატიზებო ობიექტში განთავსებული სამედიცინო დაწესებულებისათვის, პროფილით ფუნქციონირების მიზნით, ამავე ობიექტით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფა 2011 წლის 1 აპრილამდე.” ეს ნიშნავს, რომ ჟორდანიას სახელობის კვლევითი ინსტიტუტი 2011 წლის 1 აპრილს მისამართს შეიცვლის და აღნიშნულ ობიექტზე მყიდველი გადაწყვეტს, თუ რა ფუნქცია ექნება 2 მილიონ 400 ათას დოლარად შეფასებულ სახელმწიფო ქონებას. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი თბილისში, კოსტავას 43 ნომერში, მდებარეობს. ფართი, რომელიც ამ დრომდე უკავია ინსტიტუტს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 3170,26 კვ.მ-ის შენობა-ნაგებობა და 2332 კვ.მ მიწის ნაკვეთია. /get_img?NrArticle=2323&NrImage=1 რუკა ქალის ფიზიოლოგიის და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 1958 წელს პროფესორ იოსებ ჟორდანიამ დააარსა. ინსტიტუტის ინტერნეტ გვერდზე აღნიშნულია, რომ იგი მსოფლიოში პირველი დაწესებულება იყო, რომელიც რეპროდუქტოლოგიის სფეროში მოღვაწეობდა. დღეს ის რეპროდუქციის სფეროში სამეცნიერო კვლევების ჩატარებს კვლავ განაგრძობს და ასევე პრაქტიკაში ეხმარება წყვილებს შვილების ყოლაში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  2. მას შემდეგ, რაც ჯესი ჯეიმსი დაიჭრა, მისი ბანდა დაიშალა, რადგან რამოდენიმე დღის შემდეგ შეხვდეს ჯილ უელსს მიტოვებულ ქალაქში. მაგრამ როდესაც ისინე შეხვდებიან უელსს გაიგებენ, რომ გამბედავი მარშალ კეინი უწყობს მათ ხაფანგს... View the full article
  3. http://gdb.rferl.org/145FAD78-61AE-4B82-ADC3-89FD13AC2BF1_mw800_s.jpg დღეს ქართულ ფეხბურთში დიდი დღეა, ყველანი სრულიადში… http://www.goli.ge/teams_imgs/stadium_10.jpg დღეს, ყველა ლივერპულის თუ სხვა გუნდის ფანი მოუთმენლად ელის იმ შეხვედრებს რომელიც, ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებებმა უნდა ჩაატარონ. ქართველმა ახალგაზრდებმა რამოდენიმე დღის წინ გმირობა ჩაიდინეს და საკმაოდ ძლიერი თურქეთის ნაკრები 0:1 დაამარცხეს, ამ შეხვედრით მათ უფრო გაზარდეს შანსი ითამაშონ ევროპის ჩემპიონატებს და დაუპირისპირდნენ ისეთ გრანდებს როგორიცაა ინგლისი, ესპანეთი… 21 წლამდელთა ეროვნული ნაკრები 19:00 საათზე სასომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომლის მოგების შემთხვევაში ქართველები დიდ შანსს მიიღებენ 2011 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსება დაიცვან. შეხვედრა 19:00 საათზე ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება, ბილეთები კი უფასო იქნება, რაც უფრო დიდ სტიმულს ჰქმნის სტადიონი გაივსოს, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც გასაგები მიზეზების გამო ვერ ეძლევათ სტადიონზე მოსვლის საშუალება შეუძლიათ შეხვედრა, პირდაპირ ეთერში ტელეკომპანა მზის საშუალებით იხილოს. ახალგაზრდული ნაკრების განაცხადი შემდეგია. მეკარეები: როინ კვასხვაძე (“ზესტაფონი”), გიორგი ბახტაძე (“დიორი”, უნგრეთი); მცველები: გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა (ორივე – “დინამო”), ნიკა კვეკვესკირი (“ბაია”), გიორგი რეხვიაშვილი (“ოლიმპი”), გიორგი გურული (“ტორპედო”), ლაშა თოთაძე (“დიორი”), გიორგი ხიდეშელი (“ზესტაფონი”). ნახევარმცველები: გიორგი ივანიშვილი (“შაფჰაუზენი”, შვეიცარია), თორნიკე ოქრიაშვილი (“შახტარი”, უკრაინა), ლუკა გუგუჩია (“ბაია”), მურთაზ დაუშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი განუგრავა, თემურ შარაშენიძე (ორივე “დიორი”), ირაკლი კლიმიაშვილი (“ვიტ ჯორჯია”), თეიმურაზ შონია (“სპარტაკი”). თავდამსხმელები: რევაზ ბარაბაძე (უკლუბოდ), გიორგი ჭედია (“ოლიმპი”), რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”). http://burusi.files.wordpress.com/2010/02/35_15_lalal.jpg საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით დაამტკიცა, რომ ქართველ ფეხბურთელებს შესწევთ კარგი თამაში აჩვენონ და და ისეთ გუნდებს წაართვან გასვლით შეხვედრებზე ქულა როგორიც საბერძნეთია, დღეს კი ქართველებმა კიდევ ერთხელ უნდა გაახარონ ქართველთა გული და ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველი ოფიციალური მატჩი უნდა მოიგონ, ქართველებმა ებრაელების შეტევა უნდა მოიგერიონს და 0 ქულით უნდა გაუშვან სამშობლოში. ებრაელთა ლიდერი კი იოსი ბენაიუნია, რომელიც ჯერ კიდევ შარშან ჩვენი ერთერთი საყვარელი ფეხბურთელი გახლდათ ეხლა კი მან სტემფონ ბრიჯზე გააგრძელა ასპარეზობა და ქართველების დამწუხრებას ეცდება. დღევანდელი მოგების შემთხვევაში ქართველები შეძლებენ ჯგუფს სათავეში ჩაუდგნენ და ქართველ მაყურებელს იმედი ჩაუსახონ, რომ გუნდი 2012 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, თუმცა იქამდე ძალიან შორია. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ, თუმცა მე არ მესმის იმ “თბილისელის” რომელიც სტადიონზე არ წავა და შეხვედრას ტელე ტრანსლაციით უყურებს, მითუმეტეს რომ ბილეთის ფასი მხოლოდ 5, 7, 10 და 20 ლარია. ხოლო თუ 5 ბილეთს ერთად შეიძენთ თქვენ მიიღებთ ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურს. ქართველთა განაცხადი ასეთია. მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (ანჟი), გიორგი ლორია (დინამო), გრიგოლ ბედიაშვილი (ოლიმპი); მცველები: კახაბერ კალაძე (ჯენოა), მალხაზ ასათიანი (ლოკომოტივი მ), ზურაბ ხიზანიშვილი (რედინგი), ლაშა სალუქვაძე (რუბინი) , დავით კვირკველია (რუბინი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქაისერი), უჩა ლობჟანიძე (დნეპრი), მათე ღვინიანიძე (მიუნხენ 1860); ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი (ჰერტა), გოგიტა გოგუა (სპარტაკი ნ), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ), გიორგი მერებაშვილი (ვოივოდინა), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო), თორნიკე აფციაური (ზესტაფონი); თავდამსხმელები:ვლადიმერ დვალიშვილი (მაქაბი ჰ), ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე), დავით სირაძე (სპარტაკი ნ), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი). View the full article
  4. ეს არის Cristiano Ronaldo ძალიან მაგარი HD ხარისხის ვიდეო...აბა დანარჩენი თქვენ შეაფასეთ. View the full article
  5. ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ პასუხი გასცა ჟოზე მოურინიოს სიტყვებს,რომლის მიხედვითაც ბარსას შემტევი არ იმსახურებს ოქროს ბურთს. იხილეთ fanebi.com
  6. ესპანური გამოცემა AS იტყობინება,რომ მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელები,ფრან მერიდა და ტომას უიფალუში, არ არიან მზად გუნდთან ერთად ვარჯიშისთვის. იხილეთ fanebi.com
  7. კლაუდიო რანიერის კონტრაქტი "მგლებთან" მომავალ ივნისს ეწურება და არაა გამორიცხული ახალი შეთანხმება უახლოეს დღეებში ვიხილოთ. იხილეთ fanebi.com
  8. ოთხი კვირა მოედნის მიღმა-ასეთია განაჩენი რომელიც კუიტს მისმა პირადმა ექიმმა გამოუტანა. იხილეთ fanebi.com
  9. შემსრულებელი: N-Dubz სიმღერის სახელწოდება: Strong Again ხანგრძლივობა: 00:03:22 ფორმატი: Mp4 ვიდეო: 1280x720 ხარისხი: Good ფაილის ზომა: 20 MB View the full article
  10. ფილმის შინაარსი: ბრენდონი - პატივცემული ქუჩის მოჩხუბარე, იძულებულია გაიქცეს ქალაქიდან მას შემდეგ რაც მისი ძმა მოკლეს, ფული კი რომელიც უნდა დაებრუნებინათ იქაური განგსტერებისთვის მოპარულია. ბრენდონი იმალება მამამისის სახლში პატარა ქალაქში. მალე ის იწყებს მონაწილეობას ადგილობრივ ბრძოლებში View the full article
×
×
  • შექმენი...