planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://football.uk.reuters.com/uploads/2010/08/11/fs_2010-08-11T204743Z_01_DST08_RTRIDSP_2_SOCCER.jpg ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა, დენი მერფიმ მოუწოდა ფაბიო კაპელოს, დანიშნოს ჯერარდი ნაკრების მუდმივ კაპიტნად. ამჟამად ლივერპულის ლეგენდას უწევს დროებით კაპიტნობა, რიო ფერდინანდის ტრამვის გამო. რამოდენიმე კარგად ჩატარებული მატჩის შემდეგ, მერფი ფიქრობს რომ სტივი, ღირსია გახდეს გუნდის მთავარი კაპიტანი. “სტივი სამაგალითო კაპიტანია, რაც ბოლო ორ მატჩში დაამტკიცა. ის არის საუკეთესო ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებში.” “ის ჩვენ ნამდვილ ლიდერად წარმოგვიდგა. ის ატარებდა კაპიტნის სამკლაურს მსოფლიო ჩემპიონატის დროს და იყო ნამდვილი სულისჩამდგმელი პირველ ორ გახსნით მატჩში.” “ამ საქმეში მას ბადალი არ ყავს. ამას რიოს საწინააღმდეგოდ არ ვამბობ, ის ყველაფერს აკეთებდა რაც შეეძლო, მაგრამ სამწუხაროდ ტრამვა მიიღო, მოხარული ვიქნები თუ მალე გამოჯანმრთელდება.” “ამჟამად რიოს გამოძახება ნაკრებში, საზიანო იქნება მისთვის და ხელს შეუშლის წინსვლაში.” View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sagareo-150x150.jpgჰააგის სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს 13-17 სექტემბერს განიხილავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი იქნებიან. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sagareo1.jpg itvს ლინკი
-
შესანიშნავი თუმცა უკვე ვეტერანი არგენტინელი თავდამსხმელი ერნან კრესპო აცხადებს,რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია გოლების გატანა. იხილეთ fanebi.com
-
ფიბა-ს აღმასრულებელი კომიტეტმა ევროპის 2011 წლის საკალათბურთო ჩემპიონატზე 16-ის ნაცვლად 24 გუნდი დაუშვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ ტურნირში სხვებთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს. View the full article
-
საუკეთესო ჩეთების კრებული http://alo.ge/site/engine/data/emoticons/lol.gif View the full article
-
ამ წლის სატრანსფერო ფანჯარამ ალბათ მადრიდის "რეალის" გულშემატკივარი მაინცდამაინც ვერ გაახარა, განსაკუთრებით კი მოურინიოს სატრანსფერო პოლიტიკამ. ახლა კი შემოგთავაზებთ 2010 წლის ზაფხულის 25 საუკეთესო ტრანსფერის ჩამონათვალს. View the full article
-
მგონი კომენტარი არ ჭირდება : http://alo.ge/site/engine/data/emoticons/lol.gif გადაწერეთ და იკაიფეთ View the full article
-
დაწვრილებით სრულიადში View the full article
-
გამოვიდა ერთერთი საჭირო და პოპულარული პროგრამის განახლებული ვერსია, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას მავნე პროგრამების და ვირუსებისაგან, რომელბიც შეიძლება თქვენს კომპიუტერში მოხვდნენ USB ფლეშკიდან, მეხსიერების ბარათიდან, USB მყარი დისკებიდან და სხვა. პროგრამა ძალიან ადვილია გამოსაყენებლად, არ საჭიროებს დიდი სისტემურ რესურსებს. იგი მიეკუთვნება ისეთი პროგრამების რიცხვს, რომლებსაც ერთხელ აინსტალირებთ და ივიწყებთ. პროგრამა სრულიად თავსებადია კომპიუტერში მანამდე დაინსტალირებულ ანტივირუსულ პროგრამებთან და უზრუნველყოფს უფრო მეტ დაცვას ანტივირუსთან ერთად მუშაობისას. View the full article
-
იტალიური მედიის ცნობით ამ კვირაში შეიძლება საფეხბურთო კლუბი "რომა" გაიყიდოს. იხილეთ fanebi.com
-
http://i.dailymail.co.uk/i/pix/2010/05/20/article-0-0231BBED0000044D-861_468x335.jpgლეგენდარულმა ნახევარმცველმა, დიტმარ, იგივე დიდი ჰამანმა აღიარა, რომ მისი ოცნება “ლივერპულის” მწვრთნელობაა … გერმანელმა ნახევარმცველმა 6 წელი დაჰყო “წითლების” რიგებში და 2005 წლის საოცარ მატჩში გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა. მიუხედავად მისი ასევე დიდი ხნის კარიეირისა “ბაიერნსა” და “მან. სიტიში”, მისი ოცნება მაინც მერსისაიდელების გაწვრთნაა. 37 წლის ფეხბურთელი ახლა “მილტონ კინს დონსის” ღირსებას იცავს. მისი თქმით, მუდამ მწვრთნელ კარლ რობინსოს აკვირდება და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი და მეტი ისწავლოს მისგან, რომ მომავალ კარიერაში, მენეჯერობაში დაეხმაროს. “ვცდილობ, მივიღო ბევრი ინფორმაცია და ბევრიც ვისწავლო კარლისგან. მე მინდა, ვითამაშო ეს წელიც და მერე სხვა სტატუსში მიხილავთ.” “ბოლო 5 წელია, მუდამ იმაზე ვფიქრობ, თუ რას ვეტყვი ფეხბურთელებს 10 წუთიან შესვენებებზე, როდესაც მწვრთნელი გავხდები. კლუბის მწვრთნელთან და მის თანაჭემწეებთან ხშირად მაქვს ურთიერთობა ამის შესახებ, ისინი ბევრს მასწავლიან.” “როდესაც ავიღებ მწვრთნელის ლიცენზიას, მინდა ამ ქვეყანაში ვიმუშაო (ინგლისში). ძალიან კარგი იქნება, თუ ერთ მშვენიერ დღეს “ლივერპულში” დავბრუნდები, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ ოცნებაა.” ჰამანმა “წითელი” მაისურით 200 შეხვედრა ჩაატარა. წყარო: imscouting.com View the full article
-
იტალიური "პარმას" მცველმა, ლუკა ანტონელიმ ერთობ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომელიც ამ ზაფხულს, მისი "ინტერში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას ეხება და აღნიშნა, რომ დიდი შანსია "ნერაძურისთან" მოლაპარაკებები უკვე იანვარში განახლდეს. იხილეთ fanebi.com
-
საქართველოში სლოვაკეთის საპატიო კონსული საქართველოს მოქალაქეებს, 213 ევროს სანაცვლოდ, სლოვაკეთის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ოფიციალურად ვიზა 60 ევრო ღირს და საქართველოს მოქალაქე მის მისაღებად ანკარაში ან კიევში, სლოვაკეთის საელჩოში უნდა ჩავიდეს. ”ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ნოტა, რომელიც საქართველოს საპატიო კონსულს ანიჭებდა უფლებას, თავად მიეღო სლოვაკეთის ვიზის მსურველები, თურქეთიდან იყო მოსული. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შეთანხმების შესახებ არაფერი იცოდა. ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოში მოსახვედრად, ვიზის სტანდარტული გადასახადი 60 ევროა. სწორედ ამ თანხის გადახდას გეგმავდა პოეტი ზაზა კოშკაძეც, რომელსაც ვიზა სლოვაკეთში პოეტ-მთარგმნელთა საერთაშორისო ვორქშოფზე (სახელოსნო) ჩასასვლელად სჭირდებოდა, საქართველოდან სწორედ ის არის მიწვეული. სლოვაკეთის მხარემ პოეტის მიწვევის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აცნობა. თავის მხრივ, ისინი დაუკავშირდნენ კულტურის სამინისტროს, რომელმაც შეარჩია კიდეც კოშკაძის კანდიდატურა ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად. თანხა, რომელიც პოეტის სლოვაკეთში მოგზაურობისთვის იყო საჭირო, მთლიანად საერთაშორისო ორგანიზაცია "ლიტერატურე აცროსს ფრონტიერსმა" გაიღო. ამ ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ინა მარტინოვამ, რომელიც კოშკაძეს ეკონტაქტებოდა, დეტალების გასარკვევად პოეტს ინტერნეტფოსტით აცნობა, რომ მას აუნაზღაურებდნენ ვიზის, ბილეთისა და სლოვაკეთში ყოფნისას სასტუმროში ღამის გათევის საფასურს. სწორედ ამის შემდეგ მიმართა ზაზა კოშკაძემ საქართველოში პოლონეთის საპატიო კონსულს, ბესარიონ კვარცხავას. კვარცხავამ პოეტს აცნობა, რომ ვიზაში, რომელიც მას ანკარაში არსებულმა სლოვაკეთის საელჩომ უნდა ჩაურტყას, 500 ლარი უნდა გადაიხადოს (210 ევრო ვიზაში, დანარჩენი თანხა კი _ ფოსტის მომსახურებისა და დაზღვევისთვის. საქართველოს მოქალაქემ სლოვაკეთის ვიზის მისაღებად ან კიევში, ან კიდევ ანკარაში არსებულ სლოვაკეთის საელჩოებს უნდა მიმართოს. რადგან საქართველოში სლოვაკეთის საელჩო არ აქვს, საპატიო კონსული ასრულებს ერთგვარი შუამავლის როლს). ინა მარტინოვამ კოშკაძეს ვიზაში დამატებით თანხის გადახდაზე უარი უთხრა. "ვინაიდან ვერ დაადასტურებდა, რატომ დაუჯდა საქართველოს მოქალაქეს ვიზა 210 ევრო, მაშინ, როცა ის 60 ევრო ღირს" _ ამბობს კოშკაძე. ზაზა კოშკაძე: "ინა მარტინოვასთან საუბრის შემდეგ მომეჩვენა, რომ ამ ქალმა ეჭვი შეიტანა ვიზის მოპოვების ამ გზის ლეგალურობაში და მირჩია, კიევში ჩასვლით მიმეღო ვიზა, ანუ მას სჭირდებოდა გადახდილი თანხის ქვითრები. სწორედ ამიტომ მირჩია კიევში ჩასვლა. მარტინოვამ ამ მგზავრობის ხარჯებიც დააფინანსა... დავურეკე ლია მეტრეველს, კულტურის სამინისტროს თანამშრომელს. თავის დროზე სწორედ მან შემატყობინა სლოვაკეთში ვიზიტის შესახებ. ის დაუკავშირდა გიგი გიგიაძეს _ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ვინც კურირებდა ამ საქმეს. მათთვის გაუგებარი იყო, რაში ითხოვდა ბესარიონი 500 ლარს". სლოვაკეთის საპატიო კონსული საქართველოში სლოვაკეთის საპატიო საკონსულო თბილისში დიღმის მასივის მეორე კვარტალში, 8 ა კორპუსის პირველ სართულზე, მდებარეობს. გარეთ სლოვაკეთის დროშა ფრიალებს. საპატიო კონსული ერთ პატარა ოთახში ზის. როდესაც ინტერვიუს ჩასაწერად მივედით, საკონსულოსთან არავინ დაგვხვედრია. ოთახშიც მხოლოდ ერთ ადამიანზეა სამუშაო მაგიდა. საპატიო კონსული, ბესარიონ კვარცხავა "ბათუმელებს" უხსნის, რომ 500 ლარი ვიზის ღირებულებაა, აქედან 145 ლარი ანკარაში დოკუმენტების დაზღვეული ფოსტის გადაგზავნასა და უკან მიღებას სჭირდება (საფოსტო გზავნილის საფასური "ბათუმელებმა" "დიეიჩელთან" გადაამოწმა. მათი მონაცემებით ანკარაში საბუთების გაგზავნა (300 გ) 97 ლარი ღირს, დაზღვევა _ 19 ლარი. იმავე რაოდენობის თანხა ჯდება უკან გამოგზავნაც. ამას ემატება ვიზის ღირებულება _ 140 ლარი, ანუ ჯამში 372.4 ლარია გადასახდელი): "სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია. მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიაწოდა ინფორმაცია". ამას ნაწილობრივ ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საკონსულო დეპარტამენტში ბექა ზარანდიამ განგვიცხადა, რომ მათთან არის თურქეთში სლოვაკეთის საელჩოდან მოსული შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, სლოვაკეთის საპატიო კონსულს ანიჭებენ ვიზასთან დაკავშირებული საბუთების მიღების უფლებას. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან კი "ბათუმელებს" 7 აგვისტოს ელექტრონული ფოსტით აცნობეს, რომ საპატიო კონსულის უფლებამოსილება არ არის ვიზა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციები. პირი, რომელსაც სლოვაკეთის ვიზის მიღება სურს, თავისი ხელით უნდა აბარებდეს ვიზისთვის საჭირო დოკუმენტაციას ადგილზე _ ანკარაში ან კიევში და ამაში 60 ევრო უნდა გადაიხადოს (145 ლარი). კიევში სლოვაკეთის საელჩოდან "ბათუმელებს" დაუდასტურეს, რომ სლოვაკეთის ვიზის მისაღებად კიევში, საელჩოში მისვლა აუცილებელია, რადგან ფოსტით გაგზავნილ დოკუმენტებზე საელჩო ვიზას არ გასცემს. ანკარიდან კი განსხვავებული პასუხი მივიღეთ. ანკარის ცნობით, "ვიზასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე საქართველოს მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს საპატიო კონსულს საქართველოში". მათი თქმით, "ბესარიონ კვარცხავას ინტერვიუს გარეშე ისინი საქართველოს არც ერთი მოქალაქის აპლიკაციას არ იღებენ". /get_img?NrArticle=2320&NrImage=2 ილუსტრაცია: კ.სტალინსკი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქცია ”ბათუმელები” ელექტრონული ფოსტით რამდენჯერმე დაუკავშირდა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამ სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომელთან, მარიანა პავლოვასთან დავაზუსტეთ, თუ სლოვაკეთის საპატიო კონსული რის საფუძველზე უმზადებდა საქართველოს მოქალაქეებს ანკარაში ჩაუსვლელად ვიზას და რატომ ითხოვდა ამაში 300 დოლარს. 7 აგვისტოს მარიანა პავლოვასგან შემდეგი შეტყობინება მივიღეთ: "საქართველოს მოქალაქე ვიზის მისაღებად ან კიევში უნდა ჩავიდეს, ან ანკარაში, რომელიც უფრო მოსახერხებელია, იქ უნდა ჩახვიდეთ. სხვა შემთხვევაში ვიზას ვერ აიღებთ. საპატიო კონსულს ვიზასთან დაკავშირებით არა აქვს უფლება მიიღოს საბუთები ან აპლიკაცია". პავლოვა "ბათუმელებს" დაჰპირდა, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაიწყებდა მოკვლევას. 20 აგვისტოს ”ბათუმელებმა” კიდევ ერთი შეტყობინება მიიღო სლოვაკეთიდან: "სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ამოწმებს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, გარკვეული დროა საჭირო საფუძვლიანი კვლევისთვის. როგორც კი გვექნება მონაცემები, შეგატყობინებთ". 26 აგვისტოს კი ”ბათუმელებმა” სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო ოფიციალური წერილი, სადაც ნათქვამია: „თბილისში, სლოვაკეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულოში, ვიზების გაცემა შეწყვეტილია. ამ ეტაპზე სლოვაკეთსა და ლიტვას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელშეკრულების დადებაზე, რომელიც ეხება სავიზო პროცედურებში დიპლომატიური მისიებისა და კონსულის თანამდებობების ორმხრივ წარმომადგენლობას. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სლოვაკეთის ვიზები საქართველოში ლიტვის საელჩოში მიიღონ ოფიციალურ ფასად, 60 ევროდ". მარიანა პავლოვა არც ადასტურებს და არც უარყოფს ინფორმაციას სლოვაკეთის საპატიო კონსულის, ბესარიონ კვარცხავას დათხოვნის შესახებ. "ბათუმელები" 30 და 31 აგვისტოს ცდილობდა ბესარიონ კვარცხავასთან დაკავშირებას, მაგრამ საკონსულოში ტელეფონს არავინ პასუხობს. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენმა ადამიანმა მოითხოვა გასულ წელს სლოვაკეთის რესპუბლიკაში წასვლის ვიზა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აქვთ. მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების NED და B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპს "გაზეთ ბათუმელებს". ინფორმაციის გამოყენებისას "გაზეთ ბათუმელების" მითითება აუცილებელია. სხვადასხვა ვებ გვერდს შეუძლიათ სტატიის მოკლე ვერსიის გამოყენება netgazeti.ge-ს სტატიის ლინკის მითითებით. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
საქართველოს ნაკრები ისრაელთან გასამართი მატჩის წინ მზადებას განაგრძობს. 6 სექტემბერს თემურ ქეცბაის გუნდმა ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშა. წვრთნა ეროვნულზე 18:00 საათზე დაიწყო. ჟურნალისტებს კი ვარჯიშზე დასწრების საშუალება მიეცათ. ტრადიციული მოთელვა, კვადრატი... ბოლოს კი ორკარა, სადაც ნაკრების თავკაცმა შერეული შემადგენლობები ათამაშა. ორკარას თამაშის მიხედვით ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა ცოტა რთული იყო, რადგან ბერძნებთან თამაშის დამწყები ფეხბურთელები ორივე გუნდში იყვნენ გადანაწილებული. იხილეთ fanebi.com
-
http://a.pix.ge/x/jyjkk.jpg რამოდენიმე დღის წინ ფერნანდო მორიენტესმა კარიერა დაასრულა, გუშინ კი მან ისაუბრა ყოფილი გუნდების დღევანდელ ყოფაზე, მათ შორის ლივერპულზე. რეალ მადრიდი: რეალ მადრიდმა, როდესაც ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო საკმაოდ დიდი ფანები გაუჩნდა, იმ დროს ისინი აჩვენებდნენ იმ ფეხბურთს რომელსაც გულშემატკივრები თავიანთი ფავორიტი გუნდისგან მოელოდნენ. გავიდა დრო და გუნდმა მსოფლიო ფეხბურთის გაძარცვა დაიწყო და ამით ვერც დიდ ტიტულებს გამოკრა ხელი და ბევრი ფანიც დაკარგა, რამოდენიმე კვირის წინ კი როდესაც გუნდი ორმა ლეგენდამ და ჩემმა მეგობრებმა რაულმა და გუტიმ დატოვეს, ამან კი ახალი რეალის დაბადება დაამტკიცა, მე კი მიუხედავად ამ გუნდის უღრმესი პატივისცემისა მეეჭვება იმდენი ფანი გაუჩნდეს რამდენიც ახლო წარსულში ჰყავდა. მონაკო: მონაკო რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში იყოს მე მაინც მწამს რომ იგი თავის ადგილს დაიბრუნებს როგორც საფრანგეთის ჩემპიონატში, აგრეთვე მსოფლიო ფეხბურთში. ლივერპული: ის ბოლო სეზონი, რომელიც წითლებმა ჩაატარეს ნამდვილად არ იყო სასარგებლო, რის გამოც ბევრი წითლებს წამყვან გუნდებში არ ასახელებს, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ წლევანდელი ლივერპული შეძლებს, რომ თავისი სახელი დაიბრუნოს მსოფლიო ფეხბურთში, ამაში მას ისეთი დიდი ფეხბურთელი დაეხმარება როგორიც ფერნანდო ტორესია. ვალენსია: ეს გუნდი მაოცებს თავისი სიმამაცით და ბრძოლისუნარიანობით, გუნდმა დაკარგა ორი დიდი ფეხბურთელი დავიდ ვილასა და დავიდ სილვას სახით თუმცა, ამან ახალი ვალენსია ჩამოაყალიბა. ღამურები კიდევ გააოცებენ ყველას და მსოფლიო ფეხბურთს ახალ ვარსკვლავებს აჩუქებენ. მარსელი: მე ამ გუნდში ერთი სეზონი გავატარე, მაგრამ გავიცანი ფეხბურთელები რომლებიც შეძლებენ მარსელს ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარონ. View the full article
-
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ფორვარდი მიროსლავ კლოზე სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების მიხედვით გერდ მიულერის მიერ დამყარებული რეკორდის (62 გოლი) დამხობას აპირებს. გერმანიაში ამაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიდის, მაგრამ მას შემდეგ, რაც წარმოშობით პოლონელმა თავდამსხმელმა თავისი 53-ე სანაკრებო გოლი გაიტანა, ყველა ახალ მიღწევაზე ალაპარაკდა. იხილეთ fanebi.com
-
საეკლესიო კალენდარი სამშაბათი აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მოციქულისა ბართლომესი (VI); მოციქულისა ტიტესი, კრეტელი ეპისკოპოსისა, 70-თაგანისა (I); ევლოგისა, ედესელი… ლინკი მედიანიუსზე
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01417/andrea_dossena_1417913c.jpg ექს ლივერპულელი ანდრეა დოსენა მოუთმენლად ელოდება მატჩს ენფილდზე ლივერპულის წინააღმდეგ…ანდრეა დოსენას გადაწყვეტილი აქ ენფილდზე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს და ლივერპულს დაუმტკიცოს, რომ მისი გაყიდვა შეცდომა იყო. იტალიური ნაპოლი და ლივერპული ერთ ჯგუფში მოხვდნენ ევროპის ლიგაზე და 2 თვეზე ნაკლებ დროში ისინი ორჯერ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 28 წლის იტალიელი ნაპოლის შეუერთდა შარშან. ”მე ველოდები იმ დღეს, როდესაც გავალ ენფილდზე სათამაშოდ განაცხადა მან, როდესაც მე გავიგე ჯგუფში მოწინააღმდეგეების ვინაობა პირველი რაც თავში გამიელვა ეს იყო ”მე ისევ გავალ ენფილდზე”.მეორე რაც ვიფიქრე ეს ის იყო, რომ მე დავუმტკიცებ ლივერპულის ფანებს თუ რა შემიძლია.მე არ მაქ სურვილი რამე რევანშის აღებისა.”განუცხადა ფეხბურთელმა ClickLiverpool_ს. View the full article
-
http://b.pix.ge/r/dto4o.jpg კონჩესკის გეგმაში აქ რომ ხელი ჩაჭიდოს თავის უკანასკნელ შანსს… ”ლივერპულის” ახალწვეულმა განაცხადა, რომ ”ენფილდზე” გადმოსვლა ეს მისი უკანასნკელი შანსია ითამაშოს მაღალ დონეზე. გავიხსენოთ, რომ 29 წლის ფულემის მცველის შესყიდვა ”მერსისაიდელებმა” სამშაბათს შეძლეს, ამიტომ პოლს ჯერ კიდევ არ მოუსწრია თავის თანაგუნდელების გაცნობა, რადგან ისინი ნაკრებში იქნენ გამოძახებულნი. გასულ შაბათს კონჩესკიმ მონაწილეობა მიიღო ჯეიმი კარაგერის სახელობის საქველმოქმედო მატჩში, სადაც ”ლივერპულელებმა” ევერტონს 4-1 სძლიეს. მოსალოდნელია, რომ პოლის სრულმეტრაჟიანი დებიუტი, მომდევნო კვირას ”ბირმინგემის” წინააღმდეგ შედგება. ” მე უკვე შემისრულდა 29 წელი, ამიტომ ეს ჩემი ბოლო შანსია ვითამაშო მაღალ დონეზე. მე მჯერა, რომ ჩემს კარიერაში იწყება ახალი ეტაპი და მე მომიწევს თამაში მაღალ დონეზე. მოუთმენლად ველ იმ მომენტს, როდესაც ჩავიცმევ ”ლივერპულის” ფორმას და პრემიერ ლიგის მატჩს ვითამაშებ. ეს დიდი კლუბია და ჩემთვის დიდი ნაბიჯი იყო აქ მოსვლა. მე მინდა გავაკეთო ყველაფერი, რათა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.” განაცხადა პოლმა. premiership.ru View the full article