planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg სოხუმი, საქართველო – საქართველოს გამოყოფილი რეგიონის, აფახაზეთის დე–ფაქტო პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ ქართველი დევნილების აფხაზეთში დაბრუნება დღეს არსებული პოლიტიკური გარემოებების ფონზე, შეუძლებელია, იუწყება „რადიო თავისუფლების“ კავკასიის ექო. 2 სექტემბერს სერგეი შამბამ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ იმისთვის, რომ ქართველი დევნილების აფხაზეთში დაბრუნება შესაძლებელი გახდეს, ერთი საკვანძო საკითხის გადაწყვეტაა საჭირო, ეს კი საქართველოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარებაა. მისი თქმით, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე“, ეთნიკური ქართველების აფხაზეთში დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. „მათ ვისაც აფხაზეთში დაბრუნება სურს, დაბრუნდა“, – თქვა შამბამ. „მათ ვისაც სურს აფხაზეთში დაბრუნება, მაგრამ მას საქართველოს ნაწილად მიიჩნევს, ვერ დაბრუნდება, და ჩვენ ვერ მივცემთ მათ ისეთივე ყალბ დაპირებას, როგორსაც საქართველოს ხელისუფლება აძლევს“. შამბამ დასძინა, რომ ვიდრე საქართველოს აფხაზეთზე ტერიტორიული პრეტენზიები აქვს, საქართველო–აფხაზეთის კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე და დევნილების აფხაზეთში დაბრუნების საკითხის მოგვარებაზე საუბარი რთულია. 1989 წელს აფხაზეთში დაახლოებით 240 000 ქართველი ცხოვრობდა. მათი უმრავლესობა რეგიონიდან 1992–93 წლების ომის დროს გამოაძევეს, როდესაც პრო–მოსკოვური რეგიონი საქართველოს კონტროლს გამოეყო. აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის კუნძულმა–სახელმწიფო ნაურუმ. 2006 წელს, საქართველოს მეორე გამოყოფილი რეგიონი სამხრეთ ოსეთი და მოლდოვას დნესტრისპირეთი, აფხაზეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად“ ითვლება. ორიგინალი ორიგინალი
-
http://epn.ge/wp-content/uploads/boevik1-150x150.jpgრუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩრდილო-კავკასიის ოლქის უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორ ნიკოლაი სიმაკოვმა საქართველოს ბრალი დასდო თერორისტების შეფარვაში. როგორც მან გაზეთ “Время новостей”-ს განუცხადა, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ბაზები აღმოაჩინა, სადაც ამზადებენ ბოევიკებს, რომლებიც სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოების მიერ იძებნებიან. მისი თქმით, ბოევიკები ეთნიკური კავკასიელები არიან, და რუსეთში მოსაზღვრე რესპუბლიკებიდან სხვადასხვა მისიებით გადადიან. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/cotne-150x150.jpgცოტნე განსახურდიას საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, თუმცა ჯერ უცნობია დაესწრება თუ არა თავად ბრალდებული საქმის განხილვებს. გამსახურდიას ადვოკატი მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს, რომელიც ექსპერტიზამ უკვე დაადგინა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/cot.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/ftcom.gif სარედაქციო წერილი ორი წლის განმავლობაში სურსათის მეორე კრიზისი – საგანგაშო სიგნალია. შარშან, „დიდი რვიანის“ ლიდერებმა იტალიურ ქალაქ აკვილაში შეხვედრისას სასურსათო უსაფრთხოების განმტკიცების პირობა დადეს, რათა 2007–2008 წლების პრობლემათა განმეორებისთვის თავი აერიდებინათ. თუმცა, გასულ კვირაში რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე აკრძალვის გახანგრძლივებამ და მოზამბიკში სურსათის გამო გაჩაღებულმა არეულობებმა ცხადყო, რომ ამ ამოცანის მიღწევა ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა. თუმცა, ბოლოდროინდელ კრიზისთან ზედმეტი პარალელების გავლება არ ღირს. ხორბალზე ფასების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, მთლიანობაში სურსათის ფასები კვლავ იმაზე დაბალია, ვიდრე მან 2008 წლის დასაწყისში მიაღწია. და მაინც, ხორბალზე ფასების ზრდა, რაც არასასურველი ბუნებრივი პირობებითაა განპირობებული, ხელს უწყობს ფასების ზრდას სხვა ნედლეულზეც. სიტუაციას ამძიმებს ექსპორტის აკრძალვები. მართალია, ფორმალურად ემბარგო მხოლოდ რუსეთმა შემოიღო, თუმცა უკრაინამ და ყაზახეთმა ასევე დააწესა შეზღუდვები, ოღონდ არაოფიციალური. ეს საერთაშორისო ბაზრების დესტაბილიზაციას იწვევს და მარაგების შექმნისკენ უბიძგებს. მართალია მარაგები დღეს იმაზე მეტია, ვიდრე ორი წლის წინ იყო, თუმცა მოთხოვნაზე სერიოზული კრიზისის შემსუბუქებისთვის საკმარისი მაინც არ არის. 2007–2008 წლის სასტიკი მაგალითის გარეშეც, ეს მაინც მნიშვნელოვანი კრიზისი იქნებოდა. თუმცა უახლოესი წარსულის მაგალითზე ის მოქმედებებისკენ პირდაპირ მოწოდებას გავს. უპასუხისმგებლობა იქნებოდა იმის ლოდინი, რომ ძველი სასიკეთო პირობები დაბრუნდება. აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოებაზე კონცენტრაცია. არსებობს უშუალო კავშირი სურსათით მომარაგებას და პოლიტიკურ სტაბილურობას შორის განვითარებად მსოფლიოში. 2007–2008 წლების კრიზისს უამრავი არეულობა და ჰაიტის და მადაგასკარის მთავრობების დამხობა მოჰყვა. გასულ კვირაში მოზამბიკში არეულობები გამოიწვია პურზე ფასების მკვეთრმა, 30%–იანმა ზრდამ. ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ინვესტიციების გაზრდა ირიგაციაში და მიწის ხარისხის გაუმჯობესებისა და კულტურების სისცოცხლისუნარიანობის გაზრდისკენ მიმართული სხვა ზომების გატარება. განვითარებულმა ქვეყნებმა ზედმეტი კონცენტრაცია მოახდინეს სურსათით დახმარებაზე – განვითარებაში ხელშეწყობის ნაცვლად. მაგალითად, ჩიკაგოს საერთაშორისო საქმეთა საბჭოს მონაცემებით (Chicago Council on Global Affairs) აშშ აფრიკაში დამხარებაზე 20–ჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე განვითარებაზე. ამ თანაფარდობის შეცვლა აუცილებელია. საჭიროა კრიზისების შედეგების შემსუბუქებისთვის გარკვეული ნაბიჯების შემუშავება ისეთ შემთხვევებში, როდესაც მათი პრევენცია არ გამოდის. როგორც ჩანს, საჭირო გახდება რეზერვების გაზრდა და ისეთი საერთაშორისო წესების შემოღება, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავს გარემობებს, როდესაც მსოფლიოს ქვეყნებს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შეჩერების უფლება ექნებათ. მხოლოდ ლამაზი სიტყვებით ვერ შემოვიფარგლებით. ფინანსურმა კრიზისის გამო დახმარებისთვის განსაზღვრული რესურსების გამოყოფა შემცირდა. მრავალმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება საგარეო ვაჭრობის სფეროში ყოველთვის რთული იყო, თუმცა, როგორც ბოლოდორინდელმა მოვლენებმა ცხადყო, აკვილას სამიტის დღის წესრიგი კვლავ ძველებურად აქტუალურია. ორიგინალი ორიგინალი
-
http://epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha135-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაღუპული ქართველი ოფიცრის, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტის, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაურის, მუხრან შუკვანის გამო. მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს ქართველი ოფიცრის ოჯახს, მის თანამებრძოლებს და ქართველ ხალხს იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/leiboristebi1-150x150.jpg“საქართველოს ლეიბორისტული პარტია” საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლეებს კორუფციაში ადანაშაულებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/leiboristebii.jpg itvს ლინკი
-
http://epn.ge/wp-content/uploads/auqcioni10-150x131.jpg6 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისთვის (ლიცენზიის მოქმედების ვადა: 10 წელი) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩატარდა. აუქციონზე გამოტანილი იყო 1 ლოტი იმერეთის რეგიონული სატყეო სამმართველოს ვანის სატყეო უბნიდან. მთლიანი ფართობი – 1763 ჰა 329 638 ლარად შპს “ბემონი”-მ შეიძინა. იხილეთ epn.ge
-
itv მთაწმინდის პარკში გიგანტური ბორბალი ამუშავდა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/mtacmindis-parki-150x150.jpgმთაწმინდის პარკში ახალი ატრაქციონი ამუშავდა. პარკის დამთვალიერებლებს თბილისის ხედების ხილვა, 62 მეტრის სიმაღლის, „ეშმაკის ბორბლიდან“ შეუძლიათ. როგორია ერთ–ერთი გიგანტური ბორბალი და რა პრიორიტეტები აქვს სხვა ატრაქციონებისგან განსხვავებით, ნახეთ თამარ კვარაცხელიას სიუჯეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/mtawminda.jpg itvს ლინკი -
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/olimpiki-150x150.jpgისანი-სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოზარდები საცურაო-კომპლექს „ოლიმპიკში” უფასო ვარჯიშებით ისარგებლებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/olimpik.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/dakaveba_401965975-150x150.jpgსამართალდამცველებმა ქობულეთის გამწვანების დირექტორი, გორის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის განყოფილების უფროსი და სოფელ კარალეთს რწმუნებული დააკავეს. შსს-ს საიტზე გმოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაცის თანახმად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქობულეთის გამწვანების დირექტორი თამაზ პაპუნაიშვილი დააკავეს, რომელმაც მოქალაქეს ზღვისპირა პარკში ატრაქციონის განთავსების ნებართვის გაცემის სანაცვლოდ 1000 აშშ დოლარი გამოსძალა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/polici.jpg itvს ლინკი