planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://epn.ge/wp-content/uploads/vashadze-grigol013-150x130.jpgრუსეთ საქრთველოს შორის ურთიერთობა არ არის, ეს განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა, რუსეთის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა. პირველი იყო ემბარგო, რომლითაც საქრთველოს პრდუქტებისთვის რუსთის ბაზარი დაიკეტა, მეორე კიდევ ომი, რომელმაც საქრთველო-რუსეთს შორის ურთიერთობა საერთოდ გაანადგურა. “საქრთველო მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს ყოველგვარი წიანპირობის გარეშე” -გრიგოლ ვაშაძე. იხილეთ epn.ge
-
fanebi.com- ანჩელოტის ჩელსის "ფერგიუსონობა" უნდა
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
იტალიელი მწვრთნელი არ გამორიცხავს, რომ ოდესმე ინგლისის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში , მაგრამ ახლა ის მხოლოდ "ჩელსიზე" ფიქრობს. იხილეთ fanebi.com -
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/csko-150x150.jpg9-11 სექტემბერს საქართველოში ევროპელ მოხელეთა ასოციაციის მორიგი კონფერენცია იგეგმება. კონფერენციის მთავარი თემა “ამომრჩეველთა ზუსტი სიის ფორმირებაა”. კონფერენციას 39 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/cesko.jpg itvს ლინკი
-
საქართველოს ელჩი ლიტვაში, გიორგი ქერდიყოშვილი, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს,რომ საქართველო 50 ათასიდან 100 ათას ტონამდე ხორბალს ლიტვის რესპუბლიკისგან შეიძენს. რაც შეეხება ფასს, თუ რა თანხას გადაიხდის ტონა ხორბალში საქართველო, არ არის გარკვეული. ”წინასწარ ვერ გეტვით, თუმცა ეს არ იქნება კომერციული ფასი, იქნება უფრო პოლიტიკური ფასი. საქართველო ლიტვას ტონა ხორბალში გადაუხდის ზუსტად იმ ფასს, რომელიც მსოფლიო ბირჟაზე იმ დროისთვის იქნება დაფიქსირებული”, - ამბობს ქერდიყოშვილი. ”ხორბლის საქართველოში გამოგზავნა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ლიტველები მზად არიან თავისი მარაგებიდან გამოგვიგზავნონ ხორბლის გარკვეული რაოდენობა”. კერძო კომპანია აგრიკომის დირექტორი, ქეთევან კუბლაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს,რომ სახელმწიფოს მხრიდან ხორბლის შემოტანის აუცილებლობა არ არის ”ქართულ ბაზარს კერძო კომპანიებიც გაწვდებიან, რადგან ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე ხორბლის დეფიციტი არ არის.” კუბლაშვილის თქმით, დაახლოებით 12 ათასი ტონა ხორბლის მარაგი კომპანია აგრიკომს აქვს. ”ამდენივე მარაგი აქვს რამდენიმე კომპანიას, რაც აბსოლუტურად საკმარისია საქათველოს ბაზრისთვის თვენახევრის მანძილზე”. აგრიკომი ამერიკული ხორბლის იმპორტს გეგმავდა სექტემბრის შუა რიცხებისთვის. თუმცა ფასის გამო (სხვაობა 10 აშშ დოლარს შეადგენდა) აგრიკომმა უნგრული ხორბალი არჩია. ერთი ტონა უნგრული ხორბლის ფასი 340 აშშ დოლარია. პირველ ეტაპზე 7-10 ათასი ტონა ხორბლის შემოვა სექტემბრის თვეში, მოგვიანებით კი კომპანია ყაზახურ ხორბალსაც შეიძენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველო წლის მანძილზე 700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. რაც თვეში დაახლოებით 58 ათასი ტონაა. არსებული მარაგი კერძო კომპანიებში 40 ათას ტონას აჭარბებს. თუმცა კერძო კომპანიები მარაგებს სექტემბრის თვეში კვლავ შეავსებენ. მოლაპარაკებები ლიტვიდან საქართველოში ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით დაიწყო საქართველოს პრემიერ მინისტრის, ნიკა გილაურის ლიტვაში ვიზიტისას. საქართველოს ელჩი ლიტვის რესპუბლიკაში, გიორგი ქერდიყოშვილი ამბობს, რომ ლიტვის სოფლის მეურნეობის მინისტრი, კაზის სტარკევიჩიუსი ესწრებოდა შეხვედრას, სადაც ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო. ამ დროისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლობის ლიტვაში ვიზიტია დაგეგმილი, რომელიც მიმდინარე თვეში შედგება. ვიზიტის შემდეგ გადაწყდება თუ როდის განხორციელდება ხორბლის იმპორტი საქართველოში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ბებე ჩემპინთა ლიგის განაცხადში მაინც მოხვდა. იხილეთ fanebi.com
-
ყველა აბიტურიენტს, რომელმაც ეროვენული გამოცდების შედეგები გაასაჩივრა და აპელაცია დაუკმაყოფილდა, გასაჩივრებისას ბანკში შეტანილი თანხა, 30 ლარის ოდენობით თითოეულ საგანზე, უკან დაუბრუნდება. ეროვნული გამოცდების ცენტრის ინტერნეტ გვერდზე აღნიშნული ინფორმაცია ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული, თუმცა ეს ერთ-ერთი პუნქტია ეროვნული ცენტრის დებულებაში. ნეტგაზეთის ჟურნალისტს ეროვნული გამოცდების ცენტრში იმ პროცედურაზე ესაუბრნენ,რომელიც თანხის უკან დაბრუნებისთვის არის საჭირო. აბიტურიენტმა გამოცდების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი ბლანკი უნდა შეავსოს და 26 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს მიაკითხოს. პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ კი მათ თანხა უკან დაუბრუნდებათ. 2010 წელს სულ 2574-მა აბიტურინტმა გაასაჩივრა ეროვნული გამოცდების შედეგები.თითოეული საგნის გასაჩივრებაში აბიტურიენტებმა 30 ლარის ოდენობის თანხა გადაიხადეს. რამაც საერთო ჯამში 77 220 ლარი შეადგინა. ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია გაბუნიას თქმით, იმ აბიტურიენტების თანხა, რომელთაც საჩივარი არ დაუკმაყოფილდათ, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება. აპელაციაზე დადებითი შედეგი 712 განაცხადზე იქნა მიღებული. შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტში 55 900 ლარი გადაირიცხება. ეროვნული გამოცდების შედეგებით უკმაყოფილო აბტურიენტს 9 დან 14 აგვისტომდე შეეძლო გაესაჩივრებინა თავისი შედეგი. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
TeamViewer 5 - პროგრამული უზრუნველყოფა დისტანციური მართვა, მონიტორინგი მანქანები ქვეშ Windows.TeamViewer 5 წარმოადგენს ანალოგური znamenitotogo Remote Administrator (Radmin), მხოლოდ გათვლილი მუშაობა ძირითადად გლობალურ ქსელში. TeamViewer გამოყენებული კოდირების და მონაცემთა შეკუმშვა სწრაფი და საიმედო კავშირი კომპიუტერებს შორის. დარღვევებს, როდესაც გადაცემის კომპიუტერებს შორის ფაილების, არ იმოქმედებს სიჩქარე, რადგან მონაცემთა გაცვლა ხორციელდება on ბლოკების გარეშე დაკარგვა. ამ TeamViewer არის მოდული DynGate, რომელიც გაძლევთ საშუალებას დაუკავშირდეთ მანქანა უსაფრთხო firewall. TeamViewer მხარს უჭერს რამდენიმე დამკვირვებელი. სახლში გამოიყენოთ TeamViewer უფასოა View the full article
-
http://photo.parismatch.com/media/photos2/actu/sports/karim-benzema/782289-1-fre-FR/actu-sports-Karim-Benzema-Karim-Benzema-Lyon-Real-Madrid_articlephoto.jpg“სამეფო კლუბს” ახალ მწვრთნელი ჰყავს და შესაბამისად სიახლეებიც მეტია. ზოგი ფეხბურთელი “ზედმეტია” და კლუბს ის აღარ სჭირდება. ბენზემა კი ის ფეხბურთელი აღმოჩნადა, რომლითაც 3 ევროპული: 2 ინგლისური და 1 იტალიური გრანდი დაინტერესდა… 1) ლივერპული და როი ჰოჯსონი როი ჰოჯსონი ყოველთვის მოხიბლული იყო ამ ფორვარდით. ამ ზაფხულსაც ჰქონდა მისი გადმობირების სურვილი, თუმცა ცდა უშედეგოდ დასრულდა. ფაქტია, ფერნანდო ტორესს სჭირდება მეწყვილე, ოღონდ კარგი მეწყვილე. ისეთი, როგორიც ბენზემაა… 2) მანჩესტერ იუნაიტედი და სერ ალექს ფერგიუსონი არავისთვისაა უცნობი, რომ საკმარისია რომელიმე კარგი ფეხბურთელი გამოვიდეს ასპარზზე, სერ ალექს ფერგიუსონი უკვე მზადაა ყველა ხერხით გადმოიბიროს ის. მანჩესტერ იუნაიტედი ახლაც იაქტიურებს და ეცდება მიზანს მიაღწიოს… 3) იუვენტუსი იტალიური გრანდი… ეს გუნდი განვითარებისკენ ისწრაფვის. თუმცა იმის ალბათობა, რომ ბენზემა იტალიურ კლუბს მიაშურებს, ძალიან მცირეა… წყარო: liverpoolfc.tv View the full article
-
http://www.polity.ge/images/catalog/business/kompania-kazbegi.jpgკომპანია „ყაზბეგს“ დავალიანება გაუნახევრეს. მას 7 მილიონიანი დავალიანება 3,5 მილიონამდე შეუმცირდა. კერძოდ, გოგი თოფაძის კომპანიას საურავები ჩამოაწერეს და გადასახადების ძირი 3,5 მილიონი ლარი ისევ დაუტოვეს. თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ არც ამ თანხის გადახდას აპირებს. polity.ge
-
ქალაქ დუშეთიდან ჩრდილო-დასავლეთით მეცამეტე კილომეტრზე ჩვენი მიკროავტობუსი ჩერდება. გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის კოორდინატორები –გიორგი იორამაშვილი და რეზო გეთიაშვილი– მძღოლს ეუბნებიან, რომ სოფელ ვეძათხევამდე მისასვლელი საავტომობილო გზა დაზიანებულია. გზას ფეხით ვაგრძელებთ. სოფლამდე მისასვლელი მოკლე გზა ვეძას ხევზე გადის. მდელო ხეობისკენ ეშვება და საცალფეხო გზა ნიაღვრისგან გაკეთებულ კალაპოტს ხეებს შორის მიყვება. დაღმართის დასასრულს ვეძას დამშრალი ხეობა გვხვდება. დაღმართს აღმართი ცვლის. გორაკზე შეფენილი ვეძათხევისკენ მიმავალ გზაზე ეკლიანი სარეველებისთვის თავის არიდება ძნელდება. აღმართის ბოლოს პირველივე სახლი გამოჩნდა. ფანჯრებზე ფარდები არ არის, როგორც ირკვევა მიტოვებულია. მიტოვებულია მეორე და მესამე სახლიც. მოკლე ქუჩის მოსახვევში ვეძათხევის ათამდე მცხოვრები გვხვდება, რომლებიც სპეციალურად ჩვენს (CENN–ის ორგანიზებული პრეს ტურის მონაწილეების) ჩასვლას უცდიან. ”კიდევ კარგი, რომ გვალვაა და ხეობა მშრალი დაგხვდათ, თორემ წვიმიან ამინდში მანდ სიარული შეუძლებელია,”- გვეუბნება ქალბატონი თამარ ინაშვილი, რეზო გეთიაშვილის თქმით, სოფლის ყველაზე აქტიური მკვიდრი,- ”სოფლამდე სასწრაფო ვერ ამოდის. მეზობელი ცუდად გახდა, კაპილარი გაუწყდა, ექიმი ტელეფონით გვეუბნებოდა, სასწრაფოდ დუშეთში ჩამოიყვანეთო. ამ დამრეც ხეობაში ხომ არ ვატარებდით და ისევ ჩვენი ძალებით მოვაბრუნეთ. სოფელში აფთიაქიც არ არის, არც მაღაზია. პროდუქტებს დუშეთიდან ვიმარაგებთ.” ”ჩვენს ბავშვებს არც სკოლა აქვთ და არც ბაღი,”-ამბობს, თამარი და თავის უმცროს შვილზე მიუთითებს,- წელს უწევს სკოლაში წასვლა და დედას ვერ ტოვებს.” ვეძათხეველებთან საუბრისას ვგებულობთ, რომ ახლოს მდებარე სკოლა ვეძათხევიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა. მათ შვილები სხვადასხვა დასახლების სკოლა-ინტერნატებში ჰყავთ მიბარებული და თუ თავად არ ჩააკითხავენ არდადეგებიდან არდადეგებამდე ვერ ნახულობენ. ”ოთხი შვილი საგურამოს სკოლა-ინტერნატში მყავს მიბარებული. არდადეგებზე მომყავს ხოლმე. სწავლის პერიოდში თვეში ორჯერ ნახვას ვახერხებ. დუშეთამდე 12 კილომეტრს ფეხით გავდივარ. იქიდან ავტობუსს მივყვები-” ამბობს ელენე მინდიკაური. თანდათან სოფლის სხვა მცხოვრებლებიც გვიერთდებიან. თამარ ინაშვილს სახლიდან დუშეთის რაიონის გამგეობაში, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიაში, გარემოს დაცვის ინსპექციაში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეტანილი განცხადებები გამოაქვს. განცხადებებში ვეძათხეველები მეწყერსაშიში ზონიდან გასახლებას ან ფულად კომპენსაციას ითხოვენ. ზოგიერთ განცხადებას პასუხიც ახლავს: ”მეწყერის გამო, დაზარალებულთათვის ფულადი დახმარების გაცემა, ვწუხვართ, მაგრამ არ განეკუთვნება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენციას,”- 2007 წლის 7 მაისის დუშეთის გამგებლის, გ. ბერბერაშვილის საპასუხო განცხადება. ”გატყობინებთ, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შეძენილი აქვს ბინები კახეთსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც შესაძლებელია თქვენი განსახლება... გთხოვთ, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, მიმართოთ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.”- დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ლაშა ჯანაშვილის 2010 წლის 20 მაისის წერილი ვეძათხეველებს. სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ დახმარებას. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მანანა ნარიმანიძე ამბობს, რომ კახეთსა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონებში ჩასახლება მხოლოდ „ზოგადი მონახაზი“ იყო: ”არ აქვს მნიშვნელობა, სად დამასახლებენ, მთავარია, აქაურობას გავექცევი. წვიმის დროს სახლიდან გამოვდივართ, რომ ნანგრევების ქვეშ არ მოვყვეთ,- გვიამბობს ვეძათხევის მკვიდრი გელა ზვიადაური და სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე გავრცელებულ მეწყერს გვაჩვენებს. ვეძათხეველების თქმით, მეწყერი სოფელს სამხრეთ-დასავლეთიდანაც ემუქრება. ”ადრეც ჩამოდიოდა ხოლმე მეწყერი, მაგრამ ასე ხშირად არა. 2005 წლიდან განსაკუთრებით გახშირდა დამეწყვრა,”- ამბობენ ვეძათხეველები. სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე სამი სახლი დგას. ერთი მეწყერმა მთლიანად დაანგრია და მასში აღარავინ ცხოვრობს. დანარჩენ ორში კი, დიდი რისკის მიუხედავად, გელა ზვიადაურის ექვსსულიანი და ელენე მინდიკაურის ხუთსულიანი ოჯახები მაინც ცხოვრობენ. ელენე მინდიკაური თავისი სახლისკენ მიგვიძღვება. გეზი სოფლის ცენტრისკენ ავიღეთ. ცენტრში ერთადერთი წყაროა, რომლითაც სოფელი მარაგდება. ვეძათხეველები ამბობენ, რომ წყალს ხანდახან წურბელები მოჰყვება. ცენტრის ზემოთ, ორღობეების გადაკვეთაზე რამდენიმე საფლავს ჩავუარეთ. აღმართის ბოლოს მინდიკაურების სახლიც გამოჩნდა. მინდიკაურების ეზოს ჭიშკარი არ აქვს. მავთულის ღობესთან რამდენიმე თლილი ქვა დევს, რომელსაც კიბის ფუნქცია აქვს. ნახევრადმიწური სახლის ორ ოთახში მინდიკაურების ხუთსულიანი ოჯახი ცხოვრობს. მინდიკაურების სახლს მეწყერი ოთხი მეტრით მიუახლოვდა. ”ჩვენს სახლზე პირველი კატეგორიაა გაცემული (აღწერის შედეგად)... დანგრეული. რვასულიანი ოჯახი ორ ოთახში ვცხოვრობდით. გერს შვილი შეეძინა და სხვა გამოსავალი რომ არ იყო, მეზობელ სოფელში 40 ლარად ბინა ვიქირავეთ,”– ელენე მინდიკაური. მინდიკაურების თვიური შემოსავალი სოციალური დახმარებებიდან მიღებული 80 ლარია. ოჯახი სოფლის მეურნეობასაც მისდევს. მას შემდეგ, რაც მეწყერმა მინდიკაურების ორად-ორი მსხვილფეხა საქონელი ჩაიყოლა, მიწათმოქმედების იმედად დარჩნენ. ეზოში დათესილი სიმინდი გაზაფხულის მეწყერს გადაურჩა, კარტოფილი კი მეწყერმა ჩაიტანა. ელენე ამბობს, რომ წელს სიმინდს მაინც აიღებს, მაგრამ გაისად მიწის დამუშავებას აზრი აღარ ექნება. ვეძათხევში 18 ოჯახი 14 სახლში ცხოვრობს. 2006 წლის ოფიციალური მონაცემებით, სოფელში 28 ოჯახი და 68 სული არის რეგისტრირებული. ვეძათხეველების თქმით, სოფელი ნელ-ნელა ცარიელდება. სახელმწიფოსგან ყურადღებას სტიქიის პირისპირ დარჩენილებიც ელიან. მათ, უკეთეს შემთხვევაში, დუშეთის რაიონის სხვა სოფლებში დასახლება სურთ, ან საქართველოს სხვა რეგიონებში დასახლებაზეც თანახმა არიან. დამშვიდობების დრო დგება. ვაძათხეველები სოფლის ბოლომდე გვაცილებენ. ისინი იმ იმედით გვემშვიდობებიან, რომ ჟურნალისტების სტუმრობა პრობლემებს მოუგვარებს და შემდეგი მეწყერის ჩამოწოლამდე სახელმწიფო საცხოვრებელ ფართს სხვა სოფელში გამოუყოფს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.polity.ge/images/catalog/georgia/economy/statistika_01.jpgაგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციამ 9,5% შეადგინა, იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური 6 სექტემბერს. polity.ge