planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ქვეყნების ეკონომიკური განვითარების მოდელებზე საუბრისას ხშირად განიხილება სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური მოდელები. თუმცა ყველაფერი რომ ძალიან გავამარტივოთ, კამათი, ძირითადად, ორი მიმართულებით იშლება: ეს არის ეკონომიკის ლიბერალური განვითარება და სოციალურ სფეროზე ორიენტირებული ეკონომიკა. სოციალურ სფეროზე ორიენტირებული ეკონომიკა ხშირად მიჩნეულია ე.წ. პოპულიზმის ეკონომიკად. კერძოდ, ეკონომისტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ გაუაზრებელი სოციალური პოლიტიკა, ღარიბთა ხარჯზე, მდიდრებს კიდევ უფრო მეტად გამდიდრების საშუალებას აძლევს. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, რომ სოციალურ სფეროზე ფსევდოორიენტირებულმა ქვეყნებმა ვეღარ დააღწიეს თავი სოციალური ხარჯების ხაფანგს და ამით მნიშვნელოვნად დააზარალეს სხვა სახელმწიფო პრიორიტეტები, რომლებიც ეკონომიკის განვითარებაზე ირიბ ზეგავლენას მოახდენდა. მაგალითად, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ა.შ. მაღალი და გაუაზრებელი სახელმწიფო ხარჯები შეფარდებული მთლიან შიდა პროდუქტთან ყოველთვის აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და მხოლოდ ვიწრო ბიუროკრატიულ აპარატს აძლევს “თავისუფალი” ცხოვრების საშუალებას. 1998 წლის აპრილში ამერიკელმა მეცნიერებმა: ჯეიმს გვარნეიმ, რობერტ ლაუსონმა და რანდოლ ჰოლქობმა შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგინეს საკუთარი კვლევის შედეგი, რომელიც ეკონომიკის განვითარების ტემპებზე სახელმწიფო ხარჯების გავლენას ეხებოდა. მეცნიერები მიუთითებდნენ, რომ საჭიროა არსებული სახელმწიფო ხარჯების მხოლოდ მინიმუმი, იმისათვის, რათა სახელმწიფომ მისი ძირითადი ფუნქციების განხორციელება შეძლოს. “მე როდესაც ვლაპარაკობ მოდერნიზაციაზე, უნდა გვესმოდეს, ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავთ ინფრასტრუქტურაზე, გზებზე. აქ ფოთის აეროპორტი შენდება, კერძო ინვესტიციაა. ხიდი უნდა გავაკეთოთ, რომელიც განმუხურსა და ანაკლიას შეაერთებს ერთმანეთთან. ეს ყველაფერი არის სახელმწიფო ფული. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დღეს სახელმწიფო ხარჯები არის 35% ერთიანი შიდა პროდუქტისა. მაქსიმუმი იმისათვის, რომ საქართველო განვითარდეს, უნდა იყოს 30 % , იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება ყოველწლიურად 7-დან 10%-მდე განვითრება. 5-6% არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საქართველო წავიდეს წინ. ამისათვის ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტი გვექნება ქამრების შემოჭერის ბიუჯეტი” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან შეხვედრის დროს. აბსოლუტურად სწორია პრეზიდენტის შეფასება, როდესაც იგი საუბრობს, რომ ეკონომიკის სწრაფი ტემპებით განვითარებისათვის საჭიროა დაბალი სახელმწიფო ხარჯები. თუმცა სახელმწიფო ხარჯების გამართლება იმით, რომ მაღალი თანხები იხარჯება ინფრანსტრუქტურულ პროექტებზე, არასწორია. კერძოდ, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სახელმწიფო ხარჯები სწრაფად გადაედინება სახელმწიფოდან კერძო სტრუქტურებისაკენ, მაგალითად, პრეზიდენტის მიერ დასახელებული გზების მშენებლობისას სახელმწიფო აცხადებს ტენდერს, რომლის შედეგადაც სამუშაოს შემსრულებელი უკვე კერძო კომპანიაა, რომელსაც სახელმწიფო უხდის ფულს. საჭიროა სახელმწიფო ხარჯების “ხაფანგი” სხვაგან ვეძიოთ. კერძოდ, უფრო აქტუალური იქნებოდა, შეგვესწავლა, ქვეყანაში რა თანხები და რამდენად მიზნობრივად იხარჯება სოციალურ პროექტებზე, თავდაცვაზე, სახელმწიფო ბიუროკრატიის მომსახურებაზე და ა.შ. პრეზიდენტის მიერ უკვე არაერთგზის ნახსენები “ქამრების შემოჭერის ბიუჯეტი” ხშირად მოსახლეობის ლეგიტიმურ უკმაყოფილებას იწვევს, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ ქამარი უკვე დიდი ხანია საკმაოდ მჭიდროდ აქვს შემოჭერილი და ახლა მხოლოდ მისგან გათავისუფლებას ელოდება. საქმე სწორედ იმაშია, რომ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არამც და არამც არ უნდა შეეხოს მოსახლეობის სოციალურად შეჭირვებულ ფენას. აღნიშნული პოლიტიკა უნდა შეეხოს სწორედ ისეთი ტიპის გაუაზრებელ ბიუროკრატიულ ხარჯებს, რომლებიც ეკონომიკურ რეფორმებს პოპულისტური ლოზუნგების მეშვეობით აფერხებენ. საინტერესოა, რომ 2004 წლიდან დღემდე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაფიქსირებული ყველაზე ბუნდოვანი მუხლის “სხვა ხარჯების” განუხრელი ზრდა აღინიშნება. მაგალითად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2004 წელს აღნიშნულ მუხლში დაფიქსირებულმა ხარჯებმა 16.2 მილიონი, 2005 წელს 66.8 მილიონი, 2006 წელს 200 მილიონი, 2007 წელს 348.2 მილიონი, 2008 წელს 506.1 მილიონი, 2009 წელს კი 650.1 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ნაწილის გეგმის თანახმად, “სხვა ხარჯებისათვის” განკუთვნილი თანხა 731 მილიონ ლარს აღემატება. როდესაც პრეზიდენტი საუბრობს სახელმწიფო ხარჯების შემცირებაზე, აქ უნდა იგულისხმებოდეს არა ინფრასტრუქტურული პროექტების შეკვეცა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის, არამედ, მაგალითად, ისეთი ტიპის ხარჯების შეკვეცა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ ბუნდოვანი - “სხვა ხარჯების” მუხლით კლასიფიცირდება. “ქვეყნების ეროვნული მეურნეობების განვითარების რეცეპტი შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ჯანსაღი ფინანსები, დაბალი საბიუჯეტო ხარჯები, და ამის წყალობით დაბალი გადასახადები და გაწონასწორებული ბიუჯეტი; კერძო საწარმოთა დომინირებული მდგომარეობა ეკონომიკაში და ასევე სახელმწიფო, რომელიც ღებულობს კარგ კანონებს და ქვეყანაში მათი განხორციელების საშუალებას ქმნის. ყოველივე ამის საფუძველზე ადამიანებს ეძლევათ თავისუფალი თანხების დაბანდების საშუალება, ისინი უშიშრად აფორმებენ ერთმანეთს შორის ხელშეკრულებებს, რის შედეგადაც თავადაც უკეთესად ცხოვრობენ და სხვებსაც ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში ეხმარებიან.” - დასახელებული მოდელი მიაჩნია ცნობილ პოლონელ ეკონომისტს, ლეშეკ ბალცეროვიჩს მყარი საბაზრო ეკონომიკის უმთავრეს მოთხოვნად. მაღალი სახელმწიფო ხარჯები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ეკონომიკაში ფულის “გაქრობას” უწყობს ხელს. კერძოდ, ერთის მხრივ, მაღალი სამთავრობო ხარჯების დროს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები აკლდება ეკონომიკას, ანუ მთლიანობაში კერძო სექტორს, ხოლო მეორეს მხრივ, აღნიშნული ხარჯების მომსახურებისათვის საჭირო ხდება გადასახადების გაზრდის ხარჯზე ეკონომიკიდან უფრო მეტი თანხების ამოღება. ამასთან, გარდა აღნიშნული ფისკალური ეფექტებისა, სახელმწიფო ხარჯების მაღალი წილი ხელს უწყობს ექსპანსიურ სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, ანუ სახელმწიფოს ხელში ისეთი ფუნქციების მოქცევას, რომელთა მართვასაც კერძო სექტორი უკეთესად მოახერხებდა. ამავდროულად, ასეთი ფორმით სახელმწიფოს მოქმედების არეალის გაფართობა, გრძელვადიან პერიოდში წინააღმდეგობაში მოვა ეკონომიკის ფუნქციონირებასთან, ვინაიდან კერძო სექტორთან შედარებით, სახელმწიფო ორგანოებს, ნაკლებადელასტიურობის გამო, უჭირთ ბიზნესის სწრაფად ცვალებად გარემოსთან დროული ადაპტირება. “მხატვრული ეკონომიკის” მიმდევრებს ხშირად უყვართ სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკების განვითარებაში მისტიკური მიზეზების ძიება. მაგალითად, ხშირად მიჩნეულია, რომ იაპონიისა თუ სხვა აზიური სახელმწიფოების, ე.წ. “აზიური ვეფხვების” ეკონომიკური განვითარების მთავარი წინაპირობა ამ ქვეყნებში მაცხოვრებელთა განსაკუთრებული თვისებებია, რომლებიც მათ სხვა ნებისმიერი ხალხისაგან განასხვავებს. შესაძლებელია მცირე რაციონალური მარცვალი იყოს ამ ლოგიკაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქყვეყნებში ამავე ეთნოსის მოსახლეობა ცხოვრობდა მათ ეკონომიკურ წარმატებებამდე გაცილებით ადრეც, ეს ხალხები ცხოვრობდნენ გასულ საუკუნეებშიც და მაშინ მათ განსაკუთრებული წარმატებები არ ქჰონიათ. სინამდვილეში, აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკების განვითერებას ხელს უწყობდა არა იქ მცხოვრებთა “მესიანური როლი ეკონომიკის განვითარებაში”, არამედ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა ეკონომიკის ნაკლებ დატვირთვას გადასახადებით და უფრო მეტად რაციონალიზებურ საბიუჯეტო სარჯებს. სწორედ მცირე საბიუჯეტო სახსრების პირობებში შეძლეს აზიის წარმატებულმა ქვეყნებმა გამოეყოთ უფრო მეტი თანხები განათლებისა და ინფრასტრუქტურისათვის. აღნიშნული წარმატებული მოდელების გაცნობა გვავალდებულებს, რომ ეკონომიკაზე პოპულისტური ენით საუბრის ნაცვლად, მეტი რაციონალურობით ვიმსჯელოთ. სასურველია ნაკლები საუბარი “ქართულ ნიჭიერებაზე” და მეტის სწავლა უკვე წარმატებული ქვეყნებისაგან. საჭიროა, რომ ეკონომიკის ლიბერალურ განვითარებაზე საუბარი გასცდეს სატელევიზიო პრესკონფერენციების ფარგლებს და პრაქტიკაში ჰპოვოს ასახვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო კვლავ დარჩება “ქაღალდზე წარმატებული”, რეალურად კი რეფორმების შეჩერებით გამოწვეული გაურკვეველი ორიენტაციისა და მიზნების მატარებელ ქვეყნად. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/national-interest-150x71.png ალექსი პუშკოვი სექტემბერი დადგა და ბუნებრივად გაჩნდა კითხვა: როგორია ასე საქვეყნოდ ცნობილი რუსულ-ამერიკული გადატვირთვის მომავალი? წინა პოლიტიკური სესია ორ ქვეყანას შორის დაბალ ნოტაზე დასრულდა, რაც იმ ჯაშუშური სკანდალის გამო მოხდა, რომელიც თითქოს შემთხვევით დაემთხვა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვიზიტს ვაშინგტონში, რომლის დროსაც მას ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან თითქოს წარმატებული მოლაპარაკებები ჰქონდა. სკანდალი მედვედევის ვაშინგტონიდან გამომგზავრების შემდეგ, სამ დღეში მოხდა. ახალი სესია კი პუტინის იმ შენიშვნით დაიწყო, რომლის თანახმადაც ის ვერ ხედავს ვერანაირ ”გადატვირთვას” ორ ქვეყანას შორის და საპირისპირო განცხადებების მიუხედავად, სულაც არ არის ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პრობლემები მწიფდება რაღა თქმა უნდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა და პროგრესი მხოლოდ ურთიერთობათა სტილის შეცვლით არ შემოფარგლულა. მოხდა არსებითი ცვლილებებიც. ამერიკის პოლიტიკური კლასის ერთი ნაწილისა და აღმოსავლეთ-ევროპული დედაქალაქებისთვის სამწუხაროდ თეთრმა სახლმა გადაწყვიტა გადაეხედა ბუშის ადმინისტრაციის იმ გეგმისთვის, რომლის ფარგლებშიც პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში აშშ-ს ანტი-ბალისტიკური სარაკეტო სისტემების საკვანძო ელემენტები უნდა განთავსებულიყო. ამით ობამამ ”გადატვირთვის” გზაზე ყველაზე დიდი ბარიერი მოიცილა. მეორე, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში მიღების ამერიკული გეგმა უკანა პლანზე გადავიდა. რუსეთის თვალთახედვიდან ეს ნაბიჯი ობამას წინამორბედებისგან გამიჯვნის კეთილგანწყობილ ჟესტს წარმოადგენდა. მესამე, 2004 წლისგან განსხვავებით ამერიკა გონივრულად გადგა განზე 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან უკრაინაში, მიუხედავად იმისა რომ მისი წამყვანი კანდიდატი, ვიქტორ იანუკოვიჩი აშკარად სარგებლობდა რუსეთის სიმპათიით. მოსკოვში ეს ისე აღიქვეს, რომ ობამას ადმინისტრაცია ახალ ურთიერთობებს, პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთის წინააღმდეგ თამაშით საფრთხის ქვეშ არ დააყენებდა. რუსეთის მხრიდან აშშ-ს გლობალური ინტერესებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა – ასე ვარაუდობს ზოგიერთი მოსკოვში. 2009 წელს მოსკოვში ობამას პირველი ვიზიტისას რუსეთმა თანხმობა განუცხადა შეერთებულ შტატებს იმაზე, რომ მისი საჰაერო სივრცე ავღანეთში სამხედრო ტვირთების და უფრო მეტიც, შესაძლოა ჯარის გადასაყვანად გამოიყენოს. ეს იყო ის, რის მიღებასაც ამერიკა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა და ის, რაც მან კვაზი-ცივი ომის დროს 2007-2008 წ.წ. ვერ შესძლო. მხოლოდ რიტორიკისა და ინტონაციის შეცვლით ობამამ სულ რამდენიმე თვეში მოახერხა ის, რაც ჯორჯ ბუშმა და კონდოლიზა რაისმა წლების მანძილზე ვერ შესძლეს. ობამას პატივსაცემად გამართულ მიღებას კრემლში თავად ვესწრებოდი და არასდროს მინახავს უფრო ბედნიერი ამერიკელი ჩინოვნიკები. მეორე – იმისთვის რომ ვაშინგტონისთვის საკვანძო საკითხში, ირანთან დაკავშირებით მხარდაჭერა აღმოეჩინა, რუსეთმა რადიკალურად შეცვალა თავისი პოზიცია და იმდენად შორს წავიდა, რომ მიემხრო აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ სანქციებს (პოზიცია, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ სრულიად წარმოუდგენლად განიხილებოდა). მოსკოვი იმაზეც დასთანხმდა, რომ არ გაებუქებინა ჯაშუშური სკანდალი და არ გადაეხადა სამაგიერო ამერიკისთვის ისე, როგორც ეს ცივი ომის დროს მოხდებოდა იმ დამცირებისთვის, რომელიც მან აშშ-ში ე.წ. აგენტების დაპატიმრების გამო გადაიტანა. მაგრამ რამდენად გასცდება ეს ”გადატვირთვა” უბრალო განმუხტვას, რომელსაც ორი ქვეყნის ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში პერიოდულად ჰქონდა ადგილი. ურთიერთობათა ასეთი დათბობის მოწმენი ჩვენ ბრეჟნევისა და ნიქსონის, რეიგანისა და გორბაჩოვის, ელცინისა და კლინტონის და ბოლოს პუტინისა და ბუშის მმართველობების დროსაც მოვსწრებივართ და ყოველთვის ეს დათბობა ახალი ცივი ომის ტიპის დაძაბულობით სრულდებოდა. იქნება ”გადატვირთვა” ამ მოვლენებისგან განსხვავებული? არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ ობამას მიერ მოსკოვთან ურთიერთობათა გამოსწორებას შეერთებულ შტატებში ზოგიერთი ძალიან აკრიტიკებს. რუსეთში ასეთი საჯარო კრიტიკა ნაკლებად ისმის და კრემლი უფრო ჰგავს ენთუზიაზმით განმსჭვალულს. ივლისში საგარეო საქმეთა სამინისტროში რუს ელჩებთან სიტყვით გამოსვლისას, მედვედევმა ობამასთან და თეთრ სახლთან თავის ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცა. მან ივარაუდა, რომ ეს ურთიერთობები რუსი დიპლომატებისთვის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მოდელად შეიძლება გამოდგეს. თავის ბოლო გამოსვლაში საგარეო ურთიერთობათა საკითხებზე, პრეზიდენტმა შეარბილა ურთიერთობათა ნეგატიური ასპექტები, ისეთები როგორიცაა საქართველოსადმი მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკას რუსული ეკონომიკის მოდერნიზაციის მისეულ ამბიციურ გეგმაში საკვანძო როლი ენიჭება. მაგრამ მოსკოვში მაინც ნადვილად და სამართლიანად იტოვებენ სკეპტიციზმის მაღალ ხარისხს. რუსებს ჯერ კიდევ ახსოვთ ”ბორისისა და ბილის” მეგობრობა 1990-იან წლებში. იმ დროს ელცინი შეერთებულ შტატებთან ახალი ურთიერთობების დამყარებას ცდილობდა და ძალას არ იშურებდა იმისთვის, რომ მორგებოდა ამერიკელთა პრობლემებს, მაგრამ როგორც ამას სტრობ ტალბოტი, თავის წიგნში ”რუსეთის ძალა” აღწერს, კლინტონის ადმინისტრაციის დამოკიდებულება რუსეთისადმი ასეთი იყო – დაეტყუებინა ყველა სახის შესაძლო დათმობა, ხოლო თავად ელცინისთვის საპასუხოდ არაფერი მიეცა. თუ ამ წიგნს დავუჯერებთ, მოსკოვისგან საწადელის მისაღწევად იმჟამინდელი პრეზიდენტი არა მხოლოდ თავის შარმს იყენებდა, არამედ ალკოჰოლის ძალასაც, რომლის მიმართაც სნეული რუსი პრეზიდენტი ძალიან მგრძნობიარე იყო. იმ დროს, როდესაც ტალბოტი ადმინისტრაციას ელცინის სისუსტის ასე მარჯვედ გამოყენებისთვის აქებს, ურთიერთობათა საბოლოო შედეგი გამანადგურებელი გამოდგა. 2000 წლისათვის შეერთებულ შტატებთან რუსეთის მეგობრობის ცნებაც კი უკიდურესად წარუმატებლად განიხილებოდა, ისეთად რომელიც მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებს ითვალისწინებდა და მხოლოდ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაზე იყო ორიენტირებული. მოგვიანებით, 9 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, ასევე ჩაიშალა პუტინის მცდელობაც, ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საფუძველზე, აშშ-სთან ახალი ურთიერთობები ჩამოეყალიბებინა. ბუშის ადმინისტრაციამ რუსეთის მხარდაჭერა ავღანეთსა და ცენტრალურ აზიაში თავისთავად ცხადად მიიჩნია და არც უფიქრია საპასუხო ნაბიჯებზე. სანაცვლოდ ის გამოვიდა ABM-ის ხელშეკრულებიდან, მოითხოვდა მოსკოვის მოლაპარაკებებს ჩეჩენ სეპარატისტებთან და მხარს უჭერდა ნებისმიერ ანტი-რუსულ ტენდენციას დაწყებულს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიდან და უკრაინით დამთავრებულს. მაგრამ ბევრი სხვა რამეცაა საყურადღებო. ვაშინგტონში მედვედევის ბოლო ვიზიტის შემდეგ, ვიზიტისა რომლის დროსაც ის ობამას სტუმართმოყვარეობით ტკბებოდა, რუსებს ერთი მეორეზე მიყოლებით სამჯერ გადაასხეს ცივი წყალი. პირველი – აშშ-ს ადმინისტრაციამ ვაშინგტონში აღმოჩენილი ე.წ. ”რუსული აგენტურული ქსელის” პრობლემის გადასაჭრელად ალბათ ყველაზე უფრო უარესი გზა აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ჯაშუშური აქტივობების რაიმე სამხილი ძნელად მოიძებნებოდა, ეჭვმიტანილი ”აგენტები” საჯაროდ და სკანდალურად დააპატიმრეს. მაშინაც კი თუ ობამა ამას მედვედევისთვის სილის გარტყმად არ განიხილავდა, ეს მაინც ასე გამოიყურებოდა. გადატვირთვის ოპონენტები მოსკოვში დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ დაპატიმრებები არ იყო უბრალო დამთხვევა და ზოგადი დასკვნაც ასეთი გაკეთდა – თუ ვაშინგტონი მოსკოვს სულ ცოტა მნიშვნელოვან პარტნიორად მაინც განიხილავს, მოიძებნებოდა კრიზისის გადაწყვეტის უკეთესი საშუალებებიც. ”ცივი წყლის” მეორე ულუფა ჰილარი კლინტონის მიერ თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გასახარად წარმოთქმული სიტყვები იყო – მან რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ”მიმდინარე ოკუპაციაში” დაადანაშაულა. რაღა თქმა უნდა ამ ენით ”სტრატეგიულ პარტნიორს” არ ელაპარაკებიან, მაგრამ ფორმულირებები განზრახ შერჩეულს ნამდვილად ჰგავდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მიხეილ სააკაშვილს ისიც უთხრა, რომ შეერთებულ შტატებს ”შეუძლია თან იაროს და თან საღეჭი რეზინიც ღეჭოს”. როგორც New York Times-ი იტყობინებოდა, კლინტონი ხუთდღიანი მოგზაურობის დროს, როდესაც ის უკრაინას, პოლონეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვია, მანტრასავით იმეორებდა ამ სიტყვებს – ”გადატვირთვა ვერ აიძულებს შეერთებულ შტატებს იმას, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში თავის გავლენას ან პოლიტიკას შეელიოს”. ამ განცხადებების შემდეგ, თეთრმა სახლმა დიპლომატიური არხების მეშვეობით მოსკოვს განუმარტა, რომ სახელმწიფო მდივანი კლინტონი არ გულისხმობდა იმას, რასაც რეალურად ამბობდა და მთელი ეს გამოსვლები მხოლოდ ერთ რამეს ისახავდა მიზნად – ნოემბრის არჩევნების მიჯნაზე განემტკიცებინა ობამას პოზიცია, რადგან სხვა შემთხვევაში ადმინისტრაცია სუსტის შათაბეჭდილებას დატოვებდა, ისეთისას რომელიც ყოფილ საბჭოტა კავშირში აშშ-ს მეგობრების ინტერესებს ჰყიდის. მოსკოვმა გაითამაშა, რომ მიიღო განმარტება და ”გადატვირთვის” სულისკვეთება ანალოგიური მწარე პასუხით არ აზარალა. მაგრამ ცხადია, რომ სიტუაცია საქართველოში აშშ-ს ელექტორატისთვის ნამდვილად არაა პრიორიტეტი, განსაკუთრებით მიმდინარე ეკონომიკური რეცესიისა, ავღანეთის ომისა და იმ უზარმაზარი პრობლემების ფონზე, რომლის პირისპირაც ობამას ადმინისტრაცია ირანსა და ახლო-აღმოსავლეთში აღმოჩნდა. ამიტომაც ბევრმა მოსკოვში ჰილარი კლინტონის განცხადებები ოფიციალურ განცხადებად მიიღო, განსაკუთრებით იმიტომ რომ კლინტონის ”დავდივართ და ვღეჭავთ” გამოთქმა უცნაურად ახსენებდა რუსებს კონდოლიზა რაისს. რაისიც იმ კონცეფციას ემხრობოდა, რომლის თანახმადაც აშშ ითანამშრომლებდა რუსეთთან იქ, სადაც ეს შესაძლებელი იყო და დაუპირისპირდებოდა იქ, სადაც საჭირო გახდებოდა, თუმცა შედეგები სავალალო გამოდგა – აშშ მოსკოვის მხარდაჭერის გარეშე მიაბიჯებდა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო თანამშრომლობა იშვიათი იყო. რეალურად ურთიერთობები კვაზი-ცივი ომის მდგომარეობამდე დავიდა. მესამედ ”ცივი წყალი” აშშ-მ რუსეთს START-3-ის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გადაასხა. მედვედევმა და რუსულმა დუმამ შეთანხმებასთან დაკავშირებით დიდი ენთუზიაზმი გამოხატეს და მას ”გადატვირთვის” ყველაზე პრაქტიკული შედეგი უწოდეს (რუსეთის პარლამენტი ფაქტობრივად ნებისმიერ მომენტში მზად იყო მისი რატიფიცირებისთვის), მაგრამ ხელშეკრულება სინქრონულად ითხოვს რატიფიცირებას აშშ-ს კონგრესშიც, ხოლო კონგრესმა მისი რატიფიცირება შემოდგომამდე გადადო. ახლა უკვე დანამდვილებით არავინ იცის, მოხდება თუ არა მისი რატიფიცირება ნოემბრის არჩევნებამდე, ამიტომ უკვე ზოგიერთი სინქრონიზაციაზე კი არა, რუსული და ამერიკული მიდგომების დე-სინქრონიზაციაზე ალაპარაკდა. ეს დე-სინქრონიზაცია აშკარად გამოჩნდა სხვა მნიშვნელოვან სფეროებშიც. თავის ბოლოდროინდელ გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა პუტინმა განაცხადა, რომ ძალიან უნდა სჯეროდეს მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობების ასე ნაქები ”გადატვირთვის”, მაგრამ მაინც სკეპტიკურ პოზიციაზე რჩება. პუტინმა განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ს მიერ საქართველოს მიმდინარე გადაიარაღება და ძალიან მწვავე საკითხი, რომელიც ევროპაში აშშ-ს ანტი-სარაკეტო სისტემებს უკავშირდება. მიესალმა რა შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ ანტი-სარაკეტო სისტემები არ დაიდგმება პოლონეთში, ხოლო რადარები ჩეხეთის რესპუბლიკაში, პუტინმა გაოცება გამოხატა იმის გამო, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, რომელიც პრაქტიკულად მაშინვე გაკეთდა, ის ზუსტად იმავეს ევროპის სხვა ქვეყნებში გეგმავს. ”სადღაა ”გადატვირთვა? ჩვენ ამ თვალსაზრისით, მას ვერ ვხედავთ” – განაცხადა პუტინმა. ნატო-ს მომავალი გაფართოვების საკითხი ასევე ტვირთად აწევს ურთიერთობებს. იმ დროს, როდესაც ობამას ადმინისტრაციამ ღიად განაცხადა, რომ ეს პრიორიტეტი აღარ არის, უკრაინის და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ოფიციალური მიზანია. მედვედევმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ახალი შეთანხმების წინადადებაც წამოაყენა, მაგრამ მოსკოვში ხედავენ, რომ თეთრი სახლი მტკიცედ უწევს წინააღმდეგობას ამ შეთანხმებას. ეს კონტრასტში მოდის გარკვეული რაოდენობის ევროპული ქვეყნის პოზიციასთან, რომლებიც მხარს უჭერენ იდეას. ეს და კიდევ სხვა საკითხები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს, მიუხედავად ყველა გაცხადებული კარგი განზრახვისა, ერთმანეთს აშორებს. მაშ აქვს კი გადატვირთვას მომავალი? აქვს, თუ ის კიდევ ერთ ახალ განმუხტვად არ იქცევა, სადაც ტაქტიკა იცვლება, მაგრამ ორივე ქვეყანა ძირეულად უპირისპირდება ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში შეერთებული შტატები რუსეთს დროებით, ინსტრუმენტალურ პარტნიორად გამოიყენებდა, ისეთად რომელსაც ავღანეთში და ირანის ბირთვული ამბიციების ასალაგმად დაიხმარებდა. რუსეთში კი აშშ-ს ეკონომიკაში ინვესტიციების წყაროდ განიხილავდნენ და ნაწილობრივ პარტნიორად ზოგიერთ სხვა საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ასეთი ტაქტიკური ალიანსი, ადრე თუ გვიან მარცხისთვისაა განწირული და სწორედ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია გაიზიარებს პოზიციას, რომლის თანახმადაც „გადატვირთვა“ მხოლოდ ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც რუსეთმა ”შეერთებულ შტატებს თავი უნდა წაუხაროს“. თუ რამე სჭირდება მოსკოვსა და ვაშინგტონს ეს მათი ნაციონალური და საგარეო პოლიტიკური ინტერესების შერიგებაა იმ გლობალურ პრობლემათა ფონზე, რომლის პირისპირაც დღეს მსოფლიო აღმოჩნდა. „გადატვირთვა“ და ეს უნდა აღინიშნოს, თავის არსში რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ საგარეო-პოლიტიკური გათვლა და თუ ეს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ვაშინგტონსა და მოსკოვში ბოლომდე არ იცის, გლობალიზაციისა და ურთიერთდამოკიდებულების ეპოქაში, მულტიპოლარული სამყაროს კონტექსტში, სხვადასხვა ქვეყანა რეალურად დგება ერთობლივი ინტერესების მთელი წყების პირისპირ. რეალურად ეს ობამას მესიჯმა განაცხადა (თუ რეალურმა პოლიტიკამ არა), რომელმაც ასე ხმამაღლა გაიჟღერა მსოფლიოს გარშემო. დღეს ორივე მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ მზადაა ნამდვილი შერიგებისთვის. თუ რუსეთი და შეერთებული შტატები ამ გზას გაჰყვებიან, მაშინ „გადატვირთვის“ პოლიტიკას ექნება მომავალი, რომელიც ორივე მხარეს მოგებას მოუტანდა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://sport.freenet.de/contentblob/689152/teaserImg847x565/eljero-elia-wechselte-fuer-eine-abloese-von-85-millspox345755.jpg “ლივერპული” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება გადმოიყვანოს “ჰამბურგის” გაბრწყინებული ვარსკვლავი, ჰოლანდიელი ელიერო ელია.23 წლის ფეხბურთელზე ინტერესები წარსულშიც ჰქონდა “ლივერპულს”. მას დიდი ხანი აკვირდებოდა ყოფილი ბოსი რაფაელ ბენიტესი, მაგრამ შეთანხმებას ვერა და ვერ აღწევდა. ელიას შეუძლია ითამაშოს ვინგერად (ფლანგებზე) და ასევე თავდამსხმელის უკან (შეტევები სიღრმიდან). გერმანული “ჰამბურგი” ჰოლანდიელის სანაცვლოდ 8.9 მილიონს ითხოვს. “მერსისაიდელთა” დამრიგებელი დიდი თაყვანისმცემელია ამ ახალგაზრდა ფეხბურთელისა და დიდი იმედებით უყურებს მის “ენფილდზე” ხილვას. როი მუშაობს იმაზე, რომ გააძლიეროს თავდასხმა. P.S მოგეხსენებათ შარაშან ელიამ სურვილი გამოთქვა “ლივერპულის” მაისურით თამაშზე. ინფორმაციის წყარო:Football.Com View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/bagaturia.10-150x150.jpgახალ კონსტიტუციას ჯონდი ბაღათურია მხარს არ დაუჭერს. ეს გადაწყვეტილება ჯონდი ბაღათურიამ სეციალურად მოწვეილ ბრიფინგზე გააკეთა. “წარმოდგენილი პროექტი ვერ უზრუნველყოფს ძალთა ბალანსის გადანაწილება, რადგან ახალი კონსტიტიციით ძალაუფლება, რომელსაც პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს ფლობს, მომავალში პრემიერის ხელში გადავა”, – განაცხადა ბაღათურიამ. იხილეთ epn.ge
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Guardian/Pix/pictures/2010/9/7/1283895835338/Marco-Streller-grimaces-a-007.jpg გუშინ მერსისაიდელებმა ეროვნულ ნაკრებებში იასპარეზეს შვეიცარია – ინგლისი 1:3 გოლები: 0-1 უ.რუნი (10′), 0-2 ა. ჯონსონი (69′), 1-2 ხ.შაგირი (71′), 1:3 დ.ბენტი (88′) სტივენ ჯერარდი: 90 წთ.+საგოლე პასი გ.ჯონსონი: 90წთ.+საგოლე პასი ნორვეგია – პორტუგალია 1:0 გოლი: 1-0 ე.ჰიუსიკლიპი (26) რაულ მეიერლეში: 60წთ.+ყვითელი ბარათი სერბეთი – სლოვენია 1:1 გოლები: 0-1 მ. ნოვაკოვიჩი (63′), 1-1ნ.ჟიგიჩი (86) მ.ივანოვიჩი: 37წთ. + ყვითელი ბარათი ჰოლანდია – ფინეთი 2:1 გოლები: 1-0 ჰიუნტელაარი (7′),(16′პენ.), ფორსელი (18′) დანია – ისლანდია 1:0 გოლი: 1-0 კაჰლენბერგი (90′) დანიელ აგერი: 90წთ. რუსეთი – სლოვაკეთი 0:1 გოლი: 0-1 შტოხი(26′) მარტინ შკრტელი : 90 წთ. View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/devnilebi-chxartishvili-150x150.jpg“დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა” ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. იძულებით გადაადგილებულ პირთა მთავარი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემაა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/devnilebi1.jpg itvს ლინკი
-
http://www.apimages.com/unsecured/GetBinary.ashx?_apbg=EfGvTXW%2Fdl9OanB50Xga20O4qlRfHsBb9iAK9yjR0PZq%2FG4trfR9IjYkMmT28Y08GVC2uYOMbJP%2B4lu%2BQ2WuvCjttBUHW7WG8YHhxOVd6bcGWJ5ORehfuyX6wOnjr2XCRDJ82PLhDh8A1moUzp76SfRqAJ9f46quVOnMbliZ8ejJaW9NKYWYQ%2Bxsofuqsxebk4nHTl%2B%2F%2FTJkB5awSivd9eC5z5%2BRApuI%2BlqC7oOyIPDtwuyuPG7p%2BG%2FrMhQYgAWf690pqLRj1MvrpMCCXNuw4dhiuXKFg%2BuOoFQWmn8nXGoHpj0aksUfYgKsiLzzbFdjnvfUq4%2FXBMRiVPYZZ%2Foymp%2BNgdAmE9EL%2BoBr231aGVbsx2PfvKJM7ZsqYo54iXUTrHG4xTYsxmuGrO3KUiJk6cU5KjaKDlf5Wsk8fnMlQ2UrydXd%2BCoUvNHieCz8BhMMNe5iTaZ%2F%2FL4wzzTHvSzgLKHSAF%2BDQg4E4LhY0Kb19pmQlW%2Fn%2BUxnm2IMkzEcfc6wგთავაზობთ გუშინდელი ამხანაგური მატჩის, არგენტინა–ესპანეთის ფოტოკოლაჟს…http://www.apimages.com/unsecured/GetBinary.ashx?_apbg=LEysbvN4Nb0Z8Qzz4Q%2FcH2MczfT4pERttSMrGAQVgzo7Ez8KGHczDCzHDV1ixuUZ%2BEckNJStPQorjsJRpIh7HSqgMg%2Bwph%2FS1jtucsEk2Vp1A5NIygQufPEjDvHluuObWHvXTdH60ZiyJCwoc3wJ9BvRfQrdpRwzA6j7hRgyKyoZc8SNdW8QhHC%2BHXn5Gq738R0go9Wc1ralfLxRbBcCAcYnMwbJS0I7gB4rU9bfuLXC%2FDXm0IX6mDVjDTmyCaBbECIcOdgjquD1CW4%2BqX00fFt2OYPmYLVidL1WkFuzfSlZpT7FaCmgPUxVS1gN7RQhh%2FsSGhqR6hdnQiIBIG5vSwgXUBwKMWA%2BG%2FS4K%2BdDxIsbzyvcJReGA2eTqzJyRfMSS%2BRAtWQVh26LbRplzlfDojr5TzdjR2Uw9YRpOHkBeXx0HFlRumskZVgSN8j2OdNVhttp://www.apimages.com/unsecured/GetBinary.ashx?_apbg=4frd0OXhS3IBYmhA4PbbwIJiTZNHQtdRxNURH4JVt3pK71kyytaQBKxrrfUVKL2pLyyfPt8DtFD7QBlTNguJW2nLnCVXcs5Mw4jLwQyDPeZzpOovmn2I75QX%2FFpPoPwW3AwIzHzToEW8yhh59KMrh2hIT24P0lTD7OX5g0Pvj7fHfaR%2BkC61ng3ilLiZoC5NbsGxVGsKoN1m510M6lJdC0e%2FM0nYFGTcHyV5A9yYD5Xo%2BAd1ImHDHEAJqL3sk%2FLyN6tGO9v4I3pNnAmhsA%2BhEdo%2FNs8PoTO0A4sxfyw2r6eFF7Fnt%2BgBI6uiGMEZAG3rBHrmhg4mI10jP0Wwrp%2BW5ccKaWIEAHws134bnrxonYNCwc94orkEqlMA26pgrgRj00HBwjNbn1DiB8uezWBMkUQxivgJA3JgSGPWtCO%2B6RoW86%2B%2Fc0S8scqR36WezOK%2FHkx%2F94rblit8cHQT9q%2Bs7g%3D%3Dhttp://www.apimages.com/unsecured/GetBinary.ashx?_apbg=UzEJ7QzVkVyAv7H2iSUlBjBIIFdPfavqhsaE%2FQCUMmb1uu6AMbTM9V82Op6ezfGEhljepjlMIlwMGQLXlL1hxYxt7P44fdwC5ZRpJKKT5pOvJojdB1Q%2FhWoGzEomjBP%2B6v9Qxmmyzlb4SbIriToFA9kFwGCu8hlUgawSesXatExv%2BNmzlg%2FlcBL1ZrVtSyK9r4QAOD0WUfte%2F%2FeRO%2BHrddDwSNI1Td2ZiMNjm%2BP9eklNPk0dR4izwct6ADFoNfhXMVeMLFKR3fda%2FH9wqspSZi6ThaThmlMoaJi9N40i9i%2FWz%2FKcQxT4qdfkwF%2FVjiEATwgIRebKJrI8pLpiJ%2BvwnflqGU65SH0FN59jDwd6HN8peyLATpeD5ygnbyQcBiNAzMGgcYT9xT8p0ViKFhHF%2BhKUMs8Hs9m%2FO6z7O%2Fdw5wkXlUH3yAiLT%2FA4SimJDewOWAQicn9DQaAzn%2FgsJjPLxCdMSSs7kNnXeaOzJ8%2FDcpQp6HDRJyGJuET5TTLanNu8http://www.apimages.com/unsecured/GetBinary.ashx?_apbg=vECIIUUhuAV2tXea%2FyBTRKBGj5Fq0e26G1Qsa8qR3zsUeYTnAmn9ZiCIArgugQy2FZ5UPs3eJiHLVXz%2FKYqt7a0tB9CQ5rQwjhumCRoBsqHICmMpEXbqfqfZOYFygCFuhZtrpjrHm7WMhbMYxntuGKHj%2Ffb4HlomZ3%2Bpddzj7%2B3Z9p8W2BnSwqAEFd8IOTasR1fy2%2BbfEDNjiXSSsHakj22d%2F3ppQCVeLMI7bPUgqnB%2B%2FYg%2Bhj0F4TNOcSVtdC3WkhSTs3gKCOk%2BId5vDek%2BDGanUKq7zMFlk0U2EuHhevJS21JYpjCi83xbjZxd4OP5CMRSlaN9l8PpzROO3V6LKvKdWP3Mvt00rqXbyck5MPrLCj14YQwJATgsQ%2F7v7cP9GM4Gf7Qtg1yxDsArYH9p%2F%2BTqar6XJ3oUOqspKcTZe01LnVFvcFBfB9%2BaUOjGsmkgXS2jcWz6pAO2ASs%2FAwgs6Iiq%2FtGERpDBumTXLa%2FVvwc%3Dhttp://www.apimages.com/unsecured/GetBinary.ashx?_apbg=q2Axop8wFnDXUtlthosO8ow9IgC2pL9YfbzEACn6H%2FTGPF97v%2FdtqsHUZdjiMTK6FfOCwfODfqlnhVn45roByeY2P59eLxJepoU1GvMOuDC0Sv6H7eDOHj38%2BjleK1YU13j86fYzoXj1Gc0vtuZT9H50%2FoaiBJPw1HFQTi1C%2FHV2BirqduHav4r4yMy%2FIA1F9tt81%2BRDp5IZwP6tYPc%2BId8V5CzUhMQo1NvE7TbguZfXP4lk3%2FaWjeSvYt4z5ucvQ%2BJzIyJLcpN5pPDa2rgUX41HaNCfBQibUEIdGr0YgA94f47zbVUHj91raNYysS6ST%2B%2F5jzGWmxJO6hBgYvb7DssRl7Sz14KguSi8bq1SJwTxpiB2jWyi6xj2jsZCDhNaiP31x%2B%2BDqvn%2FKXqcwKGaWEJ95CO%2BXUCibzZBXVm51y5EMGTqNfX2IoAH%2F7SleuNyTH2fS2WR4fU7BSz5eixT2Se5ofeAZ%2BuCv%2FlQC1nSlP4yK9gHfnK8q8%2Fa%2FzFuHySxhttp://www.apimages.com/unsecured/GetBinary.ashx?_apbg=AN1dNTPYh%2B8FaY7GNeVxFjOSB3Y09j4tCsAULKn1LjS8Hkm8vWeGTFXzTlCgEFhe3FwGTHaZLbghWyiefvOTCr%2BW7k8hE7ctrUdJkDWPJDBJDREcVQKacBFB9rC6mV3Ki37lYMRlJ01TCjAvxKwzfRc41DUvo4As4udZGA3YwzPSQrvRKYcOIGWOeOQpVExbdxh4yeB8ddsF5C3Ul%2F45mNkMDVgVJk1IGQu%2B58bcGl6pPDtb2FYSVcp%2BPSrHXtxHlh72yRiF1cQye0uahHqsWh9q2lQY7xvtjXAQik00CjYgeGtF4CkuKWgIYqLIbAXTlLQaqiYrG7HB7a0p6xWmKZqRkMfbAO4KYPSK%2BZEaA9AiCoMDmEgixkk4WbmrzuLRUCcUav2WxB5FmW85WE60%2FzZRGkJVhDKZg9gSt7cyFgHw4WWM8SxmVCVbn9aXO0OEB0KullKg%2F7woREPaRlcqIg%3D%3Dhttp://www.apimages.com/unsecured/GetBinary.ashx?_apbg=N%2BFU65A4D7oRc4mZZdmaHA1Zo70Nf5AYxgN7qpVBx8psO9TKaWsJJuLD3zncDnny80UMLiPQUwcUnEVVr8aixdPQLCLEeOf5Dy3IWeD2WzL0FpjyEvNTUAXU0Hy3Acct5bkRLTsVfkrAeqgITzIsanwN2y11G87L1ACsqgc2S4NRzLDE4SqwEWrGDm1MQ0%2B4nmUvoChyH%2FdVnEX%2FHmyqYhiI6jrZY0btM6nuXVYt4e%2FR0pmviXhVsb%2BdlgFnP6SVA%2F04dO%2F6g8FG8kzUgWfnC%2FH79%2FqWPIzn0taCSPfwa%2B%2BcvEFFzrImOBayTD13Nn0UCRF7tbTBpp2tcT%2F5DDwHMTU1cdoW1UgLo0lUr%2BNMceo0LwFI18BQf9SQh7wieXKemvtvUNWJDizFOSqUT9vLKMVxhCIdGsx4k0ofv%2BpXBfqTgPo25t8AnizA2dModleM7BCRPBX57JGf7seNteKXfCxZmv9lCUzL5VBtgKfwkw5ZFCyB%2B8hms0TZPaZvq3Mvწყარო: apimages.com View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/reestri-150x150.jpgუცხო ქვეყნის მოქალაქეს იუსტიციის სამინიტროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურებში პასპორტის წარსადგენად დოკუმენტის თარგმანი აღარ სჭირდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/reestri1.jpg itvს ლინკი
-
netgazeti - ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელზე
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
საზოგადეობრივ მაუწყებლში რეკლამებითა და ფართის გაქირავებით შემოსული დამატებითი, 6 მილიონამდე ლარი ხუთამდე ახალი პროექტის განხორციელებასა და ძველი პროექტების ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება. სამეურვეო საბჭომ 6 სექტემბრის სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა და მაუწყებლის აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა. საბჭოს წევრის, ნინო დანელიას თქმით, სხდომა საკმაოდ ოპტიმისტურად წარიმართა, თუმცა საბჭოს მცირე ნაწილისათვის იყო პრობლემები ბიუჯეტის ”წაკითხვასა” და აუდიტის ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით. რეკლამებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებით 5 მილიონამდე შემოსავალი მოუტანა. შემოსავლის ძირითადი ნაწილი მსოფლიო სპორტული ჩემპიონატების ტრანსლაციის დროს შემოსული თანხაა. ხოლო დანარჩენი (ერთ მილიონამდე) ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალია. ცვლილება ბიუჯეტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 6 აგვისტოს სხდომაზე დაამტკიცა და თანხის ხარჯვის პრიორიტეტებიც გაწერა. საბჭოს თავჯდომარის, ლევან გახელაძის თქმით, შემოსული თანხა ხუთამდე ახალი პროექტის გადხორციელებასა და ძველი პროექტების ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება. ,,არ არის გაზრდილი ადმინისტრაციული და ტექნიკური გადაიარაღების ხარჯები, ამიტომ ნამატი ძირითადად წარმოებაზე მიემართება. თანხა დაიხარჯება ”მოამბის” განახლებული ეთერისათვის, საზოგადოებრივ–პოლიტიკურ მიმართულებას დაემატება სავარაუდოდ ორი პროექტი, ძველ პროექტებს შევინარჩუნებთ, თუმცა მათ დეკორისა და ვიზუალის ცვლილებებზეც დაიხარჯება გარკვეული თანხები''. სამეურვეო საბჭოს წევრები ნინო დანელია და ლიკა ჩახუნაშვილი პოზიტიურ მოვლენად აფასებენ იმ ფაქტს, რომ მენეჯმენტის სამსახურმა ბიუჯეტი სხდომაზე საკმაოდ დაწვრილებით წარმოადგინა, რასაც, დანელიას განმარტებით, საბჭოში მისვლის დღიდან ითხოვდნენ. თუმცა, მათივე თქმით, იყო პრობლემა ბიუჯეტის ”წაკითხვასთან” დაკავშირებით. დანელიას განმარტებით, ბიუჯეტი ისეთ ენაზე იყო დაწერილი, რომ მისი გაგება მხოლოდ ბუღალტერთან კონსულტაციის შემდეგ მოახერხეს. ,,უჭირთ მენეჯმენტს ანგარიშის გასაგებ ენაზე წარმოდგენა. არა მარტო ფინანსური ანგარიშისას ხდება ეს, არამედ კვარტალური ანგარიშიც ისეთია, რომ თავი და ბოლო ძალიან რთული გასაგებია. ეს, ჩემი აზრით, არის ელემენტარული გამოუცდლობა, შეიძლება ვთქვა, უცოდინრობა, თუ რა ფორმით უნდა დაიწეროს ანგარიში. საბჭოს სხვა წევრებიც ჩვენ დღეში იყვნენ. ვთქვათ, წაიკითხეს და ვერ გაიგეს, ან არ წაიკითხეს, უბრალოდ კომენტარი არავინ არ გააკეთა. თქვენ რომ ნახოთ ვიდეო ჩანაწერი, იქ ჩანს, რომ არავინ კომენტარს არ აკეთებს ბიუჯეტზე. არადა საბჭოს მთავარი ფუნქცია სწორედ ბიუჯეტის კორექციაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით უმცირესობაში, მენეჯმენტი დაგვპირდა, რომ ყველა ამ შენიშვნას გაითვალისწინებს და საბჭოს სხვა წევრებიც დაგვეთანხმნენ. პირველად შემიძლია საბჭოს სხდომაზე ვთქვა, რომ ეს იყო წარმატებული თანამშრომლობა'', – ამბობს დანელია. სამეურვეო საბჭოს თავჯდომარე ლევან გახელაძე ბიუჯეტის გასაგებად წარმოდგენაზე საუბარს არასერიოზულად მიიჩნევს და ამბობს რომ საფინანსო ტერმინოლოგიის შეცვლა არ შეიძლება. ,,ეს არის ტერმინოლოგია, რომელიც გამოიყენება ფინანსებში და როგორ შეიძლება ამ ტერმინოლოგიის შეცვლა, მისი პოემის, ან ლიტერატურული მოთხრობის სახით წარმოდგენა. საკასო ხარჯი არის საკასო ხარჯი, ზრდასრული ადამიანები ვართ და თუ რაიმე ტერმინი არ ვიცით, უნდა ვთქვათ და განგვიმარტავენ, ან, ყველანი განათლებული ადამიანები არიან და ჩემგან არ ესწავლებათ, ნებისმიერი ტერმინის განმარტება შესაძლებელია ინტრნეტში, ან ლექსიკონში ნახო. ჩემი აზრით, საერთოდ არასერიოზულია ამაზე მსჯელობა''. მეორე მნიშვნელოვან საკითხად საბჭომ სხდომაზე მაუწყებლის აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა განიხილა. აუდიტის ხელმძღვანელის ახალი კანდიდატურა სხდომაზე ლევან გახელაძემ წარადგინა. მაია ბუზალაძეს საბჭოს ყველა წევრმა მისცა ხმა გარდა სამისა (ნინო დანელია, ლია ჩახუნაშვილი, შორენა შავერდაშვილი). ლევან გახელაძე ამბობს, რომ აუდიტის ახალი ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში განთავსდება საიტზე. მისი განმარტებით, მაია ბუზალაძე ფინანსურ ინსპექციაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, ასევე სამუშაო გამოცდილება აქვს განათლების სამინისტროს შესყიდვების სამსახურში, ახლა კი ილიას უნივერსიტეტში აუდიტის დარგში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველია. ასევე გახელაძის თქმით, მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს კონტროლის პალატასთან მუშაობაში. მათ, ვინც სხდომაზე ხმა ბუზალაძეს არ მისცეს, ფიქრობენ, რომ უკეთესია თანამდებობებზე კანდიდატურების შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდეს. ,,მე ვფიქრობ რომ ჯობს კადრები შეირჩეს კონკურსის მეშვეობით, კონკურსი იყოს ღია, ყველას ჰქონდეს მონაწილეობის საშუალება. ამ ფორმით შერჩევისას პასუხისმგებლობა გადანაწილებულია და არ დგება ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა და ერთი ადამიანის ნდობის საკითხი'', – განმარტავს ლია ჩახუნაშვილი. დანელია ,,ნეტგაზეთთან'' საუბარში ყვება, რომ გახელაძე (თავისივე განმარტებით) ახალი კანდიდატის პროფესიონალიზმსა და პატიოსნებაში დარწმუნებულია და მასთან ერთად მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ,,რაც აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს”, – ამბობს დანელია. მის შეკითხვაზე,– ჩვენ ერთადერთი რის მიხედვითაც შეგვიძლია გადაწყვეტილება მიივიღოთ თქვენი ნდობის საკითხია?, – გახელაძემ აბსოლუტურად ღიად უპასუხა, რომ კი, ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, იმიტომ რომ მან ნამდვილად იცის როგორია ეს ადამიანი (მაია ბუძალაზე). ,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო. ბევრად უფრო სამართლიანი, პროფესიული და გამჭვირვალეა, როდესაც ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და შემდეგ უკვე ღიად, ობიექტური კრიტერიუმებით ირჩევა ადამიანი და არა ასე, ხდება რაღაც წარდგენა, ნაცნობობა და ნეპოტიზმი. ეს ჩემთვის მართლა კომუნიზმის პერიოდის ამბავია და არა დემოკატიული ქვეყნის'', – ამბობს დანელია. საბჭოს თავჯდომარე კონკურსის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ აქცენტს კანონმდებლობაზე და ნდობაზე აკეთებს. ,,მაუწყებლობის შესახებ'' კანონის მიხედვით, შიდა აუდიტის ხელძღვანელის დამტკიცება სამეურვეო საბჭოზე გენერალური დირექტორის წარდგინებით ხდება (მუხლი 34, მეორე პუნქტი). გახელაძე ფიქრობს, რომ ეს ადამიანი ”ძალიან თავისებურ” ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდეს ხელმძღვალეობასთან, რადგან კანონმდებლობის გათვალისწინებით, შეიძლება მიიღოს დავალება გენერალური დირექტორის, ან საბჭოს თავჯდომარისგან, ან მისის წევრებისაგან (ამ უკანასკნელთა თხოვნის საფუძველზე), ჩაატაროს სამსახუროებრივი მოკვლევა, ამიტომ, მისი აზრით, სჯობს ასეთი ადამიანის წარსულ გამოცდილებას კარგად იცნობდნენ. ,,შიდა აუდიტის ხელმძღვანელის თანამდებობა, ძალიან მგრძნობიარე და ძალიან სენსიტიური პოზიციაა, აბსოლუტურად დამყარებული უნდა იყოს პირად ნდობაზე. თავის სამსახურიდან გამომდინარე, მას ხშირად უწევს ძალიან დელიკატური დავალებების შესრულება, ეს არის დაახლოებით გენერალური ინსპექცია'', – ამბობს გახელაძე. გახელაძის თქმით, კანონის მოთხოვნით, შიდა აუდიტი უნდა ხორციელდებოდეს კონტროლის პალატის მეთოდოლოგიის მიხედვით. შიდა აუდიტის ფუნქციაა რეგულარულად ჩაატაროს დაწესებულებაში აუდიტორიული შემოწმებები (ფინანსური ანგარიშების უტყუარობისა და სისრულის შესახებ), აცნობოს ხელმძღვანელობას დარღვევების ან გადაცდომების შესახებ, სწორედ იმ მეთოდოლოგიით, როგორც ამას კონტროლის პალატა აკეთებს, რათა მერე კონტროლის პალატის შემოწმებას ორგანიზაცია მომზადებული შეხვდეს ,,შესაბამისად ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანი არის ძალიან საჭირო ფიგურა'', – ფიქრობს საბჭოს თავჯდომარე. დანელიასა და ჩახუნაშვილის განცხადებით პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელზე ამჟამად ცვლილებები მიმდინარეობს, ამიტომ ჯერ არ არის გაწერილი აუდიტის სამსახურის ზუსტი ფუნქციები. ამიტომ, მათი აზრით, შეუძლებელია ამ ეტაპზე აუდიტის თანამდებობაზე წარდგენილმა კანდიდატურამ საკუთარი ხედვა წარმოადგინოს ამ საქმიანობაში. კანდიდატურის შერჩევისას კი, საკუთარი ხედვის წარმოდგენას მომავალი საქმიანობის შესახებ, დანელია აუცილებლად მიიჩნევს. გახელაძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობობით, საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც საჯარო სტუქტურას, არ აქვს უფლება ეს თანამდებობა დიდი ხნით ვაკანტური დატოვოს. 2010 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე დღის წესრიგიდან 2 საკითხი მოიხსნა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ სამეურვეო საბჭოსათვის პროგრამული ანგარიშის წარმოდგენის პრინციპები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურის პროექტის განხილვა. ამ საკითხებს საბჭო მომდევნო სხდომაზე, 2 ოქტომბერსგანიხილავს. სრული ინფო(netgazeti.ge) -
</p>http://d.yimg.com/ca.yimg.com/p/100907/reuters/mtfh10627bas102i83893860.jpg?x=400&y=222&sig=6vPMMSvXYq_mSQzGTWJoFg-- გუშინ ყველასათვის მოულოდნელად მსოფლიო ჩემპიონებმა არგენტინასთან მატჩში კრახი განიცადეს. მასპინძლებმა პეპე რეინას კარში 4 გოლი გაიტანეს, ესპანეთმა კი მხოლოდ 1 , პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.. ესპანეთის გულშემატკივარს არ გაკვირვებია რეინას ხილვა. თამაშის ანგარიში კი მართლაც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ჯერ იყო და მესიმ იხელთა დრო და ადვილად მოატყუა მეკარე მე–10 წუთზე. მე–13 წუთზე კი ნაკრები იგუაინის გოლის წყალობით უკვე 2:0–ს იგებდა. ტევესი კი აღმოჩნდა ის პიროვნება, ვინც მე–3 გოლი გაიტანა სტუმართა კარში. 84–ე წუთზე თითქოს გამოფხიზლდა ესპანეთის ნაკრები. თითქოს კი არა, გამოფხიზლდა და პრესტიჟის გოლიც გაიტანა. ალონსოს მაგივრად სტადიონზე შემოსულმა მე–18 ნომერმა პედრომ, თავისი საქმე დიდებულად გააკეთა და მე–16 ნომერს ლორენტეს გაატანინა. ფაქტი იყო, ესპანეთი თამაშს აგებდა. მეტოქე ძლიერი აღმოჩნდა… 3:1… თუმცა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ყველაფერი. მეტოქემ 3 გოლი არ იკმარა. 90–ე წუთი და კიდევ ერთ გოლი “აჩუქა” სტუმართა მეკარეს – აგუერომაც თქვა თავისი სათქმელი. გაისმა მსაჯის სატვენი… 4:1 იყო ის ანგარიში, რითაც დასრულდა არგენტინა–ესპანეთის ამხანაგური მატჩი. ესპანეთი დამარცხდა. ყველაფერი ცხადი იყო… მატჩის დასრულების შემდეგ პეპე რეინამ კომენტარი გააკეთა: –”როდესაც მეკარე უშვებს შეცდომას, მთელი გუნდის ტვირთი მასზე გადადის. დელ ბოსკემ მომცა ამ თამაშზე თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა… არგენტინის ნაკრებში უამრავი წარმატებული ფეხბურთელია. მესი, იგუაინი და აგუერო არიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც წარმატებული კარიერა აქვთ ესპანეთში. ისინი მსოფლიო დონის ვარსკვლავები არიან. სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზავთ… ასეთია რეალობა! ვულოცავ არგენტინას ამ გამარჯვებას! წაგებულის როლში ყოფნა, მართლა ცუდია. ჩვენ უბრალო გუნდთან არ წაგვიგია. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ არგენტინასთან დავმარცხდით…” წყარო: sport.co.uk View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/350px-forestfire2-150x150.jpgმიმდინარე წლის ივლისიდან დღემდე საქართველოს ტყის მასივების 430 ჰექტარი დაიწვა, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზი მოსახლეობისა და ტურისტების დაუდევრობაა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/satyeo.jpg itvს ლინკი
-
პოლონეთში სამი ათასამდე ქართველი არალეგალის საქმეს განიხილავენ. პოლონეთში საქართველოს ელჩის განმარტებით, ეს საქართველოს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც პოლონეთში არალეგალურად მოხვდნენ და მთავრობისგან თავშესაფარს ითხოვენ. ისინი საემიგრაციო ბანაკებში იმყოფებიან. პოლონეთი მათ სავარაუდოდ თავშესაფარს არ მისცემს და მათი დეპორტაცია განხორციელდება. დეპორტაციის თარიღი დადგენილი არ არის, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ქართველებს სამშობლოში სექტემბრის ბოლოს გამოუშვებენ. პოლონეთიდან ქართველების დეპორტაცია ეტაპობრივად ხორციელდება და ბოლო პერიოდში, პოლონეთში თავშესაფარზე უარი დაახლოებით, 600-მდე ქართველმა მიიღო. იხილეთ epn.ge
-
http://b.pix.ge/q/acu4h.jpgროი ჰოჯსონმა დღეს “წითლების” შემტევ ძალაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პაჩეკოს აუცილებლად მიეცემა შანსი, მერსისაიდული თავდასხმა მასზე აეწყოს. … დირკ კიუიტი 1 თვე მელვუდში იწვება, დეივიდ ნგოგს კი მუხლქვეშა მყესის პრობლემები აქვს, რის გამოც ფერნანდოს აუცილებლად მეწყვილე და შემცვლელი სჭირდება. პაჩეკო ამ შემთხვევაში როის აზრით იდეალური ვარიანტია. ტორესი თავს გაართმევს ცენტრალური ტავდამსხმელის სოლოპოზიციას, თუმცა ფლანგებიდან აუცილებლად სჭირდება დახმარება, მწვრთნელის აზრით, იქ პაჩეკო იქნება. დანიზე უკვე თვალი უჭირავს როის, ეს “ტრაბზონსპორთან” გამართულ დაძაბული მატჩშისასაც დაამტკიცა, როდესაც გადამწყვეტ მომენტში შანსი ესპანელს მისცა.. “ვფიქრობ, დანიმ ყველაფერი შესანიშნავად გააკეთა, როდესაც “მან. სიტისთან 5-6 წუთი დაჰყო. ასევე მიმაჩნია, რომ ის იყო ძალიან კარგი “ტრაბზონთან” წინააღმდეგაც. ის არის ფეხბურთელი, რომლისაც ახლა ნამდვილად გვჯერა.” “ის ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი შეუძლია მოედანზე, ასეთი მომენტებით ის თანდათან გაიზრდება და დიდ პროგრესსაც განიცდის სეზონის ბოლოს.” როიმ ასევე სხვა ახალგაზრდებზე ისაუბრა, რომლისადმი იმედიც, ალბათ ყველა “მერსისაიდელთა” მოყვარულს გააჩნია. “ჩვენ ახლა “ევროპის” ლიგაზე ვართ, ეს კი კარგია ახალგაზრდებისთვის, რადგან მე მეძლევა შესაძლებლობა, შანსი მივცე მათ, ჯონჯო შელვის და ჯეი სპირინგს.” დენი პაჩეკო ის ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე “ესპანეთის” წარმატებებში უდიდესი წვლილი შეიტანა. ახლა კი ის ეცდება მისი შესაძლებლობები კლუბში აჩვენოს და როის დაუმტკიცოს, რომ ის ძირითადის ღირსია. “ვფიქრბ, შემიძლია დიდი სამუშაოს შესრულება.” – განაცხადა პაჩეკომ. “ვიცი, რომ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაო ვარჯიშებზე. იმ შანსს კი, რომელსაც მწვრთნელი მომცემს, აუცილებლად უნდა გამოვიყენო.” წყარო: Liverpool ECHO View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/Alexander-Stubb1-150x150.jpgფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე სტუბი საქართველოში იმოფება. ის დღეს ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრესიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. შეხვედრა 16:00 საათზე დაგეგმილი. ამ წუთებში კი ის წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს ხვდება. მინისტრი ასევე შეხვდება სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებშო თემურ იაკობაშვილს, ამბასადორიალზე კი სიტყვით გამოვა. 15:00 საათზე კი სტუბი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს შეხვდება. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/ganatleba2-150x150.jpgსოციალური პროგრამის ფარგლებში რვაასამდე სტუდენტი დაფინანსდება. დაფინანსების მისაღებად სტუდენტებმა განცხადება აუცილებელ დოკუმეტებთან ერთად განათლების სამინისტროში უნდა წარადგინონ 11 ოქტომბრის ჩათვლით. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/ganatle1.jpg itvს ლინკი