planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ფილმის მთავარი გმირი გაიღვიძებს სახლში, რომელიც იმყოფება ქარიშხალის ეპიცენტრში. მას აქვს სხვა პრობლემაც, მან უნდა იპოვოს თავისი პატარა ძმა, რომელსაც აქვს რთული დაავადება. მაგრამ ჯერ მან უნდა შეძლოს და ბევრი დაბრკოლება გადალახოს.. View the full article
-
ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8510 ლარის ნიშნულზე დაეცა.. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
-
ფილმი მოგვითხრობს პატარა ფილიპინური სოფლის ცხოვრებაზე . რომლის მაცხოვრებლები სოფლის მეურნეობით და მეთევზეობით არიან დაკავებულნი , ცხოვრობენ თივის ქოებში და შიშვლები ბანაობენ ზღვაზე, მაგრამ სოფლის წყნარ ცხოვრებას ქალაქიდან ჩამოსული ახალგაზრდა წყვილი დაარღვევს. ქალაქიდან ჩამოსული ფილმის მთავარი გმირის და ხელ ახლა დაუბრუნდება თავის ძველ შეყვარებულს ადგილობრივ ლამაზმან კაც სიმონს. რის შემდეგაც დაიწყება ქალებს შორის კონფლიქტი. ფილმსი უხვად არის ეროტიკული და ძალადობის სცენები , რამაც არაერთი სკანდალი გამოიჭვია კინო ესტივალებხე. ფილმსი მთავარ როლს ასრულებს მის ფილიპინები და შემდგომში მის სამყარო მარია ეზაბედ ლოპესი 18 წლამდე ასაკისთვის და სუსტი ნერვების პატრონებისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif კლიფორდ ლევი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ შეწყვეტილიყო სპეკულაციები თემაზე: განიხილავს თუ არა ის სერიოზულად 2012 წლის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას. ორშაბათს საღამოს მან საკუთარ გეგმებზე კიდევ ერთხელ მიანიშნა და ამისთვის სხვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანკლინ რუზველტის კარიერა დაიმოწმა. კითხვაზე, ხომ არ მიადგება ზიანი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას, თუკი მას ამ თანამდებობის დაკავების პრეტენზია ხელახლა გაუჩნდება, ბატონმა პუტინმა აღნიშნა, რომ რუზველტი შეერთებული შტატების პრეზიდენტად ოთხჯერ იყრიდა კენჭს, რადგან იმ დროს ეს კონსტიტუციით დაშვებული იყო. როგორც ჩანს პუტინმა გასაგებად თქვა ის, რომ თუკი იგი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, ესეც კორექტული ნაბიჯი იქნება და ის რუსეთის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოვა. პუტინი პრეზიდენტის პოსტზე ორჯერ იყრიდა კენჭს, თუმცა კონსტიტუციით მას არ აქვს უფლება ეს თანამდებობა ზედიზედ სამი ვადით დაიკავოს. მან მემკვიდრის რანგში საკუთარი პროტეჟე დიმიტრი მედვედევი წარადგინა და ბატონმა მედვედევმა, რომელმაც უპრობლემოდ გაიმარჯვა 2008 წლის არჩევნებში პუტინი პრემიერ–მინისტრად დანიშნა. რუსეთში ბევრს მიაჩნია, რომ პუტინი ქვეყნის ძირითად მმართველად რჩება. კონსტიტუცია პუტინს არ უკრძალავს 2012 წელს არჩევნებში მონაწილეობას. არც მას და არც მედვედევს ჯერ–ჯერობით საკუთარი გეგმების შესახებ არაფერი უთქვამთ. თუმცა განაცხადეს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ერთად მიიღებენ. ბოლო წლებში პუტინი და მისი თანაშემწეები დრო და დრო რუზველტის მაგალითს იმოწმებდნენ, რითაც პუტინის საპრეზიდენტო ვადებთან დაკავშირებულ კითხვას პასუხობდნენ. ორშაბათს, რუზველტის დამოწმება სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ ამ ფორმით ის დაბრუნებისთვის საფუძველს ამზადებს, მაგრამ ეს შესაძლო ტექნიკური სვლაც იყოს, რომელიც იმისკენაა მიმართული, რომ მის პოლიტიკურ მომავალზე დისკუსია გაგრძელდეს და მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის შეეპაროს. „შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუზველტი ამ პოსტზე ზედიზედ ოთხჯერ აირჩიეს, რადგან ეს არ ეწინააღმდეგებოდა აშშ–ს კონსტიტუციას“, – განაცხადა პუტინმა შავი ზღვის სანაპირო ქალაქ სოჭში კლუბ „ვალდაის“ (რუსი და უცხოელი ანალიტიკოსების ჯგუფი) წარმომადგენლებთან სადილის დროს. „არც მე და არც პრეზიდენტი მედვედევი ისეთ რამეს არ გავაკეთებთ, რაც რუსეთში მოქმედ კანონებს ან ქვეყნის კონსტიტუციას დაარღვევს“. იმავდროულად, ბატონმა პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა (როგორც ამას ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აკეთებდა), რომ საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ორიგინალი ორიგინალი
-
PhotoFiltre By KASPER ამ პატარა პროგრამით თქვენ შეძლებთ ფოტო სურათების ხარისხის გაზრდას View the full article
-
ჟურნალი Triple X 057 18 წლამდე საკისთვის არ არის რეკომენდირებული View the full article
-
ლონდონის "არსენალის" მთელი ყრადღება ახლა "ფიორენტინას" ხანევარმცველის რიკარდო მონტოლივოსკენაა მიპყრობილი. იხილეთ fanebi.com
-
საქართველოს, სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევრაზიის საკითხებში, თინა ქეიდენაუ ეწვევა. ამერიკული მხარის ინფორმაციით,… ლინკი მედიანიუსზე
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/nytimes-150x23.gif თომას ფრიდმანი ბოლო წლებში ჩემი ევროპელი მეგობრებისთვის ხშირად მითქვამს: არ მოგწონთ, რომ ამერიკა ზედმეტად ძლიერია? ნახავთ რა მოხდება თუკი ის ძალიან დასუსტდება: თქვენი რეგიონის გეოპოლიტიკურ თეატრში სწორედ ასეთი სპექტაკლი მიმდინარეობს. დიახ, ამერიკამ ეს გზა განვლო: მეორე მსოფლიო ომის მთავარი გამარჯვებული; ორიდან ერთ-ერთი იმ ზესახელმწიფოდან რომელიც ცივ ომში მონაწილეობდა; შეუცვლელი სახელმწიფო, რომელმაც ეს ომი მოიგო და დღევანდელი დღის „ეკონომიური ზესახელმწიფო“. შეეგუეთ. დღეს ეს ჩვენი მეტსახელია. ამერიკელ პაციფისტებს შეუძლიათ „არჩევანის ომებზე“ აღარ ინერვიულონ. მორჩა, მეტს აღარ ვიზამთ. გრენადაზე თავდასხმის ფუფუნებას თავს ვეღარ მივცემთ 2008 წლის დიდი რეცესიის დასაწყისშივე ცხადი იყო, რომ ამერიკაში ლიდერობის არსი (პოლიტიკურის თუ კორპორატიულის) იცვლებოდა. თუკი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში ლიდერობა (ზოგადად) ხალხისთვის გაღებას ნიშნავდა, დღეს და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამერიკაში ლიდერობა (ზოგადად) ხალხისთვის წართმევას ნიშნავს. რა თქმა უნდა შეუძლებელია, ამერიკის ლიდერები რომლებიც იძულებულები არიან საკუთარ ამომრჩევლებს წაართვან, საგარეო პოლიტიკასა და ომებზე ფული არ დაზოგონ. საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკა დაგვიანებული ინდიკატორია. ბევრ სხვა ხარჯზე ეკონომია უფრო ადრე იწყება, მაგრამ ეკონომია გველის – თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი უკვე გვაფრთხილებს, ხოლო ეკონომიური ზესახელმწიფო ამერიკა, რა თქმა უნდა მთელს მსოფლიოში ტალღის ეფექტს გამოიწვევს. „ეკონომიური ზესახელმწიფო: ამერიკის გლობალური ლიდერობა ფულის დეფიციტის ეპოქაში“ – ეს არის ახალი წიგნის სათაური, რომლის ავტორიც ჩემი მასწავლებელი და მეგობარი მაიკლ მანდელბაუმია. ის ჯონ ჰოპკინსის ინსტიტუტში საგარეო პოლიტიკის საკითხების სპეციალისტია. მანდელბაუმი აღნიშნავს: „2008 წელს, სახელმწიფოს დახმარების (პენსიები და ჯანდაცვა (მათ შორის Medicaid) ყველა ფორმა მთლიანი ამერიკული წარმოების 4%-ს შეადგენდა“. არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში (ხოლო დემოგრაფიული ბუმის თაობა მალე მიიღებს სახსრებს პროგრამებიდან Social Security და Medicare) 2050 წელს „მათი წილი ამერიკული წარმოების 18%-ს შეადგენს“. ეს, ყველა იმ ხარჯთან ერთად, რომელიც რეცესიიდან თავის დაღწევისთვის უნდა გავიღოთ, „ფუნდამენტურად შეცვლის აშშ-ს საზოგადოებრივ ცხოვრებას და შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას“. მანდელბაუმის აზრით, ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკურ ფრონტზე ყველაზე ხშირად ისმოდა სიტყვა „მეტი“. „21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის საგარეო პოლიტიკაში და მომავალშიც მას შეცვლის სიტყვა „ნაკლები“ – წერს მანდელბაუმი. როდესაც მსოფლიოში ერთადერთი ზესახელმწიფო სუსტდება, დამძიმებული როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვალებით, ამას ყველა იგრძნობს. როგორ? რთული სათქმელია, თუმცა მე ერთი რამ ვიცი, რომ ბოლო საუკუნის განმავლობაში აშშ-ს საგარეო პოლიტიკის უნიკალური და ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო ის, თუ რა დოზით უზრუნველყოფდა ამერიკული დიპლომატია, ამერიკული ფლოტი, ავიაცია და არმია გლობალურ კეთილდღეობას (გახსნილი ზღვებით დაწყებული გახსნილი ვაჭრობით და ტერორიზმთან ბრძოლით დასრულებული), რაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრ სხვასაც სჭირდებოდა. აშშ-ს ძალა ბოლო სამოცდაათი წლის განმავლობაში მსოფლიოს სტაბილურობის მთავარი ფაქტორი და მსოფლიოს მართვის მთავარი გარანტი იყო. ეს როლი არ გაქრება, თუმცა ცხადია შემცირდება. დიდი სახელმწიფოები ადრეც გადიოდნენ პენსიაში: მაგალითად დიდი ბრიტანეთი, მაგრამ როგორც მანდელბაუმი აღნიშნავს – „როდესაც დიდმა ბრიტანეთმა შეწყვიტა მსოფლიო მმართველობასთან გამკლავება, აშშ-მ მისი ადგილი დაიკავა. დღეს აშშ-ს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეცვლის, ასე რომ საყოველთაო მშვიდობისა და კეთილდღეობის საქმეში ამერიკის წასვლით დანაკარგი პოტენციურად მეტი იქნება, ვიდრე ეს დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში იყო“. ევროპელები მდიდრები არიან, მაგრამ სუსტები. ჩინეთი როგორც სახელმწიფო მდიდარია, მაგრამ თუკი ამ სიმდიდრეს ერთ სულ მოსახლეზე გავყოფთ გაღლეტილია, რაც იმას ნიშნავს რომ მას შიდა და რეგიონალურ განვითარებაზე მოუწევს კონცენტრაცია. ნავთობისგან გაბრუებულმა რუსეთმა შეიძლება კუნთები ათამაშოს, მაგრამ რეალური ძალის ჩვენება არ შეუძლია. „შესაბამისად მსოფლიო უფრო არეული და სახიფათო გახდება“ – წინასწარმეტყველებს მანდელბაუმი. როგორ შეიძლება ამ ტენდენციის შესუსტება? მანდელბაუმს სამი მოსაზება მოჰყავს. პირველ რიგში, ჩვენ მდგრადი ეკონომიკური განვითარების და რეინდუსტრიალიზაციის გზას უნდა დავუბრუნდეთ, გავიღოთ ყველანაირი მსხვერპლი, დავხარჯოთ მთელი ძალისხმევა და წავიდეთ ყველა პოლიტიკურ კომპრომისზე, რაც ამისთვის საჭირო გახდება. მეორეც, უნდა გავერკვეთ პრიორიტეტებში. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ჩვენ მთელი ასი წლის განმავლობაში გვქონდა ისიც რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და ისიც, რაც უბრალოდ გვსურდა. მაგალითად ჩემი აზრით, ჩვენს განკარგულებაში რომ ადამიანების და ფულის უსაზღვრო რესურსი ყოფილიყო, ჩვენ ავღანეთში გავიმარჯვებდით, მაგრამ არის კი ეს ის, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია? რა თქმა უნდა, ეს სასურველია, მაგრამ არის კი უკიდურესად აუცილებელი? და ბოლოს, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ბიუჯეტი და შევასუსტოდ ჩვენი მტრების ბიუჯეტი, ამის გაკეთების საუკეთესო გზა კი საწვავზე გადასახადის გაზრდაა. ამერიკამ ერთი მძიმე გაკვეთილი უნდა აითვისოს: მოკლევადიან პერიოდში კეთილდღეობის სესხება შესაძლებელია, მაგრამ გრძელვადიანი გეოპოლიტიკური ძლიერების მოპოვება შეუძლებელი. ამისთვის საჭიროა რეალურად მუშა და მზარდი ეკონომიკური ძრავა, ხოლო მოკლევადიანი პერიოდი, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის დიდი ხნის წინ დასრულდა. იყო დრო, როდესაც აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე სერიოზულ ფიქრს ეკონომიკურ პოლიტიკაზე სერიოზული ფიქრი არ სჭირდებოდა. ეს დროც დასრულდა. ასე რომ ამერიკას რეზერვში არანაირი „ქორები“ აღარ ეყოლება, ყოველ შემთხვევაში მათ სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. ორიგინალი ორიგინალი
-
დღეს , საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონი გაიმართა. აუქციონი ეროვნულმა ბანკში გაიმართა და 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები იქნა გატანილი. ხუთი კომერციული ბანკის მოთხოვნა, რომელმაც ფასიანი ქაღალდენის აუქციონში მიიღო მონაწილეობა, 30 მილიონ 700 ათასი ლარი იყო. აუქციონის შედეგით, ასეთი საპროცენტო განაკვეთები დაფიქსირდა: მინიმალური 14.50%, მაქსიმალური 15.90%, საშუალო შეწონილი 15.626%. მომდევნო აუქციონი საქართველოს ეროვნულ ბანკში 15 სექტემბერს გაიმართება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე ხუთი მილიონი ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვება იგეგმება. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/flag-pins-usa-georgia-150x150.jpgთბილისში ამერიკა-საქართველოს რიგით მეორე ბიზნეს სამიტი დაიწყო. 2 დღიანი ფორუმის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო აქტივობის საკითხები განიხილება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/amerika.jpg itvს ლინკი
-
ხანძრების შედეგად, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 430 ჰექტარამდე ტყის მასივი განადგურდა. ბორჯომ-ბაკურიანში ხანძრების შედეგადად განადგურდა 20 ჰექტარი ტყის მასივი,ა წყურში -300, დაბა სურამში -10, რაჭაში -20, მცხეთაში-20, ყვარელში -50 ჰექტარი. დღეს ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ სატყეო სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა ხაჩიძემ ისაუბრა. ბრიფინგზე აღინიშნა, რომ მოქალაქის დაუდევრობის შემთხვევაში, რაც ტყის მასივში ხანძრის გაჩენას გამოიწვევს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha139-150x150.jpgსაქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის სერ გარი ჯონსონს ღირსების ორდენი გადაეცა. ჯონსონი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაჯილდოვდა. იგი 1999 წლიდან საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობდა და მისი ხელმძღვანელობით სამართალდამცველ და ძალოვან სტრუქტურებში სერიოზული რეფორების გატარება მოხერხდა. დღეს ღირსების ორდენი სერ გარი ჯონსონს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადასცა. იხილეთ epn.ge
-
http://s003.radikal.ru/i201/1009/e4/f276d095f776.jpg “ლივერპულის” ნახევარმცველი ალბერტო აკვილანი, რომელიც ახლა არენდის წესით “ტურინის” იუვენტუსში იმყოფება, აღიარებს რომ უნდა “ბებერ ქალბატონებთან” დიდხანს დარჩენა.აკვილანი, რომელიც გასულ ზაფხულს 20 მილიონად იქნა გადმოყვანილი იტალიური “რომადან” იმედოვნებს რომ სერია A-ში წარმატებებს მიაღწევს. გასულ სეზონში მას ხშირად ტანჯავდა ტრავმები. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ის სერია A-ს “კაცია” და არა პრემიერ ლიგის. ალბერტო: “ერთხელ მე შევხვდი როის და მან მითხრა, რომ მე მის გეგმებში არ შევდიოდი. ჩვენ გვქონდა დისკუსია განვლილი სეზონზე. ამის შემდეგ ზუსტად 3 დღეში უკვე ტურინში სამედიცინო შემოწმებას გავდიოდი. მოუთმენლად ველოდი ახალი სეზონის დაწყებას, მინდოდა თანაგუნდელებთან ერთად წარმატების მიღწევაში მეც დიდი წვლილი შემეტანა, მაგრამ…იმედი მაქვს ტურინში უფრო წარმატებული გავხდები ვიდრე ლივერპულში ვიყავი. ინფორმაციის წყარო: TheSun.Co.Uk View the full article