Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ტოტენჰემისა და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჟერმეინ დეფო რვა კვირით ვერ დაეხმარება თავის გუნდს.მან ტრავმა შვეიცარიასთან გამართულ მატჩში მიიღო.ბაზელში ინგლისის ნაკრებმა 3-1 იმარჯვა მეტოქეზე. იხილეთ fanebi.com
  2. იტალიური "ჯენოას" ახალწვეულს,ქართველ კახაბერ კალაძეს,ღრმად სწამს იმის,რომ შეუძლია გუნდს დაეხმაროს ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი ადგილის მოპოვებაში. იხილეთ fanebi.com
  3. უკრაინელი ფორვარდი ანდრეი შევჩენკო უარს ამბობს თავისი ყოფილი მწვრთნელის,ჟოზე მაურინიოს გაკრიტიკებაზე. როდესაც წარსულში "მილანის" უდავო ლიდერს ჰკითხეს, თუ რა განსახვავებაა მაურინიოსა და კარლო ანჩელოტის შორის, მან უპასუხა, რომ ამ ორი მწვრთნელის განსხვავება ცოტა არ იყოს, რთულია. იხილეთ fanebi.com
  4. იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი აცხადებს რომ არ აპირებს დაასრულოს თავისი სამწვრთნელო კარიერა იხილეთ fanebi.com
  5. http://epn.ge/wp-content/uploads/bavshvebii1-150x150.jpgდღეს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიან გახსნის. ბავშვთა უფლებების დაცვის სპეციალისტი კერი ნილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს წარმოადგენს. არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის თემაზე მთავარი პროკურორის პირველმი მოადგილე დავით საყვარელიძე ისაუბრებს. იხილეთ epn.ge
  6. როცა რეზონანსული სახელმწიფო ტელევიზიები რიგ შემთხვევებში დუმილს ამჯობინებდნენ, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა არხმა, რა თქმა უნდა, თბილისის მასშტაბებში, აჩვენა სარეკლამო რგოლი “ვის ვუხდით ფულს” - კოლაჟი ქართველ პარლამენტარებს ეძღვნებოდა. მათი რაოდენობა ასეულს ცდებოდა, ჩამოთვლილი იყო სახელმწიფო მოხელეთა გვარ-სახელები და ისმოდა რიტორიკული კითხვა – “იცოდით მათი არსებობის შესახებ?” გაზიარება [ანნა მანია. 02:41 09-09-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TIgRkgInh8I/AAAAAAAAEBg/4cvV6b3BQzw/s200/26416_1392710864875_1445260650_31021943_2659911_n.gifამ პარლამენტართა შორის, ერთ-ერთზე, გოჩა კუპრავაზე შევაჩარე ყურადღება. კლასიკური მაგალითია, როგორ მოხვდნენ ცალ-ცალი კალოშით და რა მწვერვალები დაიპყრეს ჩვენს ხელისუფლებაში. თუ ვინმეს მწვერვალის წაკითხვისას, პარლამენტარი გია თორთალაძე გაახსენდა, უნდა გავაწბილო, ამჯერად ის არაფერ შუაშია… ახლა რაც შეეხება, გოჩა კუპრავას, არც ისე მინავლული კადრია. მის პოლიტანგარიშზეა უკრაინაში გამოჩენილი ”გმირობა”. ერთ-ერთი დამრტყმელი ძალა იყო თბილისიდან საგანგებოდ წარგზავნილ ”ტალი-ტალიკ” ბიჭებს შორის. თურმე, ”საგმირო საქმეები” ჯერ კიდევ სოფლელ ბიჭს ქუთაისელი სატრფოს გულის მოსაგებად ჩაუდენია. როცა ხალხში გაერია, მიდგა-მოდგა, შნო და მარიფათი გამოიჩინა, ინდომეს ქუთაისელებმა სიძედ. ახლა მეუღლე ჰყოლია აგერ აქამდე უკმაყოფილო, შენთან აბაშაში ვერ გავჩერდები კომფორტი არ არისო. ჰოდა, იმ ადგილიდან 100 მეტრში, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმია 40 ათას დოლარიან კომფორტულ აგარაკს უშენებს მეუღლეს. ესეც ქართული ტაჯმაჰალი, განა მხოლოდ ინდოელ კაცს შეუძლია მეუღლეს სრა-სასახლეები აუშენოს? არც ქართველები ჩამოვრჩებით. მართალია, აბაშის ”დაჩა” ტაჯმაჰალს ბევრად ჩამორჩება, თუმცა იქაურ პირობებში მართლაც ”ტაჯმაჰალობს”. ისიც მართალია, გოჩა კუპრავას ქართველ პარლამენტართა რიგებში ერთ-ერთი ადგილი მაინც უკავია ბოლოს და ბოლოს ”დამრტყმელთა” რიგებში. როცა ძველი აბაშის საოცრებით ისიამოვნებ - იქ მდინარე აბაშაში გაგრილდები, სადაც ლამის სრულიად დასავლეთ საქართველოდან იყრიან თავს. საღამოს, კონსტანტინეს სახლ-მუზეუმს ვერ აუვლი გულგრილად. თუმცა, ვითარების პარადოქსულობა, სახლ-მუზეუმშივე იჩენს თავს. არა მხოლოდ აბაშელების მსოფლიო საკუთრების პრეტენზიის მწერლის სახლ-მუზეუმში ბოლო დროს თხები ნებივრობენ. ერთ-ერთი ყოჩი თხა ისეთია, ზოგიერთივით ჯიქურ მიდის იერიშზე. საოცრებებზე ვსაუბრობ და ისიც აღსანიშნავია, ეზოში მუდმივად საქმიანობს მცელავი კაცი, თუმცა მაინც მუდმივად მოსაცელია. სახლ-მუზეუმის უკან მდინარე ზანა ჩამოდის, რაზეც კონსტანტინე შენიშნავდა: მე დავიბადე მსოფლიოში ყველაზე მოკლე მდინარის პირას, რომელსაც ჰქვია ზანაო. მუზეუმის ეზო-მიდამო საამოა დასასვენებლად, ერთი მაგრამ აქაც არის... კონსტანტინეს სახლის დასათვალიერებლად გასაღები იქვე ახლოს მცხოვრებ გამსახურდიების ერთ-ერთ ოჯახს უნდა თხოვო, ისიც თუ დაგიხვდა სახლში. ფამილარული ურთიერთობები სოფლურ იდილიას უხდება, თუმცა რა ხასიათზე დადგება მეზობელი რაიონიდან მუზეუმის სანახავად ჩამოსული, ეს სულ სხვა საკითხია. ახლა უკვე აბაშელებს შეუძლიათ კონსტანტინეს სახლ-მუზეუმთან ერთად კუპრავას ”ტაჯმაჰალითაც” იამაყონ. რაც შეეხება ახალი დროის გმირს, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა სულ ურჩევნია მსოფლიო მნიშვნელობის მწერალ-მგოსნებს, თუ არადა, ფაქტი სახეზეა. ახლა, მედლის მეორე მხარე, - მაინც, ყოჩაღ პარლამენტარ გოჩას, სხვების ფონზე მაინც ყოჩაღ ”დამრტყმელების” მეთაური გივი თარგამაძესავით არ გადაკარგულა უკრაინაში საკუთარი ბიზნესის საკეთებლად, მშობლიურ აბაშაში უმზადებს ოჯახს აგარაკს, სულ რაღაც 40 ათას დოლარად, ან იქნებ, 39 ათას დოლარად და 999 ცენტად? (ჩვენი მთავრობა მაინც ”ამერიკანიზებულია” და ეს ერთ ლარიანი სხვაობაც სხვაგვარად ეამებათ (”ულტიმეტჩოფერის” რეკლამიდან გადაიღებდნენ)ამავე სოფლის წიაღიდან არის ნამინისტრალი გია ნოდია. კოსმოპოლიტური მსოფლმხედველობის, რომელსაც თიკუნად ”მარქსი” შეარქვეს, ისტორიული პარადოქსებით, ოთარ ნოდიას ვაჟი. იმ ნოდიას, რომელიც ეროვნულ საქმეს აკეთებდა და წლების მანძილზე მთარგმენლობითი კომისიას ხელმძღვანელობდა. ჰოდა, სანამ გოჩა კუპრავა ”ტაჯმაჰალს” დაფოფინებედა, აბაშა ფერ-ხორციანი მატლებით აივსო. გულაზიზობის დრო და ფუფუნება არ იყო, ყველგან უნდა მოგეკლა, თორემ მოსავალს ანადგურებდნენ. უშფოთველ სოფლურ იდილიას არც აქ დაემუქრა საფრთხე, ”არსაიდამ ხმა არსით ძახილი”, იყვნენ აბაშელები უპროტესტოდ, საყვედური ჭიშკარს იქეთ არ გასულა. თუმცა მთავრობამ ერთხელ მაინც მოაწყო საჩვენებლი აქცია და ”ვერტალიოტით” გადმოასხეს რაღაც სითხე მავნებლების დასახოცად, უშედეგოდ, მატლები ისევე არითმეტიკული პროგრესიით მრავლდებოდნენ, ფუთფუთებდნენ და ”ამერიკელობის” მიუხედავად სამეგრელოს არ შორდებოდნენ. ერთ-ერთმა გულადმა აბაშელმა ისევ თავისიანებში დაიჩივლა, წყალი გადმოასხეს ამათ, ნამდვილად, ”ვერტალიოტიდანო” და არც არავინ შეწინააღმდეგებია. კიდევ ერთი ”საოცრება”, მიუხედავად იმისა, პროპაგანდა მიდის, სამეგრელოში ბელადომანია მძვინვარებსო, მიშას მაქებელი აბაშაში ფაქტობრივად კანტი-კუნტად შემორჩა. რატომ ვართ ბედის ანაბარად მიტოვებულიო, - ამას ამბობდნენ მკვირცხლი მეგრელები და მეორე მხრივ, კითხვა შეგებრუნებინა რუსებთან ყოფნა ხომ არ გირჩევნიათ ქართველობასო, როგორც თავად იტყვიან ”ვაშინერს”- ესე იგი, ღმერთმა არ ჰქნასო - შეგესიტყვებოდნენ და ვინ იცის, ზოგიერთს ზღვისფერ თვალებში სიბრაზის ნაპერწკლებიც გაუკრთებოდა. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  7. 3 სექტემბერს ანაკლიაში პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მაყურებელმა პირდაპირი სატელევიზიო ეთერით იხილა, მაგრამ არავის უნახავს და სმენია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა მისი დასრულების შემდეგ სამეგრელოში, სად და რა ვითარებაში აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილი თავის ურიცხვ თანმხლებ პირებთან ერთად. გაზიარება [ნანა ფაჟავა. 02:25 09-09-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TIgOugZY5zI/AAAAAAAAEBY/fD6BNu5WDzI/s200/25464_111633058864700_100000540199379_169334_3528654_n.jpgპრეზიდენტისა და მთავრობის წევრების გადაადგილებით „პრესა. გე“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ანაკლიის შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულად გამოცხადდა. შუადღისთვის ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო შეხვედრა ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან გადმოინაცვლებდა და რუხის ციხის ნანგრევებზე გრანდიოზული ვახშამით დასრულდებოდა. ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გადავწყვიტე, რუხის ტერიტორიის „დაზვერვა“ და გეზი ენგურის ცენტრალური ხიდისკენ ავიღე. სოფლის შესასვლელში სამთავრობო დაცვისა და შსს ავტომანქანებმა ჩვეული სისწრაფით ჩამიარეს. უკვე ცხადი იყო, რომ ისინი პრეზიდენტის გამოჩენამდე სამსახურეობრივ დავალებას ასრულებდნენ. რუხის ციხესთან მისულს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ექვსი თანამშრომელი დამხვდა. ავტომანქანიდან კამერის გარეშე გადმოვედი და რუხის ციხის ნანგრევებში შევედი. ამ ისტორიულ ადგილზე უჩვეულო სანახაობა დამხვდა. ერთ ადგილზე სცენა და მუსიკალური ინსტრუმენტები მონტაჟდებოდა, გალავნის ცენტრში კი მაგიდები მწკრივად იყო გაშლილი და თეთრი სუფრა ეფარა. ერთ კუთხეში კი ხის კონსტრუქციას აგებდნენ, რომელსაც ოქროსფერი ასოებით ეწერა: რესტორანი „დიარონი“. ერთ-ერთმა პოლიციელმა წინ გადამისწრო და ჩემთვის უცხო პირს მიუახლოვდა, რომელიც, როგორც შემდეგ გავარკვიე, სამთავრობო დაცვის წევრი აღმოჩნდა. სამთავრობო დაცვის თანამშრომელი, რომელთანაც პოლიციელმა მოხერხებულად „ჩამიშვა“, გაწვდილი ხელებით ჩემსკენ გამოემართა და ვიდრე მისვლის მიზეზს გაიგებდა, „მხურვალე“ სალამი გადმომცა. მერე კი, მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, წინასწარ განვაცხადე, რომ ვიდეოგადაღებას ვგეგმავდი და ჩემთვის მუშაობაში ხელი არ შეეშალათ, არც კამერის დაზიანება ეცადათ, როგორც ეს წლის დამდეგს ჩაიდინეს. დაცვის წევრმა, რომელმაც „ქსივის“ წარდგენით ვინაობა გულწრფელად დამისახელა, მიპასუხა: „ერთმანეთის საქმიანობას პატივი ვცეთ და ისე დავშორდეთ, აქ გადაღების უფლებას ვერ მოგცემთო“. ამის თქმა იყო და, დაცვის ხუთი შეიარაღებული თანამშრომელი ნანგრევებიდან ერთბაშად გამოვიდა და ალყაში მომაქცია. მათგანაც განმარტება ვითხოვე, თუ რატომ მეკრძალებოდა გადაღება იმ ადგილას, სადაც პრეზიდენტი არ იყო, ან რა საიდუმლო უნდა გამეცა ამ ქმედებით. ისინი არც სააკაშვილის მოსალოდნელ ვიზიტს მიდასტურებდნენ და ტერიტორიის დატოვებასაც დაჟინებით მოითხოვდნენ. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. რუხის ციხე ბედნიერების განცდით დავტოვე, რადგან ამჯერად სამთავრობო დაცვას თავი სრულიად უვნებელმა დავაღწიე. რუხში ხელმეორედ მას შემდეგ ჩავედი, რაც საქართველოს პრეზიდენტმა შავი ზღვის სანაპიროდან ნაც–ელიტა, ერი და მსოფლიო პირდაპირ ეთერში ჩვეულებისამებრ დამოძღვრა. საღამოს 8 საათისთვის რუხის ციხის მისადგომებთან 100-მდე ადამიანი დამხვდა, მათ შორის ბავშვები სჭარბობდნენ, ქალები კი ხმამაღლა ჩოჩქოლებდნენ. როდესაც მიზეზი ვიკითხე, თქვეს, ადამიანები ვართ, თხებივით წინ და უკან რატომ გვერეკებიან ეს პოლიციელები, საყვარელი პრეზიდენტის ნახვა ჩვენც გვინდაო. ათიოდე წლის მოზარდი, რომელიც ეპილეფსიით იყო დაავადებული, პრეზიდენტთან საქმის „ჩაწყობას“ მთხოვდა – დაცვა არ მიშვებს და მიშას უთხარი მიმკურნალოსო... შეკრებილთა შორის აფხაზეთიდან დევნილებიც იყვნენ, რომლებიც ციხის გალავანში შეღწევას თავდაუზოგავად ცდილობდნენ. სოხუმიდან დევნილები უკმაყოფილებას ხელისუფლების მისამართით გამოთქვამდნენ, მაგრამ რაც არ უნდა უცნაური იყოს, სააკაშვილს საყვარელ პრეზიდენტად და მსოფლიოს მმართველად მოიხსენიებდნენ. ისინი პრეზიდენტის მისამართით გამზადებულ წერილებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას მოითხოვდნენ. საღამოს 9 საათისათვის რუხის ციხესთან პრეზიდენტის ესკორტი გამოჩნდა. მას თითქმის 150-მდე ავტომანქანა მიჰყვა, რომლებიც სავალი ნაწილიდან ციხის ძირში უხვევდნენ. ამ ვითარების გადაღებას ვიდეოკამერით მოხერხებულად ვცდილობდი, თუმცა ამ შემთხვევაშიც ადგილობრივმა ძალოვანებმა „იმარჯვეს“ და სამთავრობო დაცვას „დროულად“ აუწყეს. ხუთიოდე მეტრში პოლიციის პიკაპი გაჩერდა და სავარაუდოდ შსს კბილებამდე შეიარაღებულმა თანამშრომელმა საჩვენებელი თითით მასთან „მიმიპატიჟა“ და გადაღებულის გადაშლა კატეგორიულად მომთხოვა. გასაგებია, რომ პრეზიდენტის ესკორტის გადაღება „კონსტიტუციით იკრძალება“, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წევრებისა თუ მაგალითად, ზუგდიდის გამგებლის, ქობალიასა და საკრებულოს თავმჯდომარე კონჯარიას მანქანების გადაადგილება საიდუმლოს რატომ წარმოადგენს, ნამდვილად გაუგებარია. მიუხედავად ამისა, შსს ბრძანებას დავმორჩილდი და ფირის გადაშლა საკუთარი ხელებით დავიწყე, თუმცა მოგვიანებით, დათვალიერებისას აღმოვაჩინე, რომ უხარისხო, მაგრამ კადრების გარკვეული ნაწილი შემომრჩა. თუ რა ხდებოდა 3 სექტემბრის ღამეს რუხის ციხესთან, შეგიძლიათ ვიდეომასალაში ნახოთ. რის ნახვასაც ვერ შეძლებთ ის არის, რომ სააკაშვილმა და მისმა ამალამ ციხესიმაგრე საათნახევარში დატოვა. ისტორიული ნაგებობის შუაგულიდან ნიაზ დიასამიძის ხმა ისმოდა, სხვა მომღერლების გარჩევა კი დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერც გარშემომყოფებმა მოახერხეს. სამაგიეროდ, კარგად ვარჩევდი იმას, რაც ციხის მისადგომებთან მესმოდა. იქ შეკრებილები ამბობდნენ, რომ ამ ვახშამს პრეზიდენტისა და მთავრობის საპატივცემლოდ პეტერბურგში მოღვაწე ზუგდიდელი ბიზნესმენი პაპუნა ღურწკაია მართავდა, რომელიც იქ დედის იუბილის აღნიშვნას გეგმავდა და მხოლოდ სააკაშვილის ვიზიტის გამო ერთი დღით გადადო. ამბობდნენ, რომ სტუმრებს შორის ქართველებთან ერთად რუსი ბიზნესმენებიც იყვნენ. ყვებოდნენ იმასაც, რომ თითქოს ღურწკაიამ ლამის მთელი რუხი შეიძინა, ენგურის ცენტრალურ ხიდთან, იმ ადგილას სადაც ახლა ქართული ბლოკ–საგუშაგოა, სავაჭრო ცენტრის აშენებას და ამ გზით აფხაზებთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენას გეგმავსო, ნაწილი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ ღურწკაია ისეთი სულელი არ არის, მიშას ფული შეაწერინოს, ისიც ეყოფა, რაც სიმამრის ციხიდან დასახსნელად გაიღოო. ღურწკაია, იმ ცნობილი ენერგეტიკოსის, იური გუგუჩიას სიძეა, რომელიც ახალაიას მარწუხებში სააკაშვილის მმართველობის პირველ დღეებში მოექცა. ამბობდნენ, რომ ეს ღრეობა პაპუნა ღურწკაიას კი არა ადგილობრივ ბიუჯეტს ასეულობით ლარი დაუჯდა, რომელიც ქობალიამ «სიამოვნებით» დახარჯა. შესაძლოა ბევრს ეს მონაყოლი ჭორად მოჩვენებოდა, რომ არა ის, რაც 4 სექტემბრის ღამეს იმავე ადგილზე მოხდა. ამჯერად, პაპუნა ღურწკაიამ დედის, ლუარა გერგაიას 70 წლის იუბილე რუხის ციხის ნანგრევებზე მართლაც აღნიშნა. სტუმრებში ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩანდნენ, მხოლოდ იუბილარის კოლეგა ექიმები, ვაჟის მეგობარი, უცხეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები და სპეციალური მოწვევით ჩამოსული მომღერლები – მერაბ სეფაშვილი, რომელიც ბიზნესმენებთან ერთად ინგლისიდან დაბრუნებულა, სოფო ბედია, ანსამბლი „რუსთავი“, „ზუგდიდი“ და „ოზურგეთი“... ერთი სიტყვით, თეატრალიზებული იუბილე, რომელსაც ისტორიულ სამოსში გამოწყობილ მეციხოვნეებთან ერთად შეიარაღებული დაცვაც იცავდა, ხანგრძლივი ფეიერვერკებით ღამის 2 საათზე დასრულებულა. ცუდი ამ ყველაფერში მართლაც არაფერია. თუ აქვს პრეზიდენტს კულტურულ ძეგლზე ათასკაციანი ქეიფისა თუ ღრეობის გამართვის უფლება, რატომ არ უნდა ჰქონდეს იგი ღურწკაიას? ან, რატომ იტყვის უარს გამგებელი ალიკა ქობალია იგივე გააკეთოს იქ ერთი კვირით ადრე და ტაშ-ფანდური 300 კაცთან ერთად გამართოს?! ამ ყველაფრის მასპინძელი – რესტორანი „დიარონიც“ ხომ ქობალიას მფლობელობაშია?! მიღებული შემოსავალიც ხომ მის ჯიბეში იყრება?!.. და სად არის ამ დროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო?! რატომ ნადგურდება ძეგლი, რომელმაც მტერსა და ჟამთასვლას ღირსეულად გაუძლო?!.. ბოლოსდაბოლოს, ეს ყველაფერი ხომ ენგურის ხიდამდე 300 მეტრში ხდება... მტრის ჯინაზე?! presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  8. “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” წევრების მიმართ, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, მიმდინარეობს დევნა მათ მიერ მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების განხორციელების გამო. გაზიარება [02:25 09-09-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TIgNvx62sNI/AAAAAAAAEBQ/Yu3hw5pVOzQ/s200/malxaz.jpg.jpg მოძრაობის 8 წევრი, უკვე ორი თვეა, პატიმრობაში იმყოფება, ხოლო ლიდერის, მალხაზ გულაშვილისა და მისი არასრულწლოვანი ვაჟის, დავითის მიმართ ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოიყენა მუხლი, რომლითაც დღემდე საქართველოს არც ერთი მოქალაქე საკუთარ სამშობლოში არ გაუსამართლებიათ. საქართველოდან კანონის დარღვევით გასულ მოქალაქეს, ჩვეულებრივ, იმ ქვეყნის მართლმსაჯულება ერჩის, რომელშიც ისინი უკანონოდ შედიან. ამ შემთხვევაშიც მას მხოლოდ დეპორტაცია ემუქრება და არა პატიმრობა. საქართველოში უკანონოდ შემოსულ უცხოელებს კი (რომელთაც ეხება სწორედ აღნიშნული მუხლი), პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელი, რისი პრაქტიკაც მიღებულია მთელ ცივილიზებულ სამყაროში (და არა პატიმრობა), ემუქრებათ. არც მალხაზს და არც მის ვაჟს, დავითს არასოდეს ჰქონიათ მსგავსი დარღვევა, მაგრამ მათ მიმართ სწორედ პატიმრობის გადაწყვეტილება გამოიტანეს. მრავალჯერადი მუქარის გამო შვილის გარიდება პატიმრობის ღირსი ყოფილა. ეს მაშინ, როცა კონსტიტუციაც კი არ ითხოვს ოჯახის წევრის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას! ჟენევის კონვენცია კი პირდაპირ კრძალავს ლტოლვილის დაბრუნებას მხარისათვის, რომელშიც მის სიცოცხლესა და თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ფაქტობრივად, სახელმწიფომ მალხაზ გულაშვილსა და მის არასრულწლოვან ვაჟს, დავითს, დააკისრა პასუხისმგებლობა იმ საზღვრის დარღვევის გამო, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებს. ამ შემთხვევაში საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს, რომელსაც ამავე გზითა აქვს სამშობლო დატოვებული, თეორიულად, ციხე ემუქრება. ოჯახი გაყოფილია: დედა და მეორე არასრულწლოვანი შვილი, არჩილი, საზღვრის აქეთ იმყოფებიან, მამა და უფროსი ვაჟი – იქით. თავის დროზე თვით ავტორიტარული საბჭოთა რეჟიმიც კი ვერ აღუდგა წინ ოჯახების გამთლიანების მოტივით დაძრულ ებრაელებს. არა, გულაშვილის მეუღლე არ ითხოვს საქართველოს საზღვრებს გარეთ მისი ოჯახის გამთლიანებას. არც თავად მალხაზს აქვს უცხო ქვეყანაში თავშესაფრის თხოვნის სურვილი. მათი ოჯახი სამშობლოში უნდა გამთლიანდეს, მაგრამ ამას წინ უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება ეღობება - მათ მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, საქართველოს ხელისუფლებისგან და პირადად პრეზიდენტისგან მოვითხოვთ, შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა “ჯორჯიან თაიმსის” ხელმძღვანელის, მალხაზ გულაშვილისა და მისი არასრულწლოვანი ვაჟის, დავით გულაშვილის მიმართ. ნანა დევდარიანი - ყოფილი სახალხო დაცველი; გიორგი (გოგლა) ჟვანია - ბიზნესმენი; ზაქარია ქუცნაშვილი - “კანონი ხალხისთვის”; თამაზ წივწივაძე – ჟურნალისტი; ბაია ამაშუკელი – ხელოვნებათმცოდნე, ისტორიკოსი; რეზო ამაშუკელი – პოეტი; ირაკლი ბათიაშვილი – ფილოსოფიის დოქტორი; მარიამ ბათიაშვილი – ფსიქოლოგი; ირინა ბათიაშვილი – სტუდენტი-იურისტი; ირმა ინაშვილი – ჟურნალისტთა კავშირი “ობიექტივი”; ნინო ცხოიძე – ჟურნალისტთა კავშირ “ობიექტივის” პროდიუსერი; სოსო ჯაჭვლიანი – რეჟისორი, მსახიობი; ლელიკო ჯაფარიძე – დიდი თეატრის სოლისტი, სახალხო არტისტი; ვახტანგ ხარჩილავა – “საერთო გაზეთის” მთავარი რედაქტორი; ირინა სარიშვილი-ჭანტურია – „იმედის“ თავმჯდომარე; ალესანდრე შალამბერიძე – „ხალხის პარტია“; ეკა ბერიძე – ჟურნალისტი; თეა სიჭინავა – ჟურნალისტი; ფრიდონ დოჩია – ჟურნალისტი; დიმიტრი ლორთქიფანიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი; გიორგი (გიგა) ბათიაშვილი – აკადემიკოსი; გელა ნიკოლაიშვილი – ადვოკატი; კახა კუკავა – „კონსერვატიული პარტია“; ირაკლი წერეთელი – მწერალი, პოეტი, ეროვნული მოღვაწე; გიგა ლორთქიფანიძე – საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე; ქეთევან კიკნაძე – მსახიობი; ნანა კაკაბაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“; სოზარ სუბარი – ყოფილი სახალხო დამცველი; მერაბ ფაჩულია – „გორბის“ დამფუძნებელი; ალი ბაბაევი – საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის თავმჯდომარე; მამუკა გიორგაძე – „სახალხო პარტია“; ლუკა კურტანიძე – მსოფლიო ჩემპიონი; ჯაბა ხუბუა – ჟურნალისტი, გაზეთი „ასავალ-დასავალი“; ანი მიროტაძე – ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო „პირველი“; ტატო ლასხიშვილი – გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მთავარი რედაქტორი; დავით თარხან-მოურავი – ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივი“; ირაკლი სესიაშვილი – ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“; გიორგი გიგაური – ჟურნალისტი – გაზეთი „ასავალ-დასავალი“; ზაალ სულაკაური – კარიკატურისტი; დავით გამყრელიძე – „ახალი მემარჯვენეები“; ფიქრია ჩიხრაძე – „ახალი მემარჯვენეები“; ალექსანდრე ქანთარია – რეჟისორი; გოგი ქავთარაძე – საქართველოს სახალხო არტისტი; თემურ ნანეიშვილი – ფიზიოლოგი, პროფესორი; თეიმურაზ გოცაძე – სახალხო მხატვარი; ზაზა მრელაშვილი – მწერალი; პუბლიცისტი; ივანე კიღურაძე – აკადემიკოსი; თამაზ მარსაგიშვილი – ფიზიკოსი; ალექსანდრე ხარაზიშვილი – მათემატიკოსი; მალხაზ ზაალიშვილი – აკადემიკოსი; კოტე ჯანდიერი – მწერალი, დრამატურგი; იური მეჩითოვი – ფოტოგრაფი; ლევან მგალობლიშვილი (პანჩო) – მუსიკოსი; ლია ბედოშვილი – პოეტი; გიორგი გუგავა – „ლეიბორისტული პარტია“; ირაკლი პეტრიაშვილი – საქართველოს გაერთ. პროფკავშირების პრეზიდენტი; ნინო ნადირაძე – ექიმი-კარდიოლოგი; მარიამ ლორთქიფანიძე – ისტორიკოსი, აკადემიკოსი; შალვა რამიშვილი – ჟურნალისტი; გოჩა ცქიტიშვილი – მარკეტოლოგი; იოსებ ბარათაშვილი – ადვოკატი; ინგა გრიგოლია – თბილისის საკრებულოს წევრი; ზაზა გაბუნია – საკრებულოს წევრი; ჯაბა სამუშია – საკრებულოს წევრი; პაატა ჯიბლაძე – „ლეიბორისტული პარტიის“ აღმასრულებელი მდივანი; კახა ძაგანია – „ლეიბორისტული პარტია“; იოსებ შატბერაშვილი – „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი; ელიზბარ ჯაველიძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; ლაშა ამირეჯიბი – „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრი; ლევან ჩიკვაიძე – იურისტი, საზოგადოებრივი დარბაზი; ბორის ძანაშვილი – „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ საორგანზაციო ჯგუფის წევრი; დათო რურუა – „დაიცავი საქართველო“; ნონა გაფრინდაშვილი – მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში; ერეკლე საღლიანი – პოეტი; ბადრი ვადაჭკორია – ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი; გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი) – მსახიობი, მომღერალი; თაზო გამცემლიძე – პედაგოგი; ზაზა პაპუაშვილი – მსახიობი; ლალი მოროშკინა – ჟურნალისტი, პროფესორი; ზურაბ ქაფიანიძე – საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი; მარინე ჯიქია – ფილოლოგი; ზინაიდა კვერენჩხილაძე – მსახიობი; ჭაბუა ამირეჯიბი – მწერალი; რეზო ესაძე – კინორეჟისორი, მსახიობი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიის ლაურეატი; მაია მუხურაძე – ჟურნალისტი; დალი ბჟალავა – ჟურნალისტი; შორენა ცივქარაშვილი – ჟურნალისტი; ნინო ჯაფარიძე – ITV-ს ჟურნალისტი; მამუკა კაციტაძე – “ახალი მემარჯვენეები”; ზვიად ძიძიგური – პარტია “კონსერვატორები”; ბონდო მძინარაშვილი – ჟურნალისტი; გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მთ. რედაქტორის მოადგილე, “ობიექტივის” წამყვანი; ნუგზარ ნაჭყებია – კონტროლის პალატის დეპარტამენტის უფროსის გადაყენებული მოადგილე; მაკო გომართელი – ჟურნალისტთა კავშირი “ობიექტივის” ჟურნალისტი; ანი კიკნაძე – ჟურნალისტთა კავშირი “ობიექტივის” ჟურნალისტი; დურმიშხან ცინცაძე – პროფესორი; ალეკო ასლანიშვილი – ჟურნალისტი, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” მთავარი რედაქტორი; გურამ გოგიაშვილი – ჟურნალისტი; სპარტაკ ქობულია – ჟურნალისტი; რუსლან რუსია – ჟურნალისტი; ზაზა ხატიაშვილი – ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე; გიორგი მამაცაშვილი – ჟურნალისტი, გაზეთი “ასავალ-დასავალი”; მანუჩარ მაჩაიძე – ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; იაკობ ახუაშვილი – “გვარიშვილობის” პრეზიდენტი, აკადემიკოსი; ლერი კვაჭანტირაძე – “გვარიშვილობის” ვიცე-პრეზიდენტი; რობერტ სტურუა – რეჟისორი; გია ყარყარაშვილი – თადარიგის გენერალ-მაიორი; გიორგი გაჩეჩილაძე – “მწვანეთა” პარტია; ნოდარ ნათაძე – თეოლოგი, დროებით უმუშევარი, “საქართველოს სახალხო ფრონტის” თავმჯდომარე; გულბაათ რცხილაძე – პოლიტოლოგი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი; ლევან ღვინჯილია – ენათმეცნიერი, ფილოლოგიის დოქტორი; ირინე გოგოსაშვილი – ჟურნალისტი; გაზეთი “საერთო გაზეთი”; ნანა ნანავა – ფილოლოგი; შალვა შავგულიძე – იურისტი, ადვოკატი; დიმიტრი ჯაიანი – საქართველოს სახალხო არტისტი; გია ხუხაშვილი – ექსპერტი; ლაშა ნადარეიშვილი – პოეტი, გაზეთ “ასავალ-დასავალის” მთ. რედაქტორი; მერაბ შათირიშვილი – მწერალი; თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტია “თეთრების” ლიდერი; ეთერ ჯიშკარიანი – ჟურნალისტი; ჯანსუღ ჩარკვიანი – პოეტი; თაკო ჩარკვიანი – ჟურნალისტი; ვანო იანტბელიძე – მსახიობი, სახელმწიფო და მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი; ფიქრია ყუშიტაშვილი – თეატრმცოდნე, ჟურნალისტი; გიორგი მელითაური – სამხედრო ექსპერტი; კობა დავითაშვილი – “ხალხის პარტიის” თავმჯდომარე; ლუბა ელიაშვილი – ჟურნალისტი; კობა ნარჩემაშვილი – შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, პოლიტიკური მოძრაობა “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” აღმასრულებელი საბჭოს წევრი; ეკა ბესელია – “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”; ლია მუხაშავრია – ადვოკატი; მანანა ნიკოლაიშვილი – საქართველოს განათლების ლიგის პრეზიდენტი; საშა რუსეცკი – ფსიქოლოგი, “ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის” კოორდინატორი საქარველოში; ლალი აფციაური – არასამთავრობო ორგანიზაცია “პატიმართა თანამეგობრობა” პრეზიდენტი, დამოუკიდებელი ადვოკატი; ირინა ფუტკარაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია “სახალხო დიპლომატიის კავკასიის ცენტრი”; ხათუნა ჩარკვიანი; –“ქალები საუნივერსიტეტო განათლებით”; თ. ჟორჟოლიანი – “აფხაზეთის თანხმობის, ერთიანობის და აღორძინების კავშირი”; ო. ალიბეგაშვილი – “საქართველოს მეანაბრეთა ინტერესების დაცვის კავშირი”; ირაკლი ნაცვლიშვილი – “საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირის” თავმჯდომარე; კუკური ლაცაბიძე – “საქართველოს დემოკრატთა კავშირი”; ვასილ კადენეცი – “საქართველოს კაზაკთა კავშირი”; ავთანდილ მარგიანი – პოლიტ. კავშირი “ერთიანი საქართველოს” ლიდერი; გ. სუბელიანი – მოძრაობა “ილიას გზა”; მალხაზ სანიკიძე – ქვემო ქართლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფონდი “ბაბეკი”; ვალერიან კირკიტაძე – საქართველოს შრომის და ომის ვეტერანთა კავშირი; ვაჟა ხაჭაპურიძე – “ქართველთა და ოსთა თანხმობის; ერთიანობისა და აღორძინების კავშირი”; ბექა სივსივაძე – ჟურნალისტი; გაზეთი “ასავალ-დასავალი”; გიორგი ხაინდრავა – რეჟისორი; თედო პაატაშვილი – ყოფილი პარლამენტარი; კობა არაბული – პოეტი; ”ეროვნულ ტრადიციათა ცენტრის” პრეზიდენტი; გია იაკობაშვილი – ინტერნეტგამოცემა “პრესა. გე”-ს მთავარი რედაქტორი; თეა ნადირაძე – გაზეთ “რეზონანსის” მფლობელი; ზურაბ ტყემალაძე – პარტია “მრეწველების” თავმჯდომარე; დავით სოკოლოვი – ჟურნალისტი; გურამ ფირცხალავა – მსახიობი; ლუიზა შაკიაშვილი; ყოფილი დისიდენტი, ყოფილი პოლიტმატიმარი; ედუარდ შევარდნაძე; გრიშა ონიანი – საერთაშორისო საზოგადოება “სტალინის” თავმჯდომარე; მერაბ ჯიბლაძე – პროფესორი, ფიზიკოსი; ნოდარ მგალობლიშვილი – მსახიობი; მარიამ ცაცანაშვილი – იურისტი; ირაკლი თოდუა – გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” მთავარი რედქტორი; ბადრი გრუზინსკი – კომპოზიტორი; ჯუმბერ პატიაშვილი – პოლიტიკური გაერთიანება “ერთობის” თავმჯდომარე; კახი კავსაძე – მსახიობი; გივი ბერიკაშვილი – მსახიობი; ზურაბ მანჯავიძე – მომღერალი; რეზო შავიშვილი – ფიზიკოსი, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე; ჯუმბერ ლეჟავა – გინესის მრავალგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს მოქალაქე, მსოფლიო სპორტსმენი, “მსოფლიოს 2009 წლის ადამიანი”, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანი, ევროპის ბიოგრაფიული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე; ნესტან კირთაძე – პროფესორი, პოლიტოლოგი; “ლეიბორისტული” პარტია; თემურ ქორიძე – პუბლიცისტი; ფილოლოგი; ჯამბულ გამცემლიძე – პატრულის მიერ დახვრეტილი შვილის მამა; სოსო რობაქიძე – ”გადაარჩინე სიცოცხლის” დამფუძნებელი; მამუკა არეშიძე – სტრატეგიული კვლევების კავკასიის ცენტრი; არმაზ სანებლიძე – გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”; დიტო ჩუბინიძე – ჟურნალისტი, “ალია ჰოლდინგი”; გიორგი აბდალაძე – ფოტორეპორტიორი, “ალია ჰოლდინგი”; შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე; გია მეფარიშვილი – იურისტი; პროფესორი; გიორგი თარგამაძე – “ქრისტიან-დემოკრტები”; ვაჟა აზარაშვილი – კომპოზიტორი; მანანა არჩვაძე-გამსახურდია – საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე, საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა ”მრგვალი მაგიდის” სპიკერი, საქართველოს სპორტული კინოსა და ტელევიზიის ფედერაციის პრეზიდენტი, სპორტული კინოსა და ტელევიზიის საერთაშორისო ფედერაციის კომიტეტის წევრი; ლაშა თაბუკაშვილი – მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი სულხან მოლაშვილი – კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, ყოფილი პოლიტმატიმარი; ეროსი კიწმარიშვილი – ფონდი ”2020”–ის თავჯდომარე.182 ხელმოწერა მალხაზ გულაშვილი: ქედს ვიხრი ჩემი სამშობლოსა და ხალხის წინაშე. უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ თითოეული ადამიანის მიმართ, რომელმაც ჩემი, ჩემი ვაჟისა და, ზოგადად, ჩემი ოჯახის ძნელბედობის ჟამს, გაბედა და ხელი მოაწერა წინამდებარე სიას, რომელსაც მე ჩემს გულში ოქროს სია ვუწოდე.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  9. http://graphics8.nytimes.com/images/2010/06/22/sports/21chile2/21chile2-blogSpan.jpg“უდინეზეს” 26 წლის ნახევარმცველის, გოჰან ინლერის აგენტმა განაცხადა, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას, “ლივერპულს” შეუძლია შვეიცარიელი გადაიყვანოს კლუბში. … ილნერმა მონაწილეობა მიიღა ინგლისთან მატჩში, სადაც 3-1 დამარცხდა. ის შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე ტალანტურ ფეხბურთელად ითვლებოდა, 3 წლის წინ კი დატოვა სამშობლო და იტალიაში ჩავიდა. 26 წლის ფეხბურთელით დაინტერესებული იყო “არსენალი” , “ინტერი” და “ნაპოლი” თუმცა ფეხბურთელმა “უდინეზეში” დარჩენა არჩია. როგორც ჩანს, ამ დიდი გრანდებიდან ის “ლივერპულს” ირჩევს. აგენტმა არ დამალა: “ლივერპული” ბენიტესის მმართველობის დროს დაინტერესდა და ახლაც მიჰყვებიან მის კვალს” წყარო: teamtalk.com View the full article
  10. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01342/dirk-kuyt-ret_1342678c.jpgდირკ კუიტი იმედოვნებს, რომ შეძლებს თვის ბოლომდე გამოჯანმრთელებას და ევროპის ლიგაზე თავისი ყოფილი გუნდის “უტრეხტის” წინააღმდეგ თამაშს. “ლივერპულის” 30 წლის ფეხბურთელმა დირკ კუიტმა მიიღო მხრის ტრამვა ნაკრებში ვარჯიშის დროს, ამ ფაქტის შესახებ კი ექიმმა პიტერ ბრანკერმა განაცხადა, რომ კუიტი ვერ შეძლებს დაეხმაროს გუნდს 4 კვირის განმავლობაში. თავად ფეხბურთელი კი ოპტიმისტურად არის განწყობილი და თვლის რომ შეძლებს ჰოლანდიაში გამგზავრებას. როგორც კუიტი აცხადებს, მან 5 საუკეთესო სეზონი გაატარა უტრეხტის შემადგენლობაში (1998-2003) და მიიღო მონაწილეობა ბირმინგემის, სტიაუას, მანჩესტერის, ნორტხემპტონისა და სანდერლენდის წინააღმდეგ შეხვედრებში. ამ ყველაფრის შემდეგ კი ძალიან უნდა მისი ყოფილი კლუბის ნახვა და მასთან თამაში წყარო : www.eurosport.com View the full article
  11. http://img.youtube.com/vi/KC2qe0n9Tu0/0.jpg გთავაზობთ თემურ ქეცბაიას ინტერვიუს, რომელიც მან მატჩის შემდგომ გამოაქვეყნა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისრაელთან ვერმოგება თავიდან ბოლომდე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის ხელმძღვანელობას გადააბრალა. “მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ფეხბურთელს ვინც დღეს მოედანზე იყო. ისინი ასი პროცენტით დაიხარჯნენ, მაგრამ ყანაში თამაში ძალიან ძნელია. ქართული ფეხბურთის ტრადიცია მეტს იმსახურებს. ძნელია, ფეხბურთელს ამგვარ მოედანზე მეტი მოსთხოვო. თამაში რომ მოიგო, მინდორმაც უნდა შეგიწყოს ხელი. ასეთ მოედანზე მალტაც ტოლ-სწორად გვეთამაშება. შენ შეიძლება სწორად ითამაშო, მაგრამ სხვა გარემოებებიც უნდა გიწყობდეს ხელს. ისრაელს ფრე თავიდანვე აწყობდა და ასეთმა მოედანმა მას საქმე გაუიოლა. ვერმოგებაზე პასუხისმგებლობა იმ ხალხმა უნდა აიღოს, ვისაც სტადიონის მოვლა აკისრია”, – განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ. ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ფერნანდესი კი, ძირითადად, მადლობებში “დაიღვარა”: “მადლობა ყველაფრისთვის, რაც საქართველოში დაგვხვდა. თამაშამდე და მისი მსვლელობისას, საუკეთესო ატმოსფერო იყო შექმნილი. თქვენმა გუნდმა გამაოცა, ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს, ჩვენ კი ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი”. View the full article
  12. 2008 წელს მსოფლიო შეირყა, ვინაიდან გაიგო ტონი სტარკის შესახებ - მულტიმილიონერი, პლეიბოი და გენიალური ინჟინერი, რომელმაც რკინის კაცის აღჭურვილობით შეიმოსა, 2010 წელს თქვენ კვლავ შეხვდებით ტონი სტარკს - ამჯერად ის ეჯახება რუს ბიზნესმენს და მომაჯადოებელ აგენტს IMDB Rating: 7.4/10 (53,968 votes) View the full article
  13. ინფორმაცია: დასახელება: Mafia II - Jimmy's Vendetta გამოსვლის წელი: 2010 ჟანრი: Action / Racing (Cars) / 3D შემქმნელი: 2K Czech გამომცემელი: 2K Games / 1C-СофтКлаб ინტერფეისის ენა: Multi8 პლატფორმა: PC გამოცემის ტიპი: DLC კრეკი: არ ჭირდება (თუ გაქვთ SKIDROW-ს კრეკი) აღწერა: В DLC "Вендетте Джимми" თქვენ მოგცემენ შესაძლებლობას გამოხვიდეთ Jimmy სახელით და დაეხმაროთ მას საქმის მოგვარებაში Empire Bay. ეს დამატება გახდება დაშვებული თამაშის რელიზის შემდეგ, წარმოგდგენთ ბევრ ახალ მისიას, რომელიც შესთავაზებს მოთამაშეს რამოდენიმე მიზეც კვლავ გავიდეს გარეთ ემპაირ ბეი და წამოწიოთ თქვენი გამოწვევა მეგობრებს, ბრძოლაში პირველიადგილლისთვის Mafia 2 რანგებში. View the full article
  14. VerseQ - ეს არის ინოვაციური პროგრამა-ტრენაჟორი, კლავიატურაზე ბრმად ბეჭდვის სასწავლებლად. სხვა ასეთი სახის ტრენაჟორებისაგან, პროგრამა გამოირჩევა შესანიშნავი ეფექტურობით და მთელი სპექტრი უნიკალური შესაძლებლობებით. VerseQ ეს არის ახალი ნაბიჯი ტექნოლოგიაში, კლავიატურაზე ბრმად ბეჭდვის სასწავლებლად. View the full article
  15. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg დევიდ ბოსკო შესაძლოა, ავღანეთის კონფლიქტი მართლაც კრიტიკულ ფაზაშია, მაგრამ ნატოს ენერგია და ყურადღება აშკარად ილევა. ნიდერლანდებმა, რომელიც ალიანსის ერთ–ერთი ყველაზე მტკიცე და ერთგული წევრია, ჯარი გაიყვანა. მეორე „ვარსკვლავი“ კანადა, იგივეს აპირებს. მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპიდან, წუწუნი ისმის იმის თაობაზე, რომ ოპერაციის მიმდინარეობის ხარჯები მონაწილე–ქვეყნებს საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზების უნარს ართმევს. ნატოს გენერალური მდივანი ჯერ კიდევ ტუქსავს ალიანსის სახელმწიფოებს, რომ მათ საქმის ბოლომდე მიყვანა არ სურთ, მაგრამ ცხადია, რომ ის იმის გაჭიანურებას ცდილობს, რაც გარდაუვალია. ეს ყველაფერი ნატოს მომდევნო სამიტის მოახლოებისა და ალიანსის მხრიდან ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობის დასრულების მცდელობის ფონზე ხდება. ცივი ომის დამთავრების დღიდან ნატოს რაღაც მასშტაბური პრობლემა ყოველთვის ჰქონდა. ჯერ იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისკენ გაფართოება. 1990–იანი წლების დასაწყისში ალიანსი დაკავებული იყო კონფლიქტის მოგვარებით ხორვატიასა და ბოსნიაში და გაფართოვების საკითხების განხილვით. 1998 წლის ბოლოს ყურადღება კოსოვოზე გამახვილდა. ხოლო 11 სექტემბრის შემდეგ ალიანსმა ავღანეთს მიჰყო ხელი. რადგან ნატოს წამყვანი წევრები ამ კონფლიქტში საკუთარ მონაწილეობას ზღუდავენ, ხოლო ავღანეთისთვის კონტროლის გადაცემა მხოლოდ მომავალ წელს დაიწყება, ალიანსი შესაძლოა ძალიან უცნაური და სახიფათო პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, სახელწოდებით „ფარდობითი უმოქმედობა“. რაღა თქმა უნდა, წრთვნები და სწავლებები, ასევე სამიტები და კონფერენციები არსად გაქრება. მაგრამ პოსტ–ავღანური ნატო შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როდესაც მასში არცერთი გაცოცხლებული მისია აღარ იქნება და ბლოკი დარჩება საკუთარი საქმიანობის რაიმენაირი არსებითი არქიტექტურული ცვლილების გარეშე. ნატოს ხელმძღვანელობას მსგავსი პერსპექტივის მიმართ ნერვოტული დამოკიდებულება აქვს. ორგანიზაციას აბსოლუტურად არ ხიბლავს ისეთ სტრატეგიულ ფარად გარდაქმნის იდეა, რომელიც უბრალოდ არსებობს, ყოველი შემთხვევისთვის, ის ხომ მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნას შეეჩვია. ეს ყველაფერი კი თითქმის იმას გავს, რომ ნატოს ჩინოვნიკებს ეშინიათ, რომ ორგანიზაცია დაიშლება, თუკი ის რაიმე სხვა კალაპოტში არ განაგრძობს აქტიურ მოქმედებას. ნატოს მმართველ წრეებში ალიანსის ახალ როლთან დაკავშირებით რამდენიმე იდეას განიხილავენ: ალიანსი გლობალურ პოლიციურ ძალად უნდა გარდაიქმნას: ნატო შეიძლება შეეცადოს განიმტკიცოს იმ გლობალური მასტაბილიზირებელი ძალის როლი, რომელსაც ავღანეთში თამაშობდა. ყველაზე მეტად ეს იდეა, როგორც ჩანს, აშშ–ს იტაცებს, რომელსაც საერთაშორისო არენაზე ნებისმიერ სიტუაციაში აქტიური როლის შესრულება სურს – ისინი ალიანსის ძალების გაზრდას და მისი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას მიესალმებოდნენ. მაგრამ ბლოკის ბევრი წევრისთვის ავღანეთი ტრამვული გამოცდილებაა, და მათ არ გააჩნიათ ისეთი ახალი ურჩხულების ძიების განსაკუთრებული სურვილი, რომლებსაც თავებს მოაჭრიდნენ. დათვის მოფერება: გაფართოვების პროცესში ალიანსმა უკვე მოასწრო ყოფილი საბჭოთა კავშირის ზღურბლის გადალახვა. მაშინ, რატომ არ შეიძლება ბლოკში რუსეთის მიღება და ცივი ომის საბოლოოდ დასრულება? ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ლექტორმა ჩარლზ კუპჩანმა ახლახანს პრეცედენტი შექმნა: დასავლეთი შეცდომას უშვებს, როდესაც რუსეთს ისე ექცევა, როგორც სტრატეგიულად გარიყულ–ქვეყანას. როგორც ამას ის შეთანხმებები გვიჩვენებს, რომლებსაც ხელი მოეწერა ნაპოლეონის ომების და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განსხვავებით იმ ხელშეკრულებებისგან, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაფორმდა – ყოფილი მოწინააღმდეგეების ომისშემდგომ მსოფლიო წესრიგში ჩართვა საყოველთაო მშვიდობის კონსოლიდაციისკენ გადადგმულ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება. ამიტომ რუსეთის ყოფნა გაფართოვებულ ევროატლანტიკურ წესრიგში დღეს ნატოს პრიორიტეტი უნდა გახდეს. დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსი: აშშ–ში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს, ჯონ მაკკეინმა დემოკრატიული სახელმწიფოების მსოფლიო ლიგის შექმნის იდეა გაახმოვანა. მათ, ვისაც ეს მოსაზრება ხიბლავს, ნატო ყოველთვის ბუნებრივ საწყის პუნქტად მიაჩნდა. რატომ არ უნდა შევთავაზოთ წევრობა იაპონიას, ავსტრალიას, სამხრეთ აფრიკას და ა.შ. და მთელი მსოფლიოს დემოკრატიზაციის აქტიურ ძალად ვიქცეთ? შეერთებული შტატების დღევანდელი ელჩი ნატოში ივო დაალდერი, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ერთ–ერთი იმ ესეს თანავტორი იყო, რომელშიც მოვლენების სწორედ ასეთი განვითარების აუცილებლობაზე იყო საუბარი. ალიანსისთვის კიდევ ერთი ალტერნატივა (და უახლოეს მომავალში ეს მისი ყველაზე რეალური კურსია) ჭრილობების მოშუშებაა, კონსოლიდაციისა და თავდაცვითი ხარჯების შემცირების მიმდინარე რაუნდის გადაგორება, ხოლო შემდეგ საკუთარი სარგებლის წარმოჩენისთვის მორიგი შესაძლებლობის ლოდინი. დღევანდელი გზისკენ ალიანსს ის მოვლენები უბიძგებს, რომელთა კონტროლიც მას არ ძალუძს. და ახალი კურსის არჩევაშიც, როგორც ჩანს, ნატოს სწორედ ეს მოვლენები დაეხმარება. ორიგინალი ორიგინალი
  16. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainf-8-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainf2.jpg itvს ლინკი
  17. 9 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. 9 სექტემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვა. სასტუმრო ~ქორთიარდ მარიოტი~ 9 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი განახლდება. 9 სექტემბერს, 11.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №53-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული სასწავლო-შემეცნებითი თამაშების პრეზენტაციას დაესწრება. 9 სექტემბერს, 11.00 საათზე, მცხეთაში, სვეტიცხოველში, მცხეთის ტურისტული გიდების ინგლისური ენის გაუმჯობესების ტრეინინგ კურსის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. 9 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლებს შეხვდებიან. მის: ათონელის ქ. N25(სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოფისი) 9 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტში~ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ფაკულტეტის დეკანი დავით აფრასიძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “სამაგისტრო პროგრამები”. 9 სექტემბერს, 12:00 საათზე, ბუკიას ბაღთან ~ქრისტიან-დემოკრატების~ ლიდერები ინგა გრიგოლია, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია პროექტის ~ვუსმენთ თბილისს~ ფარგლებში საბურთალოს მოსახლეობას შეხვდებიან. 9 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარტია “ჩვენ თვითონ”-ის წევრები ბრიფინგს გამართავენ. თემა: “კონფლიქტის ზონის ადმინისტრაციულ საზღვარზე სტუმრობის დეტალები”. მის: გენერალ კვინიტაძის ქ. #14 9 სექტემბერს, 13:00 საათზე, განათლების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების XI კლასისთვის განკუთვნილი ახალი არჩევითი საგნის – “მსოფლიო კულტურა” პედაგოგთა ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემს. მის: გაგარინის I შესახვევი, №4(სასტუმრო ~სიმპათია”) 9 სექტემბერს, 13:00 საათზე, პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დევნილებისა და გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია გაიმართება. 9 სექტემბერს, 13:00 საათზე, ~ქართული დასის~ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პარტიის ოფისში წიგნებით მოვაჭრეებს შეხვდება. თემა: “რატომ შეექმნა დაბრკოლებები წიგნებით ვაჭრობასა და გავრცელებას”. მის: ვაჩნაძის ქ. #7 9 სექტემბერს, 13:00 საათზე, გაზეთ “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტთა შეკითხვებს “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი უპასუხებს. 9 სექტემბერს, 13:00 საათზე, ქუთაისში, “ლეიბორისტული პარტიის” რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამსონ გუგავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “ხალხის საკუთრებას დაპატრონებლი “ალდაგი”. მის: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის #16, პარტიის რაიონული ოფისი 9 სექტემბერს, 16:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა ჩატარდება. ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი 9 სექტემბერს, 17:00 საათზე, საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში” სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს~ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდებიან. მის: იოანე ვაკელის ქ. #18 9 სექტემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის ახალ ბულვარში `ბათუმის თევზის ფესტივალი~ გაიხსნება. იხილეთ epn.ge
  18. adriana lima! ;) View the full article
  19. Однажды Фея Динь-Динь встретила Лизи, маленькую девочку с твердой верой в волшебство. У Динь-Динь возникает привязанность к любопытной девочке, которой так нужен друг. Ради нее она идет на огромный риск, подвергая опасности свою жизнь и будущее всей страны Фей. View the full article
×
×
  • შექმენი...