planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/tevzebi-150x150.jpgბათუმი დღეს თევზის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება 2 ეტაპად იმართება - კონკურსი თევზჭერაში და შეჯიბრი კულინართა შორის. ფესტივალის მიზანი აჭარაში სათევზაო ტურიზმის პოპულარიზაციაა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/tevzi.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/dakaveba1-150x150.jpgსაქართველოს მოქალაქე ინგა ჩვამანია ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე დააკავეს, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/finansur.jpg itvს ლინკი
-
საკუთარ თავში დაურწმუნებელი კირკ კეტნერი პასუხს აგებს ავიარეისებზე უსაფრთხოებისთვის, უფრო სწორად, სთხოვს პასაჟირებს გაფრენის წინ თავისი ფეხსაცმლის გახდას შემოწმების მიზნით. ერთხელ კირკს გაუმართლა – ის მოლის შეხვდა და მისი მოლოდინების საწინააღმდეგოდ მათ ორმხრივი გრძნობები გაუჩნდათ... თუმცა კირკს არ უნდა მოესმინა ოჯახის და მეგობრების რჩევებისთვის, რომლებიც თვლიდნენ, რომ მოლი ზედმეტად კარგია მისთვის... IMDB Rating:6.7/10 (17,037 votes) View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg ალესანდრო ტორელო ამ კვირაში „ნაბუქოს“ კოსნსორციუმმა (ექვსი ენერგეტიკული კომპანია, რომელმაც კასპიის გაზის ევროპისთვის მიწოდებისთვის ეს 3 300 კილომეტრიანი და 7,9 მილიარდი ევროს ღირებულების გაზსადენის მშენებლობა დაგეგმა) ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (რომელიც მსოფლიო ბანკთან არსებობს) ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განაცხადა. ამ ხელშეკრულების პირობების თანახმად, კრედიტორები პროექტს შეისწავლიან და გადაწყვეტენ, იმსახურებს თუ არა ის ოთხი მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტს. სამივე ორგანიზაცია „ნაბუქოსთან“ მიმართებაში დეტალურ შემოწმებებს შეუდგება – ბანკებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი პროცედურა, როდესაც ისინი მსგავსი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავენ. რა თქმა უნდა, არანაირი გარანტია იმის არ არსებობს, რომ ფული იქნება. ჩვეულებრივ, მსგავს ზომებზე საჯარო განცხადებებს არ აკეთებენ. მაგრამ „ნაბუქოს“ პროექტის ხელმძღვანელებმა პრეს–კონფერენცია გამართეს და უამრავი ჟურნალისტი მიიწვიეს; ბრიუსელში თავი მოიყარა როგორც პროექტის ხელმძღვანელობამ, ასევე კრედიტორებმა, რაც თითქოს იმაზე მიუთითებს, რომ პროექტის განვითარების პროცესში გარდამტეხი მომენტი დადგა. რა საჭიროა ასეთი მონდომება? პასუხი მარტივია. „ნაბუქო“ სხვა მილსადენებს კონკურენციას უწევს, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს და ამით იმის თქმა სურს, რომ ფარხმალს არ ყრის. ორშაბათს, საღამოს, მოწვეულ უცხოელ სტუმრებთან (მათ შორის კოლეგასთან Wall Street Journal–იდან), პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი, ტრადიციულად, პროექტს ანადგურებდა. „“ნაბუქოს“ მთავარი პრობლემა ის, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ამ ვირტუალურ მილსადენში რაიმე პროდუქცია გაივლის“, – თქვა მან. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება მხოლოდ რუსეთში არ აქვთ. ევროკავშირში ამბობენ, რომ პროექტს 200 მილიონი ევროთი დააფინანსებენ ბლოკის იმ გეგმის ფარგლებში, რომელიც კონტინენტზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განმტკიცებას და ეკონომიკის აღდგენის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მაგრამ ფულის მისაღებად, „ნაბუქომ“ უნდა დაამტკიცოს, რომ ის ფულის ათვისებას წლის ბოლომდე დაიწყებს, რაც არც ისე იოლია, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მილები გაზით მხოლოდ 2015 წელს დაიტვირთება. მეორეც, ის კომპანიები, რომლებიც გაზის მოპოვებით არიან დაკავებულები საბადოზე „შაჰ–დენიზი 2“ კასპიის აუზის აზერბაიჯანული მხრიდან, მოლაპარაკებები დაიწყეს პოტენციურ მყიდველებთან, რადგან გაზის გაყიდვას ჩქარობენ. ფუნქციონირების დასაწყებად „ნაბუქოს“ სჭირდება, რომ მილსადენი რვა მილიარდი კუბომეტრის გაზით მაინც დაიტვირთოს. მაგრამ კონკურენცია სასტიკია და იმავე გაზზე პრეტენზიას კიდევ ორი პროექტი აცხადებს. იმ კომპანიების დარწმუნებისთვის, რომლებიც გაზს „შაჰ–დენიზზე“ მოიპოვებენ, „ნაბუქომ“ საკუთარი თავი სანდო პარტნიორად უნდა წარმოაჩინოს და მაშინ მილსადენი გაზით დაიტვირთება, როგორც კი მილსადენი იარსებებს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/leiboristebi2-150x150.jpgგაზეთ «პრაიმ ტაიმის პრეს-კლუბში «საქართველოს ლეიბორისტული პარტიის» თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ჟურნალისტების დასმულ კითხვებს 1 საათის განმავლობაში პასუხობდა. «შრომის პარტიის» ლიდერის განმარტებით, საქართველოს მხოლოდ 2 პარტია ჰყავს - სახელისუფლებო და «ლეიბორისტული პარტია». ხოლო დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტები ამ ეტაპზე პოლიტიკით მხოლოდ დაინტერესებული არიან. შალვა ნათელაშვილისთვის საქართველოს პარლამენტი საკურდღლეა, სადაც შესვლაზე თავის დროზე უარი განაცხადა და ახლა ამ ნაბიჯს ნანობს. ნათელაშვილისთვისAასევე გაურკვეველია ქვეყნის დამოუკიდებლობის სტატუსი და ის ამჯობინებს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების 51-ე შტატი გახდეს. შალვა ნათელაშვილი ხელისუფლების შეცვლას ჰააგის სასამართლოდან შეეცდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/leiboristebii1.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/books-150x150.jpgახალი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების პრეზენტაცია გამართა დღეს ილიას სახელობის უნივერსიტეტმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/tevzaze.jpg itvს ლინკი
-
სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი ბესო წულუკიძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ 033-მა დღეს გამოძახება მიიღო ლილოს ბაზრობიდან და მათ დაჭრილების შესახებ აცნობეს. ადგილზე მისულმა 033-ის ჯგუფმა, ბესო წულუკიძის თქმით, დაზარალებულები ვერ აღმოაჩინა. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, შსს -მ არ დაადასტურა ინფორმაცია ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის შესახებ. ”ინტერპრესნიუსი”, ლილოს მოვაჭრეების მონათხრობზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ლილოს ბაზრობაზე პანიკა ასაფეთქებელი საშუალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. პანიკის გამო მოვაჭრეები ბაზრობის ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ, რომლის დროსაც დაზიანდა დახლები, ხოლო მოვაჭრეებმა საქონელი დაკარგეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/200912250218-150x150.jpgდევნილები და გარემოვაჭრეები საქართველოს პრეზიდენტს დახმარებისკენ მოუწოდებენ და საპროტესტო აქციას სწორედ ავლაბრის რეზიდენციასთან მართავენ. იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებელი ფართების თბილისის ტერიტორიაზე გამოყოფას, ხოლო გარემოვაჭრეები ვაჭრობის ცივილიზებული ფორმით დაშვებას მოითხოვენ . http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/rezidencia.jpg itvს ლინკი
-
http://liverpoolfc.ge/wp-content/uploads/2010/04/b8_4bd461aeed51d103360379.jpg სტივენ ჯერარდი სრულიად გაოცებული იყო ინგლისის თამაშით შვეიცარიასთან, განსაკუთრებით პირველი ნახევრით. ის აცხადებს, რომ გუნდი აგრძელებს წარმატებულ წინსვლას ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო რაუნდში ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. ჯერარდი კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით, რაც მას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს კაპიტნის სამკლაური. “ჩვენ 100 პროცენტით დავიხარჯეთ და ყველაფერი ისე გავაკეთეთ, როგორც კაპელომ დაგვავალა. თამაშის დაწყებამდე ხალხი საუბრობდა შვეიცარიის დაცვის სიმტკიცეზე, მაგრამ ჩვენ ეს ზღუდე ადვილად გავარღვიეთ” – აცხადებს ჯერარდი. ინგლისის ამჯამინდელი კაპიტანი ფიქრობს, რომ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ინგლისის 5-6 ფეხბურთელი ფინანსურ პრემიასაც კი იმსახურებს. იმფორმაციის წყარო : www.liverpoolfc.tv View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/erovnuli-banki-150x150.jpgსაქართველოს ეროვნულიო ბანკის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკასო ცენტრი 2011 წლის ბოლოსთვის აშენდება. ცენტრმა ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები, ასევე მოძველებული და ყალბი ფულის ამოღება უნდა უზრუნველყოს. პროექტის მიმდინარეობა დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დაათვალიერეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/erovnuli-banki1.jpg itvს ლინკი
-
http://liverpoolfc.ge/wp-content/uploads/2010/09/Liverpool_Sig_by_Flinty1712-copy.jpg სრულიადში იხილეთ წლეულს არენდით გაშვებულთა სია და მათი ინფორმაციული დაფები. http://thetotalfootballer.com/wp-content/uploads/2010/08/Alberto-Aquilani-Liverpool.jpg ფეხბურთელის სახელი: ალბერტო აკუილანი ამჟამინდელი კლუბი: იუვენტუსი არენდის დრო: სეზონის ბოლომდე მოქალაქეობა: იტალია http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01516/philipp_degen_1516105c.jpg ფეხბურთელის სახელი: ფილიპ დეგენი ამჟამინდელი კლუბი: შტუტგარდი არენდის დრო: სეზონის ბოლომდე მოქალაქეობა: შვეიცარია http://2.bp.blogspot.com/_W3STUt_lOe0/TH0yE_LziBI/AAAAAAAABY0/wYLMeCVn7bs/s1600/Emiliano%2520Insua.jpg ფეხბურთელის სახელი: ემილიანო ადრიან ინსუა ზაპატა ამჟამინდელი კლუბი: გალათასარაი არენდის დრო: სეზონის ბოლომდე მოქალაქეობა: არგენტინა http://www.pagesmaroc.com/images/liverpool_nabil_el_zhar_maroc.jpg ფეხბურთელის სახელი:ნაბილ ელ-ზარი ამჟამინდელი კლუბი:პაოკ, საბერძნეთი არენდის დრო:სეზონის ბოლომდე მოქალაქეობა:მაროკო, საფრანგეთი View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png ჯოშუა კუცერა საქართველომ ავღანეთში პირველი ჯარისკაცი დაკარგა. ასეულის მეთური, ლეიტენანტი მუხრან შუკვანი გზაზე ნაღმის აფეთქების გამო დაიღუპა. მეორე ჯარისკაცი იმავე აფეთქების დროს მძიმედ დაიჭრა და ორივე ფეხი დაკარგა. საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უმალვე გაუსვეს ხაზი იმას, რომ ეს დანაკრგი მათ მისიას ავღანეთში კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. ამჟამად დაახლოებით 950 ქართველი ჯარისკაცია დისლოცირებული ჰელმანდის პროვინციაში. საქართველოს ელჩმა აშშ-ში ბათუ ქუთელიამ განაცხადა: ამას არ შეუძლია და არ შეცვლის ჩვენს გადაწყვეტილებას ავღანეთში ჩვენი მისიის აღსრულების შესახებ. საქართველოს მთავრობამ და ხალხმა გადაწყვიტა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში დამატებით 750 სამხედრო გააგზავნოს აშშ-ს მეთაურობის დაქვემდებარებაში და ჩვენ ბოლომდე ვაცნობიერებთ თუ რა რისკებს შეხვდება იქ ქართული ჯარი. ქართველი ჯარისკაცები განაგრძობენ თავის ბრძოლას აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსთან ერთად ამ სახიფათო რეგიონში ყოველგვარი ეროვნული პროტესტის გარეშე. ინგლისურენოვანი ქართული მედიის მიხედვით, არ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ლეიტენანტ შუკვანის სიკვდილმა საქართველოში რაიმე გაღიზიანება გამოიწვია ავღანეთში ქართული ჯარის დისლოცირების გამო. მაგრამ რუსულმა მედიამ ნამდვილად ისარგებლა ამ შემთხვევით. Georgia Times-მა ვარაუდი გამოთქვა, რომ სააკაშვილი ”უმალავს” ქართველ ხალხს ინფორმაციას სხვა დანაკარგების შესახებ, ხოლო RT დაინტერესდა – ხომ არ ”ეწირებიან” ქართველი ჯარისკაცები ”თავისი ლიდერების ამბიციებს”. ”სააკაშვილი ცდილობს დასავლური ქვეყნების თვალში უკეთესი რეპუტაცია იქონიოს… ის ცდილობს იმის მტკიცებას, რომ დემოკრატია და ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც მისი ხალხისთვის სასარგებლო არაა” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის მდივანმა კახა ძაგანიამ. ”ის იყენებს ქართველ ბიჭებს, მათ სიცოცხლეებს იმისთვის, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩეს”. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს დაუმალავს, რომ მას სურს საქართველოს ნატოში გაწევრიანება. მაგრამ იმ სამხედროების ოჯახებისთვის, რომლებიც ერთმანეთს არიან დაშორებულნი, მისი ოცნება კოშმარად იქცა. შარშან, როდესაც გამოცხადდა ქართული ჯარის დიდი შემადგენლობის გამგზავრების შესახებ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით ამ ნაბიჯის მხარდამჭერებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ: 44.9 პროცენტი ემხრობოდა ჯარის გაგზავნას, 43.4 წინააღმდეგი იყო, ხოლო 11.7 პროცენტს პასუხი არ ჰქონდა. ხომ არ შეიცვლება ეს მაჩვენებელი? ორიგინალი ორიგინალი
-
126 მილიონ 270 ათასი ლარი მხოლოდ ნაწილია იმ თანხისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ესპანურ კომპანიას ”სიემდი ინჟინერო” უახლოესი 2 წლის მანძილზე გადაუხადა სხვადასხვა პროექტების შექმნასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის. მშვიდობის ხიდი და გმირთა მემორიალი თბილისში, ბათუმის ახალი ბულვარი და ოპერის სახლი- ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც ესპანურმა კომპანიამ ”სიემდი ინჟინერო” საქართველოში განახორციელა და დღემდე ახორციელებს. ესპანური სამშენებლო კომპანიის ინტერნეტ გვერდზე პროექტების უმეტესობას არ აქვს მითითებული ბიუჯეტი. თუმცა 14 პროექტიდან, რომელიც 2009-2010 წლებში კომპანიამ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელა, ექვსის ბიუჯეტის ჯამი 54 მილიონ 900 ათასი ევროა, რაც დღევანდელი კურსით 126 მილიონ 270 ათასი ლარია. გარდა პროექტებისა, რომელსაც ესპანური კომპანია საქართველოს მთავრობის დაკვეთით ახორციელებს, კეთდება 4 პროექტი, რომლს შემკვეთადაც სხვადასხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების სახელებია მითითებული. ერთ-ერთი მათგანი შპს საქაერონავიგაციაა, რომელიც 30 მილიონ ევროს, ანუ 69 მილიონ ლარს იხდის კოშკში, ე.წ. თაუერში, რომლის სახელწოდებაც არის ”touch of freedom”. /get_img?NrArticle=2332&NrImage=1 touch of freedom დღეისთვის კომპანია საქართველოში ერთდროულად რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათ შორის ყველაზე ახალი მცხეთასა და ქუთაისში მიმდინარე სამუშაოებია. კონკრეტულად, მცხეთაში 1300 კვ.მ მოედანი კეთდება და ასევე მიმდებარე 5500 მ. ფართობის ქუჩები. ოფიციალურად, საიტის ინფორმაციით, შემკვეთი საქართველოს მთავრობაა. ბიუჯეტი, რომელიც მცხეთის რეკონსტრუქციას სჭირდება, არ არის მითითებული. ასევე არ არის მითითებული თანხა,რომელსაც ქუთაისის განახლებისთვის იხდის, ოფიციალური შემკვეთი ქუთაისის მერიაა. თუმცა ცნობილია, რომ ტერიტორია, რომელსაც ”სიემდი ინჟინერო” განაახლებს, 115 ჰექტარს მოიცავს. /get_img?NrArticle=2332&NrImage=2 ქუთაისის ათასწლეულის პარკი კიდევ ერთი ახალი პროექტი ანაკლიის სანაპირო ზოლია. 37 მილიონ 950 ათასი ლარი ანაკლიის პარკის ოფიციალური ბიუჯეტია, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავრობა პარკის დაპროექტება-შექმნისთვის უხდის ესპანურ კომპანიას. თანხა, რომელიც ლანდშაფტის დიზაინის, საზოგადოებრივი პარკის, საფეხმავლო ხიდის და ახალი 4–კილომეტრიანი სანაპირო ზოლის შექმნას მოხმარდება, კომპანიის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზეა განთავსებული. აქვეა ინფორმაცია შემკვეთის შესახებ, სადაც მითითებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავრობა. /get_img?NrArticle=2332&NrImage=3 ანაკლიის სანაპირო ზოლი N პროექტის სახელწოდება ლოკაცია შემკვეთი ბიუჯეტი 1. ათასწლეულის პარკი ქუთაისი ქუთაისის მერია უცნობია 2. მცხეთის რეკონსტრუქცია მცხეთა საქართველოს მთავრობა უცნობია 3. შუშის სკულპტურა თბილისი შ.პს. ჯენერალ სერვისი უცნობია 4. შავი ზღვის კარიბჭე ბათუმი შპს გზა უცნობია 5. სინათლის კუბი ბათუმი უცნობია უცნობია 6. ანაკლის სანაპირო ზოლი,პარკი ანაკლია სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავრობა 16,500 000 ევრო 7. ბათუმის ბულვარი,ლანდშაფტი ბათუმი ბათუმის მერია,აჭარის მთავრობა 5 მილიონი ევრო 8. ბათუმის ბულვარში, ფორმულა სამის ინტეგრაციის გეგმა ბათუმი აჭარის მთავრობა უცნობია 9. ყინულის სკულპტურა ბათუმი შპს მონოლითი 2005 უცნობია 10. გმირთა მემორიალი თბილისი ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფონდი უცნობია 11. ფანტანის ბულვარი ბათუმი აჭარის მთავრობა 8 მილიონი ევრო 12. საფეხმავლო ხიდი ბათუმი აჭარის მთავრობა უცნობია 13. საფეხმავლო ხიდი ბათუმი აჭარის მთავრობა უცნობია 14. საფეხმავლო ხიდი ანაკლია ანაკლიის მთავრობა უცნობია 15. მშვიდობის ხიდი თბილისი საქართველოს მთავრობა უცნობია 16. თაუერი ბათუმი შპს საქაერონავიგაცია 30 მილიონი ევრო 17. ბათუმის ოპერის სახლი ბათუმი ბათუმის მერია,აჭარის მთავრობა 25 მილიონი ევრო 18. აის კაფე ბათუმი ბათუმის მერია 400 ათასი ევრო სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/columnists/2010/6/22/1277227255678/Fabio-Capello-Steven-Gerr-006.jpg ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო სტივენ ჯერარდის თამაშს ფანტასთიურს ეძახის წერს sky sport.მას შემდეგ რაც ფრენკ ლამპარდმა მიიღო ტრამვა და გამოტოვა ევროპის შესარჩევი ორივე მატჩი ჯერარდს მოუწია ლამპარდის პოზიციის გაკონტროლებაც. როი კი სტივს იყენებს როგორც ცენტრალური ნახევარმცველი ამის შემდეგ შეუძლებელია სტივის თამაშით არ მოიხიბლო, მას შეუძლია ითამაშოს როგორც შეტევაში ასევე დაცვაში და ყველა პოზიციაზე პრწყინვალედ გამოიყურება განაცხადა კაპელომ. ჯერარდი თამაშობდა როგორც მეორე ფორვარდი ახლა კი მან უკან დაიწია და თავის პოზიციაზე დაიწყო თამაში,მას შემდეგ რაც როი მოვიდა.იგი მართლაც რომ თავისი საქმის ოსტატია კარგად შეუძლია ბურთის წართმევა მოწინააღმდეგეზე და აკეთებს მწვავე გადაცემებს განაცხადა კაპელომ View the full article