planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/konstitucia1-150x150.jpgირაკლი ალასანიას მიერ შეთავაზებული ცვლილებები კონსტიტუციის პროექტში გათვალისწინებული ვერ იქნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერთან საუბრის შედეგ განაცხადა. თუ პარლამენტის თავმჯდომარეს ოპოზიციის წარმომადგენლების კონსტიტუციის პროექტის განხილვაში მონაწილეობა მოსწონს, ოპზიციის ნაწლი ირაკლი ალასანიას სწორედ აღნიშნული შეხვედრის გამო აკრიტიკებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/konstit.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/201001051155-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ში მიღებული რეზოლუცია, რომლის თანახმადაც დევნილები საკუთარ სახლებს უნდა დაუბრუნდნენ, სიკეთის მიერ ბოროტებაზე მოპოვებულ პატარა გამარჯვებას შეადარა. სააკაშვილის ინფორმაციით, რუსეთმა კენჭისყრის დროს შესაძლოა რამდენიმე ქვეყანა მოისყიდა, ან დააშანტაჟა. რუსეთის დუმაში კი რეზოლუციას იმ კამფეტს ადარებენ რომელსაც მომაკვდავს აძლევენ. გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე კენჭი უყარეს საქართველოს მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტს დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ. რეზოლუციას, რომელიც დევნილთა უფლებებს ეხება და რომელიც გაეროში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე ლომაიამ წარადგინა, 50 ქვეყანა მიემხრო. წინააღმდეგი იყო 17, თავი შეიკავა 86-მა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/gaero.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/200910303020-150x150.jpgეუთოს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. გრიგოლ ვაშაძემ და მარკ პერინ ბრიშამბომ საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის საკითხზე ისაუბრეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/euto1.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/euto-150x150.jpgარასაპარლამენტო ოპოზიცია ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა. ერთსაათიან შეხვედრაზე საქართველოს საშინაო საკითხები განიხილებოდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/opozicia.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/090716_hospital-150x150.jpgგაიყოფა თუ არა ორ ნაწილად ჯანდაცვის,შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო ჯერ უცნობია,თუმცა ამის შესახებ უკვე აქტიურად საუბრობენ პოლიტიკურ წრეებში.რამდენიმე დღის წინ საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ქდმ-მა უკვე გამოთქვეს,უფრო ადრე კი პროფკავშირები სთხოვდა ხელისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს შრომის სეგმენტი გამოყოფოდა.საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა ერთხმად თანხმდება იმაზე რომ საკითხი მეტად მნიშვნელოვანი და შედეგის მომტანია,თუმცა ბევრ ტექნიკურ სირთულესთანაცაა დაკავშირებული.ნახეთ ანა ჭეიშვილის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/jandacva.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/image1-150x150.jpgსაკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დიპლომატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დახურულ ფორმატში გააცნო. როგორც შეხვედრაში მონაწილე დეპუტატები აცხადებენ, რეფორმას დიპლომატები პოზიტიურად აფასებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/dip-korpusi.jpg itvს ლინკი
-
ტომი და ჯერი. დისკი 10 Tom & Jerry. Disk 10 1 სთ 18 წთ ჟანრი: ანიმაციური, საოჯახო რეჟისორი: უილიამ ხანა, , ჯოზეფ ბარბერა, , ჩაკ ჯონზი სტუდია: მეტრო გოლდვინ მაიერი View the full article
-
შემსრულებელი:Via Gra სიმღერის სახელწოდება: Pocelui ხანგრძლივობა: 00:04:03 ფორმატი: Mp4 ვიდეო: 1280x720 ხარისხი:HD ფაილის ზომა: 70 MB View the full article
-
itv სერ გარი ჯონსონი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/image0-150x150.jpgპრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გენერალი, სერ გარი ჯონსონი საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. სერ გარი ჯონსონი 1999 წლიდან, საქართველოში მიმდინარე ცვლილებების კერძოდ კი ძალოვან სტრუქტურებში რეფორმების ერთ-ერთი ავტორია. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/shavi-dajildoeba_wmv-v9wmv_000003960.jpg itvს ლინკი -
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/pepsi-max-150x150.jpg“იბერია რეფრეშმენთი” ქართულ ბაზარზე ახალ პროდუქტს “პეპსი მაქსს” უშვებს. დიეტური მატონიზებელი სასმელი კონკრეტულად მამაკაცთა სეგმენტზეა გათვლილი და საქართველოში მსგავსი ტიპის პირველი ბრენდია. სიახლის წყალობით კომპანიის მენეჯმენტი გაყიდვების მნიშვნელოვან ზრდას ელოდება. ბაზარზე გამოსვლიდან რამდენიმე დღეში “პეპსი მაქსმა” „პეპსის” მთლიან გაყიდვებში უკვე 20 პროცენტი დაიკავა. ბრენდის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა. ნახეთ დავით გოჩიაშვილის სიუჟეტი. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/dato-pepsi_wmv-v9wmv_000007838.jpg itvს ლინკი
-
ეს დაპირისპირება დევნილებსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის, რომელიც ფიზიკურ შეხლა შემოხლაში გადაიზარდა, 7 სექტემბერს მოხდა. მაჩაბლის 8 ნომრიდან გამოსახლებული 30-მდე დევნილი სამინისტროს შენობასთან გუშინ, დღის 11 საათისთვის, მივიდა. დევნილები ოფიციალური პირებისგან საცხოვრებლებით უზრუნველყოფაზე პასუხს ელოდნენ. აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც მაჩაბლის ქუჩაზე 2008 წლის შემდეგ ცხოვრობდნენ, 15 აგვისტოს გამოასახლეს. დევნილები ამბობენ, რომ გამოსახლების შემდეგ არც ერთი ოჯახი არ დათანხმდა მთავრობის შეთავაზებას და ამჟამად ღამეს ნათესავ-ახლობლებთან ათევენ. მთავრობა მათ იმ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას სთავაზობს, რომლებიც სამეგრელოს რეგიონის შვიდ რაიონშია რეაბილიტირებული. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეს შეთავაზება გუშინ სამინისტროსთან შეკრებილ დევნილებს კიდევ ერთხელ შეახსენა. ”ჩხოროწყუ, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა , აბაშა, ფოთი, სენაკი- ამჟამად თუ ვინმეს არა აქვს საცხოვრებელი, შეუძლიათ იგი ამ რაიონებში აირჩიონ - განაცხადა ეკა გულუამ ხმაური შეხვედრაზე სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა, რადგან დევნილები საცხოვრებელი ფართებით თბილისში დაკმაყოფილებას ითხოვდნენ. ისინი ამბობენ, რომ წლების მანძილზე თბილისში ცხოვრობენ და არ იციან, შემოთავაზებულ რაიონებში როგორ იპოვნიან საარსებო წყაროს. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც სამინისტროს თანამშრომელმა გივი გოგიტიძემ ერთ-ერთ დევნილს, ნარგიზა მაქაცარიას უთხრა, უბინაო იმიტომ ხარ, რომ ბინა გაყიდეო. მაქაცარიამ ნეტგაზეთს განუმარტა, რომ ბინა, რომლის შესახებაც გოგიტიძე საუბრობს, თავად შეიძინა: ”ჩემი საკუთრება იყო. როდესაც ჩამოვედი თბილისში, მაშინ შევიძინე. მერე გამიჭირდა და გავყიდე. ეს ბინა არ მოუცია ჩემთვის სახელმწიფოს”. თუმცა მაქაცარიას და სხვა დევნილებს საკუთარი ფულით შეძენილი უძრავი ქონება რომც გააჩნდეთ, სახელმწიფომ, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მათ ერთჯერადი ფულადი დახმარება მაინც უნდა გაუწიოს. " მესამე ეტაპზე დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ისურვებენ საცხოვრებელი ფართის მიღებას, ვინაიდან მათ გააჩნიათ სათანადო შემოსავალი და სურვილი, თავად შეიძინონ ბინა, მისი შეთავაზების ნაცვლად, დახმარება გაეწევათ. ფულადი თანხა მშენებლობისათვის საჭირო თანხაზე ნაკლები იქნება”, წერია სამოქმედო გეგმაში. „თუ დევნილს აქვს საკუთრება, რომელიც თავად შეიძინა, სახელმწიფო მას მაინც დაეხმარება. მესამე ეტაპი ამას გულისხმობს. შეიძლება დევნილს ჰქონდეს საკუთრება, მაგრამ, რასაკვირველია, დახმარებას მაინც მიიღებს” - ამბობს სამინისტროს პრესცენტრში ეკა გულუა. ამის მიუხედავად, ნეტგაზეთმა ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, მაშინ რატომ აპელირებდა დევნილებთან საუბრისას მათ მიერ გაყიდული საკუთრებით სამინისტროს თანამშრომელი გივი გოგიტიძე. მაჩაბლის #8 -დან გამოსახლებული აფხაზეთიდან დევნილი ზაირა ჩარკვიანი ამბობს, რომ 2008 წლამდე ბინას ქირაობდა, რისი შესაძლებლობაც მოგვიანებით აღარ ჰქონდა და საცხოვრებლის დაკმაყოფილების თხოვნით ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. ”ეკონომიკის სამინისტრომ მოგვწერა, მოგვენახა ისეთი ფართი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, მაგრამ არ ფუნქციონირებდა და მისამართი დაგვეზუსტებინა. მოვნახეთ ფართი, რომელიც სამი წელი არ ფუნქციონირებდა და სახელმწიფოსიც იყო. 2008 წლის 5 მაისს გავაკეთე რეესტრიდან ამონაწერი, რის მიხედვითაც, ეს ფართი არ იყო კერძო საკუთრება და ჩვენც ამ შენობაში შევედით”. მოგვიანებით შენობა თბილისის მერიის ბალანსზე გადავიდა. 2010 წლის აგვისტოში კი იქიდან დევნილები გამოასახლეს. სამინისტროს შენობასთან გუშინ ოჩამჩირედან დევნილი ემა ჯღამაძე ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მოვიდა და ნეტგაზეთს უთხრა, რომ ღამის გათევას სამინისტროს წინ, კარავში, აპირებდა: ”გოგო ასთმიანი მყავს, ქირის ფული არა მაქვს, აქ პურს ვაჭმევ, ლავაში მოგვაქვს და ვსიო… ახლა ორივე სკოლაში, პირველ კლასში, მიდის , ჭერი არა მაქვს და როგორ უნდა ვატარო? ახლობელთან ყოველ ღამე ხომ ვერ დავრჩები ღამე, მრცხვენია ასე, ორი ბავშვით.” სამინისტროს თანამშრომელთაგან 7 აგვისტოს მას არავინ შეხვედრია. სამინისტროს სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილემ შალვა ქელბახიანმა მხოლოდ რამოდენიმე დევნილი გაიყვანა სასაუბროდ. ერთ–ერთი მათგანი ზაირა ჩარკვიანი იყო, რომლის თქმითაც, სამინისტრო დევნილებს რუსთავში საცხოვრებლებით დაკმაყოფილებას ოქტომბრის დასაწყისისთვის შეპირპირდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://epn.ge/wp-content/uploads/Alexander-Stubb2-150x150.jpgფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ სტუბი სასტუმრო “რედისნოში” გამართულ ამბასადორეალზე სიტყვით გამოვიდა. ალექსანდრ სტუბმა ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება, კერძოდ კი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაზე. სტუბის განცხადებით საერთაშორისო ასპარეზზე ისეთი ქვეყნებიც გამოვიდნენ სიტყვით, როგორებიცაა ჩინეთი, ინდონეზია და სხვა ქვეყნები. იხილეთ epn.ge