Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/a8_4c6820d8aa291646242125.jpg ნგოგი ”ბირმინგემთან” ითამაშებს. ”ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი დარწმუნებიალია, რომ დავიდ ნგოგი შესძლებს მონაწილეობა მიიღოს ”ბირმინგემთან” მატჩში, რომელიც მომავალ უიქ-ენდზე გაიმართება. როიმ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს შემდეგი რამ განუცხადა: ”მას მცირე ტრავმა აწუხებდა, თუმცა ახლა იგი თავს უკეთ გრძნობს და ყველაფერი ნამდვილად კარგადაა. ნგოგი უიქ-ენდებამდე სპეციალური სავარჯიშო პროგრამით ივარჯიშებს, რათა მალე აღიდგინოს ძალები, ხოლო შემდეგ კი მე დარწმუნებლი ვარ, რომ იგი ”ბირმინგემთან” მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება”. წყარო:football.ua View the full article
  2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნების შესახებ გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუაციას მნიშვნელოვან… ლინკი მედიანიუსზე
  3. თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლებმა მათ მიერ შექმნილი პროექტის - “ვუსმენთ თბილისს” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს. … ლინკი მედიანიუსზე
  4. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრი აშენდება. მის მშენებლობას საძირკველი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი… ლინკი მედიანიუსზე
  5. საქართველოში “მცირე და საშუალო საწარმოების დაცვის ასოციაცია” დაფუძნდება. მისი დამფუძნებლები არიან საქართველოში აშშ-ს სავაჭრო პალატა, საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია,… ლინკი მედიანიუსზე
  6. გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, იოშკა ფიშერის განცხადებით, რუსეთი გაზსადენ “ნაბუქოს” პროექტის რეალიზაციის ჩაშლას ყველანაირად ცდილობს. ფიშერი… ლინკი მედიანიუსზე
  7. დღეს „ეროვნულმა ფორუმმა“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პარლამენტში ინიცირებისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების მეორე… ლინკი მედიანიუსზე
  8. FIFA-პრეზიდენტი ჯოზეფ ბლატერი მზადაა გადახედოს "ოქროს ბურთის" ტრაცისიის აღდგენას რათა ბოლო მოეღოს უაღრესად დაცვით ფებურთს რომელსაც ბოლო ხანებში შევეჩვიეთ. იხილეთ fanebi.com
  9. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღშფოთებულია გაეროს გენერალური ასამბლეას მიერ მიღებული რეზოლუციით, რომელმაც დაადასტურა ქართველი დევნილების უფლება, დაბრუნდნენ… ლინკი მედიანიუსზე
  10. „ცენტრ პოინტი“ ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ კლიენტებისგან თანხის დამატებას ითხოვს. ამის შესახებ რადიო „კომერსანტს“ კომპანიის კლიენტებმა აცნობეს. მათი… ლინკი მედიანიუსზე
  11. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის განცხადებით, საფრანგეთი, შესაძლოა, რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში დაეხმაროს. რუსი მინისტრის თქმით,… ლინკი მედიანიუსზე
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/200907315647-150x150.jpg რუსეთი ოპონენტების ლანძღვაზე გადავიდა, რადგან სათქმელი არაფერი აქვს, ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას ეხება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს 64-ე ასამბლეის რეზოლუციას კონტრპროდუქტიულს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას, მათ დასავლელ პარტნიორებს, ადრე თუ გვიან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამიოუკიდებლობის აღიარება მოუწევთ. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 7 სექტემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტეროტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი შეცვლის გამო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/nalbandovv.jpg itvს ლინკი
  13. 10ყველაზე ცხელი ბრაზილიელი ქალი ნახევრად ევროპელი,ნახევრად აფრიკელი ვიქტორია სეკრეტის მოდელი View the full article
  14. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/batumi.bmpმუსლიმანური სამყარო დღეს რამაზან ბაირამს აღნიშნავს. ბათუმელი მორწმუნეები დღესასწაულს მეჩეთში შეხვდნენ. საზეიმო ლოცვა აჭარის მუფთმა ჯემალ პაქსაძემ ჩაატარა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/batumi.jpg itvს ლინკი
  15. თურქული "ბეშიქთაშის" ნახევარმცველმა გუტიმ აღიარა რომ სამეფო კლუბზე ნაწყენია. მან ისიიც აღნიშნა რომ მათ გარეშე ამ სეზონზე რეალს ძლიან გაუჭირდება. იხილეთ fanebi.com
  16. ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედი ბრემენის ვერდერის ნახევარმცველით მარკო მარინით დაინტერესდა. იხილეთ fanebi.com
  17. http://www.polity.ge/images/catalog/business/borjomis-botli.jpgრადიო "კომერსანტისთვის" ცნობილი ხდება, რომ საქართველოში მინერალური წყლის უმსხვილესი მწარმოებელი "ბორჯომი" ბოთლს ცვლის. ჯერჯერობით უცნობია, რატომ მიიღეს კომპანიაში ეს გადაწყვეტილება ან კონკრეტულად ბოთლის რომელი ატრიბუტი შეიცვლება. polity.ge
  18. 4 მილიონ 400 ათასი ადამიანიდან, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, 371 ათას 341 ადამიანი ბიზნეს სექტორშია დასაქმებული, საქსტატის 2010 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით. სტატისტიკის სამსახურმა ბიზნეს სექტორის გამოკვლევის შედეგები 8 სექტემბერს გამოაქვეყნა. დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან, ამავე წყაროს მიხედვით, უმეტესობა, 58,7% მამაკაცია, ხოლო, 41,3% - ქალი. საქართველოში დასაქმებულების ყველაზე დიდი რაოდენობა მსხვილ საწარმოებზე მოდის. შემდეგ მოდის მცირე საწარმოები, სადაც დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 21,6% მუშაობს, ხოლო მესამე ადგილზე საშუალო საწარმოებში მომუშავე ადამიანებია. საშუალო თვიური ხელფასი, საქსტატის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორში მამაკაცებისთვის 600 ლარია, ხოლო ქალებისთვის 437 ლარი. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს მსხვილ საწარმოებში საშუალო ხელფასი 700 ლარზე მეტია, საშუალოში –400-ზე მეტი, ხოლო მცირე საწარმოებში კი– 300-ზე მეტი. დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში დომინანტი ვაჭრობის სფეროა. ასევე ავტომობილების, საყოფაცხოვრებო საგნების რემონტი, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა. მესამე ადგილზეა ჯანმრთელობის და სოციალური დახმარების სფერო, მომდევნო ორ ადგილს კი ტრანსპორტი და მშენებლობა იკავებს. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების სფეროში მომუშავე ადამიანების უმრავლესობა ქალია, ხოლო დამამუშავებელ მრეწველობაში მომუშავეები კი მამრობითი სქესისანი არიან. საქართველოში მომუშავე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, 58,9%, თბილისზე მოდის. მეორე ადგილზე იმერეთია, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 9.4%-ით, აჭარა 0,1%-ით ჩამორჩება ქვემო ქართლს და რეგიონში საქართველოში მომუშავეთა 7.6% ითავსებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური, რომელმაც ბიზნეს სექტორის 2010 წლის მეორე კვარტლის კვლევა გამოაქვეყნა, არსებული დოკუმენტის შენიშვნაში უთითებს, რომ კვლევაში არ იყო ჩართული საცალო ვაჭრობა ბაზრებსა და ბაზრობებზე. კვლევა არ მოიცავს არაფინანსურ სექტორს. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ნეტგაზეთს განუმარტეს, რომ კვლევაში არ არის აღრიცხული საბანკო, სადაზღვევო სექტორი , სახელმწიფო მმართველობის და შიდამეურნეობის სექტორები. სრული ინფო(netgazeti.ge)
  19. Dimitri Shashkini mshoblebis dasjaze by netgazeti.ge-1მშობელი, რომელიც ბოროტად თავს აარიდებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღებას, დაჯარიმდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მასწავლებელთა, დირექტორთა და მოსწავლეთა ეთიკის კოდექსების პრეზენტაციაზე, #51–ე საჯარო სკოლაში ისაუბრა. დიმიტრი შაშკინის განმარტებით, თუ ბავშვი სკოლაში რამდენჯერმე დააგვიანებს, დირექტორისაგან ან მასწავლებლისაგან რამდენიმე გაფრთხილებას მიიღებს, თუ სკოლაში წესრიგს დაარღვევს, სცემს ან აგინებს სხვებს, სამი–ხუთი ასეთი შემთხვევის შედეგად შესაძლებელია ამ ბავშვის მშობელი სკოლის მანდატურმა დააჯარიმოს. ,,მანდატურების მეშვეობით ჩვენ ავამოქმედეთ ეს მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საკმაოდ მტკივნეულ ფულად ჯარიმას იმ მშობლების წინააღმდეგ, რომლებიც ბოროტად თავს არიდებენ ბავშვის გაზრდას... ის, რომ მეორე ბავშვს ან მასწავლებელს შეურაცყოფა არ უნდა მიაყენოს და ის, რომ სკოლაში მოდის სასწავლებლად და არა მუსიკის მოსასმენად, ამას მარტო მასწავლებელი ვერ ასწავლის, ამას ასწავლის მშობელი და ეს მშობლის ვალდებულებაა. რომ გააჩინა ეს ბავშვი, ვალდებულია მშობელი, რომ გაზარდოს კიდეც’’, – განაცხადა შაშკინმა. მშობლის პასუხისმგებლობას შვილის გაზრდაში, მინისტრის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს. ასევე მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში კოდექსის ეს მუხლი მკვდარი იყო, 15 სექტემბრიდან კი ის ამუშავდება. უპასუხისმგებლო მშობლებისათვის, შაშკინის განცხადებით, ჯარიმა 100 ლარიდან ზემოთ იქნება. ბავშვის აღზრდისა და სწავლების მოვალეობის შესრულებას მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს საქართველოს ადმინიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172–ე მუხლი ავალდებულებს. მუხლის მიხედვით: ,,მშობლების ან მათი შემცვლელი პირების მიერ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობა, აგრეთვე, არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე ან მათ მიერ სხვა სამართალდარღვევათა ჩადენა (საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, აგრეთვე, მათ მიერ სპირტიანი სასმელების მიღება), –გამოიწვევს მშობლების ან მათ შემცვლელ პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოციდან ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე’’. ასეთი ნორმის არსებობა, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’’ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ჩხეიძეს გამართლებულად მიაჩნია. მისი აზრით, მშობლის ვალდებულება, რომ უზრუნველყოს ბავშვის ჯანსაღ გარემოში განვითარება, ყველა ქვეყანაში არსებობს და ეს უპირველესად ბავშვის უფლებიდან გამომდინარეობს. ჩხეიძის განმარტებით, მთავარი აქ კანონის ინტერპრეტაციაა: ,,დებულებაში წერია ბოროტად შეუსრულებლობა, რა ჩაითვლება ბოროტად შეუსრულებლობად, ეს არის ინტერპრეტაციის საკითხი. რასაც მინისტრი ამბობს, ობიექტურად რომ შევხედოთ, შეიძლება ჩაითვალოს შემთხვევად, როცა მშობელი ბოროტად არიდებს თავს ბავშვის აღზრდას, ამიტომ, შესაბამისი სანქცია შეიძლება სახელმწიფომ დააკისროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი ინტერპრეტაცია იქნება სწორი’’. ჩხეიძე ,,ნეტგაზეთთან’’ საუბარში იმ შემთხვევას განამრტავს, როცა შეიძლება კანონით მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მისი მოსაზრებით, რადგან საქართველოში საშუალო განათლების მიღება სავალდებულოა, მშობლები იძულებული არიან, უზრუნველყონ ბავშვების საშუალო განათლება. ,,როცა ბავშვი აცდენს გაკვეთილს, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი არ არის. თუ მშობელმა იცის, რომ ბავშვი აცდენს პერმანენტულად და იგი არანაირ რეაგირებას არ ახდენს, რამოდენიმე ასეთი შემთხვევის ერთობლიობამ შეიძლება მართლა გამოიწვიოს იმ დასკვნის გამოტანა, რომ მშობელი თავის მოვალეობას არ ასრულებს’’, – ამბობს ჩხეიძე. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, უპასუხისმგებლო მშობლებს 15 სექტემბრიდან ჯარიმას სკოლის მანდატური გამოუწერს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. /get_img?NrArticle=2334&NrImage=2 ქალ-ვაჟის პროექტის მაკეტი რკინის თაღს, რომელიც ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე დადგეს, ავტორები ”შავი ზღვის კარიბჭეს” უწოდებენ. მის დამონტაჟებაში ბიუჯეტიდან ხუთნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. ორმილიონნახევარი ლარი კი კიდევ ერთი ქანდაკების - ”ქალი და მამაკაცი” დამონტაჟებაში უნდა დაიხარჯოს. ის იახტკლუბთან დაიდგმება. ბიუჯეტიდან რვა მილიონამდე ლარის ხარჯვის დოკუმენტაციას ბათუმის საკრებულოსა და მერიაში ასაიდუმლოებენ. რკინის თაღის დანიშნულება, რომელზეც მილიონობით ლარი დაიხარჯა, ბათუმელებისთვის უცნობია. ასევე უცნობია, ვინ მიიღო ამ თაღის დადგმის შესახებ გადაწყვეტილება. ერთი შეხედვით, რთულია იმის გარკვევა, რისი სიმბოლოა თეთრსა და წითელ ფერებში გადაწყვეტილი რკინის კონსტრუქცია. როგორც ესპანელი არქიტექტორების - ალბერტო დომინგოსა და კარლოს ლაზაროს– ოფიციალური ვებ-გვერდიდან გავარკვიეთ, 35 მეტრი სიმაღლის თაღი "ქალაქის სული და ტენდენციაა". რკინის თაღის ესპანელი ავტორების აზრით, "შავი ზღვის კარიბჭე~"ბათუმის "მომავალი ორიენტირი" იქნება. ამ "ახალი საოცრების" აგებაზე (როგორც ეს ვებგვერდზეა მითითებული), ბათუმის საკრებულოს მიერ მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით, ქალაქის ბიუჯეტიდან 5,5 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო. კონსტრუქციის შესყიდვა-დამონტაჟებაზე გაფორმებულ ხელშეკრულებების ადგილზე გაცნობასა ან ქსეროასლების მოწოდებაზე მერიასა და საკრებულოში "ბათუმელებს" ამ ეტაპზე უარი უთხრეს. "შავი ზღვის კარიბჭის" დამონტაჟებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები შპს "გზამ" შეასრულა. მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ქსეროასლი არც "გზამ" მოგვაწოდა. "ხელშეკრულება უნდა მოგაწოდოთ მერიამ. ის არის ვალდებული. ჩვენ მხოლოდ ფუნდამენტი მოვამზადეთ და გეოლოგიური სამუშაოები ჩავატარეთ. რკინის კონსტრუქცია ესპანეთიდან ჩამოიტანეს", _ განაცხადა შპს "გზას" ფინანსურმა მენეჯერმა, ამირან ბერიძემ. მისივე ინფორმაციით, რკინის თაღზე მუშაობა ფირმისთვის მომგებიანი არ იყო, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვია: "ჩვენ მხოლოდ გზის სამუშაოებს ვაწარმოებთ. რკინის კონსტრუქციის დადგმა თავიდან არ იყო პროექტით გათვალისწინებული, შემდეგ გადაწყდა. ამიტომ გეოლოგიური სამუშაოები და კიდევ ბევრი სხვა დამატებითი ხარჯები დაგვჭირდა". ამირან ბერიძე აცხადებს, რომ ესპანელ არქიტექტორებთან ხელშეკრულება შპს "გზას" არ გაუფორმებია, თუმცა 3,6 მილიონი ლარი კომპანიის ანგარიშიდან გადაერიცხათ: "ჩვენი დამკვეთი მერიაა. მერიამ მოგვცა ფული, ჩვენ კი ესპანელებს გადავურიცხეთ. მათთან კონტაქტი არ გვქონია. ხელშეკრულება მერიას უნდა ჰქონდეს, ჩვენთან არ ყოფილა გაფორმებული". განსხვავებული ინფორმაცია აქვთ გამოქვეყნებული ესპანელ არქიტექტორებს თავიანთ ვებგვერდზე, რომლის მიხედვით, კონსტრუქციის დამკვეთი შპს "გზაა". ბათუმის მერიის მიმდინარე წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მიხედვით, "ლითონის არკის _ "შავი ზღვის კარიბჭის" შეძენისა და მონტაჟის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის" 5 047 860 ლარია გაწერილი. ამავე დოკუმენტით, "არკის" სამონტაჟო სამუშაოებისთვის ცალკეა გამოყოფილი 495 000 ლარი. ეს თანხები მიმდინარე წლის I და III კვარტალში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უნდა გახარჯულიყო. იმავე გეგმის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ მოგვაწოდა, ეს შესყიდვები "ქ. ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის" პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. თუმცა ამ პროგრამაში, რომელიც ასევე საკრებულომ მოგვაწოდა, რკინის თაღის შეძენა-დამონტაჟების სამუშაოები გაწერილი არ არის. მერიამ და საკრებულომ ასევე გაასაიდუმლოეს სკულპტურის _ "ქალი და მამაკაცი" _ დადგმასთან დაკავშირებული დოკუმენტაციაც. "ბათუმელების" ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით კი, აღნიშნული ქალ-ვაჟის მოძრავი სკულპტურის სამონტაჟო სამუშაოებისათვის მიმდინარე წლის ბათუმის ბიუჯეტიდან 2 400 000 ლარი გამოიყო. შესყიდვა ამ შემთხვევაშიც, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, II კვარტალში უნდა განხორციელებულიყო. "ქალი და მამაკაცის" დადგმისთვის საჭირო წინა საინჟინრო კვლევაში დამატებით 71 700 ლარია გადახდილი. როგორც "ბათუმელებმა" გაარკვია, სკულპტურის დამზადება შეკვეთილია. უცნობი რჩება, შედის თუ არა სკულპტურის სამონტაჟო სამუშაოებისათვის გამოყოფილ თანხაში თავად სკულპტურის დამზადება-შეძენის ღირებულება. უცნობია, არის თუ არა ხელშეკრულება გაფორმებული სკულპტურის ავტორთან. "ქალი და მამაკაცის" შესახებ ინფორმაციას არც ქალაქის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში ფლობენ. "გამიგონია ამ ქანდაკების შესახებ, მაგრამ, როგორც ვიცი, ეს ჯერ იდეის დონეზეა", _ ამბობს ამ სამსახურის წარმომადგენელი, ირაკლი ახალაძე. ქალაქის მთავარი არქიტექტორი, დავით ზოიძე: "ზუსტად ვერ გეტყვით, სად უნდა დაიდგას, გადაწყვეტილი არ არის. როგორც მითხრეს, მონუმენტი საზღვარგარეთ მზადდება, ავტორი ქართველია. ამ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავთო დარჩია უნდა ფლობდეს და იქნებ მას მიმართოთ". ქ. ბათუმის მერის მოადგილე, ავთო დარჩია: ”თანხებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ _ ეს საკითხი არ შედის ჩემს კომპეტენციაში. მე მხოლოდ ქანდაკების დადგმას უნდა გავუწიო ზედამხედველობა. როგორც ვიცი, ქანდაკება გერმანიაში მზადდება უჟანგავი ლითონისგან". ”ქალი და მამაკაცის” ავტორი უცხოეთში მოღვაწე ქართველი არქიტექტორი და სკულპტორი თამარ კვესიტაძეა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ”ქალი და მამაკაცი” (ანალოგიური სახელწოდებით. რომელსაც ბათუმში დგამენ) კულტურის სამინისტროს ცნობით, იტალიელმა მილიონერმა შეიძინა. მერიის პროგრამაში ხაზგასმულია, რომ "ქალ-ვაჟის მობილური ქანდაკება, რომელიც ბათუმში დაიდგმება, მუდმივი განვითარება-განახლების, ერთობისა და სიყვარულის სიმბოლოა”. შვიდმეტრიანი სკულპტურა, რომელიც სპეციალური მექანიზმისა და ელექტროენერგიის საშუალებით იმოძრავებს, იახტკლუბსა და შუქურას შორის მშენებარე ”ციხესიმაგრის” (პორტის) წინ, ნავსაყუდელთან (პირსთან) დაიდგმება. სკულპტურას გერმანული კომპანია ART Engineering GmbH -ი ამზადებს, რომელმაც თავისი წინადადება მერიას მიმდინარე წლის თებერვალში შესთავაზა. თუ სკულპტურა ნახშირბადოვანი ფოლადისგან დამზადდებოდა, იგი 477 500 ევრო ეღირებოდა, ხოლო უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული - 771 000 ევრო. ამას ტრანსპორტირებისა და მონტაჟის თანხაც (50 ათას ევრომდე) ემატებოდა. მერია სკულპტურას უჟანგავი ლითონისგან ამზადებინებს. ”რკინის თაღის” შეძენა-დამონტაჟებისა და ქალაქის ბიუჯეტიდან სხვა ძვირადღირებული სამუშაოების დაფინანსებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დედანში გაცნობის საშუალება "ბათუმელებს", ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის მერიაში და საკრებულოში არ მისცეს. ”ვერ ვიპოვე ხელშეკრულებები. ვეძებ და როცა ვიპოვი, მოგაწვდით”, - განაცხადა ”ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, გელა მახარაძემ. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ კი გელა მახარაძის პასუხი მერიის მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსის, ირინა შერვაშიძის მეშვეობით მივიღეთ: ”ასე თქვა, მოითხოვოს სასამართლოს წესითო”. ”ბათუმელებმა” ბათუმის მერს, რობერტ ჩხაიძეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ დოკუმენტების გაცნობის მოთხოვნით, შემდეგ კი ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. ზემოაღნიშნული საჯარო ინფორმაციის დედანში გაცნობის საშუალება არც ბათუმის საკრებულოში მოგვეცა. დოკუმენტების ნახვის სანაცვლოდ, ბათუმის საკრებულოდან ასეთი პასუხი მივიღეთ: "თქვენი წერილი განსახილველად მერიას გადაეცა". "ვნახე თქვენი წერილი. თუ არ ვცდები, ის უნდა გადაგვეგზავნა მერიაში. ზუსტად არ მახსოვს, გამოსული ვარ სამსახურიდან. ერთ საათში ვიქნები და შეგეხმიანებით..."_ განაცხადა "ბათუმელებთან" სატელეფონო საუბარში საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ, რომელმაც მოგვიანებით გვაცნობა, რომ მერიის კანცელარიისთვის მიგვემართა. საკრებულოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, "თვითმმართველი ქალაქის -ბათუმის– აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარე, შემდეგ საკრებულო და მერია. გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და მას ერთდროულად ორი აპარატი მოემსახურება, როგორც საკრებულოს, ასევე მერიის”. ამ ეტაპზე ბათუმის მერიაში ”ბათუმელების” ოთხი კორესპონდენცია და ერთიც ადმინისტრაციული საჩივარია პასუხგაუცემელი. ამ ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, გაირკვევა, ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი რამდენად კანონიერად დაიხარჯა. /get_img?NrArticle=2334&NrImage=1 ”შავი ზღვის კარიბჭე სრული ინფო(netgazeti.ge)
  21. http://assets2.liverpoolfc.tv/uploads/babel2_4c2a138891741843365868.jpg liverpoolfc.tv-ს ლივერპულის 23 წლის ფეხბურთელმა, რაიან ბაბელმა საინტერესო ინტერვიუ მისცა…– მოხარული ვარ როი ჰოჯსონის მოსვლით. გაურკვევი მდგომარეობა იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდება. კლუბში ყველას კარგად გვესმის და ვაცნობიერებთ, რაოდენ რთული წელი გველის წინ. ჩვენი მოვალეობაა ვიმუშაოთ მუხლჩაუხრელად, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვიცი რომ წელს ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ და რომ ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდება. როი მესაუბრა და მითხრა, რომ მომცემს შანს, რათა საკუთარი შესაძლებლობები უკეთ ვუჩვენო “წითლების” გულშემატკივარს. კარგია, როცა მწვრთნელი გენდობა. ყოველთვის ვამბობდი, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და უფრო კარგად ვიქნები როცა ჩემი შესაძლებლობების რეალიზებას მოვახდენ. ფერნანდო ტორესი თითოეულ ჩვენთაგანს სჭირდება. ჩვენზე კარგად ალბათ არავინ იცის, როგორ აკლია კლუბს. ის ყოველთვის დარჩება ჩვენს მე–9 ნომერად. წინ მართლაც რომ რთული სეზონი გველის. ამ პერიოდში გუნდს ყველა ფეხბურთელი დასჭირდება, უკლებლივ ყველა! კლუბს ჰყავს ახლწვეულებიც, რომლებიც შესანიშნავად მოერგნენ ნაკრებს. გვყავს ახალი მწვრთნელი, ფეხბურთელები. ყველაფერი ახალია კლუბში. რაც მთავარია გვაქვს… ამბიცია… კლუბი გაცილებით უფრო ძლიერი ხდება, რაც გვახარებს და ბრძოლის სტიმულს გვაძლევს.” წყარო: liverpoolfc.tv View the full article
  22. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია,რომ ინტერმა შეიძლება ბრაზილიელი კაკა იყიდოს.ამ ტრანსფერზე კომენტარი გუნდის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გააკეთა. იხილეთ fanebi.com
  23. იტალიური "მილანის" ახალშეძენილ ბრაზილიელ ლეგიონერს – რობინიოს ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის ფინალში კატალონიური "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაში სურს. იხილეთ fanebi.com
  24. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01457/Fernando_Torres_1457773i.jpg უკვე 2 დღეა, რაც ყველა დაუსრულებლად ლაპარაკობს არგენტინა–ესპანეთის ამხანაგურ შეხვედრაზე. მსოფლიო ჩემპიონებმა კრახი განიცადეს ბუენოს აირესში. ესპანეთის მარცხს, ამ ქვეყნის გულშემატკივრები, ვერ დააბრალებენ ფერნანდო ტორესს, რადგან მას ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია…ლიხტენშტეინთან მატჩში ფერნანდო ტორესმა 2 გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ შეახსენა ფეხბურთის გულშემატკივარს, რომ ჩვეულ ფორმას უბრუნდება. არგენტინასთან მატჩისას კი, სტადიონზე არ გამოსულა. დელ ბოსკემ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო – მის მაგივრად მანჩესტერ სიტის ფეხბურთელი დევიდ სილვა ათამაშა… http://assets1.liverpoolfc.tv/uploads/torres76512653_4c864d17bddf4674592244.jpgლივერპულის მენეჯერმა, როი ჰოჯსონმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: – ” ჩვენ ველაპარაკეთ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს, დელ ბოსკეს, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოცემულ მომენტში. ამ ნაკრებს უამრავი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ესპანეთის ნაკრებისთვის. აუცილებელიც არ იყო ტორესის გასვლა სტადიონზე. ახლა ნამდვილად არ იყო დრო, ახალ პრობლემას ეჩინა თავი და ტორესის გამოჯანმრთელება კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. იმ ხალხს სჭირდება “ელ ნინიო”, ვინც ჩვენგან წელს უკეთესს თამაშს მოელის. ფერნანდო მებრძოლი პიროვნებაა. ცდილობს ბოლომდე დაიხარჯოს და მალე ჩადგეს ჩვეულ ფორმაში. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად წარმატებებს მივაღწევთ.” წყარო: liverpoolfc.tv View the full article
  25. დებრეცენის ფეხბურთელები ფიორენტინას წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ დისკვალიფიცირებულები არიან იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...