planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://s45.radikal.ru/i109/1009/13/7a311b698777.jpg გთავაზობთ საინტერესო ვიქტორინას. ყველანი სრულიადში…წესი ასეთია: თუ თქვენ იქნებოდით ჰოჯსონის ადგილას, დღეს ვის დააყენებდით ძირითად შემადგენლობაში? ჩემი შემადგენლობა ასეთია: ჯონსი კელი კირგიაკოსი აგერი ვილსონი მეირელეში სპირინგი ბაბელი პაჩეკო კოული ნ’გოგი <p style="text-align: left;"> View the full article
-
http://a.pix.ge/b/w8vbs.jpg დღეს “ლივერპულმა” ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა – “წითლები” მზად არიან გადაიხადონ 20 მილიონი ურუგვაელ ფორვარდში – ედისონ კავანში.ინგლისიდან იტალიაში ანგარიშები უკვე გადაიგზავნა და უახლოეს მომავალში “პალერმო” თავის ერთ-ერთ ლიდერს აუცილებლად შეელევა. ოფიციალურად ედისონ კავანი “არწივების” (“პალერმო”) ფეხბურთელია, მაგრამ ახლა იჯარით “ნაპოლში” იმყოფება. “ელ მატადორი” (ზედმეტსახელი) გახლავთ 23 წლის და 1.88 სმ სიმაღლის. “ლივერპული” თითქოს ვალებში იმყოფება, მაგრამ ისინი მეგა ტრანსფერისთვის მზად არიან, ამასთანავე მათ გაყიდეს არგენტინის ნაკრების კაპიტანი ხავიერ მასკერანო და იმ ფულით აპირებენ კავანის გადმობირებას. ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია, აქვს შესანიშნავი დრიბლინგი, არის ტექნიკური და ურტყავს ძალიან ძლიერად. სტივენ ჯერარდთან და ფერნანდო ტორესთან ერთად შესანიშნავ თავდასხმას შექმნის – ამაში როი ღრმად დარწმუნებულია. წლევანდელ პრემიერ ლიგის სეზონში “ლივერპულმა” 15-დან მხოლოდ 5 ქულა აიღო და ჰოჯსონი ფიქრობს თავდასხმას რაც შეიძლება მალე უნდა მიხედოს და “ელ მატადორი” ამ პრობლემას უცბად მოაგვარებს. ინფორმაციის წყარო:Liverpoolfc.Tv / Footylatest.com View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/bavshvi-150x150.jpgქვეყანაში ოჯახის დაგეგვმის და რეპროდუქტოლოგიის პოლიტიკის დაბალი მაჩვენებლის გამო არაერთი ქალი მიმართავს აბორტს. ასევე ხშირია დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობაც. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/reproduktologia.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png მოლი კორსო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილში ყოველთვის იყო შოუს ელემენტები. ახლა საქართველოს პრეზიდენტი გართობასა და პოლიტიკას შორის მთლიან შერწყმას უწევს ლობირებას, რადგან საქართველოში ტურიზმის რეკლამირება უნდა პრემიერ-მინისტრის ოფისის თანახმად, საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-ს საკაბელო ტელევიზიის პოპულარულ არხთან MTV-ისთან დაკავშირებულ ორგანიზაციასთან. მოლაპარაკებების საგანია შავი ზღვის კურორტზე, ქალაქ ბათუმში ყოველწლიური როკ-ფესტივალების გამართვა. ოფიციალური პირი, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ილაპარაკა იმის გამო, რომ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, დაადასტურა რომ მოლაპარაკებები მთავრობასა და MTV-ს შორის მიმდინარეობს. თუ შეთანხმება შედგა, როკ-კონცერტი ზუსტად მოერგება თბილისის მიდრეკილებას გამოიყენოს მუსიკა სახელმწიფო პოლიტიკის რეკლამირებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიზანი ტურიზმის მხარდაჭერა იქნება. საქართველოს ოფიციალური პირები განსაკუთრებით იმედოვნებენ, რომ გაიმეორებენ MTV-ის მალტის ფესტივალის წარმატებას. MTV-ის მიერ დადგმულ ამ ყოველწლიურ ღონისძიებას მეოთხე წელი უსრულდება და სწორედ ისაა იმის მიზეზი, რომ ფესტივალის დაფუძნების შემდეგ მალტას ყოველწლიურად დამატებით ათობით-ათასი ტურისტი გაუჩნდა. მალტის ტურისტული ხელმძღვანელობის განცხადებით, 30 ივნისს გამართულ უფასო შოუს, რომელშიც Kid Rock-ი, Kelis-ი და სხვა საერთაშორისო მასშტაბის მუსიკოსები მონაწილეობდნენ, 50 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ამ ბოლო წლებში სააკაშვილის ადმინისტრაციამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ და საერთაშორისო მუსიკალურ ძალებს, რათა განემტკიცებინა მისი მთავრობის პოლიტიკის მხარდაჭერა და ტურისტების ყურადღება მიექცია. აგვისტოს ბოლოს სააკაშვილმა მთავრობის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ 2013 წლიდან ყოველწლიურად უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ ადგილობრივ მცხოვრებთა რიცხვს უნდა გადააჭარბოს – „თუ გულმოდგინედ ვიშრომებთ, ჩვენ მივაღწევთ… 10 მილიონ ტურისტს“ - განაცხადა მან 30 აგვისტოს შეხვედრაზე. გასულ ზაფხულს ბათუმმა კონცერტების მთელ წყებას უმასპინძლა, რადგან სააკაშვილი და მისი მთავრობა ცდილობს რეკლამირება გაუკეთოს ტურიზმს შავი ზღვის სანაპიროზე. ამ კონცერტებზე სხვადასხვა კატეგორიის მუსიკოსები უკრავდნენ, სრულიად უცნობები და ოდესღაც პოპულარულები: ბალადების შემსრულებელი, ანგლო-ირლანდიელი კრის დე ბურგი, ერთი ჰიტის ავტორი რომლის სიმღერა Lady in Red 1986 წელს დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველ ადგილზე გავიდა, ალბათ ყველაზე ცნობილი იყო მათ შორის, ვინც ბათუმში დაუკრა. MTV-ის ორგანიზებული ღონისძიება ბათუმში უფრო დიდ სახელებს მიიზიდავდა: Black Eyed Peas-ი, Lady Gaga და ენრიკე იგლესიასი წარსულში მალტას კონცერტებზე მთავარ ნომრებს ასრულებდნენ. იყო ცნობები იმის შესახებ, რომ ამ წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ თითქმის მიაღწია შეთანხმებას როკის ლეგენდა სტივ ვანდერთან ქვეყანაში მისი ჩამოსვლის შესახებ, მაგრამ სტივ ვანდერმა რომელიც ახლა 60 წლისაა განაცხადა რომ ვერ გაემგზავრება საქართველოში შეზღუდული განრიგის გამო. ორიგინალი ორიგინალი
-
მაღალტექნოლოგიური ბიომეტრიული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 65 ლარად, მხოლოდ მათთვის, ვისაც ყდაზე ბორჯღალოს გამოსახულებიანი მოქმედი პასპორტი აქვთ. გაზიარება [16:00 21-09-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TJnv4SNg0bI/AAAAAAAAEDg/D5hwKd48D_E/s200/49_1080_255340_axali20pasporti3.jpgაღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, 2011 წლის 1 იანვრიდან ძალას კარგავს ბორჯღალოს გამოსახულებიანი საქართველოს მოქალაქის პასპორტი. მხოლოდ მათ, ვისაც აქვთ ამ ტიპის მოქმედი პასპორტი, შესაძლებლობა ეძლევათ 2011 წლის 1 იანვრამდე შეცვალონ ისინი მაღალტექნოლოგიური ბიომეტრიული პასპორტით 100 ლარის ნაცვლად 65 ლარად. ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი ძალას მაშინ შეინარჩუნებს, თუ მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფება. საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი ძალაშია მოქალაქის საქართველოში დაბრუნებამდე ან საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის ახალი პასპორტის მიღებამდე. ცნობითვის, მათ, ვისაც აქვთ ბორჯღალოს გამოსახულებიანი პასპორტი მოქმედი ვიზით, ბიომეტრიული პასპორტის მიღების შემთხვევაში შეუნარჩუნდება ძველი პასპორტიც. საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები ძველი პასპორტით მხოლოდ საქართველოში შემოსვლას შეძლებენ, ხოლო საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის ბორჯღალოს გამოსახულებიან პასპორტთან ერთად ახალი ბიომეტრიული პასპორტის წარდგენაც იქნება სავალდებულო. რაც შეეხება 2006 წლიდან 2010 წლის მაისამდე გაცემულ ახალსიმბოლიკიან პასპორტებს, იგი ვადის გასვლამდე ძალაშია და პასპორტის შეცვლა სავალდებულო არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულატაციის მისაღებად სამოქალაქო რეესტრში მუშაობს საინფორმაციო სამსახური, რომლის ნომერია 40 10 10. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/050910_new_casino_signatures2-150x150.jpg8 ოპოზიციური პარტიის ინიციატივით საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით 130 000 ხელმოწერა შეგროვდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/porumi.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/jandacv-150x150.jpgჰოსპიტალური განვითარების პროექტის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობა-კეთილმოწყობას სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/hospitali.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/natosource_header.jpg ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატო: ევროპაზე გამავალი ეს ხიდი, ნატო-სა და რუსეთს შორის, ევროპას უფრო სტაბილურს და დაცულს ხდის. დიახ, ჩვენ ხანდახან გვაქვს უთანხმოება და ფუნდამენტურად არ ვეთანხმებით ერთმანეთს ზოგიერთ საკითხზე, ისეთზე როგორიცაა საქართველო, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ ის, რომ ამან არ დაჩრდილოს ამ ურთიერთობების მნიშვნელობა და პოტენციალი, რათა ყველა ჩვენგანი უფრო დაცული იყოს მე შემიძლია წარმოვიდგინო რას ფიქრობს ზოგიერთი თქვენგანი: ლამაზი ხატ-სურათია, მაგრამ ცოტა არ იყოს ზედმეტად ვარდისფერი. რა ხდება იმ საკითხების ირგვლივ, სადაც ნატო-ს ქვეყნები და რუსეთი ვერ თანხმდებიან? მაგალითად, როგორაა საქმე საქართველოსთან დაკავშირებით? და მე მთლიანად ვიზიარებ ამ შეშფოთებას. მართლა არსებობს საკითხები, რომლებზეც უბრალოდ ვერ შევთანხმდებით. რუსეთის ჯარის მასობრივი კონცენტრაცია საქართველოში მისი მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ, ერთ-ერთი ასეთი საკითხია. ასეთივეა რუსეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება სარაკეტო დანადგარების საქართველოში დაყენების შესახებ, რაც ჩვენი რწმენით, სახიფათო ნაბიჯია, რადგან პირდაპირ ეწინააღმდეგება პრეზიდენტებს, მედვედევსა და სარკოზის შორის დადებულ საზავო შეთანხმებას. ასევე მიუღებელია რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება ნატო-ს წევრი-ქვეყნებისთვის. ასე რომ თქვენ ხედავთ, საქართველოსთან და სხვათა შორის მოლდავეთში რუსეთის სამხედრო საკუთრების ყოფნასთან დაკავშირებით, საერთო პოზიციას ვერ გამოვნახავთ. მაგრამ ამას ყველაფრის პარალიზების ნებას ვერ მივცემთ. ეს ყველასთვის კონტრპროდუქტიულია. ჩვენ დავიცავთ მასპინძელი ქვეყნის თანხმობის პრინციპს, რაც როგორც უკვე ვახსენე, ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებათა ხელშეკრულების (CFE) პაკეტის ნაწილია, მაგრამ არსებობს პოზიტიური განმტკიცების პოტენციალი. ჩვეულებრივ შეიარაღებათა კონტროლი ევროპაში წინ მხოლოდ მაშინ წაიწევს, თუ დავიცავთ მასპინძელი ქვეყნის თანხმობის პრინციპს. ეს ფუნდამენტური რამაა და ეს საქართველოზე ისევე ვრცელდება, როგორც ყველა სხვა ქვეყანაზე. არ არსებობს სხვა გზა. ამიტომაა რომ საერთო სურვილი, რომელიც CFE-ის პროგრესს გულისხმობს, დაეხმარება საქართველოში შექმნილი ჩიხის მოხსნას ისე, რომ სრულად იქნას დაცული მასპინძელი ქვეყნის თანხმობის პრინციპი და საქართველოს მთლიანობა და სუვერენიტეტი. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sajaro-reestri-150x150.jpgბიომეტრიული პასპორტები 100 ლარის ნაცვლად 65 ლარი ეღირება. ამის შესახებ განცხადება საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sajaro-reestri1.jpg itvს ლინკი