Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/09/logo_slate-150x57.png ენ აპელბაუმი ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა რეალობა გააშიშვლა. ევროპა დღეს არა აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძის გასწვრივ იყოფა, არამედ პრინციპით: აყვავებული ჩრდილოეთი და გაღატაკებული სამხრეთი ერთი პოლონელი და რამდენიმე ესტონელი ბერძნულ კაფეში საუბრობენ. ისინი იმ დროზე მსჯელობენ, რომელიც აქ უფროს ნელა მიედინება და ბერძნების მსუბუქ ყოფაზე ხუმრობენ: ყველა შვებულებაშია, ფულის გადახდა კი გერმანელებს უწევთ! ისინი უძრავი ქონების ბაზრის ბოლო ისტორიებს ჰყვებიან. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ყველა სახლს ორი ფასი აქვს: ოფიციალური და რეალური – ამბობს ერთ-ერთი. ოფიციალური ფასის მიხედვით გადასახადებს იხდიან, რეალური ფასით კი უძრავ ქონებას ყიდულობენ. ამის თაობაზე ყველა ძალოვანმა სტრუქტურამ იცის, მაგრამ თვალის დახუჭვას ამჯობინებენ. საგადასახადო ინსპექციაც კი. ოჰ, რა თქმა უნდა, კორუმპირებული ჩინოვნიკები – წამოიძახა მეორემ – ადრე ეგეთები ჩვენთან ესტონეთშიც იყვნენ. დიახ, დიახ – ისმის ხმა მეორე ბოლოდან – პოლონურ სახლებსაც ჰქონდათ ადრე ოფიციალური და ნამდვილი ფასი, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო, მას შემდეგ ათი წელი გავიდა, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი აღმოსავლეთსა და დასავლეთზე. დღეს კი ზოგიერთების აზრით გამყოფი ხაზი, რბილად ჩრდილოეთ-სამხრეთ მიმართულებაში გარდაიქმნება. ჩრდილოეთი და სამხრეთი. ამ ახალი კონცეფციით აღფრთოვანებული არავინ არის, განსაკუთრებით ახალი სამხრეთი და მაინც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი წარმონაქმნის ყველა წევრი აუცილებლად ევროპის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს: საუბარი არა გეოგრაფიულ კრიტერიუმებზე, არამედ პოლიტიკურ ჟარგონზე. სამხრეთში ყველა ის ქვეყანა გაერთიანდა, რომლის პოლიტიკური კლასი უუნარო აღმოჩნდა ეროვნული ბიუჯეტები გაეწონასწორებინა და ჩინოვნიკური აპარატი შეემცირებინა, ხოლო ამომრჩეველმა მათ მიერ შეთავაზებული მკაცრი ეკონომიის გეგმა მშვიდად ვერ მიიღო. ასეთები აღმოჩდნენ საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, უნგრეთი, ბულგარეთი და ირლანდია. ჩრდილოეთში აღმოჩნდა გერმანია, პოლონეთი, ესტონეთი, სკანდინავიის ქვეყნები, ჩეხეთი და სლოვაკია. ახალი ბიუჯეტის მიღებამ ბრიტანეთის მთავრობას „სამხრეთელთა“ რიგების დატოვების და კვლავ „ჩრდილოეთელებთან“ მიერთების საშუალება უნდა მისცეს. საფრანგეთი ძველებურად ბალანსს იცავს ორ ბანაკს შორის. თუმცა მდიდარი მხოლოდ ჩრდილოეთი არ არის: სამხრეთის დიდი ნაწილიც არც თუ ისეთი ღარიბია, მაგრამ თუკი ჩრდილოეთში კერძო კაპიტალი იზრდებოდა სახელმწიფო სექტორის ფეხდაფეხ, სამხრეთში ამ უკანასკნელს პირველი მნიშვნელოვნად აჭარბებს. ყველა შემთხვევაში ეს ერთ-ერთი არსებითი მოსაზრებაა. მე შესანიშნავად მესმის, რომ ეს სუბიექტური კატეგორიებია და ერთი ან მეორე კლუბის კუთვნილებაზე კამათი ძალიან მარტივად შეიძლება. საეჭვოა პოლონეთის მმართველები მათი ესპანელი კოლეგებისგან ძალიან შორს იდგნენ. ირლანდიული კაპიტალიზმი გარკვეული თვალსაზრისით მის ჩეხურ ანალოგზე ბევრად უკეთ გამოიყურება. იტალიაში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე ესტონეთში, ხოლო მთელი რიგი „სამხრეთის“ მთავრობები ყველაფერს აკეთებენ რეფორმების სწრაფად განხორციელების (რომლებიც ნორმალურ პირობებში ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ უნდა განხორციელებულიყო) და საკუთარი ეკონომიკის „ჩრდილოეთიზაციისთვის“. მართალია ზოგიერთი ქვეყანა რა თქმა უნდა საკუთარი ბანაკის ჩარჩოებში ბოლომდე ვერ ეწერება, მაგრამ სამხრეთად და ჩრდილოეთად გაყოფის ფაქტის უარყოფა დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია. მეტიც, დღეს ეს ხაზი იმაზე გაცილებით მკაფიოდ ჩანს, ვიდრე ტრადიციული გამყოფი ხაზი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის. არ შეიძლება ახალ ჩრდილოეთში გერმანიის წამყვან როლზე თვალის დახუჭვა. დანარჩენები მის მიბაძვას ცდილობენ. მისი საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, რომლის მიღწევაც შესაძლებელი გახდა შრომის და საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმის წყალობით, ბევრ ისეთ ქვეყანას იზიდავს, ვისაც მისი წარმატების გამეორება სურს. გერმანიის ეკონომიკური გავლენა რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია და მომავალში მხოლოდ გაიზრდება. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ახალი ჩრდილოეთი ევროს ზონას სრულად არ შეესაბამება: მისი ყველა წევრი ევროპული ვალუტით არ სარგებლობს, მაშინ როდესაც სამხრეთში მას ბევრი იყენებს. სიტუაცია ერთგვარად ალოგიკურად გამოიყურება: ჩრდილოეთის ეკონომიკები აქტიურად ავითარებენ კავშირებს და სულ უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს, მაგრამ განსხვავებულ ფულს იყენებენ და იმავდროულად, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და საბერძნეთი – ქვეყნები, რომლებსაც სახელმწიფო სახსრებთან და ბიუჯეტთან აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აქვთ, ერთ მონეტარულ ზონას განეკუთვნებიან. ხომ არ აჯობებდა ევროსთვის თავის დანებება და ერთგვარ „ჩრდილოურ“ ვალუტაზე გადასვლა? კიდევ რამდენი დრო დასჭირდება იმას, რომ ეს იდეა პოლიტიკოსებს გონებაში გაუჯდეთ, პირველ რიგში გერმანიაში? თუმცა ჯერ-ჯერობით მსგავსი არაფერი ხდება: ევროპამ ამ წლის დასაწყისში გერმანიის ხელმძღვანელობით საბერძნეთის ეკონომიკა გადაარჩინა. უზარმაზარი ფინანსური ნაკადების სანაცვლოდ მან ღრმა სტრუქტურული და საბიუჯეტო გარდაქმნების განხორციელება მოითხოვა. იმავდროულად, სასწაულებრივი გადარჩენა დიდი ევროპული სოლიდარობით არ აიხსნება: ახალ ჩრდილოეთს სინამდვილეში ახალი სამხრეთის პრობლემებთან საქმე არა აქვს. მან სურვილის გარეშე და სერიოზული ფილტრის შემდეგ ფული მაინც გაიღო, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ბანკების დასახმარებლად, რომლებსაც საკმარისზე დიდი რაოდენობის ბერძნული ფასიანი ქაღალდები ჰქონდათ და როგორც სჩანს, მსგავს გულუხვობას „სამხრეთელები“ მეტჯერ ვეღაც ნახავენ. ორიგინალი ორიგინალი
  2. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8296 ლარის ნიშნულზე გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/davitashvili15-150x150.jpgხალხის პარტია შეეცდება სამოქმედო გეგმები გააცნოს საზოგადოებას და მხარდაჭერის შემთხვევაში ერთად განვსაზღვრონ სამომავლო სტრატეგია. “ჩვენ მივესალმებით მსგავს შეხვედრებს. ჩვენი სასაუბრო თემა შეეხება დევნილებსა და სოციალურად დაუცველ პირებსაც”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დარბაზ “ჯაზუში” მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც მოწვეულები იყვნენ “ხახლის პარტიისა” და “კონსერვატიული პარტიის” წარმომადგენლები. იხილეთ epn.ge
  4. http://www.1000goals.com/wallpapers3/raul-meireles-6.jpg “წითლების” ახალწვეულმა, რაულ მეიერელეშმა ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლივერპულში ყველაზე მეტად სტივენ ჯერარდს და ჯეიმი კარაგერს აფასებს. – ” უდიდესი სიმპატიით ვარ განწყობილი სტივენ ჯერარდის და ჯეიმი კარაგერის მიმართ. მიზეზი უბრალოა – ისინი თავიაანთი ქვეყნის ქალაქის კლუბში თამაშობენ, იხარჯებიან მისთვის, იბრძვიან ბოლომდე და იგებენ ტიტულებს. ყოველთვის, როდესაც მისვამდნენ კითხვას, თუ ვინ არის საუკეთესო ნახევარმცველი ევროპულ ფეხბურთში, ყოყმანის გარეშე ვპასუხობდი – სტივენ ჯერარდი! ასევე საუკეთესოდ მიმაჩნია ანდრეს ინიესტა. როცა გუნდში გყავს ჯეიმის და სტივენის ტიპის 2 ფეხბურთელი, შეუძლებელია რაიმეს არ მიაღწიო. მჯერა და ზუსტად ვიცი, რომ თუ ერთად ვიდგებით, ყველაფერი გამოვა…” წყარო: live4liverpool.com View the full article
  5. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/mtavroba1-150x150.jpgჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის პროგრამების სააგენტო უქმდება. განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში სააგენტოს გაუქმების გადაწყვეტილება სამინისტროში მიმდინარე სტრუქტურლი ცვლილებებით ახსნა. დღევანდელი მთავრობის სხდომის დეტალები ნახეთ ნუცა კოპალიანის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/mtavro.jpg itvს ლინკი
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/21092010geoflv_000046988-150x150.jpgონის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 1971 წ. დ. გოჩა ე გავაშელი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა თავისი მეუღლე ეკატერინე გავაშელი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/police1.jpg itvს ლინკი
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/parlamenti9-150x150.jpgქართული დასი მოსამართლეებისთვის საცდელი ვადის გაუქმებას და მათ უვადო დანიშვნას ითხოვს. ჯონდი ბაღათურია აღნიშნულ საკითხს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე დააყენებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/jondi1.jpg itvს ლინკი
  8. ონის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 39 წლის გოჩა ომარის ძე გავაშელი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა თავისი… ლინკი მედიანიუსზე
  9. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/brief_en-200691815436_wheat_on_stalk-150x150.jpgხორბლის მსოფლიო დეფიციტის პირობებში საქართველომ ყაზახეთიდან შესაძლოა ნახევარი მილიონი ტონა ხორბალი მიიღოს. როგორც ყაზახეთის მთავრობა აცხადებს, ხორბალი ჯერ აზერბაიჯანში გადამუშავდება და საქართველოშიც მხოლოდ ამის შემდეგ შემოვა. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივ წისქვილკომბინატებს, სადაც იმპორტირებული ხორბლის ნახევარზე მეტი იფქვება გაკოტრების საფრთხე დაემუქრება. რამდენად რეალურია მოვლენების ასეთი განვითარება და როგორია ქართული კომპანიების მოლოდინი - ნახეთ დავით გოჩიაშვილის სიუჟეტში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/yazaheti.jpg itvს ლინკი
  10. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს გამგეობაში ნათესავები ჰყავს დასაქმებული. გამგებელი მისი მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის მეჯვარეა; გამგებლის თანაშემწე… ლინკი მედიანიუსზე
  11. “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ორგანიზებით, თბილისს იორდანიის მცირე და საშუალო საწარმოების ასოციაციის წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვია. როგორც “ექსპრესნიუსს” “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციიდან” აცნობეს, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში 22 სექტემბერს იორდანიელი ბიზნესმენები ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. იმავე დღეს, 12.00 საათზე სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” დაგეგმილია მათი პროდუქციის გამოფენის მოწყობა, რომელსაც ოფიციალურად საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია გახსნის. იორდანელ ბიზნესმენთა დელეგაცია საქართველოში 25 სექტემბრამდე დარჩება. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gilauri27-150x150.jpgსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. როგორც პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, გილაური თურქეთში 29-30 სექტემბერს გემგზავრება, სადაც შეხვედრას პრემიერ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან გამართავს. მხარეები შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელებენ. იხილეთ epn.ge
  13. საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ქვეყნის პენიტენციარულ სისტემაში არსებულ ვითარებას მძიმესა და კრიტიკულს უწოდებს. როგორც დღეს… ლინკი მედიანიუსზე
  14. საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, იზრდება პოლიციის უფლებამოსილება და სამართალდამცავ… ლინკი მედიანიუსზე
  15. სიღნაღის რაიონის დაბა წნორში მცხოვრები, 24 წლის ნინო ქემაშვილი, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტომ დღეს, დილით მესამე შვილი… ლინკი მედიანიუსზე
  16. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/magda1-150x150.jpgსაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მარჩენალდაკარგულ ოჯახებს მთავრობა ცხრა თვის გაცდენილ დახმარებას სრულად აუნაზღაურებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/ma.jpg itvს ლინკი
  17. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და შიდა ქართლის… ლინკი მედიანიუსზე
  18. ხვალ თბილისში, სასტუმრო `თბილისი მარიოტში” საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის განმტკიცების პროექტი… ლინკი მედიანიუსზე
  19. http://a.pix.ge/n/9wq0q.jpg ოფიციალურ საიტზე ჩატარდა გამოკითხვა თუ ვინ იყო საუკეთესო “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ. გამარჯვებული რათქმაუნდა “ლივერპულის” სული და გული, უდავო ფავორიტი და ლიდერი, სტივენ ჯერარდი გახდა. მან ხმების 73% დააგროვა. მეორე ადგილზე რაულ მეირელეში გავიდა 12%-ით. ხოლო მესამე ადგილი 8%-ით კრისტიან პოულსენმა დაიკავა. View the full article
  20. http://www.goldfishsyndrome.com/wp-content/uploads/2010/07/Robbie_Fowler__Live_449973c.jpg “ლივერპულის” ლეგენდამ დღეს ოფიციალურ საიტთან ფერნანდო ტორესის შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა “ელ ნინიოს” სათამაშო ფორმას. “ეს მხოლოდ დროის საკითხია – ის ფანტასტიკურია. როდესაც ფერნანდო საუკეთესო ფორმაში ჩადგება “ლივერპულის” შედეგებზე მერე ვისაუბროთ. ის ექსტრაორდინალურია, ის უძლიერესია. როდესაც მას ბურთი უჭირავს “ნანდო” ფსიქოლოგიურად ჩაგრავს მცველებს. შორს რატო უნდა წავიდეთ? კვირას ვინც ვიდიჩის თამაშს დააკვირდა აშკარად არ უდგებოდა ტორესს, და თუ დგებოდა თითქმის მუხლები უკანკალებდა. ხშირ შემთხვევაში მას ჯონი ევანსი ეთამაშებოდა. ფერნანდოს ფორმის არავის შეეშინდეს – მან ერთი წლის განმავლობაში მუხლზე ორი ოპერაცია გაიკეთა, რაც არაა პატარა საქმე. ტორესი დღითიდღე უმატებს – ეს ძალიან სასიხარულოა. მე მინდა გავაფრთხილო იმ კლუბის წევრები, რომლებიც მომავალში “ლივერპულს” შეხვდებიან, უბრალოდ მათ ორ სიტყვას ვეტყვი: უფრთხილდით ნანდოს !!! ” View the full article
×
×
  • შექმენი...