Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ახალი კომედია მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ დაიქირავეს ერთხელ სადაზღვეო კომკპანიის ახალგაზრდა თანამშეომელი თავზეხელაღებული როკერის გასაცილებლად ლონდონიდან კონცერტზე ლოს–ანჯელესის ბერძნულ თეატრში... View the full article
  2. წიგნი ახწერს თუ როგორ ბავამზადოთ ავეჯი მარტივად აგრეთვე მოცემულია სხვადა სხვა ტიპის ავეჯის ნახაზები View the full article
  3. ფილმი მოგვითხრობს საბჭოთა პერიოდოდან დღევანდელ დღემდე რუსეთის და საბჭოთა შავი სამყაროს წარმომადგენლების სხეულებზე გამოსახული ტატუების მნიშვნელობაზე და წარმოშობის ისტორიახე . ფილმში მონაწოლეობას იღებენ ნამდვილი ე.წ. ზეკები ..... View the full article
  4. ბარში ლუდის სმისას და არაფრის შესახებ საუბრისას..და მეორე დღეს საუზმისას, ერინის უსაზღვრო მახვილგონივრობა და გულწრფელი უშუალობა გულგატეხლ გარეტს ხიბლავს. ვნება კვლავ იფეთქებს მასში და გრძნობა ორივე ახალგაზრდას წალეკავს მთელი ზაფხულის განმავლობაში, მაგრამ არავინ ელოდა რომანის გაგრძელებას, რადგან ერინი სახლში მიემგზავრება სან-ფრანცისკოში, ხოლო გარეტი ნიუ-იორკში რჩება სამუშაოდ. თუმცა შეუჩერებელი მხიარულების ექვსი კვირა, იმხელა მნიშვნელობას იღებს, რომ ორივე უკვე დარწმუნებული არაა, სურთ თუ არა რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს... View the full article
  5. ჟურნალი Maxim 2010-10 უკრაინა View the full article
  6. ჟურნალი topgear 0910 View the full article
  7. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/economist.jpg ეს მისი ერთ–ერთი საუკეთესო ხუმრობა იყო. ოთხნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტზე ემბარგო დააწესა (შესაძლოა გაყალბებული სამედიცინო დასკვნების საფუძველზე), რითაც ღვინის მწარმოებლებს ახალი კლინტების მოზიდვისკენ უბიძგა და გასულ კვირას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის, რომ მისი წყალობით დღეს ქართული ღვინო მისი არსებობის მანძილზე საუკეთესოა. 2004 წელს ქართული ღვინის 80%–ის ექსპორტი რუსეთში ხორციელდებოდა; დღეს პროდუქცია 30 სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება. საერთაშორისო კონკურენციის პირობებში, საუკეთესო ღვინოების ხარისხი გაიზარდა: მაგალითად, ამ თვის დასაწყისში, ბადაგონის 2007 წლის Alaverdi Tradition–მა ლონდონში პრესტიჟული პრემია Decanter მოიპოვა. ღვინოს ქართულ იდენტობაში ცენტრალური ადგილი უკავია: მისი ეკონომიკის საფუძველი, განსაკუთრებული სიამაყის წყარო და ძალიან ხშირად, ავტომობილის არააკურატული მართვის მიზეზიც. ზოგიერთი არქეოლოგის მტკიცებით, ღვინის წარმოება სწორედ აქ, დაახლოებით 8 000 წლის წინ დაიწყო. და 200 წლის განმავლობაში ქართული ღვინო რუსულ პალიტრას ამშვენებდა. სიტუაცია 1985 წელს გაუარესდა, როდესაც მიხეილ გორბაჩოვმა ანტი–ალკოჰოლური კამპანია წამოიწყო. მთელს საბჭოთა კავშირში ვენხები განადგურდა; საქართველოში მათი დაახლოებით მეოთხედი გადარჩა. დამოუკიდებლობის პირველ წლებში ეკონომიკურმა კოლაფსმა წარმოება კიდევ უფრო დაანგრია. საქართველოს ექსპორტის ძირითად ბაზრებზე ფალსიფიკაცია გავრცელდა. რუსული ემბარგოს შემოღებით კი, ექსპორტი მკვეთრად დაეცა: ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2007 წელს მისი მოცულობა 2005 წელთან შედარებით 36 %–მდე დაეცა. ზოგიერთი წარმოება დაიხურა; სხვები გადარჩენისთვის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ექსპორტის შეზღუდულ ბაზარზე და ქართველ ემიგრანტებში იბრძოდნენ. სიტუაცია გაუმჯობესდა. წელს ექსპორტი უკრაინასა და ყაზახეთში, საქართველოს ყველაზე დიდ უცხოურ ბაზრებზე, 2009 წელთან შედარებით გაიზარდა. ამ წლის დასაწყიში, ფალსიფიცირებული ღვინის შემცირების მიზნით, ევროკავშირმა საქართველოს გეოგრაფიული ტერმინების დაცვის გადაწყვეტილება მიიღო. და საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი ფაქტი. ამ კვირის ბოლოს 2010 წლის მასის ღვინის საერთაშორისო პრიზით კახეთის არქიეპისკოპოსი ქართული ღვინის წარმოებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდება. თუმცა უამრავი პრობლემა რჩება. პირველ რიგში, ქართული ღვინო ძალიან ძვირია იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს დასავლეთ ევროპისა და აშშ–ს დიდ ბაზრებზე. და ქვეყანა აუცილებელი კვალიფიციური პროფესიონალების დეფიციტს განიცდის, რომლებიც დარგს უფრო კონკურენტუნარიანს გახდიდნენ. გასულ კვირაში პრეზიდენტი სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ ღვინის ინდუსტრიის კრიზისი დასრულდა. შესაძლოა, ის საკუთარი წარმატებებით ხარობდა. ორიგინალი ორიგინალი
  8. http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2010/8/18/1282146038589/Brad-Jones-006.jpg “ლივერპულის” პირველ ნომერს ხვალ მეორე დაბადების დღე აქვს. როი იძახის ბრედი ძირითადში იქნებაო…ხვალ “ლივერპული” “ნორთჰემპტონთან” ენფილდზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა ხვალ ისეთ ფეხბურთელებს ვათამაშებთ, ვისაც გაცილებით ნაკლები შანსი აქვთ ძირითადში მოხვედრისო. უპირველეს ყოვლისა კი ეს ეხება ბრედ ჯონსს, რომელიც “წითლებში” ახალწვეულია. საუბარი მარტო ბრედზე არაა…ასევე ძირითადში უნდა ველოდოთ დენი ვილსონს. ახალგაზრდა მცველმა წელს შოტლანდია გააოცა და ამის გამო დღეს “ლივერპულის” 22 ნომრის პატრონია. სოტირიოს კირგიაკოსი და დანიელ აგერი ასევე ძირითადში დაიწყებენ. “დანიელ აგერი და სოტირიოს კირგიაკოსი ითამაშებენ ცენტრში, ხოლო ვილსონი კი მარცხენივ. დროთა განმავლობაში დენი და დანიელი ადგილებს გაცვლიან. შეუცვლელი მხოლოდ მარტინ კელი იქნება. მას მთელი მარჯვენა მხარის “აწიოკება” ევალება. ის არის ფეხბურთელი რომელიც ბურთს კარგად ფლობს და აქვს დიდი პოტენციალი (კელი). ბრედ ჯონსი – მეკარე, რომელიც რეგულარულად თამაშობს ავსტრიის ნაკრებში და თამაშობდა “მიდლსბროში”, ამიტომ მას 90 წუთს ვაჩუქებ. პეპე რეინა არის კაცი რომელმაც უნდა ითამაშოს ყველა მატჩი, მაგრამ ისიც ადამიანია და მასაც სჭირდება დასვენება. სავარაუდოდ ძირითადში იქნებიან რაიან ბაბელი, დანიელ პაჩეკო და დავიდ ნგოგი”. ინფორმაციის წყარო: Liverpolfc.Tv View the full article
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/asiatimes_thumb-150x62.jpg ვლადიმერ სოკორი რუსეთმა, როგორც ჩანს ვერ შეძლო ევროპაში „სამხრეთ ნაკადის“ მილსადენის ლობირება და კონკურენტ „ნაბუქოზე“ უპირატესობის მოპოვება. „ნაბუქომ“ გაზი ევროპულ ბაზრებს აზერბაიჯანიდან, თურქეთის გავლით უნდა მიაწოდოს. შედეგად, მოსკოვი დღეს სასოწარკვეთილი უარყოფს კასპიის აუზში „ნაბუქოსთვის“ აუცილებელი ხელმისაწვდომი გაზის მარაგების არსებობას. პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ეს ოფიციალური კურსი რუსეთის ექსპერტთა კლუბ „ვალდაის“ ახლახანს გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე დააფიქსირა. მან განაცხადა, რომ პროექტი „ნაბუქო“ არ შეიძლება მთლიანად აზერბაიჯანის იმედზე იყოს, რადგან ბაქომ გაზის მიწოდებაზე კონტრაქტი რუსეთის გაზის კომპანია „გაზპრომთან“ გააფორმა, და რომ კასპიის საზღვაო საზღვრებზე არსებული დავა აზერბაიჯანის გავლით თურქმენეთის გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას ხელს შეუშლის. პრემიერ–მინისტრის ღვარძლიანი ტონი და მისი განცხადებების შინაარსი იმაზე მიუთითებს, რომ გამარჯვების შანსი მას ფაქტობრივად აღარ დარჩა. „ნაბუქოს“ პროექტში აზერბაიჯანის როლი გადამწყვეტია. რუსეთი ახლა აზერბაჯანული გაზის იმპორტის გაზრდას მთელი ძალით ცდილობს, რომ „ნაბუქოსთვის“ რაც შეიძლება ნაკლები გაზი დარჩეს. პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ბოლო ვიზიტისას ამ ქვეყანაში „გაზპორმმა“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობ–კომპანიასთან ხელი მოაწერა 2 მილიარდი კუბომეტრი გაზის შეძენაზე 2011 წელს (2009 წელს საუბარი იყო მხოლოდ 500 მილიონ კუბომეტრზე, 2010 წელს კი მილიარდზე). მეტიც, ხელშეკრულება არანაირ შეზღუდვებს არ აწესებს აზერბაიჯანიდან რუსეთში გაზის მიწოდების ყოველწლიურ მოცულობაზე. ამასთანავე, მედვედევის იმავე ვიზიტის დროს, „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა გასაგებად აღნიშნა ის, რომ რუსული კომპანია მზადაა შაჰ–დენიზის საბადოს დამუშავების მეორე ეტაპის წილის შესაძენად. ეს საბადო „ნაბუქოს“ პროექტის პირველი ფაზისთვის გაზის მთავარი წყარო უნდა გახდეს. თუმცა, საბოლოო ჯამში „გაზპრომის“ ძირგამომთხრელი საქმიანობა უშედეგოდ დასრულდება. აზერბაიჯანისგან გაზის შეძენაზე გაფორმებული მისი ხელშეკრულებები ერთი წელია რაც მოქმედებს. შესაბამისად, როდესაც მილსადენი „ნაბუქო“ ამუშავდება, აზერბაიჯანი ექსპორტის გადამისამართებას რუსული მიმართულებიდან დასავლეთისკენ შეძლებს, აირჩევს რა ტრანსპორტირების უფრო კარგ ფასსა და უკეთეს პირობებს. რაც შეეხება შაჰ–დენიზს, ამ მომენტისთვის რუსეთს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია იმის, რომ საბადოზე მომუშავე კონსორციუმს დამუშავების მეორე ეტაპის მონაწილეებში „გაზპრომის“ მიღება აიძულოს. ამ კონსორციუმში შემდეგი კომპანიები ერთიანდებიან: BP და ნორვეგიული Statoil, რომლებიც აქციების 25,5 პროცენტის მფლობელები არიან, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ–კომპანია, რუსული „ლუკოილი“, ფრანგული Total, და ირანის ნაციონალური ნავთობ–კომპანია. თითოეული მათგანის წილია 10 პროცენტი, და თურქული Turkish Petroleum 9 პროცენტით. ხმათა თანაფარდობა იმის მცირე შესაძლებლობასაც კი არ ტოვებს, რომ მმართველი კომიტეტი „გაზპრომს“ კონსორციუმში საკუთარი ნება–სურვილით მიიღებს. როგორც მოსალოდნელია, მეორე ეტაპმა 2016 წლიდან ყოველწლიურად 16 მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდება უნდა უზრუნველყოს. პროექტის არსებობის განმავლობაში ინვესტიციების მოცულობამ 20 მილარდი დოლარი უნდა შეადგინოს, შესაბამისად საინვესტიციო გადაწყვეტილება 2011 წლისთვის მიღებულ უნდა იქნას. ეს პირობები მანამდე ჩამოყალიბდა, სანამ სამი მსხვილი ფინანსური დაწესებულება „ნაბუქოს“ პროექტის დაფინანსების მზადყოფნას გამოთქვამდა, რამაც თავის მხრივ შაჰ–დენიზის კონსორციუმს დიდი ხნის ნანატრი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების სტიმული უნდა გაუჩინოს. საბადოს კომერციულმა ოპერატორმა Statoil–მა ახლახანს პოტენციური კლიენტები შაჰ–დენიზის მეორე ეტაპის გაზის მიწოდებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის მიიწვია. მიწვევა იმ კონსორციუმებმა და კომპანიებმა მიიღეს, რომლებიც სამ პროექტში მონაწილეობენ. ესენია: „ნაბუქო“, გაზსადენი „თურქეთი–საბერძნეთი–იტალია“ (ITGI) და ტრანსადრიატიკული გასადენი (რომლის აქციონერებშიც თავად Statoil–ი შედის, და რომელიც იმავე ქვეყნებზე გადის, რომელზეც ITGI). „ნაბუქოს“ კონსორციუმი პროექტის პირველი ფაზისთვის რვიდან ათი მილიარდი კუბომეტრი აზერბაჯანული გაზის მიღებას ელოდება. აზერბაიჯანის გათვლით, ამ მოცულობის უდიდეს ნაწილს შაჰ–დენიზის მეორე ეტაპი უზრუნველყოფს, ხოლო „ნაბუქოს“ მეორე ფაზაზე თურქმენეთის გაზიც წამოეწევა. ეს გეგმები შეიძლება ჩაიშალოს, თუკი გაზი, რომლის მოპოვებაც შაჰ–დენიზზე ხდება, რამდენიმე მილსადენზე გადანაწილდება. სამი განსახილველი გაზსადენებიდან მხოლოდ ნაბუქოს (31 მილიარდი კუბომეტრი გაზის გამტარიანობის უნარითა და ცენტრალურ ევროპაზე ორიენტაციით) აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა – როგორც ცალკე აღებულ გაზსადენს, ასევე გაზის სამხრეთ დერეფნის ევროპული პროექტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ამ პროექტის ნაწილს ITGI–ს და ტრანსადრიატიკულ გაზსადენს ნაკლები გამტარობა აქვთ და ევროპის სამხრეთით – იტალიაში მიემართებიან. უდაოა, მათთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ისინი ბიზნესის თვალსაზრისით საინტერესოა, მაგრამ მთელი დატვირთვით ამუშავებული „ნაბუქოს“ გარეშე ისინი ევროპაში მიწოდებების დივერსიფიკაცის საქმეში მნიშვნელოვან როლს ვერ შეასრულებენ. სამხრეთ დერეფნის (რომელიც თავის თავში უნდა მოიცავდეს ასევე „თეთრი ნაკადის“ მილსადენის პროექტს, რომელიც კასპიის გაზის რუმინეთსა და უკრაინაში ტრანსპორტირებისთვისაა განსაზღვრული) ყველა ეს პოტენციური კომპონენტი აუცილებელია ცენტრალური აზიიდან ევროპაში გაზის მიწოდებების მაქსიმალურად გაზრდისთვის, რამაც გაზის საბადოების დამუშავებაში ინვესტიციების სტიმულირებას უნდა შეუწყოს ხელი. თუმცა ისინი არაეფექტური გახდება ან უბრალოდ ზედმეტიც კი, თუკი საბოლოო ჯამში აზერბაიჯანული გაზის შეზღუდული მარაგებისთვის ერთმანეთთან კონკურენციას დაიწყებენ. ფინანსური დაწესებულებების მიერ გაკეთებული არჩევანი, რომლებმაც „ნაბუქოს“ მხარდაჭერა გადაწყვიტეს, იმას ადასტურებს, რომ ამ პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას ფინანსიტებიც აცნობიერებენ. პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებების მიუხედავად, თურქმნეთი ნელ–ნელა ეძებს ისეთ სატრანსპორტო გადაწყვეტას, რომელიც მას „ნაბუქოს“ გაზით მომარაგების შესაძლებლობას აზერბაიჯანიდან მისცემს. არაფერი არ მიუთითებს იმაზე, რომ აშხაბადი უცხოეთში არსებული უთანხმოების გამო კასპიის გავლით გადამრთველის მშენებლობას ჩაშლის. პირიქით, წელს მან თურქმენეთის ტერიტორიის გავლით „აღმოსავლეთ–დასავლეთის“ მილსადენის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული გაზის საბადოებიდან კასპიის სანაპიროსკენ მიემართება. მილსადენის ეს პროექტი, რომლის გამტარიანობა 2015 წლიდან 30 მილიარდი კუბომეტრი უნდა გახდეს, იმას ადასტურებს, რომ თურქმენეთი მის დასავლეთ საზღვართან არსებული გაზის შესაბამისი მარაგების გაყიდვას გეგმავს, როდესაც მზად იქნება მილსადენი, რომელიც კასპიის ზღვაზე გაივლის. ეს „ნაბუქოს“ არა მხოლოდ მთელი ძალით ამოქმედების საშუალებას მისცემს, არამედ ხელს შეუწყობს სამხრეთ დერეფნის ევროპული პროექტის ცხოვრებაში რეალიზაციას. მეორე მხრივ, თუკი ევროპა ამ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებს, აშხაბადს მოუწევს უარის თქმა „აღმოსავლეთ–დასავლეთის“ პროექტზე და ამ მარაგების რუსეთში გადამისამართება (კასპიის სანაპიროდან ჩრდილოეთით მიმავალი მილსადენის საშუალებით, რომლის გაფართოების ინიციატივითაც რუსეთი გამოდის) ან სხვა არაევროპულ ქვეყნებში. ნაბუქოს აქციონერების გავლით (გერმანული RWE, უნგრული MOL და ავსტრიული OMV), ისინი გაზს ერაყის ქურთისტანიდან მიიღებენ. შარშან, MOL–მა და OMV–მ ცალ–ცალკე Pearl Petroleum–ის კონსორციუმის აქციების 10% შეიძინა, რომელიც ერაყის ამ რეგიონში გაზის საბადოებს ამუშავებს. კონსორციუმში გადამწყვეტ როლს თამაშობს კერძო კომპანია Dana Gas–ი, რომლის შტაბ–ბინაც შარჯაშია. გასულ თვეში RWE–მ რეგიონის ხელისუფლებასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას გაზის საბადოების დამუშავებასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნაზე. ამან შეიძლება ნიადაგი მოამზადოს ქურთისტანის რაიონებიდან გაზის ევროპაში მიწოდებისთვის თურქეთის გავლით „ნაბუქოს“ მილსადენის საშუალებით, ყოველ შემთხვევაში RWE ასეთ მიწოდებებზე შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. მართალია, ერაყის ცენტრალური ხელისუფლებას ბაღდადში იურიდიული და საბიუჯეტო ხასიათის პრეტენზიები აქვს, თუმცა ქურთისტანის ხელისუფლება თავის მხრივ პირობას დებს, რომ ნაციონალური და რეგიონალური კანონმდებლობის თანახმად, შემოსავალს ცენტრს გაუნაწილებს. მართალია, ერაყის ამ ნაწილიდან გაზის მიწოდებების მოცულობა, ვადები და სხვა პირობები კონკრეტულად განსაზღვრული არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, ქურთისტანს „ნაბუქოს“ პროექტში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. გასულ თვეში, კონსორციუმმა თურქეთში ორი დამხმარე განშტოების მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო – ერთი საქართველოს საზღვრიდან მოდის და მეორე ერაყიდან (გაზით მომარაგებისთვის კასპიის აუზიდან და ერაყის ქურთისტანიდან). ამგვარად პროექტის პერსპექტივამ უფრო კონკრეტული კონტურები მიიღო, როგორც გაზით უზრუნველყოფის, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც. ორიგინალი ორიგინალი
  10. 22 სექტემბერს, 11:00 საათზე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ჯეიმი მაკგოლდრიკი ინტერნეტ კონკურსის – ~რა არის დემოკრატია?~ გამარჯვებულებს დააჯილდოებს. მის: ერისთავის ქ. #9; გაეროს სახლის საკონფერენციო დარბაზი 22 სექტემბერს, 11.00 საათზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია ბრიფინგს გამართავს. თემა: “მინდობილობის/რწმუნებულების და გარიგების ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტის მეშვეობით დამოწმება”. მის: დავით აღმაშენებლის გამზ. №150 22 სექტემბერს, 11.00 საათზე, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურად დაუცველი პენსიონერის ოჯახში მივა. მის: გლდანის VI მ/რ, 30-ე კორპ. ბ. #10 (შეკრება მოხდება პოლიციის აკადემიასთან) 22 სექტემბერს, 12.00 საათზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: `ბიომეტრიული პასპორტი 100 ლარის ნაცვლად 65 ლარად, მხოლოდ მათთვის, ვისაც ყდაზე ბორჯღალის გამოსახულებიანი მოქმედი პასპორტი აქვს”. მის: წერეთლის გამზ. #67ა 22 სექტემბერს, 12.00 საათზე, სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტში~ გამოფენა – `დამზადებულია იორდანიაში~ გაიხსნება. 22 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო ~თბილისი მარიოტში” საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროექტი ერთობლივი ინიციატივის პრეზენტაციას გამართავენ. 22 სექტემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო საკონსტიტუციო, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიების, ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომადგენლები და ექსპერტები კონსტიტუციის პროექტზე იმსჯელებენ. 22 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო “ბეტსის” საკონფერენციო დარბაზში პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დამფუძნებელი კონფერენცია გაიმართება. მის: მაყაშვილის ქ. 32/34 22 სექტემბერს, 14:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი (№239) 22 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა ჩატარდება. კომისიის სათათბირო ოთახი 22 სექტემბერს, 15:00 საათზე, ~ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების~ ლიდერი ირაკლი ალასანია ბრიფინგს გამართავს. თემა: ~ხელისუფლების მხრიდან ქართულ ბიზნესზე ზეწოლა~. მის: ცაგარელის ქ. #74 22 სექტემბერს, 15:00 საათზე, “კინოს სახლში” ~ადამიანის უფლებათა ცენტრის~ ტელესტუდია HRIDC TV ვახტანგ მაისაიასთან დაკავშირებით გიორგი ჯანელიძის დოკუმენტური ფილმის “მოხალისე ჯაშუში” პრეზენტაციას გამართავს. იხილეთ epn.ge
  11. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01461/dirk-barry_1461412c.jpgხვალ დირკი “ნორთჰემპტონთან” ვერ ითამაშებს, თუმცა მომდევნო ორ მატჩში, “სანდერლენდთან”, ან “ულტრეხტთან” აუცილებლად გამოვა მოედანზე. ჰოლანდიელმა ნაკრებში თამაშისას მიიღო ტრამვა. მის გამოჯანმრთელებას ჯერ არ ელოდებოდნენ, თუმცა “მისტერ დურასელი” დროზე ადრე გამოვა მოედანზე. “დირკი ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდა ვარჯიშზე. ჩვენ მას დიდ ძალას არ ვატანთ, თუმცა თავად ბოლომდე იხარჯება. “ “ჩვენ 3-5 კვირა მის გამოჯანმრთელებას არ მოველოდით, თუმცა საოცრად სწრაფად იღდგენს ძველ ძალას. რაც შეეხება აურეილის, მასთან ცოტა ღტულადაა საქმე.” წყარო: Liverpoolfc.tv View the full article
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainf-2-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainf-21.jpg itvს ლინკი
  13. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg გია ნოდია 18 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს ბათუმში შეხვდა და ორ ქვეყანას შორის კონფედერაციის შექმნის „იდეა“ ახსენა. ამ ფრაზამ მყისიერად გაუჩინა ხალხს კითხვა იმის შესახებ, თუ ზუსტად რას გულისხმობდა პრეზიდენტი. მას შემდეგ ანალიტიკოსები კითხვებს სვამენ და იდეებსაც გვთავაზობენ ჟურნალისტები და პოლიტიკური კომენტატორები სამხრეთ-კავკასიის ორივე ქვეყნიდან იდეას (მიუხედავად იმისა ეთანხმებიან, თუ არა) კონფრონტაციული გეოპოლიტიკის ტერმინებში განიხილავენ. აგვისტოში რუსეთი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებს სომხეთში 2044 წლამდე გაუგრძელებენ ვადას. ამავე დროს მათ გააფართოვეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა: ამიერიდან რუსეთი ვალდებულია ნებისმიერი სომეხი გარე საფრთხისგან დაიცვას, რასაც ერევანი პირველ რიგში აზერბაიჯანისგან მოელის. მოკლედ სომხეთი რუსეთის კიდევ უფრო ახლო მოკავშირე გახდა, ვიდრე ეს აქამდე იყო. დისკუსიები ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაციის გარშემო მყისიერად მოათავსეს ტრადიციული „ვერტიკალური“ ღერძის, რუსეთი-სომხეთის (და შესაძლოა ირანის) და საქართველო-აზერბაიჯანის (და შესაძლოა თურქეთის) „ჰორიზონტალური“ ღერძის კონტექსტში. არ დაავიწყდათ არც ოკეანის გაღმა მოკავშირეები და დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ რაღა თქმა უნდა, კონფედერაციის იდეა ვაშინგტონიდან მოდის და რუსეთის შეკავებას ისახავს მიზნად. მოკლედ, სომხურ-თურქული ურთიერთობების დათბობის მარცხიანი მცდელობის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა: 1990-იან წლებში ჩვენ ამ თემებზე ლაპარაკი გვიყვარდა. მაგრამ მაინც რა კონკრეტული პოლიტიკური და იურიდიული ნაბიჯებია გადასადგმელი „კონფედერაციის“ ამ პროექტის განსახორციელებლად? არაფერი სპეციფიკური ჯერ-ჯერობით ამის შესახებ არ მსმენია. თავდაპირველად მოდი გავიხსენოთ, ამ ორი თვის წინ რა თქვა ზუსტად სააკაშვილიმა. „რამდენიმე წლის წინ მე ვთქვი, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონფედერაციული ურთიერთობები“ – განაცხადა სააკაშვილმა – „ფატქობრივად ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად სცილდება იმას, რაც ქვეყნებს ჩვეულებრივ შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ ერთმანეთის გაგრძელებას წარმოვადგენთ“. მოკლედ, რომ ვთქვათ ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაცია მომავლის პროექტი კი არაა, არამედ აწმყოს აღწერაა. შესაბამისად ტერმინი პირდაპირი იურიდიული მნიშვნელობით არ უნდა განვიხილოთ, არამედ როგორც რიტორიკული გამოთქმა, რომლითაც აღინიშნება „განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის“. გარდა ამისა, ადამიანები პრეზიდენტის გარემოცვაში ამტკიცებენ, რომ იგივე შეიძლება ითქვას ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე: აქაც სიახლოვის ხარისხი ძალიან მაღალია. რაღა თქმა უნდა, სომხური მხარე ამ ტერმინის გამოყენებას (თუნდაც რიტორიკულად) ბევრად უფრო ნაკლებად მიესალმება. ცხადია, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ურთიებებს შორის ტოლობის დასმა თვალთმაქცობა იქნებოდა. რუსეთთან ცივი ომის პირობებში, საქართველო ვერ იქნება ნასიამოვნები რუსულ-სომხური სამხედრო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციით. მტრები და მეგობრები მაგრამ იმ ორი ცხადი ფაქტიდან, რომ საქართველო და რუსეთი მტრები არიან, ხოლო სომხეთი და რუსეთი მეგობრები, ხისტი გეოპოლიტიკური დასკვნების გამოტანა არც სომხეთისთვის და არც საქართველოსთვის არ იქნება მომგებიანი. ასევე რუსეთს და აზერბაიჯანს არ სურთ მტრებად გადაქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მტრები არიან, ხოლო სომხეთი და რუსეთი – მოკავშირეები. გეოპოლიტიკური ფორმულა, რომლის თანახმადაც „ჩემი მტრის მეგობარი, ჩემი მტერია“ დღეს კავკასიას არ მიესადაგება და მადლობა ღმერთს. რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველო რეგიონალურ ურთიერთობებს მეტ მნიშვნელობას ანიჭებს და აქტიურად ცდილობს კავშირების ინტენსიფიცირებას იმისდა მიუხედავად თუ რა ურთიერთობა აქვთ სხვა სახელმწიფოებს ერთმანეთთან. ამაში რუსეთთან კონკურენციის ელემენტიც არის. რუსეთის პოლიტიკა სააკაშვილის მთავრობის არ ცნობისა, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას ისახავს მიზნად. მოსკოვს არა მხოლოდ ის სურს, რომ თბილისისადმი დასავლეთის მხარდაჭერას გამოუთხაროს ძირი, არამედ ისიც რომ საქართველო რეგიონალური კავშირებიდანაც გააძევოს. სააკაშვილი კონტრ-ზომებს მიმართავს და აქამდე ძირითადად წარმატებით. მართალია ყოველთვის შეიძლება იმაზე კამათი, თუ რას ნიშნავს „წარმატება“, მაგრამ შექმნილ გარემოებებში საქართველო რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობათა ნებისმიერ დათბობას თავის წარმატებად და ამავე დროს რუსეთის მარცხად მიიჩნევს. რუსეთი სხვადასხვა ეკონომიკური პროექტით აქტიურად ცდილობს აზერბაიჯანი თავისი გავლენის სფეროში შემოიყვანოს. სანამ დასავლეთის პატრონაჟის ქვეშ თურქეთს და სომხეთს ფლირტი აქვთ, ხოლო აზერბაიჯანი თავისი უახლოესი მეგობრებისგან, ანკარასგან და ვაშინგტონისგან თავს მიტოვებულად გრძნობდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რომ გარკვეული სახით გეოპოლიტიკური ცვლილება შესაძლებელია, მაგრამ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დაჩქარება და ”ნაბუქოს” მილსადენის პროექტის რეალიზაციისკენ გადადგმული ახალი ნაბიჯები, იმის მაჩვენებელია რომ ალიანსი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი ჯერ კიდევ ფუნქციონირებს. ეს ის პროექტებია, რომლებიც ყველაზე მეტად ანიჭებს რეალურ მნიშვნელობას რიტორიკულ ტერმინს „კონფედერაცია“. მაგრამ მეორეს მხრივ, მარტში ზემო ლარსში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნა სულაც არაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დათბობის ნიშანი, (როგორც ეს დასავლელ ექსპერტებს უნდათ რომ გაიგონ). ეს სომხურ-ქართული თანამშრომლობის გამოხატულებაა, რადგან გზა ყველაზე მეტად სომხეთს სჭირდება. რა მნიშვნელობა აქვს მაშინ უწოდებენ თუ არა ასეთ მეგობრობას „კონფედერაციას“? ორიგინალი ორიგინალი
  14. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty1.jpg გია ნოდია 18 ივლისს საქართველო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას,ილჰამ ალიევს ბათუმში შეხვდა და ორ ქვეყანას შორის კონფედერაციის შექმნის „იდეა“ ახსენა. ამ ფრაზამ მყისიერად გაუჩინა ხალხს კითხვა იმის შესახებ, თუ ზუსტად რას გულისხმობდა პრეზიდენტი. მას შემდეგ ანალიტიკოსები კითხვებს სვამენ და იდეებსაც გვთავაზობენ. ჟურნალისტები და პოლიტიკურიკომენტატორები სამხრეთ კავკასიის ორივე ქვეყნიდან იდეას (მიუხედავად იმისა ეთანხმებიან, თუ არა) კონფრონტაციული გეოპოლიტიკის ტერმინებში განიხილავენ. აგვისტოში რუსეთი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებს სომხეთში 2044 წლამდე გაუგრძელებენ ვადას. ამავე დროს მათ გააფართოვეს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა: ამიერიდან რუსეთი ვალდებულია ნებისმიერი სომხეთი გარე საფრთხისგან დაიცვას, რასაც ერევენი პირველ რიგში აზერბაიჯანისგან მოელის. მოკლედ, სომხეთი კიდევ უფრო ახლო მოკავშირე გახდა რუსეთისა, ვიდრე ეს აქამდე იყო. დისკუსიები ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაციის გარშემო მყისიერად მოათავსეს ტრადიციული „ვერტიკალური“ ღერძის, რუსეთი-სომხეთის (და შესაძლოა ირანის) და საქართველო აზერბაიჯანის (და შესაძლოა თურქეთის) „ჰორიზონტალური“ ღერძის კონტექსტში . არ დაავიწყდათ არც ოკეანისგადაღმელი მოკავშირეები და დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ რაღა თქმა უნდა, კონფედერაციის იდეა ვაშინგტონიდან მოდის და რუსეთის შეკავებას ისახავს მიზნად. მოკლედ, სომხურ-თურქული ურთიერთობების დათბობის მარცხიანი მცდელობის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა: 1990-იანებში ჩვენ ამ თემებზე ლაპარაკი გვიყვარდა. მაგრამ მაინც რა კონკრეტული პოლიტიკური და იურიდიული ნაბიჯებია გადასადგმელი „კონფედერაციის“ ამ პროექტის განსახორციელებლად? არაფერი სპეციფიკური ამის შესახებ ჯერჯერობით არ მსმენია. თავდაპირველად მოდი გავიხსენოთ რა თქვა ზუსტად სააკაშვილიმა ამ ორი თვის წინ. „რამდენიმე წლის წინ მე ვთქვი, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონფედერაციული ურთიერთობები“ – განაცხადა სააკაშვილმა. „ფატქობრივად ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად სცილდება იმას, რაც ქვეყნებს ჩვეულებრივ შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ ერთმანეთის გაგრძელებას წარმოვადგენთ“. მოკლედ, რომ ვთქვათ ქართულ-აზერბაიჯანული კონფედერაცია მომავლის პროექტი კი არაა, არამედ აწმყოს აღწერაა. შესაბამისად ტერმინი არ უნდა განვიხილოთ პირდაპირი იურიდიული მნიშვნელობით, არამედ როგორც რიტორიკული გამოთქმა, რომლითაც აღინიშნება „განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობანი ორ ქვეყანას შორის“. გარდა ამისა, ადამიანები პრეზიდენტის გარემოცვაში ამტკიცებენ,რომ იგივე შეიძლება ითქვას ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე: აქაც სიახლოვის ხარისხი ძალიან მაღალია. რაღა თქმა უნდა, სომხური მხარე ამ ტერმინის გამოყენებას (თუნდაც რიტორიკულად) ბევრად უფრო ნაკლებად მიესალმება. ცხადია, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ურთიებებს შორის ტოლობის დასმა თვალთმაქცობა იქნებოდა. რუსეთთან ცივი ომის პირობებში, საქართველო ვერ იქნება ნასიამოვნები რუსულ-სომხური სამხედრო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციით. მტრები და მეგობრები მაგრამ იმ ორი ცხადი ფაქტიდან, რომ საქართველო და რუსეთი მტრები არიან, ხოლო სომხეთი და რუსეთი მეგობრები, ხისტი გეოპოლიტიკური დასკვნების გამოტანა არც სომხეთისთვის და არც საქართველოსთვის არ იქნება მომგებიანი. ასევე, რუსეთს და აზერბაიჯანს არ სურთ მტრებად გადაქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მტრები არიან, ხოლო სომხეთი და რუსეთი – მოკავშირეები. გეოპოლიტიკური ფორმულა, რომლის თანახმადაც „ჩემი მტრის მეგობარი, ჩემი მტერია“ დღეს კავკასიას არ მიესადაგება – და მადლობა ღმერთს. რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველო რეგიონალურ ურთიერთობებს მეტ მნიშვნელობას ანიჭებს და აქტიურად ცდილობს კავშირების ინტენსიფიცირებას იმისდა მიუხედავად თუ რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან სხვა სახელმწიფოებს. ამაში რუსეთთან კონკურირების ელემენტიც არის. რუსეთის პოლიტიკა სააკაშვილის მთავრობის არცნობისა, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას ისახავს მიზნად. მოსკოვს არა მხოლოდ ის სურს, რომ თბილისისადმი დასავლეთის მხარდაჭერას გამოუთხაროს ძირი, არამედ ისიც, რომ საქართველო რეგიონალური კავშირებიდანაც გააძევოს. სააკაშვილი კონტრზომებს მიმართავს და აქამდე ძირითადად წარმატებით. მართალია, ყოველთვის შეიძლება კამათი იმაზე, თუ რას ნიშნავს „წარმატება“, მაგრამ შექმნილ გარემოებებში საქართველო რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობათა ნებისმიერ დათბობას თავის წარმატებად და ამავე დროს რუსეთის მარცხად მიიჩნევს. რუსეთი სხვადასხვა ეკონომიკური პროექტით აქტიურად ცდილობს აზერბაიჯანი თავისი გავლენის სფეროში შემოიყვანოს. სანამ დასავლეთის პატრონაჟის ქვეშ თურქეთი და სომხეთი ფლირტაობდნენ, ხოლო აზერბაიჯანი თავისი უახლოესი მეგობრებისგან, ანკარასგან და ვაშინგტონისგან თავს მიტოვებულად გრძნობდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ გარკვეული სახით გეოპოლიტიკური ცვლილება შესაძლებელია. მაგრამ ბაქო-თბილისი-ყარსისი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დაჩქარება და ნაბუქოს მილსადენის პროექტის რეალიზაციისკენ გადადგმული ახალი ნაბიჯები, იმის მაჩვენებელია, რომ ალიანსი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი ჯერ კიდე ფუნქციონირებს. ეს ის პროექტებია, რომლებიც ყველაზე მეტად ანიჭებს რეალურ მნიშვნელობას რიტორიკულ ტერმინს „კონფედერაცია“. მაგრამ, მეორეს მხრივ მარტში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გახსნა ზემო ლარსში სულაც არაა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დათბობის ნისანი, (როგორც ეს დასავლელ ექსპერტებს უნდათ რომ გაიგონ). ეს სოხურ-ქართული თანამშრომლობის გამოხატულებაა, რადგან გზა ყველაზე მეტად სომხეთს სჭირდება. რა მნიშვნელობა აქვს მაშინ უწოდებენ თუ არა ასეთ მეგობრობას „კონფედერაციას“? ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...