
epn.ge
პლანეტელი-
პოსტები
173 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/davitaia113-150x130.jpgპარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სოხუმის აეროპორტში Fფრენების მოსალოდნელი აღდგენის გამო გამოძიება დაიწყოს. როგორც დღევანდელ პლანერულ სხდომაზე დავითაიამ განაცხადა, რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული შიდა კოდის მოხსნა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,იკაოს’’ შეუძლია, რადგან სოხუმისთვის კოდის მინიჭება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. დავითაიას თქმით, აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით სეპარატისტული მთავრობის წევრის სერგეი შამბას მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღებას თურქეთი და იორდანია გეგმავს. ვიცე-სპიკერი მოუწოდებს ხელისუფლებას მიმართოს ,,იკაოს’’ დაგმოს ეს ფაქტი და პარალელურად დაიწყოს გამოძიება, თუ რომელი კომპანიები გეგმავენ ფრენების განხორციელებას სოხუმის მიმართულებით, რომ მათ ,,იკაოს’’ მიერ სანქციები დაუწესდეთ და ქონება დაუყადაღდეთ. დავითაიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესის შეჩერება რთული იქნება, თუმცა საქართველო ყველა ბერკეტეტს გამოიყენებს. ამასთან, უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც აღნიშნულ საკითხზე მთავრობის წევრებთან ერთად იმსჯელებენ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_48513-150x150.jpgსაპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე საგარეო უწყებას მიმართავს გააკეთოს განმარტებები საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის მიმდინარეობს თუ არა ფარული მოლაპარაკებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ. როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თარგამაძემ განაცხადა, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ანექსიას და რუსეთმა სოხუმის აეროპორტს გუშინ, შიდა საქვეყნო კოდი მიანიჭა, რაც საერთაშორისო წესდებას არღვევს. თარგამაძის თქმით, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ვეტოს საქართველო ადებდა, თუმცა რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ აქტიურად უკვე რუსი პოლიტიკოსები საუბრობენ, რაც მას ეჭვს უჩენს, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისფლებები ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ,,ლარსის გამშვები პუნქტის გახსნით ეს ეჭვი გამიჩნდა, რომ ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუკი მსგავსი რამ ხდება, საგარეო უწყებამ საჯაროდ უნდა გააკეთოს განცხადება. სადეპუტატო კითხვით მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარეობს თუ არა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის ფარული მოლაპარაკებები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ და თუკი ასეა, მაშინ საქართველო რის სანაცვლოდ თანხმდება ამას’’, – განაცხადა თარაგამაძემ. თარგამაძეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სხდომაზე დაიბაროს საგარეო უწყების წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე განმარტებებს გააკეთებს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/fillll11-150x150.jpgფილიპინებში დაკავებული და შემდგომ გათავისუფლებული ერთ-ერთი ქართველი მეზღვაური გიორგი შავიშვილი ფილიპინების ხელისუფლებამ ისევ დააპატიმრა. ქართველი მეზღვაურის დაკავების მიზეზებს საგარეო საქმეთა სამინისტრო არკვევს. ჯერჯერობით უცნობია ერთ-ერთი ქართველი მეზღვაურის ხელახალი დაკავების კონკრეტული მიზეზები. შეგახსენებთ, 2009 წლის 17 აგვისტოს ფილიპინებზე დაკავებული ქართველი მეზღვაურები სრული შემადგენლობით სამშობლოში დღეს უნდა დაბრუნებულიყვნენ. როგორც ცნობილია, ფილიპინებზე დაკავებული, პანამის დროშით მცურავი გემის ეკიპაჟის 26 წევრიდან, 13 წევრი საქართველოს მოქალაქე იყო. წინასწარი ინფორმაციით, გემს კონტრაბანდული იარაღი გადაჰქონდა, თუმცა მოგვიანებით, ფილიპინების სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქართველ მეზღვაურებს ბრალდება საერთოდ მოეხსნათ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/saaaaaaaaaaaaa1-150x150.jpgმე – 8 საავადმყოფოს გენერალური დირექტორი არჩილ ფოჩხუა სამედიცინო გინეკოლოგიურ კლინიკა “გინეკას” დირექტორს კახი გელაშვილს გურჯაანში ბავშვების გაყიდვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” ფუჩხუამ განუცხადა. მისივე თქმით, კახი გელაშვილი ჯანდაცვის ტენდერში მოგებულ საკუთარ საავადმყოფოში მშობლებს უმწეოთა პოლისით მკურნალობდა და ასევე ტენდერში მოგებული ლოტი 5 მილიონ დოლარად მიყიდა აფთიაქ “პეესპეს”, ასევე ბრლას სდებს ნასამართლეობაშიც. “გელაშვილი ნასამართლევია, რატომ არ ინტერესდებით კახი გელაშვილის წარსულით, რა ტიპის და მორალის ადამიანები ებრძვიან “ბლოკ ჯორჯიას”, კახი გელაშვილი არის მძიმე წარსულის მქონე პიროვნება, რომელიც მუქთად ცხოვრებას არიც მიჩვეული” – განაცხადა ფოჩხუამ “ექსპრესნიუსმა” ეს ინფორმაცია შსს – გადაამოწმა, სადაც გელაშვილის ნასამართლეობას არ ადასტურებენ. “ექსპრესნიუსთან” საუბრისას, “გინეკას” გენერალური დირექტორი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ფოჩხუამ ეს ფაქტი ტელეკომპანია “იმედზე” გასულ სიუჯეტს დაუკავშირა, სადაც “გინეკას” პაციენტი გელაშვილის იურისტს ელენე ვეშაპიძეს ბავშვის წართმევაში ადანაშაულებდა. “პაციენტს მეუღლე ციხეში ყავდა და მან ვეშაპიძეს ბავშვი 3 დღით დაუტოვა, მხოლოდ იმიტომ რომ, პრობლემების მოგვარების შემდეგ ბავშვს სახლში წაიყვანდა, თუმცა პაციენტმა ვეშაპიძე ბავშვის წართმევაში დაადანაშაულა და აღნიშნული ფაქტი სკანდალის ასაგორებლად გამოიყენა” – განაცხადა გელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მე – 8 საავადმყოფოსა და შპს “გინეკას” შორის დაპირისპირება მე – 8 საავადმყოფოში კომპანია “ბლოკ ჯორჯიას” შესვლის შემდეგ დაიწყო. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Mrgvali-Magida-150x150.jpgსაქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისია, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, დღეს, სამუშაო გეგმის პრეზენტაციას გამართავს. Pპრესკონფერენცია, ადვოკატთა უფლებების დაცვის და ადვოკატთა უკანონოდ დაკავების გახმაურებულ საქმეებს შეეხება. კომისიის მიერ შედგენილია ანკეტა-კითხვარი, რომელიც გაეგზავნება ყველა ადვოკატს შესავსებად. მათი განცხადებით, ეს შესაძლებელს გახდის დროულად მოხდეს ადვოკატთა წინაშე მდგარი პრობლემების და საჭიროებების კლასიფიკაცია და რეკომენდაციების მომზადება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, პრესკონფერენცია, დღეს, 13:00 საათზე ჩატარდება. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/batumi-zgva-150x130.jpgქობულეთისა და დაბა ჩაქვისსანაპირო ზოლში ნაპირდამცავი ნაგებობების რეაბილიტაცია დაიწყება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ქობულეთის რაიონს სტუმრობდა, სადაც შავი ზღვის სანაპირო ზოლში დაგეგმილ ნაპირსამაგრ სამუშაოებს გაეცნო. ქალაქ ქობულეთში ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე საფეხურებიან ნაპირდამცავ კედელს დაზიანებული აქვს საძირკველი, რის შედეგადაც საფრთხე ემუქრება თვით კედელსა და თამარ მეფის ქუჩას. დაგეგმილია ავარიულ უბანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რომლის სიგრძეა 25 მეტრი. სამუშაოების ღირებულება 45 000 ლარს შეადგენს. დაბა ჩაქვში სანაპირო ზოლში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაბირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტიც დაიწყო. რკინიგზის სადგურის ახლოს დაგეგმილია დაზიანებულ ნაპირდამცავი ბეტონის ვერტიკალური კედლის რეაბილიტაცია. ნაგებობას საძირკველი აქვს გამორეცლხილი. დაზიანებულ უბნის სიგრძე 15 მეტრს შეადგენს. სამუშაოებზე 15 000 ლარი დაიხარჯება. “აბაშიძის დროს აქ მანგანუმის ფენა გამოაცალა მოსახლეობამ ბეტონის ფილებს და შედეგი ეს დიდი ორმოა. ორმო, რომელიც დიდდება და ღრმავდება. რკინიგზის ხაზს ემუქრება საშიშროება. ეს პრობლემა მოგვარდება უახლოეს პერიოდში.”-განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ. გასულ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამუშაოების გამჭირვალედ, დროულად და ხარისხიანად ჩატარებისთვის გარემოს დაცვის სამინისტრომ ტენდერი ორ ეტაპად ჩაატარა. 6 რეგიონში ორმოცდაათამდე ყველაზე სახიფათო კალაპოტი გამაგრდება. წელს ნაპირსამაგრ სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება და გასულ წელთან შედარებით უფრო მასშტაბური იქნება. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/gudauri-2-150x150.jpgსაქართველოს პროკურატურის ორგანიზებით ხვალ საჯარო სკოლების უფროსკლასელთათვის გუდაურში მოთხილამურეთა ტურნირი გაიმართება. შეჯიბრების დევიზია `ახალგაზრდობა უდანაკარგოდ~. შეჯიბრში მონაწილეობას 20 მოყვარული სპორტსმენი მიიღებს. შეჯიბრში მონაწილეები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან, გამარჯვებულებს კი ტურნირის თასი და მედლები გადაეცემათ. სპორტულ ღონისძებას საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში ახორციელებს. ღონისძიების ძირითადი მიზანი, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და არასრულწლოვნების დანაშაულებრივი გზისთვის არიდებაა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/201002161536-150x150.jpgსაქართველოში დღეს, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის მთავარი მმართველი ჯონ ფერლონგი ჩამოვიდა, რომელიც ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საგანგებო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ჯონ ფერლონგთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი რენე სმიტ ვალადე, რომელიც ქუმარიტაშვილის მშობლებს თანაგრძნობის წიგნს გადასცემს. დღეს 40 დღე სრულდება ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან. სპორტსმენის ხსოვნისადმი პატივის მიგებას აპირებენ სპორტის ამ სახეობის ეროვნულ ფედერაციათა ხელმძღვანელები ავსტრიიდან, ლატვიიდან და უკრაინიდან, ასევე საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები. 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი 12 თებერვალს ვანკუვერის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე უისტლერის საციგაო ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/aqcia--150x130.jpg “ეროვნული საბჭო”, “ხალხის პარტიის” ინიციატივით დღეს პარლამენტის წინ აქციას გამართავს. აქციის მოთხოვნები “ხალხის პარტიის” ინიცირებული 4 კანონპროექტი იქნება. კანონპროექტები საპენსიო ასაკის 5 წლით დაწევას, პენსიებს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, თითო ნამუშევარ წელზე ერთი ლარის დამატებას, საარჩევნო ბარიერის 50% გაზრდას და საარჩევნო კომისიებში პარიტეტს ითვალისწინებს. კანონპროექტები განსახილველად პარლამენტში უკვე შესულია, თუმცა პარტიის ლიდერის, კობა დავითაშვილის განცხადებით აუცილებელია კანონპროექტის განხილვის პარალელურად მიმდინარეობდეს აქციები რათა ამან კანონპროექტების მიღებას შეუწყოს ხელი. “ეროვნული საბჭო” პარლამენტისკენ ვერის ბაღიდან მსვლელობით გაემართება. აქცია პარლამენტთან 17:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი 15:00 საათზე ისინი “ჭადრაკის სასახლეში” მოსახლეობას შეხვდებიან. View the full article
-
23 მარტს, 10:30 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, მინისტრი გოგა ხაჩიძე გამწვანების ყველაზე მასშტაბური აქციის განახლების შესახებ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. 23 მარტს, 11:00 საათზე, ბიზნესგაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია” შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სისტემის გერმანული მოდელის პრეზენტაციას გამართავს. მის: წერეთლის გამზ. #116, სასტუმრო “D’ პლაზა” 23 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო `თბილისი მარიოტში~ `ფეშენ ვიკთან~ დაკავშირებით ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ. 23 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან არსებული საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. მის: პეკინის #4 23 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. 23 მარტს, 11.00 საათზე, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თბილისის #72 საჯარო სკოლას ესტუმრებიან. მის: გორგასლის ქ. #2 23 მარტს, 11:00 საათზე, გუდაურში, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, საჯარო სკოლების უფროსკლასელთათვის მოთხილამურეთა ტურნირი ჩატარდება, რომლის დევიზია `ახალგაზრდობა უდანაკარგოდ~. 23 მარტს, 11:30 საათზე, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტის პრეზენტაციას გამართავს. სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი” საკონტაქტო პირი: გიორგი ჩადუნელი 899 107 333 23 მარტს, 11:30 საათზე, ცესკოში კომისიის ოპოზიციონერი წევრები არასამთავრობოებთან ერთად ბრიფინგს გამართავენ. 23 მარტს, 12:00 საათზე, მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა დავითაია და კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. 23 მარტს, 12.00 საათზე, “ქრისტიან-დემოკრატების” მერობის კანდიდატი გია ჭანტურია სოციალური პროექტის პრეზენტაციას გამართავს სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, თამარ მეფის დარბაზი 23 მარტს, 12:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ყოველკვირეული საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება. მის: აღმაშენების ხეივანი, მე-13 კილომეტრი 23 მარტს, 13.00 საათზე, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ზამთრის ტურისტული სეზონის შედეგებზე კვლევის პრეზენტაციას გამართავს. მის: თავისუფლების მოედანი #2 (ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი) 23 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი 23 მარტს, 13.00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე ახალი კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრიფინგს გამართავენ. მის: დიმიტრი უზნაძის ქ. #52 23 მარტს, 14:00 საათზე, შვედეთის აუდიტის ოფისის გენერალური აუდიტორი ჟან ლანდალი და კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ზურაბ მელიქიშვილს შეხვდებიან. პარლამენტის შენობა 23 მარტს, 14.00 საათზე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში პროექტის – ~საქართველოს თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი~ პრეზენტაცია გაიმართება. მის: სანაპიროს ქ. #4 23 მარტს, 15:00 საათზე, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი ცესკო-ში კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს შეხვდება. მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი 23 მარტს, 15:00 საათზე, კომპანია ~ბილაინი~-ს წარმომადგენლები მედიისთვის სემინარს გამართავენ. მის: გორგასლის ქ. #6. (~ბილაინის~ სათავო ოფისი) 23 მარტს, 15:00 საათზე, ~ეროვნული საბჭოს~ ლიდერები ~ჭადრაკის სასახლეში~ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. 23 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორულ ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. სასტუმრო ~შერატონ მეტეხი პალასი~ 23 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თბილისის მერიისა და სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ,,დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამის” პრეზენტაცია გაიმართება. თსსუ-ის III კორპ. III სართ. საკონტაქტო პირი(პროექტის დირექტორი) ირაკლი გვილავა 877 44 00 50 23 მარტს, 16:00 საათზე, პარტია “საქართველოს გზაში” სიების მონიტორინგთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. მის: ბარნოვის ქ.#60 23 მარტს, 17:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან ~ეროვნული საბჭოს~ საპროტესტო აქცია გაიმართება. 23 მარტს, 17.00 საათზე ~ხელოვნების აკადემიაში~ ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის წარმომადგენლები ქართული მწერლობის გერმანული თარგმანის პრეზენტაციას გამართავენ. მის: პეტრიაშვილის 25 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების, მათიას ეორშისა და კასტრიოტ ისლამის საქართველოში სამუშაო ვიზიტის პროგრამა 08:45 – გაგზავრება ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროში 09:00-10:45 – შეხვედრა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან 10:45 – გამგზავრება სახალხო დამცველის ოფისში 11:00-11:45 – შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს ტატა ხუნწარიასთან 11:45-12:30 – შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისის რელიგიურ საკითხთა და ეთნიკურ უმცირესობათა საკითხთა საბჭოების წარმომადგენლებთან 14:15 – გამგზავრება სახელმწიფო კანცელარიაში 14:30-15:15 – შეხვედრა ვიცე პრემიერ-მინისტრთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან 15:15 – გამგზავრება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში 15:30-16:15 – შეხვედრა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან, კობა სუბელიანთან 16:15 – გამგზავრება საქართველოს პარლამენტში 16:30-17:15 – შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და საქართველოს პარლამენტის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 17:15-18:00 – შეხვედრა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი 18:00 – გამგზავრება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 18:15 – შეხვერა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/pololikashvili2-150x132.jpg საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ დღეს სახელმწიფო კანცელარიაში სპეციალური პროგრამის პრეზენტაცია მოაწყვეს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში ქართული დიასპორის ჩართვას ითვალისწინებს. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა სპეციალური პროგრამა, რომელიც უცხოეთში მოღვაწე ყველა წარმატებულ ქართველ ბიზნესმენს აძლევს შესაძლებლობას თავიანთ ქვეყანაში დააბანდონ კაპიტალი და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ზურაბ პოლოლიკაშვილის განაცხადებით, ეს არის პირველი, ექსპერიმენტალური პროექტი, რომელსაც “დაბრუნება საქართველოში” ეწოდა. “სახელმწიფო მზადაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოდან რამდენიმე წლის წინ წავიდნენ და ახლა სურვილი აქვთ საქართველოში ბიზნესი განავითარონ. სავარაუდოდ, პირველ ეტაპზე 20-მდე სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები, ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქართველები ჩამოვლენ. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი გაამართლებს, მსგავსი ღონისძიებები კვლავ დაიგეგმება” – განაცხადა პოლოლიკაშვილმა. ამ მიზნით, მაისში საქართველოში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად, ქართული დიასპორების ქართულ ეკონომიკაში ჩართვის მიზნით, ბიზნესფორუმს გამართავს. ფორუმს ტურის სახე ექნება, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნსესმენები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან. ისინი საქართველოში შექმნილ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/200905061558-150x150.jpg სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძე, დღეს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში არასამთავრობოებს შეხვდა. შეხვედრაზე განსახილველი თემა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესში, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართვა იყო. საქართველო ევროკავშირთან პარტნიორობის პროგრამაში, გასული წლის მაისიდან ჩაერთო. “პროგრამა ხორციელდება იმისათვის, რომ საქართველო მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და გახდეს ევროპული სივრცის წევრი,“ –განაცხადა ბარამიძემ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/alasaniairakli8-150x150.jpg ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია, ხელისუფლების შეცვლის გზად არჩევნებს მიიჩნევს და ყველა ოპოზიციურ პარტიას ამ გზაზე სვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ, ალასანიამ დღეს, მოსახლეობასთან შეხვედრისას ჟურნალისტებთან განაცხადა. ალიანსის ლიდერი “მარიოტში” დღევანდელ ოპოზიციის შეკრებას და მასში, ალიანსის წევრის კოკა გუნცაძის მონაწილეობასაც გამოეხმაურა. “ჩვენთვის სულერთი არ არის შეხვედრაში მონაწილე პარტიათა პოზიცია, თუმცა ჩვენი გზა უკვე გამოიკვეთა. ერთადერთი გზა ხელისუფლებიდან სააკაშვილის გაშვების, არის არჩევნებში მონაწილეობა. 30 მაისი უკვე დანიშნულია და ყველა ამ კუთხით უნდა ვიყოთ მობილიზებული”_ განაცხადა ალასანიამ. რაც შეეხება კოკა გუნცაძეს, მისი თქმით, ის მიწვეული იყო ამ შეხვედრაზე და მონაწილეობდა მასში, თუმცა ის იქ დღეს არ წარმოადგენდა ალიანსს და არანაირი მანდატი არ ქონდა, რომ ალიანსის სახელით რაიმე განცხადება გაეკეთებინა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/alasania116-150x150.jpgალიანსი საქართველოსთვის ლიდერი, ირაკლი ალასანია, დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა. “განვიხილეთ კონკრეტული შეთავაზებები და პროგრამები უმუშევრობის კუთხით, ძალიან მტკივნეული თემაა ასევე ჯანდაცვა, რადგან ის მოსახლეობის 80% მიუწვდომელია. ყველა გვესაუბრება იმაზე, რომ მედიკამენტების ფასები არანორმალურად მაღალია და მოსახლეობა მათ ყიდვას ვერ ახრხებს”_ განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. ირაკლი ალასანიამ მოსახლეობას ჯანდაცვის კუთხით საკუთარი გეგმები გააცნო, რომელიც 3 წლამდე და 65 წელს ზემოთ უფასო მედიკამენტების გაცემას, მუნიციპალიტეტის სააფთიაქო ქსელის გაკეთება ყველა რაიონში და ერთი მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს შექმნას ითვალისწინებს. ალასანიას თქმით, დედაქალაქში მძიმე მდგომარეობაა არა მხოლოდ უმუშევრობის კუთხით, არამედ ძალიან მოუვლელია ქუჩები, მოსახლეობა საჭიროებს მზრუნველობას. მისი თქმით, ჩუღურეთში საკმაოდ ბევრი პრობლემაა, ამიტომ მან ოპოზიციურ პარტიებს ურჩია პირადი კონტაქტი ჰქონდეთ მოსახლეობასთან და გააცნონ საკუთარი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მათი შეთავაზება და როგორ მოუვლიან ამ რაიონს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/1804-150x150.jpg ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.7346 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ამოქმედდება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარი 1.7346 ლარი. რაც შეეხება ევროს, მის მიმართ ლარის კურსი 2.3466 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. Aაქედან გამომდინარე, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 ევრო 2.3466ლარი. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/respublicuri.partia-www.newalliance.info_-150x150.jpg “რესპუბლიკურ პარტია” ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს ახალგორიდან დევნილი მოსახლეობისათვის, დევნილი სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე “რესპუბლიკური პარტიის” თავჯდომარემ, თინა ხიდეშელმა განაცხადა, 1437 ადამიანის სტატუსი დღემდე გაურკვეველია, შესაბამისად მათ არ მიუღღიათ კუთვნილი კომპენსაცია 10.000 დოლარის ოდენობით და ვერ სარგებლობენ კანონით გათვალისწინებული შეღავათებით. “რესპუბლიკურ პარტიას” ამ პრობლემასთან დაკავშირებით 300 ადამიანმა მიმართა. მისივე თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ახალგორიდან დევნილებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას სთავაზობს. “ ეს გამოიწვევს მეორე გალის შექმნას, ახალგორის მუდმივ დესტაბილიზაციას,”- განაცხადა ხიდეშელმა. “რესპუბლიკური პარტია” იმედოვნებს, რომ საჩივარი უახლოვეს მომავალში დაყმაყოფილდება, წინაამღდეგ შემთხვევაში, ისინი სასამართლოს მიმართავენ, რაც გამოიწვევს პროცესის რამდენიმე თვით გაჭიანურებას და ამით დევნილი მოსახლეობა დაზარალდება. ახალგორიდან დევნილი გოჩა გაბრიელაშვილის განცხადებით, აგვისტოს კონფლიკტის შემდეგ, მათი სტატუსი, ჯერ კიდევ გაურკვეველია. მისი თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მათ პირობა მისცა, რომ მარტის პირველი რიცხვებიდან ამ პრობლემას მოაგვარებდნენ, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/garemos_dacva_logo-150x130.jpgკამპანია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ თბილისის ზოოპარკთან, ბოტანიკურ ბაღთან და ბოტანიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და GTZ-ის რეგიონული პროექტის – „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში“ და საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის გერმანელი ექსპერტის მხარდაჭერით ხორციელდება. გარემოსდაცვითი კამპანია საქართველოს დაახლოებით 250 საჯარო სკოლაში ჩატარდება და ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველოში გაიშვიათებული და წითელ ნუსხაში შეტანილი 10 სახეობის შესახებ სკოლის მოსწავლეების (10-14 წლის ასაკის) ცოდნის გაღრმავებას ისახავს მიზნად. 22-31 მარტს, კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში მასწავლებლებს საგანმანათლებლო კამპანიის მიზნების, პრინციპების და სპეციალურად კამპანიისთვის შემუშავებული სასწავლო მასალის შესახებ მოსამზადებელი ტრეინინგები ჩაუტარდებათ. ზაფხულის არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს თემატური ნახატების შექმნა მოეთხოვებათ, რომლებიც საბოლოოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შეგროვდება და გამოიცემა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2010 წელი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლად გამოაცხადა. სწორედ ამიტომ, 2010 წელი დედამიწაზე ჩვენი სიცოცხლისათვის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერების წელი უნდა იყოს. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/nogaideli-zura-150x150.jpgრეალური პოლიტიკური პროცესები საქართველოში ჩვენს გარეშე არ არსებობს და მასთან ყველა პოლიტიკოსს შეგუება მოუწევს. ამის შესახებ დღეს ლეიბორისტული პარტიის მიერ ,,თბილისი-მერიოტში” ორგანიზებულ შეხვედრაზე მისულმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. ,,თბილისი-მერიოტში” ლეიბორისტების მიერ გამართულ შეხვედრას ოპოზიციის დიდი ნაწილი გამოეხმაურა. თუმცა მიუხედავად ოპოზიციური პარტიების აქტიურობისა შეხვედრას არ ესწრებიან ,,ქრისტიან-დემოკრატების”, ალიანსის”, ეროვნულმა ფორუმის” და ,,საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი. ყველა მათგანმა ფორუმში ზურაბ ნოღაიდელის მონაწილეობა გააპროტესტა და ფორუმში მათი არ მონაწილეობა ამით ახსნეს. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/tortladze3-150x150.jpgპარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატის გია თორთლაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ,,თავისუფლების ქარტიის’’ განხილვას მიმდინარე კვირას დაიწყებს. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე თორთლაძემ კიდევ ერთხელ გააპროტესტა ის ფაქტი, რომ კანონპროექტი თებერვალში იქნა ინიცირებული, თუმცა დღემდე მისი განხილვა არ დაწყებულა. მისი თქმით, პროექტთან დაკავშირებით უცნაური რამ ხდება ეტყობა, რადგან ინიციატივის უგულვებელყოფა ხდება. თორთლაძეს იურიდიულ საკთხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი კომიტეტი პროექტის განხილვას მიმდინარე კვირას დანიშნულ სხდომაზე დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ თორთლაძემ კანონის დაჩქარებული წესით განხილვა გასული ბიუროს სხდომაზეც მოითხოვა. ამასთან, თორთლაძემ საკანონმდებლო ინიციატივები ,,ლუსტრაციის შესახებ~ კანონი და ,,პატრიოტის აქტი~, ~თავისუფლების ქარტიად~ ჩამოყალიბა, თუმცა გაერთიანებულ პროექტიდან არც ერთი საკითხის ამოღება არ მომხდარა. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/vefxvadze3-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები’’ მთავრობის საპარლამენტო მდივანს გია ხუროშვილის ჟურნალისტების ნაცვლად მინისტრების დატრენინგებას ურჩევენ. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოძრაობის წევრმა ლევან ვეფხვაძემ ხუროშვილს მოუწოდა მინისტრები დაატრეინინგოს, რომ მათ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა ისწავლონ, რადგან ისინი პასუხვალდებულებები არიან პარლამენტის წინაშე. ვეფხვაძის თქმით, გამრიცხველიანებასა თუ კოოპერატიულ ბინათმშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით მის ფრაქციას წერილობითი ფორმით კითხვები გაგზავნილი აქვს მინისტრებთან, თუმცა სათანადო ვადის ამოწურვის მიუხედავად, პასუხები მათგან ამ დრომდე არ მიუღიათ. ,,მთავრობის წევრების მხრიდან პარლამენტისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებიულება საპარლამენტო უმრავლსობსი წევრებსაც არ მოსწონთ. ისინი ამას პირად საუბრებში ამბობენ’’, – განაცხადა ვეფხვაძემ. View the full article