
epn.ge
პლანეტელი-
პოსტები
173 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/13-150x150.jpgქორთიარდ მარიოტში “საარჩევნო სისტემების განვითარებისა და სწავლების ცენტრის” პრეზენტაცია შედგა. მისმა თავმჯდომარემ ნათია ზალიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ცენტრის სამომავლო მიზნები და ამოცანები გააცნო. ცენტრის მიზანი საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების სწავლება,კვალიფიკაციის ამაღლება და სამართლიანი და არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფაა. ახლად დაარსებული ცენტრი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებისთვის ტრენინგს ჩაატარებს. დაგეგმილია არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტის გაცემა წინსააარჩევნო გარემოს მონიტორინგისათვის. ტრენინგების პროგრამას ცენტრი გაეროს განვითარების პროექტის“ დიალოგისა და შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის” მხარდაჭერით ახორციელებს. პრეზენტაციას როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ასევე, ოპოზიციისა და ცესკოს წარმომდსგენლები ესწრებოდნენ. “მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურებისადმი სკეპტიკური დამოკიდედებულებისა, იმედი მაქვს, რომ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მხრივ, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება და ახლადშექმნილ ფონდს წარმატეტებს ვუსურვებ,“- განაცხადა “ექსპრესნიუსთან” საუბრისას ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მამუკა კაციტაძემ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/burjandze455-150x150.jpgდემოკრატიული მოძრაობა “ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ევროპარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დღეს დემოკრატიული მოძრაობის ოფისში გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა მსგავსი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. “მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს მობრძანებისთვის. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სტუმრებს კარგად ესმით საქართველოს რეალობა, ხაზს უსვამენ დემოკრატიის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება” – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა. View the full article
-
სოჭის 2014 წლის http://www.epn.ge/wp-content/uploads/0552c17663edd0f17925aa3e95a91196-150x150.gifს თბილისში შესაძლოა სპეციალური საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნას. აღნიშნული ინიციატივით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის, გარემოს დაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატი გიორგი კანდელაკი გამოვიდა. მისი თქმით, კონფერენციაზე განხილული იქნება თითოეული არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა ჩატარდეს სოჭში ოლიმპიური თამაშები. დეპუტატების შეფასებით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის და ეკოლოგიური საფთხეების გარდა, ყურადღება ასევე, უნდა გამახვილდეს ჩერქეზების გენოციდზე და საქართველოს წინააღმდეგ გახორციელებულ სამხედრო აგრესიასა და ოკუპაციაზე. დეპუტატი კობა ხაბაზი სოჭის ოლიმპიადით გამოწვეულ პრობლემებზე მსჯელობისას მიუღებლად თვლის აქენტების გარემოდაცვით საკითხებზე გაკეთებას და იგი ყურადღებას საკითხის პოლიტიკურ მხარეზე ამახვილებს. ხაბაზის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს რა ოდენობის ინერტული მასალა გააქვთ რუსებს აფხაზეთიდან. ,,120-130 მლნ კუბ. მეტრის ნაცვლად, 10 კუბ. მეტრი რომ გაიტანონ, ამიტომ არ უნდა გავჩუმდეთ?! ამ ყველაფერში უმთავრესი ისაა, რომ ეს მასალა საქართველოს ტერიტორიიდან სრულიად უკანონოდ გადის და თავად ოლიმპიადის სირცხვილია, რომ მისი ინფრასტუქტურის მშენებლობა სხვა ქვეყნიდან მოპარული მასალით ხორციელდება’’, – განაცხადა ხაბაზმა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/wereteli-gigi1-150x130.jpgპარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი დემოკრატიის განვითარების ახალგაზრდული ცენტრისა და საქართველოს ინვალიდთა ასოციაციის ხელმძღვანელებსა და უნარშეზღუდულ მოზარდებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე წერეთელმა განაცხადა, საქართველოს ინვალიდთა ორგანიზაციებმა კონკრეტული პრობლემებით უნდა მიმართონ მერიას, რათა გადაიჭრას მათთვის სპეციალური ავტობუსებით სარგებლობა და ტრანსპორტის ადაპტირება უნარშეზღუდულთა გადაადგილებისათვის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ახალგაზრდა უნარშეზღუდულთა პრობლემები, დემოკრატიის განვითარების ახალგაზრდული ცენტრის მიერ ინიცირებული პროექტი ,,შემდეგი გაჩერება – დემოკარტია’’, რომლის მიზანსაც მოძრაობაშეზღუდული ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციასა და მართვით პროცესებში სრულფასოვან მონაწილეობა წარმოადგენს. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ხაზი გაუსვეს მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა გადაადგილების პრობლემა, სპეციალური ავტობუსების, მეტროში მათთვის განკუთვნილი პანდუსების არარსებობა, ასევე, ინტეგრირებული კლუბის დაარსების შესახებ, რომელშიც უნარშეზრუდულ მოზარდებთან ერთად ჩვეულებრივი ახალგაზრდებიც იქნებიან გაერთიანებული. ვიცე-სპიკერმა ინვალიდთა მიმართ სახელმწიფოს სტრატეგიის და ახალი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრაზე განხილულ ყველა საკითხზე მოახდენს რეაგირებას, შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირებას. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sagareo-saministro3-150x130.jpgოფიციალური ვიზიტით საქართველოს ხვალ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისის ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შედგება. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, 30 მარტს დასრულდება. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba17-150x129.jpgკონტრაბანდული გზით შემოტანილი საქონლის რეალიზაციის ფაქტზე სამართალდამცავებმა ამირან ჩანადირი, მირზა სეხნიაშვილი და ალექსანდრე ჭკუასელი დააკავეს. დაკავებულებს აზერბაიჯანიდან საქართველოში კონტრაბანდული გზით სხვადასხვა სახეობის თვეზეული შემოჰქონდათ და მის რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სარელიზაციო პუნქტებში ახდენდნენ. წინასწარი ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მესამე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს. კონტრაბანდისტები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. ამას გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში მკვლელობის-1, ქურდობის-1, ავტოსაგზაო შემთხვევის-2, ძარცვის-1 და 21 სხვა შემთხვევა დაფიქსირდა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/House-Kino-150x150.jpgვეტერანთა კოალიცია “მამულიშილების” ყრილობას კინოს სახლში ეროვნული საბჭოს წევრები დაესწრნენ. “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი, “კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური, “მომავლის პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ბესიკ ტაბატაძე და ავთანდილ დავითაია ყრილობაზე შეკრებილ მოსახლეობასთან სიტყვით წარსდგნენ. ზვიად ძიძიგურმა ვეტერანების მისამართით აღნიშნა, რომ აუცილებელია მათთან მიმართებით განსაკუთრებული პროგრამის შემუშავება. “ყველა ის ადამიანი, ვინც დენთის სუნი შეიყნოსა, არცერთ უწყებაში არ დატოვეს, რატომ? იმიტომ, რომ ამ მთავრობას პატრიოტების ეშინია. ჩვენ ვაპირებთ ვეტერანებთან, ძალოვან ვეტერანებსა და ომის ვეტერანებთან ერთად შევიმუშაოთ ვეტერანების განსაკუთრებული პროგრამა,”- განაცხადა მან. ავთანდილ დავითაიას თქმით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობის ფიზიკურად არსებობა, სწორედ მებრძოლების დამსახურებაა. იმ მებრძოლებისა, რომლებმაც დავითაიას განმარტებით, სააკაშვილს იმედები გაუცრუეს და შემართებით იბრძოლეს. “ახლა სწორედ იმის დროა, რომ დავდოთ იარაღი, ავიღოთ კალამი და დავამარცხოთ სააკაშვილი. გვახსოვდეს გუშინდელი საქართელო, მაგრამ არ დავრჩეთ გუშინდელ საქართველოში. ყოველგვარი სისხლის ღვრის გარეშე დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო,” – განაცხადა დავითაიამ. მან შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას გამარჯვებისკენ ბრძოლაში მოუწოდა. “ძირს ბელადები! გაუმარჯოს მრავალ ლიდერს!”- განაცხადა მან. მომავლის პარტიის ერთ- ერთი ლიდერის, ბესიკ ტაბატაძის განცხადებით, ქვეყანაში არის ომი, რომელიც უნდა დაასრულოს ეროვნულმა საბჭომ. “იმას ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს მომაკვდავი მეომრის თვალებში, ის კარგად დაფიქრდება სანამ ომს დაიწყებს,” – აღნიშნა ბესიკ ტაბატაძემ. View the full article
-
მოძრაობა “თეთრები” დღეს, პარტიის საიტზე www.tetrebi.orghttp://www.epn.ge/wp-content/uploads/UN-150x150.gif პრესიდენტ მიხეილ სააკაშვილზე უკრაინელების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ახალ კადრებს განათავსებენ. ამის შესახებ, დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფილმში ნათლად არის ასახული სააკაშვილის კიევის უნივერსიტეტიდან გარიცხვის მიზეზები და სხვა მისი მოღვაწეობის ამსახველი მოვლენები. ფილმზე მუშაობა უკრაინელებს ჯერ არ დაუსრულებიათ, თუმცა მისი ნაწილის მოპოვება “თეთრებმა” შეძლეს და პირველად რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს წარმოუდგინეს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sagareo4-150x130.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვდა. ეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის ხაზი გაესვა გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების, ასევე ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმების გაფორმების; ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროულად დაწყების მნიშვნელობას. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის, ასევე დემოკრატიისა და სოლიდარობის ევროპული ფორუმისა და ევროპის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში უაღრესად თვალსაჩინო პროგრესი იქნა მიღწეული. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ, ამ კონტექსტში ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და ჟენევის მოლაპარაკებების როლზე და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა, აგრეთვე, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეზობელ ქვეყნებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ganatlebis_saministro_logo6-150x130.jpgგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებულ საატესტატო გამოცდების პროგრამა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, საგნობრივი ექსპერტებსა და სამეცნიერო წრეებიდან მოწვეულ სტუმრებს გააცნო. 2011 -2012 წლის საატესტატო პროგრამები დამტკიცებულია. ახალი საწავლო წლიდან თითოეული მოსწავლე ატესტატს მხოლოდ გამოცდების ჩაბარების შედეგად მიიღებს. განათლების სამინისტროს მიერ უკვე მომზადდა პროგრამა, რომელიც აპრობაციას მაისში გაივლის. აპრობაციის შემდგეგ კი საბოლოოდ დადგინდება მინიმალური კომპეტენცის ზღვარი. საატესტატო პროგრამები, დაგეგმილზე ხუთი თვით ადრე მომზადდა, რაც მოსაწავლეებს საშუალებას მისცემს უკეთ გაეცნონ საგამოცდო ტესტებს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/telasi_logo2-150x130.jpgსაქართველოში პირველად მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნება, რომელიც მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეულის ფარგლებში ტარდება. საქართველოს მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას ენერგეტიკის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები, აგრეთვე თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები, დონორი ორგანიზაციები და არასამთავრობოები მიიღებენ. ,,გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო აღიარებს ევროპულ ღირებულებებს, გადავწყვიტეთ შევუერთდეთ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს. ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის დღე ყოველწლიურად ჩავატაროთ”, – განაცხადა ,,ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა. მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში მოსწავლეებს შორის ჩატარდა კონკურსი საუკეთესო ნახატის და ესსეს გამოსავლენად, შემდეგ კი საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალიც გაიმართა. მდგრადი ენერგეტიკის დღე როკ- ჯგუფის ,,ვაკის პარკის’ კონცერტით დასრულდება. კონცერტის მსვლელობისას, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ჟურნალისტებისათვის ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოვებაც მოხდება. ბოლოს კი წარმოდგენილი იქნება ლეონარდო დი კაპრიოს ფონდის მიერ მომზადებული თემატური ფილმი ,,გლობალური დათბობა- გლობალური საფრთხე” ქართული სუბ-ტიტრებით. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/shexvedra2-150x130.jpgპარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი ევროპარლამენტის ფრაქცია ,,სოციალ-დემოკრატების’’ დელაგაციის წევრებს შეხვდნენ. ქართველმა პარლამენტარებმა ევროპელ კოლეგებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე მხარეებმა ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების პერსპექტივებს ეხება. დარჩიაშვილის შეფასებით, ევროპარლამენტის ერთ-ერთი წამყვანი ფრაქციიის დელეგაციის ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში ევროპარლამენტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/narkomania1-150x132.jpgსპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4500 აბი სუბოტექსი, დაახლოებით 6 კილოგრამი ჰეროინი, 200 კგ მარიხუანა და ფსიქოტროპული საშუალებები გაანადგურეს. ნარკოტიკული საშუალებების ლიკვიდაციას გენერალური პროკურატურის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოს წარმომდგენლები ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელსაც სასამართლო განაჩენის შემდგომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ლიკვიდაცია ევალება. მსგავსი ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე კვარტალში ერთხელ ხორციელდება. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/xachapuridze-150x150.jpg ლევან სამსახარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს პარტია ,,გამარჯვების” თავმჯდომარემ შალვა ხაჭაპურიძემ დღეს განცხადებით მიმართა, რომ მათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარონ. “ექსპერტიზას გადასაწყვეტად უნდა დაესვას შემდეგი კითხვები: დაავადებულია თუ არა გამოსაკვლევი პირი ფსიქიურად, დადებითი პასუხის შემთხვევაში რა დაავადებებით? შეუძლია თუ არა მას უხელმძღვანელოს თავის ქმედებს და რა სახის მკურნალობა ესაჭირობა”, – აცხადებს ხაჭაპურიძე. ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მას საჭიროდ მიაჩნია პრეზიდენტის მიმართ ჩატარდეს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ამავდროულად ის მიიჩნევს, რომ სასურველი იქნება ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, რათა საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს როგორი ფსიქიკის ადამიანები მართავენ პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti-edit-150x150.jpg პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ გიორგი გოგუაძის ინიციატივა ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციისა’’ და ,,ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვეციის ბიოუსაფრთხოების კარტახებას ოქმის’’ მოთხოვნათა რეალიზაციის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილეს. პროექტის მიხედვით, პარლამენტი ავალებს მთავრობას, რომ წარმოადგინოს კანონპროექტი ,,გენმოდიფიცირებული ორგანიზამების გავცელებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენების შესახებ’’, რომლითაც ქვეყნის ტერიტორიაზე პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის დროს, უზრუნველყოფს ევროკომისიის მიერ დადგენილი გენმოდიფიცირების იდენტურობის კოდის დატანის ვალდებულებების შესრულობის კონტროლს და აღიცხვას პროდუქციის სახეობისა და რაოდენობის მიხედვით. პროექტით ასევე, პარლამენტი ავალებს მთავრობას გაგრძელდეს განხილვები ქვეყნის ტერიტორიის გენმოდიფიცირევული ორგანიზამებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ, რითაც სამომხმარებლო ბაზარი გარანტირებულად იქნება დაცული გენმოდიფიცირებული პროდუქტების უკონტროლო მოხმარებისგან. საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა სხდომაზე მოითხოვა განმარტებები, თუ რას გულისხმობს ინიციატორი იმპორტისა და რეექსპორტის დროს განსახირციელებელ ღონისძიებებში და რატომ გაიზარდა პროექტის პირვანდელი ვარიანტისგან განხსვავებით, მთავრობისადმი ვალდებულებები. ხუროშვილის განცხადებით, პროექტის უკანასკნელი ვარიანტით, მთავრობისადმი იმდენი ვალდებულბის დაკისრება ხდება, რომ ამან შეიძლება სერიოზული გაუგებრობა გამოიწვიოს, რაც დავის საგანი გახდეს. ხუროშვილის მტკიცებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას მოლაპარაკებები აქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და სხვა რიგ ვალდებულებებზე, ამიტომ მთავრობას გარკვეული ვადა დასჭირდება რომ ყველა საკითხი კონკრეტულად გაანალიზოს და ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც რეალურად შესრულებადი იქნება. საპარლამენტო მდივანმა დადგენილების პროექტით მთავრობისთვის მიცემული ვადის გახანგრძლივება მოითხოვა და დეპუტატებისგან თანხმობაც მიიღო. პირვანდელი ვარიანტით მთავრობას კანონპროექტი ერთი თვის ვადაში უნდა შეემუშავებინა, კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად პარლამენტი მთავრობას ახლა კი ექვსთვიან ვადას მისცემს. ამასთან, გოგუაძისთვის ეს ვადა მიუღებელია, თუმცა მაინც თანახმაა დაიწყოს მსჯელობა, შეხვედრები გენმოდიფიცირებული პროდუქტის კონტროლის არეალის გაფართოებაზე. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/tvitmf-putinis-150x132.jpgავიაკომპანია “აირზენა” აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მოსკოვში ექვს ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ამის შესახებ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე “აირზენას” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა. ჩარტერული რეისები თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით 1, 2, 3 და 10, 12, 14 აპრილს შესრულდება. გიორგობიანი ამბობს, რომ “აირზენას” თხოვნა ჩარტერული რეისების განხორციელებასთან დაკავშირებით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განიხილა და დააკმაყოფილა. კომპანიაში განმარტავენ, რომ შეთანხმება რუსულ მხარესთან ჩარტერული რეისების შესრულებაზე საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების ჩარევის გარეშეა მიღწეული. ინფორმაციას ფრენების დროებით აღდგენის შესახებ რუსული მხარეც ადასტურებს. “რია-ნოვოსტის” ინფორმაციით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ჩარტერული რეისების სერიის – “მოსკოვი თბილისი-მოსკოვი” განსახოხცილებლად ნებართვა მიიღო. “საქართველოს ავიახაზებმა” რუსეთს პირდაპირი მიმოსვლის თხოვნით 2009 წლის ბოლოს მიმართა. ნებართვა მაშინ გაიცა, თუმცა მხოლოდ 8-დან 10 იანვრამდე მოქმედებდა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/atomuri-bomba-150x150.gifრუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფილიალურმა წარმომადგენელი ანდრეი ნესტრენკო რუსეთ-აშშ შორის ატომური არსენალების შემცირების შეთანხმების ფაქტს ადასტურებს. როგორც ნესტრენკომ განაცხადა, შეთანხმებას ხელი სავარაუდოდ, ჩეხეთის დედაქალაქში მოეწერება. დოკუმენტის გაფორმების ვადები ჯერ-ჯერობით ოფიციალურად შეთანხმებული არ არის, რადგან ამ გადაწყვეტილებას თავად მედვედევი და ობამა უახლოვეს მომავალში მიიღებენ. ამერიკული გამოცემა თჰე Nეწ-Iორკ თიმეს– ის ინფორმაციით, მხარეები ბირთული მუხტების ლიმიტის 2.2 ათასიდან 1.5- მდე შემცირებაზე შეთანხმდნენ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/baqradze-daviT041-150x130.jpgსაქართველოში მომავალ ორ წელში ჰოსპიტალის გარეშე, არცერთი რეგიონი არ იქნება. ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტში გუშინ, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ სანდრო კვიტაშვილსა და დეპუტატებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც პარლამენტმა მთავრობისგან ჰოსპიტალურ სექტორში არსებული სტაგნაციის გამოსწორების პირობა მიიღო. ბაქრაძის განცხადებით, შეხვედაზე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ჰოსპიტალური სექტორი სტაგნაციიდან, რომელიც კომპანია ბლოკ-ჯორჯიას მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეიქმნა. ,,მთავრობის გეგმა იმედის მომცემი და პერსპექტიულია’’, – აღნიშნა ბაქრაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობის საბოლოო გეგმა მზად აპრილისთვის იქნება და მასზე უკვე ფართო დისკუსიების გამართვა იქნება შესაძლებელი. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristian_demokratebi_044-150x130.jpg“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრები დღეს საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. შეხვედრის ინიციატივა საკონსტიტუციო კომისიას ეკუთვნის. სამუშო შეხვედრაზე “ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობის წევრები გაეცნობიან, თუ როგორ მიმდინარეობს ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა და რა ეტაპზეა რედაქტირებული კონსტიტუციის სამუშაო ვარიანტი. შეხვედრაზე მოძრაობის წევრები ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ და კომისიის წევრებს გააცნობენ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/bagaturia31-150x130.jpgოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ,,სახალხო ბანკის’’ მიერ პენსიების გაცემასთან დაკავშირებით, პარლამენტში სამთვრობო საათზე ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების მისვლას ითხოვს. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბაღათურიამ განაცხადა, ,,სახალხო ბანკი’’ არაკეთილსინდისიერად სარგებლობს პენსიების გაცემის უფლებით, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბანკმა პენისიონერებს პენსიის წინასწარ აღებასთან დაკავშირებით 36 პროცენტი დაუწესა. მისი თქმით, ბანკის მიერ პენსიების გაცემასთან დაკავშირებით უკვე მომზადებულია კონტროლის პალატის დასკვნაც, რომელიც დამაკმაყოფილებელია. ,,ბანკის თანმაშრომელებმა პირად საუბარში თქვეს, რომ პროცენტი მაღალი იყო, რომელსაც დაწევდნენ, თუმცა დღემდსე გატარებული ღონისძიებები არ გვინახავს და 235 ათასი პენსიონერი დაყადაღებულია’’, – განაცხადა ბაღათურიამ. დეპუტატი ალექსანდრე კვიტაშვილისა და კახა ბაინდურაშვილის პარლამენტში მისვლას იმ მიზნით ითხოვს, რომ მათ პენსიების გაცემასთან დაკავშირებით ბანკთან გააუქმონ გაფორმებული შეთანხმება და სხვა ბანკთან ისეთი შეთანხმება გააფორმონ, რომელიც პენსიონერების უფლებებს დაიცავს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/beeline2-150x130.jpgმობილური ოპერატორი კომპანია ”ბილაინი” მთელი საქართველოს მასშტაბით ”მწვანე შაბათს” აწყობს. როგორც “ექსპრესნიუს” ბილაინიდან აცნობეს, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კომპანიის ყველა თანამშრომელი მონაწილეობას მიიღებს ”ბილაინის” თბილისის ოფისის თანამშრომლები ”ვეტერანთა პარკში” 120 ძირ ნეკერჩხალს და ცაცხვს დარგავენ. ბათუმის თანამშროლები კი, ”6 მაისის” პარკს ნაძვებით გაამწვანებენ. საქართველოს ექვსი ქალაქის პარკების მოვლა- დასუფთავებაში. აქცია ხვალ, 13:00 საათზე ერთდროულად დაიწყება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხესა, ზუგდიდში. თელავში იგეგმება სანერგე მეურნეობაში 1 000 ცალი ნუშის ნერგის დარგვა, ხოლო ზუგდიდში ცაიშის ეპარქიაში შემავალი ეკლესიის ეზოების გამწვანება, ხილისა და ზეთის ხილის ნერგების დარგვა. ახალციხეში ”ბილაინის” თანამშრომლები ცენტრალურ პარკს გაამწვანებენ, ხოლო ქუთაისში ავანგარდის უბნის გამწვანება იგეგმება. ”მოხარული ვართ, რომ ჩვენი ყველა თანამშრომელი მონაწილეობს ასეთ მნიშვნელოვან საქმეში. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ”მწვანე შაბათის” ორგანიზებაში ჩაერთვნენ არა მარტო თბილისის, არამედ რეგიონების თანამშრომლები”, – აცხადებს ”ბილაინის” გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba16-150x150.jpgადამიანებზე თავდასხმისა და დიდი რაოდენობით ფულის გატაცების ბრალდებით რუსეთში 5 პირი, მათგან 4 საქართველოს მოქალაქე დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, მორიგი დაკავება მოსკოვში განხოციელდა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინიტროსში განმარტავენ, რომ უკვე დადგენილია 15 შემთხვევა, როდესაც დაკავებულები თავს დაესხნენ ადამიანებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით თანხა გადაჰქონდათ. ბოლო თავდასხმა მოსკოვში 25 თებერვალს განხორციელდა, როდესაც თავდამსხმელებმა მოქალაქეს 25 მილიონი რუბლი წაართვეს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/pololikashvili-zura1-150x130.jpgეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ქუთაისში მშენებარე და უკვე მოქმედი სამრეწველო საწარმოები დაათვალიერა. მინისტრმა მეტალურგიული ქარხანა მინახულა და “მაკდონალდსის” მშენებარე ობიექტი დაათვალიერა, რომლის მშენებლობა ქუთაისში გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და მისი დასრულება მაისისთვის არის დაგეგმილი. ეკონომიკური განვითარების მინისტრი ინდური ინვესტიციით ამოქმედებული მეტალურგიული ქარხნის ახალი საქვაბის გახსნას დაესწრო. ქართულ-ინდური კომპანია, სადაც ქუთაისელებთან ერთად ინდოელი მუშებიც არიან დასაქმებული, გასულ წელს გაიხსნა და იგი საექსპორტო პროდუქციას აწარმოებს. ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, ქუთაისში საერთაშორისო ბრენდების შესვლა ქალაქს ინდუსტრიულ ცენტრად აქცევს. მინისტრმა ვიზიტის ბოლოს ქუთაისის განახლებული სამეფო უბანიც მოინახულა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/Deportation-150x150.jpgქართველების მორიგი დეპორტაცია პოლონეთიდან მიმდინარე თვის ბოლოს განხორციელდება. პოლონეთის საემიგრაციო ბანაკებში მყოფი 10 ქართველი არალეგალის დეპორტაცია ვარშავა-ვენა-ერევანი-თბილისის სპეცრეისით მოხდება. პოლონური მხარის ინფორმაციით, მათთან ერთად დეპორტირებულები იქნებიან სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები, მათ შორის სომხებიც. პოლონეთის საემიგრაციო ბანაკებში ამ დროისთვის 2 ათასამდე ქართველი რჩება. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/afetkeba-2-150x128.jpgჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატული რესპუბლიკა აშშ-ს და სამხრეთ კორეას, ატომური დარტყმებით ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას “ასსოციატედ პრესს” ავრცელებს. იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი და სეული სამხრეთ, კორეული სახელმფწოფოს პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას შეეცდებიან ფხენიანი მასობრივი ატომური დარტყმებით უპასუხებს. “ისინი, ვინც ქვეყნის მთავრობის გადაყენებას შეეცდებიან, ატომური დარტყმების სხვერპლები გახდებიან.”_ აცხადებს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მთავრობა. ფხენიანის ამგვარი რეაქციის მიზეზი, სამხრეთ კორეის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რის მიხედვითაც, სამხრეთ კორეისა და აშშ-მ შეიმუშავა სამხედრო სტრატეგია ჩრდილოეთ კორეის შესაძლო აგრესიის პრევენციისთვის. დასავლელი დიპლომატები, ამ განცხადებებს არასერიოზულად მიიჩნევენ. View the full article