
epn.ge
პლანეტელი-
პოსტები
173 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/17-150x150.jpg პარტიის მთავარ საბჭოზე დღეს, “ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე” გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე წინადადებას განიხილავენ. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს. “თემურ შაშიაშვილთან დღეს საუბრის დროს ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებმა, როგორც თანამემამულე, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის მოქალაქე ოსებმა და ქართველებმა გამოთქვეს გულისწყვეტა იმის გამო, რომ საქართველოში არა თუ მხარდაჭერა მიიღო ყოველთა ქართველთა ასამბლეის პრეზიდენტის გოჩა ძასოხოვის ინიციატივამ “ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე გამარტივებული სავიზო რეჟიმის მიღწევის” თაობაზე, არამედ სრულიად საწინააღმდეგო და გაუგებარი შეფასებებიც მოყვა არაერთი პოლიტიკოსისა და პარტიისაგან, განსაკუთრებით ქრისტიან-დემოკრატებისაგან,”- ნათქვამია “თეთრების” განცხადებაში. მოძრაობაში განმარტავენ, რომ უკვე მოხდა შეთანხმება, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, ვლადიკავკაზში “ქართულ-ოსური” დიალოგის ფორმატში შეხვედრის შესახებ. საკითხთან დაკავშირებით “თეთრები” დღეს, პარტიის მთავარ საბჭოზე იმსჯელებენ, მიღებულ პოზიციას კი მოძრაობა მედიას ხვალ გააცნობს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/1-150x150.gif,,გრანტების შესახებ’’ კანონში ცვლილება შედის, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს კანონი გრანტების გაცემის შესაძლებლობას მისცემს. პროექტი დღეს პირველი მოსმენით საფინანსო-საბიუჯეტო საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად ბარათში აღნიშნულია, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შესაბამისი წესდებებით ისედაც აქვთ მინიჭებული უფლება, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ გრანტები, თუმცა იგივე უფლებამოსილება კანონში არ იყო გაწერილი. კანონპროექტის ავტორების შეფასებით, გარემოება კანონმდებლობის ნორმების სხვადასხვა შინაარსით ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლეოდა. კერძოდ, საგდასახდო კოდექსით დადგენილ შეღავათების სარგებლობის უფლებამოსილებას, სხვადასხვაგვარ განმარტებებს აძლევდნენ. მას შემდეგ კი, რაც გრანტების გამცემ სუბიექტთა შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირები უკვე კანონით ჩაერთვებიან, კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, კანონმდებლობის ნორმები ერთგვაროვნად იქნება ინტერპრეტირებული. ამასთან, კანონპროექტის ინიციატორი მთავრობაა, ავტორი კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. View the full article
-
,,ქრისტიან-დემოკრატები’’ ხელისუფლებას ბრალს ქართული ავიაკომპანიების შევიწროებაში სდებენ. როგორც http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristiandemokratebi5-150x150.jpgდღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წევრმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, ხელისუფლების ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივი ავიაკომპანიები ლიკვიდაციის ზღვარზეა მისული, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ეროვნულ ავიაკომპანიებს ანადგურებს. მისი თქმით, კვალიფიციური ქართველი მფრინავები იძულებულები არიან, აფრიკის ავიახაზებზე სამუშაო იშოვონ და ამ გზით მიიღონ შემოსავალი, მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა ხელშეკრულებებს აფორმებს, რომლებიც საშუალებას აძლევს უცხო ქვეყნების ავიაკომპანიებს, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე განახორციელონ ფრენები თბილისში. ლალიაშვილის განცხადებით, უცხოურ ავიაკომპანიებს ქართული ბაზრის 80%-იანი სეგმენტი აქვს დაკავებული, თუმცა ისინი არაფერს იხდიან ბიუჯეტში და ჯამში, ყველა მათგანს ერთად, 50 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ,,იმავდროულად, ქართული ავიაკომპანიები, რომლებიც ბაზრის 20%-ს ითვისებენ და 1000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებენ, ბიუჯეტის სასარგებლოდ მილიონობით ლარს იხდიან. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს, საკუთარ ავიახაზებს პრივილეგირებული თუ არა, ისეთი გარემო მაინც შეუქმნას, რომ ისინი უცხო ქვეყნების კომპანიების მიერ არ დაიჩაგრონ, საქართველოს ხელისუფლება კი პრაქტიკულად წირავს ჩვენს ეროვნულ ავიახაზებს და უკეთეს პირობებს უცხო ქვეყნებს სთავაზობს’’, – განაცხადა ლალიაშვილმა. ,,ქრისტიან-დემოკრატები’’ ქართული ავიაკომპანიებისათვის ბაზრის 40%-ის დათმობას და უცხოურ კომპანიებთან რეალურ მოცულობაზე დაფუძნებული პარიტეტული რეჟიმის შემუშავებას მოითხოვენ, რითაც ეროვნული ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება მოხდება. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/16-150x150.jpgვაგნერ ფარცხვანია ოკუპანტებმა ოთხ-თვიანი ტყვეობის შემდეგ მას მერე გათავისუფლეს, რაც გამოსასყიდი თანხა მიიღეს. რუს ოკუპანტებს ქართველი ტყვე სამი თვის განმავლობაში სოხუმში ბნელ და ოთახში ყავდათ დატყვევებული. ბოლო ერთი თვე კი ფარცხვანიამ გალში ოკუპანტების შტაბ-ბინაში გაატარა. ფარცხვანია ოკუპანტებმა დაახლოებით 3 თვის წინ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვარზე, სოფელ ჭუბურხინჯთან მაშინ დააკავეს, როდესაც მას ციტრუსი საკუთარი ავტომანქანით გადაჰქონდა. ოკუპანტებმა მას ავტომანქანა წაართვეს. ტყვეობისას კი ფარცვანიების ოჯახს 50 ათასი რუსული რუბლი გამოსძალეს. გათავისუფლებული ქართველმა სამართალდამცველებმა დაკითხეს. View the full article
-
აფხაზეთის დახმარებაზე პასუხისმგებელ პირებს სტეპაშინი საქმისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს http://www.epn.ge/wp-content/uploads/33-150x150.jpg “ექსპრესნიუსი”- რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატის წევრი, სერგეი სტეპაშინი აფხაზეთისთვის ეკონომიკური დახმარების გეგმას კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით, 2010 წელს რუსეთს აფხაზეთისთვის 3 მილიარდი რუბლი უნდა გადაერიცხა, თუმცა აფხაზეთს ამდრომდე არაფერი მიუღია. “მე საკუთარ თავს ვაძლევ უფლებას გავაკრიტიკო ყველა ადამინი, ვინც ამ საქმითაა დაკავებული, მათ შორის რეგიონალური განვითარების მინისტრიც. პირველი კვარტალი უკვე დასრულდა და ჯერ კაპიკიც კი არ ჩარიცხულა,”- განაცხდა სტეპაშინმა. რუსეთი აფხაზეთისთვის 2010-2012 წლებში 10 მილიარდი რუბლის გადარიცხავს აპირებს. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის თქმით, რუსეთიდან ჩარიცხული თანხა ინფრასტრუქტურისა და კურორტების აღდგენას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა, რის შემდეგაც რესპუბლიკებს შორის სოციალურ ეკონომიკურ და სამხედრო საკითხებში თანამშრომლობის ხელშეკრულება დაიდო. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/aeroporti1-150x131.jpgახალგორსა და ჯავაში აეროდრომების აშენება იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ “ოსინფორმი” ავრცელებს. რუსულმა მხარემ ჯავასა და ახალგორში ვერტმფრენებისთვის განკუთვნილი აეროდრომების აშენებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადდა ედისის წაყლსადენსა და ახალგორის სახანძრო-საამშველო ნაწილის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშოების შესრულებაზეც. ტენდერები რუსეთის ფედერალურმა სახელმწიფო დაწესებულებამ “პროგრამებისა და პროექტების რეალიზაციის სამხრეთ დირექციამ” გამოაცხადა. ფედერალურმა სახელმწიფო დაწესებულებამ “რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველომ” კი, ღია აუქციონი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიწის მოწყობითი სამუშაოების ჩატარებაზე გამოაცხადა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/32-150x150.jpgმიმდინარე წლის მაისში, საქართველოს ეკონომიკაში ქართული დიასპორის ჩართვის მიზნით ბიზნესფორუმი გაიმართება. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმს ტურის სახე ექნება, რომლის ფარგლებშიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნობიან. ისინი საქართველოში შექმნილ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომელიც უცხოეთში მოღვაწე ყველა წარმატებულ ქართველ ბიზნესმენს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთ ქვეყანაში დააბანდონ კაპიტალი და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/rpic_584-150x150.jpg დღეს თამბაქოს მოხმარების შედეგად დაზარალებული პირის უპრეცენდენტო სარჩელის განხილვას დაიწყებს. სარჩელში თამბაქოს მოხმარების შედეგად დაზარალებული გიული ჩხაიძე კომპენსაციას თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან მოითხოვს. პროცესი, სააპელაციო სასამართლოში დღეს, 12 საათზე დაიწყება. ჩხაიძის სარჩელი პირველი ინსტაციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. View the full article
-
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სპეციალური რეპორტაჟის“ წამყვანის, ჟურნალისტ ნათია კობერიძის პასუხისმგებლობის საკითხზე დღეს იმსჯელებს.http://www.epn.ge/wp-content/uploads/iaa1-150x150.jpg ნათია კობერიძე ეთიკის ქარტიის ხელმომწერია. როგორც ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მის მიერ უხეშად არის დარღვეული ჟურნალისტიკის სტანდარტები. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, 13 მარტს, გადაცემა „სპეციალურ რეპორტაჟში“ „ქრონიკის“ „მოდელირებული გამოშვება“ გავიდა, სადაც 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია „იმედის“ ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა. იმიტირებულმა “ქრონიკამ” საზოგადოებაში პანიკა და შოკი გამოიწვია. ხმაურიან მოდელირებულ საინფორმაციო გამოშვებას საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა. View the full article
-
საქართველოს http://www.epn.ge/wp-content/uploads/21-150x150.jpg ბრუნვამ, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 815 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 9% აღემატება. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტი 216 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლზე 58 პროცენტით მეტია; ხოლო იმპორტი – 599 მლნ აშშ დოლარზე, შესაბამისად 2 პროცენტით ნაკლები. მათივე მონაცემებით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის იანვარ-თებერვალში 383 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. View the full article
-
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, http://www.epn.ge/wp-content/uploads/ganatlebis_saministro_logo3-150x130.jpg ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრის ოც კურსდამთავრებულს სერტიფიკატებს გადასცემს და ცენტრის სასწავლო ბაზას დაათვალიერებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, ოცივე კურსდამთავრებული ”საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” დასაქმდება. სამინისტროს ძალისხმევით, ამავე კომპანიაში მარტის ბოლოს სხვადასხვა სპეციალობის კიდევ 44 კურსდამთავრებული დაიწყებს მუშაობას. შეხვედრა მინისტრის მოადგილესა და პროფესიული სწავლების ცენტრის კურსდამთავრებულს შორის, ქუთაისის №1 პროფესიული სწავლების ცენტრში 12 საათზე შედგება. View the full article
-
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია დღეს http://www.epn.ge/wp-content/uploads/14-150x150.jpg თავდადებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. დემეტრე II 1270-1289 წლებში მეფობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, 11 წლის ასაკში ის მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველოში მეფედ დაამტკიცეს და მცირეწლოვანების გამო, მეურვედ მონღოლთა ყაენის ნდობით აღჭურვილი პიროვნება სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნეს. მონღოლთა ბატონობის გამო, დემეტრეს მეფობის დროს ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. 1289 წელს ილხანთა მონღოლური სახელმწიფოს პირველ ვაზირს ბუღას ყაენის წინააღმდეგ შეთქმულება დაჰბრალდა, რის გამოც იგი სიკვდილით დასაჯეს. 1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას დემეტრეს თავი მოჰკვეთეს. მეფის ცხედარი კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოისყიდეს, თბილისელმა ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს. ის სვეტიცხოვლის ტაძარშია დაკრძალული. ქართულმა ეკლესიამ დემეტრე II წმინდანად შერაცხა. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია დღეს ავტოკეფალიის აღდგენასაც აღნიშნავს. ავტოკეფალიის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს, 12 საათზე პარაკლისს აღასრულებს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/cesko16-150x130.jpgსაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდებიან. შეხვედრის თემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა და შემდგომი პერიოდის გაშუქება იქნება. ხვალვე ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯონ ბასს შეხვდება. მხარეები საარჩევნო საკითხებზე ისაუბრებენ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/devnilebi-bavSvebi-150x132.jpgლტოლვილთა და განსახლების სამინიტროს ორგანიზებით, შიდა ქართლიდან დევნილი ბავშვებისთვის დღეს რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. დევნილ ბავშვებს სათამაშოების მაღაზია “ჭიტა” და საკონდიტრო ქარხანა “ტკბილი ქვეყანა” უმასპინძლებს. მათ სპეციალური საჩუქრებიც გადაეცემათ. დღის ბოლოს კი, დევნილი ბავშვები კინოთეატრ “რუსთაველში” ანიმაციურ ფილმს ნახავენ. View the full article
-
შავი ზღვის ქუჩაზე დღეს პერფომანსული აქცია “არა – ბუშს!” გაიმართება. რეჟისორი ზაზა სვანაძე თანამოაზრე ახალგაზრდებთან ერთად აშშ-ის ექს-პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას მოითხოვს. http://epn.ge/wp-content/uploads/aqcia1EPN1-150x130.jpg აქციაზე წარმოდგენილი იქნება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შედეგების ამსახველი ფოტოები, კერძოდ, გუანტანამოს ციხისა და ერაყის ომის ამსახველი ფოტომასალა. აქციის დასასრულს შეკრებილი ახალგაზრდები პროტესტის ნიშნად, ბუშის პლაკატს ხელბორკილებით მიებმებიან. View the full article
-
25 მარტი http://epn.ge/wp-content/uploads/ilia-catholicos-of-georgia1-150x150.jpg აღდგენის დღეა. ავტოკეფალიის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში 12 საათზე პარაკლისს აღასრულებს. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი 1811 წელს ავტოკეფალია გააუქმა. მას შემდეგ რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს დაიბრუნა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს სცნო. View the full article
-
თბილისის საქალაქო სასამართლოში http://epn.ge/wp-content/uploads/gam-150x150.jpgს სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მოწმეთა დაკითხვით განახლდება. წინა პროცესზე ბრალდების მოწმე, გამსახურდიას მეზობელი რაისა საიდოვა დაიკითხა. მოწმემ სასამართლო პროცესე უარყო წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება, სადაც ის გამსახურდიას დამნაშავედ ცნობდა. დღევანდელი პროცესი ასევე ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრაში ადანაშაულებენ. გამსახურდიას ბრალი განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს, იგი ბრალდებებს უარყოფს. ცოტნე გამსახურდიას ბრალი სსკ-ის 236-ე მუხ I და მე-2 ნაწ, 19,108-ე მუხლით ედება. View the full article
-
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხის #1 და ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლების მოსწავლეები მიიღო შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ბავშვებს რეზიდენცია დაათვალიერებინა. ბავშვებმა პრეზიდენტთან ერთად სახელმწიფო ჰიმნიც შეასრულეს. მოსწავლეებმა პრეზიდენტის სასახლის შემდეგ, მთაწმინდის პარკი დაათვალიერეს. View the full article
-
ქურდულ სამყაროში ერთ-ერთი გავლენიანი ქართველი “კანონიერი ქურდი” გიორგი ხმელიძე იგივე “ხმელო” პრაღის ეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პრესა ავრცელებს. 49 წლის “კანონიერი ქურდი” ჩეხეთის, უკრაინისა და საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად 13 მარტს აიყვანეს. გიორგი ხმელიძეზე ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო, საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. იგი ჩეხეთის დედაქალაქში ჩასვლის დროს აეროპორტში აიყვანეს. ამჟამად უკრაინული მხარე მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ცდილობს. გიორგი ხმელიძე ადრე რამდენჯერმეა ნასამართლევი. 1992 წელს, საქართველოში მორიგი სასჯელის მოხდის შემდეგ, იგი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. რუსული მედიის ინფორმაციით, ~ხმელომ~ კორუფციული ქსელი გააბა და დონეცკის ოლქს სრულად აკონტროლებდა. View the full article
-
უცხოეთში მყოფ 120 ქართველ სტუდენტს 2010 წლის თებერვლიდან დაფინანსება არ მიუღიათ, რის შედეგაც მათ არსებობის პრობლემა შეექმნათ. საქართველოს მთავრობამ უცხოეთში მყოფი სტუდენტები ულუკმაპუროდ დატოვა. ამის შესახებ დღეს “რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, პარტიის ერთ-ერთმა წევრმა სოფო ხორგოვანმა განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტების სამაგისტრო პროგრამების დაუფლებას “განვითარებისა და რეფორმების ფონდი” აფინანსებდა, ფონდის დახურვის შემდეგ კი, 2010 წლის 28 იანვარს სტუდენტების დაფინანსება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოვალეობაში გადავიდა. “ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღესვე გააკეთოს განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით და დოკუმენტურად დაადასტუროს, რომ საზღვარგარეთ მყოფ ყველა სტუდენტს მათი კუთვნილი სტიპენდია გადაერიცხათ. Dასევე, დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი არაპროფესიონალიზმის გამო სტუდენტებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ,”_ განაცხადა სოფო ხორგოვანმა. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/4365-150x150.jpg კომპანია “ყაზბეგის” რუსთავის ქარხნის პირველი სართული და ეზო ამ დრომდე პარალიზებულია. დღეს მომხდარი ცისტერნების ჩამონგრევის შედეგად, საწარმოს ეზოში 800 ტონა ლუდია დაღვრილი. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს”, კომპანია “ყაზბეგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა სხიერელმა განუცხადა. მისი თქმით, საწარმოში ლუდის ცისტერნების გადაიარაღება ხდებოდა და ამ მიზნით, 18 ცისტერნა საწარმო პროცესთან უფრო ახლოს უნდა დამონტაჟებულიყო. საგანგებო საწარმოო შემთხვევის შედეგად, როგორც მას კომპანიაში უწოდეს, არავინ დაზიანებულა. შეგახსენებთ, რომ დღეს, დაახლოებით 17:30 წუთზე კომპანია ”ყაზბეგის” რუსთავის ქარხანაში 100 ტონიანი ცისტერნა ჩამოინგრა, რომელმაც წინა 14-ის ჩამოშლაც გამოიწვია. View the full article
-
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტუბერკულოზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია-სემინარი,- ‘’ტუპერკულიოზთან ბრძოლა გრძელდება’’ გაიმართა. http://www.epn.ge/wp-content/uploads/22-150x150.jpg აქცია-სემინარზე განხილულ იქნა ტუბერკულოზის პრობლემა პენიტენციურ სისტემაში. ასევე, საუბარი შეეხო მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის საკითხებს საქართველოში. აქციას ემორის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლინსის სკოლის ეპიდემიოლოგიის პროფესორი, ჰენრი ბლუმბერგი ესწრებოდა. ღონისძიება სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაციის (მსკი) მხაედაჭერით ჩატარდა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (უსაიდ) დაფინანსებით საქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობისა და კონტროლის პროგრამას ახორციელებს. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/salvador-dali-150x150.jpg საქართველოში ცნობილი ესპანელი სიურეალისტის, სალვადორ დალის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. სალვადორ დალის სკულპტურები და ლითოგრაფიები 7 აპრილს, წინანდლის მუზეუმში გამოიფინება. წინასწარი ინფორმაციით, სალვადორ დალის ნამუშევრების გამოფენა საქართველოში 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. View the full article
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ესტონეთის, პოლონეთის, ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, ასევე ლიტვის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, კერძოდ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სადესანტო ძალების გადასხმასა და იქ მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/logo1.jpg საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საოკუპაციო ჯარების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მკაცრ პროტესტს გამოთქვამს და მოითხოვს, შეწყდეს ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველი და ოსი მოსახლეობის უფლებების დარღვევა. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ახალგორში #3 სკოლის დანგრევის ფაქტთან დაკავშირებით, საგარეო უწყებამ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა. “აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს რუსი ოკუპანტების მიერ ეთნიკური წმენდისა და დისკრიმინაციის პოლიტიკის გაგრძელებას და კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, რომ რუსეთი იგნორირებას უწევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, მათ შორის ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ფუძემდებელ უფლებას – მშობლიურ ენაზე მიიღოს განათლება,”- მიიჩნევს დიპლომატიური უწყება. სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მკაცრი შეფასება მისცეს მომხდარ ფაქტს და აიძულოს რუსეთის მხარე, განუხრელად შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. დიპლომატიურ უწყებაში განმარტავენ, რომ ოკუპანტებმა სკოლა სახლის აშენების მოტივით დაანგრიეს. სკოლის 150 ქართველი და ოსი მოსწავლე იძულებით სხვა სკოლაში გადაიყვანეს. View the full article