Jump to content
Planeta.Ge

epn.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    173
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი epn.ge

  1. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvilimisha1101-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ავლაბრის რეზიდენციაში ფილიპინებიდან დაბრუნებული ქართველი მეზღვაურები მიიღო. “ნამდვილად ძალიან ძნელია და არ მესმის ისეთ მშრომელ ხალხს, როგორიც მეზღვაურები არიან, როგორ შეიძლება რამე დააბრალო და 8 თვე ციხეში ამყოფო. ძალიან ვწუხვართ რომ იქ ამდენი დროის გატარება მმოგიხდათ, მინდა იცოდეთ რომ საქართველოს მთავრობა საკუთარ მოსახლეობას გასაჭირში არასოდეს ტოვებს”,_ განაცხადა მეზღვაურებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა. მეზღვაურებმა საქართველოს პრეზიდენტს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. პრეზიდენტი კი თავის მხრივ მეზღვაურებს უახლოეს ხანებში ფილიპინებზე დარჩენილი 2 ქართველის უახლოეს ხანებში გათავისუფლებისათვის ყველაფრის გაკეთებას დაჰპირდა. View the full article
  2. http://www.epn.ge/wp-content/uploads/109710332_6c63573aaf4-150x150.jpg რუსთავში კორპუსების გადახურვის პროგრამა კვლავ გრძელდება. როგორც რუსთავის თვითმმართველობაში აცხადებენ, ეს პროგრამა თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდებოდა, რომლის მიხედვითაც თანხის 90%-ს თვითმმართველობა იხდიდა, 10%-ს კი მოსახლეობა. თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ამიერიდან გადახურვების 100% დაფინანსებას ქ.რუსთავის თვითმმართველობა უზრუნველყოფს. პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის აქტიურობა მაღალია და ამ ეტაპზე რუსთავის მერიაში 300-მდე განცხადებაა შესული, სადაც რუსთაველები კორპუსების ნაწილობრივ ან მთლიან გადახურვას ითხოვენ. თვითმმართველი ქ. რუსთავის მერის, მამუკა ჩიქოვანის განცხადებით აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად ქალაქს ყველანაირი რესურსი გააჩნია და თვითმმართველობა მზად არის გადახურვითი სამუშაოები 100%-ით დააფინანსოს. პროექტის ფარგლებში აქტიური სამუშაოების დაწყება მაშინ დაიწყება, როგორც ამინდი მათ ამის საშუალებას მისცემს. პირველ ეტაპზე 70-მდე კორპუსის გადახურვაა დაგეგმილი, დანარჩენი სამუშაოები კი ეტაპობრივად განხორციელდება. View the full article
  3. http://www.epn.ge/wp-content/uploads/109710332_6c63573aaf1-150x150.jpg რუსთავში კორპუსების გადახურვის პროგრამა კვლავ გრძელდება. როგორც რუსთავის თვითმმართველობაში აცხადებენ, ეს პროგრამა თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდებოდა, რომლის მიხედვითაც თანხის 90%-ს თვითმმართველობა იხდიდა, 10%-ს კი მოსახლეობა. თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ამიერიდან გადახურვების 100% დაფინანსებას ქ.რუსთავის თვითმმართველობა უზრუნველყოფს. პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის აქტიურობა მაღალია და ამ ეტაპზე რუსთავის მერიაში 300-მდე განცხადებაა შესული, სადაც რუსთაველები კორპუსების ნაწილობრივ ან მთლიან გადახურვას ითხოვენ. თვითმმართველი ქ. რუსთავის მერის, მამუკა ჩიქოვანის განცხადებით აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად ქალაქს ყველანაირი რესურსი გააჩნია და თვითმმართველობა მზად არის გადახურვითი სამუშაოები 100%-ით დააფინანსოს. პროექტის ფარგლებში აქტიური სამუშაოების დაწყება მაშინ დაიწყება, როგორც ამინდი მათ ამის საშუალებას მისცემს. პირველ ეტაპზე 70-მდე კორპუსის გადახურვაა დაგეგმილი, დანარჩენი სამუშაოები კი ეტაპობრივად განხორციელდება. View the full article
  4. http://www.epn.ge/wp-content/uploads/iorshi-150x150.jpgევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლი მათიას ეორში პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე ეორშმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა ისაუბრა თუ რა შეიცვალა ამ მიმართულებით მათეას ეორშის საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ, როგორ ასრულებს სქართველო ევროსაბჭოს მოთხოვნებს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი არსენიშვილმა კი კონკრეტულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. არსენიშვილის თქმით, ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები, მათი უფლებების დაცვა ფართო კონტექსტს მოიცავს, რაც ბევრ კანონშია ასახული. ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა ამ მიმართულებით, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრა, რაც აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზდრებს საშუალებას აძლევს უმაღლეს სასწავლებლებში მშობლიურ ენაზე ჩაბარებული ერთი გამოცდით ჩაირიცხონ. ადგილობრივი თვთმმართველობის არჩევნების მონიტორინგის ინტერფრაქციული ჯგუფის საქმიანობის შესახებ ისაუბრა ინტერფარაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ ჩახვაძემ. View the full article
  5. http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamofena2-150x150.jpg პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზში კარიკატურისტის ბესო დუღაშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, გამოფენის მოწყობის თხოვნით მას ნამუშევრების ავტორმა ერთი თვის წინ მიმართა და პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ აღნიშნული ღონისძიება მოეწყო. დუღაშვილის შეფასებით, პარლამენტის ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობაში პატარა იუმორისტული შტრიხის შეტანა პოლიტიკოსების საქმიანობას წაადგება და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. გამოფენაზე სულ 60 პოლიტიკოსის კარიკატურა იქნა წარმოდგენილი. View the full article
  6. http://www.epn.ge/wp-content/uploads/zizigurizviadi4-150x130.jpg ჭადრაკის სასახლეში ეროვნული საბჭოს შეკრებაზე სიტყვით გამოსლვისას კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიძურმა ნატოს საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მისი თქმით, ქვეყანამ არარეალურ იმედებს თავი უნდა დაანებოს და ამის ნაცვლად რუსეთთან ურთიერობის აღდეგანს შეეცდოს. “საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას, თვითონ მიხეილ სააკაშვილი უშლის ხელს თავისი პოლიტიკით. ქვეყანაში, რომელშიც არ არსებობს მიუკერძოებელი მედია, სასამართლო, როცა ხალხი სიღატაკის პირასაა და შიმშილობს, ნატოში შესვლის იმედი არ უნდა გვქონდეს”_ განაცხადა ძიძიგურმა. “კონსერვატიული პარტიის” ლიდერის თქმით, საქართველოსთვის ერთ_ერთი უპირველესი პრობლემა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაა, რომელიც ეროვნული საბჭოს გამარჯვების შემთხვევაში, მათი პრიორიტეტი და ძირითადი პრინციპი იქნება. ამ დროისთვის შეკრება ჭადრაკის სასახლეში დასრულებულია. ოპოზიციონერები ამ წუთებში მსვლელობით პარლამენტთან მიემართებიან, სადაც აქციას გამართავენ. View the full article
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/bakradze-davit2-150x130.jpg პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვედეთის აუდიტორული ოფისის თავმჯდომარე იან ლანდალს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს კონტროლის პალატის განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს და ასევე, საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის აუდიტორულ ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ისაუბრეს, რომელსაც ხელი დღეს მოეწერება. მემორანდუმის თანახმად, შვედეთის სახელმწიფო საქართველოს კონტროლის პალატას 7 მილიონ შვედურ კრონს გამოუყოფს. დახმარება ითვალისწინებს კონტროლის პალატაში ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიისა და კადრების განვითარების სისტემის დანერგვას, აუდიტის პროცესში პროგრამული ტექნოლოგოების გამოყენებას და სხვა საკითხებს. კონტროლის პალატის რეფორმების პროცესს მხარს შვედეთის აუდიტორული ოფისი დაუჭერს. ამასთან, შეხვედრას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ესწრებოდნენ. შვედეთის აუდიტორული ოფისის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი 26 მარტს დასრულდება. View the full article
  8. http://www.epn.ge/wp-content/uploads/daviTaSvili-koba-parlamentTan-150x130.jpg “ხალხის პარტიის” მიერ ინიცირებული 4 კანონპროექტის განხილვა უკვე მეორედ, კვლავ ორი კვირით გადაიდო. 4 კანონპროექტის დამტკიცების მოთხოვნით “ეროვნულმა საბჭომ” დღეს პარლამენტის წინ აქცია გამართა. Kკანონპროექტები ჯერ კიდევ ორი კვირის წინ უნდა განხილულიყო, თუმცა მისი განხილვა დღეისათვის იყო გადადებული და დღეს მისი განხილვის ვადამ კვლავ გადაიწია. როგორც აქციაზე, “ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა მოსახლეობისათვის მიმართვისას განაცხადა, ორი კვირის შემდეგ ეროვნული საბჭო ამომრჩევლებთან ერთად კვლავ შეიკრიბება პარლამენტთან და კანონპროექტების მიღებას მოითხოვს. “ახლა ის პერიოდია, როცა შეიძლება ხელისუფლებას რაიმე სასარგებლო გამოსტაცო,რადგან მათ სწორედ არჩევნების წინ ეშინიათ აქციების,ამიტომ ჩვენ არ გავჩერდებით და ბოლომდე დავიცავთ მოსახლეობის უფლებებს”, _ განაცხადა კობა დავითაშვილმა. კანონპროექტები 5 წლით საპენსიო ასაკის დაწევას, მცირემეწარმეთათვის ფიქსირებული გადასახადების დაწესებას, საარჩევნო ბარიერის 50%+1 გაზრდას და საარჩევნო კომისიებში პარიტეტს ითვალისწინებს. აქციაში მოსახლეობასთან ერთად, ეროვნული საბჭოს ყველა პარტია და ლიდერი მონაწილეობდა. View the full article
  9. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Nogaideli1-150x130.jpg ზურაბ ნოღაიდელმა “ჭადრაკის სასახლეში” შეკრებილ ამომრჩევლებს, ეროვნული საბჭოს კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ანაბრების დაბრუნების სქემა გააცნო. როგორც მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა შეხვედრაზე განაცხადა, მოხდება ანაბრების აღწერა და ინდექსაცია, რის შემდეგაც მეორე წელსვე დაიწყება მოსახლეობისათვის ანაბრების დაბრუნება. “აღწერის შემდეგ, მეორე წელსვე, დავიწყებთ ანაბრების დაბრუნებას და პირველ რიგში ისინი დაუბრუნდება მათ, ვინც მეტად ასაკოვანია და ნაკლები შემოსავალი აქვს“ – განაცხადა ნოღაიდელმა მანვე ქვეყანაში ჯანდაცვის, განათლების და სოციალურ სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ხელისუფლებას ამ კუთხით ფულის ჩადებისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, დღეს ყველაზე მეტ ფულს საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებაში დებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული საბჭოს ლიდერებმა, პარლამენტის წინ აქციაზე გადაინაცვლეს. View the full article
  10. http://www.epn.ge/wp-content/uploads/auqcioni1-150x1501.jpg საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა. როგორც “ექსპრესნიუსს” კორპორაციიდან აცანობეს, კორპორაცია პოტენციურ მყიდველს სთავაზობს ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ, ხელმისაწვდომ გაზს ჯამში ერთი მილიონი (1 000 000) მ3 მოცულობით. გაზის მიწოდება განხორციელდება ნინოწმინდის სათავო ნაგებობაზე (სოფელი პატარძეული) არსებულ საზომ პუნქტში. აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება 1 000 (ათას) მ3 გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე) 230 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება ის მონაწილე, რომელიც 1 000 (ათასი) მ3 გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს. აუქციონი ხვალ 16:00 საათზე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიაში ჩატარდება. View the full article
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/epnepn2-150x150.jpgურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს კონტროლის პალატასა და შვედეთის ეროვნულ აუდიტორიულ ოფისს შორის დღეს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” კონტროლის პალატის თავმჯდომარესა და შვედეთის აუდიტის ოფისის გენერალურ აუდიტორთან ჟან ლანდალთან გაფორმდა. როგორც კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს კონტროლის პალატის დახმარებას ითავლისწინებს. “შვედური მხარე გამოჰყოფს 7 მილიონ კრონს დასახმარებელი ღონისძიებებისთვის”, – განაცხადა ბეჟაშვილმა. შვედეთის აუდიტორიული ოფისის დელეგაცია საქართველოს 22 მარტს ეწვია. შეგახსენებთ, რომ Mმემორანდუმის ხელმოწერამდე შვედეთის აუდიტის ოფისის გენერალური აუდიტორი და კონტროლის პალატის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში, დავით ბაქრაძესა და საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილს შეხვდნენ. View the full article
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/matias_iorSi5-150x150.jpgევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი მათიას იორში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. პარლამენტში დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი იორში პარლამენტის სპიკერს დავით ბაქრაძეს შეხვდა. როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ იორშმა განუცხადა, მათ განიხილეს ევროსაბჭოს წინაშე აღებული ის ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს ჯერ არ განუხორციელებია. იორშის თქმით, არის გარკვეული პრობლემები ეროვნულ უმცირესობეთთან, რელიგიურ საკითხენთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა მოაგვაროს საქართველოს პარლამენტმა, მაგრამ ევროსაბჭო და მონიტორინგის კომიტეტი იქნება ჩართული ამ პროცესში და უზრუნველყოფს ინფორმაციას, თუ როგორ წყდება ეს პრობლემები ევროპულ ქვეყნებში. View the full article
  13. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Nogaideli_zura_580895584-150x130.jpgზურაბ ნოღაიდელმა “ჭადრაკის სასახლეში” შეკრებილ ამომრჩევლებს, ეროვნული საბჭოს კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ანაბრების დაბრუნების სქემა გააცნო. როგორც მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა შეხვედრაზე განაცხადა, მოხდება ანაბრების აღწერა და ინდექსაცია, რის შემდეგაც მეორე წელსვე დაიწყება მოსახლეობისათვის ანაბრების დაბრუნება. “აღწერის შემდეგ, მეორე წელსვე, დავიწყებთ ანაბრების დაბრუნებას და პირველ რიგში ისინი დაუბრუნდება მათ, ვინც მეტად ასაკოვანია და ნაკლები შემოსავალი აქვს“ – განაცხადა ნოღაიდელმა მანვე ქვეყანაში ჯანდაცვის, განათლების და სოციალურ სფეროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ხელისუფლებას ამ კუთხით ფულის ჩადებისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, დღეს ყველაზე მეტ ფულს საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებაში დებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეროვნული საბჭოს ლიდერებმა, პარლამენტის წინ აქციაზე გადაინაცვლეს. View the full article
  14. http://www.epn.ge/wp-content/uploads/xaratishvili-150x150.jpg ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დენის კიფს შეხვდა. მათ შორის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2010 წლის არჩევნებს საქართველოში დიდი ყურადღება მიექცევა. ,,სასარგებლო და საინტერესო დიალოგი შედგა, ჩვენ განვიხილეთ საარჩევნო სისტემა. მომავალი მერის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”,_ განაცხადა დენის კიფმა. View the full article
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/baqradze3-150x150.jpgრუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს პოზიცია უცვლელია, თუმცა ბუნებრივია არსებობს სხვადასხვა სახელმწიფოების დაინტერესება და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. ამის შესახებ, ჟურნალსიტებს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ რუსეთის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო, რომელიც არ ცნობს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ საზღვრებს, ძალით ახდენს მისი ტერიტორიების ანექსიას, ხელოვნურად აწესებს ცალმხრივ ემბარგოებს და შეზღუდვებს, ბუნებრივია ასეთი ქვეყანა არ იმსახურებს და ვერც შეასრულებს იმ წესებს და მოთხოვნებს, რომელიც არსებობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ,,ქართული მხარის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში ცნობილია და ამ პოზიციაში ცვლილება არ არის’’, – განაცხადა ბაქრაძემ. ამასთან, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეხვედრა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმოამდეგნლებთან პარლამენტში მომავალ კვირას გაიმართება. შეგახსემებთ, რომ საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მწვავედ ,,ქრისტიან-დემოკრატების’’’ ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ დასვა და ეჭვი გამოთქვა, რომ საკითხზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თარგამაძემ, საგარეო უწყებას, განმარტებების გაკეთებაც მოსთხოვა. View the full article
  16. http://www.epn.ge/wp-content/uploads/turizmi1-150x150.jpgტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ზამთრის ტურისტული სეზონის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილის, ბექა ჯაყელის განცხადებით, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გარდა, საქართველოში გერმანელი, ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი მოგზაურები ჭარბობენ. “საქართველოში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობას ადამიანური ურთიერთობები იზიდავს, მეორე ადგილზე კი, გეოგრაფიული ადგილმდებარეობაა. მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების გარდა, საქართველოში გერმანელი, ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი მოგზაურები ჭარბობენ, მათი 30 პროცენტი საქართველოს საქმიანი და პროფესიული მიზნით, 25 პროცენტი მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად, ხოლო 23 პროცენტი დასვენებისა და რეკრეაციისათვის სტუმრობს”- განაცხადა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე ჯაყელმა. მისივე განაცხადებით, კვლევა ძირითადად შეეხება შემდეგ საკითხებს: რომელი ქვეყნის მოქალაქეა საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა უმრავლესობა, რა არის მათი მოგზაურობის მიზანი, ძირითადად, სად ათევენ ღამეს ისინი, როგორია საქართველოში მათი ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა. “უცხოელი ტურისტები 47 პროცენტი ღამის გასათევად ნათესავის ან მეზობლის ბინას, ხოლო 45 პროცენტი სასტუმროებსა და მსგავსი ტიპის განთავსების ადგილებს იყენებს. საქართველოში ისინი საშუალოდ 10 ღამით რჩებიან. უცხოელი მოგზაური ჩვენს ქვეყანაში საშუალოდ 1502 აშშ დოლარს ხარჯავს. ყოველდღიურად საშუალოდ დახარჯული თანხის რაოდენობა კი 337 აშშ დოლარს შეადგენს”,- განაცხადა ჯაყელმა მისივე თქმით, ზამთრის სეზონზე ტურისტებისათვის მიმზიდველია ბათუმი, მცხეთა, გუდაური, სიღნაღი და ბაკურიანი. თბილისს კი მათი აბსოლუტური უმრავლესობა სტუმრობს. “აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმი ტურისტებისათვის ზამთარშიც პოპულარულია. ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისას გარკვეული პრობლემებიც ექმნებათ, რაც უმთავრესად გზებს, მომსახურების დაბალ დონესა და კომუნიკაციის სირთულეს უკავშირდება. ეს განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებს შეეხება. ამ პრობლემის გადასაჭრელად მიმდინარე წელს ყაზბეგის რაიონში, თუშეთსა და სვანეთში ტურიზმის სფეროში მომუშავეთათვის ინგლისური ენის კურსების ჩატარება იგეგმება”-განაცხდა ჯაყელმა აღნიშნული კვლევა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაკვეთით კომპანია „IPR”-მა ჩაატარა. კვლევა წელს 1-22 თებერვალს მიმდინარეობდა. საქართველოში მყოფ ვიზიტორებთან სულ 820 ინვერვიუ ჩაიწერა. ანალოგიური კვლევა კი 2010 წლის განმავლობაში წელიწადის ოთხივე სეზონზე ჩატარდება View the full article
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/zizigurizviadi2-150x130.jpgკონსერვატიული პარტიის ლიდერი, ზვიად ძიძიგური, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ მათიას იორშზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ძიძიგურის თქმით, მათიას იორში მართლაც შემჩნეულია სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიმართ მიკერძოებაში, ხშირად ის არ არის სუბიექტური, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალი არჩევნებია და მძიმე მდოგმარეობიდან გამოსლისათვის მოსახლეობას ეროვნული საბჭოს მხარდაჭერისთვის მოუწოდა. შალვა ნათელაშვილმა ევროსაბჭოს წევრს მათიას იორშს გუშინ კორუმპირებული უწოდა. View the full article
  18. http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-1-1slide2-150x139.jpg პრეზიდენტის პრესპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრეზიდეტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი. ამ ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი, 12-13 აპრილს ვაშინგტონში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტს დაესწრება. ღონისძიებაში 30-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. “რუსეთმა შესაძლოა ყაზახეთისა და ბელორუსიის გამო ეს შეზღუდვები მართლაც მოხსნას და აქედან გამომდინარე, ქართული პროდუქცია მაინც დაბრუნდება რუსულ ბაზარზე, იმის მიუხედავად მოხსნის თუ არა ემბარგოს.” – განაცხადა პრესსპიკერმა. ”საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ამბობდა, რომ ემბარგო ვერ შეძლებდა ქართულ ეკონომიკის ჩამოშლას, თუმცა საქართველო არასდროს აღარ უნდა იყოს ორინეტირებული და დამოკიდებული მხოლოდ ერთ, თუნდაც, რუსულ, განსაკუთრებით პოლიტიზირებულ ბაზარზე”, – აღნიშნა მანჯგალაძემ. პრესსპიკერმა აქვე განმარტა, რომ ქართულ მხარეს არ შემოუღია შეზღუდვები და არ დაუწესებია არანაირი სახის ემბარგო. საბოლოოდ, საქართველომ ორინტაცია ახალ ბაზრებზე გააკეთა, რისი რეალური შედეგებიც უკვე ნათლად ჩანს. პრეზიტენტის ბოლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მან ბაირამობის დღესასწაულზე მოსახლეობას გააცნო, პრესსპიკერის თქმით, საქართველო მდიდარია სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგნელთა თანაცხოვრების ტრადიციით. და არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანული დრესასწაულის მსგავსად, ასეთივე სახალხო დღესასწაულის სახე საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური კუთვნილების მქონე ჯგუფების დღესასწაულებმაც მიიღოს. View the full article
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/maisashvili1-142x150.jpg გია მაისაშვილი მზადაა მონაწილეობა მიიღოს სოციოლოგიურ გამოკითხვაში, რომელსაც ეროვნული საბჭო ჩაატარებს, განცხადებაამის შესახებ, მომავლის პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის დროებითი მმართველი საბჭოს წევრმა ლერი ტყებუჩავამ გააკეთა. ,,აგვისტოს ომის სამარცხვინოდ დასრულების შემდეგ, მაშინ როდესაც ხელისუფლების ლეგიტიმურობა უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დავიდა და ქვეყნის ეფექტური მართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მომავლის პარტია ხელისუფლებას სთავაზობდა ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას, სამწუხაროდ ეს ინიციატივა უარყოფილი იქნა, უფრო მეტიც, ხელისუფლებამ განაგრძო ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაციის პროცესი, რასაც დღესაც აგრძელებს. ასეთი დესტრუქციულობის შედეგია ის, რომ საქართველო არშემდგარი ქვეყნების სიის სათავეშია”- ნათქვამია გავრცელებულ მიმართულებაში. როგორც ,,ექსპრესნიუსს” მომავლის პარტიაში განუცხადეს გია მაისაშვილი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და იგი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა და მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კამპანიაში. View the full article
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba01_852276880-150x150.jpg სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფულის გამოძალვის მიზნით, მძევლად ხელში ჩაგდების მცდელობის ფაქტზე, ოთხი პიროვნება დააკავეს. ეჭვმიტანილების დაკავება მოხდა, ქ. თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე. დაკავებულები არიან: 42 წლის ზაზა აბაშიძე, 34 წლის ირაკლი კვინიკაძე, 37 წლის რამაზ მოძღვრიშვილი და 37 წლის გულადი გოგოჭური. დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მე-19 და 144-ე მუხლებით. გამოძიებას სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი აწარმოებს. View the full article
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/fa-150x150.jpg საქართველოს მოდის კვირეული, რომელიც ექსპო- ჯორჯიას საგამოფენო ცენტრში გაიმართება, მოიცავს ოფიციალურ გახსნას ქართველ, ესპანელ და ფრანგ დიზაინერთა 2010 გაზაფხული–ზაფხულის haute couture და 2010-2011 შემოდგომა- ზამთრის prêt-a-porter ჩვენებებს, ასევე დახურვის ცერემონიალს, შოურუმს, საერთაშორისო მედია ცენტრს, after party და კულტურულ ღონისძიებებს სტუმრებისათვის. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ღონისძიებების ორგანიზატორებმა ისაუბრეს. საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. პირველი, ეს იქნება ახალგაზრდა დიზაინერების საზოგადოებისა და კრიტიკოსებისათვის წარდგენა და მეორე, საქართველო, როგორც მოდის საერთაშორისო ინდუსტრიის სრულფასოვან სუბიექტად ჩამოყალიბება. საქართველოს მოდის კვირეულზე სპეციალურად ჩამოვა მუსიკოსთა ჯგუფი ,,mode-f” რომელიც სპეციფიკურ მუსიკას ქმნის და წლების მანძილზე თანამშრომლობს ისეთი მოდის სახლებთან, როგორიცაა, , shanel, hermes, givenchy,dior და სხვა. ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოს მოდის კვირეული უკვე ითვლება საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებად, რადგან საერთაშორისო მედიის მხრიდან დიდი ყურადღება შეინიშნება და მას გააშუქებენ ისეთი მედია საშუალებები, როგორებიც გახლავთ,fashion tv ,vogue,Elle,glamur USA ,და სხვა. ჩვენებების შესაბამისი ხარისხისა და შეფასებისათვის , ფეშენ გრუპმა გადაწყვიტა მოდელების დაქირავება არამხოლოდ ქართული, არამედ ფრანგული და უკრაინული სამოდელო სააგენტოდან. მათივე განცხადებით, მკაცრად იქნება გათვალისწინებული dresscode და ყოველი საღამოს ბოლოს გაიმართება after party. პირველი ,,fashion week” საქართველოში გრანდიოზული და დაუვიწყარი იქნება. View the full article
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/zizigurizviadi1-150x130.jpg ჭადრაკის სასახლეში ამ წუთებში ეროვნული საბჭოს ლიდერები იკრიბებიან. როგორც კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა ექსპრესნიუსს განუცხადა, შეხვედრაზე მოსახლეობასთან ეროვნული საბჭოს პენსიების პროგრამასა და მცირე მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ. ერვონული საბჭოს ლიდერები ჯადრაკის სასახლიდან მსვლელობით პარლამენტისკენ გაიმართებიან, სადაც, როგორც “მოძრაობა სამართლიანი საქართველოს” ლიდერმა, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საარჩევნო კანონში ცვლილება იქნება, რომელიც ბარიერის 50%+1 გაზრდას და საარჩევნო კომისიაში პარიტეტს ითვალისწინებს. View the full article
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/maisashvili-142x150.jpg გია მაისაშვილი მზადაა მონაწილეობა მიიღოს სოციოლოგიურ გამოკითხვაში, რომელსაც ეროვნული საბჭო ჩაატარებს, განცხადებაამის შესახებ, მომავლის პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის დროებითი მმართველი საბჭოს წევრმა ლერი ტყებუჩავამ გააკეთა. ,,აგვისტოს ომის სამარცხვინოდ დასრულების შემდეგ, მაშინ როდესაც ხელისუფლების ლეგიტიმურობა უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დავიდა და ქვეყნის ეფექტური მართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მომავლის პარტია ხელისუფლებას სთავაზობდა ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვას, სამწუხაროდ ეს ინიციატივა უარყოფილი იქნა, უფრო მეტიც, ხელისუფლებამ განაგრძო ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაციის პროცესი, რასაც დღესაც აგრძელებს. ასეთი დესტრუქციულობის შედეგია ის, რომ საქართველო არშემდგარი ქვეყნების სიის სათავეშია”- ნათქვამია გავრცელებულ მიმართულებაში. როგორც ,,ექსპრესნიუსს” მომავლის პარტიაში განუცხადეს გია მაისაშვილი იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში და იგი საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა და მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კამპანიაში. View the full article
  24. http://www.epn.ge/wp-content/uploads/Bank_TBC-150x69.gif საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFG-ისა და თიბისი ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდა ხელშეკრულების თანახმად საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია 40 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, რაც ბანკს საპროცენტო განაკვეთების რისკის დაზღვევაში დაეხმარება. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორის სნეჟანა სტოილჯკოვის განაცხადებით ეს ხელშეკრულება თიბისი ბანკს საშუალებას აძლევს, დააზღვიოს საპროცენტო და სავალუტო რისკები. “ეს ხელშეკრულება თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს დააზღვიოს საპროცენტო და სავალუტო რისკები, ისეთი ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორიცაა სვოპი. აღნიშნული ინსტრუმენტი ისეთი ძირითადი რისკების სამართავად გამოიყენება, როგორიც საპროცენტო და სავალუტო რისკებია. შესაბამისად, კორპორაციის მიერ გამოყოფილი 40 მილიონი აშშ დოლარი თიბისი ბანკს დაეხმარება საპროცენტო და სავალუტო კურსის ცვლილებების რისკების დაზღვევასა და კომპენსირებაში. აქედან გამომდინარე, ბანკის კლიენტებისათვის საპროცენტო განაკვეთები სტაბილური იქნება და მას ზემოთხსენებული ცვლილებები არ შეეხება”,- განაცხდა „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე სტოილჯკოვიჩმა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მათი ბანკის ძველი პარტნიორია. პირველი ასეთი ხელშეკრულება მათ შორის 2004 წელს გაფორმდა და აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტი ბანკს რისკების მართვის პროცესის გაუმჯობესებაში დღემდე ეხმარება. View the full article
  25. http://www.epn.ge/wp-content/uploads/axvlediani1-150x131.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები’’ შაქრის ფასის გაიაფებას საზოგადოებრივი აზრის წნეხის შედეგად აფასებენ. როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოძრაობის წევრმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, ამავე წნეხის საფუძველზე უნდა მოხდეს საწვავისა და მობილური კომპანიების ტარიფებთან დაკავშირებითაც ხელისუფლებსი გადაწყვეტილების მირება. მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა, რომ თურმე შაქრის გაიაფება შესაძლებელი ყოფილა. ახვლედიანის განცხადებით, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედების შემთხვევაში, ფასების კიდევ მეტად გაიაფება იქნება შესაძლებელი. View the full article
×
×
  • შექმენი...