
epn.ge
პლანეტელი-
პოსტები
173 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/bagaturia-jondi01-150x130.jpg დამოუკიდებელი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, გვანტანამოს ციხიდან საქართველოში პატიმრების ჩამოყვანით ქვეყანაში საფრთხეების რისკი იზრდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაღათურიამ განაცხადა, ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურები ვერ უზრუნველყოფენ სათანადო უსაფრთხოებას საკუთარ ქვეყნებში იმ ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების გამო, რომლებიც გუანტანამოს ციხეში სხედან. მისი თქმით, გვანტანამოს 200-მდე პატიმარი თუ საფრთხეებს არ წარმოადგენს, მაშინ გაურკვეველია, თავად ამერიკას რატომ არ მიჰყავს ისინი საკუთარ სახელმწიფოში. ,,ხელისუფლებამ ამ სამი პატიმრის საქართველოში ჩამოყვანით კიდევ ერთხელ მოიწონა თავი ამერიკის წინაშე. იმის თქმა, რომ საქართველო ეხმარება ამერიკას ირონიაა და მეტი არაფერი. პატიმრების საქართველოში ჩამოყვანა საფრთხეებს იმათთვის არ წარმოადგენს ვინც ესკორტით დადის, არამედ მოქალაქეებისთვის ვინც მეტროთი გადადგილდება’’, – განაცხადა ბაღათურიამ. დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს, გუანტანამოს ციხიდან პატიმრების ჩამოყვანისა და მათთვის თანხების დახარჯვის ნაცვლად, ამ ფინანსებით პენსიები გაზარდონ. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/41-150x150.jpgე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ბუნებრივი აირის ტარიფები დაამტკიცა. საკითხი სეპარატისტული მთავრობის სხდომაზე იყო განხილული. მიღებული დადგენილების მიხედვით, 2010 წლის 1 აპრილიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ბუნებრივ აირის ერთ კუბომეტრში 3.45 რუბლს გადაიხდის. დე-ფაქტო ხელისუფლების თავჯდომარემ, ვადიმ ბროვცევმა აღნიშნა, რომ ეს სერიოზული ეკონომიკური მიღწევაა, რაც მოსახლეობაზე დადებითად აისახება. View the full article
-
“http://epn.ge/wp-content/uploads/qristiandemokratebi4-150x150.jpg” მერობის კანდიდატი გია ჭანტურია, თბილისის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ -მასწავლებლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. “თბილისის მოსახლეობა იმდენად შეეჩვია კატასროფულად მაღალ ტარიფს რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული დაბალი ფასები დაუჯერებელი და არარეალური ეჩვენებათ. ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩვენი მერობის კანდიდათან ერთად, სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს ავუხსნათ, თუ როგორ ვაპირებთ დაბალი ტარიფების მიღწევას,”- განაცხადა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ. გია ჭანტურიამ განათლების სისტემის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ მისთვის ეს სფერო პრიორიტეტული იქნება და მისი გამარჯვების შემთხვევაში, ყველაზე დიდი ინვესტივცია სწორედ განათლებაში ჩაიდება. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/122.bmpრუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემია იუწყება, რომ დედამიწაზე გლობალური ცივილიზაციური კრიზისი დადგა. მესამე მსოფლიო ომის მიზეზების, ეტაპების და ვადების სამეცნიერო კონცეფცია, რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კონსტანტინემ სივკოვმა შეიმუშავა. შივკოვის აზრით, დედამიწაზე გლობალური ცივილიზაციური კრიზისი რესურსების ნაკლებობით, “ღარიბი” განვითარებითა და მდიდარი ქვეყნების, ასევე რელიგიური წინააღმდეგობებით არის გამოწვეული. მეცნიერის აზრით, ეს კრიზისი ამა თუ იმ ქვეყნების ინტერესების დარღვევის გარეშე არ იქნება დაძლეული. მესამე მსოფლიო ომი კოალიციურ ხასიათს მიიღებს, ომი კი გადაწყვეტს იმას, თუ რა პრინციპეპზე იქნება ახალი მსოფლიო აგებული. ორი კოალიცია უკვე არსებობს: ნატო და მეორეს მხრივ, მართლმადიდებლური, ისლამური და სხვა ცივილიზაციების გაერთიანება. “ომი უკვე მიმდინარეობს”, -აცხადებს სივკოვი, თუმცა, დღეს მისი პირველი, შედარებით მშვიდობიანი ფაზა მიმდინარეობს, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება.Eამ ფაზას საიტების მეშვეობით მსოფლიო კრიზისის მშვოდიბიანი მოგვარების მცდელობა ახასიათებს, მაგრამ როგორც ჩანს, ურეზულტატოდ. მეცნიერის განმარტებით, იმედის და Hელსინგინ შანომატ ომის მეორე ეტაპის დაწყებას ნიშნავს, “საფრთხის შემქმნელი პერიოდი”, რომლის მსვლელობისას დასავლეთის ცივილიზაცია რესურსებისთვის ლოკალურ ომებს და სამხედრო კონფლიკტებს განახორციელებს. რამდენიმე წლის შემდეგ კი, მესამე ფაზა დაიწყება – “შეზღუდული ომების ეტაპი”, რომელიც ყველა სახის იარაღის გამოყენების გლობალურ მსოფლიო ომში გადაიზარდება. რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემია მიიჩნევს, რომ რუსეთის ატომური პოტენციალი ომის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორია. სამხედრო ექსპერტის პროგნოზით, დასავლეთი რუსეთისთვის ამ იარაღის წართმევას შეეცდება, ატომური იარაღის წინაამღდეგ კომპანიის ფარგლებში, არ გამოირიცხება ომის დაწყებისთანავე ტერორისტული აქტების მეშვეობით მისი განადგურებაც. ექსპერტის აზრით, მესამე მსოფლიო ომი დედამიწის უმეტეს ნაწილს შეეხება და მასში მონაწილეობას 100 მილიონი ადამიანი მიიღებს. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/gori-150x150.jpgინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “რესი” ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ალანი ხუგაევის, ალანი ხაციროვის და სოლტანი პლიევის მშობლები შიდა ქართლში ჩასვლას ხვალ აპირებენ ცხინვალის რეჟიმის ადამიანის უფლებათა დამცველის დავით სანაკოევის განცხადებით, გატაცებული მოზარდების დედები საქართველოს საგამომძიებო ორგანოებს ჩვენებებს მისცემენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გადაადგილებას ხვალ ევროსაბჭოს წარმომადგენლები დააკვირდებიან. დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, მოზარდები საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა 2008 წლის 13 ოქტომბერს კორკულა_ხელჩუას გზაზე უკანონოდ დააკავეს. ქართული მხარე გატაცების ფაქტს და მოზარდების საქართველოში ყოფნას არ აღიარებს. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/davitashvili4-150x150.jpg“ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი საქართველოში აშშ-ს გუანტანამოს ციხიდან 3 პატიმრის გადმოყვანას აპროტესტებს. “ის ფაქტი, რომ გუანტანამოს ციხეში მყოფი ადამიანები საქართველოს ფარგლებში თავისუფლად იცხოვრებენ, მეტყველებს იმაზე, რომ აშშ _ს ადმნისტრაცია საქართველოს დიდ ციხედ განიხილავს, რაც ჩვენთვის შეურაცმყოფელია, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობას ასახავს,”_ აცხადებს კობა დავითაშვილი. მისი თქმით, პატიმრების საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას, რასაც “ხალხის პარტია” აპროტესტებს და მიუღებლად მიიჩნევს. დავითაშვილი ამბობს, რომ გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში ყოფნა, ქვეყანაში ტერორისტულ საფრთხეს ქმნის. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/8-150x150.jpg“ლეიბორისტული პარტია” გუანტამოს ციხიდან საქართველოში გადმოყვანილი 3 პატიმრის საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებას ითხოვს. ამის შესახებ, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ განაცხადა. მისი შეფასებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ ფაქტით ცდილობს, გული მოულბოს აშშ-ს ადმინისტრაციას და პრეზიდენტ ობამას, რათა მასთან შეხვედრას მიაღწიოს. “სააკაშვილი სკამის გადასარჩენად მზადაა ქვეყანა დაუპირისპიროს ჩვენს მეზობელ მილიარდიან მუსულმანურ სამყაროს. ის ქვეყანაში პატიმრების იმპორტს ეწევა და საქართველოს საფრთხის ქვეშ აყენებს,”_ განაცხადა ძაგანიამ. მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი ჩვენ ქვეყანას ასეთ რამეს არ ავალდებულებს და ამის გაკეთება აუცილებელი ნამდვილად არ იყო. “უთავმოყვარეო პრეზიდენტის” დაუფიქრებელი ნაბიჯი, დიდი საფრთხის ქვეშ გვაყენებს. ეს ქმედება სააკაშვილის ისტორიის კიდევ ერთი მახინჯი ფურცელია,”_ დასძინა ძაგანიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველომ გუანტანამოს ციხიდან 3 პატიმარი მიიღო. View the full article
-
“ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი” ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების კვლევის პრეზენტაციას 26 მარტს გამართავს. http://epn.ge/wp-content/uploads/51-150x150.jpg “ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის” ინფორმაციით, შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ბიუჯეტთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემები, პროგრამული ბიუჯეტირების მნიშვნელოვანი პრინციპები და საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფის პრიორიტეტული ამოცანები. “ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი” ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით პროექტს “საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდე-ბულობის გაზრდა მონიტორინგის გზით” 2009 წლის აგვისტოდან ახორციელებს. http://epn.ge/wp-content/uploads/6-150x150.jpghttp://epn.ge/wp-content/uploads/61-150x150.jpg View the full article
-
ენერგეტიკულ სექტორში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და მიმდინარე და სამომავლო ენერგეტიკულ პროექტებზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა http://epn.ge/wp-content/uploads/4-150x150.jpg დღეს სასტუმრო “რედისონში” ყოველწლიური ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი თურქეთთან დამაკავშირებელ ახალ ელექტროგადამცემ ხაზზე გააკეთა. “ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 2012 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას, რის შემდეგაც ქვეყანას საშუალება ექნება ევროპულ ქვეყნებს, თურქეთის გავლით, ელექტროენერგია მიაწოდოს”, – განაცხადა მინისტრმა. ხეთაგურმა ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და თანამშრომლობაზე ენერგეტიკულ სექტორში ისაუბრა. მისი განმარტებით, რუსეთი და საქართველო არიან პარტნიორები ენერგეტიკულ სექტორში და საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტს და აღებული ვალდებულებების შესრულებას 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს და მას შემდეგაც განაგრძობს. კონფერენციაზე ქვეყნის ენერგოსექტორში მიმდინარე პროექტებზე და არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეებმა, კომპანია შOჩAღ-ის დირექტორმა, UშAID-ის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ოფისის ხელმძღვანელმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებმა. კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობს გამოფენა, რომელშიც რამდენიმე ენერგეტიკული კომპანია სტენდით არის წარმოდგენილი. კონფერენციაში 15 ქვეყნის დელეგატები იღებენ მონაწილეობას. მე-9 საერთაშორისო კონფერენცია-გამოფენა ორ დღეს გაგრძელდება View the full article
-
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი http://epn.ge/wp-content/uploads/3-150x150.jpg გუანტანამოს ციხიდან საქართველოში პატიმრების გადმოყვანას ამერიკასთან პარტნიორობას უკავშირებს. როგორც ჟურნალისტებს დარჩიაშვილმა განუცხადა, პატიმრების გადმოყვანას პოლიტიკური მნიშველობა აქვს, რადგან სტატაგეიული პარტნიორობა ქვეყნებს შორის ყოველთვის ორმხრივია. მისი თქმით, საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოებაში წვლილი შეაქვს რაც გამოიხატება იმაშიც, რომ ქვეყანა ერაყსა და ავღანეთში წარგზავნილი ჰყავს სამშვიდობო ქვედანაყოფები. ,,ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა პირველ რიგში დგას ჩვენი საზოგადოების ნებაზე, მაგარმ იმ უზარმაზარ დაპირისპირებაში რასაც რუსეთიდან აქვს ადგილი მხოლოდ ჩვენი ძალები საკმარისი არ არის და რომ არა აშშ-ს თანადგომა, გარწმუნებთ თბილისის თავზე სხვა ფერის დროშა იფრიალებდა’’, – განაცხადა დარჩიაშვილმა. View the full article
-
პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაიას განცხადებით, გვანტანამოს ციხიდან საქართველოში სამი პატიმრის ჩამოყვანით ქვეყანას საფრთხე არ ემუქრება. როგორც ,,ექსპრესნიუსს’’ დავითაიამ განუცხადა, პატიმრების საქართველოში ჩამოყვანა საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორბასთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, საქართველო პარტნიორ ქვეყნებს ამ ნაბიჯის შემდეგ უფრო მოსთხოვს აღებულ ვალდებულებების შესრულებას. http://epn.ge/wp-content/uploads/2-150x150.jpg View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/11-150x150.jpgშრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის, თბილისის სამმართველოს უფროსი იოსებ ჩუტკერაშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. სამინისტროს ჩინოსანი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს აღრიცხვაზე აყვანის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, სისტემატურად სძალავდა 200 ლარს. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს. ჟანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. View the full article
-
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას ფინანსთა მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გაეცნო. http://epn.ge/wp-content/uploads/904CFD91-7E42-41CB-8775-33B3C2F28D5E_mw800_s-150x150.jpg კახა ბაინდურაშვილმა დღეს პრეზიდენტის რწმუნებულთან ზაზა გოროზიასთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. „ცალსახაა, რომ რეგიონებში, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ეკონომიკური აქტივობა. იმედი გვაქვს, რომ წელს ქვეყანა საბოლოოდ გადალახავს ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულ სირთულეებს. ადგილობრივი მნიშვნელობის პროგრამების გარდა, სამეგრელოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის მსხვილი პროექტები, რომელსაც სახელმწიფო რეგიონში ინფრასტრუქტურისა და ტურისტული სექტორის განვითარების კუთხით აფინანსებს. ვგულისხმობ სანაპირო ზოლზე ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე ტურისტული კომპლექსის, საგაზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ასევე მესტიაში დაგეგმილ ტურისტულ პროექტებს,” – განაცხადა ბაინდურაშვილმა. დღესვე ფინანსთა მინისტრი რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვახტანგ ბალავაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრას გამართავს ოზურგეთში, სადაც მხარის რწმუნებულთან ერთად რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას და საბიუჯეტო საკითხებს განიხილავს. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/1-150x150.jpgში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით სამი წლის ბავშვი მოათავსეს. ბავშვი ვანის რაიონიდან ქუთაისში მაღალი სიცხითა და სისხლჩაქცევებით გადაიყვანეს. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ბავშვის ჰოსპიტალიზაცია დროულად მოხდა. დაავადებას გართულება არ მოჰყვება. View the full article
-
რუსეთის ფედერაციას არ გააჩნია რაიმე კომპეტენცია გაეროს ფარგლებში არსებული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IჩAO) ნაცვლად, მიიღოს გადაწყვეტილება რომელიმე აეროპორტისათვის ოთხნიშნა ალფაბეტურ-ციფრული კოდის მინიჭების თაობაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სოხუმის აეროპორტისთვის რუსეთის მიერ საერთაშორისო კოდის მინიჭების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელhttp://epn.ge/wp-content/uploads/aviareisebi2-150x150.jpgებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის, საქართველო ტერიტორიაზე არსებული მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტმა უკვე მიიღო საერთაშორისო კოდი, რომელიც გამოყო რუსეთმა. საგრეო უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული სახის გადაწყვეტილება განეკუთვნება მხოლოდ IჩAO-ს ექსკლუზიურ კომპეტენციას და ასეთი კოდები ქვეყნდება IჩAO -ს დოკუმენტში “7910: ლოკაციის ინდიკატორები”. სამინისტროს შეფასებით, შამბას ზემოაღნიშნული განცხადება არის მორიგი მცდელობა, შეცდომაში შეიყვანოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/lado-150x150.jpgს საერთაშორისო ფონდი “თანადგომა” 27 მარტს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ამის შესახებ დღეს “თბილისი მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე ლადო ათანელმა ისაუბრა. საღამოზე ცნობილი მეცო – სოპრანო ნინო სურგულაძე, ამერიკელი ტენორი მარკ ჰელერი, იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ლადო ათანელმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, საღამოზე ბიზეს “კარმენი” და ვერდის “რიგოლეტო” სრულიად განსხვავებული და ორიგინალური ინტერპრეტაციით შესრულდება. “ამერიკელმა ტენორმა მარკ ჰელერმა თავად გამოხატა სურვილი, მონაწილეობა მიეღო ამ კონცერტში,” – განაცხადა ათანელმა. მისივე თქმით, ფონდი “თანადგომა” ამჯერად კვალიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარება, რომელსაც ბევრი ყოფითი თუ მატერიალური პრობლემა აქვს. გარდა ამისა, ფონდი კახეთის რაიონის სოფელ ჯაფარიძეში არსებულ ხელოვნების სკოლასაც დაეხმარება. 70-03-70 ფონდის ნომერია, რომელზეც მაგთის, ჯეოსელის, ბილაინის და ახალი ქსელების აბონენტებს შეეძლებათ გამოუცხადონ თანადგომა, როგორც კვალიაშვილების ოჯახს, ასევე ხელოვნების სკოლას. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო უდირიჟორებს. საქველმოქმედო კონცერტი 27 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/kaxa_kukava11-150x150.jpg“კონსერვატიული პარტიის” ლიდერი კახა კუკავა კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამოუკიდებელ კანდიდატებსა და საინიციატივო ჯგუფებს, 28 მარტამდე რეგისტრაცია გაიარონ და პრაიმერს შემოუერთდნენ. ამის შესახებ “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ეროვნული საბჭო იქნება ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც დაფარავს საქართველოს ყველა 1024-ვე მაჟორიტარულ ოლქს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოვუწოდებთ სამხრეთ საქართველოს და იმ რეგიონების წარმომადგენლებს, სადაც ტრადიციულად ხელისუფლება ეფექტურად აყალბებს არჩევნებს,” – განაცხადა კუკავამ. დღეისთვის პრაიმერში მონაწილეობს ექვსი პარტია: “ხალხის პარტია”, “კონსერვატიული პარტია”, “სამართლიანი საქართველოსთვის”, “მომავლის პარტია”, ვეტერანთა გაერთიანება “მამულიშვილი” და “ქრისტიანული საქართველო”. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/sa3-150x150.jpgე.წ. სამხრეთ-ოსეთის არაღიარებული პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ამის შესახებ სააგენტო “რია ნოვოსტი“ იუწყება. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, სოციალურ-ეკონომიკური და თავდაცვითი ხასიათის საკითხები განიხილეს. სერგეი ბაღაფშის ვიზიტი რუსეთში 1 კვირას გასტანს. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/kvezereli4-150x150.jpgსოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ქუთაისში დღეს იმერელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარიაც დაესწრო. მინისტრი იმერელ ფერმერებს დაპირდა, რომ მათ ევროკავშირის ქვეყნების ბაზრის ათვისებაში დაეხმარება. შეხვედრას წყალტუბოს რაიონის სოფლების მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც, ძირითადად, მწვანილს აწარმოებენ. “ქვეყანაში შეიქმნა ფერმერთა ასოციაცია, რომელშიც იმერეთის სასათბურე მეურნეობების მეპატრონეებსაც გააწევრიანებენ. ქართული მწვანილი ევროპაში გაიყიდება, არ გამოვრიცხავ რომ იმერულ ბოსტნეულს რუსეთშიც გაიყიდოს”,- განაცხადა კვეზერელმა. მისი თქმით,’რუსული ბაზრის გახსნა გარდაუვალი პროცესია, რადგანაც ამ ქვეყანაში ქართულ მწვანილზე მოთხოვნა დიდია.’ View the full article
-
პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატების”, ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი http://epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili5-150x150.jpg, რუსთაველის 24 ნომერში მდებარე ყოფილი “ლაღიძის წ####ბის” აღდგენას ითხოვს. როგორც ივანიშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “ლაღიძის წ####ბის” გაუქმებით თბილისის იერსახე იკარგება, რადგან ეს ქალაქის განუყოფელი ნაწილი და ტრადიცია იყო. “ამ ადგილას, სადაც ადრე “ლაღიძის წ####ბი” იყო, ადგილი, რომლითაც მთელი თბილისი მუდამ იწონებდა თავს, დღეს ტანსაცმლის მაღაზიაა. მე არაფერი მაქვს არც ამ ბიზნესის და არც მაღაზიის მეპატრონის საწინაარმდეგო, თუმცა, მაღაზიამ “ლაღიძის წ####ბი” არ უნდა ჩაანაცვლოს,”_ განაცხადა ივანიშვილმა. ივანიშვილი ამბობს, რომ თბილისის მერად გახდომის შემთხვევაში, “ლაღიძის წ####ბი” პირვანდელი სახით აღდგება. “ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ “ლაღიძის წ####ბი” აღდგეს პირვანდელი სახით და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ამ მაღაზიის მეპატრონეს მივცემთ ადექვატურ ფართს ასეთივე კარგ ადგილას, ისე რომ მან ზარალი არ განიცადოს. ჩვენ არასოდეს მოვექცევით მეწარმეებს ისე, როგორც ეს ხელისუფლება და მერი ექცევა,”_ დასძინა ივანიშვილმა. “სახალხო დემოკრატებმა” იმედი გამოთქვეს, რომ ამ ბრძოლაში მათ რიგითი თბილისელებიც დაეხმარებიან. რუსთაველის 24 ნომერში, ყოფილი “ლაღიძის წ####ბის” ადგილას, ახლა ტანსაცმლის მაღაზიები, ცნობილი ბრენდის თOM თAILOღ –ისა და მაღაზია “123” -ია განთავსებული. View the full article
-
,,ქრისტიან-დემოკრატები’’ გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველში ექსტრადაციასთან დაკავშირებით ფრაქციის სხდომის გამართვას გეგმავენ. სხდომაზე “ქრისტიhttp://epn.ge/wp-content/uploads/laliash-150x150.jpgან-დემოკრატები” შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოიწვევენ. როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა, ნიკა ლალიაშვილმა განუცხადა, ექსტრადაციის პროცესი საზოგადოებისათვის გამჭვირვალე უნდა იყოს, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის პატიმრები არიან ისინი და რა ვადით იცხოვრებენ საქართველოში. ლალაიშვილის თქმით, გუანტანამოს ციხეში არიან პატიმრები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან აშშ-ს უსაფთხოებას, ასევე არიან პატიმრები, რომლებიც არანაირ საფრთხეს არ ქმნიან, თუმცა მათ მათი წარმოშობის ქვეყნები მათ არ იღებენ და ლალიაშვილის თქმით, არიან ისეთებიც, რომლებსაც საკუთარ სამშობლოში საფრთხე ემუქრებათ. ,,იმედია საქართველოში ექსტრადირებული პატიმრები იმ კატეგორიას წარმოადგენენ, რომლებიც აშშ-ს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ ქმნიან’’, – განაცხადა ლალაიშვილმა. View the full article
-
ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი http://epn.ge/wp-content/uploads/iorshi1-150x150.jpg პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საუბრობს. განცხადება ამის შესახებ, მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. ევროპელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროსაბჭო მუდმივად დაეხმარება საქართველოს. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს. ,,2008 წლის აგვისტოს შემდეგ მე დავრწმუნდი, რომ საქართველოს აქვს პოტენცია დასავლური დემოკრატიული ქვეყანა გახდეს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არჩევნები კარგად ჩატარდება.” _ განაცხადა იორშმა. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/redisoniEPN-150x133.jpgსასტუმრო ~რედისონში~ დღეს ნავთობის, გაზისა და ინფრასტრუქტურის ყოველწლიური კონფერენცია ~giogie 2010~ გაიხსნება. კონფერენციას 15 ქვეყნიდან 150-მდე დელეგატი დაესწრება. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში კასპიის, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში ინვესტირების, გაზისა და ნავთობის ტრასპორტირების, ახალი მილსადენების პოტენციალს, გაზმომარაგების დივესიფიცირების, ენერგოეფექტურობის საკითხებს განიხილავენ. კონფერენციის მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრის აპარატი, ენერგეტიკის, ეკონომიკის სამინისტროები და ნავთობისა და გაზის კორპორაცია არიან. ყოველწლიური ორდღიანი კონფერენცია, სასტუმრო ~რედისონში~, დღეს 09:00 საათზე გაიხსნება. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/auqcioni18-150x130.jpgსაქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, გაზის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა. როგორც “ექსპრესნიუსს” კორპორაციიდან აცნობეს, კორპორაცია პოტენციურ მყიდველს სთავაზობს ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებულ, ხელმისაწვდომ გაზს ჯამში ერთი მილიონი (1 000 000) მ3 მოცულობით. გაზის მიწოდება განხორციელდება ნინოწმინდის სათავო ნაგებობაზე (სოფელი პატარძეული) არსებულ საზომ პუნქტში. აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება 1 000 (ათას) მ3 გაზზე კორპორაციის მიერ წარმოდგენილი საწყისი ფასის (დღგ-ს გარეშე) 230 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 5 აშშ დოლარის ბიჯით გაზრდით. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება ის მონაწილე, რომელიც 1 000 (ათასი) მ3 გაზის შესაძენად კორპორაციას შესთავაზებს სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს. აუქციონი დღეს 16:00 საათზე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციიაში ჩატარდება. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/praimer42-150x150.jpg“ეროვნული საბჭო” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს გურიას ეწვევიან. საბჭოში შემავალი პარტიები ოზურგეთისა და ლანჩხუთის ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამას წარუდგენენ. მსგავსი შეხვედრები “ეროვნულმა საბჭომ” უკვე კახეთსა და იმერეთში განახორციელა. მათ გურჯაანის, ახმეტის, ზესტაფონისა და ჭიათურის ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამა უკვე წარუდგინეს და ქვეყნის გაერთიანების საქმეში მოსახლეობას დახმარება და მხარდაჭერა თხოვეს. View the full article