
epn.ge
პლანეტელი-
პოსტები
173 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი epn.ge
-
http://epn.ge/wp-content/uploads/avaria3-150x150.jpg რამდენიმე წუთის წინ თბილისში მოსკოვის პროსპექტზე სწრაფად მოძრავი BMW ტიპის ავტომობილი ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს შეეჯახა. როგორც “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, შეჯახების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. Gარდაცვლილის ვინაობა ცნობილი არაა. BMW-ს მძღოლი ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციეს თანამშრომლებმა დააკაეს. ამ დროისთვის მოსკოვის პროსპექტზე სამართალდამცავები მუშაობენ. ახალგაზრდის ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ View the full article
-
26 მარტს, 10:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 26 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. 26 მარტს, 11.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ‘სახალხო დემოკრატების’ ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი პარტიის ოფისში, მედიის წარმომადგენლებისთვის ტრადიციულ მედია-მაგიდს გამართავს. თემა: ‘თბილისსა და რეგიონებში საგადასახადო სამსახურების მიერ საწარმოებისა და მაღაზიების უკანონო დალუქვები’. მის: ი. აბაშიძის ქ. #54 26 მარტს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეუფე სტეფანე სტუდენტებს ინტელექტუალური კონკურსის ‘ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას’ შესახებ ინფორმაცია გააცნობს. თსუ-ის II კორპ., I სართ., მცირე საკონფერენციო დარბაზი #135 26 მარტს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. თემა: ‘ჯანდაცვის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში’. თსსუ-ის III კორპ., III სართ., სააქტო დარბაზი 26 მარტს, 11:30 საათზე, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე სასესხო ხელშეკრულებას გააფორმებენ. ფინანსთა სამინისტროს შენობა 26 მარტს, 11:45 საათზე, სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში’ ‘საქართველოს ბიზნეს ასოციაცია’ შეხვედრას გამართავს, სადაც დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მოხსენებით გამოვა. თემა:თბილისი – ბიზნესის პარტნიორი’ 26 მარტს, 12.00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი საგნობრივ ექსპერტებთან ერთად 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამების დამტკიცების საკითხს განიხილავენ. მის: უზნაძის ქ. №52 26 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი ოზურგეთის ადგილობრივ არქივში მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული პროგრამის პრეზენტაციას გამართავს. მის: ოზურგეთი, ი. ჭავჭავაძის ქ. #15 26 მარტს, 12.00 საათზე, `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის’ მერობის კანდიდატი გია ჭანტურია სახლმშენებელ კომბინატში მუშებს შეხვდება. მის.: ქაიროს ქუჩა, დეესკა #2 26 მარტს, 12:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი ევროპარლამენტის ფრაქცია ‘სოციალ-დემოკრატების’ დელეგაციის წევრებს შეხვდება. საკონფერენციო დარბაზი 26 მარტს, 13.00 საათზე, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენის ‘სიყვარული ქართულ კინოში’ პრესკონფერენცია გაიმართება. 26 მარტს, 13:00 საათზე, პარლამენტში, პოლიტიკური გაერთიანება ‘ქართული დასის’ ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ‘ქართული დასის’ ინიციატივა – სახალხობანკის მიერ პენსიონერებისათვის დაწესებული მაღალი საპროცენტო ტარიფების შესახებ’. 26 მარტს, 13:00 საათზე, ‘კონსერვატიული პარტიის’ ოფისში გაიმართება პრაიმერის კომისიის მთავარი სხდომა, სდაც დაასახელებენ მაჟორიტარობის იმ კანდიდატებს, რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს. მის: არაყიშვილის ქ. #5 26 მარტს, 14:00 საათზე, კინოს სახლში ‘ეროვნული საბჭოს’ ლიდერები ომის ვეტერანებს შეხვდებიან. ასევე გაიმართება ვეტერანთა კოალიცია ‘მამულიშვილები’-ს ყრილობა. 26 მარტს, 14.00 საათზე, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბრიფინგს გამართავს და მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს. მის: ძმები კაკაბაძეების ქ. #11 26 მარტს, 14:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა ‘თეთრების’ ოფისში, პარტიის ლიდერი თემურ შაშიაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: ‘წინასაარჩევნო სოციალური დემაგოგია, არჩევნების წინ მთავარი იარაღი’. მის: ღამბაშიძის ქ. #4 26 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართება. პირველის რესპუბლიკის სახელობის დარბაზი 26 მარტს, 15:00 საათზე, გალერეა `ჰობში’ ბავშვთა ნამუშევრების VII გამოფენა-კონკურსი ‘ოქროს პალიტრა’ გაიხსნება. 26 მარტს, 15:00 საათზე, ‘ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის’ ექსპერტები, საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. მის: ქეთევან წამებულის გამზ. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/aqcia-7-agvisto3-150x125.jpg„ეროვნულ საბჭოში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციები უკანონო პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, პარტიათა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა დღეს ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოს შენობასთან, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა, 5 დღის წინ ქუთაისში მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის ორგანიზაციის ადვოკატის კობა სოხაძის დაპატიმრება გააპროტესტეს. ადვოკატს საპატრულო პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად. პარტიათა წარმომადგენლების განცხადებით, კობა სოხაძე უდანაშაულოა, და მისი დაპატიმრება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატს 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა. “ეროვნულ საბჭოში“ შემავალი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების განცხადებით, პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები მანამ გაგრძელდება, ვიდრე პროტესტი შედეგს არ გამოიღებს და უდანაშაულო ადამიანები არ გათავისუფლდებიან. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/saakashvilimisha111-150x150.jpgნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა ავღანეთის სამხედრო ოპერაციაში ქართველი სამხედროების აქტიური მონაწილეობისთვის. ამის შესახებ განაცხადა რასმუსენმა დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც მხარეებმმა ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. რასმუსენის განცხადებით, საქართველოსთან “ნატო” კვლავ გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას. მიხელ სააკაშვილის თქმით, საქართველოს მსგავი პატარა ქვეყნისთვის საამაყოა, რომ ავღანეთის მისიაშია ჩართული. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდება. პრეზიდენტი ბრიუსელში დაგეგმილ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაშიც მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ”ნაციონალური მოძრაობა’’ ევროპის სახალხო პარტიის წევრია. ყრილობაში სულ 15-მდე სახელმწიფოს მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე სააკაშვილი სიტყვითაც გამოვა. View the full article
-
თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები დაიწყო. http://epn.ge/wp-content/uploads/kaxeti2-150x150.jpg ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე დავით ქსოვრელიშვილის განცხადებით, პირველ რიგში ყურადღება იმ ობიექტებს ექცევა, რომელიც წვიმების შემთხვევაში შესაძლოა დაზიანდეს და ზარალი გამოიწვიოს. ქსოვრელიშვილის თქმით, მიწაყრილი გაკეთდა რუისპირის ხევზე, რომ მიმდებარე მიწის ნაკვეთები არ დაიტბოროს. ასევე, მიწაყრილი გაკეთდა ყარაჯალის ხევის 200 მეტრიან მონაკვეთზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება იყალთოს ხევზე გადებულ ხიდს. ეს ხიდი სოფლის ნაწილს საჯარო სკოლასთან აკავშირებს. „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხის ნაწილი გამგეობის სარეზერვო ფონდიდან, ნაწილი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაიხარჯება“, – განაცხადა დავით ქსოვრელიშვილმა. 13-17 მარტს, სტიქიის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტი 185 000 ლარით დაზარალდა. მდინარე დიდხევიდან გადმოვარდნილმა წყალმა სოფელ ართანაში 2 საცხოვრებელი სახლი დატბორა და შიდა საუბნო გზა წაიღო. სტიქიამ სოფელ შალაურში სასმელი წყლის დრენაჟი დააზიანა. ღვარცოფმა მდინარე ლოპოტაზე გამავალი ხიდი და სოფელ იყალთოში საცალფეხო ხიდიც დაანგრია. View the full article
-
დეპუტატი http://epn.ge/wp-content/uploads/tortladze4-150x133.jpg მისი კანონპროექტის ,,თავისუფლების ქარტიასთან’’ დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკის არსს კიდევ ვერ იგებს. პარლამენტში აღნიშნული პროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდა. როგორც თორთლაძემ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, საქართველოში ტერორისტული აქტები ვლინდება რკინიგზის აფეთქებით თუ პოლიცეიელბის მკვლელობით, შესაბამისად ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით პარლამენტში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონპროექტს ოპოზიცია წარადგენს თუ პოზიცია მნიშვნელობა არ აქვს. ,,საქართველოში ტერორისტული აქტების თაიგულია უკვე, რაც რკინიგზის აფეთქებით, 20 პოლიციელის მოკვლით და უამრავი სხვა ფაქტებით ვლინდება’’, – აღნიშნა თორთლაძემ. დეპუტატის განცახდებით, პროექტის მეორე მოსმენამდე ბევრი რამ დასაზუსტებელია და შესაბამისად იგი მზად არის, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს. შეგახსენებთ, რომ თორთლაძემ საკანონმდებლო ინიციატივები ,,ლუსტრაციის შესახებ~ კანონი და ,,პატრიოტის აქტი~, ,,თავისუფლების ქარტიად~ ჩამოყალიბა, თუმცა გაერთიანებულ პროექტიდან არც ერთი საკითხის ამოღება არ მომხდარა. ამასთან, პროექტი პარლამენტში თებერვალში იქნა ინიცირებული, თუმცა განხილვები მანამდე არ დაიწყო, სანამ თორთლაძემ პროექტის განხილვების არ დაწყება ბიუროს ორ სხდომაზე არ გააპროტესტა. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/18145-150x150.jpgმთავრობა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის პერსონალის საქართველოს ფარგლებში გადაადგილებას უზრუნველყოფს. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტი საქართველოსა და ეუთოს შორის, ,,ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა სკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის პერსონალის სტატუსის, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ’’ შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს. გადაწყვეტილება საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტებმა დღეს ერთობლივ სხდომაზე მიიღეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველო აღნიშნულით დგამს ნაბიჯს ეუთოს ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესია, რადგან მას მერე რაც მოხდა აღნიშნული ორგანიზაციის დაბლოკვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეთანხმების თანახმად, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის პერსონალის საქართველოს ფარგლებში გაადადგილება. შეთანხმებაში აგრეთვე გაწერილია ,,ეუთოს,, ეროვნულ უმცირესობათა სკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის პერსონალის სტატუსი, მათი პრივილეგიები და იმუნიტეტით სარგებლობის საკითხები. ეუთოს უმაღლესი კომისარი დღემდე ახორციელებს აქტიურ საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მდგომარეობისა და ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/img5-150x150.jpgს ღია კინოთეატრში საქველმოქმედო ფონდი „სიყვარული ვაკეთოთ“ დღეს, 20.00 საათზე პრეზენტაციას გამართავს. ფონდი მიზნად ისახავს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა დახმარებას. ფონდის დამფუძნებლები დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმებს და მიზნებს გააცნობენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლი „შვიდკაცა“, ზუკა ხუციშვილი, თიკა ჯამბურია, დათუნა სირბილაძე და სხვა შემსრულებლები მიიღებენ. საქველმოქმედო ფონდის თანადგომის მსურველებმა მაგთიდან და ჯეოსელიდან უნდა დარეკონ ნომერზე: 91-92 View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/telasi_logo1-150x130.jpg”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” (სსე) ახალი 220–110 კვტ-იანი ხაზის მშენებლობას იწყებს. რომლითაც ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა მომარაგდება. ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ინფორმაციით, ხაზის მშენებლობა მიმდინარე შემოდგომაზე დასრულდება. 2011 წლის ბოლოს კი 220–110 კვტ-იანი მაღალი ძაბვის ქვესადგური აშენდება. სსე–ს რეაბილიტაციის მმართველის სულხან ზუმბურიძის განცხადებით, 35 კმ-იანი გადამცემი ხაზი საიმედოსა და სტაბილურს გახდის ფოთის ეკონომიკური ზონის ენერგომომარაგებას, რაც თავისთავად ინვესტორების მოზიდვის სტიმული გახდება. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/larebi1-150x130.jpgლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.7372 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ამოქმედდება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარი/1.7372 ლარი. რაც შეეხება ევროს, მის მიმართ ლარის კურსი 2.3188 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 ევრო/2.3188 ლარი. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/koberi8idze-150x150.jpgტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “სპეციალური რეპორტაჟის” ერთ-ერთი ავტორი და წამყვანი ნათია კობერიძე თვლის, რომ მას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტანდარტები არ დაურღვევია. ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ დასმულ შეკითხვებზე, ჟურნალისტ ნათია კობერიძის მიერ გაცემულ პასუხშია ნათქვამი. კობერიძე აღნიშნავს, რომ 2010 წლის 13 მარტს “ტელე-იმედის” ეთერში გასული გადაცემა “სპეცილური რეპორტაჟის” ერთ-ერთი ავტორი თავადაც იყო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრები ამ წუთებშიც მსჯელობენ, თუ რა გადაწყვეტილება გამოიტანონ ნათია კობერიძის მიმართ, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთ-ერთი ხელმომწერია. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/11-150x150.jpgჩრდილოეთ-კავკასიურმა სამხედრო სასამართლომ დღეს საქართველოს მოქალაქეს და რუსეთის ფედერაციის ორ სამხედროს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 11-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ იუწყება რუსული სააგენტო “რია-ნოვოსტი” იუწყება. გამომძიების ინფორმაციით, საქართველოს დაზვერვის რეზიდენტი მოქალაქე ზაზა ხერკელაძე 2007 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში არალეგალურად ჩავიდა, სადაც რუსეთის პასპორტი უკანონოდ აიღო. სააგენტოს ინფორმაციით, მისი მთავარი დავალება, ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსეთის ნაწილებისა და სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით აგენტურული ქსელის ჩამოყალიბება იყო. რუსული მედიის განმარტებით, ხერკელაძეს რუსეთის მოქალაქე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე – ვიცე-პოლკოვნიკი ხვიჩა იმერლიშვილი და ვიცე-პოლკოვნიკი ბოგდანოვი ეხმარებოდნენ. “იმერლიშვილი სამხედრო ხასიათის ინფორმაციას აგროვებდა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო პირების კანდიდატურების შერჩევას გადმობირებისათვისთვის ახორციელებდა. ბოგდანოვი კი ე.წ. სამხრეთ ოსეთში განთავსებული ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომელების, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეების და სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და გადასცემდა,”- იუწყება “რია –ნოვოსტი”. სასამართლოს ინფორმაციით, ბოგდანოვმა განხორციელებული სამუშაოსათვის საქართველოს მთავრობისაგან 6 ათასი დოლარი მიიღო. რუსული საგენტის ცნობით, იმერლიშვილის და ბოგდანოვის ქმედებები საქართველოს სპეციალური სამსახურების მუშაობის ფარგლებში შედიოდა, რომლის მიზანიც საქართველოს მთავრობისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთში ოპერაციის ჩასატარებლად ინფორმაციის მოძიება იყო. დაკავებულებმა პროკურატურას აღიარებითი ჩვენებები მისცეს და ჯაშუშური საქმიანობის გარემოებები გაამხილეს. სასამართლომ ბოგდანოვს, იმერლიშვილს და ხერკელაძეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 15, 13 და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/koberidze-150x150.jpg გადაცემა სპეციალური რეპორტაჟის წაყვანი ნათია კობერიძე ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მან იმეილის საშუალებით საბჭოს მიერ დასმულ 16 შეკითვას უპასუხა სადაც არმოსვლის მიზეზად განაცხადა, რომ საბჭოს სხდომა იქნებოდა ღია “არაკეთილსინდისიერი და რევანშისტულად განწყობილი ადამინები ბოროტად ისარგებლებდნენ და პროვოკაციას მოაწყობდნენ”. კობერიძემ საბჭოს მიერ დასმულ კითხვაზე, ქონდა თუ არა მას როგორც გადაცემის ერთ-ერთ ავტორს და წამყვანს ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან ზეწოლა, მან განაცხადა, რომ წეწოლა მასზე არ განცხორციელებულა. ნათი კობერიძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიორგი არველაძისა და ვინმე ეკას სატელეფონო საუბრის შესახებ არაფერი იცოდა და იგი ვერ ხსნის თუ რატომ დაემთხვა ამ საუბრის შინაარსი გადაცემის შინაარს. გარდა ამისა სპეცილური რეპორტაჟის წამყვანი გადაცემაში გასულ ქრონიკის ნაწილზე პასუხს არ აგებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გადაწყვეტილება სავარაუდოდ ერთ საათში გახდება ცნობილი. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/27-150x150.jpgბრიტანეთის მედია რუსეთის ფედერაციის სამხედრო საჰაერო ძალებს ინგლისის საჰაერო საზღვრების უკანონოდ გადაკვეთში ადანაშაულებს. როგორც გაზეთი თჰე თიმეს იუწყება, 10 მარტს ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში გებრიდის კუნძულებთან, რუსეთის 2 ბომბდამშენი Ту-160 დაფიქსირდა. რამდენიმე საათის განმავლობაში, მათ მოქმედებებს სამეფო საჰაერო-სამხედრო ძალები აკონტროლებდნენ. ბრიტანული გაზეთი ავიაციის ვიცე-პოლკოვნიკ მარკ გირინჟის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც აცხადებს, რომ 2009 წლიდან რუსეთის საჰაერო ძალებმა ბრიტანეთის საზღვრები უკვე მეოცედ დაარღვიეს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ბომბდამშენები ფრენებს ჩრდილო-ყინულოვან და ატლანტის ოკეანეების აკვატორიების თავზე ახორციელებდნენ და მათ არც ერთი სახელმწიფოს საჰაერო საზღვრები არ დაურღვევიათ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესს-მდივანი ვლადიმერი დრიკი აცხადებს, რომ ფრენის დროს რუსეთის ბომბდამშენებს ნორვეგიის ორი F-16 და ბრიტანეთის თორნადო თვითმფრინავები თან დაჰყვებოდნენ. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/zurab-polonikashvili981-150x150.jpgსაქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დღეს აჭარის საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვივნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს აჭარის რეგიონში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე, თავისუფალი ვაჭრობისა და ექსპორტის, პროდუქციის წარმოშობის სერთიფიცირებისა და დასაქმების საკითხებზე, ასევე რეგიონის საბანკო სფეროში არსებულ მდგომარეობაზე. “ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ინვესტორებს, დავეხმაროთ მათ კონკრეტული პროექტების განხორციელებაში და არსებული პრობლემების მოგვარებაში. აჭარის რეგიონში საკმაოდ დიდი პროექტები ხორციელდება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია არა მარტო ამ რეგიონის, არამედ მთლიანად ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია დედაქალაქსა და რეგიონს შორის მიდმივი კომუნიკაცია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ინვესტიციების განხორციელება” – განაცხადა პოლოლიკაშვილმა. ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა ექსპერიმენტალურ პროექტზე “დაბრუნება საქართველოში”, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში ქართული დიასპორის ჩართვას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროექტს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად ახორციელებს. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში ბათუმში ერთიანი საინვესტიციო ცენტრი გაიხსნება, რომლის ინიციატორებიც არიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საინვესტიციო სააგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. შეხვედრის შემდეგ ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ “კემპინსკის”, “რედისონისა” და “ჰიუტონის” მშენებარე სასტუმროები დაათვალიერეს. 22 სართულიანი სასტუმრო “რედისონის მშენებლობა 2010 წელს დასრულდება, 15 სართულიანი “კემპინსკის” მშენებლობა კი 2013 წელს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, აჭარის რეგიონისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სამშენებლო სფეროს განვითარებაა. “სწორედ ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ამჟამად ბათუმში მილიონ კვ.მეტრზე მეტი საცხოვრებელი და 350 ათას კვ.მეტრზე მეტი სასტუმრო ფართები შენდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ აჭარის რეგიონის მიმართ ტურისტების დაინტერესება დიდია”- განაცხადა ვარშალომიძემ. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili19-150x150.jpgპოლიტიკური მოძრაობა “თეთრები” დღეს, შიდაპარტიულ დისკუსიას გამართავენ და იმაზე იმსჯელებენ, თუ სად გადის წყალგამყოფი ქართულ და არაქართულ ინტერესს, ქართულ და არაქართულ პოლიტიკურ ძალას შორის და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დღეს პოლიტიკური ძალა, რომ იგი ქართულად იწოდებოდეს. ამის შესახებ ნათქვამია “თეთრების” სპეციალურ განცხადებაში. მოძრაობაში აცხადებენ, რომ თქმით ყველა პოლიტიკოსს პარტიის სახელწოდებაში გამოტანილი აქვთ სიტყვები: “ნაციონალური”, “ეროვნული”, “ქართული” და ა.შ. “სახელისუფლებო პარტიას “ნაციონალური” ქვია. მისი დამფუძნებლები კი ანტიქართული ცნობიერების “თავისუფლების ინსტიტუტის” ძველი თუ ახალი წევრები არიან. ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან იმართება _ ტვინს გვჭამს, რომ ქართულ საქმეს აკეთებს, რომ ქართულ სახელმწიფოს ემსახურება. ოპოზიცია, რომელიც რუსეთში დარბის, ისიც, ვინც ამერიკის ხელისუფლების კარზე დგას მონურად _ ქართულ პატრიოტიზმზე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვესაუბრებიან”_ აცხადებენ “თეთრები”. მოძრაობის ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, საზოგადოებას დაფიქრებისაკენ მოუწოდებს, რადგან მისი თქმით, საქართველოში ყველაფერს შიმშილსაც, ღალატსაც, მონობასიც, კერპთაყვანისმცემლობასაც, ომის დაწყებასაც, ომის წაგებასაც, დღეს პატრიოტიზმი ჰქვია. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/telasi_logo-150x130.jpgქვესადგურ `თბილთეცში“ გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ ჩუღურეთის რაიონში მდებარე ორგანიზაცია-დაწესებულებები და საავადმყოფოები. კომპანია `თელასი” მაღალი ძაბვის ქვესადგურ `თბილთეცში” დაზიანებულ საკაბელო არხებზე გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. როგორც “ექსპრესნიუსს” “თელასიდან” აცნობეს, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 27 მარტის ღამის საათებში, 02:00 საათიდან 07:00 საათამდე ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ელექტრომომარაგება შეეზღუდება აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, დიმიტრი უზნაძის, წინამძღვრიშვილის, ჩიქობავას, ჩერნიშევსკის, მაზნიაშვილის, მამარდაშვილის, ჩიტაიას, ბუხაიძის, ჩხეიძის, თოიძისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. დროის ამ მონაკვეთში ელექტროენერგიას ვერ მიიღებენ ჩუღურეთის რაიონში მდებარე ორგანიზაცია-დაწესებულებები და საავადმყოფოები. View the full article
-
“Iდს ბორჯომი საქართველო” 120 წლის გახდა. კომნპანია მომხმარებლებისთვის წელს სიახლეებს გეგმავს. http://epn.ge/wp-content/uploads/110-150x150.jpg საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” პრესკონფერენცია გაიმართა, თემაზე” “ბორჯომის” წარმოების 120 წლიანი ტრადიცია. კომპანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას უნიკალური მინერალური წყლის ისტორიასა და მისი განვითარების შესახებ ისაუბრა, აქცენტები გაკეთდა კომპანიის განვითარებასა და მის სამომავლო გეგმებზეც. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ “ექსპრესნიუსს” განუცხადა, საიუბილეო წელს “Iდს ბორჯომი საქართველო” მომხარებელს ბევრ სიახლეს შესთავაზებს. “სიახლეა, როგორც კონკრეტულად “ბორჯომის” ბრენდის კუთხით, ასევე მის პორტფელში შემავალი სხვა ბრენდების განვითარების თვალსაზრისითაც. მაგალითად, ბაზარზე უკვე გამოჩნდა წყაროს წყლის “ბაკურიანის” ფართო ასორტიმენტი. აპრილიდან კი, “ბორჯომის” საკმაოდ აქტიური სარეკლამო კამპანია დაიწყება,” – განაცხადა კიკვაძემ. მისი თქმით, “ბორჯომის” ინდუსტრიული წარმოება საქართველოში დღეისათვის მოქმედ უძველეს წარმოებათა რიცხვს მიეკუთვნება. შეგახსენებთ, რომ ზუსტად 120 წლის წინ, 1890 წელს ბორჯომში პირველად ამუშავდა “ბორჯომის” ჩამოსასხმელი ქარხანა. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/iaragi01-150x131.jpgპარლამენტის დეპუტატებს იარაღის დაკანონების გამარტივება სურთ. როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ცნობილი გახდა, შესაბამისი უწყებებიდან პრინციპული თანხმობა მიღებულია და ეს წინადადება პარლამენტში უკვე ინიცირებული ,,იარაღის შესახებ’’ კანონში ცვლილებების პროექტში აისახება. კერძოდ, დეპუტატებს იარაღის დაკანონებისთვის შესაბამის სასმსახურში ორჯერ უწევთ მისვლა. იარაღს ჯერ საშტატო იარაღად იფორმებენ, ხოლო დეპუტატის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მას ტარების უფლებით ირეგისტრირებენ. საკანონდმებლო ცვლილების განხორციელების შემდეგ კი, კანონმდებლები იარაღს მომსახურების სააგენტოში მხოლოდ ერთი მისვლის შემდეგ გაიფორმებენ. პარლამენტში უკვე ინიცირებულ ,,იარაღის შესახებ’’ კანონში ცვლილებების პროექტი იარაღის სახეობების ცვლილებას უკავშირდება. პროექტის ინიციატორები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახა ანჯაფარიძე, ლაშა თორდია და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/patrulii_6-150x131.jpgგლდანში, მეტრო ახმეტელთან მომხრადი მკველობისთვის პოლიციამ მიხეილ თანდაშვილი და უჩა გოგრიჭიანი დააკავა. ეჭვმიტანილებმა გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1977 წელს დაბადებულ გოგიტა ხოსიტაშვილს დანით, გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენეს. ხოსიტაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ძიებას თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს. მკვლელობაში ეჭვმიტანილები თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს. View the full article
-
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილებასთან ერთად, შესაძლოა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაც მოხდეს. ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ანდრია ურუშაძემ განაცხადა. http://epn.ge/wp-content/uploads/parlamentiEPN-150x131.jpg მისი თქმით, შეფასების კრიტერიუმების ახალი მეთოდიკის თანახმად, მოხდება იმ ოჯახების ამოღება ბაზიდან, რომლებმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს სააგენტოს და ძალში შევა თემის აზრი, თუმცა თუ რაიონის ხელმძღვანელი და მეზობლები თვლიან, რომ ოჯახი მართლაც არის უკიდურეს მდგომარეობაში, შეიცვლება ამ ოჯახის შეფასების ქულა. ურუშაძის განცხადებით, შეფასების კრიტერიუმიდან ამოღებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და საჩუქრები, მაგრამ ემატება ის დამატებითი ფართები, რომელიც ოჯახისათვის შესაძლოა დამატებით შემოსავლის წყაროდ იქცეს. ცვლილების თანახმად, შემცირებულია კორექტირების ვადა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრს გამოკითხვის დროს პასუხი შეეშალა. ასევე, სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებული შვილი, ავტომატურად ღებულობს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს. ,,სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილება, დაკავშირებულია იმ უკმაყოფილებასთანაც, რომელსაც მოსახლეობა გამოხატავს. თუმცა ამ პროგრამის მიზანი მოსახლეობის შიმშილისაგან გადარჩენა იყო და ეს მიზანი პროგრამამ შეასრულა’’, – განაცხადა ურუშაძემ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/evrovizia-150x150.jpg2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძე მე-16 ნომრით იმღერებს. ოსლოში, ტელენორის არენაზე ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი სიმღერას “შჰინე” 27 მაისს მეორე ნახევარფინალურ საღამოზე შეასრულებს. სოფო ნიჟარაძემ წარჩინებით დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური გიმნაზია ვოკალისა და ფორტეპიანოს განხრით. ასევე, მოსკოვში გნესინების სახელობის მუსიკალური აკადემია და რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია. მისი სასცენო დებიუტი სამი წლის ასაკში შედგა. შვიდი წლის ასაკში დირიჟორმა ჯანსუღ კახიძემ სოფო მიიწვია ფილმში ”იავნანამ რა ჰქმნა”,სადაც მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად დუეტი შეასრულა. 1995 წელს ის საერთაშორისო ფესტივალის ”ბროლის ნაძვის” («Хрустальная ель») ლაურეატი გახადა ნომინაციაში, საუკეთესო ვოკალი. 1996 წელს მიიღო სპეციალური პრიზი, პირველი ქართული ფესტივალის ”ლიგა”, სიმღერა ”შენს შესახებ”, არის ფესტივალ ”ბრავო ბრავისიმოს” («Браво-Брависимо»), ლაურეატი, მინი-ლასკალა, იტალია. 1997 წელს სოფო ნიჟარაძე საერთაშორისო ფესტივალ ”ბროლის ნოტის” ლაურიატი გახდა. 1998-2001 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სტიპენდიატი. 2000 წელს მიიღო ”ოქროს ვარსკვლავი” საუკეთესო ვოკალისთვის, 2003 -2004 წლებში ჰქონდა მთავარი როლი მიუზიკლში ”ჩხიკვთა ქორწილი”. 2004 -2006 წლებში კი, მთავარი როლი მიუზიკლში ”რომეო და ჟულიეტა”. 2005 ნიჟარაძე ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ”ახალი ტალღა”-ს (იურმალა) ფინალისტი გახდა. ახალგაზრდა მომღერალმა ევროვიზიისთვის განკუთვნილი სიმღერა ლონდონის ცნობილ სტუდიაში-შტრონგროომ შტუდიო ჩაწერა. სიმღერის “შჰინე” სასცენო ვერსიაზე ფრანგი რეჟისორი რედა ბენტეიფორი მუშაობს. 55-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ნორვეგიაში გაიმართება და მასში 39 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ნახევარფინალები 25 და 27, ხოლო ფინალი 29 მაისს შედგება. View the full article
-
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საhttp://www.epn.ge/wp-content/uploads/dollarr-150x131.jpgქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალაში, 209 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9 პროცენტით მეტია. მათივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებთან 52 მლნ აშშ დოლარი იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებზე 53 პროცენტით მეტია; ხოლო იმპორტი – 157 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად 0,2 პროცენტით ნაკლები. საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი. ამ ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 27 პროცენტი. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/aqcia-mdzgolebi-150x132.jpg“ეროვნული საბჭოს” ლიდერებმა დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. საპროტესტო აქციები ამ მოთხოვნით ყოველ ხუთშაბათს, თბილისის სხვადასხვა უბანში იმართება. “პოლიციის და პროკურატურის მიერ გამოგონილი ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, ციხეებში ათასობით ადამიანი იხდის უკანონდ სასჯელს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ადამიანების გათავისუფლებამდე შეიქმნას ციხეებში ნორმალური პირობები. სასჯელარსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა კალმახელიზის მინისტრად დანიშვნის შემდეგ. არის სასტიკი მოპყრობის არაერთი ფაქტი, არანორმალური მდგომარეობაა ქსნის კოლონიაში და გარდა ამ პატიმრების გათავისუფლებისა, ჩვენ ვითხოვთ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით პატიმრებთან არაადამიანურ მოპყრობაში,” – განაცხადა “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ. “ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა კი, ყურადღება ვადამდე გათავისუფლების საკითხზე გააკეთა. “ხელისუფლება არავის არ აძლევს ვადამდე გათავისუფლების საშუალებას, პატიმარს, რომელიც მოიხდის სასჯელის გარკვეულ ოდენობას, ეხება ვადამდე გათავისუფლება. თუმცა, ეს ინსტიტუტი პრაქტიკულად გაუქმებულია. ათასობით ადამიანი იხდის უკანონოდ სასჯელს მიუხედავად იმისა, რომ მათ ეხებათ პირობით ვადამდე გათავისუფლება,” – აღნიშნა დავითაშვილმა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/fulebEPN2-150x130.jpgდსთ-ს ქვეყნებთან იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 258 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 13 პროცენტით მეტია. სტატისტიკის სამსახურის განმარტებით, აქედან ექსპორტი 71 მლნ აშშ დოლარია, ხოლო იმპორტი – 188 მლნ აშშ დოლარი. საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 33 პროცენტი და იმპორტში 31 პროცენტი. View the full article