
epn.ge
პლანეტელი-
პოსტები
173 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი epn.ge
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/tortladze10-150x150.jpg“საქართველოს დეკოკრატიულმა პარტიამ” გლდანის სამ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ზურაბ გოცირიძე, კახაბერ ჭიჭინაძე და დავით დემეტრაშვილი წარადგინა. “ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვუარყოფთ იმ საქმეებს, რაც საქართველოში კეთდება, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ჩვენც სწორედ ამიტომ ვართ”, – განაცხადა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ გოცირიძემ. მაჟორიტაროის სამივე კანდიდატისთვის პრიორიტეტული სოციალური და ჯანდაცვის სფეროებია. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/1231.jpgმართლმადიდებელი ეკლესია ხვალ დიდმარხვის მეექვსე კვირას, ბზობას ანუ ბაიობას ზეიმობს. მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს. იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს – მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/iusticiisaministri3-150x130.jpgნოტარიატის ახალი კანონი ნოტარიუსთა დაზღვევის შესახებ 1 აპრილიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოში მოქმედმა ყველა ნოტარიუსმა და იურისტთა სამინისტროს წარმომაგდენლებმა, ნოტარიუსთა პალატის წევრთა საანგარიშო კრებაზე ისაუბრეს. პროფესიული დაზღვევის საკითხი, ნოტარიუსის მიერ მოქალაქისათვის ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს. ,,დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი ნოტარიუსთა პროფესიული დაზღვევის საკითხი იყო. ეს ითვალისწინებს დავაზღვიოთ მესამე პირი, ანუ მოქალაქე, რომლის მონაწილეობით და მისავე სასარგებლოდ ნოტარიუსი ადასტურებს სანოტარო მოქმედებას, რათა არ მოხდეს ნოტარიუსის მიერ გაუფრთხილებლობის შედეგად მოქალაქის დაზარალება და შემდგომი აუნაზღაურებლობა. სადაზღვევო მინიმალური თანხა არის 100 000 ლარი, მაქსიმალური კი თავისუფალი”, – განაცხადა ,,ექსპრესნიუსთან’ საუბარში ნოტარიუსმა, ლალი რობაქიძემ. პრეტენდენტი კომპანიების მიერ წარმოდგენილი საბაზისო პირობების გათვალისწინებით, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების გასაფორმებლად უპირატესობა მიენიჭათ შემდეგ სადაზღვევო კომპანიებს, ,,იმედი ელ ინტერნაიშენელ” ,,ჯი პი აი ჰოლდინგი” და ,,ალდაგი ბი სი აი”. 2010 წლის 1 აპრილიდან ნოტარიატის ახალი კანონი ძალაში შევა. ამ დრომდე კი გამგეობამ უნდა უზრუნველყოს ზემოთ ხსენებულ სადაზღვევო კომპანიებთან გენერალური პირობების თაობაზე მოლაპარაკების წარმართვა და ხელშეკრულებების გაფორმება. მოპოვებულია ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ მიერ. გამოყენების შემთხვევაში წყაროს მითითება სავალდებულოა. გამომშვები რედაქტორი ლექსო ბექაური წწწ.ეხპრესსნეწს.გე; წწწ.ეპნ.გე ელ-ფოსტა: ეხპრესსნეწს@ეპნ-ნეწს.ცომ ტელეფონი: (+995 32) 14 44 57; 890 67 88 98 View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/123-150x150.jpgნოტარიუსთა საანგარიშო კრება დღეს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა. შეხვდრას საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსი და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. კრებაზე ნოტარიუსთა პალატის, ასევე პალატის საფინანსო – სარევიზიო და დისციპლინური კომისიების 2009 – 2010 წლების საქმიანობის ანგარიშები განიხილეს, ასევე დამტკიცდა ნოტარიუსთა პალატის ახალი წესდება და 2010 – 2011 წლების ბიუჯეტი. როგორც “ექსპრესნიუსსთან” საუბრისას პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ განაცხადა, ნოტარიუსთა პალატის წევრები საანგარიშო კრებაზე 3 წლის ვადით შეირჩევა. “დღეს ასევე შეირჩნენ პალატის საფინანსო – სარევიზიო და დისციპლინური კომისიის წევრები. საფინანსო – სარევიზიო კომისია არის ნოტარიუსთა პალატის კონტროლის ორგანო, რომელიც ამოწმებს პალატის გამგეობის საფინანსო საქმიანობისა და საბუღალტრო აღრიცხვის კანონიერებას, ხოლო სადისციპლინო კომისიის ფუნქცია პალატის კომპეტენციაში არსებული სადისციპლინო საკითხების განხილვაში მდგომარეობს”, – განაცხადა ხოფერიამ. ნოტარიუსთაAპალატის წევრთა საანგარიშო კრება წელიწადში ერთხელ იმართება, სადაც 3 წლის ვადით ირჩევენ პალატის აღმასრულებელ ორგანოს – გამგეობას და გამგეობის თავმჯდომარეს. შეგახსენებთ, რომ მოქმედი პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია და გამგეობის წევრები: ლალი გზირიშვილი, მარიამ გოგვაძე, ლელა გაზდელიანი და დავით ოყროშიძე გასული წლის მარტში ჩატარებულ კრებაზე აირჩიეს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/leiborustebi2-150x130.jpgლეიბორისტული პარტია, ყაზტრანსგაზ-თბილისს ხალხის ძარცვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის იურიდიული სამსახურის უფროსმა მარი ცუცქირიძემ განაცხადა. მისი თქმით, დაჯარიმებულთა რიცხვი ყოველდღე მატულობს. ყოველდღიურად დაახლოებით 100 ოჯახს აჯარიმებენ. “ყაზტრანსგაზის წარმომადგენლებს საკუთარ ლაბორატორიაში მიაქვთ მრიცხველები და მათი დასკვნა არ შეესაბამება სიმართლეს. ჯარიმა კი 1000 ლარიდან 4000 ლარამდე მერყეობს. მივმართავთ ყაზტრანსგაზის ადმინისტრაციას თავი დაანებონ მოსახლეობის ძარცვას”, – განაცხადა მარი ცუცქირიძემ. პრესკონფერენციაზე წარდგენილი იყო არასრულწლოვანი დაზარალებული ლაშა ექიზაშვილი. “ჩემი ოჯახი 1600 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და მიუხედავად იმისა რომ სასამართლომ ჯარიმის უგულვებელყოფა მოახდინა, მათ ობიექტურობაში ეჭვი მეპარება, რადგან, რომ არა ჩვენს მიერ წარდგენილი ფაქტი, რომელსაც სასამართლო ვერ უგულვებელყოფდა ჩვენ ამ პროცესს წავაგებდით”, – განაცხადა ლაშა ექიზაშვილმა მარი ცუცქირიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა დაზარალებულს შეუძლია მიმართოს ლეიბორისტულ პარტიას დახმარებისათვის. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/dedamiwa-150x132.jpg ველური ბენების საერთაშორისო ფონფის მიერ ორგანიზებულ აქციაში “დედამიწის საათი” მილიარდამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. “ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ აქციაში 1 მილიარდამდე ადამიანი და 120 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას”, – ნათქვამია ფონდის პრეს-სამსახურის განცხადებაში. აქცია “დედამიწის საათი” – სიმბოლური აქციაა, საზოგადოებრიბი მოწოდება კლიმატის დაცვისთვის. ფინდის მოწოდებით, აქციის მონაწილეები მსოფლიოში ერთი საათით სინათლესა და ელეკტროხელსაწყოებს გამორთავენ. მსოფლიო მონუმენტების გათიშული განათების სანახავად მილიონობით ადამიანი ქუჩაში გამოვა. განათება გამოირთვებაEეიფელის კოშკზე, იესოს ქანდაკებაზე რიოში, ინდოეთის კარიბჭეზე დელიში, დაკიდულ ხიდზე სტამბულში, ბრანდენბურგის კარიბჭეზე ბერლინში, ბიგ ბენზე ლონდონში და ა.შ. საქართველოში “დედამიწის საათი” 20. 30 – 21. 30 –მდე გაიმართება. თბილისის მერიის ძველი შენობა შენობის გარე ელექტროგანათებას ჩააქრობს, გარდა ამისა, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” სპეციალური “სანთლების საღამო” მოეწყობა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ მოსახლეობას ელექტრომოწყობილობის გამორთვისაკენ მოუწოდა. დედამიწის საათი პირველად სიდნეიში 2007 წელს ჩატარდა, ხოლო საერთაშორისო მხარდამჭერა წელს მიიღო. View the full article
-
გორში http://www.epn.ge/wp-content/uploads/Gori-150x150.jpgდღეს “ეროვნული საბჭოსა” და მოსახლეობის შეხვედრაზე შელაპარაკება და ხმაური იყო. რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის განცხადებით, საბჭოს წარმომადგენლებმა და მათმა მხლებელმა პირებმა, მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რადგან პარტიათა აქტივესტები არ იყვნენ. მიუხედავად შელაპარაკებისა, შეხვედრა ეროვნულ საბჭოსა და ამომრჩევლებს შორის მაინც შედგა და ის ამ წუთებშიც გრძელდება. ეროვნული საბჭოს ლიდერთა თქმით, ატეხილი ხმაური იყო არა საზოგადოების აზრის, არამედ რამდენიმე ადამიანის აზრის გამოხატულება. მათი განცხადებით, გორში მათ დიდი მხარდაჭერა აქვთ და გამარჯვებასაც აუცილებლად მიაღწევენ. Gგორის შემდეგ, საბჭოს წევრები დღესვე სურამს ეწვევიან და კულტურის სახლში მოსახლეობას შეხვდებიან. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/113-150x150.jpgამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიზე სამხედრო კონტიგენტის განთავსებას აპირებს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენლებისAაშშ_ს კონგრესისადმი ოფიციალურ მიმართვაშია ნათქვამი. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ეს ზომები თბილისის და ვაშინგტონის ავღანეთში საერთო სამხედრო ოპერაციების უზრუნველსაყოფადაა მიღებული. გარდა საქართველოსი, პენტაგონი ანალოგიურ გეგმის შეთავაზებას ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის ხორვატიის და უნგრეთთან მიმართებაშიც აპირებს. შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ_ს საქართველოს ტერიტორია შესთავაზა ავღანეთში ექსტრემისტული მოძრაობა “თალიბანთნ” საბრძოლველად. სააკაშვილმა განაცხადა, რომ თანახმაა, დაუთმოს საზღვაო პორტები და აეროპორტები ჩრდილოოატლანტიკური ალიანსის გემებსა და თვითმპრინავებს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/russia-150x150.gif28 მარტის ღამეს რუსეთში დროის ათვლის წესი შეიცვლება და რუსეთის დიდი ნაწილი საათს ერთი საათით წინ გადაწევს. თუმცა 5 რეგიონი – უდმურტია, სამარის ოლქი, კამჩატკა, ჩუკოტკა და კემეროვოს ოლქი საათებს არ გადაწევენ. სამარის ოლქი და უდმურტია გადავა მოსკოვის დროზე და ამით დროის სარტყელი მოსკოვი+1 არსებობას შეწყვეტს, რადგან იგი მხოლოდ ამ ორ რეგიონს მოიცავდა. რუსეთის ყველაზე აღმოსავლეთი დროის სარტყელი – ჩუკოტკა და კამჩატკა მაგადანის დროზე გადავა. შეგახსენებთ, რომ რუსეთი ზაფხულის დროზე პირველად 1917 წელს გადავიდა. View the full article
-
epn.ge - ყვითელ ზღვაში სამხრეთკორეული ხომალდი ჩაიძირა
epn.ge posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://www.epn.ge/wp-content/uploads/112-150x150.jpgყვითელ ზღვაში, ჩრდილოეთ კორეის საზღვართან კუნძულ პენნედოსთან სამხრეთ კორეის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი ჩაიძირა. სამხრეთ კორეის საზღვაო შტაბების მეთაურთა განცხადებით, 58 მეზღვაურის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენების ბედი კი ჯერჯერობით უცნობია. ამ ინციდენტთან დაკავშირებით სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყანის უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. დადგენილია, რომ გემის ჩაძირვა გემბანის უკანა ნაწილში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა აფეთქების მიზეზები ამ დრომდე უცნობია. შეგახსენებთ, რომ 2010 წელს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხომალდებმა სამხრეთ კორეის ხომალდებს ცეცხლი ორჯერ გაუხსნეს, მაგრამ არც ერთი შემთხვევა მსხვერპლით არ დასრულებულა. View the full article -
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ilia-catholicos-of-georgia11-150x150.jpgმართლმადიდებლური სამყარო დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დიღმის მასივში, წმინდა ლაზარეს სახელობის ეკლესიაში აღავლენს. სახარების მიხედვით, მაცხოვარმა იესო ქრისტემ მისი მეგობარი, სამ დღის მკვდარი მართალი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ამით უფალმა საკუთარი აღდგომის შესახებ მიანიშნა. ლაზარეს შაბათს მორწმუნეებს თევზის მიღება შეეძლებათ. ლაზარეს შაბათის მეორე დღეს მართლმადიდებული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/praimer44-150x150.jpgეროვნული საბჭოს’ ლიდერები დღეს გორში, კინოთეატრ გამარჯვების’ შენობაში, 13:00 საათზე, მოსახლეობას შეხვდებიან. გორის შემდეგ, ლიდერები სურამს ეწვევიან, სადაც კულტურის სახლში 15:00 საათზე, მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. ეროვნულ საბჭოში შემავალმა პარტიებმა რეგიონებში საარჩევნო კამპანია კახეთის რეგიონიდან დაიწყეს. ისინი კახეთში გურჯაანისა და ახმეტის მაცხოვრებლებს შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. მოგვიანებით საბჭო იმერეთს ესტუმრა, სადაც ზესტაფონისა და ჭიათურის ამომრჩევლებს შეხვდა, რამდენიმე დღის წინ კი ისინი გურიის, კერძოდ ოზურგეთისა და ლანჩხუთის ამომრჩევლებს შეხვდნენ და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. ეროვნული საბჭოს ლიდერთა განცხადებებით, არჩევნებში მათი გამარჯვება ქვეყნის გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ლიდერები თბილისში დღეს საღამოს დაბრუნდებიან, თავიანთ საერთო კანდიდატს კი მოსახლეობას 9 აპრილს წარუდგენენ. View the full article
-
http://epn.ge/wp-content/uploads/ebrauli_tankebi-150x150.jpgისრაელმა ორი ებრაელი ჯარისკაცის მოკვლის საპასუხოდ ღაზას სექტორში ტანკები შეიყვანა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ღეუტერს იუწყება. ბოლო მონაცემებით, ხუთი ებრაული ტანკი და ორი დაჯავშნული ბულდოზერი ქალაქ ჰან-იუსნისისკენ მიიმართებიან. მათ ჰაერიდან სამხედრო ვერტმფრენები უჭერენ მხარს. პარასკევს ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ ღაზას სექტორში სროლის შედეგად 2 ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა. საპასუხო ცეცხლით ებრაელებმა ორი პალესტინელი მებრძოლი მოკლეს. თვითმხილველთა თქმით, ებრაულმა ტანკებმა სექტორზე შეტევა შუაღამისას დაიწყეს. სამხედრო მოქმედებების რაიონში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია მოხდა. ბრძოლების შედეგად დაჭრილია 10 წლის ბავშვი. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/ganatlebis_saministro_logo7-150x130.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი და წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი, რევაზ აფხაზავა, დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მემორანდუმის თანახმად, წინანდლის ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრი შეიქმნება, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. View the full article
-
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის http://www.epn.ge/wp-content/uploads/gamofena5-150x130.jpg დღეს ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. გამოფენასთან დაკავშირებით, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში პრესკომფერენცია გაიმართა. გამოფენაზე კადრები 1918 წელს გადაღებული ფილმ “ქრისტინედან” მოყოლებული, 120 ქართული საეტაპო ფილმებიდან იქნება წარმოდგენილი. “ჩვენი მიზანი ქართული სიყვარულის ისტორიების ჩვენება იყო. ქართული კინოც ხომ სწორედ ამ ისტორების ნაკრებია,” – განაცხადა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ. გამოფენის გამართვის იდეა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. გამოფენას, ფინანსური მხარდამჭერი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია “მაგთიკომია”. “მომავლმა თაობამ არ იცის თუ რა სიყვარულის ტრადიცია აქვს საქართველოს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გამოფენის იდეის ავტორებს ფინანსურად დავხმარებოდით,” – განაცხადა “მაგთიკომის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თათული ღვინიაშვილმა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/beeline3-150x130.jpgმობილური ოპერატორი კომპანია ”ბილაინი” დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით ”მწვანე შაბათს” აწყობს. როგორც “ექსპრესნიუსს” ბილაინიდან აცნობეს, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კომპანიის ყველა თანამშრომელი მონაწილეობას მიიღებს ”ბილაინის” თბილისის ოფისის თანამშრომლები ”ვეტერანთა პარკში” 120 ძირ ნეკერჩხალს და ცაცხვს დარგავენ. ბათუმის თანამშროლები კი, ”6 მაისის” პარკს ნაძვებით გაამწვანებენ. საქართველოს ექვსი ქალაქის პარკების მოვლა- დასუფთავებაში. აქცია დღეს, 13:00 საათზე ერთდროულად დაიწყება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხესა, ზუგდიდში. თელავში იგეგმება სანერგე მეურნეობაში 1 000 ცალი ნუშის ნერგის დარგვა, ხოლო ზუგდიდში ცაიშის ეპარქიაში შემავალი ეკლესიის ეზოების გამწვანება, ხილისა და ზეთის ხილის ნერგების დარგვა. ახალციხეში ”ბილაინის” თანამშრომლები ცენტრალურ პარკს გაამწვანებენ, ხოლო ქუთაისში ავანგარდის უბნის გამწვანება იგეგმება. ”მოხარული ვართ, რომ ჩვენი ყველა თანამშრომელი მონაწილეობს ასეთ მნიშვნელოვან საქმეში. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ”მწვანე შაბათის” ორგანიზებაში ჩაერთვნენ არა მარტო თბილისის, არამედ რეგიონების თანამშრომლები”, – აცხადებს ”ბილაინის” გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/litvis_sagareo-150x150.jpgსაქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისის ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შედგება. ვიზიტისას ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, 30 მარტს დასრულდება. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/EPN2-150x130.jpgსაზოგადოებრივი აქციის `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” ჯგუფის წევრზე თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” საორგანიზაციო ჯგუფმა აცნობა. აქცია `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს~ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს არის მოძრაობის დაშინების მცდელობა საწვავის ბიზნესთან დაკავშირებული მაფიის მხრიდან. “როგორც სჩანს, ამ სფეროში მუშაობენ არა ცივილიზებული ბიზნესის, არამედ მაფიის პრინციპებით. არ აღმოაჩნდათ რა არანაირი არგუმენტი, საწვავის გაუმართლებლად მაღალი ფასების დასასაბუთებლად, საწვავის ბიზნესის უკან მდგომი მაფია დაშინების მეთოდებზე გადავიდა და ამას გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და მიმართავენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, დაიცვას ისინი მაფიური კლანებისგან. “ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვანო მერაბიშვილს, დაგვიცავით გათავხედებული მაფიური კლანებისგან, თუ არა და ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ არადემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ყველაფერს მაფიები განაგებენ და ჩვენ შევწყვეტთ ჩვენს მშვიდობიან, სამართლიან აქციას,” – აღნიშნულია საზოგადოებრივი აქციის მონაწილეთა მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში. `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” ჯგუფის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩა #14-ში, თავდასხმა მოხდა აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორ გიორგი ვარდიაშვილზე, რომელმაც აღნიშნულის შესახებ დღეს გაავრცელა ინფორმაცია. როცა ვარდიაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან იდგა, მისი მიმართულებით ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მოხდა გასროლა მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღით. გიორგი ვარდიაშვილი და მანქანასთან მდგომი მოქალაქეები უვნებლად გადარჩნენ. დაზიანებულია ავტომობილი. მომხდართან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა საგამოძიებო ჯგუფი. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს~ გაგრძელდება. “მისი ორგანიზატორები ვართ ჩვეულებრივი ქართველები, არანარკომანები და არაკრიმინალები, ჩვენ ვერც ნარკოტიკს ჩაგვიდებთ და ვერც იარაღს, ამიტომ არიან შეშფოთებული ქართველი ხალხის გაჭირვებაზე ხელის მოთბობის მოსურნე კლანების წარმომადგენლები. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ხართ კონსტიტუციის გარანტი და არ უნდა დაუშვათ ჩვენი სიცოცხლისა და უფლებების ხელყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში. დღეს, 21:00 საათზე პარლამენტის წინ საზოგადოებრივი აქციის `პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს” ჯგუფის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. View the full article
-
27 მარტს 10:00 საათზე საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია (სფემა) ფრანგული ენის მასწავლებლებისთვის პედაგოგიურ სემინარს გამართავს. მის: ფალიაშვილის ქ.№42 27 მარტს 10:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრი №161 საჯარო სკოლაში ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და ისტორიაში ოლიმპიადის მეორე ტურს ჩაატარებს. მის: იოსებიძის ქ.№52 27 მარტს 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ნოტარიუსთა პალატის წევრთა საანგარიშო კრება გაიმართება, თემაზე: „ნოტარიუსთა პალატის, ასევე პალატის საფინანსო-სარევიზიო და დისციპლინური კომისიების 2009-2010 საქმიანობის ანგარიშების განხილვა, ნოტარიუსთა პალატის ახალი წესდებისა და 2010-2011 წლების ბიუჯეტის დამტკიცება. მის: თელავის ქ.№20 27 მარტს 11:00 საათზე, ფრანგული კულტურის ცენტრის მიუსოს სახელობის დარბაზში ფრანგული ენის ოლიმპიადის ფინალი გაიმართება. მის: გუდიაშვილის ქ.№10 27 მარტს 11:00 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება. 27 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი რევაზ აფხაზავა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. 27 მარტს 17:00 საათზე_ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეხვედრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აუდრონიუს აჟუბალისთან. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 27 მარტს 17:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლიტერატურული საიტის www. urakparak.com_ზე დარეგისრირებულ პოეტთა საქველმოქმედო, პოეზიის საღამო გაიმართება. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/200911040912-150x150.jpgპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პატიმართა ფართომასშტაბიანი შეწყალების შესახებ რეზოლუციას ხელი უკვე მოაწერა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილმა განუცხადა. არსენიშვილის თქმით, თევორაძის შეწყალების კომისიაში უკვე 200-მდე განცხადებაა შესული, რომელთაგან 7 არასრულწლოვნისაა, რამდენიმე კი ქალი პატიმრის. მისი თქმით, შესაწყალებელ პატიმართა დანაშაული საშუალო და მსუბუქი დანაშაულით კვალიფიცირდება. არსენიშვილის ინფორმაციით, თევდორაძის კომისიის სხდომა აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართება, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/par6-150x150.jpgსახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია სასამართლო რეფორმაზე 7 აპრილის სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ პარლამენტში ,,ქრისტიან-დემოკრატებთან’’ შეხვედრისას კომისიის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომისიას, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიციის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს. საკონსტიტუციო კომისიის მდივნის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, კომისიას ამ მიმართულებით სიღრმისეული რეფორმის გატარება სურს და არა ფასადურის. კომისია იმედს გამოთქვამს, რომ სახელისუფლო გუნდის მიდგომები უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება. ხელისუფლების პოზიცია კომისიაში შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტის ერთ დეტალზე უკვე ცნობილია. ხელისუფლება მოსამართლეების ასაკის 30 წლამდე გაზრდის იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამასთან, ცნობილი არ არის, რა მოსაზრება აქვს ხელისუფლებას საკონსტიტუციო კომისიის მიერ საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების გადასინჯვის საკითხზე, ასევე მოსამართლეების კარიერული პრინციპით დანიშვნაზე. კომისიაში მომზადებული პროექტის სამუშაო ვარიანტით, მაღალი ინსტანციის მოსამართლეები გარკვეული გამოცდილების და პრაქტიკის გარეშე, ვერ დაინიშნებიან და ასევე, მოსამართლეების გათავისუფლება მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს. დებულების მიხედვით, საკონსტიტუციო კომისიამ პროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით, ხმათა 2/3-ით უნდა მიიღოს, შესაბამისად, სახელისუფლო გუნდის მხარდაჭერის გარეშე, კომისიის ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტი ვერ გავა. კომისიაში სულ 56 წევრია. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/baqradze-daviT042-150x130.jpgსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის დირექტორთა საბჭოს ახალ წევრებს შეხვდა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს კომიტეტი და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები უახლოეს მომავალში კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობას დაიწყებენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის დირექტორთა საბჭოს ახალი წევრების შეხვედრაზე აღინიშნა. დირექტორთა საბჭოს წევრებმა სავაჭრო პალატისა და პარლამენტის მომავალ თანამრომლობაზე იმსჯელეს. გამოიკვეთა ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი საკითხები და მიმართულებები. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/28754-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განხორციელება ქვემო ქართლის რეგიოში უკვე დაიწყო. ჩასატარებელი სამუშაოების პრიორიტეტები ყველა რაიონში მოსახლეობასთან შეთანხმებით შეირჩა. 2010 წლის განმავლობაში სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. მოხდება სარწყავი, სასმელი წყლისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოწყობა, ყველა მნიშვნელოვან საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების მოწყობა. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/bagaturia32-150x130.jpgოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ,,სახალხო ბანკის’’ მიერ პენსიების გაცემასთან დაკავშირებით, პარლამენტში სამთვრობო საათზე ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების მისვლას ითხოვს. როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბაღათურიამ განაცხადა, ,,სახალხო ბანკი’’ არაკეთილსინდისიერად სარგებლობს პენსიების გაცემის უფლებით, რაც იმაში გამოიხატება, რომ ბანკმა პენსიონერებს პენსიის წინასწარ აღებასთან დაკავშირებით 36 პროცენტი დაუწესა. მისი თქმით, ბანკის მიერ პენსიების გაცემასთან დაკავშირებით, უკვე მომზადებულია კონტროლის პალატის დასკვნაც, რომელიც დამაკმაყოფილებელია. ,,ბანკის თანმაშრომელებმა პირად საუბარში თქვეს, რომ პროცენტი მაღალი იყო, რომელსაც დაწევდნენ, თუმცა დღემდე გატარებული ღონისძიებები არ გვინახავს და 235 ათასი პენსიონერი დაყადაღებულია’’, – განაცხადა ბაღათურიამ. დეპუტატი ალექსანდრე კვიტაშვილისა და კახა ბაინდურაშვილის პარლამენტში მისვლას იმ მიზნით ითხოვს, რომ მათ პენსიების გაცემასთან დაკავშირებით, ბანკთან გაფორმებული შეთანხმება გააუქმონ და სხვა ბანკთან ისეთი შეთანხმება გააფორმონ, რომელიც პენსიონერების უფლებებს დაიცავს. View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/parlamenti10-150x130.jpgსახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის სამუშაო ვარიანტის წარდგენას ელოდება. ამის შესახებ პარლამენტში ,,ქრისტიან-დემოკრატებთან’’ შეხვედრისას კომისიის ხელმძღვანელმა ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა. სახელისუფლო გუნდმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტი დაიწუნა. ხელისუფლება დაწუნებული პროექტის ალტერნატივად, ახალი პროექტის შემუშავებას აპირებს, რომელსაც კომისიაში დეპუტატი პავლე კუბლაშვილი წარადგენს. მმართველმა გუნდმა კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელად ჩათვალა, თუმცა დემეტრაშვილის შეფასებით, მისი კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი არა საპარლამენტო, არამედ შერეული ტიპისაა. სახელისუფლო გუნდმა კომისიას მისეული ვარიანტი დაახლოებით ორ კვირაში უნდა წარუდგინოს და კომისიის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით იქნება მიღებული. ამასთან, შეგახსენებთ, რომ კომისიაში პროექტი აქვს წარდგენილი ,,თავისუფლების ინსტიტუტის’’ წევრ ლევან რამიშვილის, რომელიც მთლიანად ქვეყნის მმართველობის ძლიერ საპრეზიდენტო მოდელს გულისხმობს. რამიშვილის პროექტი კომისიის თავმჯდომარისა და მისი წევრების უმტესობისთვის მიუღებელია. View the full article