-
პოსტები
831 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
5
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი giauridia
-
როგორ ვამუშაოთ დემოკრატია საქართველოში
giauridia replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
XVIII საუკუნეში საფრანგეთში ცხოვრობდა მოაზროვნე ფილოსოფოსი-განმანათლებელი, მათემატიკოსი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივი მდივანი და პოლიტიკური მოღვაწე (საკანონმდებლო კრების დეპუტატი 1791წ, საფრანგეთის ლიბერალური კონსტიტუციის ავტორი) მარი-ჟან ანტუან ნიკოლა კარიტა მარკიზ დე კონდორსე (1743-1794წ.წ.). ერთხელ აკადემია წყვეტდა ერთ ბანალურ საკითხს: სად ჩაეტარებინათ მორიგი სხდომა. ჯერ აკადემიკოსებმა უყარეს კენჭი, რომ სხდომის ჩატარება უკეთესია ვერსალში ვიდრე პარიზში, შემდეგ – უკეთესია ფონტებლოში, ვიდრე ვერსალში და ბოლოს გადაწყდა რომ ჯობია ჩატარდეს პარიზში ვიდრე ფონტებლოში. ამ შემთხვევამ დაუდო საწყისი კოლექტიური გადაწყვეტილების კანონების შესწავლას, რამაც კონდორსე მიიყვანა საინტერესო დასკვნამდე: რიგ შემთხვევაში შეუძლებელია რაიმე შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღება და შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღებაც, რომელსაც მხარს არ უჭერს კენჭისყრაში მონაწილე არცერთი პირი. 1785 წელს კონდორსემ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც მიეძღვნა დეპუტატების არჩევისას კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების პრობლემებს. დღეისათვის ნაშრომი ცნობილია როგორც კონდორსეს პარადოქსი და პრინციპი. მარტივად რომ ვთქვათ კონდორსეს პარადოქსი გამოიყურება შემდეგნაირად, დაუშვათ კომიტეტი, რომელიც შედგება პავლე, პეტრესა და ივანესაგან უნდა უპირატესობის მიხედვით განალაგონ სამი კანდიდატი A,B,ჩ. პავლე განალაგებს შემდეგნაირად A,B,ჩ პეტრე – BB,ჩ,A, ივანე კი ჩ,A,B. ხმების დათვლას მივყავართ ციკლამდე: A უგებს B, B უგებს ჩ კი უგებს A – ყველა უგებს ორ ხმას ერთს. კონდორსეს პრინციპის შესაბამისად, რათა გაირკვას უმრავლესობის ჭეშმარიტი ნება აუცილებელია, ყველა ამომრჩეველმა ყველა კანდიდატს ჩაუტაროს რანჟირება (გერმ. ღანგიеრუნგ – განაწილება როგითობის მიხედვით) რიგითი უპირატესობის მიხედვით. ჯერ კიდევ კონდორსემდე მისი მეგობარი მათემატიკოსი ჟან-შარლ ბორდა ცდილობდა ეპოვა კენჭისყრის საუკეთესო წესები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია მრავალი წესის გამოყენება, მაგრამ მათი შედეგი შესაძლებელია იყოს საპირისპირო, გამარჯვებული ერთი წესის გამოყენებით შესაძლებელია აღმოჩნდეს ბოლო სხვა წესის გამოყენებით. -
ოთარ გვენეტაძე სამსახურიდან გაანთავისუფლეს!
giauridia replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გვენეტაძე გასანთავისუფლებელი კი არა პასუხისგებაშია მისაცემი. მე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მას თუ არ დააწინაურებენ მოკლე ხანში სხვა ქვეუწყებაში, გადაიყვანენ სადმე დაცვის სამსახურში მაღალ ხელფასზე. -
გილოცავ http://www.youtube.com/watch?v=heJlqLcwdYs
-
newstudio გამოდის რა, რომ ელჩი საქართველოს სასამართლოსაც არ ენდობა, ვინაიდან ომბუდსმენს უფრო კომპეტეტურად მიიჩნევს.
-
ქვეყანა უნდა იცნობდეს თავიანთ" ძაღლებს"
giauridia replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გენიალური ვოვა და მისი გენიალური სიმღერა. ეს აუცილებლად უნდა ნახონ, იქნებ დაუბრუნდეთ ადამიანობა. -
ქვეყანა უნდა იცნობდეს თავიანთ" ძაღლებს"
giauridia replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გენიალური ვოვა ვისოცკის სიმღერა. ესენი ბრძანებას ყველანი შეასრულებენ. http://www.youtube.com/watch?v=xwKdPs-pIxY -
აბა ხალხნო და ჯამაათნო, მივულოცოთ SATURN-ს
giauridia replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გილოცავ სატურნ! ბწსნიწრი ყოფილიყოს და ბედნიერ საქართველოში ეცხოვროს შენ ბავშვს! ბიდიში შეცდომისათვის გილოცავ სატურნ! ბედნიერი ყოფილიყოს და ბედნიერ საქართველოში ეცხოვროს შენ ბავშვს! -
პარლამენტი საინტერესო და უინტერესო ამბებით
giauridia replied to machkatela's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გაუმართლებლად მაღალი ხელფასები აქვთ! წესით 4-ჯერ ნაკლები უნდა ჰქონდეთ. მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი უტოლდება - 0. მათი საქმიანობა უფრო მოჩვენებითია, ვიდრე საქმიანი (ფანტასტიური სამივლინებო ხარჯები, და ყველაფერი ეს ჩვენს ხარჯზე). ჩემი აზრით მათი რიცხვი შესამცირებელია, სავსებით საკმარისი იქნება 70-მდე პარლამენტარი კატა, რომელიც ვერ იჭერს თაგვებს, გასაგდებია სახლიდან. -
“საქართველოში ოპოზიციონერობა მილიონერობას ნიშნავს"
giauridia replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.youtube.com/watch?v=YymeoKK2p6w -
აი ასე დადის საქართველო დემოკრატიისაკენ უკვე 20 წელია
giauridia replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.youtube.com/watch?v=YymeoKK2p6w -
“საქართველოში ოპოზიციონერობა მილიონერობას ნიშნავს"
giauridia replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Robi სულმნათმა მეფე დავითმა, თავისი მოღვაწეობა დაიწყო დეგრადირებული ქვეყნის ხალხისათვის რწმენის დაბრუნებით, პირველ რიგში რწმენა თავის თავში, შემდეგ ეკონომიურად მოამძლავრა, შემდეგ კი ისეთი მილიტარიზმი შექმნა, რომ წყვეტდა იმდროინდელი სამყაროს ბედს. ხდება საოცრება ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ომობს ისტორიაში შედის როგორც აღმაშენებელი. მან ასობით მღვდელსა და ბერს წააცალა თავები, ეკლესია კი მას წმინდანად შერაცხავს. ე.ი. არსებობს წარმატების მიღწევის რაღაც კანონზომიერება. ე. კანტმა ინტელექტის განმარტების ასეთი ფორმულა შემოგვთავაზა: საგნის მოვლენის გააზრების უუნარობას ეწოდება სიბრიყვე და სამწუხაროდ მის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს. ანუ ის გვეუბნება: თუ შენ გაქვს ჰარვარდის კემბრიჯის და სარბონის დიპლომები, მაგრამ არ შეგწეს უნარი მოვლენის გააზრების, ხარ ბრიყვი და ყველაზე საინტერესოა, რომ ამის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს (არსებული შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოში 99.9% ე.წ. "პოლიტიკოსი" მოვლენების გააზრების უუნარობით არიან დაავადებული). -
“საქართველოში ოპოზიციონერობა მილიონერობას ნიშნავს"
giauridia replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
shavlego91 ნაცარქექია (ამართლებს თავის სახელს) არის უსაქმურისა და აფერისტის სიმბოლო. ჩემი ნება რომ იყოს ამ ზღაპარს ავკრძალავდი. საშინელებაა ის, რომ ამ ზღაპრით ვზრდით ბავშვებს. მარტო ზნეობა და განათლება გადაარჩენს საქართველოს (სოკრატესათვის განათლება და ზნეობა იგივური მნიშვნელობის იყო). სამწუხაროდ ჩვენი ფორმალური აზროვნებით განათლებული ადამიანი ნიშნავს იმას, რომ მას დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი. ამ აზროვნებით ვაჟა და თომას მანი არიან გაუნათლებლები. გამოდის, რომ მე ვარ განათლებული, ხოლო ვაჟა, რომელის შემოქმედებამ სოციალური ფილოსოფია აიყვანა უმაღლეს წერტილემდე არის გაუნათლებელი. სინამდვილეში ხომ მე ვარ ბრიყვი დიდ ვაჟასთან შედარებით. -
“საქართველოში ოპოზიციონერობა მილიონერობას ნიშნავს"
giauridia replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Robi გივი ბიძია ჩემი მეზიბელია, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, უაღრესად კარგი პიროვნებაა. რობი, ალბათ გაგიგონია იგავი დავითზე და გოლიათზე, როგორ გააგორა დავითმა გოლიათი? ომს იგებენ ომამდე. შე დამიყენე ართ მხარეზე ერთი წმინდანი მეორეზე 100 ათასი მეომარი და ვნახოთ ვინ მოიგებს! სიკვდილი ოკუპანტებს, დიდება საქართველოს! -
“საქართველოში ოპოზიციონერობა მილიონერობას ნიშნავს"
giauridia replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დღეისათვის საქართველოში მკვეთრად გამოიკვეთა ახალი იდეა-არსის მატარებელი პოლიტიკური გაერთიანების აუცილებლობა. არსებული პოლიტიკური პარტიები ხარჯავენ ძალას ერთმანეთთან უაზრო ქიშპობაში. ეს ყველაფერი მანიშნებელია იდეოლოგიური არსის არარსებობაში. ეს ჩემი აზრით თანაბარწილად ეხება პოზიციასაც. როდესაც ჰანიბალმა და მისმა თანამოაზრეებმა ალპებში გზა დაკარგეს, ჰანიბალმა თანამებრძოლებს სიტყვით მიმართა: - ჩვენ ორი გამოსავალი გვაქვს - ან ვიპოვოთ გზა, ან გავაგრძელოთ გზა. გზის გარრძელებამ შეიძლება მიგვიყვანოს ჩიხამდე საიდანაც გამოსავალი არ იქნება. საჭიროა ვიპოვოთ გაზა, რომელიც საქართველოს მოკლე დროში განვითარების თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანს. დღეისათვის არსებული დონიდან ეს შეუძლებელია, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ის ეწინააღმდეგება დიალექტიკისა და ლოგიკის ძირითად კანონებს. სიკვდილი ოკუპანტებს, დიდება საქართელოს! -
რუსული ქორწილი http://www.youtube.com/watch?v=QJqnaV_kVl8&feature=related
-
წელს 18 მილიონამდე ჯარიმა გამოიწერა
giauridia replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დასახული გეგმის შესაბამისად შეივსო ბიუჯეტი. -
ესეთი რამ სადაც ხდება,იმას ქვეყანა არ ჰქვია.
giauridia replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
PEPE. პეპე შენ რასაც იძახი, ეს სიგიჟეა და დიდი ცოდვა, ეს ვაჟკაცს არ ეკადრება. სიკვდილი ოკუპანტებს !!! დიდება საქართველოს !!! -
ესეთი რამ სადაც ხდება,იმას ქვეყანა არ ჰქვია.
giauridia replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვინც დღეს გამოდის ვეტერანებისათვის ისედაც მიზერული შეღავათების გაუქმების თაობაზე. თავის დროზე ალბათ იყვნენ დეზერტირები და დღეს უზნეო ბრძანებებს გასცემენ. სიკვდილი ოკუპანტებს !!! -
ესეთი რამ სადაც ხდება,იმას ქვეყანა არ ჰქვია.
giauridia replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ვარ ომის ვეტერანი (მივატოვე მოსკოვის უნივერსიტეტის ასპირანტურა და ვღებულობდი მონაწილეობას როგორც მოხალისე მებრძოლი ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში). ომის ვეტერანები ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოს განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ არიან. უბედურება ისაა, რომ მე ომგამოვლილს 2008 წლის აგვისტოში უკვე არანაირი სურვილი არ მქონდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა რომ მიმეღო. სიკვდილი ოკუპანტებს !!! -
-
lasha_alo ვაიმე, რა გვეშველება, დავიღუპეთ, დავრჩით ობლად . სულმოუთმენლად ველი ხორგუანისა და სხვების განმარტებებს .
-
Saturn რატომ უნდა დავიჯეროთ ის, რაც შენთვის სასურველია? უბედურება ისაა, რომ შენ იცი სიმართლე, ჩვენ კი გვიკრძალავ ამ ინფორმაციის მიღებას!
-
მეტის ღირსები ვართ,რადგან თავმოყვარეობა აღარ გაგვაჩნია.
giauridia replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნებისმიერ პოლიტიკურ ხელისუფლებას, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, რა ძალოვანი შემადგენლობა, რა უახლესი საშუალებებიც უნდა გააჩნდეს მას შეირაღებაში, რა მასმედიასაც უნდა ფლობდეს, რა თანხებიც უნდა გააჩნდეს, პრაქტიკულად ვერაფერს შეცვლის, თუ არა აქვს მთავარი: ავტორიტეტი, სიკეთე, ზნეობა. მთავარია გააზრებული, სიკეთისა და ზნეობის აღმქმელი ადამიანის დამოკიდებულება ამა თუ იმ პოლიტიკური სისტემის მიმართ და თუ ამ სისტემის ეს უკანასკნელი უჯრედი - ადამიანი, სახელმწიფოს სამართლიანობის რწმენას კარგავს, მაშინ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ელიტის გადარჩენა შეუძლებელია. /მ.თ./