Jump to content
Planeta.Ge

GeoStream

პლანეტელი
  • პოსტები

    1.392
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი GeoStream

  1. როგორც ყოველთვის დალაგებულად აგვიხსენით: 1. როგორია უმცროსი რუსი თაობა? 2. როგორია უმცროსი ქართველი თაობა? 3. და განსხვავება ვის სასარგებლოდაა, თუ შემოსავალი ახალგაზრდა რუსებს 5-6 ჯერ უფრო მაღალი აქვთ?
  2. რამდენი ათეული წელია გაქვთ იმედი? იმედის გარდა კიდევ რა გაქვთ?
  3. ბოდიში ლაშა_ალო, ამის კომენტირებაც კი არ მინდა, იქამდე შორსაა რუსულ სინამდვილეზე. დაწყებაც კი არ მინდა, რადგან აშკარად არა ხართ ჩახედებული დღევანდელ რეალობაში. და ეს "მოგზაურობა უკუღმა" ეხლა და აქ არ მინდა მე. უბრალოთ 2 თეზის დვდებ (ამის უფლება მაქვს, რადგან ყოველ დღე ვუყურებ რუსეთს საქართველოს თვალებით და საქართველოს რუსეთის თვალებით, ვიცი რუსების რეალური პრობლემები, ვიცი საქართველოს რეალური პრობლემები): 1. ქართველები და რუსები აბსოლუტურათ ჰგვანან ერთმანეთს. 2. ქართველები და რუსები ერთნაირად დაკომპლექსებული და უბედურები არიან. (1) გამომდინარე. ყველაზე ოპტიმალურია არც ერთს არ მივაქციო ყურადღება. უკვე მივეჩვიე არ მივაქციო რუსებს ყურადღება. ეხლა თუ მივეჩვევი ქართველებსაც არ მივაქციო, ალბათ ბედნიერი ვიქნები. ჯერ ვერ ვახერხებ...
  4. რაო, რა დაწერა გეოსტრიმმა? რაო, რა წერია ამ პოსტში: თავისუფლები და მდიდრები ვართ ეხლა? ხვალ ვიქნებით თავისუფლები და მდიდრები, ბედნიერები? გეოსტრიმს ნოსტალგია წარსულზე და თანამედროვე უნიჭო ლოზუნგები არ აწუხებენ. დამოუკიდებელი მარტო მდიდარი კაცი და ქვეყანაა. გეოსტრიმს ვერც რუსოფილობას, ვერც რუსოფობობას, ვერც სტალინისტობას, ვერც ანტისტალინისტობას ვერ დააბრალებთ. და საქართველოს პრობლემა გეოსტრიმში არაა. პირიქით გეოსტრიმის ერთადერთი პრობლემა საქართველოშია. პ.ს. მე-500-ე პოსტია!
  5. Nukriko ესპანეთი გაიხსენე როგორ შემოიპარა ფაშიზმი. როგორ უსწორდებოდნენ ხალხს და ოპონენტებს მორჩილობას რომ მიეღწიათ...
  6. ეს ძალიან ნორმალურია. და მისასალმებელია. ამ პოსტში მარტო განწყობაა. თქვენი დასკვნები, განზოგადება იქნებოდა საინტერესო. მაგალითად, მამაჩემისგან გამიგია განვლილ პერიოდზე "მსუქანი მონის ბრძოლა თავისუფლებისთვის გაუგებარი და ულოგიკოა. ან მონა არ უნდა იყვე, ან სუქანი არ უნდა იყვე"-ო.
  7. ... იქნებ მაინც ფაშიზმი მომავალში? ფაშიზმის ელემენტები უკვე გამოკვეთილია რეგიონებში... საარჩევნო სისტემა გაუფასურებულია ტოტალური კონტროლით ამომრჩეველზე რეგიონებში, რეგიონებში ნაცებთან დაახლოვებული ადგილობრივი ელიტები მართავენ კრიმინალური მეთოდებით...
  8. მწვანეშარვლიანი არავინ იყო მანდ? ქალები არავის აუწევია მაღლა? საქაჯეთია მთელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები (პრიბალტიკის გარდა)! საქაჯეთი და ბულდოგების სამყარო. რუსეთში 2 სერიანი ფილმი გაუშვეს ნტვ-ზე ბატკას კრიმინალურ მართვაზე. მე-2-ე სერიის წინ ბულდოგმა ბატკამ შავი კატა მიშკა შეუგდო ტელე ეთერში კრემლს. კატას თავბრუ დაეხვია წარმატებისგან
  9. სიამოვნებით გილოცავ! ერთი თალია არჩევნების ღამეს დიდი იმედი ჩაუნერგე ფორუმელებს "ვიგებთ და ყოველ ხმაზე ბოლომდე ვიბრძოლებთო". იმედებიც გაგემართლებინოს და გამარჯვებებიც მიგეღწია! გილოცავ!
  10. შაქროII ეს გამოკითხვა სტალინზე არაა. სტალინი აქ როგორც ფაშიზმის დამარცხების სიმბოლოთ მოხვდა. ეს გამოკითხვა მცოცავ ფაშიზმზეა, რომელიც ლოგიკური ჩანს მომხდარ მოვლენების შემდეგ. ეს გამოკითხვა მცოცავ ფაშიზმზეა, რომელიც უკვე უჩინარათ იბუდებს სულებში.
  11. რუსეთში არალეგალობა არაფერს აშავებს. ხელს არ გახლებენ სანამ მუშაობას (არალეგალურათ) არ დაიწყებ. სანამ მუშაობას არ დაიწყებ ფმს შენ სულ არ აინტერესებ. მოძებნე სამუშაო! 1. სამუშაოს მომცემი ირბენს შენი საბუთების გასაკეთებლათ, თუ მნიშვნელოვანი კადრი იქნები იმისთვის. 2. თუ არ ირბენს, ხელფასს მაინც გადაგიხდის და ეხოს გაკეთებას ფული უნდა (უამრავი კომერციული სამედიცინო ცენტრებია) და სამედიცინო დაკვირვების(მკურნალობის) ფული მაინც გექნება. 3. თუ გამოგავლენს ფმს, ისევე თავის ხარჯზე გიკრავენ თავს საქართველოში. ან სამიგრაციო ბარათს გაგიკეტებენ. ყოველ შემთხვევაში, არ იქნებოდი გაურკვეველ მდგომარეობაში გამოკიდებული. შენ იმისავით მოგდის. პოლიციაში, რომ მივიდა, დამიჭირეთო. არაფერი დაგიშავებია და რაზე დაგიჭიროთო! დაიწყე მუშაობა! ინტერნეტი დაასვენე...
  12. მართალია, მრავალაზროვანი ფრაზაა! თანაც საზარელი... და მართლა საინტერესოა რა დგას ამ ფრაზის უკან. თუმცა ეგ ფრაზა მეც მეთქმის. და ჩემ შემთხვევაში მაგ ფრაზაში პირდაპირი აზრი დევს.
  13. ძუკუ ბატონო. ალბათ სურათის დადება აჯობებს, ვიდრე სიტყვით ავხსნი. http://s61.radikal.ru/i174/1007/19/251f5e4508b5.jpg ეს იყო ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო. და საქართველოს წვლილი ამ გამარჯვებაში. ამიტომ ეამაყებოდა ეს ბაბუაგიორგის და ბევრ ქართველს. ეხლა ანტიფაშისტური განწყობები სუსტდება მიზანმისწრაფულად. ნაცებსა და ნაცისტებს შორის არის რამე საერთო? აი ამ გამოკითხვის არსი. დღეს ეს ბრედი იყო, რომლის გაყიდვა ტურისტებისთვი კარგათ შეიძლებოდა.
  14. მართალია ლაშა! მაგრამ, მე ბევრჯერ გავიმეორე, რომ დღეს საქმე სტალინში არაა. დღეს ტენდენციებთან გვაქვს საქმე და თუ პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა, ამ ხელოვნებას დღეს ხელისუფლება ამჟღავნებს. ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილი ხალხი კი ჩამორჩენილობას. აი ამ პოსტზე http://planeta.ge/index.php?showtopic=30045&view=findpost&p=292147 მე მოდერმა ვორნი ამკიდა. იმიტომ, რომ შინაარსი ვერ გაიგო და სტერეოტიპულად აღითქვა ფრაზა "სტალინის დედაც! მაგრამ საკუთარი დედა რატომ არ გიყვართ? " მიჩვეულია გინებას და ყველგან გინება ესიზმრება შინაარსი კი "როცა მისდგნენ კომუნისტებს ხმა არ ამომიღიაო. როცა მისდგნენ ებრაელებს ხმა არ ამომიღიაო. როცა მომდგნენ მე ხმა არ ამოვიღე, იმიტომ, რომ გაშემო აღარავინ იყოო... აი ესეთი ხალხია მიშას საყრდენი" პირდაპირი თქმის მერეც ვერ გაიგო მოდერმა. ესეთი დონეა მიშას საყრდენი (ზოგი ნებით, ზოგიც უნებლიეთ) აქ მე ტენდენციები მოვიყვანე და არა სტალინი (არც დამისახელებია თუ შეამჩნიე). მე ტენდენციებზე მაინტერესებს ხალხის დამოკიდებულება და არა სტალინზე. ტენდენციები რამდენიმეა: 1. თანმიმდევრულად მიდის ანტიფაშისტური განწყობების დასუსტება. 2. თანმიმდევრულად მიდიდ საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება. თუ ზევით ლინკს გახსნი, ზუსტად მაგაზეა ის დავორნილი პოსტი, რომ ცალცალკე ადვილათ მართოს ერთმანეთს წაკიდებული (და თანაც ფინანსურათ დასუსტებული და დამოკიდებული) ჯგუფებისგან შემსდგარი საზოგადოება. და თუ ამ ტენდენციებს ჩავყლაპავთ, რა სანდრო ახმეტელი, ტიციან ტაბიძე, მიიხეილ ჯავახიშვილი მადლობლები იქნებიან? ეს პოლიტიკაა! და თუ გგონია, რომ ნაცებს სანდრო ახმეტელი, ტიციან ტაბიძე, მიიხეილ ჯავახიშვილი ადარდებთ, გულზე ხელი დაიდე და სარკეში ჩაიხედე. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა სტალინს, მაგრამ თუ ჩემს ბაბოს გული ატკინეს, მე რა asds-სავით დავუწყო გაღიზიანება "კაციჭამია ნაგანდონარზე ამდენი ბაასი", "მკვლელი იყო ეგ ბოზისგაზრდილი სტალინი" გულნატკენ ხალხს? შედეგი ისაა, რომ ზურგს შეაქცევენ asds ისინი, ვისაც შეურაწყოფა მიაყენა. სტალინს კი არა (სტალინი არ წაიკითხავს), უბრალო გულნატკენი ხალხი. 1 და 2 ტენდენციის ჩასაყლაპათ ხალხი თუ არის მზად, ეს ჩემთვის სხვა საქართველოა, ვიდრე მე მაქვს წარმოდგენილი. ეს გამოკითხვა, მგონია, მარტო ჩემ წარმოდგენას არ დააზუსტებს
  15. ოფიციალურათ საქართველო არ აღნიშნავს 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვებას. ნაცებმა აიღეს ფაშიზმზე გამარჯვებაში დაღუპული ქართველები მონუმენტი ქუთაისში. ნაცებმა აიღეს ფაშიზმზე გამარჯვების მთავარი ორგანიზატორის მონუმენტი გორში. ნაცები ნაცისტების რეაბილიტაციას და აღიარებას გეგმავენ? იდეურათ უახლოვდებიან ნაცისტებს? რომ დადგან ჰიტლერის ძეგლი ხომ იქნებიან თანმიმდევრულები?
  16. პირიქით, ჰოლანდიას აქვს მეთქი მოტაცებული ჩემი გული წინასწარ მჩ2010 დაწყებამდე დავწერე. ისეთი პარადოქსული დასკვნები გამოვიტანე ფინალის მერე, რომ მართლა არა ვბედავ აქ დავდო. ამ თემასთან ის კავშირია, რომ ისევე პარადოქსულათ დაიწყო ამ თემამ ტრიალი, ვიდრე თავიდან (როცა ვხსნიდი) მესმოდა.
  17. რაა მაგ სურათში უაზრო? ქსენოფობიური მითუმეტეს რაა? რომელი "ამფრქვევებ"-ია ქსენოფობიური?
  18. zaratustra22 ის ჩემი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტია - "ვოტ ტაკ"? kisa მეც მაინტერესებს? მეც იმედი მაქვს, რომ ბავშვური მასკარადის მოწმენი არ გავხდებით პოლიტიკაში. ის პოზიტიური აღთქმა, რომლითაც ეს თემა გავხსენი, რაღაც ნელ-ნელა იცვლება. იმედია ხატია თვითონ დააბრუნებს თავის ავტორიტეტს ადგილზე. ყველას, ეფრო ჩემ თავს პ.ს. ჰოლანდია-ესპანეთის მერე წარმოდგენა მეცვლება თანამედროვე ფეხბურთზე. ეხლაც გამოშტრებული ვარ იმ მატჩისგან შედეგის მიუხედავათ. რაღაც მსგავსი არ მინდა გამეორდეს ამ თემაში...
  19. მართალია, რომ ოპოზიცია იდეურათ მოძველდა, მოცვდა. პოლიტიკაში წაგებული ტირის! ოპოზიციას ეგონა, რომ უსასრულოდ ცდები ექნებოდა ხელისუფლების გამოსაცვლელათ. ახალი ოპოზიციის ჩამოყალიბება კი არაა პირველადი. პირველადია ახალი, თანამედროვე და პერსპექტიული იდეოლოგიის ჩამოყალიბება. ისეთი იდეოლოგიის, რომელიც ხალხსაც გააერთიანებს და ოპოზიციის დროშების ქვეშ დააყენებს. ისეთი იდეოლოგიის, რომელიც საძირკველს ჩაუყრის ახალ პოლიტიკურ ელიტის ჩამოყალიბებას. სანამ იდეოლოგია არაა ჩამოყალიბებული, სურვილები: 1. მე ეხლა მჭირდება "ძლიერი ნებისყოფის 50–100 პრინციპული ახალგაზრდა", 2. ქართველი გაპონების ბარიკადებისკენ მოწოდება არიან ბავშვური ცნობისმოყვარეობის, საკუთარი ძალების გამოცდის, ჟინის დაკმაყოფილების მცდელობა. პოლიტიკა ფული, რესურსები და შესაძლებლობებია. თუ ეს არა გაქვთ გათვითმცნობიერებული და სათავეში დაყენებული, ისევე მალე მოძველდებით, როგორც დღევანდელი ოპოზიცია მოძველდა. ხალხს დაანახეთ მიზანი, როგორი ცხოვრებისკან გინდათ წაიყვანოთ. და მერე არ მოატყუოთ.
  20. ეს თემა მე გავხსენი. ამას თუ პიარი ჰქვია და აქედან თუ გამოდის, რომ "ხათუნა შიუკაშვილი პოლიტიკოსობას აპირებს" მართლა დიდი საოცრებაა ჩემთვის თქვენ რაღაც პირადული გაკავშირებთ და თქვენი პირველი პოსტის მერე ამ თემაში აღარ შემიწუხებიხართ. გამოირკვა, რომ ბევრნი კითხულობენ, ეკამათებიან და იცნობენ შიუკაშვილს. რატომ პოლიტიკის განყოფილებაში? აბა გადახედეთ რაზე ვწერთ და ვკამათობთ და მიხვდებით, რომ პოლიტიკის განყოფილებაშია ამის ადგილი. თქვენც რომ მიგეღოთ მონაწილეობა უფრო საინტერესო იქნებოდა. და ბოლოს. თქვენი და ჩემი ამ განყოფილებაში პოსტვა პოლიტიკოსობაა?
  21. დაჩი, ამ პოსტამდის კიდევ პატივს გცემდით. ეხლა ეჭვი შემეპარა თქვენში. ძალიან ზომბირებულ ჩანხართ ამ პოსტში. არა ხართ მართალი შიუკაშვილის მიმართ. ეხლა მეტს არ დავწერ, რადგან მეეჭევება რომ ციტატების გარდა რამე წაკითხული გქონდეთ ადამიანზე, რომელსაც ვითომც "განაჩენი" გამოუტანეთ ...
  22. საზოგადოებაც ეგრეა დაყოფილი და დაქუცმაცებული. ესეთი დაქუცმაცებული ხალხის ძარცვა და მართვა უფრო ადვილია, წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ. სამაგიეროთ ოპოზიციაზე შეუძლიათ გულის გადაყოლება, რომ საკუთარ თავი არ დაინახოს საზოგადოებამ. მოკლეთ საზოგადოების გაერთიანების პოტენციალი ნოლის ტოლია. ოპოზიციისა კიდევ შეიძლება...
  23. აქედან გავედი და პირველივე გახსნილ ვებგვერდზე აი ეს დამხვდა: "Сегодня, 7:22 AM БОЛЕЕ МИЛЛИОНА ЖИТЕЛЕЙ БАРСЕЛОНЫ ВЫШЛИ НА УЛИЦЫ ТРЕБОВАТЬ АВТОНОМИЮ В марше за расширение автономии Каталонии (Испания), который прошел в Барселоне в субботу, приняли участие более миллиона человек, сообщает "Би-би-си"." ნნნნდა....
  24. გორში მიშას რეპრესიული მანქანის წევრები ისევ იყრიან თავს. ვითომ "მიშას კულტის ნგრევა მიდის"? ესეთ ხალხს უფრო სამოქალაქო ომისკენ მიჰყავთ სიტუაცია. და რუსების გასაშველებელი ვიქნებით (ამერიკელი და ევროპელი ბიჭები ფაქიზები არიან მაგგნაირ საქმისთვის). ან ფაშისტურ რეჟიმს შევიგუებთ... იმიტომ, რომ საცივის და თეთრი ღვინის გემო ერთნაირია ნებისმიერი რეჟიმის დროს (ზოგიერთი ქართველისთვის) :TAT:
  25. ვერა ვხსნი ფეისბუკზე ამ გვერდს, აი ამას წერს "Вы должны выполнить вход в систему, чтобы просмотреть эту страницу" . 1. რაა, აუცილებელია რეგისტრაცია გავიარო ფეისზე, რომ მანდ გვერდი ვნახო? კომენტარებზე არაფერს ვამბობ, უბრალოტ წავიკითხო. 2. ფასიანია რეგისტრაცია ფეისზე? თუ რეგისტრაციაა საჭიროა და რეგისტრაცია ფასიანია, რასა ფიქრობთ ესეთ სოციალურ ქსელზე(ქსელებზე)?
×
×
  • შექმენი...