-
პოსტები
1.392 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
9
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი GeoStream
-
აზიის, ევროპის და ამერიკის ბირჟებზე პანიკაა გუშინ 3-4% ვარდნა იყო ყველა ბირჟაზე. არ დაუჯერეს ინვესტორებმა და სპეკულიანტებმა არც ამერიკის ხელისუფლებას და არც ევროპელ ჩინოვნიკებს! თანაც ყველაფერს ერთმანეთს აბრალებენ... კლასიკური პანიკაა! იაპონია და შვეიცარია ცდილობენ თავიანთი ვალიუტა დაიცვან. იტალიის დეფოლტს თითქმის გარდაუვალს აცხადებენ.დღეს კიდევ ესპანეთია ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში. პორტუგალია, ირლანდია, კიპრი რიგში დგანან საბერძნეთის მერე... საბერძნეთის ვალი 147% შეადგენს მთლიან შიდა პროდუქტისგან. ამერიკის ვალი გაუსწორდა მთლიან შიდა პროდუქტს, ე.ი. 100% შეადგენს. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი რამდენია ვინმემ იცის? მესამეთ ვკითხულობ და არავინ მიპასუხა.
-
миллион - миллиард, триллион - триллиард (ანუ, ათი ოცდამეერთე ხარისხში)... ხოო, ტრილერი და ტრაილერი შენც გეცოდინება, ბიძაჩემო
-
აბა ისიც ნახე ინტერნეტში ფულის გაუფასურება რას იწვევს? თორე ისე ჩქარობდი ნაპოვნი ინფორმაციის აქ დადებას, რომ ვერ გაერკვიე რაზეა ლაპარაკი :dontworry:
-
ნედლეულიდან მარტო ნავთობი გაგიგია? შენ თუ იცი საქართველოს აქვს სტაბილიზაციური ფონდი და რამდენს შეადგენს? საქართველოს ბიუჟეტი რა თანხას შეადგენს? რამდენია საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი? მერე დასვი კითხვები
-
ალანია, ალია და გაბრაზებული მედია
GeoStream replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვერც მე გავიგე აი ეს რა შუაში იყო -
ეგრეა! შვეიცარია და შვეიცარიული ფრანკი მაგრა დგანან.
-
სოროსმა ორი დღის უკან საერთოდ გააუქმა თავისი კანტორა და მარტო პირად და ახლო ნათესავების აქტივების მართვას აგრძელებს.
-
კითხვა ისწავლე! :dontworry: ნედლეულზე იყო ლაპარაკი. საერთოდ სწავლა არ გაწყენდა! როცა ფული უფასურდება საქონელი და ნედლეული ძვირდება. თუ ეკონომიკის ვარდნასა და ფინანსურ კრიზის შორის სხვაობას გაარკვეევ, შეიძლება აღარ გააგრძელო. P.S. მაინც ჩვენი ამერიკელის აზრი მაინტერესებს, სუბიექტური. თორემ ამერიკელი ეკსპერტების ობიექტური აზრიც დღეში 5-6 ჯერ მესმის. ჩვენ რა? უცბათ ამერიკელებს ჩინელებზე გავცვლით! დიდი რამე
-
ალანია, ალია და გაბრაზებული მედია
GeoStream replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ქართველობა აღიარებს რომ "ბაბუ, უკვე 45 წუთია ვუსმენ ამ ჩანაწერს - ბევრი ვერაფერი გავიგე, მაგრამ შენი მჯერა!" ქართველობამ ეს მართლა აუცილებლათ უნდა წაიკითხოს "“ვააააა…. გიორგი, რა პატარა კაცი ყოფილხარ? ფეისბუქიდან კი ამომშალე, მაგრამ სკაიპი დაგავიწყდა, ახლა მე მიგაბლოკავ,შე ბოღმით გატენილო გუდავ. რატომ წაშალე შენი პოსტები, სადაც მაგინებდი? რას მაგინებ, შე უვიცო, შე პიტალო, რა უბედურება გჭირს? ახლა კი ვხვდები, რომ მართლა წამოუყენებიათ შენთვის ყველა ბრალდება, რადგან ყველაფერზე ხარ ხელის მომწერი. ნებას გრთავ, ეს პოსტიც გამოაქვეყნო, სამშობლოს მოღალატევ, ამ ბრალდებით არ იძებნები? ჰოდა, ის ექვსი ბრალდებაც ჩამოწერე, რისთვისაც დაგახვევინეს საქართველოდან. შენ მე მაგინებ, შე თავხედო?!”" ვითომ ყოვედღე ესეთს არ კითხულობს ამ ფორუმზე არაფრის გულისთვის იუზერი დედას მაგინებდა. ყველანი კითხულობდით და ერთმა მაინც თუ შეიცხადეთ? კარგი ბატონო, ქართველობას თქვენი გვჯერა! -
Китай раскритиковал США за "безответственность" в вопросе госдолга РИА "Новости" | 15:21:13 აქა ნახეთ Китайская государственная газета People's Daily, нередко выполняющая функции рупора Компартии КНР, раскритиковала США за "безответственность" и "безнравственность" в вопросе повышения потолка госдолга. В субботней редакционной статье отмечается, что американская демократическая система превратилась в "фарс", ярко иллюстрируемый ситуацией вокруг лимита госзаимствований. People's Daily связывает тупик в переговорах по увеличению долгового лимита с началом электорального цикла в Соединенных Штатах. Издание обвиняет американских политиков в том, что они "приносят в жертву интересы народа ради нескольких лишних голосов". Китайское издание считает, что "электоральная система США ограничила способности Белого дома к действию". "Фарс, происходящий сейчас на американской политической сцене, позволил всему миру понять, в чем заключаются политические проблемы этой страны", - подводит итог газета. მიზეზე მარტო ზარმაცი არ ლაპარაკობს. რესპუბლიკელებს უნდათ ხარჯები შეამცირონ(სოციალური და სამხედრო ხარჯების შემცირებით), დემოკრატები მოითხოვენ შემოსავალი გაზარდონ (მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდით). ამერიკის შიგნიდან როგორა ჩანს ეს პრობლემა, lasha1997? ჩინელები შეშინებულები არიან. რუსები პირიქით, ელოდებიან, რომ ტექნიკური დეფოლტი ნედლეულზე ფასების დიდ ზრდას გამოიწვევს.
-
ალანია, ალია და გაბრაზებული მედია
GeoStream replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ქართველებს ფეისბუკი ღა აკლდათ ერთმანეთის დასაჭამად? თუმცა თუ ერთმანეთი არ დაჭამეს, ქართველობა დაავიწყდებათ... დავიჯერო მართლა ძალა ერთობაშია? babuagiorgi ზაფხულში მაინც არ მოისვრით ხოლმე კომპს და პლიაჟზე არ გაინავარდებთ? სცადეთ, ღირს ! ქართველების ერთმანეთის ჭმას მართლა სჯობია P.S. არქტიკაში ან ანტარქტიდაში არის საქართველო გადასატანი. იქ მაინც ჩაეხუტებიან ერთმანეთს! -
მართლა თქვა. ორჯერ მაქვს შემი ყურით მოსმენილი და ნახული ეგ ინტერვიუ. არავითარ კონტექსტიდან ამოგდებული აზრი არ არის! თქვა მარა რა მნიშვნელობა აქვს მაგ ნათქვამს? მიშასთან რა მოლაპარეკება უნდა აწარმოოს? წინასაარჩევნო ინტერვიუ იყო. ძალიან გულახდილათ, უბრალოდ და შეულამაზებლად ლაპარაკობდა. კანონით აკრძალულია აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვაო და ნუ ყიდულობთო. ღარიბები ვართო, ხელფასები დაბალიაო. სოფელს უნდა გავუფრთხილდეთო. უსოფლოთ არც ტურიზმი იქნებაო და არც აფხაზეთიო. აბა მიშას ბაქი ბუქიაობას შეადარეთ?
-
საქართველოს შიგნით მულტიკულტურიზმის პრობლემა არაა საგრძნობი და საქართველოს შიგნით ვერავინ იმსჯელებს! იმიტომ, რომ საქართველოში ემიგრანტები არ ახორციელებენ ყოველდღიურად ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებს დაასუფთაონ ქუჩები, ტრანსპორტით გადაზიდონ მოსახლეობა, იყვნენ დალაქები, ხილ-ბოსტნეულის გამყიდველები, მუშები, მშენებლები და ა.შ. საქართველოს გარეთ ქართველები ხშირად ხვდებიან მაგ პრობლემას, მაგრამ ემიგრანტები სხვა მხრიდან ხედავენ მაგ პრობლემას. დბერდა ევროპა, დაბერდა რუსეთი... მუშა ხელის დეფიციტია. კარგი ცხოვრება კი უნდათ. განსაკუთრებით ზედა ფენებს. და ამ ფაქტის ყველანაირ გასამართვებლათ მულტიკულტურიზმიც მოიგონეს. კულტურების არევა რაღაც ამაზრზენია! სამაგიეროთ ეკონომიურათ მომგებიანი ზედა ფენებისთვის!!! მუსულმანური და ქრისტიანული კულტურების არევა მუშა ხელით საზოგადოების დასაკმაყოფილებლათ შემზარავი დანაშაულია! საქართველოში არიან ქრისტიანები და მუსულმანები, მაგრამ რელიგიური განსხვავება მენტალიტეტური ერთიანობით რბილდება. რუსეთშიც ეგეთივე ურთიერთობა რუსეთის მოქალაქე ქრისტინებსა და მუსულმანებს შორის, რადგან მენტალიტეტი დაახლოებით ერთნაირები აქვთ. მაგრამ, შუა აზიიდან რომ ჩამოდიან მუსულმანები, იმათ განსხვავებული მენტალიტეტის გამო უფრო უჭირთ ეს კულტურების არევა მიიღონ! ევროპაში საერთოდ დიდი პრობლემაა მულტიკულტურიზმი! როცა ემიგრანტების უფლებებზე ვლაპარაკობთ (სამართლიანად!) არ უნდა დაგვავიწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები! ბრეივიკამდე რამდენი ხალხი დაღუპა კულტურების არევამ იაფი მუშა ხელის მოწვევით? აგეს პასუხი ხელისუფლების წარმომადგენლებმა? იმათ, რომლებიც მიეჩვივნენ კარგი ცხოვრების გამო ხალხნი და ერები გასწირონ? იმათ, რომლებმაც მეორე კრიზისში ჩაფლეს ქვეყნები და აგრძელებენ ბავშვების და უფროსების განადგურებას ლივიაში, ავღანეთში, ერაყში. ბრეივიკს ბევრი მომხრე გამოუჩნდება ევროპაში უბრალო ხალხიდან. ეს პროტესტი ძალიან მომწიფებულია რუსეთშიც. ტყუილად კი არ იყო ლუჟკოვის (რომელსაც დიდი ღვაწლი აქვს იაფი მუშა ხელის შემოზიდვაში მოსკოვში)ბოლო პოლიტიკური მანევრი ესეთი სახის ემიგრაციას (როცა კაპიკებს იხდი და ამ კაპიკებზე მხოლოდ განუვითარებელი ქვეYნებიდან ჩამოდის მუშა ხელი) პოლიტიკური უზნეობრივობა რომ უწოდა. ამ კუთხით ბევრი გააკეთებს პოლიტიკურ კარიერას. რახან ესეთი პროტესტი მოხდა, ყველანი დაფ
-
ერთ თვიანი კურსები აქვთ მინისტრებს გავლილი ეგენი იზრუნავენ განათლებაზე? machkatela მერამდენეთ ვიმეორებ: რეალური ეკონომიური პირობებიდან უნდა გამოდიოდეს სიტუაციის შეფასება. მარტო ემოციებით რომ ვაფასებთ ყველაფერს... მოდით დავიწყოთ რამხელაა საქართველოს წლიური ბიუჯეტი? რითი ივსება? რაზე იხარჯება? რადენია საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი? ბაბუაგიორგის შევეკითხე და მარტო viki-ზე ბმული დასდო. viki-ზეც არ წერია რამდენია! შემდეგ 10 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ვალი. რამდენ პროცენტს შეადგენს საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტისგან და ცალკე რამდენს წლიური ბიუჟეტიდან? ეხლა რაც ვიცი. გაზაფხულზე ხელისუფლება 400 მლნ. დოლარს ეძებდა ევროპაში, მაგრამ მხოლოდ რაღაც 43 მლნ. ასესხეს. თუ ბიუჯეტი (საფულე) ცარიელია, რა უნდა ქნას ხელისუფლებამ: 1. შეამციროს ხარჯები(აი სადა ვართ!), 2. გაზარდოს შემოსავალი (როგორ? რითი? რანაირათ? ), 3. ისესხოს, გაყიდოს ყველაფერი, რასაც იყიდიან! აი ნახავთ, რამდენ რამეს კიდევ გაყიდიან!!! კაპიკებათ... თქვენ დააცადეთ! ვინ ასესხებს? ამერიკამ გადაწყვიტა მტკივნეულ შემცირებაზე წავიდეს სამხედრო ხარჯების (მტკივნეულია საერთაშორისო პრესტიჟისთვის!) და სამედიცინო მომსახურების (მტკივნეულია შიდასახელმწიფო პრესტიჟისთვის!), საერთო ჯამში 2 ტრილიონ დოლარამდე! კარგით, ამაზე lasha1997 ილაპარაკოს. ევროპა ისეთ დღეშია, რომ ვუყურებ მესმის ფულისთვის ერთმანეთს დასჭამენ! ჩვენთვის ვისა სცხელა? საბეძნეთი, პორტუგალია, ირლანდია, ესპანეთი, რიგში იტალია დგას ... ჰოო, ისლანდია დამავიწყდა! ყველას გირჩევთ ყურადღებით დააკვირდეთ დღეს ევროპას, რომ ბავშვური სიზმარი "ევროპა უანგაროდ დავეხმარება" საბოოლოთ დაგავიწყდეთ! ჩინეთი უბერავს! ტყუილათ კი არ გახსნეს ნაცებმა პირდაპირი ავიარეისები ჩინეთთან. ელოდეთ, ქართული ხელისუფლების ვიზიტებს ჩინეთში და მიშას დაეხმარეთ, რომელ ქუჩას დაარქვას ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერების სახელი თუმცა ჩინელები აფრიკაშიც კი ეძებენ საქმიან პარტნიორებს...
-
მაცი ეგ ყველაფერი აღიარების მომხრეებს აუხსენი. მე ძალიან ნათლივ გავუსვი ხაზი, რომ აღიარება არის უადგილო, უდროვო, უაზრო ჩალიჩი. დაგეთანხმები იმაში, რომ დევნილების მიმართ ხელისუფლების მხრიდან არავითარი შეგნებული პროგრამა და დაფინანსება არ არის.
-
ვაა, თქვენ ყველაფესრ უგონებთ მიშასა! აი ანგელოზს მოუსმინეთ http://www.inosmi.ru/caucasus/20110701/171457712.html Согласно конституции, Рулофс будет продолжать свою деятельность как первая леди еще пару лет, после чего ее супруг должен покинуть президентское кресло. Но на вопрос об этом она отвечает уклончиво. Говорит, что они с мужем и в будущем намерены продолжать работать в Грузии. САНДРА РУЛОФС: У него такие познания, такой опыт, такие контакты. И я думаю, Грузии следует это использовать. ПОЛА НЬЮТОН: Но иногда стране важно двигаться вперёд, важно, чтобы был переход власти. Если вы начнёте планировать, чем займётесь после… САНДРА РУЛОФС: Я вижу, что для продвижения Грузии вперед лучше всего, чтобы мой муж возглавлял страну до 2013 года, а после этого с ним консультировались, какую бы должность он не занимал. Рулофс говорит, что иногда ей хочется быть просто мамой и растить детей вдали от общественного внимания. ПОЛА НЬЮТОН: Малышу уже выбрали имя? САНДРА РУЛОФС: Да, этого мальчика зовут Александр. Но эта целеустремленная женщина, иммигрировавшая в Грузию из-за границы, можно сказать, стала в этой стране такой же приверженкой национализма, как и те, кто здесь родился. და ამას მიაქციეთ ყურადღება: "В момент, когда этой грузинской матери приходится тужиться все сильнее, когда ее боль доходит до предела, ее изголовья находится первая леди страны. Подсказывает, поздравляет с благополучным завершением родов и надевает чепчик новому гражданину Грузии ." აბააა!
-
http://humanrights.ge/index.php?a=main&pid=13657&lang=geo ჩვენი დაკავების ნამდვილი მიზეზი 26 მაისს გადაღებული კადრებია გია აბდალაძე, გაზეთი „ქრონიკა“ დაკავების მერე სულ ვფიქრობ, რა გახდა ჩვენი - ხუთი ფოტორეპორტიორის დაპატიმრების მიზეზი; რა გვაკავშირებდა ჩვენ ერთმანეთთან ისეთი, რასაც შეიძლებოდა ხელისუფლების მაღაჩინოსნების გაღიზიანება გამოეწვია და რისთვის შეიძლებოდა ჩვენ დავესაჯეთ. ადამიანი როცა უდანაშაულო ხარ, კანონსაწინააღმდეგო არაფერი გაგიკეთებია და დაგიჭერენ, თავისთავად, იწყებ ფიქრს, რა გახდა ამის მიზეზი. თავისთავად ფაქტია, რომ ჩვენი დაპატიმრება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოხდა, რადგან მისი პირადი ფოტორეპორტიორიც, ირაკლი გედენიძეც დაკავებულია. ამას სააკაშვილის გარეშე ვერავინ გაბედავდა. ესე იგი ჩვენ, ჩვენი საქციელით, ყველამ ერთად, სააკაშვილი გავაბრაზეთ და ისეთი რამ გავაკეთეთ, რითაც პირადად მას მივაყენეთ დარტყმა. როგორც ადვოკატები მეუბნებიან, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი - ხომ არ უკავშირდება ჩვენი დაჭერა რომელიმე მაღალჩინოსნის პიკანტურ ფოტოს? ყოფილა ვერსიები კონკრეტულ ჩინოვნიკებზეც. მე ასეთი ფოტო არასოდეს გადამიღია. თუ ჩემს ობიექტივში შემთხვევით მოხვედრილა რაიმე მსგავსი, მაშინვე ვშლიდი და გავრცელებას რომ თავი დავანებოთ, არავის ვაჩვენებდი. მე არასოდეს ვიქექებოდი სხვის პირად ცხოვრებაში. სხვათა შორის, თავის დროზე სწორედ ამიტომ ვთქვი უარი ,,პრაიმ ტაიმთან“ თანამშრომლობაზე. ასე რომ, პიკანტურ ფოტოებთან ჩემს დასჯას ვერაფრით ვაკავშირებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების დაკავება 26 მაისის დარბევის ფოტოებს უკავშირდება. მე ბევრი ვიფიქრე და ამ დასკვნამდე მივედი. აი, რატომ: პირველ რიგში, აგვისტოს ომის შემდეგ სხვა სკანდალური ფოტოები პირადად მე არ გადამიღია. ის ფოტოები სააკაშვილს არ გააღიზიანებდა. პირიქით, ყველა კადრი რუსეთის აგრესიას ასახავდა და ერთ-ერთმა მათგანმა მსოფლიოს პრესა მოიარა. 26 მაისს ჩვენ გადავიღეთ ფოტოები, რომლებშიც კარგად ჩანდა, როგორ გავუსწორდით საკუთარ მოსახლეობას. ჩემი ორი კადრი „ასოშეითედ პრესის“ ვებ-გვერდზე დაიდო, საიდანაც ევროპისა და ამერიკის აერაერთ გაზეთსა და ჟურნალში დაიბეჭდა. ასევე, სკანდალური ფოტოები გადაიღეს და გაავრცელეს ზურა ქურციკიძემ, შახ აივაზოვმა, „ფრანსპრესისა“ და ,,როიტერის“ ფოტორეპორტიორებმა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე კარგი კადრები ირაკლი გედენიძეს ჰქონდა. ის სპეცრაზმელებთან ერთად მოვიდა აქციის დარბევის დროს, ფოტორეპორტიორებიდან ყველაზე საუკეთესო პირობებში იყო, რადგან პოლიციელებმა იცოდნენ, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი რომ იყო და არავინ არაფერს უშლიდა. ირაკლიმ გადაიღო კადრი, სადაც კარგად ჩანს სპეცრაზმელების მიერ მოკლული ადამიანი. მერე ეს ფოტო ზურა ქურციკიძეს მიჰყიდა, რომელმაც ის ევროპის ფოტოსააგენტოს მეშვეობით გაავრცელა. ამ კადრს ავტორი არ ეწერა, მაგრამ ყველა ფოტორეპორტიორმა იცოდა, ირაკლის გადაღებული რომ იყო. მოკლედ, ირაკლისა და ჩვენმა ფოტოებმა მოიარა მთელი მსოფლიო და იმ ქვეყნების ჟურნალ-გაზეთები, სადაც მიხეილ სააკაშვილს დიდ დემოკრატად მოაქვს თავი. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გაიგო, ირაკლიმ ამ დარბევის ფოტოები საერთაშორისო პრესაში რომ გაავრცელა და არ აპატია. არ გვაპატია ჩვენც, დემოკრატიულ ქვეყნებში თავი რომ მოვჭერით და ყველას რომ ვაჩვენეთ, სისხლიანი რეჟიმის მეთაური რომ არის. ნინო ბურჯანაძეც ევროპის ქვეყნებში შეხვედრებზე ამ ფოტოებს ატრიალებდა და მსოფლიო ლიდერებმაც ამ ფოტოებით გაიგეს, როგორ მოექცა სააკაშვილი საკუთარ ხალხს. ამიტომაც მიიღო სააკაშვილმა ჩვენი დასჯის გადაწყვეტილება. უბრალოდ, ვერ შეეხნენ ,,როიტერისა“ და ,,ფრანსპრესის“ ფოტორეპორტიორებს, რადგან ამ სააგენტოებს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობები აქვთ და მათი დაკავება საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდა. ვერ გათვალეს, რომ შახ აივაზოვის ბედით ამერიკის საელჩო დაინტერესდებოდა, რადგან ,,ასოშეითედ პრესს“ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა არა აქვს და შახი მოსკოვის ოფისის თანამშრომელია. პირადად მე ,,ასოშეითდ პრესის“ უშტატო თანამშრომელი ვარ, მაგრამ, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ამერიკის საელჩომ ჩემი დაკავების შესახებ გვიან შეიტყო. ისიც გავიგე, რომ შახ აივაზოვის საკითხით თავად ელჩი დაინტერესდა და რომ არ გაენთავისუფლებინათ, საგანგებო განცხადების გაკეთებასაც აპირებდა. ჩემი დაკავების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, მაგრამ შახს ჩემთან შედარებით ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ის შტატიანი თანამშრომელია, მე კი - უშტატო. მე მხოლოდ იმ ფოტოებში მიხდიდნენ ფულს, რასაც ჩემგან შეიძენდნენ. მოკლედ, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ჩვენ სამაგალითოდ დავესაჯეთ და ამით მაგალითი მიეცათ იმ ფოტორეპორტიორებისთვის, რომლებიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აშუქებენ. იმ ფოტორეპორტიორებს არავინ შეეხო, ვინც ეს კადრები მხოლოდ ადგილობრივ ჟურნალ-გაზეთებში გამოაქვეყნა, მაგრამ ჩვენი დაჭერა მათთვისაც ნიშანი იყო. სხვა დროს თუ სააკაშვილი ასეთ რამეს გააკეთებს, დამერწმუნეთ, სკანდალური ფოტოების გადაღებას ვერავინ გარისკავს. მან ამით მედია გააფრთხილა - მე რასაც მინდა გავაკეთებ, თუ მინდა ხალხსაც დავხოცავ, მაგრამ თქვენ ამის თქმის, ამ ფაქტების დაფიქსირების უფლება არ გაქვთო. სააკაშვილი უკვე დარწმუნდა, რომ ყველაფრის უფლება აქვს, ხალხის დახოცვისაც, წამებისაც, ყველაფრის. უკვე ჯაშუშომანიითაა შეპყრობილი და ვინც მას ამხელს, ყველა ქვეყნის მტერია. სხვათა შორის, 28 ან 29 მაისს დამირეკეს სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან და მითხრეს, ჩემს მიერ 26 მაისს გადაღებული ყველა ფოტო მათთან მიმეტანა. მაშინ ამ საკითხს არასერიოზულად შევხედე და ვუთხარი, ფოტოები წავშალე-მეთქი. ალბათ, მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, რომ ამ ფოტოების ამბავი ასე უბრალოდ არ ჩაივლიდა. მოკლედ, მე, ირაკლი გედენიძე, შახ აივაზოვი და ზურა ქურციკიძე 26 მაისის კადრებს შევეწირეთ. რაც შეეხება ნათია გედენიძის დაკავებას, ეს იმისთვის დასჭირდათ, რომ ირაკლიზე ზემოქმედება მოეხდინათ და მათი აღიარებითი ჩვენებები მიეღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლიმ საკუთარი თავისაც და ჩვენს წინააღმდეგაც აბსურდულ ჩვენებას მოაწერა ხელი და არარსებული რაღაცეები ილაპარაკა, მე მესმის მისი და ძალიან მეცოდება. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ნათიაზე ზემოქმედებით გახადეს იძულებული, ასე მოქცეულიყო. მათ ორი შვილი უპატრონოდ რჩებოდა და სხვა გზა არ დაუტოვეს. როცა გავიგე, რომ ორივე დაკავებული იყო, მაშინვე მივხვდი ამას, მაგრამ მაინც მქონდა იმედი, რომ ირაკლი ვაჟკაცურად დადგებოდა. ვერ გაუძლო და საკუთარი ოჯახის გადასარჩენად ჩვენც გაგვწირა. სააკაშვილს ჩვენი დასჯის ბრძანება 26 მაისსვე აქვს გაცემული, მაგრამ მაშინვე რომ დავეკავებინეთ, ყველასთვის გასაგები იქნებოდა სიმართლე. მან მოითმინა ცოტა ხანი. ირაკლი გედენიძისთვის სამსახურში საყვედურიც არ უთქვამთ იმის გამო, რომ აქციაზე გარდაცვლილი ადამიანის ფოტო გაავრცელა. არადა პრეზიდენტის პრესსამსახურში ამ ფაქტის შესახებ ყველამ იცოდა. ეს მე ირაკლისგან ვიცი. ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილმა მერაბიშვილს შეათითხნინა ჩვენს წინააღმდეგ საქმე. მოიგონეს არარსებული და აბსურდული სცენარი. შეაკოწიწეს საქმე და ჯაშუშობა დაგვაბრალეს. მოკლედ, ჩვენი დაჭერით სააკაშვილმა თავისუფალი მედია გააფრთხილა - თუ ჩემს წინააღმდეგ წახვალთ, საგადასახადოსაც შემოგისევთ, კიდეც დაგხურავთ და თუ მომინდება, სამშობლოს ღალატისთვისაც დაგიჭერთო. მე უდანაშაულო ვარ და სიმართლის თქმის გამო ვისჯები. ამიტომაც აქვე მივმართავ მიხეილ სააკაშვილს: ბატონო მიხეილ, მეოთხე დღეა, თქვენი უშუალო ბრძანებით, პატიმრობაში ვიმყოფები. ოთხი დღეა ვფიქრობ, რამ გაგაღიზიანათ ასე და რისთვის გადაწყვიტეთ ჩვენი დასჯა. თქვენ, რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ არც ერთ ჩვენგანს არაფერი დაგვიშავებია და მხოლოდ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდით. სწორედ ამითვის ვისჯებით? ბატონო მიხეილ, მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ - თავს გავწირავ ჩემი სიმათლისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად. აქედან ან ცოცხალი და მართალი გამოვალ, ან მკვდარი, მაგრამ მაინც მართალი. სწორედ ეს გამოაფხიზლებს ქართულ მდიას, საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს ხალხს. მე მართალი ვარ. მე ჩემი ქვეყნის საზიანო არასოდეს არაფერი გამიკეთებია. ეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით. წერილი გამოქვეყნდა გაზეთ „ქრონიკაში“ (#28 (498) 11.07/17.07)
-
ყველაფერი ააშენეს! ყველაფერში წარმატებას მიაღწიეს - ეხლა რელიგიას უნდა შეახონ მადლიანი დიდოსტატის მარჯვენა!
-
ძალიან ადრე დავიწყეთ ლაპარაკი აფხაზეთის აღიარებაზე! თუმცა მოჩალიჩეები ვართ, სხვა არაფრისთვის არ ვვარგივართ... ავაშენეთ, ავაყვავეთ საქართველო, ქართველები? რომ ეხლა აფხაზებთან ვჩქარობთ საქმეების ჩაწყობას! თან არც გვესმის, რომ უნარიანი ქვეყანა უნდა გავხდეთ, სანამ უნარიან გადაწყვეტილებას მივიღებთ! თან გვავიწყდება, რომ ეს (აღიარება ლტოლვილების დაბრუნებისთვის) ისეთივე შემოგდებული აზრია, როგორც ის (ნატოზე უარით აფხაზეთის დაბრუნება)! თან ვჩქარობთ, რომ ყველაფერი (სამაჩაბლოს, კოდორის დაკარგვა და აფხაზეთის აღიარება) მიშას პრეზიდენტობისას მოვასწროთ !!! თან გვავიწყდება რამდენი ქართველია გასული ემიგრაციაში საქართველოდან, რომ ვითომ ლტოლვილებისთვის ადგილი არაა საკმარისი დღეს საქართველოში. ყველა ემიგრანტი ქართველი არ დაბრუნდება და რასა ჩქაროფთ აფხაზეთში ლტოლვილები აუცილებლათ აღიარების ფასად "დააბრუნოთ" (რაც ფაქტი არაა!) ხომ არა ვართ ნატოში, რატომ აფხაზეთი არ დაგვიბრუნეს? რატომ დააბრუნებენ ლტოლვილებს (თან ქონებას დაუბრუნებენ), თუ აღიარებთ აფხაზეთს, აღიარების მომხრეებო? ჩალიჩისთვის დაბადებული სხვა რამისთვის არ გამოდგება (შრომა, ბრძოლა, ფიქრი, შენება)!
-
დაჩი პირადათ თქვენ რამდენ ხმაზე გაქვთ პრეტენზია? დაჩი ბატონო! სხვანაირად არ არსებობს დემოკრატია! ან არ უნდა ვაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო...