-
პოსტები
1.392 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
9
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი GeoStream
-
სამაგიეროტ, ევროპამ არ აირჩია იანუკოვიჩი! ტიმოშენკოს 7 წლიანი ვადა პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო განაჩენიაო აშშ და ევროკავშირმა უთხრეს! არაფერი საერთო არა გვაქვს ქვეყანასთანო, სადაც ოპოზიციას სასამართლო დევნით სპობენო. ამიტომ პარტნიორობაზე ხელშეკრულებას არ მოვაწერთ ხელსაო და 20 ოქტომბერს იანუკოვიჩის ვიზიტს ვაუქმებთო. ბაროზომ პირდაპირ უთხრა, ერთი გზა გაქვს ტიმოშენკოს აპელიაცია დააკმაყოფილოო. და ვადაც იცი 20 ოქტომბრამდეო. იანუკოვიჩს ლუკაშენკოსავით გაამარგინალებენ, თუ არ დაუგდებს ყურს აშშ და ევროკავშირს! სლოვენიაში უკვე მოიხადა ბოდიში - ძველი პროცესული კოდექსით ვასამართლებდით, დაძველდა და ახალს რომ მივიღებთო მაშინო... მაგრამ ევროპელებმა არ დაუჯერეს და უთხრეს 20 ოქტომბრადეო!
-
ფსბ ყველას კი არ აცილებს წილის მოდავე ბანდიტებს! მხოლოდ მიახლოებულ ფულიან ბურატინოებს. ხომ იცი ვის ეძახიან ბურატინოს? არავინ არ გართმევს ბენდუქიძეს! წაიყვანე - შენი იყვეს!
-
ვაიმეეე!.. გული მომიკალი მაგ სიტყვბით!! სად გამოგიგზავნო 100 დოლარი?
-
არის თქვენ მსჯელობაში რაციონალური აზრი. ყოველ შემთხვევაში ანგარიშის გასაწევი აზრია!
-
აუფფ! რას არ გაიგონებ ფორუმზე! კახა არ იყო, რომ სვერდლოვსკის "ურალმაშის" ბანდიტები ფსბ-მ ჩამოაშორა? კახა არ იყო, რომ მაგის ოფის ნიკიტსკიე ვოროტა-სთან ფსბ კრიშაობდა? კარგი, ქართული წყაროები და საყვარელი პრეზო მიშა რამ დაგავიწყა? პუტინთან პირველი შეხვადრის შემდეგ, რომ ტრაბახობდა მიშა, პუტინს დიდი ხანი ვეხვეწებოდი გამოეშვა ბენდუქიძეო. პუტინი წინააღმდეგი იყოო "ეგრე ყველა ოლიგარხებს საქართველოში გადაიყვანო". მაგრამ, ბოლოს მაინც დავითანხმეო! რავი, ყველა ოლიგარხი მკიდიაო? თურმე ერთი საყვარელი ოლიგარხი მაინც შეგინახია თუ საერთოდ გესმით რას ნიშნავს 1998 წლის რუსეთში დეფოლტის დროს ყველას დაუბრუნო ფული, როგორც "როსკრედიტმა" დაუბრუნა, როცა სახელმწიფომ ყველას უარი უთხრა? გესმით? არ გესმით! ეს ნიშნავს: 1. რომ ხელისუფლებასთან არანაირად შეკრული არ იყო ივანიშვილი! ЦБ კი უარი უთხრა კრედიტზე. 2. რომ პატიოსანი კაცია და არა მარტო ოლიგარხი. მე "როსკრედიტის" ვიცოდი. არ ვიცოდი მხოლოდ, რომ ივანიშვილის ბანკი იყო! ვიმეორებ: არ ვიცი რას მოუტანს საქართველოს, მაგრამ ნდობას იწვევს ივანიშვილი. მითუმეტეს იმერელი ყოფილა
-
ეგრეა! და ამაზეა ეს ფორუმი, რაც მე ეს ფორუმი მახსოვს!
-
საერთოდ ლაპარაკი საქართველოს ინტერესებზე ბადებს მაგნაირ ასოციაციას. ხოლო ლაპარაკი რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილია ბადებს სასიამოვნო ილიუზიებს. კომპლექსებია ეს ყველაფერი. საბჭოური კომპლექსები, ბიძებო!
-
ნათელი, ყველასათვის გასაგები ენით არის დაწერილი. ამ ეტაპზე ეგეთი ენაა საჭირო. ყველაზე საინტერესო წასაკითხი კომენტარებია მიმართვის ქვეშ. ჩანს, რომ ხალხი ესეთ პიროვნებას ელოდა. საზოგადოებაში დღეს ესეთ პიროვნებაზეა მოთხოვნა! დანარჩენს ცხოვრება აჩვეენებს... და დღეებში...
-
ყოჩაღ, მიშა! ჭკუას კოკოიტისგან სწავლობ! ეხლა სპეცნაზი გაგზავნე და ალყა შემოარტყი ივანიშვილის სახლს! ჰოო, მწვანე შარვალის ჩაცმა არ დაგავიწყდეს, ძალიან გიხდება, მიშა!
-
მოგვიყევი, FRIDRIX!
-
საფრანგეთში სახელმწიფოს მეორე კაცად სარკოზის მეტოქე სოციალისტი აირჩიეს. სარკოზის უნდა შველა, თორემ იმის შველის იმედი ვისა აქვს? ის გამახსენდა. პუტინთან რომ იყო სარკოზი მოლაპარაკებაზე და თავის ცოლთან დაალაპარაკა ტელეფონით "ცოლს შევპირდიო და უარს ნუ მეტყვითო" ეგ საჩუქრებზე თუ გავაგრძელებთ ლაპარაკს...
-
1. იმიტომ რომ ინტერნეტში ურთიერთობის ელემენტარული კულტურის ნიშანია. 2. იმიტომ რომ rbcdaily.ru მაგნაირი ინფორმაცია ვერ მოვნახე. თუ არსებობს საერთოდ ეგ rbcdaily.ru-ზე?... 3. ზუსტად რომ მაგ სტატიის ავტორს არა აქვს არგუმენტი. მე კი ყოველთვისა მაქვს არგუმენტი! უნიჭო ხალხი (რ2 ვგულისხმობ) მიშას პამპერსების როლში ყველაზე დიდი არგუმენტია ივანიშვილის სასარგებლოთ! სუნის გამო, რომელსაც ავრცელებენ
-
აქ აღწერილი ბიოგრაფია და ბიზნეს გადაწყვეტილებები ნდობას იწვევენ. თუმცა არაფრის თქმას წინასწარ არ ვაპირებ. განცხადებაში ახსენა, რომ რუსეთში მხოლოდ თავისი ბიზნესის მესამედი აქვს. აქედან საინტერესოა მაგის ბიზნესის ორ მესამედზე დასავლეთში რამე ინფორმაცია. ბაბუაგიორგი ბიძინას შედარება ლენინთან და qutaiseli-ს პავლიკ მოროზოვთან იწყებენ კონფლიქტის პროვოცირებას. ამიტომ qutaisel-ს არ დაუწყია... თანაც ბიძინამ თავის განცხადებაში თქვენს მიერ შემოთავაზებულ საინფორმაციო ცენტრის აუცილებლობა აღნიშნა. აი თქვენთვის ცენტრის დაფინანსირებაც ...
-
ქალაქისთვის და ახალგაზრდებისთვის კი ეს პროექტია შემოთავაზებული: II. პროექტი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ. ე.ი. თანამედროვე და კონკურენტიანი სპეციალობები, ტექნოლოგიები და ამ ტექნოლოგიებით გამოშვებული პროდუქცია. პ.ს. ნაციკების პატრიოტული ბანაკების სანაცვლოთ! ამათ სერვისი "მაქდონალდსი" ჰგონიათ
-
სოფლის გარეშე საქართველო ვერ იარსებებს! ამ სირებს ისიც არ ესმით, რომ ტურიზმსაც ვერ აყვავებენ, თუ სოფლის პროდუქცია არ იქნება ტურისტებისთვის. მოკლედ მიშას სიხარბეს და უვიცობას გროტექსული ფორმა აქვს!
-
არც გინდა წაკითხვა, ვიცი თავი აგტკივდება... დედა აზრი კი სწორია და ზუსტად გათვლილი: საქართველოს მომავალი სოფლისთვის და ქალაქისთვის! ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი. როცა აყვავებულ ქართული სოფლის დანგრევაზე (სოფლის პროდუქციის მთავარ ბაზარზე რეალიზაციის გზების გადაკეტვა 2006წ, მიწების დაკარგვა 2008წ) და შემდგომ მოვლენილ ქართულ სოფლებში მიწების გაყიდვაზე (ინდუსებს, ბურებს და სხ.) ვფიქრობდი, ყოველთვის მესმოდა, რომ აქ ბენდუქიძის გათვლა და მიშას სიხარბე დაემთხვნენ ერთმანეთს! ამიტომ ეს ციტატა ჩემთვის საგულისხმოა: "2004 წლიდან მოყოლებული რამდენჯერმე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. ერთადერთი საკითხი, რომელიც სამჯერ წამოვწიე მასთან საუბარში, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი იყო. ჩემი აზრით, ეს პროექტი სწრაფ განხილვას მოითხოვდა და დასაწყისისთვის ერთი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას საჭიროებდა. რამდენადაც ვიცოდი, რომ ქვეყნის ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა არ გააჩნდა, მიხეილ სააკაშვილს ამ პროექტის სრული დაფინანსება მე შევთავაზე. პასუხი მხოლოდ საკითხის მესამედ წამოწევის შემდეგ მივიღე. სააკაშვილს, როგორც მან თვითონ აღნიშნა, ბენდუქიძესთან გასაუბრების შემდეგ, მიაჩნდა, რომ ეს პროექტი რთული განსახორციელებელი იქნებოდა, რადგან კორუფციას გამოიწვევდა." იმიტომ, რომ ქართველი ხალხის (გლეხის) კეთილდღეობა კახა-მიშას დუეტს არ აინტერესებს. ეხლა მიშა ისტერიის კომპანიას დაიწყებს. თუმცა ივანიშვილმა მხოლოდ თავისი გეგმები გაგვაცნო
-
ყველაფერზე რომ საერთო წარმოდგენა გაქვთ და კონკრეტული ცოდნის სიცარიელე, იმიტომ იწვევს თქვენი "წარმოდგენები" მთქნარებას პირველი. შრიოდერს აფინანსებს ფსბ და გაზპრომი. შრიოდერის მეშვეობით ფსბ-ს აქვს გავლენა ანგელა მერკელზე და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე. იქამდე დიდი გავლენა აქვს, რომ დილით მერკელი ამბობს პეტერბურგში საქართველო ღირსია ნატოში გაწევრიანდესო, ხოლო საღამოთი (გაზპრომთან მოლაპარაკების შემდეგ) აცხადებს, რომ საქართველო არაა მზად ნატოში შესასვლელათ და ამაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევიაო! მეორე. ალბათ ბედის ირონიაა, რომ ლევან ვასაძეზე მე თქვენზე ყველაზე (მარტო georgekh13 არ ვგულისხმობ) მეტი ვიცი. თუმცა არასოდეს (და ეხლაც) ეგ კაცი მე განსაკუთრებით არ მაინტერესებდა. 4-5 წელი იქნება მაგის კონკურენტ კომპანიების მენეჯერებთან მაქვს პირადი ურთიერთობა (გულაობა, ფეხბურთის თამაში, კაფეში სხდომა) და მაგ კაცზე კარგის მეტი არაფერი მსმენია! თუმცა არანაირად არ მაინტერესებს ეგ კაცი. და მაგის გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკაში ჩაერთოს უფრო მაგის პირად ემოციებზე და საქართველოს სიყვარულზე მეტყველებს ვიდრე სხვა რამეზე. ეხლა რაც ვიცი ჩემ მეგობრებისგან, ვასოსო კონკურენტ კომპანიის მენეჯერებისგან. ვასოს დასავლეთში აქვს ბრწყინვალე განათლება მიღებული. მართლა ბრწყინვალე მენეჯერია. სადაზღვევო კომპანია აქვს დაარსებული და ნოლიდან აიყვანა საუკეთესო სადაზღვევო კომპანიების რიგში. "Грамотный и жесткий" - ყველაზე ხშირად ეგ მესმოდა მაგაზე. სადაზღვევო პროდუქტების ზუსტი სეგმენტაცია და მოწინავე დასავლური გამოცდილება. კონკურენტები ბევრს ბაძავენ, მაგრამ ვერ სჯობნიან. ერთ ჩემ ნაცნობს ჰქონდა მაგის სადაზღვევო კომპანიასთან სასამართლო გარჩევა და წააგო. მაგრამ აღიარა, რომ თავისი ბრალი იყო წაგება. საქართველოსაც და ქართულ პარტიებსაც სჭირდებათ თანამედროვე მენეჯმენტი. მაგრამ რაში უნდა ვასაძეს ქართულ პოლიტიკაში შესვლა ჩემთვის გაუგებარია. სალომეს მაგალითი საკმარისი, რომ ამ წრეს არ გაეკარო და რაც შეიძლება შორს დაიჭირო თავი!!!
-
ისე გაანაწყენეს ნაცებმა ქართველი ხალხი, იმდენი ცოდვა ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინაშე, რომ პირველ რიგში ქართველი ხალხის ეშინიათ, რომ ვინმეს სხვას არ გაჰყვეს ნაცებზე გაჯავრებული. ოპოზიციას რომ არ გაჰყვება ქართველი ხალხი მაგას ნაცებმა მიაღწიეს, ამიტომ ეშინიათ ყველა ახალი ფიგურის, რომელიც ვერ დაჩმორეს დროზე. მაგრამ ერთ რამეს გეტყვი. ამას შენ ამ ფორუმზე ყველაზე კარგათ გაიგებ. მიშა რომ 2008წელს გზატკეცილზე იდგა დედიკის, ცოლიკოს და შვილიკოებს ხელშაკიდებული და იდიოტური ღიმილით წაიკუზა გახსოვს? კრემლისთვის მიშა ჩაშვებულია, გაპეტუხებული და მიშას მართლა არასდროს ხელს არ ჩამოართმევენ (როგორც პეტუხს), არასდროს მიშასთან არ მოილაპარაკებენ! დღეს მიშა აწყობს კრემლს და კრემლი არა ფიქრობს მიშას ჩამოშორებას ხელისუფლებიდან. როცა მოინდომებენ, 2 კვირა ეყოფათ! კრემლში ბანდიტური მენტალიტეტის ხალხი ზის და მაგათი ხვალინდელი ინტერესები არავინ ზუსტად არ იცის. მიშამ კი იცის რომ უნდა ეშინოდეს ესეთი ბანდიტების!
-
ტყუილად ვისჯები, რომ შეცდომებს და მცდარ აზრებს გისწორებთ! ამაში უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი! იცხოვრეთ თქვენ მცდარ სამყაროში! იარეთ მცდარი აზრებით! იქნებ ეგ არის თქვენი გზა?
-
ეეე, ბიძაააა! ძალიან რთულად აზროვნებთ... თურქმენეთი და კაზახსტანი პირდაპირ ჰყიდიან გაზს ჩინეთს! აბა სად ვწერ რუსეთზე გავლითაო "როგორ უნდა წავიდეს შუა აზიიდან გაზი ჩინეთში რუსეთის გავლით, როგორ წარმოგიდგენია? " - ეს თქვენი შედევრი! დანარჩენს თქვენ "ნაფიქრალზე" თქვენვე დაფიქრდით
-
არ არის ბანდიტი! ეგ ყველასთვის გასაგებია თუ მიშიკოს და ნაცებს შეეშინდათ მაგისი, ეს უკვე თქვენი შიშის საქმეა. უნდა გეშინოდეთ! ისიც იცით, რატომ უნდა გეშინოდეთ!
-
კახა არ იყო, რომ ბანდიტებს ეხვეწებოდა ფულის გულისთვის არ მომკლათ და ყველაფერს მოგცემთო? ეგ არ იყო ფსბ-ს რომ შეაფარა თავი "ურალმაშელების" მოსაშორებლათ? ეხლა უკვე ჩიტი არაა?
-
აუფფ, რა მაგარი ხარ ბიძაა!!! აბა სად წაიკითხე ჩემ პოსტში "შუა აზიიდან გაზი ჩინეთში რუსეთის გავლით"? აგიხსნა, დაგიღეჭო თუ თვითონ გაერკვევი ჩემ დაწერილში? საერთოდ სად მუშაობთ ესეთი დონის "სპეციალისტი"?