Jump to content
Planeta.Ge

GeoStream

პლანეტელი
  • პოსტები

    1.392
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი GeoStream

  1. გიორგაძე თუ დაამარცხებთ! ჰოო, თამაზს იგორას კი არა babuagiorgi მაგარი ინტერვიუა. "ამ ინტერვიუს მოკლე თარგმანი" უფრო ზერელე ანონს ჰგავს. ოჰ, ბოდიში... სუპერმარკეტს! 1. " ამ ხელისუფლებაში მენეჯმენტი საერთოდ არ იციან. სტუქტურები არსებობს, ხელფასებს არიგებენ, მაგრამ გადაწყვეტილებას სამი კაცი იღებს კაბინეტში. სამ კაცს უნდა, რომ ქვეყანა მართოს. ქვეყანა კი არა, პატარა საწარმო არ შეიძლება, რომ ასე იმართებოდეს. მათ რომ გადანაწილებული ჰქონდეთ ფუნქციები სამინისტროებზე, ასეთ უმეცრებას არ ჩაიდენდნენ." 2. "ჩემს კომპანიებში, სადაც 100 000 კაცი მუშაობდა, ყოველთვის 10-12 კაცთან ერთად ვიღებდი გადაწყვეტილებას. ვინც ვერ ახერხებდა ჩემს კრიტიკას, იმას ახლოს არ ვიკარებდი. არ შეიძლება, კაცმა წარმატებას მიაღწიო, თუ შენ კარნახობ ყველას, რა უნდა გააკეთოს" 3. "ბიზნესმენი, რომელიც ვერ ახერხებს დემოკრატიულ მართვას, ვერ ახერხებს ოპონენტების მოსმენას და ისეთი გუნდის შექმნას, რომელშიც გადაწყვეტილების მიღებამდე თავისუფლად გამოითქმება სხვადასხვა აზრი, ჩემი აზრით, სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწევს." კითხვას ნიჭი უნდა. არა ნაკლები ვიდრე წერას. თორემ ფუჭე დრის კარგვაა წერაც და კითხვაც!
  2. ჰოოო! თუნდაც ეგა თქვი! სარკოს ვალი ჰქონდა. ბერლუსკონის ვალი ჰქონდა. კადრები გახსოვთ, ბერლუსკონი რომ ხელზე ჰკოცნის კადაფის! როგორც ბერლუსკონის სამშობლოში მაფიოზებმა რომ იციან
  3. მართალი ხარ! ყველაზე ამაზრზენი იყო ის ევროპული ყალბი პროპაგანდა, რომელმაც სულმთლად დაფარა ამ ომის მტაცებლური ბუნება. როგორც კოსოვოს პრეცედენტი შექმნეს დამოუკიდებლობის აღიარებით, ისეთივე პრეცენდენტი შექმნეს კლოუნების ლეგიტიმურ ხელისუფლების აღიარებით ლიბიაში! 1. სასაცილო იყო როგორ უმალავდნენ ევროპელ მოსახლეობას, რომ კადაფის წინააღმდეგ იბრძოდნენ ინგლისის სპეცნაზი, საფრანგეთის "უცხოური ლეგიონი", "ალ-კაიდას" და "ალ-კაიდა მაგრიბას" რაზმები და კადააფის დროს შეიარაღებული გასამხედროებული მოსახლეობის ნაწილები (კადაფის რეჟიმი არმიის გარდა ითვალისწინებდა 20% შეიარაღებულ გასამხედროებულ მოსახლეობის ნაწილებს ). და ამის მაგივრად რაღაც კლოუნებს აჩვენებდნენ ჰაერში რომ ცლიდნენ ავტომატებს და გაიძახოდნენ უიარაღო ხალხი იბრძვისო 2. როგორ გააბრიყვეს მსოფლიო ყალბი აღების კადრები რომ აჩვენეს ტრიპოლის, რომელიც მეზობელ ქვეყანაში დადგმული ინსცენირების კადრები იყო. აბა როგორ უნდა დაუჯერო ეგეთ პროპაგანდას? ევროპელებს კი ეხლაც სჯერათ ამ გაბრიყვების. 3. ეხლა ამ კლოუნებს, რომლებმაც კადაფი შეცვალეს, იაფად გაზს მიაყიდინებენ, ნატოს ოპერაციის ფულსაც გადაახდევინებენ, კადაფის ფულის მხოლოდ ნაწილს მისცემენ! ფულის სუნი და ევროპამ დაივიწყა ყველა ის პრინციპი, რომელსაც ახვევდა მესამე სამყაროს თავს! 4. მედვედევმა მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლიუციას, პუტინი წინაამღდეგი იყო. დასავლელებმა წააქეზეს მედვედევის საპრეზიდენტო ამბიციები. მხოლოდ, როცა ომის შემდეგ რუსები ჩამოიცილეს ლიბიის კონტრაქტების განაწილებისას და მედვედევი "გადააგდეს", მაშინ მედვედევის საპრეზიდენტო ამბიციებიც აორთქლდნენ. შულ რომ ყველაფერი არ დაეკარგა ევროპელებისგან გაპამპულავებულ მედვედევს, იძულებული გახდა პრეზიდენტობის კანდიდატად თვითონვე დაესახელებინა პუტინი! 5. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ნატო არავის არ ესხმის და მხოლოდ იცავს თავს და მოკავშირეებს. 2008 წელი არ ითვლება. იქ რა ფული უნდა ეშოვნათ ევროპას და ამერიკას? მხოლოდ რუსებისგან. და იშოვეს კიდეც რუსებისგან ფული სარკოზიმ და მერკელმა.
  4. ეგ უფრო კობას გაკუებულს ჰგავს, ვიდრე ბიძინას ნათქვამს ბიძინამანია და ბიძინაფობია ერთდროულად არსებობენ საქართველოში და ამ ფორუმზე ბიძინას 3,5 საათიანი ინტერვიუ ია ანთაძეს რომ მისცა და ანთაძემ თქვა ქსელში დავდებო არავის მოგიძებნიათ? უკვე მეორე დღე მთავრდება...
  5. გჟერავთ მაგ კაციას და ეხლა ჩვენ გვაჯერებთ?
  6. ჯერ არ წამიკითხია. ერთად წავიკითხოთ! 19-10-2011 უილიამ ბერნსი: "სამართლიანი არჩევნების შედეგი 2013 წელს ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა უნდა იყოს" აშშ საქართველოში 2013 წელს ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემას მოელის. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა დღეს ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე მხოლოდ სამი მედიასაშუალება იყო მიწვეული – მედია სახლი "პალიტრა", სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2" და გაზეთი "რეზონანსი". შეხვედრის დასაწყისში უილიამ ბერნსმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, ამერიკული მხარე აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის და ყველა არსებული კონტაქტის საშუალებით ეცდება, ყველაფერი გააკეთოს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდასაჭერად. "ასევე რათა მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას, კანონის უზენაესობას, რომელიც დაფუძნებული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. გვსურს საქართველოში დემოკრატიული რეფორმები გამჭვირვალედ წარიმართოს. მოვუწოდებთ საქრათველოს, განახორციელოს საარჩევნო კოდექსის და პოლიტიკური გარემოს რეფორმა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მომავალი ორი წლის განმავლობაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რისი შედეგიც იქნება 2013 წელს ხელისუფლების სრულად დემოკრატიული გადაცემა", - განაცხადა ბერნსმა. მისივე განცხადებით, ამერიკელი ხალხი ღრმად მადლიერია ქართველი ხალხის იმ კონტრიბუციისთვის, რომელსაც საქართველო ახორციელებს ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში "მინდა პირადად გადავუხადო მადლობა ქართველ ხალხს და განსაკუთრებით იმ ჯარისკაცების ოჯახებს, რომლებიც ჩართულები არიან საერთაშორისო მისიაში", - განაცხადა უილიამ ბერნსმა. სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ საქართველოსთან ურთიერთობებით ძალიან ამაყობს. "ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, მათ შორის დემოკრატიის, ამ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებებით. მე უკვე მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ ვაშაძესთან და ეროვნული უშიშროების მრჩეველთან ბოკერიასთან, დღესვე მოგვიანებით შევხვდები პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ასევე ძალიან სასიამოვნო იყო პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლებთან", - აღნიშნა ბერნსმა. უილიამ ბერნსი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/182076-uiliam-bernsi-samarthliani-archevnebis-shedegi-2013-tsels-khelisuflebis-demokratiuli-gadacema-unda-iyos.html _______________________________________________________ და ვინმემ მონახეთ ბიძინამ დღეს 3,5 საათიანი ინტერვიუ მისცა ია ანთაძეს!
  7. დონ იგორ გიორგაძის სიყვარულმა სადამდე მიგიყვანათ! რა დროს გიორგაძის დროა? რა სირობასაც რუსეთში ვუყურებ, იმას ვხედავ საქართველოშიც! გიორგაძე მაგ სირობას ვერ შეცვლის! დააკანონებს!!! ის სირობა, რაც საქართველოში და რუსეთშია (უკრაინაში, ბელორუსიაში, კაზახსტანში, სომხეთში, უზბეკეთში, ტადჯიკისტანში, თურქმენეთში - ფეოდალიზმი!), არაა დასავლეთ ცივილიზაციაში! ამიტომ, მხოლოდ დასავლური გზა მოგვაცილებს ამ უბედურებას. ეს გზა მიშას გარეშე უნდა გავიაროთ. ამ გზის დასაწყისში რესპები და ალასანია იყო საჭირო. თუნდაც წონასწორობის შესანარჩუნებლათ საპარლამენტო არჩევნამდე! ამ გზას ქართული სულისკვეთება ექნება (რაც მიშას, რესპებს აკლიათ) - ამაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. გავიმეორებ: საქართველო ისეთი პატარაა, რომ ვერც ამერიკას და ვერც რუსეთს ვერ დაანგრევს. საქართველო ისეთი სუსტია, რომ ჭკვიანი ხბოსავით ორივე ძროხის ძუძუს უნდა წოვდეს! და ვინ გითხრათ, რომ თქვენ და კარდუ თანაბარ მდგომარეობაში იქნებით გიორგაძის მოსვლით? უბრალოთ ადგილებს გამოცვლით და მაგრაირი დუელის გულისთვის უნდა მთელმა საქართველომ უარი თქვას თავის მომავალზე?
  8. ფრანქფურტიდან ისმის რამე? გერმანელები აიღებენ თავის უოლ-სტრიტს?
  9. რა იყო უფროსებმა გადაწყვიტეს, რომ მთელი ინტერვიუს თავიდან ბოლომდე ჩვენებისთვის ძველი კულტურის მატარებელი ქართველი ხალხი მზად არ არისო? არ მჯერა ესე დაქუცმაცებული ინფორმაციის და ველოდები სრულ ინტერვიუს დადებას.
  10. შინდის ფერია. მონიტორს კალიბროვკა გაუკეთე
  11. მაინც იაფია მიშიკო! პუტინის აგენთად კი არა "ალ-კაიდის" ემისარია ივანიშვილი"-ო უნდა გაეხარებინა ამერიკელები ახალ ამბებს თქვენგან ველით, მინ ჰერც!
  12. ე.ი. საქართველოში ფულის გათეთრება მოდის და აქამდე ხელისუფლება გაცუმებული იყო? "დიდი თანხა" - ეგ რამდენია? 100 ათასი ლარი თუ 130 ათასი ? კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კოკოიტი და ჩვენი მწვანე შარვლიანი პრეზო ერთი დონისა არიან! ზუსტად ეგრე უსწორდება თედეევს კოკოიტი. ეხლა კოკოიტივით ალყას შემოარტყავს ბიძინას სახლს ჭორვილში ამერიკული დემოკრატიის ჩვენი ფლაგმანი ? ჰილარი კლინტნის მოადგილე და ამერიკის ელჩი საქართველოში მეგაფონებით დადგებიან ჭორვილში?
  13. როცა გამოხვალ, ამ პოსტზე მიპასუხე http://planeta.ge/index.php?showtopic=55207&view=findpost&p=430717 პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკაზე.
  14. ალბათ მიახლოებითაც არ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ბიკოვთან, ჩიორნისთან,დერიპასკასთან, პოტანინთან ომის მოგება. თანაც ზოგიერთ მაგათ უკან აშკარად ხელისუფლება იდგა. ეგ იმას ნიშნავს, რომ ჭკუაც აქვს და სიტუაციის სწორი შეფასების უნარიც. და რაც მთავარია ძლიერი "სლუჟბა ბეზოპასნოსტი"! მაგის მაგალითი, თუნდაც შრდილელის აგენტობის გამოვლენა. ესეთი ხალხი განსხვავდებიან ქარაფშუტა ქართველ პოლიტიკოსებისგან. მიეჩვიეთ! და ბევრი თქვენგანი მაოცებთ: უცებ "დამკაში გადიხართ" და უკვე მომავლის მზა დასკვენბს გვიდებთ მოითმინეთ! მოითმინეთ და მიეჩვიეთ. ეს ჩემი რჩევაა და კიდევ ერთი რამე გაითვალისწინეთ. საქართველო ისეთი პატარაა, რომ ვერც ამერიკას და ვერც რუსეთს ვერ დაანგრევს. საქართველო ისე სუსტია, რომ ჭკვიანი ხბოსავით ორივე ძროხის ძუძუ უნდა მოწოვოს!
  15. ეხლა ვუყურებ. ვერ ვუსმენ, ხმა არა მაქვს ეხლა. რას ამბობს, დასდეთ ვინმემ....
  16. მაშინ რიტეილი უფრო ჟღერს. თუმა აზრი არც ერთს არა აქვს...
  17. პოლიტიკური პარტიის ფერებზე თქვი პირველად. და პოლიტიკური პარტია არაა მეტქი მანდ, გიპასუხე. მეროედ უკვე გამომიცვალე პლასტინკა და პოლიტიკით შეცვალე პოლიტიკური პარტია. თუ მეორედ მთვრალმა უბნის ინსპექტორმა ლევანმა დაწერაა, გასაგებია! თუ მეორედაც შენ დაწერე, მაშინ ეგ ხელით თამაშია ფეხბურთში ეხლა რეგბიზე მინდა დავპოსტო. საფრანგეთი - უელსი. მაგარი რამე ხდება მსოფლიოს თასზე!
  18. აბა სადა ხედავთ პოლიტიკურ პარტიას? ეგ კლიპის მაისურია და კლიპის ამოცანას ემსახურება ასი პროცენტით: ყველასათვის გასაგებია, მისწვდომია, მასობრივია და თვალი გამოყოფს. რომ არ გავაგრძელო, ბოლო წელია ღონისძიებებისთვის (ივენტებისთვის - როგორც ვერა ქობალია ამბობს) მაისურეს მე ვარჩევ და ჭიპი გადამიცვდა მაგ საქმეში ამაზე გავჩერდეთ. )
  19. ფული დაზოგეს, არ მოგმართეს მაისური კლასიკურია! დამიჯერე, მაგაში მართლა ვერკვევი.
  20. იური, კრისტინა ძალიან დიდ აუდიტორას უყვარს! თქვენც, იური, თქვენც!...
  21. აი მაგ შენიშვნამ მოკლა მაიკლ ჯეკსონი! კონტრასტული ფონია შავი, ბიძია ჩემო! მაგ ფონზე ნათელი ფერები ეფექტურად იყურებიან. ეხლა, ყველაფერს ჩვენთან ხომ არ შეათანხმებს ეგ კაცი?
  22. ახსენით რას ნიშნავს ეს სუპერმარკეტი? რაღაც შედარებას მოიგონებთ და გგონიათ რომ გასაგებია...
  23. ბიძინას პიარი ტექნიკურად მიჰყავს... ამერიკულად! მაგრამ ქართული სულისკვეთებით! რუსი პიარშიკები ესე ვერ შესძლებდნენ... ვერც ჩვენმა სომეხმა პრეზომ შესძლო ქართული სულისკვეთებით!!!
  24. მარაზმატიკი ყოფილა ეგ მოხუცი და მიშას პამპერსი! მიშას უნდა, რომ ბიძინა მიშას პამპერსებთან კამათში ჩაებას და გაიხლართოს! არავითარ შემთხვევაში არ უნდა უპასუხოს! რაც უფრო ააყროლებენ ჰაერს მიშას პამპერსები, მით უფრო დაამცირებენ თვითონ მიშას!
×
×
  • შექმენი...