-
პოსტები
1.392 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
9
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი GeoStream
-
სირტი - ათასობით გვამით მოფენილი ქალაქი
GeoStream replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხმელეთზე ლიბიელები ომობდნენ ორივე მხარეს 98%-ით. - ეგ როგორ გამოთვალეთ? დასავლეთელი ტელეკომპანიების ნაჩვენები კადრებით? მაგ ტელეკომპანიებმა ლიბიის მეზობელ ქვეყანაში დაგაიღეს ტრიპოლის დაცემის კადრები და მსოფლიოს აჩვენეს ეს პროპაგანდიული ინსცენირება. ეგენი საფრანგეთის უცხო ლეგიონის კადრებს გაავრცელებდნენ? ან ლიბიელს თქვენ გაარჩევთ "ალ-კაიდა მაგრიბას" მეომრისგან? დასავლეთის ქვეყნების დეზინფორმაციის მანქანა ისეთივე დატვირთვით მუშაობდა, როგორც დასავლეთის ქვეყნების ავიაცია, არტილერია და სამხედრო გემებიც წარმოიდგინეთ როცა საფრანგეთის უცხო ლეგიონის მონაწილეობის მონაწილეობის ფაქტები გამომჟღავნდა და შეიქმნა მუქარა რომ რუსებს შეეძლოთ ეს საკითხი გაეროში დაეყენებინათ, მაშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟიუპე სასწრაფოთ ჩამოფრიბდა მოსკოვში და ლავროვს რაღაცეებს დაჰპირდა. ლავროვმა გაახმიანა, რომ ფრანგები რუსეთისთვის ვიზების გაუქმებისთვის მზად არიან-ო. ვის რაში შწირდება ეგ ვიზები, მაგრამ ფაქტი ფაქტია! რომ ამ ჟოპა ჟიუპემ სარკოზი/კუშნერის ფრანგული სიაფანდობა გაიმეორა (როგორც 2008წელს) და როცა რუსეთმა დააყენა გაეროში ლიბიის საკითხი და ფრანგების იარაღის მიწოდებაზე, ინსტრუქტორებზე და უცხო ლეგიონზე არაფერი თქვა. მაშინ ფრანგი მინისტრის ჟოპა ჟიუპეს მდივანმა განაცხადა, რომ რუსებმა სწორე ვერ გადათარგმნეს ტექსტიო და ჟიუპემ თქვაო, როცა ევროკავშირი გააუქმებს ვიზებსო( ), ჩვენც მზათა ვართო გავაუქმოთო... სამოქალაქო დაპირისპირება შირმა იყო, პროპაგანდული ფარი რომლის უკან აშშ და ევროპა თავის საქმეებს აკეთებდა. მარტო აჯანყებულების ლეგიტიმურ ხელისუფლებად გამოცხადება რა ღირს? :huhu: "უფრო ერაყიზაცია" - რა სხვაობას ხედავთ ავგანისტანიზაციასა და ერაყიზაციას შორის? მე იმ ფაქტს მინდა გავუსვა ხაზი, რომ ლიბიაში აშშ და ალ-კაიდა ერთად იბრძოდნენ და ეხლა როგორ გაინაწილებენ გამარჯვებას და ლიბიის ისლამიზაციას ვნახოთ. ევროპამ ფული "მოჭრა" და ისლამური პრობლემა მაქსიმალურათ დაიახლოვა. -
მოიცა, ნუ ახამხამებ, თვალებში უნდა ჩაგხედო. არაააა... შენ ბოკერიას ვერ გააუპატიურებ! ისევ კანონიერი გასამართველიბის გზით უნდა ვიაროთ!
-
ჰოო! ხო გადაუხადა იგორამ ყველას 5 მილიონი და ბოდიში მოუხადა, რომ პუტინის გვერდითა დგას.
-
თუ წახითხული გაქვთ ეგ ღია წერილი, იქ ამბობს ბიძინა - მიშა დროზე გადადექი, რომ საქართველოში ცხოვრების უფლება მაინც მოიპოვო. ე.ი. მიშას გასამართვება გარდაუვალად მიაჩნია ბიძინას. და არა მარტო მიშასი. ამ ეტაპზე პროამერიკული განწყობის გამომჟღავნება , პროამერიკული კურსის შენარჩუნება აუცილებელი იყო. ვერ დააბრალებენ პრორუსულობას. რესპებთან და ალასანიასთან კავშირი იმას კი არა ნიშნავს, რომ მაგათ მოიყვანს ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში თვითონ უნდა მოსვლა! სხვაობას ხედავთ? გასაგებია, რომ ზოგს აღიზიანებს რომ ბევრი ფული აქვს, ზოგს რომ ზვიადს არა ჰგავს, ზოგს რომ გიორგაძე არაა და ა.შ. ყველას თავის ჭიანჭველები დაურბიან თავში. მაგრამ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ერთი ტირანი ამ სამშობლოში. მარტო საკუთარ გულის ჭიებზე და თავის ჭიანჭველებზე ნუ ვიფიქრებთ. ვისაც (ფარულ მიშისტებს) გაგიტკბათ მიშას კრიტიკა ვერაფერს გირჩევთ: თქვენი საქმისა თქვენ იცით!
-
აუჰჰჰ! რამდენჯერ მსმენია ეს... (laci, ისევ საკუთარ თავზე არ მიიღოთ!)... რახან მიშამ არ გააგდო (დასაჯა, გაასამართლა, მოკლა.. რასაც თქვენი სული, ბატონებო, მოისურვებს) შევარდნაძე, მაშასადამე მიშა შეკრულია ედიკასთან. რა გგონიათ, საცოდავ ინტერნს აშშ-დან (მიშკას) იმდენი კავშირი და გავლენა აქვს, რამდენიც ბეიკერს, ჰელმუტ კოლს და ა.შ. ? რა გგონიათ, რატომ არ მოკლეს შევარდნაძე რუსებმა სოხუმის დაცემის შემდეგ? რატომ იტყუებოდა ელჩინი ყველას გასაგონათ, რომ მისმა გაგზავნილმა მფრინავებმა გამოიყვანეს ედიკა? იმიტომ, რომ სოხუმის დაცემის დღეებში ელჩინი გააფრთხილეს დასავლეთის ლიდერებმა, რომ პირადად აგებდა პასუხისმგებლობას შევარდნაძის სიცოცხლეზე! მიშას რომ შეეძლოს ამერიკის, გერმანიის (გაერთიანება გაიხსენეთ) წინააღმდეგ წასვლა შევარდნაძის მიმართ, წავიდოდა! დიდი ხანია წავიდოდა. და გაანებეთ თავი ამ თემაზე სპეკულირებას, თუნდაც იმიტომ, რომ მცდარია... ედიკას საერთაშორისო სახელი და კავშირები აქვს. და მიშა არაფერ შუაშია. პ.ს. laci, ისევ საკუთარ თავზე არ მიიღოთ!
-
საქართველო და რუსეთი- მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თემა
GeoStream replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ე.ი. საქართველომ უარი თქვა დოკუმენტში საქართველო-რუსეთის საზღვრად იყვეს მოხსენებული საბაჟოები აფხაზეთში და ოსეთში - ოკუპაციის ლეგალიზაციის გზას დაადგა მიშას ხელისუფლება! თან რუსები ვითომ "ფიქრობენ" დასთანხმდნენ, თუ არ დასთანხმდნენ ოკუპაციის ლეგალიზაციას? ეეხ... მაგარი გამოცდილები და გაცვეთილები არიან რუსები დიპლომატიაში. ჩვენი ბიჭუკელებისგან გასხვავებით. ბოკერიამ დიდ გამარჯვებათ გამოაცხადა ეს კომპრომისი. ვისაც უნდა ჭამოს ეს გამარჯვება! გაგახსენებთ, 2008 წელში ნაცმოებმა მიშა გენიოსათ გამოაცხადეს "ეხლა ჩვენი პრობლემა ევროპელების პრობლემად აქცია მიშამ. ამაში არისო აგვისტოს ომის შინაარსიო!" ხომ არ დაგავიწყდათ, ხალხო? მაშინაც ხომ ვიღაცამ ჭამა ის ახსნა .... აი მაგიტომ მივაწერე ჩემ ავატარას! -
სირტი - ათასობით გვამით მოფენილი ქალაქი
GeoStream replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეს იყო ინტერვენცია სუვენერულ სახელმწიფოს წინააღმდეგ, მტაცებლური ომი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ ჩატარებული, ჩვენგან სიჩუმით მხარდაჭერილი. ეხლა რა აზრი აქვს ცრემლების ყრას? ეხლა უნდა ვზეიმობდეთ ან ვდუმდეთ! რა სამოქალაქო დაპირისპირებაა, როცა ომობს "ალ-კაიდა", "ალ-კაიდა მაგრიბა", ბრიტანეთის სპეცნაზი, საფრანგეთის "უცხო ლეგიონი" და ნატოს ავიაცია და არტილერია? ეხლა აღმოაჩინეს აჯანყებულებმა, რომ გამარჯვების შემდეგ საზღვრების დაცვა, მოსახლეობიდან იარაღის ამოღება, მაროდიორების დაჭერა და ათასი რამე საუთარი ძალებით არ შეუძლიათ. სამოქალაქო ომი ეხლა იწყება. ლიბიის ავგანიზაცია ეხლა იწყება, თანაც ევროპის უშუალოდ გვერდით. ცრემლები ეხლა ყასიდია. ამიტომ არავინ არ პოსტავს ამ თემაში. თანაც, ეს ცალკე თემა კი არ უნდა იყვეს, არამედ "კადაფი დაიჭირეს" იქ უნდა იდოს და მაშინ არ იქნება საჭირო ხელმეორედ (მესამედ, მეოთხეთ, ...) დაიწეროს ვინ, რატომ, რისთვის, რა პერსპექტივებით გაჟუჟა ამდენი და ბევრად უფრო მეტი ხალხი (თუნდაც მისტრატა გაიხსენეთ). -
ივანიშვილი რადიოაქტტიულ ნივთიერებებს აგროვებს
GeoStream replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გაიხუმრეთ, გავიხუმრე. -
"ივანიშვილის პრობლემის" გადაჭრის გზები
GeoStream replied to georgekh13's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აი ამაზე რას ფიქრობთ: "სამეგრელოში ხელისუფლება გასამხედროებული ფორმირებების ჩამოყალიბებას ცდილობს. შეკითხვაზე, თუ რისთვის სჭირდებათ ეს, პასუხობენ _ ყოველი შემთხვევისთვისო. არსებობს ვერსია, რომ ეს ფორმირებები ზოგან 10-15, ზოგან 50 და 100 მებრძოლისგანაა შემდგარი; ერთ-ერთ ენგურისპირა სოფელში ასამდე მებრძოლია ამგვარ გაერთიანებაში და მათ ყოფილი პოლიციელი მეთაურობს. ისინი გარკვეულ გასამრჯელოსაც იღებენ და წვრთნას სენაკის სამხედრო ბაზაზე გადიან. მათ ეუბნებიან, რამე რომ იყოს, თქვენ უკეთ არ იცით და არ დაიცავთ თქვენს სოფელს, ქალაქს, თქვენ შემოგარენსო." წყარო გამოკითხვაზე. 1. რა მოუვა თავში მიშას ეგ ჩემ თავში არ ეტევა. ყველაზე დიდ ნაძირალობასაც არ გამოვრიცხავ ამათგან. 2.თუ გინდათ ჩემი აზრი, ეხლა ეს მოსალოდნელი აგრესია ბიძინას პრობლემა კი არაა, უფრო ჩვენი პრობლემაა, ჩვენი საზრუნავი. ინვალიდებივით სულ სხვის მორთმეულს არ უნდა ველოდებოდეთ. გამოკითხვა კი არა, ერთი დიდი თემა უნდა შეიქმნას, სადაც ხელისუფლების ყველა აგრესიულ ქმედებას და აგრესიულ გეგმას დავდებდით. მაგალითად "ქართუ ბანკს" ისევ ავიწროვებენ. რამდენიმე ფაქტებია მოყვანილი პრესაში და რატომღაც მაგას არ განვიხილავთ. მე ის ხალხი მაკვირვებს საქართველიდან გაქცევას აპირებდა თუ ალასანია არ გაიმარჯვებდა და ეხლა (როცა გამოჩნდა ბიძინა) ისე განაზდნენ, რომ აქტიურობას ვეღარ ვხედავ. -
თემას დავუბრუნდეთ! აი სამეგრელოში რა მუქარებს აქვს ადგილი ზურაბ კვარაცხელია: რამდენიმე პრინციპული საკითხის გარკვევის შემდეგ უნდა გადაწყდეს, დაუჭერს თუ არა სამეგრელო მხარს ბიძინა ივანიშვილს "_ არსებობს ინფორმაცია, რომ სამეგრელოში ხელისუფლების დაკვეთით ქალაქად და სოფლად იქმნება სამხედრო ფორმირებები, რომლებშიც გაწევრიანებული არიან არამხოლოდ ვეტერანი მებრძოლები, არამედ კრიმინალებიც. რას ფოქრობთ ამის თაობაზე? _ ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია და მსურს, საგანგებო განცხადება გავაკეთო. ამ ბოლო დროს, არ ვიცი, სხვაგან როგორ, მაგრამ სამეგრელოში ხელისუფლება გასამხედროებული ფორმირებების ჩამოყალიბებას ცდილობს. შეკითხვაზე, თუ რისთვის სჭირდებათ ეს, პასუხობენ _ ყოველი შემთხვევისთვისო. არსებობს ვერსია, რომ ეს ფორმირებები ზოგან 10-15, ზოგან 50 და 100 მებრძოლისგანაა შემდგარი; ერთ-ერთ ენგურისპირა სოფელში ასამდე მებრძოლია ამგვარ გაერთიანებაში და მათ ყოფილი პოლიციელი მეთაურობს. ისინი გარკვეულ გასამრჯელოსაც იღებენ და წვრთნას სენაკის სამხედრო ბაზაზე გადიან. მათ ეუბნებიან, რამე რომ იყოს, თქვენ უკეთ არ იცით და არ დაიცავთ თქვენს სოფელს, ქალაქს, თქვენ შემოგარენსო. ვაცხადებ, რომ საგანგაშოა ეს ყოველივე. ხელისუფლებამ, რომელიც რეალურად დადგა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე, შეიძლება ნებისმიერი პროვოკაცია მოაწყოს, მათ შორის, სამოქალაქო დაპირისპირების ან სულაც მორიგი სამხედრო ავანტიურის ინსპირირებაც კი სცადოს ენგურს გაღმა. მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს: ფხიზლად, ძმებო! მანქურთებად არ გაქციონ და საშინელი მიუტევებელი ცოდვა არ ჩაგადენინონ ამ დაუძინებელმა მტრებმა. არ გაცდუნონ და ისე ნუ იზამთ, რომ წყევლა-კრულვით მოგიხსენიებდეთ შთამომავლობა. იცოდეთ, რომ მერკანტილურ ინტერესებზე მაღლა სამშობლოს ინტერესები დგას. დაფიქრდით ამაზე. ესაუბრა ლადო ქირია" რას ფიქრობთ ამაზე ხალხო?
-
უხამსობაა!
-
ივანიშვილი რადიოაქტტიულ ნივთიერებებს აგროვებს
GeoStream replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მოკლედ უკვე მეზარება თქვენი კითხვა, ხალხო! სადა ცხოვრობთ, რამეს კითხულობთ (საკუთარი პოსტების გარდა), საქმის კურსში ცდილობთ იყვეთ? თუ აქ ბირჟა ნახეთ... ბიძინას ბავშვისთვის მოჰქონდა ლევინს ჟურნალი და ეგ მინერალები (ჟურნალს თან მოჰყვებოდა როგორც დამატება). რა კრეჭვა და ჯღანვა "ბიძინა მკითხაობს"-ო? :თითისაფეთქელთანსმაილიკი: აგერ რამის ფორუმელი საიქიოს გაისტუმრეთ "ცუდად ვარ იმდენი ვიცინე"-ო ... -
ივანიშვილი რადიოაქტტიულ ნივთიერებებს აგროვებს
GeoStream replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თემის სათაური გადაიკითხე, მოდერ! -
ივანიშვილი რადიოაქტტიულ ნივთიერებებს აგროვებს
GeoStream replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რამხელა დისტანციაა ლევინს მინერალები ჩამოართვეს და ბიძინა რადიაქტიურ ნივთიერებებს აგროვებ! მაგრამ რა ხალისით გადატოპა საზოგადოებამ ეს დისტანცია ხელისუფლების დაკრულზე! რა იოლად ცეკვავთ თვითონ სიტყვა "აგროვებს" რომ ჭუჭყია ამ სიტუაციაში გესმით? თუ აგიხსნათ -
ბაბუაგიორგი რისი გაკეთება შეუძლია მაგ აკადემიას თქვენთვის? ეგენი არიგებენ მოქალაქეობას?
-
მაშინ ამიხსენით მენეჯმენტის(მართველობის) ფორმა მარკეტინგის ფილოსოფიით როგორ არის ჩანაცვლებული? და კიდევ. მინდოდა ბიძინას სოციალურ პროგრამაზე მესაუბრა თქვენთან. მაგრამ ამ თემაში არ მინდა. აქ თქვენ თეორიაზე ვისაუბროთ. ბიძინაზე ერთ ადგილას მოვუყაროთ თავი.
-
ვისი პროექტია (თუკი არის ) ჭორვილელი მილიარდერი
GeoStream replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გამოკითხვაში არა, მაგრამ იყო მაგაზე ლაპარაკი აქ, ფორუმზე. ვერ დააკმაყოფილებთ და ვერ ვუპასუხებ ისე ერთხელ უკვე დავწერე და გავიმეორებ. ბიძინა რუსეთის აგენტიაო ამერიკელებზე ვერ მოახდენს შთაბეჭდილებას. ამიტომ მიშას უნდა დაებრალებინა "ბიძინა ალ-კაიდას აგენტია"-ო თუმცა ამერიკელებთან ბიძინა ისე ახლოა, რომ ეგეც ვერ გაჭრიდა, ალბათ! -
მართალი ხართ, შემეშალა, კრასნოიარსკის ქარხნები იყო. კრასნოიარსკში კი უფროსი ძმა, ალექსანდრე იყო. ალექსანდრე ლებედევს კი, კიდევ ერთხელ მართალი ხართ, ბერეზოვსკი კურირებდა და აფინანსებდა.
-
ზუსტი მნიშვნელობით
-
ვისი პროექტია (თუკი არის ) ჭორვილელი მილიარდერი
GeoStream replied to DonCaredo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თუ ბიძინას ინტერვიუ ია ანთაძესთან სტრიქონ გამოშვებით არ წაიკითხეთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ ბიძინამ თქვა: არავითარი სოსროსი არ იყოო, სოროსის მაგივრად მე ვაფინანსებდიო ვარდისფერ ბიჭებსაო. ე.ი. ბიძინა კი არაა მიშას პროექტი, არამედ მიშაა ბიძინას პროექტი! დაუმატეთ გამოკითხვას პასუხის ეგ ვარიანტი, თორემ ვერ ვიღებ მონაწილეობას გამოკითხვაში! -
იმ ლებედზე არაა ლაპარაკი, რომელზე ყველამ გაიფიქრეთ. იმის ძმაზეა ლაპარაკი, გუბერნატორზე. რომელიც კრემლისთვის მოუხერხებელი იყო და მოიშორა კრემლმა. ე.ი. კრემლთან კავშირი ისევ არ ჩანს. ეგ გუბენატორი ლებედი თავის ტერიტორიაზე განლაგებულ მეტალურგიურ კომბინატს, რომელზეც დავობდნენ ჩიორნი, დერიპასკა, ბიკოვი, ივანიშვილი და პოტანინი, როგორც თავის საკუთრებას უყურებდა. ეგ ტრადიციული დამოკიდებულია ყველა გუბერნატორისთვის რუსეთში. მანდ, დერიპასკა იყო კრემლის კაცი. ბანდიტი იყო ბიკოვი და ციხეში უკრა კრემლმა თავი. მანამდე კი ბიკოვმა ჩიორნი მოიშორა. მაგ კონფიგურაციაში ლებედის და ივანიშვილის კავშირი სასიცოცხლოდ აუჩილებელი იყო. რამდენი გუბერნატორი გაუგორებიათ რუსეთში მაგაზე უფრო ნაკლები ფულის გულისთვის!! მოსკოვის ცენტრში, პირდაპირ არბატზეც გააგორეს ერთი... ბიძინას მიშა ომს ვერ მოუგებს და ნურც ეცდება!
-
ია ანთაძის ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან
GeoStream replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არ ვიცნობ, გამიგია და პარტიებიც მაქვს მაგისი რამდენიმე გარჩეული. უბილავას თუ იცნობთ? -
თეორია არაა (აქსიომა-ახსნა-პროგნოზირება), მაგრამ ტერმინად შეიძლება მივიღოთ. თუ კამეჩს ურმის უკან არ დააყენებდით: ჯერ აგვიხსნიდით რას გულისხმობთ მაგ ტერმინით და მერე გაოიყენებდით! თუმცა ეხლაც არაა ბოლომდე გასაგები: სადაური სუპერმარკეტია, თუ შიგნით ასარჩევი პოლიტიკოსები არა არიან? პოლიტიკა- ეკონომიკის გაგრძელებაა ყოველთვის კომერციალიზირებულია!!! თუნდაც ბიუჯეტის შეგროვება და განაწილება აიღეთ. "პოლიტიკური მმართველობის ფორმა მარკეტინგის ფილოსოფიით არის ჩანაცვლებული." - მმაართველობის ფორმა, მმართველობა მენეჯმენტის საგანია და არა მარკეტინგის. ბიძინა კი მენდჟერია და არა მარკეტოლოგი
-
მოქალაქეობის ჩამორთმევა, ბანკის პრესვა, ახლობელი ხალხის განთავისუფლება და დაჭერა, მედიაში ისტერია მეტყველებს მიშას და მიშას წრის ბიძინაფობიაზე. თუმცა, შეიძლება, ჩეხეთში ამას სუპერმარკეტი ჰქვია! ამ ასოების საიდუმლოებას თუ გაგვიხსნით, ვეცდები გიპასუხოთ!