-
პოსტები
1.392 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
9
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი GeoStream
-
ბატონო ბიძინა გაგვიღე გულის კარები!
GeoStream replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხელის ჩამორთმევით ალბათ ... ჭადრაკის პარტიის დაწყების წინ -
ყურადღებით წაიკითხეთ - რამდენმა ხალხმა დაუჭირა ფულით (საშუალოდ 1000 მანეთით შეაგროვეს ეგ 4 მილიონი) მხარი ვოვას წინააღმდეგ მიტინგს! არაა გამორიცხული, რომ მალე ვოვა ხელზე ასაყვანი იქნება!
-
ნახეთ, DonCaredo-მაც კი არ აიყვანა ვოვა ხელში!
-
ბატონო ბიძინა გაგვიღე გულის კარები!
GeoStream replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰოო! შენ ვერ მოგატყუებს ბიძინა! შენთან შანსი არა აქვს... აი ჩვენ კი მოგვატყუებს :კოკისპირულიცრემლებისსმაილიკი: ნეტა ის ყავა დამანახა, რომელზეც მკითხაობთ ბიძინას და საქართველოს მომავალზე! -
კარგი, ძმაო! რამდენიც გინდა იმდენი იფიქრე და დაასაბუთე როგორ ასხავს წყალს ქართული ოპოზიციის წისქვილზე საპროტესტო მიტინგები. მართლა მაინტერესებს
-
ამ პროტესტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების წინ მიდის და თან პუტინს და პუტინის პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული. Сегодня в центре им. Сахарова прошло заседание оргкомитета митинга на проспекте Сахарова 24 декабря. Трансляцию заседания можно было смотреть в режиме реального времени на сайте «Эхо Москвы». На заседании Сергей Пархоменко объявил список людей, которые будут выступать на митинге. Выступающих определяли с помощью facebook-голосования, ведущих выбрали во время заседания. Ими стали Владимир Рыжков и Ольга Романова. Не все желающие смогут присутствовать на митинге, поэтому некоторые из них записали видеообращения, которые будут транслироваться с трех экранов на сцене. Slon приводит список выступающих: 1) Леонид Парфенов, журналист. Его нет в Москве, Парфенов выступит по видеозаписи 2) Алексей Навальный, политик. Выступление со сцены 3) Юрий Шевчук, музыкант. Нет в Москве, выступит по видеозаписи. 4) Григорий Чхартишвили. Выступит со сцены 5) Михаил Ефремов, актер. Выступит по видео 6) Дмитрий Быков, писатель, журналист. Не сможет выступить 7) Лия Ахеджакова. Выступит по видео 8) Михаил Ходорковский. Не сможет выступить по видео, возможно, вместо него выступить его адвокат Юрий Шмидт 9) Борис Немцов, политик. Выступит со сцены 10) Михаил Горбачев, политик. Выступит со сцены 11) Чулпан Хаматова, актриса. Не сможет выступить 12) Артемий Троицкий, музыкальный критик. Выступит со сцены 13) Виктор Шендерович, писатель. Выступит со сцены 14) Ольга Романова, журналист. Выступит со сцены 15) Михаил Прохоров, политик. Выступит со сцены 16) Олег Басилашвили, актер. Не подтвердил участие, будет не в Москве 17) Светлана Сорокина, журналист. Не сможет выступить 18) Владимир Рыжков, политик. Выступит со сцены 19) Илья Яшин, политик. Выступит со сцены 20) Григорий Мельконьянц, организация «Голос». Выступит со сцены. 21) Гарри Каспаров, шахматист. Выступит со сцены 22) Алексей Венедиктов, журналист. Не сможет выступить 23) Оксана Дмитриева, политик. Не сможет выступить, будет в Санкт-Петербурге 24) Владимир Познер, телеведущий. Обратится по видео 25) Григорий Явлинский, политик. Не ответил на вопрос, сможет ли выступить, организаторы не смогли с ним связаться. «Яблоко» предложило кандидатуру Митрохина, оргкомитет не согласовал. 26) Алексей Кудрин, политик. Не смог ответить, придет ли на митинг 27) Евгения Чирикова, политик. Выступит со сцены 28) Ксения Собчак, журналист. Выступит со сцены 29) Евгений Ройзман, политик. Выступит со сцены 30) Геннадий Гудков, политик. Выступит со сцены. Его выступление согласовали на оргкомитете 23 декабря 31) Сергей Удальцов, политик. Выступит по видео Ведущие: Ольга Романова и Владимир Рыжков Музыканты: Алексей Кортнев «Несчастный случай», Вася Обломов, Василий Шумов Безопасность и комфорт: Юрий Сапрыкин: К нам приедут полевые кухни МЧС, чай и горячая каша. Мы поставили туалеты. Сергей Пархоменко: Возьмите с собой паспорт, и не берите с собой стеклянные бутылки, мегафоны и колюще-режущие предметы. Ольга Романова: Возьмите с собой целлофановые пакеты для рук и ног – лучшая теплоизоляция. Геннадий Гудков: Я отвечаю за безопасность. Есть два важных момента. 1) Неосозанное действие толпы. Будут стоять барьеры, главное, чтобы толпа не устраивала давления. И вам важно самим не давить, а если вы видите провокации, то тоже будьте осторожны и не давите. 2) Риск прямых провокаций. Есть свидетельства, что ряд молодых людей будет готовить провокации, если вы видите – говорите сотрудникам МВД, они предупреждены и будут вылавливать неадекватных людей. Борис Немцов: Вип-зоны на митинге нет. Есть зона для журналистов около сцены. Отчет о собранных средствах: Ольга Романова: Мы собрали почти 4 млн руб и деньги продолжают поступать. Средний размер транзакции около 1000 руб. Очень много денег поступало с Урала и Сибири. Вчера из этих денег был оплачен счет на 2,5 млн рублей за сцену. Сейчас на банковском счете осталось 400 000 рублей и порядка 700 000 рублей на Яндекс-Кошельке. Деньги пришлось разделить, поскольку Яндекс-Кошелек не позволяет проводить транзакций больше чем на 3 млн в месяц. Часть из этих денег предстоит вернуть тем, кто из своего кошелька оплатил туалеты. Еще часть пойдет на оплату услуг «Левада-центра», который готовит обширный опрос. Ну и порядка 500 000 уйдет на налоги. Вся оплата проходит только при наличии договоров и всех необходимых документов. Владимир Рыжков: Думаю надо устроить голосование среди людей, на что потратить оставшиеся деньги. Сделать несколько пунктов, к примеру, на Московскую ассоциацию избирателей, на организацию следующих митингов и тд, и пусть, те, кто перечислял деньги, сами решают. Мне кажется – это будет правильно. Остальные участники его поддержали. Представитель ФАР: В день митинга мы устраиваем автопробег «За честные выборы!» Пробег начнется в 12 часов, старт традиционно на Зубовском бульваре.
-
ბატონო ბიძინა გაგვიღე გულის კარები!
GeoStream replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „ვაცლავ ჰაველი სამაგალითო პოლიტიკოსი იყო“ ბიძინა ივანიშვილმა ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის გარდაცვალება საქართველოში ჩეხეთის საელჩოს მიუსამძიმრა. ამ მიზნით ივანიშვილი საელჩოში პირადად მივიდა. საელჩოდან გამოსვლის შემდეგ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვაცლავ ჰაველი მისთვის სამაგალითო პიროვნება იყო. "მან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. კითხვაზე, თუ ვინ არის ჩემთვის სამაგალითო პოლიტიკოსი, ყოველთვის ვპასუხობდი და დღესაც ვპასუხობ, რომ ეს არის ვაცლავ ჰაველი. დიდი პიროვნება დაკარგა მსოფლიომ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ------------------------------------------------------------------------------------ ეეეე... აბა მიშას რად აფინანსებდა, - არა Ostap? -
კიდევ აი ეს წაიკითხეთ: Известные москвичи просят Д.Медведева не вводить в столицу войска ბმული აქ არის ვისაც არ გეზარებათ სურათები დადეთ მაგ ორ ბმულიდან!
-
აი ეს წაიკითხეთ ჯერ: В московском метро прошла акция "Мой голос украли". ФОТО ბმული აქ არის მერე ვილაპარაკოთ
-
აუუფ! თქვენი დაპატიჟება ჩემთვის ძალიან დიდი პატივის ცემაა! ვერ შევიფერებ - არა ვარ ღირსი ბატონი Ostap დაპატიჟეთ - იმას მოსწონს თქვენი აზრები და პლიუსებსაც დაგიწერთ! )
-
კალაძის ახალი განცხადება ნაკრებთან დაკავშირებით ...
GeoStream replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ქართველ ფეხბურთელებიდან ყველაზე მაღალ მწვერვალებს მიაღწია - ევროპის თასები, კონტინეტთა შორისო თასი და ა.შ. მაგის ახლოს არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არა დგას. და ვან პერსის მაგალითი მცდარია (აბა რა მოიგო ვან პერსიმ, ან "არსენალმა"). ზიდანიც რომ გეხსენებინა, მაინც ცუდი მაგალითი იქნებოდა - ზიდანი არა ქართველი.. ქართველებზეა ლაპარაკი. ჰოო, ბიძინა ივანიშვილი ბილ გეიტსი არაა!.. გაიხარეთ წითელი მაკასინებით რომ უვლია არაა კარგი. აქ დაგეთანხმებით... ჩემთვის არავითარი მესია არაა. ეს თქვენ გყავდათ მესიები - ზვიადი, ედიკა, მიშა! ეგ თქვენ იდარდეთ -
კალაძის ახალი განცხადება ნაკრებთან დაკავშირებით ...
GeoStream replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ივანიშვილის კრიტიკანობა არის ზუსტად ანანიზმი! ზოგჯერ კაცმა კისერში უნდა მოგცხოს, რომ ცოტა გონებაზე მოხვიდე, გიორგი. 1. ჯერ შენს ვებ-ოსტატობაზე გეტყვი. ucoz.ru და worldpress.com მზა საიტების შაბლონების ტექსტით და სურათებით შევსება არ არის ვებ-ოსტატობა. მაგას ჩემი მე-5 კლასელი ძმა აკეთებს. ბავშვობაა ეგ ამბე! არც აპაჩი, არც მუსკული, არც PHP შენ არ იცი. და გაიძახი ჩეხები რასისტები არიანო იმიტომ არ მიკვეთავენ დიდ ვებ-ოსტატს საიტებსო. 2. შენთვის ჩეხები რასისტები არიან(საიტებს რომ არ გიკვეთავენ), საქართველოს საპატრიარქო ჩათლახები (რომ ბიძინას მოქალაქეობაზე ლაპარაკობენ, შენზე კი არც გაუგიათ), "საქართველოს აკადემია"-ს "ფულის აკადემიას" ეძახი, რომ ბიძინას ტოლ პიროვნებათ არა გცნეს, ქართველი ხალხი ჩამორჩენილი, რომ ბიძინამ იმედი ჩაუნერგა ამ უსაშველო მიშას გრიალის შემდეგ და ა.შ. ჩამოდი მიწაზე - ერთი ჩვეულებრივი ქართველი ხარ. და იყავი ჩვეულებრივი, რომ ნორმალურად მოგმართონ! 3. მენეჯმენტის ფორმა მარკეტინგის ფილოსოფიაში გეშლება! როდისმე თუ გჭერია ხელში ან მენეჯმენტის, ან მარკეტინგის სახელმძღვანელო. გვიან არა, რომ გადაიკითხო. სანამ მაგ ჩანაცვლების თეორიებს გააცნობ განათლებულ ხალხს. და სანამ ვითომ ინტელექტუალობას დაუწუნებ ასაკოვან ხალხს, მარტო იმიტომ რომ ბერას "ქართული ოცნება" მოსწონთ. საერთოდ, ეს უზომარი თვით სიამაყე სულ გამგალენჩებს, თუ დროზე არ შეიგნებ, რომ ჩვეულებრივი და რიგითი ქართველი ხარ. აქ ორი გზა გაქვს: 1. "ორი არაჩვეულებრივი ფსიქიატრი" მოიშველიო, ან 2. უბრალო რჩევა ნორმალურად მიიღო და გაითვალისწინო. ყოველთვის მზათა ვარ ნორმალურ და ჩვეულებრივ ადამიანს ნორმალურად და ჩვეულებრივათ ვესაუბრო. -
კალაძის ახალი განცხადება ნაკრებთან დაკავშირებით ...
GeoStream replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჯიგარი იქნებოდა ან შალვასთან, ან ნინოსთან რომ მისულიყო. მაშინ ამ ფორუმზე ბულბულები უმღერებდნენ! თუმცა იმაში გეთანხმები, რომ მაგან ერთადერთმა არ მიატომა დემეტრაძე და დიდი ხანია დემეს უდანაშაულობაზე ლაპარაკობს! -
კალაძის ახალი განცხადება ნაკრებთან დაკავშირებით ...
GeoStream replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვიგულისხმე ის რაც შენ თვითონ დაწერე ამ ფორუმზე! რუსებს ვუთხარი "შევარდნაძეს ვებრძოდიო და ხელგაშლილები შემხვდნენო". მაშინ მე 6 წლისა ვიყავი. მართლა უნდა დაგეხვრიტე? ხომ მაინც აღიარე, რომ სოხუმი არ დაგიცავს! აი ეგ არის მთავარი შენი შეცდომა! გველი? ექვსი წლის სოხუმელი ბიჭები ეხლა საკუთარ და მშობლების ოჯახებს ინახავენ. მე რა? იმათ ვერასდროს ვერ გაუსწორებ თვალს! ალასანიას ბიჭისაც მაგიტომ გეშინია. თანაც მაგან უკვე უშიშროებაშიც იმუშავა, და შენზე ბევრად მეტი იცის. და მთავარი. არასდროს 1993 წლის ამბავს ხმამაღლა არ გაგახსენებდი. მაგრამ ყველა ზომა წონა დაკარგე ივანიშვილის გამო. სანამ სხვას დაუწუნებ, ზოგჯერ საკუთარ თავსაც და ჩადენილს უნდა გადახედო ხოლმე. -
კალაძის ახალი განცხადება ნაკრებთან დაკავშირებით ...
GeoStream replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
1993 წელს აფხაზეთში იყავი. ალასანია დახვრიტეს აფხაზებმა. გიორგი ალანია კი პატივისცემით რუსეთის საზღვარზე გაატარეს! მაშინ რა ფასი ჰქონდა ღირსებას? რამდენი გვანცა გააპატიურეს და დაკლეს შენი ღირსების ფასად თუ დაფიქრებულხარ? ეხლა კალაძეზე გაჟრიალებს? -
ამ სიცივეში წყალის დასხმა კარგი გგონია? საქართველოსთან არავიტარი კავშირი არა აქვს რუსეთში მიმდინარე პროტესტებს. საქართველოსთან არც აშშ დემონსტრანტების დაკავებას აქვს კავშირი.
-
ჰოო..ნაღდი ქართველი ხარ! და 0:11 დამამარცხე.
-
თქვენი კუმირი პუტინი გაგახსენდათ?
-
-
1. განათლებული ადამიანი ექვსჯერ არ იტყოდა "პინგვინები" - უფრო მდიდარი სიტყვების მარაგით ისარგებლებდა. 2. განათლებული ადამიანი არ მიაყენებდა შეურაწყოფას ხალხს "თავჯდომარის ერთი წლით არჩევის" გამო. 3. განათლებული ადამიანი არ გააფეტიშებდა "თავჯდომარის ერთი წლით არჩევას" და გადაიკითხავდა აშშ, საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის კონსტიტუციებს. და ნახავდა (თუ განათლება არ აძლევს შესაძლებლობას თვითონ ესმოდეს) რომ 1 წლით არსად არ ნიშნავენ(ირჩევენ) პრეზიდენტს. 4. განათლებული ადამიანი უბრალოდ წარმოიდგენდა რა შეიცვლებოდა თუ 1 წელი სააკაშვილი იქნებოდა პრეზიდენტი, 1 წელი ბოკერია, ერთი წელი მერაბაშვილი და ა.შ. 5. განათლებულმა ადამიანმა იცის რა არის ძალაუფლების გადანაწილება ხელისუფლების სხვადა სხვა შტოებს (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) შორის. ამას ცალკე გაუსვა ხაზი ივანიშვილმა და მოყვა როგორ ხდება მაგის კორპორაციაში ფუნქციების და კომპენტეციების გადანაწილება. ამას სკოლაშიც ასწავლიან უფროს კლასებში . 6. განათლებული ადამიანი ნოე ჟორდანიას გადაიკითხავდა.
-
ბიძინა ივანიშვილის მოხსენების სრული ტექსტი «ქართული ოცნების» პრეზენტაციაზე პირველ რიგში, მინდა მოგესალმოთ ყველას, ვინც მოახერხეთ და დღეს ჩვენთან ერთად ხართ ამ დარბაზში ან დარბაზის გარეთ შეიკრიბეთ. თქვენთან ერთად მივესალმები მათ, ვინც ტელეეკრანებთან და რადიომიმღებებთან ადევნებს თვალყურს ჩვენს შეკრებას. მივესალმები მათ, ვინც ვერ გვიყურებს და ვერ გვისმენს, მაგრამ ჩვენსავით ფიქრობს. მივესალმები მათაც, ვინც ჩვენსავით არ ფიქრობს, მაგრამ ასევე უყვარს საქართველო და ოცნებობს მის საუკეთესო მომავალზე. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა უფრო ფართო შეკრების მოწყობა, თუმცა წინ კიდევ ბევრი, დიდი თუ პატარა შეკრება გველის და საბოლოოდ მთელ ქვეყანას ერთ მუშტად შევკრავთ თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად. საზოგადოებრივი მოძრაობა «ქართული ოცნება» იქმნება როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა, რათა განხორციელდეს საზოგადოების კონტროლი და გავლენა სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესებზე. ძლიერმა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს ქვეყნის ბედი და მომავალი. ხალხი უნდა მონაწილეობდეს ქვეყნის მართვაში და აკონტროლებდეს არჩეულ ხელისუფლებას. მოძრაობა შექმნის რეგიონალურ სტრუქტურებს, რომელთა მთავარი ამოცანა იქნება სამართლიანი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებისათვის საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, რათა დემოკრატიული არჩევნების გზით ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ხალხი დაუჭერს მხარს. საზოგადოებრივი მოძრაობა მოიზიდავს გამოცდილ პროფესიონალებს ისეთ საკითხებზე სამსჯელოდ, როგორიცაა: მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, საგარეო პოლიტიკა, კონფლიქტების მოგვარება, რეგიონალური პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეროვნული უმცირესობები, უსაფრთხოება, ახალგაზრდობა და სპორტი. შესაბამისი თემატური ჯგუფები შეისწავლიან ცალკეულ დარგებში არსებულ ვითარებას და შეიმუშავებენ განვითარების ეფექტიან მოდელებს. ჯგუფებში გაიმართება კონსულტაციები კონკრეტული სფეროების ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან. ჩვენი მიზანია სახელმწიფოს აღმშენებლობა იმ დემოკრატიულ სტანდარტებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელსაც ვერ უზრუნველყოფს არსებული ხელისუფლება. 2003 წლის «ვარდების რევოლუციამ», მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა, ვერ გაამართლა საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი. სამოქალაქო საზოგადოება უხეშადაა ჩამოშორებული სახელმწიფოს მართვას. მოშლილია ადგილობრივი თვითმმართველობა. არჩევითი ორგანოები მმართველ ელიტას ემსახურებიან. აბუჩადაა აგდებული ქვეყნის კონსტიტუცია. მისი გადაკეთებისა და ერთ ადამიანზე მორგების დამკვიდრებული პრაქტიკა ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ ნორმებს სცილდება. ნორმად იქცა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გაუმჭვირვალობა და არამიზნობრივი გამოყენება. გამეფებულია ელიტარული კორუფცია. ადამიანის უფლებები პრაქტიკულად ყველა სფეროში ირღვევა. ციხეებში პოლიტიკური, უკანონო თუ მცირე დანაშაულის მქონე ათასობით პატიმარია გამომწყვდეული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის პირობებში. ზეწოლა ხორციელდება მათ ოჯახებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლება არჩევნებისათვის ემზადება ან შექმნილი ვითარებით უფლებადამცველები ინტერესდებიან. მასმედიის დიდი ნაწილი ხელისუფლების მორჩილებასა და საზოგადოების დეზინფორმაციაზეა ორიენტირებული. სამოქალაქო საზოგადოებას უკიდურესად შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია. ქვეყანაში დამკვიდრდა ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი, რაც გულისხმობს ბიზნესის ლოიალობას და, ხშირ შემთხვევაში, სრულ ინტეგრაციას ხელისუფლებასთან. ეს გარემოება თავისთავად გამორიცხავს თავისუფალი კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. შედეგად მივიღეთ მონოპოლიებითა და კარტელური შეთანხმებებით მართული ეკონომიკა. ქვეყანაში არ არსებობს საშუალო ფენის, როგორც მდგარდი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის მთავარი გარანტის, ჩამოყალიბების წინაპირობა. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ არსებული ვითარება მოსწონთ იმ ბიზნესმენებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც ამ მანკიერი თამაშის წესებს ემორჩილებიან. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ისინიც ჩვენ გვერდით იქნებიან საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობაში. უმუშევრობა ინტენსიურად მატულობს. დამახინჯებული ოფიციალური მონაცემების მიხედვითაც კი, ტენდენცია მკვეთრად უარყოფითია. უკიდურესად დამძიმდა ვითარება სოფლად. სოფელი ღატაკდება და იცლება. დემოგრაფიული მაჩვენებლების ვარდნა ჩვენი შვილების თაობას ნაციონალურ კატასტროფას უქადის. ასიათასობით ჩვენი მოქალაქე, ქართველი თუ არაქართველი, გადახვეწილია ქვეყნიდან და, ხშირ შემთხვევაში, მონური შრომით ახერხებს ფიზიკურ გადარჩენას. ცალკეული სოციალური პროგრამების მიუხედავად, არცერთი წარმატებული რეფორმა არ განხორციელებულა ჯანდაცვის სფეროში. მოშლილია განათლების სფერო, ხოლო მეტ-ნაკლებად წარმატებულ სასწავლებლებში დაწესებული გადასახადები მრავალი ოჯახისათვის ხელმიუწვდომელია. უყურადღებოდაა მიტოვებული ქართული კულტურა, ანუ ის, რითაც ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით. საქართველოს უმძიმესი დარტყმა მიაყენა 2008 წლის აგვისტოს ომმა. უბედურება ეწვია მრავალ ქართულ, აფხაზურ და ოსურ ოჯახს, კონფლიქტებით გავლებული საზღვრების სხვადასხვა მხარეს დარჩნენ ოჯახის წევრები და ახლობლები. საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. სავალალო პირობებში ცხოვრობს ათასობით დევნილი. საერთაშორისო ორგანიზაციების მასალების ანალიზი მოწმობს, რომ შესაძლებელი იყო კონფლიქტის ესკალაციის არიდება. უფრო მეტიც, შესაძლებელი იყო სამშვიდობო პროცესების წარმატებით განვითარება, რომ არა ხელისუფლების მიერ დაშვებული მძიმე შეცდომები. ხელისუფლებას არ გააჩნია კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკური რესურსები. არ არსებობს არც გეგმაზომიერი სტრატეგია, ხედვა მაინც, რომლის განვითარების ხელშესაწყობად მზად იქნებოდა საერთაშორისო თანამეგობრობა. ხელისუფლების «სტრატეგიის» ერთადერთ მიმართულებად რჩება აპრობირებული «რუსული საფრთხის პრევენციის» პრინციპი. ხელისუფლება ამ მოტივით ამართლებს სხვადასხვა ბრალდებით პოლიტიკურად აქტიური პირების დაჭერას, შპიონაჟის და ტერორიზმის ისტერიას, მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვებს. რუსეთის აგრესიასთან «პერმანენტული ბრძოლის» მიზეზითვე ამართლებენ 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევას. სახელისუფლებო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად იქცა მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის და შიდა დაპირისპირების გაღვივების მცდელობა. რომ არა პატრიარქის სიბრძნე, გარდაუვალი იქნებოდა კონფრონტაცია კონფესიებსა და ეროვნებებს შორის, რომელთა მშვიდობიანი თანაცხოვრებით ამაყობს ჩვენი ქვეყანა. როგორც წესი, ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ახსენდება ჩვენი თანამემამულე ეთნიკური უმცირესობები. თვალშისაცემია საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მინიმალური ხარისხი. უკიდურესად დაბალია მმართველ რგოლებში მათი წარმომადგენლობის დონე. თვითნებურად ყალიბდება საარჩევნო კანონმდებლობა. საგანგებო სახელისუფლებო ჯგუფი მუშაობს გაყალბების უკვე გამოყენებული პრაქტიკისა და მეთოდების დასახვეწად. ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა ჩვენი სრული გაუცხოება სამშობლოსაგან. Mმისი იდეოლოგია არის აპათია, მისი გეგმაა _ გათიშე და იბატონე, მისი ლოზუნგია – ვინც ჩემთან არაა, ჩემი მტერია. განსაკუთრებით მინდა შევეხო ახალგაზრდა სახელმწიფოსათვის აუცილებელი რეფორმებისა და, ზოგადად, ცვლილებების თავსებადობას საზოგადოების მოთხოვნებთან. ჩემი ღრმა რწმენით, არაადეკვატური მართვის სტრატეგიის გამო, დღეს რეფორმის ცნება აშკარად დამახინჯებულია. რეფორმებად წოდებულმა გაუაზრებელმა მოქმედებებმა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყა ინტელექტუალური და შრომითი რესურსების დიდი ნაწილი. რეფორმებმა, რომლებზეც ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს, დიდი ხანია ხალხზე ჩატარებული ცინიკური ექპერიმენტის ხასიათი მიიღო. რეფორმებით მართლდება უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე, ჩამორჩენა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში, ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში, სავალალო მდგომარეობა სასამართლო ხელისუფლების სისტემაში. ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათი ფსევდორეფორმებით აღშფოთების მიზეზი ქართული საზოგადოების მენტალიტეტია, თითქოს ქართული კულტურა ძნელად თავსებადია ლიბერალური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან. მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოება ბნელია და ეწინააღმდეგება მისთვისვე სასიკეთო ცვლილებებს. სინამდვილეში საქმე სწორედ რომ პირიქით არის. მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის უნიკალობა იმითაც გამოიხატება, რომ ქართველი ხალხი შეუცდომლად გრძნობს და მხარს უჭერს ხოლმე ისეთ ნოვაციასა და ცვლილებებს, რაც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებშია. ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა და დღესაც არსებობს წესრიგის, კანონიერების, სამართლიანობის მოთხოვნა. ვიმეორებ, ხალხი მზადაა მიიღოს და მხარი დაუჭიროს ისეთ რეფორმებს, რომლებიც რეალურად პასუხობს მათ ინტერესებს. ამის ნათელი ნიმუშია ის ორი პრეცედენტი, რომელიც ამ გაუზრებელი, არსებითად თვითმიზნური რეფორმების პროცესში გამოვლინდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებამ კორუფციის სამარცხვინო ლაქა ჩამორეცხა საქართველოს განათლების სისტემას. საზოგადოება ერთსულოვანი მოწონებით შეხვდა ხელისუფლების ამ ნოვაციას, მაგრამ ამ კონკრეტული რეფორმის იქით განათლების სისტემაში უმძიმესი შეცდომებია დაშვებული. წარმატებული იყო სამართალდამცავი სისტემის რეფორმაც, რომლის შედეგად მივიღეთ არაკორუმპირებული, კრიმინალთან ეფექტიანად მებრძოლი პოლიცია. ამ რეფორმას საქართველოში არ მოჰყოლია რაიმე რყევა, იგი მიმდინარეობდა სწორედ რომ ქართული საზოგადოების გამოკვეთილი მხარდაჭერის ფონზე. დღეს საქართველოს პოლიციაში ათიათასობით ჩვენი თანამემამულე მუშაობს პროფესიული ღირსების შეგნებით. მით უფრო სამწუხაროა, რომ ასეთ თვალსაჩინო წარმატებას თან მოჰყვა განუკითხავი სადამსჯელო ოპერაციები, გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლი და, რაც მთავარია, სამართალდაცვის სტრუქტურების დაუფარავი პოლიტიზაცია, როდესაც მათ ხელისუფლება საზოგადოების დათრგუნვისა და დაშინების იარაღად იყენებს. ეს ანგრევს მიღწეულ წარმატებას. ჩვენ ისეთი სახლმწიფო გვჭირდება, სადაც სახელმწიფო ბიუროკრატია ემსახურება ხალხს და არა მმართველ პოლიტიკურ ელიტას. საზოგადოების მოთხოვნაა სამართლიანობა და არა რეპრესია, რასაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით დაწყებული საშუალო სკოლებიდან, დამთავრებული სასამართლო ხელისუფლებით. ხელისუფლებისათვის ჩვენ ყველა _ სხვაგვარად მოაზროვნეები, ქვეყნის მტრები და მოღალატეები ვხდებით მაშინაც კი, როდესაც უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობას ან მის ლიდერს კი არ ვუპირისპირდებით, არამედ ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს, გამჭვირვალე საარჩევნო სიებს, თავისუფალ მედიას, ანუ უბრალოდ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. უფლებებს, რომლებმაც ჩვენ და ჩვენი სამშობლო ცივილიზებული სამყაროს ნაწილად უნდა აქციოს. დღეს ჩვენ ისეთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ, რომლის მმართველიც, მის მიერ ჩადენილ შეცდომათა გამო, მიუღებელია საერთაშორისო და საშინაო ასპარეზზე. ხელისუფლებამ სრულად ამოწურა ყველა საშინაო და საგარეო კაპიტალი და იქცა მთავარ ხელშემშლელ ძალად ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების გზაზე. დადგა დრო, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ჩვენს თავს დავუსვათ შეკითხვა: ხომ არ შეეგუა საქართველოს საზოგადოება არსებულ რეალობას _ იმას, რომ გვისმენენ და გვითვალთვალებენ, უტიფრად გვატყუებენ, ღირსებას გვილახავენ, ხომ არ შევეგუეთ იმას, რომ «უპურო სანახაობის» ქვეყანაში ვცხოვრობთ. დადგა დრო, დავუბრუნოთ საქართველოს წარსული და ავაშენოთ ღირსეული მომავალი, ვიყოთ პირნათელი წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე. მიგვაჩნია რომ: სახელმწიფოს მართვის სისტემა უნდა დავაფუძნოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების განუხრელ დაცვაზე; უნდა აღვადგინოთ ბალანსი აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შორის, რაც გამორიცხავს ძალაუფლების თავმოყრას ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და ავტორიტარულ მმართველობას; ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება ან განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კანონი უნდა მივიღოთ მხოლოდ საზოგადოებასთან კონსულტაციების საფუძველზე; მთავრობის საქმიანობა უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მისი დამქირავებლის _ საქართველოს ხალხის ინტერესების გამომხატველი, როგორც საბიუჯეტო ხარჯების, ისე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისას; მედია უნდა გავათავისუფლოთ სახელმწიფო კონტროლისაგან, იგი უნდა იქცეს ხელისუფლების კონტროლის მექანიზმად, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს მრავალმხრივი, მიუკერძოებელი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთოს არჩევანი; სასამართლო უნდა დავიცვათ ნებისმიერი გარე გავლენისგან, ხოლო მართლმსაჯულების აღსრულება უნდა დავაფუძნოთ ერთადერთ პრინციპზე _ კანონის უზენაესობაზე. გვწამს, რომ ამ პრინციპებისადმი საზოგადოების თითოეული წევრის ერთგულება «ქართული ოცნების» ასრულებამდე მიგვიყვანს. დღეიდან ჩვენი მიზანია: ისეთი სახელმწიფოს აშენება, სადაც თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნის კეთილდღეობის წარმატების საწინდარი იქნება პატიოსნება, ღირსება და პროფესიონალიზმი; ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანება; ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ღირსეული შემოსავლის უზრუნველყოფა; დასავლური დემოკრატიის ღირებულებათა დანერგვა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია; სამართლიანობის დამკვიდრება და ჩვენს თანამემამულეებში იმედისა და რწმენის გაძლიერება; ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება. ჩვენ არ ვაპირებთ ახალი ისტორიის დაწერას 2012 წლიდან. ჩვენი ვალია აღვადგინოთ კავშირი წარსულსა და მომავალს შორის და ამ ჯაჭვში შევინარჩუნოთ საქმენიც და ადამიანებიც, რომლებიც ამ წლებში ახერხებდნენ და ემსახურებოდნენ არა ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ მომავლის საქართველო. ჩვენი მიზნების აღსრულება არ არის უბრალოდ ჩვენი არჩევანი, ეს ჩვენი უზენაესი მოვალეობაა. ერთად ავაშენოთ თავისუფალი, ღირსეული მოქალაქეებით დასახლებული, ყველასათვის საოცნებო საქართველო!
-
ენდრიუ 11/12/2011 21:05:20 ყველას შემოგევლეთ ქართველებო..............
-
რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილი ნანგრევებზე სიარულს არ აპირებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე ძლიერი მუხტი ჩანდა და საგულისხმო ქვეტექსტები ჩანდა. „ასეთ შეხვედრებზე, როგორც წესი, ემოციური მუხტი უნდა გამოჩნდეს, ტექსტის სახით შეიძლება ახალი არც არაფერი ითქვას. დღეს ეს მუხტი იყო. ძალიან საგულისხმო იყო ივანიშვილის გამოსვლაც – ის, როგორც პოლიტიკოსი, არ აპირებს, რომ ნანგრევებზე იაროს. ცდილობს შეინარჩუნოს ყველა და ყველაფერი, რაც გამოადგება ქვეყანას. ეს ქვეტექსტი აშკარა იყო ამ პრეზენტაციაზე,“– განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების პრეზენტაცია, დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია. მოძრაობის პრეზენტაციაზე ბიძინა ივანიშვილის გარდა სიტყვით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გამოვიდნენ – პოეტი რატი ამაღლობელი, მწერალი ნაირა გელაშვილი, უფლებადამცველი მანანა კობახიძე, ფეხბურთელი კახა კალაძე და მწერალი გურამ ოდიშარია. "ქართული ოცნების პრეზენტაცია ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერას, სიმღერით გაიხსნა და მისივე ახალი სიმღერის პრეზენტაციით დაიხურა.
-
Grigali რა დონის განათლება გაქვს?