Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები. პროგრესი კი არა, თუკი რაიმეს გადაგვარება იყო შესაძლებელი თეორიულადაც კი, ყველაფერი გადაგვიგვარეს, მუქთახორა, ლაჩარი დსა სხვისი ხელის შემყურე ერად გვაქციეს, რომელსაც ასანთის წარმოების თავიც კი არ აქვს დღეს დამოუკიდებლად. თემურ ლენგს რაც შეეხება, მანდ ცოტა სხვა ისტორიაა, საკმაოდ გრძელი და რთული, ძალიან მარტივად და ზერელედ რომ ავხსნა, თემურ ლენგს, ბოდიში და მაგრად ეკიდა საერთოდ საქართველოც, მისი სახელმწიფოებრიობაც, რელიგიაც, ისტორიაც, აწმყოცა და მომავალიც. ჰქონდა კონკრეტული სურვილი, ლოიალურობა საქართველოს სახელმწიფოსგან და სტაბილური შემოსავალი აქედან ხარკის სახით. სწორედ ამ უკანასკნელზე გამუდმებული უარების გამო აწიოკა და აწიოკა ქართული სამთავროები 6 ჯერ, იმიტომ, რომ ამპარტავან ქართველებს როგორ გვეკადრებოდა ვინმესთვის რაიმეს მიცემა, სამაგიეროდ ქვეყანა კი შემოგვადნა ხელში. ცნობისათვის, თემურ ლენგს სომხეთი საერთოდ არ აუწიოკებია და დაურბევია, იმიტომ, რომ პატიოსნად იხდიდნენ ხარკს. რა ჯობდა და რატომ, ეს სხვა თემაა და საკმაოდ ვრცელიც. ისე, ეგ თემურ ლენგიც მაგარს უბერავდა, რა იმისთანა ინტერესი უნდა ჰქონოდა ამ საქართველოსი, რომ არ დაეზარა და 7 ჯერ მონღოლეთიდან საქართველომდე წამოვიდა ჯარით, ბოლო-ბოლო ან არ ეზარებოდა მაინც ამხელა გზაზე ცხენით ჩაქჩაქი?! მე-7 მგზავრობისას კი ჩაძაღლდა კიდეც.
  2. არცერთ დამპყრობელს რუსებამდე იმდენი ზიანი არ მიუყენებია საქართველოსთვის, რაც მათ, რუსებმა მოგვაყენეს. აბსოლუტურად ყველა სფეროში: სახელმწიფოებრივ, ტერიტორიალურ, დემოგრაფიულ, რელიგიურ, ზნეობრივ, საზოგადოებრივ სფეროებში ქართველ ერს უდიდესი ზიანი მიადგა. თუკი რამ სასიკეთო მოხდა ამ პერიოდში ქართველი ერისთვის, ეს რუსებმა მხოლოდ საკუთარი, რუსეთის იმპერიის საკეთილდღეოდ გააკეთეს და არამც და არამც ქართველებისთვის სასიკეთოთ.
  3. აქ, მე როგორც მივხვდი, იმაზეა საუბარი, არჩევნებზე რატომ არ დადიხართ და რატომ უშვებთ ხელიდან შანსს საკუთარი წვლილის შეტანისა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვისო. ბერძნების ტერმინოლოგიით თუ ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში მეც იდიოტი გამოვდივარ და რაც მთავარია, ასე ეს ამბავი ჯერ არ გამხარებია და ამით არ მიამაყია აქამდე :D ეხლა მე მაქვს არჩევნების მომხრეებთან შეკითხვა. ნებისმიერი მოვლენის შეფასება ინდივიდუალური და სუბიექტურია, მე ვთვლი, რომ 1990 წლის მერე საქართველოში არჩევნები, როგორც ასეთი, საერთოდ არ ჩატარებულა და ბოდიში და სად უნდა წავსულიყავი??? პრინციპულად არ მიყვარს არანაირ შოუებში და დადგმებში მონაწილეობა და ამ ყველა შემდგმომ "არჩევნებასც" ზუსტად ასე განვიხილავ. ამიტომა, ოდნავადაც არ მაწუხებს ის ამბავი, რომ მე არ ვმონაწილეობ ჩემი ქვეყნის წინასწარ დაგეგმილ და დადგმულ ნგრევაში. ღვთის წყალობით, იმედია როდესმე მოვესწრები იმ დროსაც, როცა მართლა რაიმე ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს ჩემი არსებობა ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ.
  4. სასურველი პოლიტიკური წყობა! დილას - პახმელიაზე ხაში; შუადღეს - კაი სადილი; საღამოს - ჩასკდომა დილამდე; დილას - პახმელიაზე ხაში; შუადღეს - კაი სადილი; საღამოს - ჩასკდომა დილამდე; დილას ....... ოღონდ ეს ყველაფერი კაი დოლ-გარმონით და ფეხზე ადგომით!!!
  5. წალენჯიხიდან არ იწყებოდა ხოლმე, ტრადიციულად?! ამ კახეთისგან რაღა უნდათ?! არადა მანდეთ ვაპირებ ზუსტად წასვლას ხვალისთვის...
  6. გილოცავ! ღმერთმა მრავალს დაგასწროს! გაიხარე! ერთი ნათეასვი მყავს, ისიც დღეს - გიორგობასაა დაბადებული და საერთოდ ბორია დაარქვეს, ასე, რომ ბატონო სეხნიავ, ღმერთმა მრავალ გიორგიბასაც და არჩილობასაც და ყველა სხვა დღესასწაულსაც დაგასწროს საყვარელ ადამიანებთან ერთად!!!
  7. მოდი ჯერ აფხაზეთში თქვენი "ბაგრამიანელები" და არამარტო მათი, ყველა იმ სომეხის ქმედების ოფიციალური შეფასება გააკეთეთ, ვინც 90-იან წკლებში საქართველოს წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდნენ და უდიდესი წვლილი მიუძღვით აფხაზეთიდან ქართველების გამოყრაშითქო და მერე ვნახოთთქო რააა... თავხედობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?! მე პირადად (ვინ მეკითხება, მაგრამ მაინც) რასაც სომხები ამბობენ 1915 წლის მოვლენებზე, არანაირად არ მიმაჩნია გენოციდად, ამ სიტყვის მნიშვნელობად. რათქმაუნდა იყო უზარმაზარი ტრაგედია, მაგრამ გენოციდი არანაირად. სიტვასიტყვით რომ ითარგმნოს, ეს ნიშნავს გენის, ანუ მოდგმის მოკვდინებას, განადგურებას. რეალურად, მე რამდენადაც ვიცი, სომხები აჯანყდნენ თურქი მმართველობის წინააღმდეგ რუსების წაქეზებით, შემდეგ რუსებმა, როგორც სჩვევიათ "გადააგდეს" და შეატოვეს ეს აჯანყებული სომხები თურქებს მარტო, თურქებმაც გარკვეული საბრძოლო შეტაკებების შემდეგ, ადვილად დაამარცხეს აჯანყება და ადგნენ და სომხური მოსახლეობა გადაასახლეს მაშინდელი რუსეთის იმპერიის საზღვრისპირა რაიონებიდან სამხრეთ თურქეთის მიმართულებით, ადგილზე ყოველგვარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გარეშე, აი ის მსხვერპლი, რასაც სომხები გენოციდს ეძახიან, მოხდა გზაში, ამ გადასახლების დროს, იმიტომ, რომ გზაში საშინელ პირობებში უხდებოდათ სომხებს გადაადგილება. კიდევ ვიმეორებ, იყო საშინელი ტრაგედია, ძალიან მეცოდება ის დაღუპული და გამწარებული ხალხი, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ იქ იყო უამრავი ბავშვი, ქალი და მოხუცი, მაგრამ გენოციდი რასა ქვია, მასობრივი დახვრეტები, მკვლელობები და ა.შ. არ ყოფილა, მე რამდენადაც ვიცი. მაგისთანა გადასახლებები და ტრაგედიები ბევრ ერს აქვს თავის თავზე გამოცდილი, მათშორის არაერთხელ ჩვენც.
  8. თემის ავტორია და იმიტომ
  9. http://www.myvideo.ge/?video_id=1307291 იმედი თავის სტიქიაშია!!! ძალიან გაუტკბათ ეტყობა მოდელირება ათასობით ადამიანია ქუჩაში გამოსული და ბარაკ ობამას ლიკვიდაციას ზეიმობს!!!
  10. მართალი გითხრათ, ამაში მთლედ ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ, რომ, ხშირ შემთხვევაში, ისეთი ქართულის მოსმენას, რა ქართულითაც არის ნათარგმნი უცხოური ფილმები, ჯობია საერთოდ თუ არ მოუსმენთ, განსაკუთრებით მოზარდი თაობა, რომელიც ღრუბელივით ისრუტავს ამ ფრაზებს და მერე წარმატებით ამკვიდრებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. (მარტივი მაგალითი_ ამის დედაც, ჯეკ! ეს ფრაზა სწორედ რომელიღაც ამერიკული ფილმის ქართული თქრგმნიდან გაჩნდა და ლამის გამარჯობასავით გახდა ყოველდღიურ ქართულ მეტყვლებაში). გარდა ამისა, ამ ტიტრებით უბრალოდ ინგლისურის არმცოდნე მაყურებელი მოაშორეს ტელეეკრანს, მეტი არაფერი, რასაც მე პირადად, მივესალმები კიდეც ვინც ინგლისურად ისმენს, ის ტიტრებიანი ფილმით რატომ დაიტანჯავს თავ, ისედაც შეუძლია მოიძიოს ინგლისური ვერსია ფილმის და იქ უყუროს. ქართულ ენას ნამდვილად არამგონია ამით რაიმე მოაკლდეს, პირიქით, შიძლება ნაკლებად დაბინძურდეს.
  11. მე რამდენადაც გავიგე, მოდერი იმისთვისაა საჭირო, რომ როცა ეთი ადამიანი აგინებს მეორეს, მოდერმა უნდა დაბანოს მაგინებელი, თუ მეორემ ასევე გინებით უპასუხა, ისიც ზედ უნდა მიაყოლოს. როცა მოდერი ამას იზამს, ეს ორივე მოუტრიალდება და შეიძლება აგინოს მერე მოდერს. ასე, რომ გინების რაოდენობა მოდერის არსებობის გამო მატულობს! უბრალო არითმეტიკაა. გარდა ამისა, თუ ვინმემ უადგილო ადგილას გახსნა თემა, თავის ადგილას უნდა გადაიტანოს. მეტი მე მოდერის ფუნქცია ვერ გავიგე, მე მაპატიეთ. ამ ორი ფუნქციის შესრულება, ჩემის აზრით, თავისუფლად შეუძლია ადმინისტრაციას, თანაც მათ მიმართ პრეტენზიების ნაკლები უნდა იყოს წესით, ბოლო-ბოლო იმ არგუმენთით, რომ ფორუმი ჩვენია და როგორც გვინდა, ისე იქნება, მორჩა ასე, რომ მე ხმას ვაძლევ იმას, რომ მოდერი არ გვინდა საერთოდ, უფრო სწორად რომ ვთქვა, თავის თავის მოდერი თავად იყოს ყველა და ნუ მისცემს თავს იმის უფლებას, რასაც სხვისგან ვერ/არ მოითმენდა, ან არ ესიამოვნებოდა.
  12. ქართული ტელეკომპანიების თვითმკვლელობა ან მკვლელობა წარმატებით გრძელდება!
  13. ეტყობა მსოფლიოში ანტიტერორისტული ოპერაცია აღარაა უკვე პრიორიტეტული, თავის გასაკეთებელი გააკეთა უკვე ამ ანტიტერორისტულმა კამპანიამ და ამ მითმაც, სახელად "ბენ ლადენი", ამიტომ რაღაც ახალს უნდა ველოდოთ, ეს აფრიკულ-არაბული "რევოლუციების" გამოძახილს გავს. აშკარად რაღაც ახალ ერას იწყებენ.
  14. http://ihero2012.com/newhero.html ტყუილად არაფერი ჩნდება ინტერნეტში, თანაც ასეთი გაფეტიშებული ასეთი გმირები ხალხს სჭირდება, ჰოდა გმირების და მითების გამოცხობასაც რა უნდა?!
  15. წერეთელი არის ავტორი!!! ძეგლს ჰქვია: დიდი გაუგებრობა!!! :D მჟავანაძეს რომ ანახეს პირველად თურმე ფილმი "ბაშიაჩუკი", ტირილი დაუწყია, ეს აკაკი წერეთელი ვინაა, გამაცანით ერთი, რა იქნებაო :D
  16. ეს ჭკადუა ან თელავში როგორ მოხვდა, ან მერე თელავიდან ზღვაზე მეზღვაურად??? ისე, ნეტა კახელი მეზღვაურები თუ არსებობენ? ალაზანზე გასაბერი ნავით არ ითვლება!!! ისე ვულოცავ დაბრუნებას მასაც და ყველა მის თანამშრომელსაც, რა ფასიც არ უნდა დამჯდარიყო მათი გათავისუფლება, ყოველთვის ვიტყვი, ძალიან კარგი მეთქი!
  17. ხანდახან როგორ მინდა ხოლმე რომ მართლა ეგეთი ძლიერები და მნიშვნელოვნები ვიყოთ! ჯანდაბას, არ აქვს მნიშვნელობა სახელებს და გვარებს... შტაბობანა გამახსენდა, ბავშვობაში, ეზოში... კაი დრო იყო ეგეთი რამ თავისუფლად შეიძლება მომხდარიყო გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ამიერკავკასიის მოსახლეობის 2/3-ს შეადგენდა და დანარჩენ 2 რესპუბლიკაძე შეუდარებლად განვითარებული იყო... ეხლა კი, სამწუხაროდ... რავიცი.. რავიცი...
  18. უი, მეც დამგვიანებია მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო... გილოცავთ, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ და რაც მთავარია ნახევარსაუკუნოვანი იუბილე და ყოველი შემდგომი თქვენს სამშობლოში, საკუთარ ჭერქვეშ აგეღნიშნოთ!!!
  19. http://lenta.ru/news/2011/04/27/gudadze/ Бежавший из Грузии журналист потребовал пустить его на родину
×
×
  • შექმენი...