Jump to content
Planeta.Ge

Achiko1972

პლანეტელი
  • პოსტები

    738
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Achiko1972

  1. საქართველოში ნებისმიერი ტურისტული ბიზნეს-ჰგეგმა განწირულია ჩასავარდნად ქვეყანაში და მის გარშემო შექმნილი ამჟამინდელი სიტუაციის გამო. ამას აქვს უამრავი მიზეზი. რომ არა სამთავრობო დავალებები, არცერთი დამოუკიდებელი კომერციული სტრუქტურა ამ სფეროში ფულს არ დააბანდებს საქართველოში შესაძლო რისკებისა და მოსალოდნელი მოგების ელემენტარული ანალიზის გაკეთების შემდეგ. ამაზე უფრო ვრცლადაც შეიძლება საუბარი, რა აზრი აქვს, თორემ კი ბატონო ტურიზმი საქართველოში უნდა იყოს, ოღონდ ქვეყნისთვის პრიორიტეტი ვერ გახდება ვერანაირად, სხვა, გაცილებით მეტი პოტენციები გვაქვს, რომლებიც მისახედი და გასავითარებელია, მაგრამ არავის აინტერესებს, მაგალითად სოფლის მეურნეობა, განათლების სფერო, მედიცინა და სხვა. რაც შეეხება სიღნაღს, ბევრს მართლა წარმოდგენა არ აქვს, რა დონეზე დედა უტირეს ამ ამრთლაც და ქართულ მარგალიტს და რას დაამსგავსეს საერთოდ. ბავშვობიდან საკმაოდ ახლო შეხება მაქვს ამ ქალაქთან და იმიტომ ვამბობ, ვინც "გარემონტებული" სიღნაღი ნახა პირველად, ამას ვერ გაიგებს ვერასდროს. ჩემი უსაყვარლესი ქალაქი იყო მცხეთასთან ერთად
  2. » США готовятся к огромным потерям, закуплено и складировано 500 000 пластиковых гробов в районе Атланты 17-01-2009, 05:37 | Политика » Аналитика мировых событий | разместил: Редакция ОКО ПЛАНЕТЫ | комментариев: (34) | просмотров: (29276) В американском интернете ативно обсуждается странное приобретение США. Не далеко от Атланты в штате Джоржия обнаружены закупленные США и складированные платиковые гробы в количестве от 500 000 до 1 000 000. Ситуация такова что никто не может обьяснить зачем понадобилась создавать такой резерв скорбного товара. Вашему вниманию приводится видео и краткая информация на английском суть которой мы собственно и изложили: A Half a Million Plastic Coffins? Why coffins? Why in the middle of Georgia? http://www.polyguardvaults.com/index.cfm?ID=9 Well, apparently the Government is expecting a Half Million people to die relatively soon, and the Atlanta Airport is a major airline traffic hub, probably the biggest in the country, which means Georgia is a prime base to conduct military operations and coordination. It is also the home of the CDC, the Center for Disease Control. I don’t want to alarm anyone, but usually you don’t buy 500,000 plastic coffins “just in case something happens,” you buy them because you know something is going to happen. These air tight seal containers would be perfect to bury victims of plague or biological warfare in, wouldn’t they? ზუსტად იცით, რომ ატლანტაზეა აქ საუბარი?? ხომ მშვიდობაა ნეტა ჩვენს თავს? ჯვარი გვწერია!!!
  3. kisa საშობაო ბანერია ეგ, ანუ შობის ალეგორიული აღმნიშვნელი, უფალი იშვა მიწაზე - ამ ქვეტექსტით. წყარო და ავტორი ნამდვილად არ ვიცი, სამწუხაროდ.
  4. ნამეტანი გასუქდა ერი!! ფქვილეულიც უნდა გაძვირდეს და გაიშვიათდეს! სამაგიეროდ აქებენ კეჭერა ფხალსა და ისპანახს. ჯანმრთელობისთვის კაია, მამა-პამურია. ერთი ეგაა, იაფი არც ეგაა. სად ქონდათ ქართველებს შაქარი?
  5. Grig კი ბატონო, მე პარიზში ვიყიდე ეგეთი 1 კვირიანი 7.6 ევროდ და მთელი კვირა მეტროთი და ავტობუსით ქალაქში მოძრაობა იყო შეუზღუდავი რაოდენობით დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ისე ერთჯერადი მგაზვრობა 1,6 ევრო ღირდა. 1 თვიანი გაცილებით იაფი იყო, უბრალოდ მე მარტო 1 კვირით ვიყავი
  6. 1987 წელს წარმოიდგენდით, რომ 1989 წელი დადგებოდა ისეთი, როგორიც დადგა საქართველოში?? ასეთ სიტიაციებში ძალიან ბევრი რამეა ისეთი, იმპულსური, ინდივიდუალური, რომელსაც ვერანაირი ლოგიკით ვერ გათვლი და იწინასწარმეტყველებ.
  7. მე თანახმა ვარ საქართველოში იყოს სომხური ავტონომია, ოღონდ ჯერ ზუსტად არ ვიცი, ცალ-ცალკე - ერევნისა და ყარსის ავტონომიების სახით, თუ ერთიანი, სომხური ავტონომიით. რათქმაუნდა სომხური ენის სახლემწიფო ენასთან გათანაბრების სტატუსით შესაბამის ავტონომიებში. :018: ესენი დამავიწყდა, ვინმემ რომ მართლა არ ინერვიულოს!!!
  8. 10 დევნილი, მათ შორის 4 ქალი დააკავესო http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/961-devnilebi-gasakhlebasthan-erthad-daaakaves-kidec.html
  9. აფხაზეთის მიმართულებით, ჩემის აზრით, საჩქარო აღარაფერია. რაც დასაკარგი იყო, ყველაფერი დავკარგეთ, აწი მეტს ვეღარაფერს დავკარგავთ. საჩქარო მანამ იყო, (1993 წლის 27 სექტემბრის მერე) სანამ აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა არსებობდა, დევნილობაში, მაგრამ მაინც. ანუ ითვლებოდნენ იქაურებად. ეხლა უკვე 1993 წლეს დაბაებულები 18 წლისები ხდებიან, სრულუფლებიანი მოქალაქეები და წარმოდგენა არ აქვს საერთოდ, რა არის აფხაზეთი. უფროსი ასაკის ადამიანებს ბევრი ისედაც აღარაფერი შეუძლიათ უაზრო ლაი-ლაის მეტი, რომ აღარაფერი ითქვას ე.წ. "ჩასარეცხი" ასაკის თაობაზე. ეხლა დრო ჩვენს სასარგებლოდ ან მუშაობს, ან არა, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ის აბსურდი, რაც მათ თავს მოეხვათ თავიანთივე წინდაუხედავობით, მათ საბოლოოდ განადგურებით ემუქრება. აქამდე ეგენი კვერცხებს დებდნენ რუსულ საბუდარში, ეხლა კი იქ ნელ-ნელა დიიიდიი და დაუნდობელი წიწილები ეჩეკებათ. ამიტომ ეხლა წყნარი, მშვიდი, გააზრებული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომაა საჭირო აფხაზეთის მიმართულებით და განსაკუთრებით იქაურ 1993 და შემდგომ წლებში დაბადებულთა მიმართ. რომლებსაც სხვისგან გაგონილი "კაციჭამია" ქართველები თვალით არ უნახავთ, სამაგიეროდ იმ გამოჩეკილ დიიიდ წიწილებს კი თავის თვალით უყურებენ.
  10. ეს ძალიან მაგარი იყო რაიმე სერიოზულ იარაღს, მემგონი, არავინ მოგვცემს. იმ კამაზებით გაზიდული კალაშნიკოვებისა არ იყოს, ადვილად რომ წაგვართვან გამოყენებამდე და მერე რუსების ხელში რომ აღმოჩნდეს. ამერიკელები დღემდე ჩალიჩობენ თავიანთი ჰამერების დაბრუნებას, რუსებმა რომ აქედან წაიყვანეს.
  11. http://www.palitratv.ge/garthoba/kuriozi/798-saakashvili-msoflio-liderebthan-erthad-cekvavs.html http://www.palitratv.ge/garthoba/kuriozi/689-gasharzhebuli-saakashvili.html არ ვიცი სხვაგან სად დავდო
  12. არადა ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ, როგორც ვიცი, რაღაც ახლო ნათესავები რომ იყვნენ, ეგ კი ვიცი ზუსტად.
  13. მოწმის რა გითხრათ და მინიმუმ ეჭვმიტანილის სტატუსს თავისუფლად იმსახურებდა.
  14. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტი: აი ამ დაუნისთვის მოხდა ეგ ყველაფერი, ახალგორზე ოსები ოცნებასაც კი ვერ გაბედავდნენ!!!
  15. სამაჩაბლოში ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები 2003 წლიდან: 1. ერგნეთის ბაზრობის გაუქმება და ამით სამაჩაბლოს მოწყვეტა მთლიანი ქართული ეკონომიკიდან იმ მცირე ძაფებისთაც კი, რაც არსებობდა. 2. უაზრო ბაქი-ბუქი და მუქარები (1 იანვარს ცხინვალში შევხვდებით). 3. ტერმინის - "სამხრეთ ოსეთის" ქართული საკანონმდებლო ორგანოს მიერ ოფიციალურად დაკანონება. 4. ამ "სამხრეთ ოსეთში" დაუნ სანაკოევის (დიმას) გაბატონება, ფაქტიურად კი სამაჩაბლოს ქართულ მოსახლეობას ბატონ-პატრონად დაუნიშნეს ადამიანი, რომელიც აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას 90-იან წლებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სეპარატისტების მხარეს. 5. 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებებისას ძირთადი ძალებით ცხინვალის მიამრთულებით წარმართვა და არა ჯავის მიამრთულებით. ცხინვალში საცეცხლე წერტილების და რუსი სამშვიდობოების განეიტრალებას ფაქტიურად მთელი ქართული არმიის მონაწილეობა არ სჭირდებოდა. 6. კაპიტულაცია 2-3 დღეში. 7. მშვიდობიანი მოსახლეობის უპასუხისმგებლო მიტოვება პირსისხლიანი ველურების საჯიჯგნათ. ეს ყოველივე ჩემის აზრით, რასაკვირველია.
  16. Древнейший в мире кожаный башмак найден в пещере Армении время публикации: 10 июня 2010 г., 23:04 последнее обновление: 10 июня 2010 г., 23:12 В пещере Армении найден древнейший в мире кожаный башмак - ученые определили его "возраст" примерно в 5 500 лет. Образец доисторического сапожного искусства был обнаружен археологами в южной области Вайоц Дзор при раскопках поселения, относящегося в энеолиту (меднокаменному веку). Кусочки кожи с него были отправлены в Оксфорд и университет Калифорнии в Ирвине для определения времени его изготовления с помощью радиоуглеродного метода, передает "Новости-Армения". Башмак со шнуровкой спереди, несколько напоминающий индейские мокасины, сделан из цельного куска кожи, имеет длину 23,5 сантиметра (что соответствует 37-му размеру) и ширину от 7,6 до десяти сантиметров. Судя по форме, его носили на правой ноге, причем, носил, скорее всего, мужчина. Башмак был набит соломой, и вероятно был приготовлен для починки, утепления или длительного хранения. Газета The Daily Telegraph, на которую ссылается Aysor.am, сообщает, что пол пещеры, где была сделана находка, был еще в глубокой древности покрыт овечьими экскрементами, послужившими своего рода консервантом. Благодаря стабильной сухости и прохладе пещеры башмак и другие найденные там предметы сохранились едва ли не в первозданном виде. К примеру, в той же пещере археологи нашли хорошо сохранившиеся образцы пшеницы, ячменя, абрикосов и других съестных припасов. Один из ученых, сотрудник ирландского университета, восхищен находкой. "Это большая удача, - цитирует его AP. - Обычно мы находим лишь черепки, по которым трудно восстановить картину ежедневной жизни наших далеких предков: что они ели, что пили, чем занимались, что носили... Теперь есть шанс буквально заглянуть во времена того общества". До этого древнейшая известная кожаная обувь была обнаружена на ногах "тирольского ледяного человека" Отци (Oetzi), замерзшего также около 5 тысяч лет назад в альпийских ледниках и найденного в 1991 году. На ногах "ледяного человека" были найдены фрагменты "носков" из оленьей или медвежьей кожи. http://www.newsru.com/world/10jun2010/oldestshoe.html
  17. ყველაზე მაგარი საქართველოს ბენზინის ბიზნესში ისაა, რომ ვისოლის "იტალიური" ბენზინი და სოკარის აზერბაიჯანული ბენზინი დაახლოებით ერთიდაიგივე ფასი რომ ღირს. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ გამორიცხულია იტალიური ხარისხისა და აზერბაიჯანული ხარისხის ბენზინი ერთიდაიგივე ფასი ღირდეს, უბრალოდ რამდენად იაფი უნდა იყოს იტალიაში იტალიური ბენზინის ღირებულება, რომ მისი საქართველოში ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით ფასით გაუტოლდეს აზერბაიჯანიდან საქართველოში ტრანსპორტირებულ ბენზინს, როცა მანძილი იტალიიდან საქართგველომდე რამოდენიმე ათასი კილომეტრია და აზერბაიჯანამდე კი რამოდენიმე ასეული.
  18. გილოცავთ ყველას, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ!!!
  19. shavlego91 ჩემო კარგო და კეთილო ადამიანო, ნუ მიწყენთ, ასე რომ მოგმართავთ. მე თქვენ საერთოდ არ გიცნობთ, ისევე, როგორც თქვენ მე, მაგრამ ერთი რამ მინდა გთხოვოთ უმორჩილესად და დიდი იმედი მაქვს სწორად გამიგებთ და არ გეწყინებათ. ამ სურათზე არის 1992 წლის 3 იანვარს დიდუბის მეტროსთან მიტინგის დარბევა. ესეც მაგის ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=fexl4W9cv_w მაგ სურათზე მწვანე ისრით ნაჩვენები ვარ მე. წითლებით კი ის ავტომატიანი არაკაცები, რომლებმაც დაარბიეს ეს მიტინგი. ერთ-ერთმა მათგანმა პირდაპირ ჩემს ფეხებთან დამაცალა მთელი "რაჟოკი" ტყვიები, იმიტომ, რომ სულ პირველ რიგში აღმოვჩნდი და პირდაპირ მიყურებდა. ღვთის წყალობით გადავრჩი. ეხლა ამ ყველაფერს რატომ ვყვები: იმიტომ, რომ მინდა აგიხსნათ, რომ მთელი ეგ ამბები ჩემთვის ვინმეს მიერ მოყოლილი ნამდვილად არაა და ბევრი რამ მაშინ ჩემს თვალწინ ხდებოდა. ამიტომაც ვაძლევ თავს უფლებას, რომ მოგმართოთ თქვენ თხოვნით. თუმცა რაც მაშინ ხალხმა გადაიტანა, მე იმასთან შედარებით, ღვთის წყალობით, მაინც მშვიდად და კარგავ ვცხოვრობდი. ეხლა კი უშუალდო ჩემს სათხოვარს რაც შეეხება: რუსებს აქვთ ასეთი კარგი ფრაზა, რაც ქართულ სლენგში კარგად შემოვიდა: დასტოინად! ქართული შესატყვისი - ღირსეულად პრინციპში იგივეა, მაგრამ ჩემის აზრით რუსული უკეთ ასახავს მის მნიშვნელობას. აი ამ "დასტოინად" ქცევის ნაკლებობა შეინიშნებოდა მაშინაც და ეხლაც ბ-ნი ზვიადის ბევრ მომხრის ქცევაში და ჩემის აზრით სწორედ ამ ნაკლებობამ გაცილებით მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ზიანი მიაყენა პირადად მას და მის ხელისუფლებას, ვიდრე მხედრიონმა, ბალტინის ჯარებმა და განდგომილმა გვარდიელება ერთად აღებულებმა. თქვენს პოსტებში ნამდვილად ჩანს, რომ გულით ხართ მონდომებული თქვენეული სიმართლე ღიად და ცხადად დააფიქსიროთ, მაგრამ ფორმასაც ხომ გააჩნია?! ერთიდაიგივე, ლამის ყოველდღე, გაუთავებლად გრძელი პოსტები, რომლებსაც წინასწარ დარწმუნებული ხართ, რომ მაინც არავინ წაიკითხავს. გადაასრევ საბაბს აძლევთ ყველას, რომ შეიძლება ყველაზე მეტად სიმართლეც კი, რაც ამ პოსტებში გიწერიათ, საქილიკოდ და სამასხარაოდ გახადონ. სწორედ აი ეს, ბოდიში და ისტერიკა და არა საღად და ლაკონურად ჩამოყალიბებული ნათქვამი, პირველ რიგში აზიანებს სწორედ ზვიად გამსახურდიას სახელსა და მნიშვნელობას, არადა დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ აბსოლუტურად საპირისპიროს ცდილობთ გულით. ელემნტარულად რუსთაველის "გრძელი სიტყვა მოკლედ ითმის" მაინც რად ღირს?! არ არის ლამაზი ყოველ პოსტში ეს გაუთავებელი "ქარაფოღლი" და "სერგო შევარდნაძე", გარწმუნებთ, სულ საპირისპირო შედეგი მოაქვს ამ ყველაფერს. და თან მართალ სიტყვას არ სჭირდება წარა-მარა გამეორება, ის ამით თავის სიმართლეს უფრო აყენებს ეჭვქვეშ. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში, თუ რაიმე ისეთის უფლება მივეცი საკუთარ თავს, რაც არ უნდა მექნა. მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სურვილებით... წარმატებები
  20. გილოცავთ! ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიხარული არ მოგკლებოდეთ!
  21. კიტოვანი და ბათიაშვილია მოღალატე და ირაკლი წერეთელი სამშობლოს ერთგული თავდადებული პატრიოტი??? :018: :018: :018: ეს ადამიანი დიდ გაუგებრობაშია, მემგონი, მოხვედრილი.
  22. newstudio მანდ რომ იბრძოდა ეგ კი ვიცი, მაგრამ კონკრეტულად ქართველები თუ ყავდა ნახსენები, ეგ არ ვიცოდი (მეცა ვარ ნახსენები © "პირველი მერცხალი")
  23. ეს რამე ხუმრობიდანაა, თუ რაიმე ისტორიული ფაქტი ამყარებს? "გულუბრყვილომკითხველი"
×
×
  • შექმენი...