
shavlego91
პლანეტელი-
პოსტები
981 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი shavlego91
-
საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ხელისუფლების მოღვაწების შტრიხები-1990 წლის 11 დეკემბერს უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება ;1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობაზე ხელმოწერა,;აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);
-
მე პიროვნულად არავინ მძულს, ღმერტმა დამიფაროს,მხოლოდ ვაფასებ ფაქტებით...ბ-ნი ლევანი განათლებული პიროვნება იყო ,მაგრამ ეს ნაწარმოები არ წამიკითხავს...
-
ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირებით “ალიანსის” პოზიცია ერთიანია სიახლე — თავფურცელი 17:03 18.02.2010 ვერსია პრინტერისთვის • დაამატე რჩეულებში • [„ინტერპრესნიუსი“] ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირებით “ალიანსის” პოზიცია იდენტურია, - ამის შესახებ “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ დღეს, “ახალი მემარჯვენეების” ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ოპოზიციაში შეთანხმება შესაძლებელია. დღესაც ვადასტურებ, რომ მეც და ჩემი პოლიტიკური გუნდიც მტკიცედ ვდგევართ ამ პოზიციაზე. ოპოზიციურ ძალებთან შევძლებთ, მივაღწიოთ იმ შეთანხმებას, რომელიც გამოავლენს ერთიან კანდიდატს მერის არჩევნებში. “ალიანსის” პოზიცია არის საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისი, რადგან საზოგადოებისთვის დიდი სტიმული იქნება ერთიანობა”, - აღნიშნა ალასანიამ. რაც შეეხება ნოღაიდელს, ალასანიას განმარტებით, ამასთან დაკავშირებით “ალიანსის “პოზიცია არის აბსოლუტურად იდენტური. “ნოღაიდელს რაც შეეხება, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად იდენტური. საგარეო პოლიტიკური და სხვა იდეოლოგიური განსხვავებები ჩვენს შორის იმდენად დიდია, რომ ნოღაიდელის პოლიტიკურ გუნდთან ალიანსში ან რაიმე პოლიტიკურ შეთანხმებებში ვერ შევალთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ვისაც კანდიდატები ჰყავს დასახელებული, ვერ მივაღწიოთ შეთანხმებას”, - განაცხადა ალასანიამ. ამასთან, როგორც ალასანიამ აღნიშნა, დარწმუნებულია, ნოღაიდელის მხრიდანაც იქნება ანალოგიური პოზიცია, რომ თავადაც ვერ ხედავს თანხვედრას “ალიანსის” პოზიციასთან ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების გამო. “ნოღაიდელთან დაკავშირებით ჩვენ ყველას “ალიანსში” გვაქვს პოზიციების თანხვედრა. ნოღაიდელთან გვაქვს იმდენად განსხვავებული ფუნდამენტური და იდეოლოგიური შეხედულებები, რომ პოლიტიკურ პროცესებში ერთად მონაწილეობის გზას ვერ ვხედავთ”, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
-
ძალიან მალე ანტრიქრისტე გვიხელმძღვანელებს?!
shavlego91 replied to gvanci_gvanci's თემა in მეცამეტე რაიონი
ეკლესიაში ღვთის მადლით ბევრი დადის და მათ შორის ბევრია ჭეშმარიტი მართლმადიდებელი... მათ რწმენას პატივი უნდა სცეს ყველამ, ეს მორწმუნეებს სულ არ ჭირდებათ ,არამედ სხვებს...და საერთოდ ერთმანეთის აზრებს პატივი ვცეთ, რადგან აბსოლუტი ღმერთია მხოლოდ, სხვა ყველა ცდება... -
ანზორ გვარამია, ივლისი, 2008 წელი ჩეჩნები, ინგუშები, ადეღეელები და სხვებიც ქართველთა სისხლით ნათესავები არიან, როგორც იბერიულ-კავკასიური ოჯახის წევრები. თუ ვინ ჩაახშო ეგ ცნობიერება, ძნელი მისახვედრი არ გახლავთ. ავტორი ენგურის ხიდთან: სათვალთვალო ჯიხურში ჩეჩენი იჯდა. შორეულ მთებს გასცქეროდა ერთობ მოწყენილი. სარკმელზე რომ დაუკაკუნეს, ფეთიანივით წამოხტა და ავტომატი მოიმარჯვა. ჯიხურთან წაბლისფერთმიანი, ცისფერთვალება ახალგაზრდა იდგა. "ზემლიაკ, - შეეხვეწა იგი ჩეჩენს, - დამეხმარე ძმურად!" - "ვინა ხარ?" -"აფხაზი, ასტიკო ესართია!" "ქართველი?" "არა. ხომ გითხარი, აფხაზი-მეთქი!" "რა გინდა?" " ხიდზე ბიძაშვილი მელოდება, გთხოვ შემახვედრო, აჰა, აჯიკა და არაყი მოგიტანე!" "კი მაგრამ შენი ბიძაშვილი ხომ აფხაზია, და ზუგდიდში რა უნდა?" "არა ის ქართველია. მე რუსეთის მოქალაქე ვარ შენსავით, ის კი საქართველოს მოქალაქეა!" ხიდის მეორე მხარეს ისეთივე წაბლისფერთმიანი, ცისფერთვალება ახალგაზრდა იდგა. "შენ ხარ ესართია?"- ჰკითხა მას ჩეჩენმა. "ჰო, მე ვარ. ქართულად ჩემი გვარი ნიშნავს :ეს ერთიაო". "რა გქვია?" -"ძუკუ". " რაღა ორშაბათი აირჩიეთ შესახვედრად. მძიმე დღეა პონედელნიკ. თქვენებურად რა ჰქვია?" "ორშაბათი, ანუ თუთაშხა.- უპასუხა ძუკუმ. "აა- გაოცდა ჩეჩენი. პონაშემუ "ორმ". ვტორნიკ კაკ პოვაშემუ?" "სამშაბათი." ვაა. პონაშემუ "სამშ". შენი ის მითხარი კაკ ვოსკრესენიე პოვაშემუ?" "კვირა." აი საოცრება, - ამოიყვირა ჩეჩენმა,- პონაშემუ "კირა"! ძუკუ ხუმრობის ხასიათზე დადგა, რაღაცას უამბობდა. ჩეჩენი აღარ უსმენდა, მოწყენილი ჩანდა, ფიქრებს მისცემოდა. სათვალთვალო პუნქტთან გააჩერა ჩეჩენმა მანქანა. ძუკუ და ასტიკო ერთმანეთს გადაეხვივნენ. კარგა ხანს იყვნენ გადაჭდობილი, რომ გამოერკვნენ, ჩეჩენი უკვე იქ აღარ იდგა. მთელი კვირა ეძება რუსის ოფიცრობამ ჩეჩენი. მაგრამ ვერსად ვერ ნახა. თავის მთებში გაქცეულიყო ჩეჩენი!
-
ანზორ გვარამია, ივლისი, 2008 წელი ჩეჩნები, ინგუშები, ადეღეელები და სხვებიც ქართველთა სისხლით ნათესავები არიან, როგორც იბერიულ-კავკასიური ოჯახის წევრები. თუ ვინ ჩაახშო ეგ ცნობიერება, ძნელი მისახვედრი არ გახლავთ. ავტორი ენგურის ხიდთან: სათვალთვალო ჯიხურში ჩეჩენი იჯდა. შორეულ მთებს გასცქეროდა ერთობ მოწყენილი. სარკმელზე რომ დაუკაკუნეს, ფეთიანივით წამოხტა და ავტომატი მოიმარჯვა. ჯიხურთან წაბლისფერთმიანი, ცისფერთვალება ახალგაზრდა იდგა. "ზემლიაკ, - შეეხვეწა იგი ჩეჩენს, - დამეხმარე ძმურად!" - "ვინა ხარ?" -"აფხაზი, ასტიკო ესართია!" "ქართველი?" "არა. ხომ გითხარი, აფხაზი-მეთქი!" "რა გინდა?" " ხიდზე ბიძაშვილი მელოდება, გთხოვ შემახვედრო, აჰა, აჯიკა და არაყი მოგიტანე!" "კი მაგრამ შენი ბიძაშვილი ხომ აფხაზია, და ზუგდიდში რა უნდა?" "არა ის ქართველია. მე რუსეთის მოქალაქე ვარ შენსავით, ის კი საქართველოს მოქალაქეა!" ხიდის მეორე მხარეს ისეთივე წაბლისფერთმიანი, ცისფერთვალება ახალგაზრდა იდგა. "შენ ხარ ესართია?"- ჰკითხა მას ჩეჩენმა. "ჰო, მე ვარ. ქართულად ჩემი გვარი ნიშნავს :ეს ერთიაო". "რა გქვია?" -"ძუკუ". " რაღა ორშაბათი აირჩიეთ შესახვედრად. მძიმე დღეა პონედელნიკ. თქვენებურად რა ჰქვია?" "ორშაბათი, ანუ თუთაშხა.- უპასუხა ძუკუმ. "აა- გაოცდა ჩეჩენი. პონაშემუ "ორმ". ვტორნიკ კაკ პოვაშემუ?" "სამშაბათი." ვაა. პონაშემუ "სამშ". შენი ის მითხარი კაკ ვოსკრესენიე პოვაშემუ?" "კვირა." აი საოცრება, - ამოიყვირა ჩეჩენმა,- პონაშემუ "კირა"! ძუკუ ხუმრობის ხასიათზე დადგა, რაღაცას უამბობდა. ჩეჩენი აღარ უსმენდა, მოწყენილი ჩანდა, ფიქრებს მისცემოდა. სათვალთვალო პუნქტთან გააჩერა ჩეჩენმა მანქანა. ძუკუ და ასტიკო ერთმანეთს გადაეხვივნენ. კარგა ხანს იყვნენ გადაჭდობილი, რომ გამოერკვნენ, ჩეჩენი უკვე იქ აღარ იდგა. მთელი კვირა ეძება რუსის ოფიცრობამ ჩეჩენი. მაგრამ ვერსად ვერ ნახა. თავის მთებში გაქცეულიყო ჩეჩენი ......... ძუკუ წაიკითხე...
-
გარედან ფედერაციული და ახლოს,რომ მივედი კონფედერაციული(კახელის არ იყოს)...ეს კონცეფციები სამეცნიერო კონფერენციებზეც გვაქვს განხილული და დასკვნები იყო ცალსახა.. შეეშვით ბატონებო მარიონეტების დაცვებს, საქართველოს დაცვაზე დახარჯეთ ენერგია...ესაა ჩემი კომენტარი...
-
აფხაზეთის ომისა და ჭუბერის გზით დაინტერესებულთათვის---ზვიად გამსახურდია აფხაზეთის გადასარჩენად დაბრუნდა! მან ოჩამჩირეში შეკრიბა კანონიერი და ხუნტის ჯარის მეთაურები(ვიკიპედიაში დევს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი)ერთად ბრძოლაზე ,აფხაზეთის გადარჩენაზე შეთახმდნენ,მაგრამ მეორე დღეს შევარდნაძე-იოსელიანი აგზავნიან მსტოვარს,ჯარის მეთაურებს ოჯახების დაწიოკებით დაემუქრნენ და ამით ჩაშალეს აფხაზეთის გადარჩენის გეგმა! ედიკა თბილისში ჩამოყვანის სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს რუსეთისათვის გადაცემაზე დათანხმდა,ამის შემდეგ აძლევენ მას სკამს! აფხაზეთზე კარგი მასალები ჰქონდა ცხონებულ მიბჩუანს,ისე მეც მაქვს საკმარისი დოკუმენტები..უახლოეს ისტორიაში მთლიანად დავდებ ყველა ფაქტს მათ შორის1992წ 24ივნისს ,როგორ შეთანხმდნენ აფხაზეთში ე.წ.სამშვიდობოების ანუ საოკუპაციო რუსის ჯარების შემოყვანაზე-აფხაზეთის ჩაბარებაზე! ე.ი.დაგომისში როცა გადაეცა სამაჩაბლო რუსეთის მოქალაქე შევარდნაძის მიერ რუსეთისათვის ,მაშინ გადაწყდა(ერთი წლით ადრე)აფხაზეთის ჩაბარება.ეს საიდუმლო მასალა დუდაევმა მოიპოვა გადასცა ბ-ნ ზვიადს და ამიტომ ჩამობრძანდა ბატონი პრეზიდენტი! ყარყარაშვილი წერდა,რომ ეშერაში გუდაუთას ზემოდან ვადექითო და ედიკამ და ჯაბამ გვიბრძანეს გამოდითო..დაგვემუქრნენო...ასევ ე ყურაშვილი ტყვარჩელამდე მივიდა და შემდეგ უკან დამაბრუნესო,როცა მართლა ომია ზურგში მტერს არ ტოვებენ, მოხდა პირიქით-ტყვარჩელში შეუშვეს ელცინის ბრძანებით მანქანების კოლონები ტყვია-წამლით დატვირთული?! "ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა ელცინმა ამიკრძალა, დიდი მსხვერპლი იქნებაო'" -შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა.რუსეთ-საქართველოს ომში ორივე მხარი მთავარსარდალი ელცინი იყოო!!! მსგავსი პრეცედენტი ისტორიაში არ არსებობს?! ამის შემდეგ კოდორ-ჭუბერის გზის გადაკეტვაზე მოუბარი საცოდავია....მიტომ შემოვიდა შავი ზღვის ფლოტი ედუარდ ბალტინის მეთაურობით(მის ტანკში მარგიანი იჯდა-ავთო ტრაბახობდა),მალადეც რუსეთი, კავკასიელები გვიხსნა!!!ამიტომ აიღო ბალტინმა მანამდე სოხუმი-"ქარტველები ავიწროებენო აფხაზებს, გენოციდს უწყობენო ოსებს"-აირიკიანი,გია ჭანტურია,გოგა ხაინდრავა,.. ოსებთან, რუსებთან ცხინვალში მოლაპარაკებაზე მე ვიყავი და სსრკ-მა და რუსეთმა აღიარა "ყოფილი სამხრეთ ოსეთი" მანამდე 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება მოხდა რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობაზე მოეწერა ხელი. 1994წ.მაისში მოსკოვში ხელი მოაწერეთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას გაეროს მდივანის თანდასწრებით! რა ქვია ამას-ღალატი! შევარდნაძის"პარლამენტმა"რატიფიკაცია გაუკეთა დაგომისის გარიგებას,რომლითაც რუსი და ჩრდილო და სამხრეთ ოსური ოკუპანტებმა "მშვიდობისმყოფელთა"' სტატუსით სამაჩაბლოს ოკუპაცია განახორციელეს ,ასევე რატიფიცირებული იქნა1992წ.3სექტემბრი სმოსკოვის ხელშეკრულება,რომელიც გულისხმობდა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ცალმხრივად გაყვანას ქართული მხრის მიერ რასაც მოყვა გაგრის,ლესელიძის...ჩაბარება,უდ იდესი მსხვერპლით .რატ.იქნა 1993წ. 27 ივლისის სოჭის გარიგება,რომელიც გულისხ.ცოცხალი ძალის და ტექნიკის გამოყვანას,რის გამოც ჩაბარდა მთელი აფხაზეთი!(ცოცხალიძალა და ტეკნიკა გამოიყვანეს დათუაშვილმა,ყარყარაშვილმა რუსული გემებით...ამისთვის ორივე რუსეთ -საქართველოს ომის შემდეგ რუსეთის ,მოსკოვის აკადემიაში სწავლობნენ!!) აფხაზეთში შეყავსთ შევარდნაძის მოთხოვნით 345- სადესანტო პოლკი განჯიდან,სამეგრელოში შემოდიან ედუარდ ბალტინის საზღვაო ფლოტის ტანკები(ტანკებში სხდომაზე ტრაბახობდნენ შევის მინისტრი და სპიკერი),ძერჟინსკის დივიზია იღებს აბშას,სენაკს...ყველა ეს ძალა მონაწილეობდა აფხაზეთის ოკუპაციაში,ზოგი თბილისში გადატრიალებაში,9 აპრილის დარბევაში...
-
გრძელვადიანი პერსპექტივის- რუსეთის კავკასიიდან წასვლის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის...
-
რა განსხვავებაა გამყრელიძე-გაჩეჩილაზესა და ნოღაიდელ-ოქრუაშვილ-თარგამაძე-ანზოროვნას შორის....კახა თარგამაძე ხომ ამათი "მამა"იყო და არის გავიხსენოთ მათი ბოლო შეხვედრები ევროპაში
-
ახლა ვერ მოგაწვდი...იმედია მალე დავდებ ლინკს...
-
ეს ტელეარქივების მასალები(რუსთავი,1არხი..) გამოყენებულია სიცრუის გასავრცელებლად,კერძოდ სოხუმი სოჭის 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებით (მას ხელი გოგუაძემ მოაწერა,ხოლო შარტავა ესწრებოდა ამ ხელმოწერას და მიესალმა მას_მყ ვიდეო -აფხაზების სიმხეცე..."შარტავა ამბობს:" ...მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ქართველები და აფხაზები,აფხაზები და ქართველები იცხოვრებენ ერთად ..."ქართული მხარე მოსკოვი1992წ.3სექტ.1993წ.27ივლისის სოჭის გარიგებაში კი არ მოტყუვდა არამედ შევარდნაძის ბანდამ ცოცოხალი ძალის და ტექნიკის გამოყვანით დათმო ჯერ გაგრა და შემდეგ სოხუმი,აფხაზეთი!) მძიმე ტექნიკაისარტილერიის,ათასობით მეომარის გამოყვანით დატოვეს ადგილობრივების იმედზე,ლაგატკების ამარა...რუსულმა ფლოტმა ბალტინმა(რომელმაც შევარდნაძის დავალებიათ მოახდინა აფხაზეთისა და სამეგრელოს ოკუპაცია) ყარყარაშვილისა და დათუაშვილის ხელით გამოზიდა მძიმე საბრძოლო ტექნიკა...მსგავსი რამ მოეწერა მოსკოვში 1992 წლის 3 სექტემბერს და იქაც ასეთივე ღალატით ჩაბარდა გაგრის მხარე...მიკვირს ამ ხელმოწერაზე ასეთი პატრიოტი შარტავაც ესწრებოდა და ინტერვიუში მიესალმა კიდეც...გაგრის მაგალითი ხომ იცოდა?...ახლა ხელს ზვიად გამსახურდიასკენ იშვერენ,ცდილობენ სამოქალაქო ომად რუსულ გადატრიალების მონათვლა,ასევე შიდა დაპირისპირება დაასახელონ აფხაზეთის ტრაგედიის მიზეზად...ყველაფერი ეს კეთდება ფსბ-ს ,გრუ-ს სცენარით ანუ რუსეთს ააცილონ პასუხისმგებლობა , ამის ანალოგიურად მანამდე აფხაზეთის კონფლიქტში მტრის ხატად შევარდნაძე მამუკა არეშიძის და სხვათა მეშვეობით ჩეჩნებს ,ზვიადის მომხრეებს ხატავდა...5000 კაცით სოხუმის მისაშველებლად შემდეგ ყურაშვილი მიდის მაგრამ ცოცხალი ძალის და იარაღის მიწოდებით(შევარდნაძემ შეუშვა ტყვარჩელში ეს კოლონა,რომელსაც ს.კავსაძე ხელმძღვანელობდა) გაძლიერებული რუს-აფხაზების 300 კაციანი ჯგუფი აჩერებს მათ...ათასობით ქართველი მეომარი გამოიყვანა ედიკამ სოხუმიდან სოჭის ხელშეკრულებით ,არ დატოვა იქ ხალხი და ტელეფონით დადგმულ სცენარით ცდილობს გამსახურდიაზე გადაბრალებას..( იხ. რუსთავზე ჩაგელიშვილის და 1 არხიის ინსინუაციები) ზვიად გამსახურდიას ბრძანებით,ლაკიას მეთაურობით სცადეს სოხუმში შესვლა მაგრამ რუსებმა დაბომბეს და უკან დაიხიეს( რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა)...ზვიადის გვარდიის მოსალოდნელ განადგურების ედიკასეულ გეგმაზე შარტავამ აცნობა ზვიად გამსახურდიას...300 კაცით ყარყარაშვილმა გაათამაშა შესვლის უსაფრთხოების შესახებ,რითაც უნდოდათ ზვიად გამსახურდიას გვარდიის შეტყუება და განადგურება ედიკას,რუსებს...ისე მსგავსი სცენარით გილაევი შემოიტყუა ედიკამ, კახა თარგამაძემ, ავთო იოსელიანმა კოდორში და იქაც ვერ შეძლეს მისი განადგურება...ის მიხვდა და მცირე დანაკლისით დაიხია უკან... ასეთი ღალატის გზით მოსიარულე საქართველომ ტერიტორიების დაბრუნების მაგივრად კიდევ არ დაკარგოს ...ღმერთმა დაგვიფაროს !!!
-
ზაქარეიშვილ–ცაბოშვილ– ხუბუა მუშაობენ 10 წელია..
-
ზვიად გამსახურდიას საფლავიდან თხრიან
shavlego91 replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
წაიკითხე ნამდვილი ბიოგრაფიები და იპოვი... -
ვის აირჩევდით საქართველოს პრეზიდენტად?
shavlego91 replied to gvanci_gvanci's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
....არაა სწორი,სწორია ვის დანიშნავდით პრეზიდენტად! :user: -
ეროვნული უმცირესობები და დამოუკიდებლობის რეფერენდუმი როგორც მოგეხსენებათ 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი. მის მონაწილეთა 90,8 პროცენტმა დადებითად უპასუხა შეკითხვაზე: თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიღებულია დასკვნა, რომელიც ავლენს განსაცვიფრებელ შედეგებს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმისას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზოგიერთი დეტალი, რომელიც დაკავშირებულია არაქართული მოსახლეობის მონაწილეობასთან რეფერენდუმში. დემოგრაფიული მონაცემები აღებულია მოსახლეობის აღწერის 1989 წლის მონაცემების მიხედვით. ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები: ახალქალაქის რაიონი - ქართველები 4,3%, სომეხი - 91,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90%. კითხვას უპასუხა დიახ 97,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 87,31%. ნინოწმინდის რაიონი, ყოფილი ბოგდანოვკის რაიონი: ქართველები 1,1%, სომხები 89,4%, რუსები 8,3%. კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა 88,5%, კითხვას უპასუხა - დიახ 91,58%, ანუ ყველა ამომრჩევლის 81,04%; წალკის რაიონი: ქართველები 3,3% , ბერძნები 61%, სომხები 28,5%, აზერბაიჯნელები 5,1%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 88,19%, კითხვას უპასუხა დიახ 96,56%, ანუ ყველა ამომრჩევლის 85,16%. დმანისის რაიონი: ქართველები 28%, აზერბაიჯნელები 63,7%, ბერძნები 6,1%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,19%. კითხვას უპასუხა დიახ 99,17%, ანუ ყველა ამომრჩევლის 92,42%. ბოლნისის რაიონი: ქართველები 21%, აზერბაიჯნელები 65%, სომხები 6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 90,86%, კითხვას უპასუხა დიახ 99,54%, ანუ ყველა ამომრჩევლის 90,44%. მარნეულის რაიონი: ქართველები 6,6%, აზერბაიჯნელები 80%, სომეხი 6,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97,7%. კითხვას უპასუხა დიახ 98,94%, ანუ ყველა ამომრჩევლის 96,74%. სამაჩაბლო ახალგორის რაიონი: ქართველები 53,8%, ოსები 44%, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 93,15%, კითხვას უპასუხა დიახ 99,44, ანუ ყველა ამომრჩევლის 92,63%. ცხინვალის რაიონი: ქართველები 46%, ოსები 52,4%. რეფერენდუმი ჩატარდა 12-დან 7 საკრებულოს ტერიტორიაზე, საომარი მდგომარეობის გამო. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რაიონის ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 64,55%... საკრებულოს ტერიტორიებზე, რომლებიც მთლიანად ოსებითაა დასახლებული, კენჭისყრა ჩატარდა რომის საბჭოთა მეურნეობის თანამშრომელთა საერთო კრების მიერ არჩეული კომისიის საკუთარი ინიციატივით. 612 ამომრჩევლიდან კითხვას უპასუხა დიახ 607 ამომრჩეველმა (წმინდად ოსური სოფელი). რეფერენდუმი არ ჩატარებულა ქ. ცხინვალში, ჯავისა და ყორნისის რაიონში. ჯავის რაიონში 5,8% ქართველი ცხოვრობს, ყორნისისაში 35,4%. ჯავის რაიონის 474 ამომორჩეველმა, ამათგან 149 ოსმა ხმა მისცა საჩხერის რაიონის სოფელ პერევისაში და ყველამ დადებითად უპასუხა კითხვას. აფხაზეთი სოხუმი: ქართველები 41,8%, სომხები 10,3%, რუსები 21,1%, ბერძნები 6,3%, აფხაზები 12,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 67,1%. კითხვას უპასუხა დიახ 96,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 64,02%. გაგრა: ქართველები 28%, სომხები 30,05%, რუსები 23,4%, აფხაზები 9,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 52,1%. კითხვას უპასუხა დიახ 94,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 48,98%. გალის რაიონი: ქართველები 93%, რუსები 3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 97,67%. კითხვას უპასუხა დიახ 99,71%, ანუ ყველა ამომრჩევლის 97,39%. გულრიფშის რაიონი: ქართველები 52,7%, სომხები 25,3%, რუსები 13,8%, აფხაზები 2,3%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 85,35%, კითხვას უპასუხა დიახ 97,85%, ანუ ყველა ამომრჩევლის 83,52%. ოჩამჩირის რაიონი: ქართველები 49,2%, სომხები 8,2%, რუსები 5,8%, აფხაზები 33,6%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 54,76%, კითხვას უპასუხა დიახ 99,1%, ანუ ყველა ამომრჩევლის 54,27%. სოხუმის რაიონი: ქართველები 44,2%, სომხები 29,4, რუსები 7,2%, ბერძნები 10,5%, აფხაზები 5%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 69,83%, კითხვას უპასუხა დიახ 99,44%, ანუ ყველა ამომრჩევლის 60,61%. გუდაუთის რაიონი: ქართველები 13%, სომხები 15,5%, რუსები 13,1%, აფხაზები 53,3%. რეფერენდუმი ჩატარდა მხოლოდ ერთ უბანში. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 8,13%, კითხვას უპასუხა დიახ 99,9%, ანუ ყველა ამომრჩევლის 8,12%. ტყვარჩელი: ქართველები 23%, რუსები 24%, აფხაზები 42%. რეფერენდუმი არ ჩატარებულა. 7,84% ამომრჩეველმა ხმა მისცა ქ. ოჩამჩირეში. კითხვას უპასუხა დიახ 99,9%, ანუ ყველა ამომრჩევლის 7,83%. მთლიანად აფხაზეთში 347 175 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 61,23%, კითხვას უპასუხა დიახ 97,73%, ანუ ყველა ამომრჩევლის 59,84%. დასკვნა: ამრიგად, ნათელია, რომ საქართველოს რესპუბლიკი მთელმა მოსახლეობამ, როგორც ქართველმა, ისე არაქართველმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამ მონაცემებით ბათილდება აგრეთვე ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ავრცელებდნენ საქართველოში არაქართველი ეროვნული უმცირესობის ვითომდა ჩაგვრისა და დისკრიმინაციის, "მცირე იმპერიის" შესახებ. დეკაბრისტ პესტელის(1825წ)კონსტიტუციით კავკასია უნდა დაეყოთ შფოთიანებად და უშფოთველ ერებად,შფოთიანებისგან ანუ ქართველებისგან ვაინახებისგან,ჩერქეზებისგან,ლეკებისგან..იბერიულ კავკასიური ერებისგან უნდა გაეწმინდათ კავკასია...ახლა რუსები წმენდნენ ქართველების შემდეგ აფხაზებისგან აფხაზეთს და იქ რუსებისა და სომხების გარდა არავის დატოვებენ!იგივეს აკეთებენ ცხინვალში და იქ რუსები ,ოსები დარჩებიან,ოღონდ ოსების სრული ასიმილაცი უახლოესი პერიოდის საქმეა...
-
მე ლევან გაჩეჩილაძეს ვარჩევდი თბილისის მერათ.
shavlego91 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
როცა ქვეყანაში ყველას უჭირს და უკანონობა მეფობს, დიდი დანაშაულია მდიდარი იყო ,ბედნიერად ცხოვრობდე -კონფუცი... -
სერგეი ბაღაფში - საქართველოს ეკლესიასთან საერთო არაფერი გვექნება სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 18 / 02, 2010 15:29 Print Font size: Decrease font Enlarge font აფხაზეთს საქართველოს ეკლესიასთან საერთო არაფერი ექნება. ამის შესახებ სოხუმის რეჟიმის ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა "იტარ-ტასის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბაღაფშის განცხადებით, უთანხმოებები, რომლებიც აფხაზეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის დღეს არსებობს, დიდი ხნის წინ დაიწყო. მისივე თქმით, სოხუმი აპირებს, ეს პრობლემები ისე გადაჭრას, რომ არავინ დააზარალოს. "ყოველთვის ვითვალისწინებთ, რა შეიძლება ჩვენს გადაწყვეტილებას მოჰყვეს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ იმ სახელმწიფოებისთვისაც, რომლებმაც გვაღიარეს. ამის მიუხედავად, ამ პრობლემას მაინც გადავჭრით. თავად მე მშვიდად ვუდგებოდი ამ საკითხს, მაგრამ საქართველოს მღვდელმსახურების გამონათქვამების შემდეგ ამ ეკლესიასთან და ასეთ ადამიანებთან საერთო არაფერი გვექნება", - განაცხადა ბაღაფშმა. მისივე მტკიცებით, თუ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდება, ქართველი მღვდელმსახურები აფხაზეთს ომით ემუქრებიან. "მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიაქთან კირილთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მასთან შეხვედრაზე ვგეგმავ მთავარი საკითხი განვიხილო, როგორ ვაქციოთ აფხაზეთის ტაძრები – ახალი ათონი, იოანე ოქროპირის ეკლესია და კამანი მართლმადიდებლების მოლოცვის ადგილებად. ვაკუუმის შექმნა არ შეიძლება. ხშირად ვკითხულობ, რომ აფხაზეთი მუსლიმური ქვეყანაა. მინდა, ყველა მოვიწვიო ჩვენთან, რათა თავად ნახონ, რომ ჩვენ მეოთხე, მეექვსე და მეთორმეტე საუკუნის ტაძრები გვაქვს", - განაცხადა სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა. :ravic: :ravic: :ravic: მისივე თქმით, მოსკოვის საპატრიაქრო აფხაზეთს ემარება ახალი ათონის კომპლექსის მოწესრიგებაში. ბაღაფშმა აღნიშნა, რომ სხვა სარწმუნოების წინააღმდეგი არ არის და აფხაზეთში ცხოვრობენ მუსლიმები, კათოლიკეები და იუდეველები. სოხუმის რეჟიმის ლიდერის მტკიცებით, მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ, რამდენადაც მათ უფლებებს "კონსტიტუცია" იცავს.:ravic: :ravic:
-
რუსეთის კავკასიიდან წასვლის მოწინააღმდეგეა ნოღაიდელი ,ხოლო თქვენ ფორუმელებო რას იტყვით?...ისე რომი დაეცა და რუსეთის იმპერიაც რომ დაეცეს არ შეიძლება?
-
ქვეყანას არ გააჩნია დამოუკიდებელი საარსებო წყარო
shavlego91 replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხელგაწვდენილი ცხოვრებას მიჩვევა დიდი ცოდვააა... -
სხვის დაკრულზე ბუქნაობით ყოველთვსი ასეთ დღეში ვიქნებით...
-
ქაღალდი არაა კანონები თუ იბრძოლებ და ხელს არ მოუწერ , იურიდიულ საფუძვლებსაც ხელიდან არ გაუშვებ.... გ.ლორთქიფანიძემ 1921 წლის 17 მარტს არ მოუწერა რუსებს (რევკომს) ხელი და ამიტომ მოგვეცა საშუალება დამოუკიდებლობის აღდგენის... თუ რუსეთი არ კვებეს მილიარდებით, მისტრალებით, ტალიავინ-მერკელებით ,მაშინ მას პრობლემები შეექმნება იმპერიის სხადასხვა წერტილებში და მოუწევს კავკასიიდან წასვლა...ასე ხელები ჩამოყრილი იყო საქართველოს მოსახლეობა თურქ-სელჯუკების, მონგოლების, ნეომონგოლების( მე-20 ს.რუსების ) დროსაც ...
-
პრიმაკოვმა აღიარა, რომ აფხაზეთის ომში ქართულ პოზიციებს რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ ოქტომბერი 30,2009 სხვა სიახლეები No matching news for this article image რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევგენი პრიმაკოვი აღიარებს, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას ქართულ პოზიციებს ამოუცნობ ნიშნებიანი რუსული თვითმფრინავები ბომბავდნენ. პრიმაკოვის თქმით, ქართულ-რუსული ურთიერთობების გაფუჭებაში წვლილი ორივე მხარეს მიუძღვის. “ბალანსი რომ გავაკეთოთ, საქართველოს დიდ ანგარიშს წარვუდგენდი, მიუხედავად იმისა, რომ არც რუსეთია უცოდველი. გაიხსენეთ, ქსენოფობიის მორიგი აფეთქებისას, როგორ აღრიცხავდნენ მოსკოვის სკოლებში და საბავშვო ბაღებში ქართული გვარის მქონე ბავშვებს. ეს ჩვენი პლუსია? 1993 წლის საბრძოლო მოქმედებების დროს ქართული პოზიციების დაცხრილვა ხდებოდა თვითმფრინავებით, რომლებსაც ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდათ. თუნდაც ეს დაცხრილვა მოსკოვის ბრძენებით კი არა, კორუმპირებული სამხედროების ბრძანებით ხდებოდეს, მაინც რუსეთის მინუსია”, - აცხადებს პრიმაკოვი. ...ისევ ნახევარი სიმართლე...მთელი რუსული ფლოტი,345-ე სადესანტო პოლკი და რაც მთავარია რუსეთის მოქალაქე სერგო შევარდნაძე ებრძოდნენ ქართველებს აფხაზეთშიც,სამეგრელოშიც,თბილ ისშიც..
-
რატომ? იურიდიული საფუძვლებით აფხაზეთი საქართველოა და ამ ლეგიტიმურს გავუფრთხილდეთ...