Jump to content
Planeta.Ge

SSDK

პლანეტელი
  • პოსტები

    443
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი SSDK

  1. მართალია, მაგრამ გავაფართოვოთ მსჯელობის ფარგალი. ერთი მითხარი, თავის ხასიათით და სულიერ აგებულებით ქართველი ხალხი დემოკრატია თუ არისტოკრატი? - ვისაც ვუცნივართ, არისტოკრატებში ჩაურიცხივართ. - გიშველა ღმერთმა! მაშ ცხადია, რომ ქართველი ხალხი საშინელ ძალას ატანს და ამახინჯებს თავის თავს. ერთი გამაგებინე, როგორ მოხდა ასეთი უცნაური სასწაული: ზნე-ჩვეულებით, სულითა და სისხლით არისტოკრატმა ქართველმა როგორ მოახერხა დამყარება უდემოკრატიულეს რესპუბლიკისა? ხომ გახსოვს, რამდენიმე წლის წინათ მთელი ქვეყანა რომ შევსძარით რიხიან ყვირილით და ბაქიობით: მოდით, გვნახეთ და ჩვენგან ისწავლეთ ნამდვილი დ...დემოკრატიული რესპუბლიკის აშენება და ნამდვილი ხალხოსნური წესრიგიო?! შუა აზიაში მეორე შვეიცარიის შექმნა განვიზრახეთ. ხა-ხა! სასაცილოა. მაგრამ სატირალიც არის ეს ამბავი, ჩემო ივანე. იგი ცხადად ამტკიცებს ჩვენს ფლიდურს, ორპირსა და ორგულ ბუნებას. ეს იყო ყირამალა დგომა და საკუთარ ქერქიდან ამოხტომა. ჩვენ ჩვენს თავსაც ვატყუებდით და ქ...ქქვეყანასაც. ესეც ჩვენი კუდაბზიკურ-აზნაურული მაიმუნობა გახლავთ. ბოლოს-და-ბოლოს, საქ...ქართველოს ეს მაიმუნობა დაჰღუპავს, თუ დროზე არ ვუშველით ჩვენს თავს. წამბაძველობის ნიჭი, ჩემო ივანე, უუდიდესი საჩუქარია, მაგრამ ღმერთმა გადააჭარბა: ჭკუა დაგვაკლო და წაბაძვის ნიჭი ნაჭ...ჭარბევად მოგვცა. ჩვენც ამიტომ დავემსგავსეთ მაიმუნს. სადაც არ გვყოფნის საკუთვარი ჭკუა, მხნეობა, გამძლეობა და ნებისყოფა, იქ უცხოელთა წაბაძვით ვლამობთ ფონის გასვლას და ლელოს გატანას. უწინაც ეგრე იყო. ისტორიაში განმეორების მეტი არაფერია. დღევანდელი დღე წარსულის მეათე თუ მეასე შენიშვნაა - არც მეტი, არც ნაკლები. მე: იცნობთ უმრავლესობა ამ ნაწყვეტს, მაგრამ მაინც, თვალსაჩინოებისთვის იდოს.. ამ მონოლოგის ბოლო ნაწილი აქტუალური მგონია ნამეტანი ახლაც..
  2. ზუსტად დაწერა ლაშა ბატონმა.. ევროპის შეგნებული შავი პიარი მიდის.. კაი ხანია ვაკვირდები და დიდი ხანია გამოკვეთილია ეს ტენდენცია.. სპეციალურად აშავებენ ევროპას.. საინტერესოა, ძალიან საინტერესო..
  3. mtidan არაა მასე.. შალვას კონკრეტულად მიშა არ უნდოდა და ახლებისთვის საერთოდ არ ქონდა მნიშვნელობა შალვა მოვიდოდა, მიშა თუ გრიშა.. იძახდნენ 6 თვეღა დარჩა და პირველად გადატრიალების გარეშე შეიცვლება ხელისუფლებაო.. ეს ერთერთი მიზეზია რატომაც ვაფასებდი ახლებს, აი ახლა კი რაც ქნეს რეავიც რეავიც..
  4. ძალიან აირია სიტუაცია.. არ მომეწონა ახლების ნაბიჯი საშინლად, მაგრამ იმ იმედით ვარ, რომ არც 2003-ში მომეწონა და მართლები კი აღმოჩნდნენ, თუმცა ამჯერად არ ვიცი, არა მგონია კი.. არადა, თუ სკამები და ფული უნდოდათ, ვერ ქნეს 2008-ში, 2003-ში ან ადგილობრივებში? ნამდვილად ვერ გავიგე ახლების ნაბიჯი.. გამეხლიჩა სამეული ამ ბოლო დროს გახმაურებული პოზიციებიდან, ალასანიადან რატომღაც რესპებზე გადავინაცვლე პირადად მე.. ძალიან არათამამად საუბრობს ალასანია რესპები კი პირდაპირ ამბობენ შავზე შავს და თერთრზე თეთრს.. გული დამწყდა ახლებზე ყველაზე დიდი პარტიული და ადმინისტრაციული რესურსის პროდასავლური ძალა იყო
  5. DonCaredo მიტომაც ხართ კარედო ბატონო თქვენ და თქვენნაირები ზუსტად იგივე, რაც მიშა უბრალოდ ვექტორია სხვა, თორემ მეთოდები ზუსტად იგივე გაქვთ..
  6. ძალიან საინტერესო პიროვნებაა შალიკო.. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ვეთანხმები..
  7. Siknadmo პირველზე იყო რეაქცია და ბრძოლის მსგავსი ახლაცაა, როგორც ვიცი.. აი, მეორეზე და მესამეზე, რა გითხრა, აზრზე არ ვარ.. მაგრამ მისახედია რა თქმა უნდა.. გვყავს აქ პარტიულები და ვთხოვოთ ჩაგვაყენონ საქმის კურსში.. ბატონო ძუკუ და ბატონო ნიუსსტუდიო, დარწმუნებული ვარ არც რესპებს და არც ალასანიას არ ექნება ეს საკითხი მიტოვებული და გაგვაგებინეთ..
  8. DATA TUTASXIA ნამეტანი არ გავხარ დათას აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებ ;) ცინიზმიც ოხრად გაქვს და დემაგოგიის მართალია მცირე მაგრამ საჭირო ულუფასაც იყენებ ბატონო ჩემო სწორედ ამას ვამბობ.. რა ვქნათ აპა? მოდი სიმონ დავუპადიეზდოთ და გავუნგრიოთ თავყბა მაგ ტუტუცს მაგას ააა? მოგწონს იდეა? არა? ხო კაი.. მაშინ მოდი სასამართლოში ვუჩივლოთ.. ჰაა? მოგწონს იდეა? არა? მათია სასამართლოც? აპა მოდი მთავრობასთან ვუჩივლოთ რომ გადააყენოს, მიშა მოიშორებს ამას.. მოგწონს იდეა? არა ხომ? არ დახევს მგელი მგლის ტყავსო? რახან მასეა, მოდი მიშა გადადექი შე ცუდოთქვა ვუძახოთ და გადადგება აპა რას იზავს? ჰა? რავარია? მოგწონს იდეა? იყო მაგი უკვე და არ გამოვიდა არაფერი? ააა? აპა რა ვქნათ? აააა, მართალი ხარ კაცო.. ცინიზმი და სარკაზმი კი გვაქვს ოხრად და რაღა გვიჭირს აწი.. ააა? ამაზე ხო მეთანხმები? კი ხო? აგაშენა ღმერთმა ვიღლაბუცოთ აპა.. მაინც არ გვეშველება არაფერი და ქე მაინც მხიარულად ჩავმყაყდებით რავი აბა, ამ ქვეყანაში ყველა გენიოსია და ვერ ვაფასებთ უბრალოდ თუ არა, აბა მივუშვათ რამდენ რამეს იზამენ კაის და გადასარევს.. არ აკეთებენ რაც შენ გინდა და იძახი აზრზე არ არიანო.. გეკითხებიან ჩვენ ამას ვაკეთებთ და თუ უკეთესი იცით რამე, თქვითო და იძახით ამათ თუ ჩემი დახმარება ჭირდებაო და.. ჩამოყალიბდით ცოტა.. პრინციპში იდალური ვარიანტია საღლაბუცოდ და ზემოთ რაც დავწერე იმისთვის ასეთი პასუხები ;) სწორად შეგირჩევიათ ბატონო ჩემო, მაგრამ დათასი რა გითხრათ და ელიზბარ კარიჭაშვილი უფრო მოგიხდებოდათ სახელად, მგონია მე
  9. DATA TUTASXIA დათა ბატონო, მოდით დავარქვათ თავისი სახელი, შენ ახლა მედიის თავისუფლებაზე აკეთებ აქცენტს და გინდა თქვა, რომ თუ არა ნუ, რვიანში შემავალი ოთხეულ-ხუთეულის გარდა, სხვა ვინმეს ოდესმე გაუმახვილებია ამაზე ყურადღება? მარტო ესენი ყვირიან, ნუ რა თქმა უნდა ცალ-ცალკე და არა რვიანის ფორმატში(ამ უკანასკნელში, მხოლოდ არჩევნების დროს მედიაზე) მედია თავისუფლებაზე და ა.შ. რაც დაწერე, საზმაუს დროზე, ეგეც არაერთხელ მოითხოვეს და რაღაც დათმობაზე წავიდა მიშავიზია, დაუთმო მეორე არხის დრო.. არ მითხრათ ახლა ვინმემ, ვის რად უნდა ეგ შენი მეორე არხიო, იმიტომ, რომ რაღაც დონეზე დაგეთანხმოთ იქნება, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც არაა ძალიან ცუდი შედეგი.. რაღაც დრო დაეთმო ოპოზიციას, საზმაუს - მეორე არხის ეთერში, რომელიც თითქმის მთელს საქართველოში ვრცელდება.. ანუ, ამეებით იმის თქმა მინდა, რომ შენ რაც შემოგვთავაზე, მაგაზე არათუ დაფიქრება, არამედ მუშაონაც მიდის უკვე და რაღაც შედეგებიც მიღწეულია.. ჩათვალე ეგ ფრთა მუშაობის პროცესშია.. სხვა, რაიმე სხვა იდეაა საჭირო.. აგერა ხარ შენ და აგერაა გერმანია.. თუ რაიმე კარგი იქნება, აგერ რესპებში ეგრევე მივა ინფო, ალასასთანაც.. მეც მყავს მაქვს ამ სამეულთან ნაცნობობა და მეც შემიძლია შევატყობინო ალასას, რესპებს და ახლებს.. აგერ ფორუმზეც მივა ინფო და ა.შ.. ამიტომაც ვამბობ, თუ რაიმე კარგი იცით ისეთი, რასაც თქვენ თვლით საჭიროდ და ესენი ვერ ხვდებიან დაწერეთ და აგერაა ხალხი.. აიწევა მსჯელობა და დადებითი შედეგის შემთხვევაში გაეცნობა პარტიებს.. თუ კარგი წინადადება იყო, ჩემს თავზე ვიღებ, რომ ის სამეული გაიგებს ამის შესახებ.. ხოდა, ეგრე რა..
  10. Siknadmo რავი, აკეთებენ რაღაცას ცალ-ცალკეც, ნუ ალასა ახლები რესპებზე ვამბობ.. ფაფხურობენ, მაგრამ არაა მედია მაესტროზე და კავკასიაზე კი გაჰყვირიან სულ და სხვა რა ქნან.. ხოლო ის, რომ რაიმე ახალი მეთოდია მოსაფიქრებელი მართალია, მაგრამ რა, აი ეგ არ ვიცი არც მე.. ხოდა, მაგიტომაც ვიძახი, თუ ვინმემ რაიმე კარგი იცით, თქვით მეთქი, მარა თქვენც ჩემი არ იყოს, მართალია ფიქრობთ, მსჯელობთ, წვალობთ რაღაცას, მაგრამ ხეირიანი არ გაფიქრდებათ არაფერი..
  11. Siknadmo კიდევ იგივე.. სულ, მუდამ, ერთი და იგივე.. როდემდე ხალხნო? არაა რვიანი სრული პოლიტიკური გაერთიანება.. არამედ, მხოლოდ ერთი მიზნის, საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის გაერთიანებული 8 პარტიაა.. სულ რომ დაინგრეს ყველაფერი, სულაც რომ დააყენოს ვანომ და სათითაოდ ჩაცხრილოს მთელი მოსახლეობა, რვიანმა მაინც არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური განცხადება ამის შესახებ, როგორც რვიანმა.. ცალკე პარტიებმა კი ბატონო, რამდენიც გინდა, მაგრამ როგორც რვიანს - ეს არ ეხება საერთოდ.. შესაბამისად, ქვეყანაში მიმდინარე არანაირ პროცესებზე და მისთანებზე რვიანმა არც უნდა გააკეთოს არანაირი განცხადება.. ამასაა სწორედ, რომ ტენიან ხალხს მიშავიზიები, გაერთიანდნენ ესენიო და ჩვენც ვეგებიდ ამ ანკესზე..
  12. mtidan ხო.. მართალი ხარ მთიდან ბატონო.. ასიანია.. მერე რა, რომ ამის შანსი აქამდე სამჯერ ჰქონდათ. პირველი - არჩევნების შემდეგ უარი მანდატებზე(ქრისდემები და ცაგარეიშვილ-პადოშა რომ შეძვრა), მეორე - წინასაგალიებოდ ხელისუფლების შეთავაზება და მესამე - მაშინ, როდესაც კოკო შევიდა: მანდატების დახევის გაუქმება და შესვლის შანსი.. მერე რა, ზატო, ახლა მეოთხეჯერ უეჭველი ეგ უნდათ.. შეძვრებიან და დაგვაბოლებენ ეს გამყიდველები ესენი, მარტო თითო-ოროლა მანდატისთვის რომ ზრუნავენ.. P.S. ხალხნო, სკლეროზი მართლა მეხსიერების დაავადება კი არაა, არამედ სისხლძარღვების. ასე რომ, მოუფრთხილდით გულს და სისხლის მიმოქცევის სისტემას, თორემ სკლეროზი მონაგონი იქნება, ისეთი საშინელი დაავადებები იცის გულმა.. DATA TUTASXIA რა თქმა უნდა, მართალია ეს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო გარემოს მოწესრიგება.. დიახ, დიახ, ადმინისტრაციულ რესურსებზე და მისთანებზე მაქვს საუბარი.. თქვენ გგონიათ, თანამედროვე გაყალბებები ე.წ. "ჩაყრით" ხდება? არა ბატონებო, წავიდა ეგ დრო.. აღარაა უკვე ეგ საჭირო.. განვითარდა უკვე მაჭავარიანი და გოგორიშვილი.. უკვე მთავარია წინასაარჩევნო გარემო და უკვე ათასჯერ ნახსენები სიები, ადმ. რესურსი და ა.შ. P.S. "უკვე"-ზე არ გამომეკიდოთ, მითქვია მე თქვენთვის..
  13. ძალიან მაგრები არიან ნაცები.. სერიოზულად ძლიერები.. საცოდავი ახლები ქრისდემებს გაუტოლეს უკვე, თანაც ვინ, პროდასავლელი ოპოზიციის უმრავლესობამ ბრავო მიშა + ქრისდემები.. წელიწადში ორასი-სამასი ათასი კი არა, მილიონი უნდა მისცეთ დაქირავებულ პიარ-ასტებს.. პროსტო მაგარი საცოდაობაა.. გადაუარეს ახლებს ქრისდემებით .. დაგვაკლდა ერთი კარგად ორგანიზებული პარტიული რესურსის მქონე ძალა რეალურ პროდასავლელებს დარჩა 2 ძალა - რესპები + ალასა.. მალე ამათზეც დაგაწყებინებთ მიშა ძახილს - ან რუსეთის აგენტები არიანო, ან მთავრობასთან შეკრულები არიანო და დაგრჩებათ მიშა და ნინო ;) ნეტა ვისზე აიღებენ ეხლა აქცენტს? რესპებზე, თუ ალასაზე? ძუკუ ბატონო, გადაეცით პარტიაში, ღმერთი არ გაუწრეთ და რთული წინადადებები არ წამოსცდეთ, თორემ ჩვენ, პროდასავლელი სიმართლისტები ვერ გავიგებთ და პირველი ჩვენვე გადავუვლით.. მარტივად უნდა ითქვას ყველაფერი, მარტივად.. რით ვერ გაიგეს, რომ:
  14. "ფრიდომ ჰაუსის" რუკა მსოფლიოში მედიის თავისუფლების ხარისხს ასახავს. რუკაზე მწვანე ფერი - სიტყვა "თავისუფალის" აღმნიშვნელია, ყვითელი - "ნაწილობრივ თავისუფალის", იისფერი - "არათავისუფალის". საქართველო აქ ყვითლად შეღებეს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ნაწილობრივ თავისუფალ" სახელმწიფოდ ითვლება. როგორც "ფრიდომ ჰაუსში" "პალიტრა TV"-ის ჟურნალისტეს უთხრეს, საქართველოს ნაწილობრივი თავისუფლების ინდექსი სულ რაღაც 50 ქულით შეფასდა, "არათავისუფალ" ქვეყნებს კი ზუსტად 49 ან უფრო ნაკლები ქულა აქვთ. გამოდის, რომ ერთი ქულაც რომ დავკარგოთ, ლიბიის, ეგვიპტის, ჩადის, იემენის, პაკისტანის, სომალის გვერდით აღმოვჩნდებით. რეპორტაჟი აშშ-დან. წყარო - Freedom House გაზპრომმა იყიდა.. (თანდართულია ვიდეო..) 1 ქულაღა დაგრჩათო კაცოუ.. დავიჯეროთ ხალხნო? oO
  15. lasha_alo რა თქმა უნდა.. უნდა ვიმსჯელოთ.. სწორედ ამიტომაც, ველი რაიმე წინადადებას.. გადასარევია კრიტიკაც.. მართლა, არ ვხუმრობ და არც ცინიკურად ვამბობ.. საჭიროა კრიტიკა, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ რაიმე წინადადებაც მოყვება, თუნდაც გაკრიტიკებული სიტუაციის გამოსასწორებლად.. მოდით გადავხედოთ შემოთავაზებულ წინადადებებს.. ვეფხვი ოჰ, რა გულუბრყვილო შეიძლება იყოს ადამიანი ხანდახან.. ვეფხვი ბატონო, ქრისდემებს, კოკოს, დავითაიას, ჯონდის და ეგეთებს რას უშვრები ნეტაი? თუ, გინდა თქვა, რომ ეგენიც წამოგყვებიან ბოიკოტზე და უარს იტყვიან ას პროცენტიან მანდატზე? გამოდით ხალხნო ამ გულზე მჯიღების ცემის ეტაპიდან.. 21 საუკუნეა უკვე.. იყო უკვე ეს.. გავიარეთ.. როდესაც ყველამ უარი თქვა და ჯონდი, კოკო, ქრისდემები შეცუნცულდნენ.. ასევე იზავენ ახლაც.. ამიტომ არ ვარგა ეს.. სხვა.. სხვა გზაა საჭირო.. mtidan საკმაოდ საინტერესო წინადადებაა და არ იქნება ცუდი საქართველოს ნაირ ქვეყანაში ამის ერთი-ორ არჩევნებზე გამოყენება, მაგრამ ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება ეს და არამგონია გავიდეს, მითმეტეს, რომ ნაციონალებს არ აწყობთ საშინლად.. DonCaredo სხვა ეფექტია მანდ დონ.. ეგ, შენ ხარ ეგეთი, თორემ 90% ვინც მივა ჯარიმის გამო, სწორედ რომ შემოხაზავს.. ქართველი(საქ. მოქალაქე) არჩევნებზე არ მიდის, არა იმიტომ, რომ რაღაც, არამედ, იმ მარტივი მიზეზის გამო, როგორიცაა: სიზარმაცე.. ეზარება.. დიახ, ეზარება, თორემ თუ აიძულე და მიიყვანე ბიულეტენთან, 90% შემოხაზავს მაინც კანდიდატს.. ნუ შენნაირებსაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ 10% არის თქვენი მაქსიმუმი.. ჩემის აზრით, რაღა თქმა უნდა.. მოკლედ, მე-5 გვერდი მიიწურა თემის და მხოლოდ ორი წინადადებაა ჯერ.. მათგან ერთი(mtidan) უაზრობაა(უკვე პრაქტიკულად დადასტურებული უაზრობა) და მეორე გამორიცხული ნაციონალების მხრიდან.. კიდევ, კიდევ წინადადებები.. აი ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ: უსუფა, გამყრელიძე, თუნდაც გუბაზი.. რას მოიმოქმედებდით.. წამოვიდეს იდეები..
  16. DonCaredo ჰეეჰ, ეს რა კაცია კიდე ვერ მოეშვა ხო შუ"თქ"აობებს babuagiorgi ძალიან კარგი, მივედით დასკვნამდე, რომ იდეოლოგია და ა.შ. არ სჭირდება კოალიციას და სჭირდება მხოლოდ პარტიას.. კმაყოფილი ვარ მაგრამ ვერ მოვასწარი ხეირიანად გახარება, რომ ეს დავინახე: კიდევ იგივეს ამბობ, ამ ამოცანის გადასჭრელად არაა საჭირო პარტიების იდეოლოგიური საერთო შეხების წერტილი.. მთავარია ის, რომ ყველას უნდა იმის შეცვლა, რის შემდეგადაც ყველას ექნება(ან ჰგონიათ რომ ექნებათ) ხელისუფლებაში მსუყე პორციით მოსვლის შანსი.. არაა საჭირო ხალხნო არანაირი საერთო შეხების წერტილი, არანაირი იდეოლოგიური ერთობა, საჭიროა მხოლოდ გეგმა და ამ ერთ ამოცანის გადაჭრაზე მოსაზრებების თანხვედრა.. მეტი არაფერი.. ეს უკანასკნელი ნამდვილად არის, ნამდვილად ყველას უნდა საარჩევნო გარემოს შეცვლა, ალბათ ქრისდემებსაც კი. ეს არის და ეს.. მეტი არაფერი.. მორჩა.. არანაირი საერთო ხედვა და რამე არაა საჭირო.. აგერ, თუნდაც ეროვნული ფორუმი მკვეთრად წინააღმდეგია ნატოსი მაშინ, როცა რესპები, ახლები და ალასანია კატეგორიულად მომხრე.. რა საერთო იდეოლოგიაზე შეიძლება იყოს აქ საუბარი აბა? პროგრამის გარდა აქ ყველაფერი მოწოდებაა.. თანაც საკმაოდ ცუდად გათვლილი(იმჰო) თანამედროვე პიარის სიტუაციაში.. აი, პროგრამას რაც შეეხება, თუ ისაა რაც ადრე იყო, თავიდან როცა იწყებდი, მაშინ ძალიან ბევრი მიუღებელი და ურთიერთგამომრიცხავი ქვეპროგრამა იყო მახსოვს და ბევრი რამაც არ მომეწონა, რაც არც მაშინ დამიმალია.. და ის ყველაფერი არის პროგრამა და მხოლოდ პროგრამა.. აი, რა უნდა ქნას კაცმა ისეთი, რომ აი მიშბატონი მეტად ვეღარ ვიხილოთ მოსული მთავრობაში თავის კაძახებიანათ.. ეს როგორ მოვახერხოთ ის მითხარი შენ, თორემ პროგრამა რესპებს, ახლებს და ალასასაც ისეთი აქვთ თითებს ჩაიკვნეტს კაცი, მარა რად გინდა? თუ ვერ მოხვედი და ვერ განახორციელე.. როგორ უნდა გაუშვა ესენი და მოხვიდე შენ ის მითხარი თქვა ის, თორემ ამნაირი მოწოდებებით: 93-შიც კი ვერ მოახდენ ხალხზე გავლენას.. იყავი, ხარ და იქნები კიდეც გიორგი ბატონო, თუ არ მატყუებს საკუთარი გათვლები
  17. babuagiorgi გაიხარე არ მეცალა უბრალოდ რესპები, ახლები, ალასანიაზე ვერ დავდებ თავს მაგრამ ალბათ ესეც, ეროვნული ფორუმი და სამწუხაროა ჩემთვის, მაგრამ ქრისდემებიც.. ამბობ, რომ ამაში არაფერია ახალი და იქვე წერ: ერთი ამოცანის შესასრულებლად გაერთიანებულ პარტიებს არანაირი იდეოლოგია-მიდეოლოგია და საგარეო-საშინაო კურსი და ეგეთები არ სჭირდება.. თუ შეიქმნა ესენი, სწორედ პარტია გახდება მერე ან პარტიისმაგვარი წარმონაქმნი, რასაც ვამბობ და თავადაც მეთანხმები, რომ ასე არაა.. შესაბამისად საჭიროა არა იდეოლოგია, არამედ კონკრეტული გეგმა და ნაბიჯები, რაც ითქვა უკვე ცალკე რესპების მიერ და ცალკე ახლების მიერ.. ვნახოთ როგორ განახორციელებენ.. ისე, მაინცდამაინც იმედით ვერ ვუყურებ ამ ნაბიჯებს რა დასამალია და, უბრალოდ ვერაფერ უკეთესს ვერ ვხედავ მე პირადად და თუ რაიმეს ხედავ კი თქვი მაშინ შე კაცო რას გვახვეწიებ რას ხედავ ამაზე უკეთესს ბრძოლის ხერხს დღესდღეისობით? არსად არ მიხსენებია მე მანდ რუსეთი.. უბრალოდ რეალური ფაქტი დავაფიქსირე - მათი დღევანდელი რეიტინგი.. არც დამინამიოკებია მანდ რუსეთზე, მაგრამ თუ მაინც გაინტერესებს ვიტყვი, რომ მიუხედავად ჩემი აზრისა, რომ ამათგან 2-3 მაინც რუსეთის გეგმებს ასრულებს, არაფრის დიდებით არ დავდებ ბრალს სანამ არ დავრწმუნდები ამაში, რადგანაც მიმაჩნია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციაზე სერიოზული მონაპოვარი კაცობრიობისთვის, მონათმფლობელობის გადავარდნა თუ იყო მხოლოდ.. არ მიხუმრია ისე მე არც წინაზე და არც ახლა: თუ იცით ვინმემ რაიმე კარგი გზა ან რაიმე იდეა გაქვთ ან რაღაც გეგმას ფიქრობთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად, თქვით თქვე კაი ხალხო და განვიხილოთ.. სანამ აქ ვარ კი ჩავერთვები მეც, მაინტერესებს ნამეტანი
  18. პლანეტას და პლანეტელებს ჩემი მოკრძალებული სალამი.. დავბრუნდე იქნებ ცოტა ხნით, თუ გახსოვართ ვინმეს ამ თემით გადავწყვიტე, რადგანაც მაკლარენის არ იყოს, ქართულ პოლიტ სივრცეში, მხოლოდ ახლებს, რესპებს (და ნუ ალასანიას გუნდსაც) ასე თუ ისე ვცემ პატივს.. შევეცდები ჩემი გადმოსახედიდან გავცე პასუხი ამ კითხვებს.. ნუთუ ამდენი ხანი ვერ მიხვდით რვიანი რა არის ხალხნო? უბრალოდ 1, ერთი, ერთი იდეის გარშემო და მხოლოდ ამ ერთი იდეის განხორციელების მიზნით გაერთიანებული პარტიები.. ეს არ არის ბლოკი.. რვავე პარტიას სხვადასხვა ხედვა აქვს რიგ პოლიტიკურ ასპექტებში და უბრალოდ რვავე პარტია არის სხვა და სხვა.. მაგრამ მიშავიზიებმა გამოიყენეს ეს უხეიროდ(იმჰო) მოფიქრებული სახელი და შექმნეს ილუზია ამ პარტიების ერთობის, ერთი გზის და მიდი მოვდივარ სიტუაციის, რამაც შექმნა(ქმნის) განწყობა, რომ რვიანი გარდა საარჩევნო გარემოსი, სხვა რიგ საკითხებშიც ერთ გზაზე იქნება და ერთად იბრძოლებენ.. რა თქმა უნდა ეს ასე არ არის და არც იქნება, ხოდა, სწორედ ამის გამო, ადრე თუ გვიან ვიღაც, ალბათ ყველაზე პრინციპული დააფიქსირებს ამას ღიად(მე მეგონა რესპები დაასწრებდნენ ახლებს) და ხალხში მოხდება უდიდესი იმედგაცრუება, რადგანაც საწყისი ინფორმაცია იყო ცუდად გაგებული.. პრინციპში რაღა მიშავიზია, აგერ უმრავლესობა ჩვენთაგანიც ასე ფიქრობს, რომ ვუყურებ ფორუმებს.. არ არის ეს ასე.. შესაბამისად ახლების გზაც არის კონკრეტული, ერთი პარტიის სუბიექტური გზა, იგივეა რესპების გზაც.. ნუ, უფრო თუ დავკონკრეტდებით, აქ არის ერთგვარი პოლიტხრიკი, თუ ხართ ვინმე გამოცდილი პოლიტიკოსი ან პოლიტოლოგი მაინც უნდა მიმხვდარიყავით (ძუკუ ბატონი მიხვდებოდა ალბათ, იმედია ალოც გაიხსენებს ძველი პოლიტ-კარიერიდან თუ თეორიის მოყვარული იყო), რომ როდესაც არის რაღაც ობიექტში რამოდენიმე სუბიექტის ერთობა მას აქვს უამრავი მინუსები, მაგრამ მინუსებთან ერთად აქვს რამოდენიმე პლიუსიც.. ერთ-ერთი პლიუსია სწორედ ის, რაც ახლა ხდება.. ამ მეთოდს ეწოდება რთული ობიექტის(ბევრი სუბიექტებისგან შემდგარი იგულისხმება) მუდმივი სიმართლის(უწოდებენ ასევე- სწორი გათვლის) ეფექტი, ანუ: ობიექტის სხვადასხვა სუბიექტები წინასწარ აფიქსირებენ სხვადასხვა, ურთიერთ საწინააღმდეგო აზრს (ამ შემთხვევაში, რესპები: აქციებს კი, ახლები: აქციებს კატეგორიული არა) და დროის გასვლის შემდეგ ობიექტს საშუალება ეძლევა აირჩიოს რომელი გზაც უნდა და აპრიორი მართალი გამოდის წინასწარ გაკეთებული აქცენტი(სწორი გათვლა).. ანუ მუდმივი სიმართლე.. სწორედ ახლა, რვიანს შეუძლია თავისფლად აირჩიოს რომელი გზაც უნდა ის გზა.. ყველა ვარიანტში რვიანი(ანუ ობიექტი) გამოდის წინასწარ სწორად გამთვლელი, რომელიც ხშირად პრინციპულობადაც აღიქმება.. ეს ორი უკანასკნელი კი, საკმაოდ დიდი კოზირია პიარის მხრივ.. არ ვიცი, რამდენად გასაგებად დავწერე ეს პოლიტ ხრიკი, მაგრამ მგონია აზრს მაინც ჩაწვდებოდით.. სწორედ ეს ხრიკი მგონია აქ, რადგანაც მთელ ამ რვიანში, ყველაზე კარგი ურთიერთობა ორ პარტიას შორის, არის სწორედ ახლებსა და რესპებს შორის და არა მგონია ასეთი უაზრო, გაუთვლელი განცხადებები გაეკეთებინათ მაშინ, როცა არც ერთი და არც მეორე პარტია ჭკუას და აზროვნებას არ უჩივის.. ისე, ერთმა რამემ დამწყვიტა კიდევ გული: არ ვიცი, მეჩვენება, თუ უმეტესობა თქვენგანს უხარია ან გაუხარდება რვიანის კრახი.. უმრავლესობა კომენტარები ნიშნის მოგებითია.. აი, ხო ვამბობდი, რატომ არ დამიჯერეს, ასე უნდა ექნათ, ისე უნდა ექნათ(მარტო ამ ფორუმს არ ვგულისხმობ).. ვერ ხვდებით ხალხნო, რომ სააკაშვილთან ბრძოლის უნარი, ნუ, მართალია მცირე, მაგრამ მაინც, მხოლოდ ამ კოლექტივს აქვს.. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, ნოღაიდელი, გაჩეჩილაძეების რეიტინგი ნულს ქვემოთაა.. დავიჯერო ვერ უყურებთ, რომ როგორც კი "რვიანი გაბანძდება", მთავარი ოპოზიციის ნიშას ქრისდემები, პადოშები დავითაიები და ჯონდიები აირტყავენ.. არ დადის ჩვენამდე, რომ რანაირი ბოიკოტიც არ უნდა გაკეთდეს და მოხდეს, წინათ ჩამოთვლილი "ოპოზიცია" ყოველთვის გაუპრავებს ნებისმიერ რამეს მთავრობას? რატომ უნდა მიწევდეს იმის ახსნა, რომ "რვიანის იდეის კრახი" ავტომატურად ნაციონალების სულ მცირე 10 წლიან მმართველობას უდრის.. ნუ გიხარიათ ხალხნო ასეთი რამეები, ნუ.. თუ რაიმე გზა იცით უკეთესი არც ეგაა პრობლემა.. თქვით თქვე კაი დედ-მამის შვილებო და აგერ არაა მაგალითად ძუკუ? დააყენებს დღის წესრიგში ჯერ რესპებში, შემდეგ რესპები რვიანში.. მარტო ტალახის სროლით კი დავემსგავსებით ფორუმ.გეს და ეს ფორუმი - ფორუმ გეზე გაცილებით მოაზროვნე მგონია მე..
  19. bergman88 უნდა აიღოს ახლა კაცმა და პიტერში დაგსვას სკინ-ფაშისტების შეკრებაზე ქართული დროშით.. ცხოვრებაში აღარ ახსენებ 88-ს შემდეგ..
  20. babuagiorgi არ არის კონკრეტულად newstudioს ან საერთოდ ჩვეულებრივი ადამიანის ბრალი ეს.. საზოგადოებისთვის, ინფორმაციის მიწოდების წყაროების 98% ასე მეტყველებს, შესაბამისად ამეტყველდა მოსახლეობაც..
  21. newstudio ჟურნალისტებმა გადააგვარეს უკვე ქართული ენა.. ჩვენ მაინც დავინდოთ.. სიტყვიერი ბარბარიზმები არც ისე მავნებელია ენისთვის.. (კომპიუტერი, ესემესი, პოსტი) აი, გრამატიკული ბარბარიზმები კი დამღუპველია.. ამაყი ვარ = I'm proud to be.. = я горд что.. ვამაყობ.. ვამაყობ და არა ამაყი ვარ.. ვამაყობ.. არაა ჩემი ეს პოსტი ბებერი ენათმეცნიერის გოდება, არამედ, რეალურად გასაცნობიერებელია ხალხნო.. გრამატიკული ბარბარიზმი ენის ციანიდია..
  22. DonCaredo 100%-იანი ხარ, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს: კლინტ ისტვუდი მოერევა თუ გვადი ბიგვა?
  23. ძუკუ სავსებით რეალური ინფოა.. შეიძლება, რა თქმა უნდა პიარიც იყოს ან უტკა, მაგრამ დიდი სიმაღლიდან კაცის დაცემის ძალა გაცილებით მეტია და გაცილებით საშიშია, ვიდრე 10-ჯერ უროს დარტყმა..
  24. Saturn ჩემი ბრალია.. რა ძალა მადგა.. რა მინდოდა.. რას გერჩოდი.. ვითომ მე არ ვიცოდი ვინ ხარ.. ან შენ არ იცოდი ვინ ხარ.. ან ვინმემ არ იცოდა ამ ფორუმზე რა ადამიანიც ხარ? ვის რას ვუმტკიცებდი.. მაგრამ რა ვქნა, მეპატიება გონია, რომ ცოტა ამჩატება მემართება, როდესაც მოხელეებზე, ვისაც 3000+ლარი აქვთ ხელფასი, ყოველ თვიურ 3000+ პრემია ნორმალურად მიაჩნია თუნდაც შენნაირ უზრდელ არსებას, მაშინ როდესაც იმავე ქვეყანაში საშუალო ხელფასი 400 ლარია, პროფესორის ხელფასი 600 ლარია და საშობაო პრემიასაც კი არ აძლევენ.. აა კიდო.. ჩამოვწერე ისევ თეორია.. ოხ ეს ბავშვური იმედები წავედი, წავედი წავბოდიალდები სანამ დროა..
×
×
  • შექმენი...