ერთადერთი, რაც ჩემს პირად მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ის არის, რომ, ცოტა წონაში დავიკელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გამოსვლისას. შეკითხვაზე, თუ რა არის საქართველოს პრეზიდენტის პირადი მიღწევა, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ყველა წარმატება და მიღწევა, რაც საქართველოს ჰქონდა, ქართველი ხალხისა და რეფორმატორთა ჯგუფის დამსახურებაა. ”მთავარი მიღწევა ის არის, რომ საქართველო შეიცვალა, თუმცა ეს არ არის ჩემი პირადი მიღწევა. ეს არის ქართველი ხალხისა და რეფორმატორთა ჯგუფის დამსახურება. ვფიქრობ, რომ გუნდისა და პრეზიდენტის მიღწევების ცალ-ცალკე განხილვა გამართლებული არ არის. მე არ მაქვს პირადი მიღწევები, ერთადერთი, რაც ჩემს პირად მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ის არის, რომ, ცოტა წონაში დავიკელი ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.