მაგი დაგიწერე მეც პირველ წერილში, კომუნისტები სტატისტიკურად რომ უდგებოდნენ საკითხს და მეფის რუსეთს სჯობდნენ, უხაროდათ... მე როგორც ვიცი, მიშა დემოკრატიულ ქვეყანას აშენებს, თუ არ აუშენებია უკვე, ბოლო აგურებს დებს უკვე მას თუ დავუჯერებთ, და ყოველი ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია ასეთ საზოგადოებაში... და კიდევ, ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ის ხალხი ვინც ციხეში არის ახლა, რობაქიძესავით არ არის შეტენილი საქმეებით დაპატიმრებული, ნაწილი მაინც... რობაქიძე რომ მოკლეს, რა თქმა უნდა ეს ტრაგედიაა, მაგრამ ეს ერთი პიროვნების, ერთი ოჯახის ტრაგედიაა, მაგრამ ამავდროულად მისი საქმე უფრო დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის, რამეთუ ის ეჭვს ბადებს პატრულის სიპატიოსნეში... და ესაა ქვეყნისთვის უდიდესი დანაკარგი ,,, ერთი ნაციკი მიმტკიცებდა, რობაქიძე რომ მოკლეს, ეს გადახრააო, თორემ პარტიის გენერალური ხაზი ძირითადად მომწონსო და ვემხრობიო... არ გაგონებს ეს რამეს? ნამდვილად, ბოლშევიკური მიდგომაა ეს, მეტი არაფერი...