Jump to content
Planeta.Ge

georgekh13

პლანეტელი
  • პოსტები

    2.731
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი georgekh13

  1. ზიმბაბვესთან რას ვშვებით? ვიგებთ თუ ვაგებთ?
  2. მე არ მჯერა, რომ რამე ეშველება ჩვენ სასამართლოს... საქმე საკმაოდ რთულადაა... რადგან არადემოკრატიული ქვეყანაა საქართველო, სასამართლოც დამოკიდებული იქნება ხელისუფლებაზე... და საქართველო არადემოკრატიული ქვეყანა რომაა, ეს ჩანს არჩევნებიდან და ა.შ.
  3. ეგ კი, მართალი ხარ... ჯარიც გვინდა და ყოლიფერი, მარა, საომარი რიტორიკა არ გვინდა... ის არ გვინდა, რასაც ოქრუაშვილი აკეთებდა მიშიკოს ხელმძღვანელობით... თუმცა ჩემი ღრმა რწმენით, ეს ყველაფერი რუსების დადგმული იყო, რომ მსოფლიოს თვალში გაემართლებინათ საქართველოს ოკუპაცია... ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც...
  4. მე არ ვამართლებ, უბრალოდ ეტყობა ადამიანისთვის უკიდურესი უსამართლობა უფრო საშინელებაა... ღმერთმა გვაშოროს ასეთი ამბავი საკუთარ ოჯახში, მაგრამ როცა ახლობელს მოგიკლავენ, მკვლელი გარეთაა (თუმცა არ ვიცი ამ საქმის ზუსტი დეტალები, მაგრამ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ეს მართლა ასეა), ეტყობა ადამიანის ტვინი იცვლება დიდი უბედურების ფონზე და მას ვერ მოვთხოვთ ადეკვატურობას...
  5. მაგ წინადადების დამატება მინდოდა, მაგრამ დამეზარა წინა წერილში
  6. რა თქმა უნდა საშინელებაა მიცვალებული ამოთხრა... ეგ კი არა, ქართველებს ის ვერ გვასწავლეს, ადამიანი რომ მოკვდება საავადმყოფოში თუნდაც სახლში, მიცვალებული გაკვეთოს პათოლოგანატომმა, რომ სიკვდილის მიზეზი ზუსტად დადგინდეს, არ გვინდა მიცვალებულის შეწუხება... წარმომიდგენია რა საშინელებაა პატრონისთვის მიცვალებულის ამოთხრა საფლავიდან, და ის ამაზე მიდის ალბათ უკიდურესი უსამართლობის გამო... ესაა საშინელება...
  7. მართალი ხარ, მაგრამ მთავრობაც მასე რომ ფიქრობს?
  8. რას ჰქვია პოლიტიზირებული? თუ ადამიანი კანონს არღვევს, არ უნდა დააკავო? თუ ჯერ უნდა ჰკითხო, რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას? მე მგონი, ადამიანი თუ კანონს არღვევს, პოლიციელმა უნდა დააკავოს...
  9. მე ვიხუმრე, მარა, მართლა მაინტერესებს, არ შეუძლია მთავრობას დეპორტი გაუკეთოს, როგორც შფოთის თავს? თუ კაკაბაძესაც ეს უნდა?
  10. მე როგორც ვიცი კაკაბაძე საქართველოს მოქალაქე არ არის (ერთხელ მოვუსმინე კავკასიაზე), ამაში მე დიდ ცუდს ვერ ვხედავ, ეტყობა აქვს მიზეზი საქართველოს მოქალაქეობის დატოვებისა და არ ვადანაშაულებ... მაგრამ ერთი ვერ გამიგია, რა უფლებით ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნის მოქალაქე... პს. მე მის ამ აქციას ვემხრობი, არ უნდა იყოს საქართველოში ბუშის ქუჩა, ქუჩა ადამიანისა რომელმაც რუსებს დაგვაჯახა და მერე მიგვატოვა ომის დროს...
  11. მე მაინც მგონია, რომ არავის ეცალა მაშინ ჩვენთვის და ამიტომ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა... არ გეგონოთ, რომ მე ამის წინააღმდეგი ვიყო, პირიქით, მშვიდობიანად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს, დიდი სისხლი არ დაიღვარა... მაგრამ მერე ჭკუა ვერ ვატანეთ ამ საქმეს და მშვიდობიანად მოსული მშვიდობა, ქარს გავატანეთ... მშვიდობაა ახლა საქართველოში? ჩემი აზრით არა, რადგან ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და საოკუპაციო ჯარი დგას იქ.... იგივე მოხდა პრინციპში 1921 წელს... უბრალოდ მაშინ სხვა რეალიები იყო და რუსეთმა პირდაპირ გადაგვიარა, იმიტომ რომ ეკიდა საერთაშორისო იმიჯი ლენინს და სტალინს... რაც 2008 წელს მოხდა, იგივე ოკუპაცია იყო, ფერად ქაღალდში შეფუთული... და სხვა პოლიტიკური სიტუაცია... პუტინი სულ ცოტათი მაინც ითვალისწინებს მსოფლიოს აზრს და ამან გვიშველა... თორემ როგორ დაიკიდა სარკო თავისი ხელშეკრულებით რუსეთმა ალბათ იცით...
  12. ომი, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, და ისეთ დროს, როგორი დროცაა ახლა, 21-ე საუკუნე, წამგებიანი კი არა, დამღუპველია...
  13. არ იყო მასე... საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და არავის ეცალა ჩვენთვის... და ამიტომ მოგვეცა საშუალება არჩევნების ჩატარების... პრინციპში არც იყო არჩევნები... გამსახურდია რუსების მიერ იყო თავს მოხვეული... თუ გახსოვთ, გამსახურდიას არც უნდოდა თავიდან მონაწილეობის მიღება არჩევნებში... ასევე იყო 1917 წელსაც... არავის ეცალა ჩვენთვის და გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა... არ ეცალათ 1921 წლამდე... მერე მოიცალეს და დანარჩენი კი ვიცით... რომელი ომი იყო 1921 წელს? მე-11 რუსულ არმიას ვინ ებრძოდა? მთავრობამ ისე გაქუსლა, უკან არ იხედებოდა... იყო პატარა შეტაკება და ეს იყო... შეიძლება ვცდები, მაგრამ მე როგორც ვიცი დიდი ომი არ გადაგვხდენია...
  14. გამარჯობათ თანაფორუმელებო! მე შედარებით ახალი წევრი ვარ თქვენი ფორუმისა. მომწონს თქვენი ფორუმი, აქ შემოვდივარ ხოლმე გულის მოსაოხებლად სერიოზულად კი, მართლა მომწონს ფორუმი. ხშირად ვკითხულობ, მაგრამ ბევრს არ ვწერ, ნელ-ნელა ვცდილობ თავით დამკვიდრებას აქ ახლა საქმე... რატომ ვხსნი ამ თემას... მიუხედავად თქვენი ფორუმის დემოკრატიულობისა, მაინც მგონია, რომ მალე დაიხურება ეს თემა... თუ ვცდები, მაშინ ბოდიშს მოვუხდი უფროსობას... აქ ბევრი წამიკითხია, მიშას ყოფილ 'თანამებრძოლებზე', რომლებიც იხმარეს და გადააგდეს... სიმართლე გითხრათ, გული მერევა ასეთ ხალხზე... თავგადაკლულ მიშისტზე საზიზღარია ასეთი პიროვნება... ერთ დროს 'მიშა მაგარია'-ს ყვირილში რომ ყელი ჰქონდა ჩახლეწილი, ახლა კი დიდი ოპოზიციონერია... გული მერევა ასეთი ადამიანი რომ დაგიწყებს მტკიცებას, მაშინაც კი ვიცოდი რა იყო მიშა, მაგრამ მეგონა ის პროექტი/საქმე/იდეა თუ გამოვიდოდაო... ეს იგივეა, როცა ბევრი იმით ამართლებდა თავის კომუნისტობას, პარტიის შიგნიდან გამოსწორება მინდაო, კომუნისტების დროს... ყველაზე საშიში და საზიზღარი ასეთი ხალხია, რომლებიც ხვდებიან, რომ გამოიყენეს/იხმარეს და მოისროლეს ბუჩქებში... გაბოროტებული ყველაზე და ყველაფერზე... თქვენ რას ფიქრობთ? შეიძლება რომ ნორმალური ადამიანი სატანის/ბოროტების/ცინიზმის/მკვლელობის/გამყიდველობის გვერდში დადგეს თუნდაც კარგის კეთების იდეით? თქვენ იმსახურებდით/იმუშავებდით მიშას მთავრობაში, რომ შემოეთავაზებინათ თანამდებობა? უკაცრავად, სათაურში უნდა იყოს 'მიშას ნაბიჭვრები'... როგორ უნდა შევცვალო, ვერ მივაგენი...
  15. რამდენი ოჯახია ლტოლვილი? მე არ მჯერა... მისცემენ ერთ-ორს, კლიპში გადაიღებენ, მიშა მაგარიას აყვირებენ, და მერე უკან წაართმევენ...
  16. ყველაფერს სჯობია, ჩვენ, მშობლებმა, "გამზრდელი" წავიკითხოთ, კიდო ერთხელ...
  17. დასასჯელები იყვნენ... მაგრამ ჩემი აზრით მხოლოდ პირობით სასჯელს იმსახურებდნენ ... და თუ კიდევ გაიმეორებდნენ, მერე ეკუთვნოდათ 5 წელი... თუ რამდენიც არის... ექსტრემისტი ექსტრემისტია, მუსულმანი იქნება იგი თუ მართლმადიდებელი...
  18. და კიდევ, რა აზრი აქ რო? მიშა მაინც არ მიდის და...
  19. ნამდვილად... ჩვენ, კომპეტენტურ, პროფესიონალურ, არაკორუფციულ და ფხიზელ ჯარს კი შეეშვან...
  20. გეკადრება?! აღარ ვჭამ... ხინკალი მირჩევნია... უფრო გემრიელიცაა და პატრიოტულადაც გამართულია წელში...
  21. გეთანხმები... საერთოდ, ჩემი აზრით, ვინც ომის მომხრეა, ისაა სწორედ საქართველოს მოღალატე... მე არ მხიბლავს რამზანასნაირი ტიპის ყოლა პრეზიდენტად, არც მიშა მხიბლავს, მაგრამ რამზანას მაინც სჯობია, თვითონ, პირადად არ აწამებს და კლავს ხალხს ბოლო-ბოლო... და ინგლისური იცის კიდო...
  22. მე მაქვს პროექტი რუს პროფესორთან... უფრო სწორად, იმას აქვს ჩვენთან... დანაშაულია? არ მგონია მორალური... იმის გამო, რომ ბოლშევიკები გეჯავრებიან, ხალხს არ უნდა ებრძოლო...
  23. ეს მომეწონა... ადამიანის უფლებებისთვის ისეთი ბრძოლა გავაჩაღოთ, რომ დაღუპულებს ვერ ითვლიდეს მტერი...
×
×
  • შექმენი...